გახსნის ფილმი

ქინ-ძა-ძა

რუსეთი. 2013 წ. 100 წთ. 

 

რეჟისორი : გიორგი დანელია, ტატიანა ილინა

სცენარის ავტორები: გიორგი დანელია, ანდრეი უსაჩოვი, ალექსანდრ ადაბაშიანი, რეზო გაბრიაძის და გიორგი დანელიას რომანის მიხედვით

პროდიუსერები: სერგეი სელიანოვი, კონსტანტინ ერნსტი, ლეონიდ იარმოლნიკი, იური კუშნირიოვი, ოლეგ ურუშევი

საპროდიუსერო კომპანია: CTB Film Company, Ritm TV and Film Production Company, Yugra-Film, Channel 1

 

ჩვენება ღია ცის ქვეშ - 17.09.2013 - 20.00 სთ. 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა ქალაქ თბილისში. 1939 წლიდან მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გიორგის მამა მოსკოვის მეტროს სისტემების მთავარ ინჟინრად მუშაობდა.  დედა – კარგი მოჭადრაკე იყო, მოგვიანებით “მოსფილმის” მეორე გაერთიანების რეჟისორად დაიწყო მუშაობა. გიორგი დანელიას დეიდა, ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გახლდათ, ხოლო ბიძა – დიდი ქართველი რეჟისორი, სტალინის ახლო მეგობარი – მიხეილ ჭიაურელი. თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში სწავლობდა და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა.  მოგვიანებით “მოსფილმის” უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა. 
1959 წელს მიხეილ რომის ხელმძღვანელობით დაამთავრა აღნიშნული კურსი და მოსკოვის "მოსფილმის” სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა. გიორგი დანელია ცნობილია თავისი "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

 

სინოფსისი 

დი-ჯეი ტოლიკი და მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი, ვლადიმერ ჩიჟოვი, მოსკოვის ცენტრში ფეხშიშველა მამაკაცს ხვდებიან. ისინი ცდილობენ კაცს დახმარება გაუწიონ, მაგრამ უეცრად ჩნდებიან დაუსახლებელ პლანეტა პლუკზე, ქინ-ძა-ძას გალაქტიკაში. პლუკის მოსახლეობა ორ კატეგორიად იყოფა - ჩატლანებად და პაცაკებად. ჩატლანები დიდგვაროვნები არიან, პაცაკები უბრალო ადამიანები...ეს ანიმაციური ფილმი, 1986 წლის საკულტო ორსერიანი მხატვრული ფილმის რიმეიქია, რომელშიც ტოლიკისა და ძია ვოვას თავგადასავალია მოთხრობილი.

 

see more

close

დახურვის ფილმი

საუკეთესო შეთავაზება

იტალია/აშშ. 2013 წ. 124 წთ.

 

რეჟისორი: ჯუზეპე ტორნატორე

სცენარის ავტორიჯუზეპე ტორნატორე
ოპერატორიფაბიო ძამარიონი  

როლებში:ჯეფრი რაში,  სილვია ჰუკსი, ჯიმ სტორგესი, დონალდ საზერლენდი, ლია კებედე

პროდიუსერებიიზაბელა კოკუზა, არტურო პალია, გუიდო დე ლაურენტისი 

საპროდიუსერო კომპანია: Paco Cinematografica S.r.l., Warner Bros.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჯუზეპე ტორნატორე დაიბადა 1956 წელს, სიცილიაზე. 16 წლის ასაკში შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი თეატრში. ტორნატორეს საყოველთაო აღიარება 1988 წლის ფილმმა, Nuovo Cinema Paradiso (ახალი კინოთეატრი პარადისო) მოუტანა. რეჟისორის ეს ნამუშევარი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ მფლობელია.

 

სინოფსისი 

 

ვირჯილ ოლდმანი ცნობილი სააუქციონო სახლის დირექტორია. დროდადრო თავის პარტნიორთან, ბილისთან ერთად იგი რთულ მაქინაციებს ხლართავს, არაკეთილსინდისიერად იყენებს კლიენტების ნდობას და სხვადასხვა ხრიკებით თავის ვილაზე, სპეციალურად მოწყობილ საიდუმლო სამალავში შეუფასებელი ნამუშევრების კოლექციას აგროვებს. ერთ დღეს, ვირჯილთან დახმარების სათხოვნელად უცნობი ქალბატონი მიდის, რომელსაც საოჯახო რელიქვიების გაყიდვა სურს. კოლექციაში ძველებურ მექანიზმს იპოვიან. ნათქვამია, რომ მისი ამუშავება მხოლოდ ზეციური ძალების დახმარებთაა შესაძლებელი. ვირჯილი თავის მეგობართან, რობერტთან ერთად ცდილობს ამოხსნას რთული თავსატეხი და მექანიზმი მოძრაობაში მოიყვანოს. ოლდმანს არამარტო მექანიზმი, არამედ მისი მფლობელიც, მშვენიერი ქალბატონი ხიბლავს... 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმები

ხუთი გატეხილი კამერა

პალესტინა, საფრანგეთი, ისრაელი, ჰოლანდია. 2012 წ. 90 წთ.

 

რეჟისორი: ემად ბურნატი, გი დავიდი

ოპერატორი: ემად ბურნატი

სცენარის ავტორები: ემად ბურნატი, გი დავიდი

მონტაჟი:ვერონიკ ლაგოარდ–სეგო, გი დავიდი

ხმის რეჟისორები: ვისამ იურბანი, ადნან იურბანი, სამირ იურბანი

საპროდიუსერო კომპანია:EmadBurnatდაBurnat Films Palestine, Guy Davidiდა Guy DVD Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

სოფელ ბილინის მკვიდრი, ემად ბურნატი პალესტინელი ფერმერია. იგი რამოდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორია, მათ შორის, “ბილინი, ჩემი სიყვარული” “პალესტინელი ბავშვები”, “Open Close”, “შეწყვეტილი წყარო”.

 

 

გი დავიდი, დოკუმენტალისტი და პედაგოგი, დაიბადა იაფაში. ფილმების შექმნა მან 16 წლის ასაკში დაიწყო. დავიდს გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: “სამუშაო პროგრესი”, “ძირითადი სიტყვები”, და “ქალები ბარიერს მიღმა”. “შეწყვეტილი წყარო”, რომლის პრემიერაც 2010წელს იერუსალიმის კინოფესტივალზე შედგა, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია.

 

 

სინოფსისი

 

პალესტინელი ფერმერი, ემად ბურნატი, ვიდეო კამერას შეიძენს, რათა თავისი მეოთხე შვილის დაბადება გადაიღოს, მაგრამ, საბოლოოდ, მას პალესტინელებსა და ებრაელებს შორის არსებული კონფლიქტის აღსაბეჭდავად იყენებს. კამერა დაპირისპირებაში ხშირად ზიანდება, ფერმერიც ყოველ ჯერზე ახალს იძენს. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ემადი პარალელურად თავის შვილსა და პალესტინელების მშვიდობიან პროტესტს ადევნებს თვალყურს. ფილმი გვიყვება ბურნატის მეგობრებზე, ოჯახსა და ვიდეოკამერაზე, რომელის გამოცვლაც რეჟისორს შემაშფოთებელი სიხშირით უწევს.  

 

 

 

see more

close

ინგლისურის მასწავლებელი

საქართველო, 2012, 56 წთ.

 

რეჟისორი: ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი

ოპერატორი: ვანო არსენიშვილი

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

პროდიუსერი: ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი

საპროდიუსერო კომპანია: Artefact Production

 

 

 

სინოფსისი

სამხრეთაფრიკელი ბრედლი ნელსონი ერთ-ერთია იმ ათასი მასწავლებლიდან, რომლებიც საქართველოში “ლინგვისტური რევოლუციის” მოსახდენად მოიწვიეს. საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ მან ინტერნეტით შეიტყო. “დიდ ცვლილებებში” მონაწილეობის მისაღებად ბრედლი სამეგრელოს პატარა სოფელში ჩადის, თუმცა იქ არც ცვლილებების ნიშნები ჩანს და არც სურვილი… სოფლის მცხოვრებლები სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგანან.

 

 ბიოგრაფია

ნინო ორჯონიკიძე - დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდიუსერი. ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტელევიზიაში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად და პროდიუსერად. 2008 წელს დააფუძნა დოკუმენტური კინოს საპროდიუსერო კომპანია „არტეფაქტ პროდაქშენი“ ვანო არსენიშვილთან ერთად. 2008 წელს ვანო არსენიშვილთან ერთად გადაღებული ფილმი „ალცნეი“ ნაჩვენები იყო მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის ლაიპციგისა და კრაკოვის კინოფესტივალებზე. 

ვანო არსენიშვილი - დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი ანიმაციის რეჟისორის სპეციალობით და ვენის კინოაკადემია კინორეჟისორის სპეციალობით (მიხაელ ჰანეკეს ჯგუფი). 2008 წელს ნინო ორჯონიკიძესთან ერთად დააფუძნა დოკუმენტური კინოს საპროდიუსერო კომპანია „არტეფაქტ პროდაქშენი“.   

 

see more

close

კაცი, რომელმაც ანგელოზებს ფრენა ასწავლა

დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/პოლონეთი. 2013წ. 64 წთ.

 

რეჟისორი-სცენარის ავტორი: ვიქტორია შჟიმანსკა

ოპერატორი: ვოიჩეხ სტარონი

მონტაჟი: ვიქტორია შჟიმანსკა

პროდიუსერი: გრეგ დევისი

მწარმოებელი კომპანია: Luna W.-ის პროდუქცია

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ვიქტორია შჟიმანსკა გახლავთ პოლონელი რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი და მხატვარი. მან განათლება ჯერ ვარშავაში მიიღო, 2004-2005 წლებში კი  სორბონას უნივერსიტეტში სწავლობდა კინო-ხელოვნებას. ამჟამად იგი ლონდონსა და პარიზში მოღვაწეობს, მანამდე ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც ექსპერიმენტულ კინოსა და თეატრზე მუშაობდა. მისი დოკუმენტური ფილმი „თემერსონი და თემერსონი“ (2010) არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა წარდგენილი (ნიონი, ლაიფციგი, ვროცლავი, ლისაბონი, ნანტე). ფილმს აღებული აქვს Future Media award-ი. შჟიმინსკა ასევე მუშაობდა ხელოვნებასთან დაკავშირებულ სატელივიზიო გადაცემებზე. იგი ხელმძღვანელობს ვორქშოფებს რიო დე ჟანეიროსა და პარიზის École du Louvre-ში. 2009 წლიდან თანამშრომლობს ESoDoc-თან, სადაც მუშაობს ევროპულ მულტიმედია პროექტზე Stories from the Bench. 

 

სინოფსისი

 

მიხაელ მესკე მსოფლიოს ერთერთი გამოჩენილი მარიონეტისტია. ხუთი წლის ასაკში მისი ოჯახი ნაცისტური გერმანიიდან შვედეთში გადასახლდა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან თავის თოჯინების თეატრთან ერთად მოგზაურობა დაიწყო და ასე გაგრძელდა 60 წლის განმავლობაში. მთელი ამ ხნის მანძილზე მან 3000-ზე მეტ მარიონეტს მოუყარა თავი. ეს შესანიშნავი კოლექცია დღესდღეობით სტოქჰოლმის მუზეუმის შეუფერებელ საწყობშია განთავსებული. ყველა მარიონეტს თავისი ისტორია და პერსონალურობა გააჩნია: ქარიზმატული დონ კიხოტი, საყვარელი პენელოპე, ცნობისმოყვარე ბაპტისტი, იდუმალი ანტიგონე... გადაღებულ ეპიზოდებში ხელოვანი ცდილობს სიღრმისეულად გადმოაცემინოს „მსახიობებს“ ადამიანური ემოციები - სიყვარული, ღალატი, ვნება, სიკვდილის შიში...

 

see more

close

სისხლისმიერი ძმა

აშშ. 2013 წ. 92 წთ.

 

რეჟისორი: სტივ ჰუვერი

აღმასრულებელი პროდიუსერები: სტივ ჰუვერი, ლი ბლეიქი, ჯონ კარლინი

პროდიუსერი: დენი იორდი

ოპერატორი: ჯონ პოპი

მონტაჟი: სტივ ჰუვერი, ტაისონ ვანსკივერი, კლოდ ლავალი

ხმის რეჟისურა: Defacto Sound

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სტივ ჰუვერი უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში კომერციულ და მუსიკალურ ვიდეობზე მუშაობდა. მისი ნამუშევრები პრაქტიკულად ყველა ტელეარხზეა გაშვებული, იუთუბზე კი 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჰუვერი ვიზუალური ეფექტების ინვენტარის გამომშვები ფირმის დირექტორია პიცბურგში. „ღვიძლი ძმა“ მის მიერ დაწერილი, გადაღებული და გამოშვებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

 

 

სინოფსისი

როკი ინდოეთში ჩასული ამერიკელი ტურისტია, რომელიც შიდსით დაავადებულ ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ ინდოეთში დარჩენას და მათ დახმარებას გადაწყევტს. ამ ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელიც თავის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის, რათა უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს დაეხმაროს, გახლავთ თავდადების ბრწყინვალე მაგალითი. როკი, რომელსაც ამერიკაში არასოდეს ჰყოლია ერთიანი ოჯახი, რომელსაც ვერაფრით ავსებდა არსებული ცხოვრება, მოწოდებას პოულობს იმ ადამიანების გვერდზე დგომაში, ვისაც ის სჭირდება, ვინც მას „როკი-ანნას“ ანუ ძმას ეძახის. ფილმის რეჟისორი, სტივ ჰუვერი, მთავარი გმირის - როკის - დიდი ხნის მეგობარია, რომელიც მის ისტორიას ინდოეთის სოფელ ტამილ ნადუში ხუთი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალ-ყურს. ფილმი არის ნამდვილ თავდადებაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებისთვისაც სიკვდილისთვის თვალებში ყურება ყოველდღიურობადაა ქცეული.

ფილმი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის 2013 წელს Sundance კინოფესტივალზე (აშშ) მოიპოვა ჟიურის გრანპრი.

 

 

 

 

 

see more

close

ბალკანური სული

გერმანია. 2012წ. 80 წთ.

 

რეჟისორი: ჰერმან ვასკე

მხატვრული უზრუნველყოფა: ანა ზარუბიცა

სცენარის ავტორი: ჰერმან ვასკე

ოპერატორები: პატრიცია ლევანდოვსკა, ალექსანდრუ მავროდინეანუ, დანიელ ტოლკე, ჰერმან ვასკე

 

 

ბიოგრაფია

ჰერმან ვასკე გახლავთ რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერი. მას უმუშავია ისეთ ცნობილ მსახიობებთან როგორებიცაა- დენის ჰოფერი, ჰარვი კეიტელი და ჯონ კლიზი. იგი არის გრიმის ჯილდოსა  (Grimme Award - გერმანული სატელევიზო ოსკარი) და 100-ზე მეტი შემოქმედებითი პრიზის მფლობელი, მათ შორის კანის ფესტივალის პრიზისაც (Cannes Lions and Clios). ვასკეს ფრანკფურტსა და ბერლინში აქვს შემოქმედებითი ბუტიკები, სახელად, „ვასკეს ემოციური ქსელი“.

ჰერმან ვასკეს ფილმოგრაფია: „ბალკანური სული“ (2012), „მოგზაურობა კიბერსივრცეში“ (2010), „ციფრული ბომბი“ (2009), Der Radikale Gärtner (2008), „ წერილები ახალგაზრდა პოეტს“ (2007), „ფეხბურთის ხელოვნება“ (2006), Museumsinsel Berlin (2006), „ იდეების შემოსევა“ (2005), „ვინ მოკლა იდეა?“ (2003), „რატომ ხარ შემოქმედი?“ (2001), „შემოქმედების 10 მცნება“ (2001), „ყველაფერი იმის შესახებ თუ როგორ მოვაშოროთ ადამიანები თავიანთ ფულს“ (1998).

 

სინოფსისი

ბალკანეთი ევროპის ის რეგიონია, რომელიც შემოქმედებით სუნთქავს. საზღვრები იცვლება, ბალკანური შემოქმედება კი უცვლელი რჩება. სად აქვს ფესვები ამ ცოცხალ და რადიკალურ კრეატიულობას, რამდენად მნიშვნელოვანია ბალკანური შემოქმედება მათი თვითმყოფადობისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია იმპროვიზაციის ხელოვნება და როგორ უმკლავდება ბალკანური შემოქმედება თანამედროვე დასავლურ ღირებულებებს მიმდინარე ევროპული კრიზისის ეპოქაში?!

ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი თვალწინ გვიშლის ბალკანთა შემოქმედი სამყაროს ფართო პანორამას, სადაც ამ შემოქმედების კულტურული, ფილოსოფიური, პოლიტიკური და მხატვრული ასპექტებია განხილული. ფილმს წარმოადგენენ ცნობილი თეატრის მსახიობი მარინა აბრამოვიჩი და ანჯელინა ჯოლი, რომელმაც ბალკანური თემა თავისი სარეჟისორო დებუტისთვის აირჩია; ასევე მუსიკოსები - ბაბა ზულა და გორან ბრეგოვიჩი, რეჟისორები - იასმილა ზბავიცი და ემირ კუსტურიცა.

 

 

see more

close

ცუდი ბიჭი - განსაკუთრებული რეჟიმის საკანი

 

საფრანგეთი, პოლონეთი. 2012წ. 78 წთ.

