BIAFF 2016 - მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი

ქალიშვილი

ირანი, 2016; 103 წთ.

            

რეჟისორი: რეზა მირკარიმი

სცენარის ავტორი: მეჰრან კაშანი

ოპერატორი: ჰამიდ ხოზუეი აბიანეჰი

მონტაჟი: მეისამ მუინი

კომპოზიტორი: მუჰამედ რეზა ალიღოლი

პროდიუსერი: რეზა მირკარიმი

როლებში: ფარჰედ ასლანი, მერილა ზარეი, მაჰურ ალვანდი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

რეზა მირკარიმი 1967 წელს დაიბადა თეირანში. დაამთავრა თეირანის სახელოვნებო უნივერსიტეტის გრაფიკის ფაკულტეტი. კინოში ძალები 1987 წელს მოსინჯა ორი ახალგაზრდული ტელესერიალით. 1999 წელს გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი - ბავშვი და ჯარისკაცი“, რომელმაც რეჟისორს რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო მოუტანა. მომდევნო ფილმმა - მთვარის შუქის ქვეშ -, რომელიც სოციალურ და რელიგიურ საკითხებს ეძღვნებოდა, 2001 წელს კანის ფესტივალზე კრიტიკოსთა მთავარი ჯილდო დაიმსახურა. რეჟისორის მეხუთე ფილმი - „ისეთივე მარტივი“ - 2008 წლის მოსკოვის კინოფესტივალის მთავარი პრიზიორია (ოქროს წმ. გიორგი საუკეთესო ფილმისთვის). ირანის სახელით მისი სამი ფილმი იყო წარდგენილი ოსკარზე: ისევე ახლოს, როგორც შორს“ (2005), შაქრის ნატეხი“ (2011) და დღეს“ (2014).

 

სინოფსისი

მკაცრი და ტრადიციების მიმდევარი ბატონი აზიზი სამხრეთ ირანის ერთერთი ნავთობგადამამუშავებელი ქალაქის ჩვეულებრივი მკვიდრია. სეტარეჰს, აზიზის ქალიშვილს,  თეირანში უნდა წასვლა საუკეთესო მეგობრის გაცილების წვეულებაზე. სამწუხაროდ, სეტარეჰის დის ნიშნობაც იმავე დღეს იმართება. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად გოგონა თეირანში მიფრინავს. დაუმორჩილებლობის ეს აქტი ერთი შეხედვით მშვიდი და უპრობლემო ოჯახისთვის უამრავ თავსატეხს აჩენს.

 

see more

close

სიკვდილი სარაევოში

საფრანგეთი / ბოსნია-ჰერცოგოვინა, 2016; 85 წთ.

 

რეჟისორი: დანის ტანოვიჩი

სცენარის ავტორი: დანის ტანოვიჩი

პროდიუსერები: ფრანსუა მარგოლინი, ამრა ბაკშიჩ ჩამო

კოპროდიუსერი: ადიას დაპო

ოპერატორი: ეროლ ზუბჩევიჩი

მონტაჟი: რეჯინალდ შიმეკი

როლებში: ჟაკ ვებერი, სნეჟანა ვიდოვიჩი, იზუდინ ბაიროვიჩი, ვედრანა სეკსანი, მუჰამედ ჰაჯოვიჩი,  ფაკეტა სალიჰბეგოვიჩ-ავდაგიჩი, ედინ ავდაგიჩი

საპროდიუსერო კომპანია: Margo Films, SCCA/pro.ba, France 3 Cinema (co-production) 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

დანის ტანოვიჩი 1969 წელს დაიბადა ქ. ზენიკაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში. ბალკანეთის ომის დაწყებამდე (1992) სწავლობდა მუსიკას, ინჟინერიასა და კინემატოგრაფიას.