 

რეჟისორი: იანუშ მროზოვსკი

სცენარის ავტორი: იანუშ მროზოვსკი

მონტაჟი: კარინ ოლივიე, კრჟიშტოფ პალუხოვსკი

ოპერატორი: იანუშ მროზოვსკი

ხმის რეჟისორი: კამილ საიევიჩი

მწარმოებელი კომპანია: Janusz Mrozowski for Filmogène-ის პროდუქცია

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იანუშ მროზოვსკი პოლონეთში დაიბადა და ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს. იგი კარგად იცნობს საფრანგეთისა და პოლონეთის ციხეებს, სადაც კინო-ვორქშოფებს აწყობდა. ბოლო წლებში მან გადაიღო ციხის ტრილოგია, სამი დოკუმენტური ფილმი ციხეებზე: „ცუდი ბიჭის განსაკუთრებული რეჟიმის საკანი“ (78 წთ.) – 2012,  ცუდი გოგოების საკანი N77 (95 წთ.) – 2010,  ცუდი ბიჭების საკანი N425 (124 წთ.) – 2009.

 

 

სინოფსისი

ახალგაზრდა პოლონელი ბანკის მძარცველის დღიურები უფანჯრო  საკანში, სადაც მუდმივად ზედამხედველობის ქვეშაა და ვერც მნახველებს იღებს. ფილმის საშუალებით ვეცნობით ციხის საიდუმლო ადგილებს და  28 წლის დამიანს, რომელსაც ბანკის ორგანიზებული ძარცვისთვის 10 წელი აქვს მისჯილი. დამიანის გულწრფელი საუბარი იანუშ მროზოვსკის კამერის წინაშე ნათლად გვიჩვენებს მის შინაგან სამყაროს, გადმოგცემს  საკუთარ ეჭვებსა და განცდებს. 

 

see more

close

პუსი რიოტ- პანკების ლოცვა

რუსეთი/დიდი ბრიტანეთი. 2013წ. 86 წთ.

 

რეჟისორები: მაიკ ლერნერი, მაქსიმ პოზდოროვკინი

ოპერატორი: ანტონი ბუტსი

მონტაჟი: სიმონ ბარკერი, ესტებან უვარა

პროდიუსერები: მაიკ ლერნერი, მაქსიმ პოზდოროვკინი

HBO Documentary Films-ის პროდუქცია

მონაწილეობენ: მარია ალიოხინა, ეკატერინა სამუცევიჩი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პროდუსერი მაიკ ლერნერი 25 წლის განმავლობაში მუშაობდა დოკუმენტურ ფილმებზე. მას გადაუღია ფილმები ისეთი მნიშვნელოვანი მაუწყებლებისთვის როგორიცაა: BBC, Channel Four, Five, ITV, Discovery, HBO, PBS. მისი ნამუშევარია „ავღანეთის ვარსკვლავი“, რომელმაც 2009 წელს სანდანსის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზი მოიპოვა, ფილმმა „ისევ უკან“ (Back Again ) კი ამავე ფესტივალზე ჟიურის პრიზი აიღო 2011 წელს და მოხვდა ოსკარის ნომინაციაში.

„პუსი რაიოტი - პანკების ლოცვა“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო ნამუშევარია.

მაქსიმ პოზდოროვკინი გახლავთ რეჟისორი და პროდიუსერი. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედაქალაქი“ თანამედროვე სიმფონიაა ყაზახეთის უტოპიურ დედაქალაქ ასტანაზე. ფილმი მსოფლიოს მრავალ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და მისი გამოფენა მოეწყო რამდენიმე გალერეაში. იგი ამჟამდ მუშაობს დოკუმენტურ ფილმზე იარაღით ვაჭრობის ლიდერზე - ვიქტორ ბოუტზე.

 

 

სინოფსისი

2012 წლის  თებერვალში ფემინისტური არტჯგუფის - პუსი რაიოტის წევრებმა, ნადიამ, მაშამ და კატიამ, რუსეთის მთავარ კათედრალში ორმოცწუთიანი ე.წ. „პანკების ლოცვა“ წარმოადგინეს, რასაც რელიგიური სიძულვილის ბრალდებით მათი დაპატიმრება და შემდეგ გახმაურებული სასამართლო პროცესი მოჰყვა. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე, რომლის მიზეზითაც მთელი ერი და გარესამყარო შოკში ჩავარდა, სამი ახალგაზრდა ხელოვანი თუ საზოგადოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ?

 

 

see more

close

მკვლელობის აქტი

 

დანია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, 2012; 159 წთ.

 

რეჟისორი: ჯოშუა ოფენჰაიმერი, კრისტინ სინი, ანონიმი

პროდიუსერი: სიგნ ბირგე სორენსენი

ოპერატორი: კარლოს მარიანო არანგო დე მონტისი, ლარს სკრი

მონტაჟი: ნილს ფაგ ანდერსენი, იანუშ ბილეშკოვ იანსენი, მარიკო მონპეტი, შარლოტ მუნჩ ბენგტსენი, არიადნა ფატიო-ვილას მესტრე

Final Cut For Real-ის პროდუქცია

 

 

თრეილერის ნახვა

 

ბიოგრაფია

 

ჯოშუა ოფენმაიერი 1974 წელს დაიბადა ტეხასში, აშშ-ში. მან ათ წელზე მეტი იმუშავა მილიციასთან, სიკვდილის ბრიგადებთან და მათ მსხვერპლებთან, რათა გამოეკვლია პოლიტიკური ძალადობისა და სახალხო მიგრაციის პრობლემები. ჯოშუა ოფენმაიერმა განათლება ჰარვარდსა და ლონდონის Central St Martins-ში მიიღო. მრავალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გარდა მისი არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდა ჯილდოს მფლობელი. ოფენჰაიმერი გახლავთ ბრიტანეთის ხელოვნებისა და კაცობრიობის ისტორიის მკვლევართა საბჭოს მთავარი მკვლევარი, იკვლევს გენოციდის პრობლემებს და არაერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული ამ თემასთან დაკავშირებით.

 

კრისტინ სინი უკვე 14 წელია დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმებზე მუშაობს. მისი ბოლო ათწლეულის ფილმები ძირითადად ადამიანთა მიგრაციებს ეხება. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფულბრაითის სტიპენდიით უგანდაში გაემგზავრა, სადაც ჯოშუა ოფენჰაიმერთან ერთად გადაიღო ფილმი „გლობალიზაციის ლენტები“ (THE GLOBALIZATION TAPES 2003).ის მუშაობდა ბრიტანეთის ხელოვნებისა და კაცობრიობის ისტორიის მკვლევართა საბჭოსთვის, რომელიც  გენოციდის პრობლემებს იკვლევს.

 

სინოფსისი 

„მკვლელობის აქტი“ არის ნამდვილი კინემატოგრაფიული ექსპერიმენტი, რომელშიც ინდონეზიის ისტორიის ერთერთი მძიმე ეპიზოდია აღწერილი: ყოფილი ქილერები ქმნიან ჯგუფს, რათა კიდევ ერთხელ განიცადონ თავიანთი ცხოვრებები იმ ფილმების სტილში, რომლებიც მათ უყვართ. ჯგუფის ერთერთი წევრი ინდონეზიის ლიდერი ანვარ კონგოა. როდესაც 1965 წელს პრეზიდენტ სუკარნოს მთავრობა დაამხეს. კონგო და მისი კოჰორტები მილიონობით კომუნისტის, ეთნიკური ჩინელისა და ინტექტუალისგან შემდგარ მკვლელების ჯგუფებს შეუერთდნენ და სიამაყით ჩადიოდნენ დანაშაულს. თუმცა ცოტა ხანში ანვარის სიამაყე გზას სინანულს უთმობს და ვხედავთ, როგორ ნადგურდება ადამიანი, რომელმაც სამყაროში არსებობისთვის ძალადობის გზა აირჩია. 2013 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მაყურებელთა პრიზი.

 

see more

close

მილსადენი

რუსეთი, გერმანია, ჩეხეთი. 2013წ. 116 წთ.

 

რეჟისორი-სცენარის ავტორი: ვიტალი მანსკი

ოპერატორი: ალექსანდრა ივანოვა

მონტაჟი: პაველ მენდელ-პონამარევი

Vertov Studio-ს პროდუქცია

Saxonia Entertainment GmbH, Hypermarket Film s.r.o., Česká televize / Czech Television-ის კოპროდუქცია

 

 

ბიოგრაფია

 

ვიტალი მანსკი 1963 წელს დაიბადა ლვოვში. 1990 წელს დაამთავრა გერასიმოვის კინემატოგრაფიული ინსტიტუტი. 1989 წელს გადაიღო პირველი ფილმი, აქედან მოყოლებული მან 30-ზე მეტი ფილმი შექმნა, რომლებიც ასობით კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. მას 50-ზე მეტი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ლაიფციგის კინოფესტივალის ვერცხლის მტრედი და - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის  ლოკარნოს კინოფესტივალზე. ასევე ოთხჯერ იყო ნომინირებული Nika award-ზე. 1996 წლიდან იგი მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანიც 1930-1990 წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფაზე გადაღებული სამოყვარულო ფილმების შეგროვება-შენახვაა. რჩეული ფილმოგრაფია: „ებრაული ბედნიერება“ (1991), „პირადი ქრონიკები. მონოლოგი“ (1998), „პუტინი. ნაკიანი წელიწადი“ (2001), „ანატომია T.A.T.U.“ (2003), „ქალწულობა“ (2008), „აისი და დაისი“ (2008), „დალაი ლამა 14“ (2008), „ნიკოლინა გორა. ეპილოგი“ (2009), „სამშობლო ან სიკვდილი“ (2011).

 

 

სინოფსისი

 

პრეზიდენტ პუტინის განცხადების თანახმად რუსეთის ბიუჯეტის ნახევარს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს. ბუნებრივი გაზის წყალობით ტრანსციმბირული მილსადენის მნიშვნელობა განსაკუთრებით 1983 წელს გაიზარდა, როდესაც რუსეთმა გაზით ევროპის მომარაგება დაიწყო. ფილმში მოთხრობილია მისლსადენის მიდამოებში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე: გაყინულ მდინარეში დაჭერილი მკვდარი თევზები, მატარებლის ვაგონში ჩატარებული წირვები, ძველ სარეცხ მანქანაში მცხოვრები ძაღლები, არსებული პირობებით უკმაყოფილებისა და  მომავლის უქონლობის შიშით გამოცოცხლებული კომუნისტური იდეები - ეს ყველაფერი მკაფიოდ წარმოაჩენს თანამედროვე რუსეთის აბსურდულ ბანალურობას. ფილმი რეალურად გვიჩვენებს იმ ლეგენდარული ტრანსციმბირული მილსადენის შემაშფოთებელ პორტრეტს, რომელზეც დღემდე ევროპის უმეტესი ნაწილია დამოკიდებული.

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმები

მეოთხე შვილი

ირანი. 2013წ. 93 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ვაჰიდ მუსაიანი

პროდიუსერი: ვაჰიდ მუსაიანი

ოპერატორი: ალი მუჰამედ ღასემი

მონტაჟი: ჰასან ჰასანდოოსტი 

მხატვარი: კამიაბ ამინ აშაიერი

მუსიკა: ფერეიდუნ შაჰბაზიანი 

როლებში: მაჰტაბ კერამატი, ჰამედ ბეჰდადი, მეჰდი ჰაშემი, ჰოსეინ მოჰებ აჰარი

საპროდიუსერო კომპანია: Farabi Cinema Foundation

 

ბიოგრაფია

 

ვაჰიდ მუსაიანი დაიბადა ირანის ქალაქ ხორამაბადში, 1969 წელს. მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდო აქვთ მოპოვებული. მუსაიანის სადებიუტო მხატვრული ფილმი, “მიწის სურვილები” (WISHES OF THE LAND), 2002 წელს, მოსკოვის 24 კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. მუსაიანის ფილმი, “GOLCHEHREH” ჰიუსტონის, ბოსტონისა და ბათუმის კინოფესტივალების გამარჯვებულია.

  

სინოფსისი

 

ფილმი გვიყვება ორ მგზავრზე: ერთი, მსახიობი ქალია, რომელმაც ძველი პროფესია მიატოვა და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი. მეორე მგზავრმა, მამაკაცმა, მთელი ქონება დაკარგა. მოგზაურობის საბოლოო დანიშნულება სომალია, სადაც შიმშილისა და ომის მიუხედავად, ადამიანური ღირსება მაინც ყველაზე მთავარი ღირებულებაა…

 

see more

close

თოვლის მოსვლამდე

ნორვეგია, გერმანია, ერაყი. 2013 წ. 101 წთ.

 

რეჟისორი: ჰიშამ ზამანი 

სცენარის ავტორები: კიელ ოლა დალი, ჰიშამ ზამანი 

ოპერატორიმარიუს მასლოუ გულბრანდსენი 

მუსიკა: დავიდ რეიესი

როლებში: ტაჰერ აბდულა ტაჰერი, ბაჰარ ოზენი, სუზან ლირი, ბილი დიმიტრასი

მონტაჟი: არილდ ტრიგესტადი

საპროდიუსერო კომპანია: Paradox Film AS

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰიშამ ზამანმა (დაბ. 1975 წ. ერაყის ქურთისტანი) განათლება ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში, ნორვეგიის კინო სკოლაში მიიღო.  სწავლა 2004 წელს დაამთავრა. 2003 წელს თანაკურსელებთან ერთად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Bridge (ხიდი), ხოლო მოგვიანებით, 2004 წელს, The Roof (ჭერი).თავის ფილმებში იგი დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქურთი ლტოლვილების ბედზე მოგვითხრობს. რეჟისორი ყოველთვის დეტექტიური ჟანრის მწერალთან, კიელ ოლა დალთან თანამშრომლობს, რომელიც მისი ფილმების შეუცვლელი სცენარისტია.

ზამანს ყველაზე დიდი წარმატება, მისმა 2005 წლის ფილმმა Daddy (მამა) მოუტანა. 2007 წელს რეჟისორმა გადაიღო Winterland (ზამთრის ქვეყანა), ხოლო 2009 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Other Ones (სხვები). Before Snowfall (თოვლის მოსვლამდე) რეჟისორის ბოლო ნამუშევარია. ამჟამად ჰიშამ ზიმანი ნორვეგიისა და გერმანიის ერთობლივ პროექტზე, A Letter to the King (წერილი მეფეს) მუშაობს.

 

სინოფსისი

ემოციებით დატვირთული, ფსიქოლოგიური „როუდ–მუვი“ ადამიანისა და საზოგადოების, ღირსებისა და სინდისის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. 16 წლის ბიჭს, სიარს, ოჯახში ერთადერთ მამაკაცს, თავისი დის, ნერმინის ქორწილის ორგანიზება ევალება. მაგრამ გოგონა საქმროზე უარს ამბობს და თავის რჩეულთან ერთად სტამბულში იპარება. სიარის მოვალეობაა დას დაედევნოს და მოკლას, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვს. ბიჭი არალეგალურად კვეთს საზღვარს, ამაში მას ევროპაში მცხოვრები ქურთები ეხმარებიან. სიარს მოგზაურობისას პირველი სიყვარული ეწვევა. მას ახსენდება ბედნიერი ბავშვობა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი მორალური არჩევანის წინაშე დგება, არჩევანის, რომელიც  ტრადიციებისგან და ოჯახისგან აშორებს.

 

see more

close

ფარაჯანოვი

უკრაინა/საფრანგეთი/საქართველო/სომხეთი. 2013 წ. 95 წთ.

 

რეჟისორი: სერჟ ავედიკიანი, ელენა ფეტისოვა

მონტაჟი: ალექსანდრა შტრაუსი, ალექსანდრე შვეცი

სცენარის ავტორი: ელენა ფეტისოვა

ოპერატორი: სერგეი მიხალჩუკი 

მხატვარი: ვლადისლავ რაჟიკოვი

როლებში: სერჟ ავედიკიანი, იულია პერესილდი, კარენ ბადალოვი, ზაზა ქაშიბაძე

პროდიუსერები: ელენა ფეტისოვა, გორუნე აპრიკიანი, მარი კლოდ არბოდი, თინათინ ყაჯრიშვილი, ტაგუჰი კარაპეტიანი

საპროდიუსერო კომპანია: Interfilm Production Studio (უკრაინა), Araprod (საფრანგეთი), Gemini, Millimetr Film (საქართველო) Paradise (სომხეთი) 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სერჟ ავდიკიანი – სომხური წარმოშობის ფრანგი მსახიობი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის კანის ფესტივალის პალმის რტოს მფლობელი, დაიბადა ერევანში, 1955 წელს. 15 წლის ასაკში ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა თავის ოჯახთან ერთად. ავდიკიანმა განათლება მედონის დრამატული ხელოვნების სკოლაში მიიღო. მას უამრავი როლი აქვს შესრულებული თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში, გადაღებული აქვს დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები. „ფარაჯანოვი“ ავდიკიანის პირველი სრულმეტრაჟანი მხატრვული ფილმია.

 

ელენა ფეტისოვა – უკრაინელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. 2009 წლის იგი ლესია უკრაინკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა. ელენა დაიბადა კიევში, 1964 წელს. 1987 წელს დაამთავრა, მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინო უნივერსიტეტი (VGIK). 2001 წელს შექმნა საპროდიუსერო კომპანია Interfilm Production Studio. ფეტისოვას, როგორც სცენირის ავტორსა და რეჟისორს მრავალ ფესტივალზე სხვადასხვა ჯილდო აქვს მოპოვებული.

რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ფარაჯანოვი“, EAVE–სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

 

 

 

სინოფსისი

სერგო ფარაჯანოვი – გენიოსი და პროვოკატორი, ქმნის ფილმს, რომელსაც საერთაშორისო აღიარება მოაქვს. წარმატების მიუხედავად, მის ცხოვრების წესს საბჭოთა ხელისუფლება არ წყალობს, ფარაჯანოვს აპატიმრებენ. მაგრამ რეჟისორი ციხის კედლებშიც პოულობს მშვენიერებას...   

 

see more

close

მსუქანი კაცი

ირანი. 2013 წ. 85 წთ.

 

 

რეჟისორი: მოჰამედ შირვანი

სცენარის ავტორი: მოჰამედ შირვანი

ოპერატორი:           მოჰამედ შირვანი

მონტაჟი: მოჰამედ შირვანი, პოიაპარ სამაგჰამი

როლებში:    ლევონ ჰაფთვანი, მარიამ პალიზბანი, ჰასან როსტამი, ნავიდ მოჰამედზადე

პროდიუსერი: მოჰამედ შირვანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

მოჰამედ შირვანი (დაბ. 1973 წ. ირანი) ჯერ სამხედრო სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით კი სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო, რამაც საბოლოოდ თავის ნამდვილ სიყვარულთან, კინოსთან მიიყვანა. მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს მსოფლიოს კინოფესტივალებზე უამრავი ჯილდო აქვთ მოპოვებული. შირვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, Navel (2004), როტერდამის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. Fat Shaker, რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი და მეორე სრულმეტრაჟიანი პროექტია.

 

 

სინოფსისი 

მამა–შვილი თეირანში ცხოვრობს და უჩვეულ საქმიანობას ეწევა: ბიჭი, რომელიც დაბადებიდან ყრუა, ქალაქში „იკარგება“, გზააბნეულს ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონები „პოულობენ“, უეცრად მამა ჩნდება და მათ შვილის გატაცებაში ადანაშაულებს, დაჭერით ემუქრება. ქალბატონები იძულებული   არიან ფული გადაიხადონ და მამისაგან ასე დააღწიონ თავი. ერთ დღეს ამ თამაშში იდუმალებით მოცული ქალი ერთვება და ყველაფერს ცვლის... 

 

see more

close

ჩემი საბნის ნაკეცი

საქართველო. 2013წ. 75 წთ.



რეჟისორი: ზაზა რუსაძე

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ზაზა რუსაძე

დამდგმელი ოპერატორი: გოგა დევდარიანი

დამდგმელი მხატვარი: ვაუტერ ზუნი

კომპოზიტორი: ნატალია ბერიძე, კაი ლილიხი

პროდიუსერი: ზაზა რუსაძე

აღმასრულებელი პროდიუსერი: ინეკე სმიტსი, ელს ფანდეფორსტი

როლებში: თორნიკე ბზიავა, თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ნაკაშიძე, ზურა ყიფშიძე, ავთანდილ მახარაძე, მარინა ჯანაშია, მაკა მახარაძე, დარეჯან ხარშილაძე, შოთა ქრისტესაშვილი, აკაკი ხიდაშელი, გიორგიგ იორგანაშვილი, ნათია ფარჯანაძე

მწარმოებელი კომპანია: ზაზარფილმი (www.zazarusadze.com )

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

დაიბადა 1977 წელს ქ. თბილისში. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო არხზე. 1996 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში. 2003 წელს დაასრულა პოტსდამ ბაბელსბერგის კინოსკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი. თანამშრომლობდა მრავალ საერთაშორისო კინო-პროდიუსერთან. იგი ქართველ ხელოვანთა კოლექტივის GOSLAB–ის ერთ-ერთი წევრი და საპროდიუსერო კომპანია "ზაზარფილმის" დამფუძნებელია.ზაზა მუშაობდა  რეჟისორის ასისტენტად ინეკე სმიტის, დიტო ცინცაძის, ოთარ იოსელიანის ფილმების გადაღების პერიოდში. 2007 წ. დაარსა კინოკომპანია Zazarfilm.

 

სინოფსისი 

“ჩემი საბნის ნაკეცი” დრამაა, რომლის მოქმედება პატარა ქართულ ქალაქში, ახლო მომავალში ვითარდება. ფილმის თრილერის თხრობითი ქარგა ოცნებისეული გამომსახველობითი ელემენტებით არის გაჯერებული. რეჟისორი ახალგაზრდა ბიჭის, დიმიტრის, ისტორიას გვიყვება, რომელიც საზოგადოების კონფორმიზმისგან თავის დაღწევას ცდილობს.

 

see more

close

მინდორი ინგლისში

დიდი ბრიტანეთი. 2013 წ. 90 წთ.
           

 

რეჟისორი: ბენ უიტლი 

სცენარის ავტორი: ემი ჯამპი 

ოპერატორი: ლორი როუზი

მუსიკა: ჯიმ უილიამსი

მონტაჟი: ემი ჯამპი, ბენ უიტლი

როლებში: ჯულიან ბარეტი, პიტერ ფერდინანდო, რიჩარდ გლოვერი, მაიკლ სმაილი

პროდიუსერები: კლერ ჯოუნსი, ენდი სტარკი

საპროდიუსერო კომპანია: Rook Films

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბენ უიტლი (დაბ. 1972 წ. ბელერიკი, დიდი ბრიტანეთი) ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორია. მან კარიერა ანიმაციური, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და სარეკლამო რგოლების შექმნით დაიწყო. მოგვიანებით უიტლიმ მუშაობა ტელევიზიაში განაგრძო. ახალგაზრდა რეჟისორს საყოველთაო პოპულარობა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, Down Terrace (2010) მოუტანა. მომდევნო პროექტი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Kill List (2011) ჯერ ამერიკის South by Southwest, ხოლო შემდეგ კარლოვი ვარის ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. 2012 წლის ფილმის, Sightseers პრემიერა კანში შედგა, ამავე წელს მოეწყო მისი ფილმების რეტროსპექტივაც. Sightseers აჩვენეს ტორონტოს, როტერდამისა და სანდენსის კინოფესტივალებზე. უიტლი წარმატებული სცენარისტი და მემონტაჟეა, იგი ხშირად თანამშრომლობს თავის მეუღლესთან, ემი ჯამპთან, რომელიც რეჟისორის მეოთხე მხატრვული ფილმის,  A Field in England (მინდორი ინგლისში) სცენარისტი გახლავთ. 

 

სინოფსისი

ინგლისში სამოქალაქო ომია, მძიმე ხანა, სამყაროს კანონებს არავინ ანიჭებს მნიშვნელობას, პლანეტების ბრუნვაზე საუბარი კი ერესად ინათლება.  საბრძოლო ველიდან გამოქცეული მცირე რაზმი მძევლად უვარდება ონილსა და კატლერს. ალქიმიკოსი ონილი მძევლებს აიძულებს ეძებონ განძი, რომელიც იქვე, მინდორშია დამარხული.

ერთადერთი საკვები, რომელიც მინდორში მოიპოვება ფსიქოდელიური სოკოა. რაზმის წევრები ნელ–ნელა ეფლობიან ქაოსსა და ძალადობრივ ფიქრებში. ისინი ხვდებიან, რომ შესაძლოა არანაირი განძი არ არსებობს და რომ ყველა, მინდვრის საშინელი ენერგეტიკის მოქმედების მსხვერლია.

 

see more

close

გეოგრაფს გლობუსი შემოეხარჯა

რუსეთი. 2013 წ. 100 წთ.

 

რეჟისორი: ალექსანდრ ველედინსკი 

სცენარის ავტორებიალექსანდრ ველედინსკი, რაუფ კუბაევი, ვალერი ტოდოროვსკი, ალექსეი ივანოვის რომანის მიხედვით
ოპერატორი ვლადიმერ ბაშტა

როლებში: კონსტანტინ ხაბენსკი, ელენა ლიადოვა, ალექსანდრ რობაკი, ევგენია ბრიკი, ანა უკოლოვა

პროდიუსერებივალერი ტოდოროვსკი, ვლადიმერ ფორიანოვი, ლეონიდ ლებედევი
საპროდიუსერო კომპანია: Krasnaya strela, Marmot Film

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ალექსანდრ ველედინსკის 1993-1995 წ.წ. გავლილი აქვს სასცენარო და სარეჟისორო კურსები. 2000-2002 წ.წ. იგი გახლდათ სატელევიზიო ფილმების „სატვირთო მანქანის მძღოლები“, „ბრიგადა“ და „კანონის“ სცენარების თანაავტორი. მისი 2001 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მხოლოდ ჩვენ ორნი“ მონაწილეობდა კანის ფესტივალის "Un Certain Regard" პროგრამაში და მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. 2004 წელს ველედინსკიმ გადაიღო ფილმი „რუსი“, რომელმაც მთავარი როლის შემსრულებელს, ა. ჩადოვს საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოუტანა კინოფესტივალზე „მოსკოვ–პრემიერი“. 



სინოფსისი

ახალგაზრდა ბიოლოგს უფულობა აიძულებს პერმის ერთ–ერთ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა. თავიდან მოსწავლეებთან ურთიერთობა არ ეწყობა, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ, ბავშვები მასწავლებელს უმეგობრდებიან. სამსახურიდან თავისუფალ დროს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ღვინოს სვამს, ცდილობს მეუღლესთან ურთიერთობა დააწყოს და თავისი შვილი ბაღში დაჰყავს. ის ცდილობს გადარჩეს... მარტოობისა და დეპრესიის მიუხედავად, მას სიყვარულის უნარი არ უქრება...

 

see more

close

მთელი ცხოვრება

თურქეთი/გერმანია/ჰოლანდია. 2013 წ. 110 წთ.

რეჟისორიასლი ოზგე

სცენარის ავტორიასლი ოზგე

ოპერატორი ემრე ერქმენი

მონტაჟიასლი ოზგე, ნატალი ბარი

ხმის რეჟისორი: დენიელ ირიბეინი 

როლებში: დაფნე ჰალმანი, ჰაკან ჯიმენსერი, გიზემ აქმანი, ონურ დიკმენი

პროდიუსერინადირ ოფერლი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ასლი ოზგე 1975 წელს დაიბადა სტამბულში, 2000 წლიდან იგი ბერლინში ცხოვრობს. მისი სადებიუტო ნამუშევარი, სრულმეტრაჟიანი ფილმი Men On the Bridge (კაცი ხიდზე), ნაჩვენები იქნა ლოკარნოსა და ტორონტოში და სტამბულის, ადანას, ანკარასა და ლონდონის კინოფესტივალების გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში ფილმი მსოფლიოს 40 კინოფესტივალზე აჩვენეს და საერთაშორისო კინოგაქირავებაშიც გამოვიდა. რეჟისორის მეორე ნამუშევრის, სრულმეტრაჟიანი ფილმის, Lifelong (მთელი ცხოვრება) პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 

 

სინოფსისი

ნიშანთაში სტამბულის ერთ–ერთი პრესტიჟული უბანია, რომელშიც მდიდარი და ლამაზი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ბედნიერებისათვის ფული და სილამაზე არ არის საკმარისი. ფილმი 52 წლის არქიტექტორ ქანსა და მის მეუღლეზე, ელაზე მოგვითხრობს. ელა ერთ დროს წარმატებული მხატვარი იყო.  მათი ქალიშვილი, ნილი ანკარაში ცხოვრობს. მარტო დარჩენილი ცოლ–ქმარი ხვდება, რომ მათ შორის არსებული ვნება და სიყვარული გაქრა. ქორწინება ნელ–ნელა ინგრევა. ერთ დღეს, ელა, თავისი მეუღლის სატელეფონო საუბარს მოისმენს...  

 

see more

close

მეხუთე სეზონი

ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია.  2012 წ.  93 წთ. 

 

 

პროდიუსერები: პიტერ ბროსენსი, ჯესიკა ვუდვორთი

რეჟისორები: პიტერ ბროსენსი, ჯესიკა ვუდვორთი

სცენარის ავტორები: პიტერ ბროსენსი, ჯესიკა ვუდვორთი

ოპერატორი: ჰანს ბრუხი უმცროსი

მონტაჟი: ჯესიკა ვუდვორთი    

მხატვარი: იგორ გაბრიელი

მუსიკა: მიშელ შოპინგი

როლებში: პიტერ ფონ დენ ბეხინ, ბრუნო გერისი, ნატალი ლაროში

საპროდიუსერო კომპანია: Bo Films (ბელგია),  Molenwiek Film (ჰოლანდია), Unlimited (საფრანგეთი)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პიტერ ბროსენსისა და ჯესიკა ვუდვორთის პირველმა ერთობლივმა ფილმმა Khadak,  2006 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „მომავლის ლომი“ მოიპოვა.  მათი მეორე ნამუშევარი Altiplano, ნაჩვენები იქნა 2009 წლის კანის ფესტივალის გახსნაზე. ფილმი ბანკოკის კინოფესტივალზე, „გოლდენ კინარეს“ მფლობელი გახდა.

პიტერი (დაბ. 1962 წელს, ლევენი, ბელგია) რეჟისორი და პროდიუსერია, იგი 1991 წლიდან ქმნის ფილმებს. ბროსენსი სწავლობდა ურბანულ გეოლოგიასა და კულტურულ ანთროპოლოგიას. 1995 წელს ევროპის ერთ–ერთი პრესტიჟული სკოლა,  EAVE დაამთავრა.  შექმნილი აქვს რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის „მონღოლეთის ტრილოგია“ –City of the Steppes (1993), State of Dogs (1998) და Poets of Mongolia (1999).

ჯესიკა (დაბ. 1971 წელს, ვაშინგტონი, აშშ) გაიზარდა ევროპასა და აშშ–ში. იგი პრინსტონის უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობდა, აგრეთვე მუშაობდა ჩინეთში, ევროპულ ტელეარხებზე.  სტენფორდის უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი, სპეციალობა – დოკუმენტური კინო. რეჟისორმა 2001 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი The Virgin Diaries. ჯესიკა 2011 წელს, გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ.

 

 

სინოფსისი

არდენის ტყესთან ახლოს, პატარა სოფლის მაცხოვრებლები გაზაფხულის მოსვლას სათანადოდ ვერ ხვდებიან, არ ასრულებენ ძველ, საუკუნოვან ტრადიციას. ბუნებაც იგივეთი პასუხობს, დროთა ცვალებადობა ირღვევა. ცხოვრება იცვლება, სოფლის მაცხოვრებლები ელიან გაზაფხულს, რომელიც შესაძლოა არასოდეს მოვიდეს...

„მეხუთე სეზონი“, იგავია, რომელიც უჩვეულო წელიწადზე მოგვითხრობს: ზამთარში ხეები ქრება, გაზაფხული იყინება, ზაფხული სასოწარკვეთის ხანაა, შემოდგომაზე ანგელოზები ჩამოდიან...

 

see more

close

შეავსე სიცარიელე

ისრაელი. 2012 წ. 90 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: რამა ბურნშტაინი

ოპერატორი: ასაფ სუდრი

მუსიკა: იცხაკ აზულაი

მონტაჟი: შარონ ელოვიჩი

პროდიუსერი: ასაფ ამირი

საპროდიუსერო კომპანია: Norma Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რამა ბურნშტაინი ნიუ-იორკში დაიბადა, 1967 წელს. განათლება იერუსალიმში, სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტში მიიღო. რამა რელიგიური პიროვნებაა, მისი ფილმები ორთოდოქსალური წრეებისთვის, ზოგ შემთხვევაში კი მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. ბურნშტაინი მრავალ კინოსკოლაში ასწავლის, მათ შორის მაალეს კინოსკოლაში, იად ბენჯამენის ქალთა სასწავლებელში, და იერუსალიმის ულპენას ხელოვნების სკოლაში. “შეავსე სიცარიელე” რამა ბურნშტაინის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

სინოფსისი:

 

18 წლის შირა, თელავივში, ორთოდოქსალურ, ხასიდურ ოჯახში იზრდება. მისი მომავალი წინასწარაა დაგეგმილი: გოგონა თავისივე ასაკის ახალგაზრდას უნდა გაყვეს ცოლად. უეცრად, შირას და, ესთერი გარდაიცვლება პირველ ბავშვზე მშობიარობისას. ოჯახი გადაწყვეტს, რომ გოგონა ესთერის ქვრივზე, იოხაიზე დააქორწინონ. იოხაი მიიჩნევს, რომ ახალი ოჯახის შექმნა ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, შირას კი ვერ გადაუწყვეტია, დედის ნებას დამორჩილდეს თუ საკუთარ წინათგრძნობას… 

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები

ამანათი ათენიდან

საქართველო, 2012, 10 წთ.

 

რეჟისორი და ოპერატორი: ქეთი გიგაშვილი

წარმოება: GIPA, Artefact Production

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


50 წლის გიორგი თბილისის ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობს. მისი მეუღლე ნინო უკვე 7 წელია საბერძნეთში სხვავადასხვა ოჯახში მუშაობით არჩენს ოჯახს. გიორგის ცხოვრება კი დიდად არ შეცვლილა. ის დროის მოკვლას იქვე, საკუთარ ეზოში ცდილობს - მეგობრები, კარგი ქართული სუფრა და… ათენიდან გამოგზავნილი კიდევ ერთი ამანათის მოლოდინი. 

 

see more

close

ექიმი

საქართველო, 2013w. 25wT.