სარაევოდან ბრიუსელში გადავიდა და რეჟისურის შესწავლა დაიწყო. არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ავტორი: „ხელოვანთა პორტრეტები ომის დროს“, „ლუბე და კაირა“.  პირველ მხატვრულ ფილმზე - არავის მიწა - მუშაობა პარიზში დაიწყო. ფილმი 2001 წელს დასრულდა, მომდევნო წელს კი ოსკარი მიიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

 

სინოფისი

„სიკვდილი სარაევოში“ ფრანგი ფილოსოფოსის, ჟურნალისტისა და მწერლის, ბერნარ-ჰენრი ლევის, პიესის მიხედვით გადაღებული ფილმია. იგი ევროპულ საზოგადოებაში გამეფებულ ადამიანურ შიშზე, სასოწარკვეთასა და მორალურ წინააღმდეგობებზე  მოგვითხრობს.

 

see more

close

უღმერთო

ბულგარეთი / საფრანგეთი / დანია 2016; 103 წთ.

 

რეჟისორი: რალიცა პეტროვა

სცენარის ავტორი: რალიცა პეტროვა

ოპერატორი: კრუმ როდრიგესი, ჩეის ირვინი

მონტაჟი: დონკა ივანოვა

როლებში: ირენა ივანოვა, ვენცისლავ კონსტანტინოვი, ივან ნალბანტოვი, ალექსანდრე ტრიფონოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ბულგარელი რალიცა პეტროვა ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში, ბულგარეთსა და საფრანგეთში. მხატვრული რეჟისურა ბრიტანეთში, ეროვნული კინოსა და ტელევიზიის სკოლაში, შეისწავლა. მისმა ფილმებმა წარმატება მოიპოვა  კანის, ბერლინისა და ლოკარნოს კინოფესტივალებზე. 2007 წელს ბერლინალეზე წარმოდგენილი მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „დამპალი ვაშლი“ - დაჯილდოვდა Prix UIP-ით (ევროპის კინოაკადემიის ნომინაცია). მისი მომდევნო მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „ღვთის გულისათვის“ - პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, ახლა მას ბრიტანული კინოს ინსტიტუტი უწევს დისტრიბუციას. რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი - უღმერთო“ - პირველად ლოკარნოს კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც მან ოქროს ლეოპარდი“ მოიპოვა.  ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული  ტორონტოს (2013 TorinoFilmLab’s FrameWork, Le Groupe Ouest), სარაეოვოსა (Sarajevo Film Festival's CineLink 2015) და ლოს ანჯელესის (he Women in Film Finishing Fund, Los Angeles) სხვადასხვა კინოპროექტში.

 

სინოფსისი

მედდა გონებაჩლუნგი პაციენტების პირადობის მოწმობებს იპარავს და შავ ბაზარზე ყიდის. იოლი ფულის შოვნითა და მორფინით გატაცებულს, ემოციური სიცარიელე და სასჯელის შიში მუდმივად სტანჯავს.

 

see more

close

მე, ოლგა ჰეპნაროვა ვარ

ჩეხეთი / პოლონეთი / სლოვაკეთ / საფრანგეთი, 2016; 106 წთ.

 

რეჟისორი: პეტრ კაზდა, თომას ვაინრები

სცენარის ავტორი: რომან ცილეკი, თომას ვაინრები, პეტრ კაზდა

ოპერატორი: ადამ სიკორა

მონტაჟი: ვოიტეხ ფრიკი

როლებში: მიხალინა ოლსზანსკა, მარტინ პეხლატი, კლარა მელისკოვი, მარიკა სოპოსკა, იურაი ნვოტა, მარტინ ფინგერი, მარტა მაზურეკი, ანდრეი მალი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პეტრ კაზდა  და თომას ვაინრებიკინოდოკუმენტალისტიკა პრაღის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში სწავლობდნენ. სტუდენტობის პერიოდში მათ რამდენიმე ფილმი გადაიღეს, ერთად მუშაობდნენ მხატვრული ფილმების სცენარებზე. 2011 წელს კი საკუთარი საპროდიუსერო კომპანია - “Black Balance” - დააარსეს. მე ოლგა ჰეპნაროვა ვარ  მათი სადებიუტო ფილმია. ფილმი წელს ბერლინალეს პანორამაზე მოხვდა.

 

სინოფსისი

ოლგა ჰეპნაროვა ახალგზრდა, მარტოსული ლესბოსელია. საზოგადოებისა და ოჯახისგან გარიყული საკუთარ ადგილს ვერსად პოულობს. საკუთარი არასრულფასოვნებისა და უუნარობის ავადმყოფური განცდის გამო ჯერ კიდევ ოცდაორი წლის ასაკში ძალიან ბევრი  ტკივილის და დარტყმის ატანა უწევს.

 

see more

close

რაუფი

თურქეთი, 2016; 94 წთ.

 

რეჟისორი: სონერ ჩანერი, ბარის კაია

სცენარის ავტორი: სონერ ჩანერი

ოპერატორი: ვედატ ოზდემირი

ხმის ოპერატორი: იბრაჰიმ აკოზი

მონტაჟი: აჰმეთ ბოიაჩოღლუ, ბარის კაია, ალი ემრე უზსუზი

მუსიკა: უმით ონდერი

როლებში: იენ ჰუსეინ გურსოი, იავუზ გურბუზი, შეიდა სოზუერი, ველი უბიკი, მუჰამედ უბიკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

პლასტიკურ ტექნოლოგიებში სპეციალიზაციის შემდეგ სონერ ჩანერი პროდუქტის დიზაინისა და გრიმის მიმართულებით მუშაობს. 2009 წელს ლევენ სემესის ფილმმა - სუნთქვა“ - საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის  Altin Koza-ს კინოფესტივალზე პრიზი მოიპოვა. ჩანერმა ბარის კაიასთნ ერთად გადაიღო ფილმი რაუფი, რომელიც 2016 წელს ბერლინალეზე იყო წარდგენილი.

ბარის კაიამ თურქეთის ქ. ესკიშეჰირში დაამთავრა ანადოლუს კინოსა და მედიის უნივერსიტეტი. იგი მუშაობდა საპროდიუსერო კომპანიებში და გადაღებული აქვს არაერთი სატელევიზიო რეკლამა. ასევე თანამშრომლობდა ლევენ სემესთან ფილმის - სუნთქვა“ - გადაღების დროს.

 

სინოფსისი

რაუფი ცდილობს, ზანას თავი შეაყვაროს. თანაც ჰგონია, რომ ამაში ვარდისფერი დაეხმარება.   მაგრამ, ნეტა,  სინამდვილეში როგორია ვარდისფერი, ან შეძლებს კი საერთოდ ვარდისფერის შოვნას მთებში მდებარე თავის პატარა თოვლიან სოფელში?..

 

see more

close

აღსარებები

იტალია / საფრანგეთი, 2016; 103 წთ.

 

რეჟისორი: რობერტო ანდო

სცენარის ავტორი:  რობერტო ანდო , ანჯელო პასკუინი

ოპერატორი: მაურიციო კალვეზი

მონტაჟი: კლელიო ბენევენტო

მუსიკა: ნიკოლა პიოვანი

როლებში: ტონი სერვილო, დანიელ ოტეი, ლამბერტ უილსონი, კონი ნილსენი, პიერფრანჩესკო ფავინო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

რობერტო ანდო პალერმოში დაიბადა. ასისტენტად მუშაობდა რეჟისორებთან: ფრენსის ფორდ კოპოლა, ფედერიკო ფელინი, მაიკლ ჩიმინო და ფრანჩესკო როზი. 1986 წელს ანდომ ტალო კალვინოს მოთხრობის მიხედვითთოჯინების სპექტაკლი დადგა -  „ტყე-ფესვი-ლაბირინთი”. რამდენიმე დოკუმენტური ფილმის შემდეგ ანდომ პირველი მხატვრული ფილმი გადაიღო 2000 წელს, ჯუზეპე ტორნატორეს პროდიუსერობით. მისმა სადებიუტო ნოველამ - „ცარიელი ტახტი“ -  კამპიელოს პრიზი დაიმსახურა. ამ ნოველის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა -  „გაუმარჯოს თავისუფლებას“ -  რეჟისორს  David di Donatello- სა და Nastro d'Argento-ს ჯილდოები მოუტანა საუკეთესო სცენარისთვის. 

 

სინოფსისი

რობერტო სალუსი ქარიზმატული ბერია. მას ბალტიის სანაპიროს მდიდრულ სასტუმროში დიდი რვიანის მინისტრთა შეხვედრაზე მიიწვევენ.  ვინ მიიპატიჟა მდუმარე ევანგელისტი ასეთ შეხვედრაზე და ვინ მოკლა ერთერთი ფინანსისტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში რადიკალურ ძვრებს გეგმავდა? 