 

რეჟისორიგიორგი თოდრია

სცენარის ვტორი: ვიკა გიორგობიანი, მარია ეკსერი, გიორგი თოდრია

ოპერატორიბერნარდას ანდრიუშისი

მონტაჟიბერნარდას ანდრიუშისი

როლებში: მამუკა მაზავრიშვილი, რამონა მიქელაძე, ვასილა მურველაშვილი

პროდიუსერიგიორგი თოდრია

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დაიბადა 1982 წელს თბილისში. 1991 წლიდან ცხოვრობდა და სწავლობდა ნიუ-იორკში. შემდგომ რომში იტალიაში, სადაც დაამთავრა რეჟისურის ფაკულტეტი ჩინეჩიტას კინო-აკადემიაში. ამავე პერიოდში იგი მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად რამოდენიმე ევროპულ კინო-პროექტზე.

 

სინოსისი 

 

ექიმი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს; იგი დაქორწინებული, შუახანს გადაცილებული, შეძლებული მამაკაცია. მას ძალაუფლებაც გააჩნია და საზოგადოებაში წარჩინებულის სტატუსიც; მას პატივს მიაგებენ, როგორც სამსახურში და ქუჩაში, ასევე მის სახლში. ის მდიდრულ ყოფაში ცხოვრობს, ჰყავს ახალგაზრდა მეუღლე. ექიმი ასევე თანამშროლობს დახურულ სამთავრობო სტრუქტურებთან და ასრულებს მათ დაკვეთებს. 

see more

close

ჰოლივუდის ფილმი

გერმანია. 2012 წ. 7 წთ.

რეჟისორი/ სცენარის ავტორი: ვოლკერ შრენერი 
ოპერატორი:ვოლკერ შრენერი 
მონტაჟი: ვოლკერ შრენერი ვოლკერ შრენერი 
პროდიუსერი: ვოლკერ შრენერი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ვოლკერ შრენერი (დაბ. 1957 წ. გერმანია) სწავლოდა ბრაუნშვეიგის ხელოვნების აკადემიაში და მაინცის იოჰანესგუტენბერგის უნივერსიტეტში. მუშაობს ქანდაკებებზე და 1988 წლიდან ასევე ქმნის ვიდეო რგოლებს და ინსტალაციებს. მისი ნამუშევრები ინახება ცნობილ მუზეუმებში და მსოფილოს  სხვადასხვა კინოფესტივალზე აჩვენებენ.

 

სინოფსისი

 

ნამ ჯუნ პაიკის გამოხატვის გზა სიტყვებია (მას ეკუთვნის ფრაზა „ინფორმაცია უმაღლესი გამოხატულებაა“), და მისი ტექსტი „ფილმის სცენარი“ აქვე ტრანსფორმირდება მოკლემეტრაჟიან ფილმში. 

 

see more

close

აუთსაიდერი

საქართველო. 2013წ. 36 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: გიორგი ქავთარაძე

ოპერატორი: გიორგი ქავთარაძე, დიმიტრი დეკანოსიძე

მუსიკა: „აუთსაიდერი“

მონტაჟი: გიორგი ქავთარაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

გიორგი ქავთარაძე 1990 წელს დაიბადა თბილისში. 2009 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლევან კიტიას კლასი). გიორგი ქავთარაძე 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ამჟამად იგი დიპლომზე მუშაობს.

 

სინოფსისი

 

ფილმი „აუთსაიდერი“ მოგვითხრობს ერთ-ერთი პირველი ქართველი ალტერნატიული მუსიკოსის -  რობი კუხიანიძის შესახებ.

 

see more

close

ანტუან ფირკლიკო

შვეიცარია, 2013 წ., 29 წთ.

 

რეჟისორი: მათიას სტაუბ

ოპერატორი: იოჰან ლეგრაი

პროდისუერი: ბრიტა რინდელაუბ

კო-პროდიუსერი: Haute Ecole d'Art et de Design Genève

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მათიას სტაუბი დაიბადა 1991 წელს შვეიცარიის ერთ-ერთ სოფელში. მან მალევე აღმოაჩინა თავისთავში გატაცება ფერწერითა და ხატვით. მათიასმა დაიწყო მუშაობა ამ სფეროში და ქმნიდა როგორც ფერწერულ ნამუშევრებს ისე მოკლემეტრაჟიან ფილმებს. რამდენიმე წლის შემდეგ, მანგადაწყვიტა კინოს შესწავლა ჟენევაში.

 

სინოფსისი

 

ფილმის სამი გმირი წარსულის გარეშე, მელანქოლიური და ჯიუტი ბრძოლა კარადასთან უკიდეგანო უდაბნოში. მისტერიული ხეტიალი, რომლის დროსაც ისინი  უპირისპირდებიან ერთმანეთსაც და მსოფლიოს აბსურდულ ზღაპარში.

 

see more

close

ღამე მშვიდობისა

დიდი ბრიტანეთი. 2013 წ.24 წთ.

 

რეჟისორი: მურიელ დანსემბურგი 

სცენარის ავტორი: მურიელ დანსემბურგი

 

მონტაჟი: უნა გუნიაკი

ოპერატორი: არტურო ვასკესი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

 

მურიელ დანსემბურგი სასცენარო ხელოვნებას ჰოლანდიაში სწავლობდა. წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა რეჟისურის განხრით ლონდონის კინო-სკოლაში. მისმა სადიპლომო ფილმმა „ღამე მშვიდობისა“ ბრიტანული კინო აკადემიის ჯილდო მიიღო.

 

სინოფსისი

 

რეიჩელი და ქლოე 14 წლის გოგონები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს უმანკოება დაკარგონ. ისინი  ქალაქში გადიან გასართობად, თავიანთ ასაკთან შეუფერებლად ჩაცმულნი და ფიქრობენ, რომ სექსუალურად გამოიყურებიან.

 

see more

close

კოანი

ესპანეთი. 2013 წ. 15 წთ.

 

რეჟისორი: ომარ რაბუნალი 

ოპერატორი:  ლუსია კატოირა

მონტაჟი:  ომარ რაბუნალი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ომარ რაბუნალ ვარელა დაიბადა ქალაქ კორუნაში (ესპანეთი). 2002 წელს  იღებს ბაკალავრის დიპლომს ბიოლოგიაში.  20 წლის შემდეგ ამჟღავნებს განსაკუთრებულ ინტერესს კინოსადმი და იწყებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას ფეანსში, სოფელში სადაც ის ცხოვრობს.



სინოფსისი


ფილმის რეჟისორი ფილმში მონაწილეობაზე ოცნებობს, სადაც ის მოვლენებს საღად აღიქვამს.

 

see more

close

შთაგონების ძიებაში

დიდი ბრიტანეთი. 2013წ. 9 წთ.

 

რეჟისორი: ეშლი მაიკლ ბრიგსი 

სცენარის ავტორი: ეშლი მაიკლ ბრიგსი

ოპერატორი: ეშლი მაიკლ ბრიგსი

მონტაჟი: ეშლი მაიკლ ბრიგსი

პროდიუსერი: ეშლი მაიკლ ბრიგსი, დი მედენი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

 

ეშლი მაიქლ ბრიგსის კარიერის პრიორიტეტი ოპერატორობაა. ეშლი უნიკალურ პროექტებს უწევს პროდიუსერობას და რეჟისურას, რომლებიც ავითარებს და აფართოებს მის კინემატოგრაფიას, რაც საშუალებას აძლევს წარმოადგინოს საკმაოდ იშვიათი და წმინდა აესთეტიკის სტილი. ფილმი „შთაგონების ძიებაში“ მის შემოქმედებაში პირველ ეტაპს წარმოადგენს.

 

 

სინოფსისი

 

პოეტი იღვიძებს უცნაურ ბაღში რვეულის, ფანქრის და შთაგონების საჭიროებით. ღვთაებრივი წყვილი, საუზმე, დაკვირვება.შთაგონება დახმარებით თუ ხელის შეშლით გამოჩნდება?  იპოვის პოეტი თავის შთაგონებას?

 

 

see more

close

აურზაური

დიდი ბრიტანეთი. 2013წ. 13 წთ.

 

რეჟისორი: ჯონი ბერინგტონი 

სცენარის ავტორი: ჯონი ბერინგტონი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჯონი ბერინგტონი დაიბადა 1977 წელს ინვერნესში. სწავლობდა გლაზგოს ხელოვნების სკოლაში და გოტებორგის ფოტოგრაფიის სკოლაში (შვედეთში 1998-2002). ცხოვრობს და მუშაობს გლაზგოში.

 

სინოფსისი


ნორვეგიული ტომის მეომრები ბრძოლის შემდეგ უნაყოფო მიწაზე ხეტიალობენ. დაჭრილი და სისხლიანი მეთაური სიკვდილის პირასაა. ის აპირებს ძალაუფლება თავის შვილს გადააბაროს, როდესაც სრულიად განსხვავებული ტიპის არმია მათ თავს ესხმის.

 

see more

close

ოცნების გოგონა

შვეიცარია. 2012წ. 20 წთ.

 

რეჟისორი: ოლივერ შვარცი

სცენარის ავტორი: ოლივერ შვარცი

პროდიუსერი: ედიტ ფლუკიგერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

 

დაიბადა 1986 წელს ქალაქ ბერნში (შვეიცარია). ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ ოლივერ შვარცმა სტაჟირება გაიარა სხვადასხვაკინოს მწარმოებელ კომპანიებში. 2008 წელს ჩააბარა ლუცერნის უნივერსიტეტში ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი, მოკლემეტრაჟიანი ფილმით „ოცნების გოგონა“.

 

 

სინოფსისი

დირკმა ნახევარი ცხოვრება იდეალური ქალის ძებნაში გაატარა. წარუმატებელი ურთიერთობების და ნერვული სტრესის შემდეგ მან უდიდესი სიყვარული იპოვა. ერთი შეხედვით ჯენი იდეალური პარტნიორია, მაგრამ ძალიან განსხვავებული. მასთან ერთად დირკი სიზმარსა და ცხადს შორის აღმოჩნდება. 

 

see more

close

მირუნა

პოლონეთი. 2012წ. 20 წთ.

 

რეჟისორი: პიოტრ სულკოვსკი

მონტაჟი: ალექსანდრა გოვინი

ოპერატორი: პრზემისლავ ბრინკიევიჩი

პროდიუსერი: ტომაშ კუჩარსკი, ანნა ნიევიადომსკა, ანნა სიეცზიჩი

როლებში: ანდრეი ჩირა, ანნა გორაიასკა, ჰენრიკ ნიებუდეკი, ტომაშ შუჩარდტი, დავიდ ჰარა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


პიოტრ სულკოვსკიმ დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის სპეციალობით. ამჟამად იგი ეუფლება კინოგადაღებას პოლონეთის ეროვნულ კინო სკოლაში.

 

სინოფსისი

 

საყვარელთან კამათის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაუფიქრებლად ჯდება სრულიად უცნობი ადამიანის მანქანაში. ორმხრივი მიზიდულობით გამოწვეული ღამეული მოგზაურობა ბოლოს ფატალურად სრულდება.

 

 

 

see more

close

დედა

პოლონეთი. 2012წ. 30 წთ.

 

რეჟისორი: ლუკაშ ოსტალსკი

სცენარის ავტორი: ლუკაშ ოსტალსკი

ოპერატორი: სლავომირ ვიტეკი

როლებში:დანუტა სტენკა, მაგდალენა ჩერვინსკა, რაფალ ფუდალეი, პაულინა სზოსტაკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ლუკაშ ოსტალსკი დაიბადა გდანსკში, პოლონეთში. დაამთავრა გდანსკის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამადWFH Sopot Schools'-ში  ფოტოგრაფიას სწავლობს. იგი გახლავთ პრესის ფოტოგრაფის ჯილდოს მფლობელი. 2012 წელს დაამთავრა გდინიას კინოსკოლის სარეჟისორო ფაკულტეტი. „დედა“ მისი სადიპლომო ფილმია.

 

სინოფსისი

 

მალგორზატა, ცნობილი პოლიტიკოსი, ტბასთან მდებარე საკუთარ სახლში მიდის, სადაც ნარკომანი შვილი ეგულება. მალგორზატა დახმარებისთვის საკუთარ ქალიშვილს მიმართავს. სახლში მისული დედა-შვილი კი გონწასულ ვაჟიშვილსა და ახალგაზრდა გოგონას ნაწამებ გვამს აღმოაჩენს. დედასთავისი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს.

 

see more

close

არავითარი თმა, არავითარი პარანოია

ესპანეთი/აშშ. 2013წ. 17 წთ.

 

რეჟისორი: კურო როდრიგეს ვილალბა

პროდიუსერი: კურო როდრიგეს ვილალბა

მწარმოებელი კომპანია:Song3media

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


კურო როდრიგეს ვილალბა ესპანელი კინორეჟისორი და მუსიკოსია. ესპანურ ტელევიზიასა და კინოინდუსტრიაში ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ კურო კინო აკადემიაში რეჟისურის შესასწავლად ნიუ-იორკში გადავიდა. მანამდე მან ესპანეთში გადაიღო არაერთი მუსიკალური კლიპი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი, სატელევიზიო პროგრამა. ახლა იგი ასრულებს თავის ბოლო დოკუმენტურ ფილმს და ემზადება პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად.

 

სინოფსისი

 

„არავითარი თმა, არავითარი პარანოია“ -კომედია სამ ახალგაზრდაზე, რომლებიც გამელოტებით არიან შეძრწუნებულები. სამივე მათგანი გადის თერაპიის კურსს ალბერტთან, რომელიც მათ შიშისგან გათავისუფლებასა და მათთვის ღირსების გრძნობის დაბრუნებას ცდილობს. თერაპიის ოთახი სავსეა ცნობილი მელოტი ადამიანების პლაკატებით: შონ კონერი, ბრიუს უილისი, ანდრე აგასი...

 

 

 

see more

close

ერთხელ კალვიაში

ფინეთი. 2013წ. 15 წთ.

 

რეჟისორი: ეერო ლეჰტინენი

პროდიუსერი: სებასტიან კელანიემი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ეერო ლეჰტინენმა 2011 წელს სწავლა დაიწყო მეტროპოლიის უნივერსიტეტში გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ამჟამად იგი კინო და სატელევიზიო ფაკულტეტის სტუდენტია. „ერთხელ კალვიაში“ მისი სარეჟისორო დებიუტია.

 

სინოფსისი

 

ქალაქ კალვიას გამგებელი - კუმოლა - მრავალი წლის მანძილზე გაურბოდა თავის მოვალეობებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გაათავისუფლებენ, მიხვდება საკუთარი პასუხისმგებლობებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

 

 

see more

close

კუნძული, რომელიც დნება

აზერბაიჯანი, 2013, 26 წთ.

 

რეჟისორი: ფარიზ  აჰმედოვ

სცენარი: ესმირა აიუბ

ოპერატორი: რუფატ ქარიმოვ

მონტაჟი: იალჩინ ოჟაგვერდიევ

პროდიუსერები: რაშად გასიმოვ, ფარიზ აჰმედოვ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ფარიზ ახმედოვი დაიბადა 1983 წლის 15 დეკემბერს, ბაქოში. 2001-2005 წლებში აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასცენარო ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო 2007-2010 წლებში რუსტამ იბრაგიმოვის სახელობის საერთაშორისო კინოსკოლის საპროდიუსერო ფაკულტეტზე. ფარიზ ახმედოვი 2010 წლიდან რუსეთის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო ინსიტუტის (ვგიკის) სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. 2009 წელს მონაწილეობდა  ბერლინალეს ტალანტ კამპუსში.

 

სინოფსისი


დრო გაჩერებულია კუნძულზე. ისინი ხის ნაცვლად გაზს იყენებენ, სანთელს  ელექტროენერგიის ნაცვლად. კუნძულის მაცხოვრებლები იცნობებ თანამედროვე, კომფორტულ ცხოვრებაც, იციან რომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალონ ცხოვრების წესი, მაგრამ ... უყვართ ეს ადგილი, რადგან მასთან ასოცირდება მათი ახალგაზრდობა, მოგონებები. ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ თვისი ცხოვრება კუნძულს დაუკავშირონ 

 

see more

close

ორ საათზე მეტი

ირანი. 2013 წ. 15 წთ.

 

რეჟისორი:  ალი აზგარი

სცენარის ავტორი: ალი აზგარი

ოპერატორი: ამირ ალივეისი

მონტაჟი: ესმაელ მონსეფი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


დილის 3 საათია. ბიჭი და გოგონა ქალაქში დადიან და გოგონას სამკურნალოდ  საავადმყოფოს ეძებენ, მაგრამ ეს უფრო რთულია აღმოჩნდება, ვიდრე ფიქრობენ. 

 

see more

close

ახლა და სამუდამოდ

ისრაელი/პალესტინა. 2012წ. 18 წთ.

 

რეჟისორი: თალ ჰარინგი

სცენარის ავტორი:ნაამა კეჰა, თალ ჰარინგი

ოპერატორი: ერიკ მიზრაჰი

მონტაჟი: თალ ჰარინგი

პროდიუსერი: ავივ ბენ შლუში

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


თალ ჰარინგი დაიბადა რამათ ჰაშარონში და ცხოვრობს თელავივში. იგი თელავივის უნივერსიტეტში კინოს და ტელევიზიის ფაკულტეტზე სწავლობს.

 

სინოფსისი


ახალგაზრდა ორთოდოქსი ებრაელი გოგონა მშობლებს ელოდება. იგი საქმროს უნდა წარუდგინონ გასაცნობად. მანამდე კი გოგონა ჩაკეტილ კარს მიღმა მყოფ სანტექნიკოსს უცნაურ თემებზე ესაუბრება.

 

see more

close

მამა

ყაზახეთი, 20 წთ., 2012 წ.

 

რეჟისორი: აინურ ისმაილოვა

სცენარისტი:  აინურ ისმაილოვა

პროდიუსერული კომპანია: "Kazakhfilm" JSC

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


აინურ ისმაილოვა 1990 წ. დაიბადა ყიზილორდაში (ყაზახეთი). დაამთავრებული აქვს ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული აკადემია რეჟისურის სპეციალობით.

 

სინოფსისი


პატარა ბიჭი გამოცდის წინაშე დგას - მამა გარდაეცვლება. ფილოსოფიური კითხვა „რა არის ღმერთი“? საკმაოდ აქტუალური ხდება. ბიჭუნამ, რომელიც ძალიან მიჩვეული იყომამაზე, ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა გააგრძელოს. მაყურებელი მოწმე ხდება პატარა ბიჭის პირველი ნაბიჯებისა - პირველი ტკივილი, პირველი დამცირება.

 

see more

close

სტუდია „ბეირუთი“

ლიბანი. 2013წ. 15 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მოხთარ ბეირუთი

პროდიუსერი:  მაიკლ ბეიანი, მოხთარ ბეირუთი 

ოპერატორი: ელი ქამალი

მონტაჟი: თინა ზაკური

როლებში:  შარბელ ქამელი, ბშარა ათალაჰი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მოხთარი მოდისა და პორტრეტების ფოტოგრაფია. იგი სპეციალიზირებულია კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში. მოხთარი კინემატოგრაფიით ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული.  გადაღების მისეული სტილი გამოირჩევა ფერების, სინათლისა და ემოციების გამოხატვის პერსონალურობით. მან ახლახან დაამთავრა კინოგადაღების ფაკულტეტი სენტ ჯოზეფის უნივერსიტეტში. იგი ბეირუთში მოღვაწეობს.

 

სინოფსისი


ბეირუთი, 1963წელი. ქალაქი მომავალი არჩევნების სამზადისშია. ახალგაზრდა ფოტოგრაფის, თოუფიქის ფოტოსტუდიას - „ბეირუთი“ - საფრთხე ემუქრება: უბნის უფროსი მისი სტუდიის გვერდზე ქალაქის მთავარ ფოტოკაბინას ხსნის.

 

 

 

see more

close

ღრმად ისუნთქე

თურქეთი. 2012 წ. 8 წთ.

 

რეჟისორი/ სცენარის ავტორი: ბასაკ  ბუიგჩელენი

მონტაჟი: მაჰი რაჰგოზარი

პროდიუსერი: ბასაკ  ბუიგჩელენი

როლებში: ნესრინ ცავადზაზე, ჩელალ კადრი კინოგლუ, ერჩან კესალი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ბასაკ ბუიგჩელენი არის სტანბულის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხისა  და ვანკუვერის კინოსკოლის დიპლომის მფლობელი. მისი პირველი ფილმი „დილემა“ დაჯილდოებულია სხვადასხვა კინოფესტივალზე. „ღრმად ისუნთქე“ მისი მეორე მოკლემატრაჟიანი ფილმია. ბასაკი მონაწილეობდა ბერლინალეს ტალანტების ბანაკში, ლოკარნოს საზაფხულო აკადემიაში, სარაევოს ტალანტების ბანაკში და ასევე არის დოქტორის ხარისხის კანდიდატი ნოტინგემის ხელოვნების უნივერსიტეტეში.

 

სინოფსისი


მამის  წუხილი თავისი თინეიჯერი ქალიშვილის შესაძლო სექსუალურ ქმედებებზე სამუდამოდ დაღს ასმევს ოჯახურ ურთიერთობებს.

 

 

 

see more

close

F5

რუსეთი. 2012წ.33 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ტიმოთე ჟალნინი

ოპერატორი: ანნა როჟეცკაია

მუსიკა: ანტონ ტანონოვი

მონტაჟი: ტიმოთე ჟალნინი

როლებში: დარია ბარაბანოვა, ირინა ტოლჩილშჩიკოვა, ვლადიმირ კარპოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ტიმოთე ჟალნინი დაიბადა 1981 წელს  ქალაქ ნოვოკუზნეცკში. 1998 წელს დაამთავრა სკოლა და სწავლა გააგრძელა საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსებზე. 2000 წელს დაარსა ექსპერიმენტული თეატრის სტუდია „ლუქსორი“. 2007 წლამდე იყო რეჟისორი და პროდიუსერი.2012 წელს დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი კინო და ტელერეჟისურის სპეციალობით (სერგეი ოვჩაროვის კლასი).

 

სინოფსისი

 

კატია და გალია ჩელიაბინსკის კულტურის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. მათ საერთაშორისო ფესტივალზე გზავნიან თავიანთი ქორეოგრაფიული პერფორმანსის წარსადგენად. გოგონებს სჯერათ, რომ მათი მოდერნისტული ცეკვა შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელსა და ჟიურიზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ტურს მოიგებენ და მათი გზაც ხსნილია მაღალი ხელოვნების სამყაროში.a

 

see more

close

არა ნაკლებ 50კგ.

უკრაინა. 2013წ. 13 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მარია არტემენკო

ოპერატორი: ივან ტიმჩენკო        

მონტაჟი: ანდრეი დოვგი

პროდიუსერი: იგორ სავიჩენკო 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მარინა არტმენკო დაიბადა 1987 წელს კიევში. 2009 წელს დაამთავრა კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეჟისურის და ტელე-კომუნიკაციის განხრით. მონაწილეობას ღებულობდა ბოგდან ჟოლდაკის ვორქშოფებში.

 

სინოფსისი

 

ლესია საზოგადოების სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვის. იგი გადაწყვეტს საკუთარი სხეულის კორექციას - ცდილობს წონაში მომატებას.

 

 

 

see more

close

გადარჩენა

უკრაინა. 2013.წ. 16 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ნიკონ რომანჩენკო

მონტაჟი: ნიკონ რომანჩენკო

ოპერატორი: ტარას მისკივი

როლებში: მაქსიმ სემენიაჩენკო, დინა ბაკრი, ვიქტორ კრისკო, სტანისლავ სუკნენკო

საპროდიუსერო კომპანია: კიევის კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ნიკონ რომანჩენკო 21 წლის ახალგაზრდა უკრაინელი რეჟისორია, რომელმაც ახლახან დაამთავრა კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის  ეროვნული უნივერსიტეტი.

 

სინოფსისი

 

მამა-შვილის შეხვედრა, რომელთაც არ ააქვთ კომუნიკაცია ერთმანეთს ხვდებიან. ეს შეხვედრა ლამის ფატალურად სრულდება. ბავშვი, სიტყვისუთქმელად ანთებს ფეიერვერკებს, როგორც თავისი არსებობის ერთადერთ გამოხატულებას.

 

see more

close

მარტოობა

ბელორუსია, 2013 წ., 22 წთ.

 

რეჟისორი: დიმიტრი დედოკ

სცენარისტი: დიმიტრი დედოკ

ოპერატორი: კირილ ტერეშკო

მსახიობები: მაქსიმ კოროსტელევ, ალექსანდრე ოლშანსკი, ანდრეი კულბიცკი, ანდრეი გრინკო

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დიმა დედოკი 1989 წ. დაიბადა. 2010 წელს დაიწყო სწავლა მინსკის ხელოვნების აკადემიაში. გადაღებული აქვს რეამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი  2012-2013 წლებში.

 

სინოფსისი

 

ფილმის მთავარი გმირი, ოლეგი თავის მოკვლას გადაწყვეტს მას შემდეგ რაც შეყვარებულმა მიატოვა. მისი ბიძაშვილი მაქსიმი ცდილობს გავლენა მოახდინოს მასზე და  გი დემოპასანის „მარტოობიდან“ უკითხავს ციტატებს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით ვხედავთ, რომ მაქსიმი არ არის რეალობაში ის ტიპაჟი რომლის ციტირებსაც ახდენდა ნოველიდან.

 

 

see more

close

ჟიურის ფილმები

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

საქართველო/გერმანია, 2012წ. 97 წთ.

რეჟისორი: თინათინგურჩიანი

ოპერატორი: ანდრეასბერგმანი
მემონტაჟე: ნარიკიმი, დორინიგნაშევსკი

კომპოზიტორი: მაჰანმობაშერი, მარიანმენტრუპი
გენერალური პროდიუსერითამარ გურჩიანი
როლებში:რამინ ირემაძე, ჯემალ აბულაძე, თეონა ბაგრატიონი, ირაკლი კაკუბავა, შუქია წიკლაური, გიორგი ქარსელაძე, ზაზა გიორგობიანი, ირი თოდრიაშვილი, მადი ბერიაშვილი, გურამ ჯიჯავაძე, გოჩა ცქიტიშვილი, სოფო იაშვილი, გიორგი სულაბერიძე, სერგო ჩომახაშვილი, თამარ კვიციანი, ედუარდ ციკოლია და სხვები. 

მწარმოებელი სტუდიაშპსალეთეა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


თინათინ გურჩიანი დაიბადა თბილისში. სწავლობდა სახვით ხელოვნებას და ფსიქოლოგიას თბილისში, ფრაიბურგსა (გერმანია) დაგრაცში (ავსტრია). 2010 წელს დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოსა და ტელევიზიის უმაღლესი სასწავლებლის (HFF "Konrad Wolf" Potsdam-Babelsberg Film and Television Academy) კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი. ამჟამად ცხოვრობს თბილისსა და ბერლინში.”მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” თინათინ გურჩიანის სადებიუტო ნამუშევარია კინოში.



სინოფსისი


რეჟისორიაცხადებსქასთინგს 15-დან 23 წლამდეასაკისახალგაზრდებისთვის. მონაწილეობისმიღებაშეუძლიაყველას, ვისაცმიაჩნია, რომთავისირეალურიცხოვრებით, ყოველდღიურიყოფითათუმიზნებითშეიძლებაკარგკინოგმირადიქცეს. რეჟისორსმთელიქვეყნიდანუამრავიახალგაზრდაეხმიანება, მძაფრი, ნაღდი, ენერგიითდამუხტული, სევდიანიდაღიმილიანიისტორიებით, რომლებიცამავდროულადდროისკატაკლიზმებშიაგადახლართული.

see more

close

განსაწმენდელი (სადღაც შუაში)

თურქეთი. 2012 წ. 124 წთ.

 

რეჟისორიიეშიმ უსტაოღლუ

სცენარის ავტორიიეშიმ უსტაოღლუ

ოპერატორი:მაიკლ ჰამონი

მუსიკა:მარკ მარდერი

მონტაჟი: მატილდ მუიარდი, სვეტოლიკ მიცა ზაეცი, ნაიმ კანატი

როლებში:ოზკან დენიზი, ნესლიჰან ათაგული, ბარის ჰაჯიჰანი, ილგაზ ქოჯატურქი, ნიჰალ იალჩინი.  

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


იეშიმ უსტაოღლუმ (დაბ. 1960 წ, ჩაიკარა, თურქეთი) თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, The Trace (ნაკვალევი), 1994 წელს გადაიღო. რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მისმა მეორე ფილმმა, Journey to the Sun (მზის მოგზაურობა) მოუტანა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის 1999 წლისსაკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა და საუკეთესო ევროპული ფილმის წოდებაც მიიღო. ამავე წელს „მზის მოგზაურობა“ სტამბულის კინოფესტივალზე მშვიდობის პრიზის მფლობელი გახდა. რეჟისორის მესამე ნამუშევარმა. Waiting for the Clouds (ღრუბლების მოლოდინში), სანდენსში მნიშვნელოვანი ჯილდო, International Filmmaker's Award მოიპიოვა.     

 

სინოფსისი

 

უკაცრიელ ადგილას, გზატკეცილის კაფეტერიაში, მშვენიერი ზეჰრა და ახალგაზრდა ოლგუნი მუშაობენ. ისინი მთელ დღეებს სხვების მომსახურებაში ატარებენ. ერთ დროს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ზონა, ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობამ მიატოვა მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო. ზეჰრა, ოლგუნი და მათი მეგობრები უკეთესი მომავლის მოლოდინში ცხოვრობენ...  ერთხელაც ზეჰრას მასზე გაცილებით უფროსი სატვირთო მანქანის მძღოლი მოეწონება. პირველი სიყვარული ტრაგიკულად სრულდება. გოგონა იძულებულია ბავშვობას დაემშვიდობოს და ოლგუნთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს.

see more

close

გამარჯვებული

პოლონეთი, აშშ. 2011 წ., 110 წთ.

 

რეჟისორი: ვიესლავ სანიევსკი

პროდიუსერი: გრაჟინა მოლსკა

ოპერატორები: პიოტრ კუკლა, პიოტრ სობოჩინსკი უმცროსი

მუსიკა: კარლოს ლიბედინსკი

მონტაჟი: იაროსლავ ბარჟან

საპროდიუსერო კომპანია: Saco Films, Society for Arts

მონაწილებენ: პაველ შაიდა, იანუშ გაიოსი, გრაჟინა ბარშჩევსკა, ვოიჩეკ პშონიაკი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ვიესლავ სანიევსკიმ განათლება ლოძის კინოსკოლაში მიიღო. 70-იან წლებში ანჯეი ვაიდას ასისტენტად მუშაობდა. თავდაპირველად ჟურნალისტი და კინო კრიტიკოსი გახლდათ. სანიევსკი სამი წიგნისა და ოცამდე სცენარის ავტორია. 1981 წელს რეჟისორმა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო. ამ სურათს ცენზურა არ სწყალობდა, მისი ჩვენება 7 წლის განმავლობაში აკრძალული იყო. იგივე ბედი ეწია რეჟისორის მომდევნო სამ ნამუშევარსაც. სანიევსკი ერთადერთი კინორეჟისორია, რომელსაც იოანე პავლე მეორის ფონდმა მშვიდობის პრიზი გადასცა. 1987-1990 და 1993-1996 იგი პოლონეთის კინემატოგრაფთა ასოციაცის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

 

სინოფსისი

 

ოლივერი ნიჭიერი ამერიკელი პიანისტია, რომელმაც 250000 ევროს ღირებულების კონტრაქტი დაარღვია და ახლა ვალდებულია ორგანიზატორებს თანხა დაუბრუნოს. ახალგაზრდა პოლონელ ფრენკს გაიცნობს. მოხუცი პენსიონერი დოღის ხშირი სტუმარია. ახლად დამეგობრებულები მიზნად დიდი თანხის მოგებას დაისახავენ. ამ “გადაწყვეტილებას” ვერაფრით ეგუება პროფესორი კარლოვი, გამოჩენილი პიანისტი და გავლენიანი ადამიანი. კარლოვი ოლივერს სარფიან წინადადებას უკეთებს... 

see more

close

ქართული პანორამა

ლაგუნა ვერე

საქართველო, 2013 წ., 38 წთ.

 

რეჟისორი: დავით უჯმაჯურიძე

სცენარისტი: დავით უჯმაჯურიძე

დამდგმელი ოპერატორი: ომარ გელაშვილი

დამდგმელი მხატვარი: დოდო ჩხეიძე

მონაწილეობენ: სანდრო გაბილაია, ნანა ბუთხუზი, გიორგი გიორგანაშვილი, გივი კვანტალიანი, მარიამ მურვანიძე, ირაკლი მაქაცარია, გიორგი მაჭავარიანი, ლევან მეტონიძე, გიგა ხაინდრავა

პროდიუსერები: სულიკო წულუკიძე, ლაშა ხალვაში     

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დაიბადა 1970 წელს ქობულეთში. 1993 წელს დაამთავრა ბათუმის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2001 წელს - საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი სარეჟისორო კურსები.

 

სინოფსისი

 

თანამედროვე ოფისში განვითარებული ისტორია. სიუჟეტი ასახავს მთავარი გმირის ცხოვრების ერთ დღეს.

 

see more

close

ღვინის აკვანი

საქართველო, 2012; 60 წთ.

 

რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი

სცენარი: კოტე ჯანდიერი, მერაბ კოკოჩაშვილი

ოპერატორები: დავით გუჯაბიძე, გიორგი ხარებავა

მონტაჟი: გიორგი ხარებავა

როლებში: ჯემალ ბაღაშვილი, გივიბ ერიკაშვილი, კახი კავსაძე, ვანი კომაჭავარიანი, ვახტანგ ცხადაძე
პროდიუსერი: მერაბ კოკოჩაშვილი, ნოშრე ჩხაიძე

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ცნობილი ქართველი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იმ რეჟისორთა რიცხვს განეკუთვნება, ვინც 60-იან წლებში ქართულ კინოს ახალი სიცოცხლე შთაბერა. უკვე კლასიკად ქცეული მისი ნამუშევარი დიდიმწვანეველი (1967) მრავალმა კრიტიკოსმა ქართული ხმოვანი კინოს ერთერთ საუკეთესო შედევრად აღიარა. იტალიურ პესაროს კინოფესტივალზე ფილმი ასევე დასახელდა საუკუნუს ას ყველაზე ინოვაციურ ფილმებს შორის. მერებ კოკოჩაშვილს გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი. არის საქართველოს სახალხო არტისტი და მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი პრიზი, მათ შორის რუსთაველის სახელმწიფო პრემია. ასწავლის ქართულ უნივერსიტეტებში.

 

სინოფსისი

ფილმი 
მოგვითხრობს 
ქართველებისა
 და 
მათი
 წინაპრების 
როლზე, 
ვაზისა
 და
ღვინის 
კულტურის 
შექმნასა
 და 
ჩამოყალიბებაში.