 

see more

close

მასწავლებელი

სლოვაკეთი / ჩეხეთი, 2016; 102წთ.

 

რეჟისორი: იან ჰრებეიკი

სცენარის ავტორი: პეტრ იარჩოვსკი         

ოპერატორი: მარტინ ჟიარანი

მუსიკა: მიხალ ნოვინსკი

მონტაჟი: ვლადიმირ ბარაკი            

პროდიუსერი: ტიბორ ბუზა, ზუზანა მისტრიკოვა, ლიუბიცა ორეხოვსკა, ონდრეი ზიმა, იან პრუშინოვსკი 

საპროდიუსერო კომპანია : PubRes

როლებში: ზუზანა მაურერი, ჩონგორ კაშაი, ზუზანა კონეჩნა, თამარა ფიშერი, მარტინ ჰაველკა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

იან ჰრებეიკი 1967 წელს დაიბადა პრაღაში. იგი შემოქმედებითი მრაფალფეროვნებითა და პროდუქტიულობით გამოირჩევა. 1997 წელს მან ბედი სასცენო რეჟისურაშიც სცადა („ტყვიები ბროდვეის თავზე“). 1993 წელს გადაღებულმა მისმა პირველმა ფილმმა - ძლიერი დარტყმა“ - საუკეთესო ფილმისა და რეჟისურისთვის ჩეხეთის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა. მისი ფილმები „მყუდრო ბუნაგი“ (1999) და პუპენდო“ (2003) პოსტრევოლუციურ ჩეხეთში ნამდვილ ჰიტებად იქცა. ჰრებეიკი კინოეკადემიის ჯილდოზე იყო წარდგენილი ომის თემაზე გადაღებული ტრაგიკომედიით გარე კავშირები“ (2000), ამავე ფილმისთვის რეჟისორმა მეორე „ჩეხური ლომი“ მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის. ფილმში - კავასაკის ვარდი - (2009) ჰრებეიკმა უფრო ფართოდ გააშუქა მორალური და სოციალური თემები. ბოლო ათწლეულის მანძილზე მისი ორი ფილმი - მშვენიერება საფრთხეშია (ჟიურის სპეციალური პრიზი, 2006) და თაფლობისთვე (პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, 2013) - კარლოვი ვარის ფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

 

სინოფსისი

სკოლის დირექტორი მშობლებს იბარებს. კრების მოწვევა დირექტორმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშობლებმა ერთერთი მასწავლებლის - ქალბატონი დრაზდეხოვას წინააღმდეგ იჩივლეს. მშობლების აზრით მასწავლებელი ბავშვებს დედ-მამის წინააღმდეგ განაწყობდა. ეს დამაჯერებელი ნამუშევარი ჩეხოსლოვაკიის დაშლისშემდგომ პრობლემებს ეხება, თუმცა ზოგად ჭრილში გვიჩვენებს იმას რომ ადამიანებით პათოლოგიური მანიპულირება ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა.

 

see more

close

სიყვარულის შეერთებული შტატები

პოლონეთი / შვედეთი, 2016; 104 წთ.

 