 

 

see more

close

იმაგო მუნდი

საქართველო, 2013; 10 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: გიო მგელაძე

ოპერატორი: ირაკლი ჩხიკვაძე

მხატვარი: გიო მგელაძე

კომპოზიტორი: ნიკა მაჩაიძე

მთავარ როლებში: თათი ბარამია, გიო მგელაძე

პროდიუსერები: ირაკლი ჩხიკვაძე, ლუკა მგელაძე სტუდია “Stanly” და „გიო მგელაძე - კატმანდუ“

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). ფილმი "არა მეგობარო" – მისი სარეჟისორო დებიუტია. მიღებული აქვს გრან–პრი და პროტესტანტული ჟიურის სპეციალური პრიზი ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (გერმანია 1993); ჟიურის სპეციალური პრიზი საერთაშორისო კინო ფესტივალზე "მოლოდისტ" (კიევი 1993); სხვადასხვა ფესტივალების ჟიურის სპეციალური დიპლომები (1993, 1997, 1998). გადაღებული აქვს ფილმები - “შვიდი დღე ტიბეტში” (2000 წ.),  “ქეთევან დედოფალი” (2002 წ.), “ჩემი თვითმფრინავი” (2005 წ.), “თბილისური Love Story” (2010 წ. - ფილმი გადაიღო 13-მა რეჟისორმა. სცენარის ავტორი. გიო მგელაძის ნოველები, მოთხრობები, კინო-სცენარები და პიესები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში (საქართველოში და აშშ_ში).

 

სინოფსისი

 

Love Story სიყვარულით, ეროტიკით, ღალატით, რომანტიკით, სისასტიკით... 10 წუთში არაჩვეულებრივად მოყოლილი. 

 

see more

close

არა მეგობარო

საქართველო, 1993; 30 წთ.

 

პროდიუსერი, სცენარის ავტორი და რეჟისორი: გიო მგელაძე

ოპერატორი: დათო ჩიხლაძე

მხატვარი: თამრიკო ფოცხიშვილი

კომპოზიტორი: დათო ევგენიძე

როლებში: ლევან აბაშიძე, ნუცა კუხიანიძე, გიორგი გურგულია, გაგა ნახუცრიშვილი

კინოსტუდია „რემკა“

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). ფილმი "არა მეგობარო" – მისი სარეჟისორო დებიუტია. მიღებული აქვს გრან–პრი და პროტესტანტული ჟიურის სპეციალური პრიზი ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (გერმანია 1993); ჟიურის სპეციალური პრიზი საერთაშორისო კინო ფესტივალზე "მოლოდისტ" (კიევი 1993); სხვადასხვა ფესტივალების ჟიურის სპეციალური დიპლომები (1993, 1997, 1998). გადაღებული აქვს ფილმები - “შვიდი დღე ტიბეტში” (2000 წ.),  “ქეთევან დედოფალი” (2002 წ.), “ჩემი თვითმფრინავი” (2005 წ.), “თბილისური Love Story” (2010 წ. - ფილმი გადაიღო 13-მა რეჟისორმა. სცენარის ავტორი. გიო მგელაძის ნოველები, მოთხრობები, კინო-სცენარები და პიესები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში (საქართველოში და აშშ_ში).

 

სინოფსისი

 

საეჭვო ურთიერთობებში გაბმული, საკუთარი ცხოვრების წესით უკმაყოფილო ახალგაზრდა "შავ" სამყაროსთან ურთიერთობის დამთავრებას გადაწყვეტს, იარაღს მდინარეში მოისვრის, მაგრამ სწორედ ამ დროს ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდება. ის სხვა რეალობაში აგრძელებს ურთიერთობას თავის მეგობარ გოგონასთან.

see more

close

მუსიკალური სამყარო

ჯიმი ჰენდრიქსი

აშშ. 1973 წ. 98 წთ.

 

რეჟისორი: ჯო ბოიდი, ჯონ ჰედი, გარი უაიზი

მუსიკა: ჯიმი ჰენდრიქსი

მონტაჟი: პიტერ კოლბერტი

პროდიუსერი: ჯო ბოიდი

საპროდიუსერო კომპანია: Warner Bros.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჯო ბოიდი, ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი და მწერალი, დაიბადა 1942 წლის 5 აგვისტოს, ამერიკის ქალაქ ბოსტონში. 1964 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა ტურ მენეჯერად დაიწყო და მადი უოტერსთან, ქოუმან ჰოკინსთან და სტან გეტსტან ერთად მოგზაურობდა. ამ პერიოდში, ქალაქ ნიუპორტში, მისი “მეთვალყურეობის ქვეშ” შედგა ბობ დილანის დებიუტი. 1966 წელს, ბოიდმა, UFO - ლონდონის ფსიქოდელიური კლუბი გახსნა.

მნიშვნელოვანი როლი შეიტანა სხვადასხვა მუსიკოსისა და ჯგუფის კარიერაში. მათ შორის არიან პინკ ფლოიდი, Faurport Convention, სენდი დენი, რიჩარდ თომპსონი, ნიკ დრეიკი, The incredible String Band, ვაშტი ბუნიანი, Toots, REM, ბილი ბრეგი, ტაჯ-მაჰალი, 10000 Maniacs, ერიკ კლაპტონი და სხვები.

ფლობდა საპროდიუსერო კომპანია Witchseason-სა და ლეიბლს, Hannibal Records, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

2006 წელს ბოიდმა დაწერა მემუარები სახელწოდებით “თეთრი ველოსიპედები, 60-იანების მუსიკის შექმნა”. მსოფლიოს მასშტაბით ამ წიგნის 75 000 ეგზემპლიარი გაიყიდა.

ბოიდი გახლავთ ნიკ დრეიკის, ქეით მაკგარიგლის, სიდ ბარეტის, Fairport Convention-ისადა  Incredible String Band-ის მუსიკალური პროდიუსერი.

 

სინოფსისი

 

ჯო ბოიდის “ჯიმი ჰენდრიქსი” დღემდეითვლებალეგენდარულ მუსიკოსზე გადაღებულ საუკეთესო ფილმად. დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია უნიკალური ვიდეო მასალა (მონტერეი პოპი, ვუდსტოკი, ატლანტის პოპ ფესტივალი, მარქი კლაბის კონცერტი და სხვა).

გარდა თავად ჰენდრიქსისა, ამ მნიშვნელოვან კინოდოკუმენტში იხილავთ მისი თანამედროვეების, პიტ ტაუნსენდის, მიკ ჯაგერის, ერიკ კლაპტონის, ლითლ რიჩარდის, ლუ რიდისა და მუსიკოსის მამის, ჯეიმს “ელ” ჰენდრიქსის იშვიათ ინტერვიუებს.

see more

close

გავერთოთ ღამით ლონდონში

დიდი ბრიტანეთი,  1968 წ., 63 წთ.

 

რეჟისორი: პიტერ უაიტჰედი                      

პროდიუსერი: პიტერ უაიტჰედი               

ოპერატორი: პიტერ უაიტჰედი                   

მონტაჟი: პიტერ უაიტჰედი                          

მონაწილეობენ:  ალან ელდრიჯი, სიდ ბარეტი, ვაშტი ბუნიანი, ერიკ ბურდონი, ალენ გინზბერგი, კრის ფარლოუ, პინკ ფლოიდი და ა.შ.

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ლეგენდარული რეჟისორი, მწერალი და ქალების გულთამპყრობელი, პიტერ უაიტჰედი 60-იანების ლონდონის განუყოფელი ნაწილია. ამ პერიოდში უაიტჰედს უამრავი მნიშვნელოვანი კინოდოკუმენტი აქვს შექმნილი: ალენ გინზბერგი “როიალ ალბერტ ჰოლში”, შექსპირის სამეფო თეატრის დასის პროტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, კენედის საპრეზიდენტო კამპანია, ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი “როლინგ სთოუნსის” წევრები, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი და ა.შ. 

 

სინოფსისი

 

1967 წლის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 60-იანი წლების სვინგერებზე მოგვითხრობს, უნიკალური საკონცერტო მასალაა გამოყენებული. სურათში აგრეთვე ვხვდებით ამ თაობის გამორჩეულ წარმომადგენლებს, მათ შორის არიან: მიკ ჯაგერი, მაიკლ ქეინი, ვანესა რედგრეივი, ალენ გინზბერგი, ჯული კრისტი და ა.შ. ფილმის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს უნიკალურ საარქივო მასალას საკონცერტო გამოსვლებიდან და სტუდიური ჩანაწერებიდან, ხოლო ნაწილი - ინტერვიუები, პოლიტიკური დემონსტრაციები და ბოდი-არტის რადიკალური ფორმები... ფილმში “პინკ-ფლოიდის” ფსიქოდელიური მუსიკა ჟღერს.

 

see more

close

მუსიკის მასწავლებლის სიზმრები

რუსეთი, 2013; 50 წთ.  

 

რეჟისორი/სცენარისტი:  ევგენი გორინი

ოპერატორი: ალექსანდრე ზოლოტარევ, გიორგი გოგიბერიძე

პროდიუსერი: ევგენი გორინი

მონაწილეობენ: დომინიკ მილერი, კანისარესი, დომინიკ დიპიაცა, გოჩა ყაჭეიშვილი, დიმიტრი ილარიონოვი, რომან მიროშნიჩენკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჟენია გორინი რუსეთის ქალაქ კალუგაში დაიბადა 1965 წელს. სკოლის დამთავრების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო საკუთარი თავის შეცნობის მიზნით. ზოგ ქალაქში ფსიქოლოგიურ და შემოქმედებით კოლექტივებს ქმნიდა.  ის მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუში რეჟისურის, ხოლო ბერლინის უნივერსიტეტში ფსიქოანალიზის ლექციებს ესწრებოდა როგორც თავისუფალი მსმენელი. ბოლო წლებია თავად კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიაში და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის იდეოლოგი და პროდიუსერია (Pinball, The Postman of Nobel, Tadzio). გორინის სარეჟისორო დებიუტი 2010 წელს შედგა (ფილმი «40000 წუთი წითელში), რომლის შემდეგ გადაიღო ფილმი  „ვიცნებოთ ბუნებრიობაზე“ - ნინო ქათამაძისა და ჯგუფ «Insight”-ის  მუსიკაზე შექმნილი, თავისუფალი, სრულიად იმპროვიზირებული ცეკვა.. «მუსიკის მასწავლებლის სიზმრები»  მისი ბოლო ნამუშევარია. 


სინოფსისი


ფილმი დაფუძნებულია რუსეთში არსებული ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური ფესტივალის „გიტარის სამყარო“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება კალუგაში (რუსეთი) ბოლო 15 წელია. ფილმი არის მცდელობა - მუსიკალური ფესტივალის შესახებ დოკუმენტური ფილმი ნაჩვენები იქნეს ფსიქოდელიური საგის სახით ... ფესტივალის დამაარსებლის და ორგანიზატორის, ოლეგ აკიმოვის სიზმარი .. ალეგორიები, ალუზიები .. ინტერვიუები ცნობილ მუსიკოსებთან - პაკო დე ლუსია, ჯონ მაკლაფინი, ქინგ კრიმსონ, დომინიკ მილერი .... ფლამენკო და ტანგო.... მუსიკა, მოსაზრებები ... ფილმის მხატვრული ნაწილი გადაღბულია ბათუმში.

see more

close

დიდოსტატთა კოლექცია

უდიდესი სილამაზე

იტალია, საფრანგეთი. 2013 წ. 142 წთ.

 

რეჟისორი: პაოლო სორენტინო

სცენარის ავტორები: პაოლო სორენტინო, უმბერტო კონტარელო

ოპერატორი:        ლუკა ბიგასი

მუსიკა: ლელე მარკიტელი

მონტაჟი: კრისტიანო ტრავალიოლი

პროდიუსერი: ნიკოლა ჯულიანო, ფრანჩესკა ჩიმა

საპროდიუსერო კოპანია:         Indigo Film

როლებში: ტონი სერვილო, კარლო ვერდონე, საბრინა ფერილი, კარლო ბუკიროსო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პაოლო სორენტინომ თავისი სადებიუტო მხატვრული ფილმი,One Man Up (ერთი კაცი ზემოთ) 2001 წელს გადაიღო, საყოველთაო აღიარება კი რეჟისორს 2004 წლის ტრილერმა, The Consequences of Love (სიყვარულის შედეგი) მოუტანა. ეს ფილმი კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა. ტონი სერვილო, მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი, სორენტინოს მომდევნო ნამუშევარშიც, დრამაში Il Divo (საოცარი) მონაწილეობს. ფილმი იტალიელი პოლიტიკოსის, ჯულიო ანდრეოტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.  “უდიდესი სილამაზე”, რეჟისორის ბოლო ნამუშევარი, 2013 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, ამ ფილმშიც მთავარ როლს ტონი სერვილო ასრულებს.

 

სინოფსისი:


არისტოკრატი ქალბატონები, პოლიტიკოსები, კრიმინალები, ჟურნალისტები, მსახიობები, ხელოვანები, ინეტექტუალები, ყველა, ყალბი თუ ნამდვილი, საზოგადოების ნაწილია. საზოგადოებისა, რომელიც თანამედროვე ბაბილონში ცხოვრობს და დროს ძირითადად მდიდრულ სასახლეებში, ვილებსა და ქალაქის მშვენიერ ტერასებზე დროსტარებაში ფანტავს.

მათ ცხოვრებას 65 წლის ჯეპ გამბარდელა ადევნებს თვალყურს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მზერა ალკოჰოლისგანაა დაბინდული, ის მაინც ამჩნევს, რომ მხიარულების აღლუმის უკან, მოწყენილობა და ღრმა დეპრესია დგას… მისი თვალებით დანახული რომი, დიდებული და უმოძრაო, გარდაცვილ ქალბატონს ჰგავს…

 

see more

close

გოგონა და სიკვდილი

გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი. 2012 წ. 127 წთ.

 

რეჟისორი: იოს სტელინგი

სცენარის ავტორები: იოს სტელინი, ბერტ რეიკელიკჰაუზენი

მონტაჟი / ხმის რეჟისურა: ბერტ რეიკელიკჰაუზენი

ოპერატორი:  გურტ ჰილტაი N.S.C.

მუსიკა: ბარტ ვან დე ლისდონსკი

როლებში: ლეონიდ ბიჩევინი, სილვია ჰუკსი, სერგეი მაკოვეცკი, დიტერ ჰალერვორდენი, რენატა ლიტვინოვა

პროდიუსერები: ანტორ კრამერი/ JOS STELLING FILMS

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

იოს სტელინგი (დაბ. უტრეხტი, 1945 წელს) კინოთი სიყმაწვილეში, ჯერ კიდევ კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში სწავლისას დაინტერესდა.  სასულიერო სასწავლებელში, ძველი, კლასიკური ჟანრის ფილმების ანალიზი სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახლდათ.  რეჟისორის სადებიუტო ფილმი, MARIKEN VAN NIEUMEGHEN, 1974 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში მონაწილეობდა.

1981 წელს, სტელინგმა კინოფესტივალი, "The Dutch Film Days" (ჰოლანდიური კინოს დღეები) დააარსა, რომელიც ამჟამად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალია და  “ჰოლანდიის კინოფესტივალის” (Netherlands Film Festival - NFF) სახელითაა ცნობილი.

 რეჟისორი უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია. მიღებული აქვს პრიზები კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის უტრეხტის, სანკტ-პეტერბურგის, რიგის, გიორის (უნგრეთი), ბათუმის, სეტუბალის (პორტუგალია), პრაღის, ერევანის, მეინის კინოფესტივალებზე.

სტელინგი გახლდათ ევროპული კინოპროექტის, Cinedays - კინოს დღეების ორგანიზატორი და მხარდამჭერი ლონდონში, ბრიუსელსა და რომში. რეჟისორი გახლავთ სომხური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მისი სახელი უკრაინაში ერთ-ერთ კინოთეატრს ჰქვია.

 

 

სინოფსისი

  

“გოგონა და სიკვდილი” სიყვარულსა და სიკვდილზე მოგვითხრობს. რუსი ექიმი, ნიკოლაი, იმ სასტუმროში ბრუნდება, სადაც ერთხელ კურტიზან გოგონას, ელიზას შეხვდა.  მოგონებებს ნიკოლაი წარსულში გადაჰყავთ… 

 

see more

close

პიეტა

კორეა.  2012წ. 104 წთ.

 

რეჟისორი: კიმ კი-დუკი

სცენარის ავტორი: კიმ კი-დუკი

ოპერატორი: ჩო იენ-ჩჟიკი

მონტაჟი: კიმ კი-დუკი

მუსიკა: პარკ ინ-იონგი

აღმასრულებელი პროდიუსერები: კიმ კი-დუკი, კიმ ვუ-ტაკი

როლებში: ჩო მინ-სო, ლი იუნგ-ჩჟინი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კიმ კი-დუკმა (დაბ. ბონგვა, სამხრეთ კორეა. 1960 წელს) ფილმების გადაღება შედარებით გვიან, 36 წლის ასაკში დაიწყო. იგი თავის მისტიურ, მელანქოლიურ ფილმებში უჩვეულო ისტორიებს ყვება. ამჟამად კი-დუკი ყველაზე სახელგანთქმული სამხრეთ კორეელი რეჟისორია. იგი ყოველწლიურად ახალ სურათს ქმნის. მისი ფილმები დაჯილდოვებული არიან ბერლინის, ლოკარნოს, კანის, ვენეციის კინოფეტსივალებზე.კარლოვი ვარის 37-ე კინოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ნამუშევრების რეტროსპექტივა. 

კიმ კი-დუკის ცნობილი ფილმებია: “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი…და გაზაფხული” (2003 წელი), 3-Iron (2004), “მშვილდი” (2006 წელი), “დრო” (2006 წელი), “სუნთქვა” (2007 წელი).

 

სინოფსისი

 

“პიეტა” მოგვითხრობს ლი კან დოზე, 30 წლის, ქალთმოძულე მამაკაცზე, რომელიც თავს ფულის გამოძალვით ირჩენს. ერთ დღეს, მისი კარის ზღურბლთან უცნობი ქალი ჩნდება. ქალი აცხადებს, რომ დედამისია და რომ იგი ჩვილობისას მიატოვა. თავდაპირველად კად დო დედას უარჰყოფს, მოგვიანებით კი სახლში იღებს. ეს ცვლილება ახალგაზრდას აიძულებს თავის ცხოვრებას გადახედოს. 

see more

close

დიდოსტატი

ჰონ-კონგი/ჩინეთი/აშშ. 2013 წ. 120 წთ.

 

რეჟისორი: ვონგ კარვაი

სცენარის ავტორები: ვონგ კარვაი, ძუ ძინჯჟი, შუ ჰაფანგი

ოპერატორი: ფილიპ ლე სურდი

მუსიკა: შიგერუ უმებაიაში, ნათანიელ მეკალი

მონტაჟი: უილიამ ჩენგი

როლებში: ტონი ლენგ ჩიუაი, ჟენგ ზი, ჩანგ ჩენი

პროდიუსერები: ვონგ კარვაი, ჯეკი პანგ იევა

საპროდიუსერო კომპანია: Jet Tone Productions, Sil-MetropoleOrganisation

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ვონგ კარვაი 1958 წელს დაიბადა შანხაიში. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული რეჟისორია. მის ფილმებს მსოფლიო კინოფესტივალებზე უამრავი ჯილდო აქვთ მოპოვებული. კარვაის სადებიუტო ფილმია 1988 წლის კრიმინალური დრამა “სანამ ცრემლი არ შეშრება” (Wong gokka moon). რეჟისორის მომდევნო ნამუშევრებია: “ველური დღეები” (1990 წელი), “ჟამთა ფერფლი” (1994 წ.), საკულტო დრამა, ჩუნგკინგის ექსპრესი” (1994 წ.), “დაცემული ანგელოზები” (1995 წ.), “ბედნიერები ერთად” (1997 წ.), რომელმაც მას კანის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოუტანა, “სასიყვარულო განწყობა” (2000 წ), ევროპული კინოპრიზის მფლობელი “2046”  (2004 წ.), “ეროსი” (2004 წ.) და “ჩემი იასამნისფერი ღამეები” (2007 წ.).

 

სინოფსისი


ლეგენდარული საბრძოლო სკოლის დამაარსებელი გადაწყვეტს კუნ-ფუს სწავლებას ჩამოშორდეს და ეს საქმე სხვას გადააბაროს. მის საუკეთესო შეგირდს სხვა, უფრო ამბიციური გეგმები აქვს: მას ყველა სასწავლებლის გაერთიანება განუზრახავს. კუნ-ფუს ოსტატი სკოლის ხელმძღვანელებს ბრძოლაში იწვევს და მარტივად ამარცხებს.

ბოლო შერკინებაში ოსტატი დიდი მასწავლებლის ქალიშვილს უნდა დაუპირისპირდეს. გოგონას კი ფარულად თავისი მოწინააღმდეგე უყვარს…  

 

see more

close

უსასრულო დაბრუნება

უკრაინა.  2012 წ. 114 წთ.

 

რეჟისორი: კირა მურატოვა

სცენარის ავტორები: კირა მურატოვა, ევგენი გოლუბენკო

ოპერატორი: ვლადიმერ პანკოვი

როლებში: ნატალია ბუჟკო, გიორგი დელიევი, ალა დემიდოვა, იანა ზარგარიანცი, უტა კილტერი, ვიტალი ლინეცკი, რენატა ლიტვინოვა, სერგეი მაკოვეცკი, იური ნევგამონნი, ფილიპ პანოვი, გენადი სკარგა, ოლეგ ტაბაკოვი

პროდიუსერები: ოლეგ კოხანი, ვალერი კულიკი, ორესტა კომპანეცი

საპროდიუსერო კომპანია: Sota Cinema Group, Wise Vision

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

კირა მურატოვა უკრაინელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის და მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინო უნივერსიტეტის (ვგიკის) სარეჟისორო ფაკულტეტი. რეჟისორის 1990 წლის ფილმმა, „ასთენიური სინდრომი“, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა. „ნაცრისფერ ქვებს შორის“ 1988 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში, “Un Certain Regard” მონაწილეობდა. მისი ფილმები პრესტიჟული რუსული კინო ჯილდოს,  “ნიკას” მფლობელები გახდნენ 1991, 1995, 2005, 2007, 2009 და 2013 წლებში.

 

სინოფსისი 

 

ფილმი ქალსა და მამაკაცზე, ყოფილ თანაკლასელებზე მოგვითხრობს, რომელთაც ერთმანეთი დიდი ხანია არ უნახავთ. ერთ დღესაც, კაცი ძველი მეგობრის ცხოვრებაში ბრუნდება, რათა ამ უკანასკნელმა რთული სიტუაციიდან გამოსავალი აპოვნინოს - მამაკაცი ერთდროეულად ორ ქალზეა შეყვარებული… 

 

see more

close

ვალესა, იმედის კაცი

პოლონეთი, 2013 წ., 128 წთ.

 

რეჟისორი: ანჯეი ვაიდა

სცენარის ავტორი: იანუშ გლოვაცკი

ოპერატორი: პაველ ედელმანი

მონტაჟი: გრაზინა გრადონი, მილენია ფიდლერი

ხმის რეჟისორი: იაჩეკ ჰამელა

მონაწილეობენ: რობერტ ვიეჩკევიჩი, აგნეშკა გროჩოვსკა, მარია როსარიო ომაჯიო

პროდიუსერი: მიხალ კვიჩინსკი

საპროდიუსერო კომპანია: Akson Studio

კო-პროდიუსერები: Orange - TP SA, TVP - Film Agency, NCK - National Center for Culture, Canal +

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ანჯეი ვაიდა (დაბ. 1926 წ) სახელგანთქმული პოლონელი კინორეჟისორია. თითქმის 60 წლის მანძილზე 50-ზე მეტი ფილმი აქვს შექმნილი და ითვლება პოლონური კინოს ერთგვარ სიმბოლოდ  მისი ფილმები საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოთხჯერ ჯერ იყვნენ ნომინირებულები ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, “ოსკარზე”.გარდა კინორეჟისორისა, ვაიდა წარმატებული სცენარისტი, მხატვარი, თეატრის რეჟისორი, მწერალი და პედაგოგია. მიღებული აქვს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო სხვადასხვა კინოფესტივალებზე - ფელიქსი 1990 წ. (ევროპული ჯილდო), ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე - 1998, “საპატიო ოსკარი”  2000 წ. , ოქროს დათვი - ბერლინალეს კინოფესტივალი (2006 წ.), ბათუმის კინოფესტივალი (BIAFF 2008) და ა.შ.

კინო კარიერა ალექსანდ ფორდის ასისტენტად მუშაობით დაიწყო. თავდაპირველად, დოკუმენტურ ფილმებს ქმნიდა, მოგვიანებით კი ცნობილი “ომის ტრილოგია” გადაიღო: 1955 წლის ფილმი “თაობა”, 1957 წლის “არხი” და 1958 წლის “ფერფლი და ალმასები”. ამ სამმა სურათმა ვაიდას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

მისი 1975 წლის სურათი, “აღთქმული ქვეყანა” ოსკარზე იქნა წარდგენილი, ხოლო “ყველაფერი გასაყიდად” (1968 წ), რომელიც პოლონურ “8 ½ -ად” მონათლეს, ევროპული “ახალი ტალღის” ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება.

70-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ვაიდასთვის, ამ პერიოდში რეჟისორმა გადაიღო: “უხეში მოპყრობა” (1978 წელი), “მარმარილოს კაცი” (1977 წელი) და “რკინის კაცი” (1981 წელი).

ბათუმის კინოფესტივალზე ანჟეი ვაიდას რამდენიმე ფილმი იყო ნაჩვენები წინა წლებში - Katyń (2008 წ.), Sweet Rush (2009). 

 

სინოფსისი

 

ვაიდას ფილმი საინტერესო კუთხით აშუქებს პროფკავშირების ლიდერის, ლეხ ვალენსას ცხოვრებასა და მის წარმოუდგენელ მეტამორფოზას, გზას უბრალო მუშიდან ქარიზმატულ მეთაურამდე (1983 წ. მიღებული აქვს ნობელის პრემია). ვალენსამ, რომლის შესახებაც აზრები დღემდე იყოფა, მილიონობით ადამიანის შორეული ოცნება თავისუფლებაზე განხორციელებადი გახადა.

“ვალენსა” 1970-1989 წლების მოვლენებს ეძღვნება და დაწვრილებით მოგვითხოვს იმდროინდელ ყოველდღიურობასა და ცვლილებებზე. ეს ფილმი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, მათთვის, ვისაც ეს მნიშვნელოვანი პერიოდი და თავისუფლებისთვის ბრძოლა კარგად არ ახსოვს. ზოგჯერ საჭიროა დაიცვა და იბრძოლო თავისუფლებისათვის.

see more

close

ფოკუსი დიდ ბრიტანეთზე

სიყვარულის მბრძანებელი

დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2013 წ. 101 წთ.

 

რეჟისორი: მაიკლ უინტერბოტომი 

სცენარის ავტორი: მეტ გრინჰალგი 

ოპერატორი: ჰუბერტ ტაჩანოვსკი

მონტაჟი: მაგს არნოლდი

კომპოზიტორები: ენტონი გლენი, მარკ სლოტერი

პროდიუსერი: მელისა პარმენტერი 

მთავარ როლებში: სტივ კუგანი, ანა ფრილი, იმოჯინ პუტსი, ტამსინ ეგერტონი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მაიკლ უინტერბოტომი 1961 წლის 29 მარტს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბლექბერნში.  თავდაპირველად იგი დედოფალ ელისაბედის გრამატიკის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით, უინტერბოტომმა ბრისტოლისა და ლონდონის კინოსკოლებში მიიღო განათლება და მუშაობა ტემზის ტელევიზიაში დაიწყო.

მისი სადებიუტო მხატვრული ფილმია Butterfly Kiss (პეპლის კოცნა). რეჟისორის სამი ნამუშევარი Welcome to Sarajevo, Wonderland და 24 Hour Party People წარდგენილი იყო კანის ფესტივალის `’ოქროს პალმის რტოზე`’, ხოლო 2002 წლის დრამა, In This World (ამ მსოფლიოში), ბერლინის კინოფესტივალზე “ოქროს დათვის” მფლობელი გახდა.

უინტერბოტომის დოკუმენტურმა ფილმმა, The Road to Guantanamo (გზა გუანტანამოსკენ), ამავე ფესტივალზე “ვერცხლის დათვის” მოიპოვა.

 

სინოფსისი

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახელგანთქმული იმპრესარიოს, პოლ რაიმონდის სამყაროში. პრესამ იგი “სოჰოს მეფედ” მონათლა. მის მფლობელობაში უამრავი გავლენიანი კლუბი, ეროტიკული ჟურნალების მთელი იმპერია და დიდი ოდენობით უძრავი ქონება შედის. მაგრამ ფულს დიდი უბედურებაც მოაქვს - წარუმატებელი ქორწინება, გართულებული ურთიერთობები შვილებთან, პირადი ტრაგედია.

see more

close

ნასესხები დრო

დიდი ბრიტანეთი. 2012 წ. 86 წთ.

 

რეჟისორი: ჯულ ბიშოპი

პროდიუსერი:ოლივერ კემპფერი

მონტაჟი: იონა დე სოუზა

სცენარის ავტორი:ჯულ ბიშოპი

მხატვარი:მირენ მარენონი

როლებში:თეო ბარკლამ ბიგსი, ფილიპ დევისი, ოურენ ბრაუნი, ჯულიეტ ოლდფილდი, პერი ბენსონი 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჯულ ბიშოპი ბორნმაუთის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა სახვით ხელოვნებას. მოგვიანებით სწავლა ლონდონის კინოსკოლაში განაგძო. ამ პერიოდი მან ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ბიშოპი წარმატებული სცენარისტი, ფოტოგრაფი და მხატვარია. 2008 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს პროდიუსერ ოლივერ კემპფერთან. „ნასესხები დრო“ მათი ერთობლივი პროექტია.

 

სინოფსისი


„ნასესხები დრო“ გვიყვება ორ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ადამიანზე. ისინი იძულებულნი არიან ერთად ეძებონ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ფილმის გმირები ემშვიდობებიან ბავშვობას, იბრუნებენ ახალგაზრდობას და რაც მთავარია არ კარგავენ იმედს...  

see more

close

ბრიტანული ამპარტავნების სახელმძღვანელო

დიდი ბრიტანეთი.  2011წ. 98 წთ.

 

რეჟისორი: ჯესბენსტოკი

სცენარისავტორი: ჯესბენსტოკი

ოპერატორები:დენზილარმორ-ბრაუნი, ენდრიუდევიდკლარკი, ჯონიკოკინგი

მუსიკა:მაიკრობერტსი

მონტაჟი:სტივენბუშერი

პროდიუსერი:დორიჯენჰემონდი

როლებში:ენდრიულოგანი, მაიკლდევისი, ზანდრაროუდსი, ბრაიანენო, გრეისონპერი, დაგიფილდსი, მოლიპარკინი, რუბიუაქსი, დერეკჯარმანი, რიჩარდო’ბრაიენი, დივაინი, დევიდჰოკნი.

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჯესბენსტოკის  მოკლემეტრაჟიანფილმებს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ფესტივალებზე მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული. ჯერ კიდევ სამსახიობო სკოლაში სწავლისას დააარსა სახელგანთქმული “მერიმაკისშოუ”. მისი ნამუშევრები თეატრალურობითა და სხარტი იუმორით გამოირჩევიან. ბენსტოკის ცნობილი ფილმებია: “The Box”, ტილდა სუინტონის მონაწილეობით, “Orders of Love”, “Holocaust Tourist”და“Poof”. რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი, ლონდონის კინოფესტივალის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “Tagger”, მაიკლ ფიგისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

 

სინოფსისი

 

გამოჩენილი ბრიტანელი ხელოვანი ენდრიუ ლოგანი, გადაწყვეტს “მის მსოფლიოს” ალტერნატიული კონკურსი ჩაატაროს. შოუს მონაწილეები ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც მაყურებელთა წინაშე დამაინტრიგებელ, სკანდალურ კოსტუმებში წარდგებიან. ცერემონიის წამყვანი ენდრიუ ლოგანია. კონკურსის ჟიურის წევრი მხატვარი დევიდ ჰოკნია, გამარჯვებული - რეჟისორი დერეკ ჯარმანი, ენდრიუს კოსტიუმის დიზაინი კი ზანდრა როუდს ეკუთვნის. ხელოვანს სხვა ცნობილ სახეებთანაც უთანამშრომლია, მათ შორის არიან: მერიკვანტი, ბიბა, ვივიენ ვესტვუდი, ალექსანდრ მაკქუინი, ბრაიან ენო, მადონა, გვინეტ ფელთროუ, ელტონ ჯონი, ტონი ბლერი და სხვები. თავად ენდრიუ ლოგანი ამ შოუს თავისი ცხოვრების მთავარ პროექტად მოიხსენიებს.

see more

close

ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია - "SHORT MATTERS!”

ცარიელი დაფები

საბერძნეთი.  2012წ. 10 წთ.

რეჟისორი: იორღოს ზოისი

სცენარის ავტორი: მარიშა ტრიანტაფილიდოუ

პროდიუსერი: იორღოს ზოისი, მარია დრანდაკი

ოპერატორი: იანის კანაკისი

მონტაჟი: იოანის ხალკიადაკისი

 

ბიოგრაფია

იორღოს ზოისი დაიბადა ათენში. 2010 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა პრემიერა მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა - „კაზუს ბელი“ -, რომელიც შემდეგ არაერთი საერთაშორისო კინოკონკურსის მონაწილე და პრიზიორი გახდა. იგი თეატრალურად გავრცელდა საბერძნეთსა და საფრანგეთში, ასევე, ტელევიზიით იქნა ნაჩვენები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. 2012 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა პრემიერა მისი მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმისა - „ცარიელი დაფები“.

სინოფსისი

უკანასკნელ ხანებში საბერძნეთში გარერეკლამა აიკრძალა. ირგვლივ ათასობით ცარიელი სარეკლამო დაფაა, რომლებიც აღარაფერს გვამცნობენ. ახლა თითქოს თავად სიცარიელეა რამის მომასწავებელი.

 

see more

close

სუპერმენი, სპაიდერმენი ანდაც ბეტმენი

რუმინეთი. 2012წ.  11 წთ.