რეჟისორი: ტომას ვასილევსკი

სცენარის ავტორი: ტომას ვასილევსკი

ოპერატორი: ოლეგ მუტუ

როლებში: იულია კიოვსკა, მაგდალენა ჩელეცკა, დოროთა კოლაკი, მართა ნიერადკიევიჩი

პროდიუსერი: პიოტრ კობუსი, აგნეშკა დრევნო

საპროდიუსერო კომპანია: Mañana

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ტომას ვასილევსკი 1980 წელს დაიბადა ქ. ტორუნში, პოლონეთში. 2001 წელს სწავლობდა ვარშავის კინო და ტელეხელოვნების აკადემიაში. 2006 წელს დაამთავრა ლოძის ეროვნული კინოსკოლა. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ჩამქრალი ჩირაღდანი“ (2001) და ერთი კაცის შოუ (2008). წარმატების მომტანი აღმოჩნდა მისი პირველი მხატვრული ფილმი - „საძინებელში“ -, რომლის პრემიერაც  კარლოვი ვარის ფესტივალზე შედგა 2012 წელს და შემდეგ უამრავ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. მომდევნო წელს რეჟისორი ახალი ფილმით - მცურავი ცათამბჯენები - წარდგა კარლოვი ვარიში, რასაც “East of the West” კონკურსში გამარჯვება მოჰყვა. 2014 წელს ვასილევსკი  East of the West კონკურსის ჟიურის წევრადაც გვევლინება. მისი მესამე ფილმის - სიყვარულის შეერთებული შტატები“ - პრემიერა ბერლინალეზე მიმდინარე წელს შედგა.


სინოფსისი 

გასული საუკუნის 90-იანი წლები ფუნდამენტური სოციალური ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების ხანაა. ფილმის პერსონაჟები ოთხი სხვადასხვა ასაკის ქალია, რომლებიც  მთელი მონდომებით ცდილობენ მიმდინარე ცვლილებებში ჩართვას. ფილმში პოლონეთის ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობები მონაწილეობენ. სურათი დახვეწილი კინემატოგრაფიის ნიმუშია და ფოკუსირება ძირითადად ერთ მსახიობზე – ოლეგ მუტუზე ხდება. წლევანდელ ბერლინალეზე ფილმმა ვერცხლის დათვი“ მოიპოვა საუკეთესო სცენარისთვის. 

 

see more

close

ზოოლოგია

რუსეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2016; 87 წთ.

 

რეჟისორი: ივან ტვერდოვსკი

სცენარის ავტორი: ივან ტვერდოვსკი

ოპერატორი: ალექსანდრე მიქელაძე          

მონტაჟი: ივან ტვერდოვსკი, ვინსენტ ასმენი

პროდიუსერი: ნატალია მოკრიცკაია, მილა როზანოვა, იულია სეველიევა

საპროდიუსერო კომპანია: New People Film Company

როლებში: ნატალია პავლენკოვა, დიმიტრი გროშევი, ირინა ჩიპიჟენკო, მარია ტოკარევა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ივან ტვერდოვსკი 1988 წელს დაიბადა მოსკოვში. 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებმაც წარმატება არაერთ რუსულ და საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვეს; მათ შორისაა: თითქოს ავტობუსს ველი“ (2009), „პიანიზმი“ (2012) და ძაღლის კაიფი“ (2013). 2014 წელს პირველი მხატვრული ფილმი - „გამოსასწორებელი კლასი“ გადაიღო. ფილმის ინსპირაცია ეკატერინა მურანოვას ამავე სახელწოდების ფსიქოლოგიური ნოველა იყო. სურათის პრემიერა კარლოვი ვარის ფესტივალზე შედგა და საუკეთესო ფილმის წოდებაც მოიპოვა საკონკურსო პროგრამაში East of the West. ფილმმა შემდგომშიც არაერთი ჯილდო დაიმსახურა (Cottbus, Thessaloniki and Marrakesh). გასულ წელს ტვერდოვსკი East of the West კონკურსის ჟიურიში მონაწილეობდა. „ზოოლოგია“ მისი ბოლო ფილმია.

სინოფსისი

ნატაშა მარტოხელა, შუახნის ზოოპარკის თანამშრომელია, რომელიც დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როცა შეამჩნევს, რომ კუდი ეზრდება... ფილმი რეალურ ამბავს ჰგავს, სადაც რეჟისორი ფანტასტიკის ელემენტებსაც იყენებს.  ფილმი მარტოობაზე, გაუცხოებასა და შიშზეა, იმაზე - თუ რა ძნელია განსხვავებულად ყოფნა.

 

see more

close

BIAFF 2016 - საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმების სექცია

წელიწადის დროები ქუინსში - ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი

ბრიტანეთი, 2016; 89 წთ.