 

რეჟისორი: ტუდორ გურჯუ 

სცენარის ავტორი: დორუ ლუპეანუ 

ოპერატორი: ადრიან სილისტეანუ

როლებში: ბოგდან ზსოლტი, აარონ სერბანი, ოვიდიუ კრისანი, ელენა ივანკა

 

ბიოგრაფია

ტუდორ გურჯუ 1972 წელს დაიბადა კლუჟ-ნაპოკაში, რუმინეთში. იგი არის ევროპული კინოაკადემიის წევრი, - ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალის, ასევე - საშინელებათა და ფანტასტიკური ჟანრის ფილმების ფესტივალის დამაარსებელი და პრეზიდენტი; მისი ინიციატივით შექმნა Gopo Awards - რუმინეთის ეროვნული კინოს პრიზი. მისი დაარსებულია მწარმოებელი  და დისტრიბუციული კომპანიები Libra Film და Transilvania Film. ტუდორი გახლდათ მთავარი პროდიუსერი პეტერ სტრიქლენდის ფილმისა - „კატერინ ვარგა“, რომელმაც 2009 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი და ასევე, ევროპული კინოაკადემიის ჯილდო - Europian Discovery - მოიპოვა. მისმა მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა - Of Snails and Men - კი რუმინეთში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

 

სინოფსისი 

ფილმი 5 წლის არონზეა, რომელიც ოცნებობს, კომიქსების სუპერგმირებივით შეძლოს დედის გადარჩენა, რომელიც გულის დაავადებით იტანჯება. 

 

see more

close

ელჩი და მე

შვეიცარია. 2011წ. 15 წთ.

 

რეჟისორი, სცენარის ავტორი, მონტაჟი: იან ზარლევსკი

პროდიუსერი: იან ზარლევსკი

როლებში: სლავომირ ზარლევსკი, იან ზარლევსკი, ალინა პიეცი

 

ბიოგრაფია

 

იან ზარლევსკი 1988 წელს დაიბადა პარიზში. პოლონელი მშობლების წყალობით იგი ბიკულტურულ გარემოში აღიზარდა. 2009 წელს დაამთავრა სორბონას უნივერსიტეტის კინო-სატელევიზიო ფაკულტეტი; ამჟამად კინოხელოვნებას ეუფლება ECAL/Ecolecantonale d’art de Lausanne-ში. 

 

სინოფსისი

იან ზარლევსკის მამა პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩია ბელგიაში. მან მთელი ცხოვრება სამშობლოს სამსახურს მიუძღვნა, ამას კი  საკუთარი ვაჟისთვის განკუთვნილი დრო და ყურადღება შეეწირა.

იანი მამას აღმერთებს და მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, ყოველთვის ცდილობდა დამსგავსებოდა მას. ბოლოს, იგი გადაწყვეტს, მამასთან ბრიუსელში ჩავიდეს და ამ გზით მოახდინოს მათი დაკარგული დროის კომპენსაცია.

 

see more

close

ხვალ კარგი იქნება

საფრანგეთი. 2011წ. 16 წთ.


რეჟისორი: პოლინ გეი

სცენარის ავტორი: პოლინ გეი, ბენჟამინ გობი

ოპერატორი: კლოე ლეზუერი

პროდიუსერი: ჯერემი დურანდი

მონტაჟი: ჟული ლენა

 

ბიოგრაფია

პოლინ გეი 1982 წელს დაიბადა. პარიზის VIII უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი სწავლობდა საფრანგეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიულ სკოლაში - La fémis. 2011 წელს დაამთავრა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი - Calarts. იგი მუშათა კლასიდანაა და გატაცებულია სხვადასხვა ფენის ოჯახურ ყოფათა შესწავლით. „ხვალ კარგი იქნება“  მისი სადიპლომო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ფილმში დახატულია ორი გზააბნეული გოგონას პორტრეტი...

 

see more

close

ორი გული

ირლანდია. 2012წთ. 17 წთ.

 

რეჟისორი: დარენ თორტონი 

მონტაჟი: ანა მარია ო‘ფლანაგანი 

პროდიუსერი: კოლეტ ფარელი 

ოპერატორი: რუერი ო’ბრაიენი

 

ბიოგრაფია

 

დარენ თორტონმა 1994 წელს დაარსა თეატრისა და კინოს კომპანია - Calipo, რომლის მხატვრული ხელმძღვანელი დღემდე თავადაა. იგი გახლავთ თანარეჟისორი ფილმისა LOVE IS THE DRUG, ასევე - სატელევიზიო შოუებისა RTE-ზე (ირლანდიის სახელმწიფო ტელევიზია). მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ფრენკი“ – 50-მდე კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის (კოპენჰაგენი, 2008). ამჟამად კოლინ თორტონთან და Element Films-თან ერთად მუშაობს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე 10 Dates with Mad Mary.

 

 

სინოფსისი

 

ლორნამ სწორ გზაზე დასადგომად და ამ გეზის შესანარჩუნებლად უამრავი იშრომა, მაგრამ მოულოდნელად ციხიდან მისი ყოფილი შეყვარებული გამოდის. იგი ემოციებზე კონტროლს კარგავს; ძველ ცხოვრებასა და სიყვარულში ჩაძირვა სახიფათო, მაგრამ გარდაუვალი ნაბიჯია.

 

see more

close

ორი გემი

საფრანგეთი. 2011წ. 30 წთ.

 

რეჟისორი: ჟუსტინ ტრიე

სცენარის ავტორი: ჟუსტინ ტრიე

პროდიუსერი: ემანუელ შუმე

ოპერატორი: ტომ ჰარარი

მონტაჟი: დამიენ მაესტრაჯი

 

ბიოგრაფია

 

ჟუსტინ ტრიემ ხელოვნების უმაღლესი სკოლა დაამთავრა პარიზში. იგი ავტორია რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობის დროს კამერით აქვს გადაღებული: Sur Place („ადგილზე“, 2007), სროლები სტუდენტური დემონსტრაციის დროს, Solfèrino (2008), გასროლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მისი ფილმები წარმოდგენილი იყო პომპიდუს ცენტრში, ლიონ ბიენალის თანამედროვე ხელოვნებისა და პარიზის ხელოვნების მუზეუმებში. „ორი გემი“ მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

 

სინოფსისი 

ცხოვრება დიდ ქალაქში. ტომასი ერთი უფულო და თავისუფალი ხელოვანია. ლეტიცია ელეგანტური, მიმზიდველი და განათლებული ახალგაზრდა ქალია. ისინი ერთმანეთს წვეულებაზე ხვდებიან...ერთად გატარებული ღამის შემდეგ მოულოდნელად საავადმყოფოში აღმოჩნდებიან. მათი სავალი ბილიკი თითქოს სიმსუბუქესა და დრამას შორის გამავალი ხაზია.  

 

see more

close

ცის დასალიერში

დიდი ბრიტანეთი. 2012წ. 25 წთ.

 

რეჟისორი: მაიკლ ლენოქსი 

სცენარის ავტორი: რონან ბლენი 

პროდიუსერი: მათაის პილზი 

მონტაჟი: ჯეიმს ტეილორი

როლებში: მარტინ მაკქენი, ივან რეონი, ბრაიან მილიგანი, ბრონა ტაგერტი

 

ბიოგრაფია

მაიკლ ლენოქსი 1985 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიბადა. მან ახლახან დაამთავრა რეჟისურის ფაკულტეტი ლონდონის კინოსა და ტელევიზიის ეროვნულ სკოლაში.  მას ეკუთვნის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე. ლენოქსი ახლახან დაჯილდოვდა სამეფო საზოგადოების კინო-სატელევიზიო პრიზით საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. 

 

სინოფსისი

„ცის დასალიერში“  მძიმე ფსიქოლოგიური თრილერია. პეტესი ერთ მივარდნილ ადგილას მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.  იგი ვის აღარ შეხვედრია, მაგრამ ერთ დღესაც სადგურზე უცხო ტიპი ჩერდება, სახელად გაბრიელი, პეტესს იარაღს ადებს და თავის გახვრეტის მუქარით აიძულებს უფასოდ ჩაუსხას დიდი გზის მარაგი.

 

see more

close

მხეცი

უნგრეთი. 2011წ.20 წთ.

 

 

რეჟისორი: ატილა ტილი

სცენარის ავტორი: ატილა ტილი

მონტაჟი: ბელა ბარში

როლებში: საბოლშ ტურუცი, მუნი ბალშაი, ბალაშ სიტაში

 

ბიოგრაფია

 

ატილა ტილმა დაამთავრა უნგრეთის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი, ინტერმედიის ფაკულტეტი.  2008 წელს უნგრული კინოს კვირეულზე შედგა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის - „პანიკა“ - პრემიერა, ფილმი რამდენიმე კატეგორიაში იქნა აღიარებული. ამას გარდა, იგი უნგრეთში ერთ-ერთი ცნობილი სატელევიზიო მოღვაწეა. უკანასკნელ წლებში დიდი წვლილი შეიტანა არაერთი ინოვაციური პროგრამის შექმნაში, არის გახმაურებული ტელეშოუების წამყვანი.

 

 

სინოფსისი

 

იშტვან ბალოგი საშუალო შეძლების ფერმერია, რომელიც ცოლ-შვილსა და მსახურს ტირანად ევლინება. დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილ შორეულ ფერმაში გამომწყვდეული, იგი უხეშად ცდილობს შეინარჩუნოს მკაცრ ტრადიციებზე დაფუძნებული, მის მიერვე შექმნილი ოჯახის იდეალი.

 

see more

close

როგორ შევაგროვოთ კენკრა

ფინეთი. 2010წ.  19 წთ.

 

რეჟისორი: ელინა ტალვენსაარი

სცენარის ავტორი: ელინა ტალვენსაარი და მაურო ფარინიასი

პროდიუსერი: ელინა ტალვენსაარი

ოპერატორი: იონას პულკანენი

მონტაჟი: მარკუს ლეპალა

 

ბიოგრაფია

 

ელინა ტალვენსაარი ჰელსინკის უნივერსიტეტში  ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიას სწავლობდა. მაგისტრატურაში სწავლის ბოლო პერიოდში იგი კინოთი დაინტერესდა და სწავლა დოკუმენტური ფილმის რეჟისურაზე, ჰელსინკის აალტოს უნივერსიტეტში გააგრძელა. „როგორ შევაგროვოთ კენკრა“ მისი საბაკალავრო ნაშრომი გახლავთ.

 

სინოფსისი

 

ჩრდილოეთ ფინეთის ნისლიან ჭაობებში მოულოდნელად უცხო ადამიანების კვალი ჩნდება. ადგილობრივებში უკმაყოფილება იბადება, მოვლენები იცვლება, სააშკარაოზე გამოდის კეკნკრის საიდუმლო ლაქები და უსიამოვნებებიც იმატებს. ვინ არის დამნაშავე და ვისთვის რა სარგებელი მოაქვს ყოველივე ამას? „როგორ შევაგროვოთ კენკრა“ ფინურ მენტალიტეტსა და გლობალური ეკონომიკის აბსურდულობის პრობლემებზეა.

 

see more

close

წმინდა ანტონის დღესასწაული

პორტუგალია. 2012 წ. 25 წთ.

 

რეჟისორი, სცენარის ავტორი: ჟოაო პედრო როდრიგესი

პროდიუსერი: ჟოაო ფიგეირასი

ოპერატორი: რუი პოსასი

მონტაჟი: მარიანა გაივაო

 

ბიოგრაფია

 

ჟოაო პედრო როდრიგესი დაიბადა ლისაბონში  1966 წელს. ლისაბონის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ მან ლისაბონის კინოსკოლა დაამთავრა. მისი კინოკარიერა დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმით - გილოცავთ! (PARABÉNS!) - რომელიც   1997 წელს ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ვენეციის  კინოფესტივალზე. 2000 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი - „მოჩვენება“ (O FANTASMA), რომელიც ვენეციის 57-ე კინოფესტივალზე საკონკურსო ჩვენებაში მოხვდა. 2005 წელს გადაღებულმა ფილმმა - „ოდეტი“ (ODETE) - არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის კანის „რეჟისორთა ორკვირეულის“ სპეციალური სიგელი მოიპოვა.

 

სინოფსისი

 

ტრადიციის მიხედვით 13 ივნისს, წმინდა ანტონის (ლისაბონის მფარველი) დღეს, შეყვარებულები თავიანთი სიყვარულის ნიშნად ერთმანეთს უძღვნიან რეჰანს ქოთნებით, რომლებიც ქაღალდის წითელი მიხაკებითა და სასიყვარულო ციტატებიანი დროშებითაა გაფორმებული.

 

see more

close

ანტროპოვის ვილა

ლატვია. 2012წ. 13 წთ.

 

რეჟისორი: კასპარ იანცისი, ვლადიმირ ლესჩიოვი

სცენარის ავტორი: კასპარ იანცისი, ვლადიმირ ლესჩიოვი

ოპერატორი: მარჟე-ლი ლივი 

როლებში: ჯული ლილი, კასპარ იანცისი, ნანსი ფელფსი

 

კასპარ იანცისი

კასპარ იანცისი 1975 8 მაისს დაიბადა ტალინში. იგი ბავშვობიდან ქმნიდა კომიკურ ილუსტრაციებს მის მიერვე შეთხზულ ისტორიებზე. იგი რამდენიმე როკჯგუფის წევრი იყო, წერდა მუსიკასა და ტექსტებს, აკეთებდა არანჟირებას. 1996 მან სწავლა დაიწყო ტალინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც შეიქმნა მისი პირველი ფილმები: უხმო ფილმი - „ბატონი მაისავრესა და მაჩალკის ამბავი“ (DR. MAISARVE AND THE MATSHALKA CASE , 1996), და მარიონეტული ფილმი - „გასეირნება პატარა თეთრი ვერტმფრენით“ (FLIGHT OF THE LITTLE WHITE HELICOPTER (1996), რომელსაც აჩვენებდნენ როკ-კონცერტებსა და ასევე - ტელევზიითაც. 1997 წელს იგი გადავიდა ფინეთში, ტურკუს ხელოვნებისა და მედიის სკოლაში, სადაც გაიარა ანიმაციის კურსი პრიიტ პარნის ხელმძღვანელობით.

 

ვლადიმირ ლესჩიოვი

ვლადიმირ ლესჩიოვი 1970 წელს დაიბადა დაუგავპილსში, ლატვიაში. მან საკუთარი შემოქმედების რეალიზება ბავშვობიდან, სახლის კედლებზე ხატვით  დაიწყო. ვლადიმირ ლესჩიოვი გახლავთ მხატვარი, ანიმატორი, რეჟისორი და პროდიუსერი. 2007 წელს დაარსა საანიმაციო სტუდია - LUNOHOD Animation Studio.

 

სინოფსისი

ფილმის გმირს არაფერი აქვს დასაკარგი საკუთარი ოცნების გარდა. ოცნების ასახდენად კი გრძელ და სახიფათო მოგზაურობას იწყებს. თუმცა მისი ობიექტივი სულაც არ აღმოჩნდება ისეთი, როგორიც ჩანდა.

 

see more

close

ღია ცის ქვეშ

ავსტრია. 2011წ. 23 წთ.

 

რეჟისორი: ალბერტ ზაქლი - მარკუს კრისპელთან და ფრანც ზართან ერთად

ოპერატორი: ალბერტ ზაქლი

მონტაჟი: ალბერტ ზაქლი

როლებში: ალბერტ ზაქლი

 

ბიოგრაფია

 

ალბერტ ზაქლი დაიბადა 1977 წელს გრაცში, ავსტრიაში. 1995-1997 წლებში იგი ვენის უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, ასევე სახვით ხელოვნებას შტადელშულე ფრანკფურტში (პეტერ კუბელკას კინოსკოლა, 1997-2000).  2007-2010 წლებში ასწავლიდა ვენის დამოუკიდებელი კინოს სკოლაში. 2007-2011 წლებში გაიარა ჰაიმო ზობერინგის კლასი ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში.

 

სინოფსისი

სათაური - „ღია ცის ქვეშ“ - გამომდინარეობს ფილმის სიუჟეტიდანვე, რომელშიც გადმოცემულია კამერის მიმართება ხელუხლებელი პეიზაჟისადმი. ეს არის კინემატოგრაფიულ აპარატურასა და კინემატოგრაფიულ სივრცეს, დროსა და მოძრაობას შორის მიმართებების განსაზღვრის მცდელობა. ადამიანი, როგორც ამ სივრცეში მოხვედრილი უცხო სხეული, ცდილობს კავშირი დაამყაროს პეიზაჟსა და კამერას შორის.

 

see more

close

მდუმარე

თურქეთი. 2012წ. 14 წთ. 

 

 

რეჟისორი, სცენარის ავტორი: რეზან იეშილბაში 

პროდიუსერი: რეზან იეშილბაში 

ოპერატორი: თურქსოი გოლებეი

მონტაჟი: ბუღრა დედეოღლუ, რეზან იეშილბაში

როლებში: ბელჩიმ ბილგინი, ჯემ  ბენდერი

 

ბიოგრაფია

 

რეზან იეშილბაშმა 2008 წელს დაამთავრა სტამბულის მარმარის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სპეციალობით - კინო და ტელევიზია. 2008 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით „განაჩენი“, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე იყო წარდგენილი, მათ შორის, ბოსტონის კინოფესტივალზე, სადაც აუდიტორიის პრიზი მოიპოვა. რეზან იეშილბაში არაერთი თურქული ფილმის მთავარი პროდიუსერი და რეჟისორის თანაშემწე გახლდათ. 2012 წელს, კანის კინოფესტივალზე „პალმის რტო“ მოიპოვა მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა - „მდუმარე“.

 

სინოფსისი

 

თურქეთი, 1984 წელი. დიარბაქირში მცხოვრებ სამი შვილის დედას, ზეინეფს, სურს ქმარს ციხეში ესტუმროს, მაგრამ ის მხოლოდ ქურთულად ლაპარაკობს, ციხეში კი თურქულის გარდა სხვა ენაზე ლაპარაკი აკრძალულია. მას ასევე ძალიან უნდა მეუღლეს ახალი ფეხსაცმელები მიუტანოს, მაგრამ პატიმრებისთვის გარედან ყველაფრის შეწოდება აკრძალულია.

 

see more

close

18

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...