 

რეჟისორი: კოლინ მაკკეიბი, კრისტოფერ როთი, ბარტეკ ჯადოში, ტილდა სვინტონი

სცენარის ავტორი: ტილდა სვინტონი, კრისტოფერ როთი, ბენ ლერნერი

ოპერატორი: ნიკ უარდი, ჟან ტრემსალი, ბეა მოიესი, ლენი ფლორი, ბარტეკ ჯადოში

მონტაჟი: კრისტოფერ როთი, ბარტეკ ჯადოში

მუსიკა: საიმონ ფიშერ ტერნერი

როლებში: ჯონ ბერგერი,  ივ ბერგერი, მელინა ბერგერი, ვინსენტ ბერგერი, სანდრა ბერგერი, ჯულის ლინგლინი, ტილდა სვინტონი, კოლინ მაკკეიბი, კრისტოფერ როთი, ბენ ლერნერი, ასკში საინი, ხავიერ სვინტონ ბირნი, ონორ სვინტონ ბირნი

პროდიუსერები: კოლინ მაკკეიბი, ლილი ფორდი

საპროდიუსერო კომპანიები: Derek Jarman Lab, Birkbeck, University of London

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ტილდა სვინტონი (დაიბადა 1960 წლის 5 ნოემბერს) ბრიტანელი მსახიობია, რომელიც ცნობილი საავტორო თუ მეინსტრიმული ფილმებით გახდა. მიღებული აქვს ოსკარი ფილმში - „მაიკლ კლეიტონი“ - შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის.  რეჟისორი ბარტეკ ჯადოში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის კანდიდატია ლონდონის კონსორტიუმში. მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა კრაკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ კი თანამედროვე მედიას სწავლობდა ვესტმინსტერის უნივერსიტეტში. უკანასკნელ  პერიოდში მუშაობდა ოპერატორად და მემონტაჟედ ფილმების სერიაზე - „წელიწადის დროები ქუინსიში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“. 2013 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი - თანამედროვე ადამიანის გასაჭირი, რომელიც ზიგმუნდ ბაუმანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. ჯადოშს ეკუთვნის აგნეშკა პეტროვსკას ფილმების მონტაჟი: ლეხ ვალესას დაუსრულებელი პორტრეტი და ჰარარეს ნიშნობა“. რეჟისორი ამ დროისთვის თანამშრომლობს Derek Jarman  Lab-თან და ხელმძღვანელობს ბირგბეკის მედია-ტრენინგებს. მისი სადოქტორო კვლევები კომპლექსურ შემოქმედებით და კულტურულ პრაქტიკას მოიცავს.

 

სინოფსისი

ბრიტანელი მწერალი, მხატვარი და კრიტიკოსი ჯონ ბერგერი ორმოცი წელია საფრანგეთის ალპებში ცხოვრობს. მას დროდადრო სულიერი მეგობრები სტუმრობენ: მსახიობი ტილდა სვინტონი, რეჟისორი კრისტოფერ როთი, მუსიკოსი საიმონ ფიშერ ტერნერი და ახალბედა მწერალი კოლინ მაკკეიბი - ისინი საინტერესო საუბრებს აწყობენ და ერთმანეთის აზრებს იზიარებენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა სეზონზე განსხვავებულ გარემოს ქმნის. მათი დიალოგები ხანდახან მდორე და მარტივია, ხან კი ღრმადფილოსოფიური ხდება. დროის რაღაც მონაკვეთში ისინი უბრალოდ სიჩუმეში სხედან. მაგრამ ეს მრავლისმთქმელი დუმილი მაყურებელში უფრო მეტ შეგრძნებებს იწვევს.

ბუნებრივია, რომ ფილმში პოლიტიკური მოსაზრებებიც ჩანს, ჯონ ბერგერი კი მხოლოდ სიტყვებს არ ამბობს. ბევრი რამ საქმით დაამტკიცა: 1972 წელს მან  შემოსავლის ნახევარი შავი პანტერის მოძრაობას ქველმოქმედების მიზნით გადასცა.

უსწორმასწორო, მთიანი პეიზაჟი და ფილმის საინტერესო პერსონაჟების მომხიბლავი მსჯელობა მაყურებელს მთლიანად აჯადოებს. გვიხატავს გარემოს, რომელიც ბერგერს ნელნელა საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება.

 

see more

close

ველური ქალები –თვინიერი ცხოველები

შვეიცარია, 2015; 96 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ანკა შმიდი

ოპერატორი: პიტერ ინდერგანდი

რედაქტორი: ლორედანა კრისტელი

მუსიკა: რომან ლერკი

პროდიუსერი: ფრანცისკა რეკი

საპროდიუსერო კომპანია: RECK Filmproduktion GmbH, Schweizer Radio und Fernsehen, SRG SSR, Arte

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ანკა შმიდი 1961 წელს დაიბადა ციურიხში, შვეიცარიაში. 1981 წლიდან იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ვიდეორგოლებს. 1984-90 წლებში სწავლობდა ბერლინის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში. 1990 წლიდან არის დამოუკიდებელი რეჟისორი და ვიდეო არტისტი. ასწავლის კინოხელოვნებას და ხელმძღვანელობს ვორქშოპებს ანიმაციაში.

სინოფსისი

ფილმი ცხოველების მომთვინიერებლებზეა. სცენის მომხიბლავი სიკაშკაშის მიღმა გადარჩენისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. მშრომელი და მომხიბლავი ცირკში მომუშავე ქალბატონები თავიანთ ვნებას ველური ცხოველების მოთვინიერების არაორდინალურ პროფესიაში ამჟღავნებენ. თავიანთი არჩევანით ისინი ყოველდღე სასიკვდილო საფრთხის პირისპირ დგანან.

 

see more

close

ნათესავები

გერმანია / ლატვია / ესტონეთი / უკრაინა, 2016; 112 წთ.

 

 

რეჟისორი: ვიტალი მანსკი

სცენარის ავტორი: ვიტალი მანსკი

ოპერატორი: ალექსანდრა ივანოვა

პროდიუსერი: სიმონე ბაუმანი / გიუნტის ტრეკტერისი / ნატალია მანსკაია / მარიანა კაატი /იულია სინკევიჩი

საპროდიუსერო კომპანია: Saxonia Entertainment, Ego Media, Vertov. Real Cinema, Baltic Film, 435 Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვიტალი მანსკი 1963 წელს დაიბადა უკრაინაში, ქ. ლვოვში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. იგი ერთერთი ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე რუსი კინოდოკუმენტალისტი და პროდიუსერია.  მისი რეჟისორობით გადაღებულ 30 ფილმს მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო. პროდიუსერად უმუშავია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან რენატა ლიტვინოვა, ალექსანდრე რასტორგუიევი, სერგეი ლოზნიცა. იგი გახლავთ რუსული საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდოს - Lavrovaya Vetv (დაფნის რტო) - პროდიუსერი. 2015 წელს ვიტალი მანსკი  საცხოვრებლად ლატვიაში გადავიდა.

 

სინოფსისი

ეროვნებით უკრაინელი რუსეთის მოქალაქე, მანსკი, უკრაინის საზღვარს კვეთს, რადგან აინტერესებს, რა ხდება უკრაინულ საზოგადოებაში მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მისი დიდი სანათესაო წრე მთელს უკრაინაშია მიმოფანტული: ლვოვში, ოდესაში, დონბასსა და ყირიმში. ფილმში აღწერილია კონფლიქტი, რომელიც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ყოფნის დროს ჩნდება, მათ შორის რეჟისორის ოჯახის წევრებიც არიან. სურათი დღევანდელობას გადმოსცემს, მაგრამ ლაიტმოტივად რუსეთსა და უკრაინას შორის  არსებული მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტი გასდევს. 

 

see more

close

ჩიხი

სომხეთი, 2016; 94 წთ.

 

რეჟისორი: არუთიუნ ხაჩატრიანი

სცენარის ავტორი: არუთიუნ ხაჩატრიანი, მიქაიელ სტამბოლტსიანი

სცენარის ავტორი: არუთიუნ ხაჩატრიანი, მიქაიელ სტამბოლტსიანი

მონტაჟი: არუთიუნ ხაჩატრიანი, ტიგრან ბაღინიანი

ოპერატორი: გევორგ სარქისიანი, ვაჰაგნ ხაჩატრიანი

პროდიუსერი: არუთიუნ ხაჩატრიანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

არუთიუნ ხაჩატრიანი 1955 წელს დაიბადა ახალქალაქში, საქართველოში. სწავლის დასრულებისთანავე, 1981 წლიდან ჯერ დოკუმენტური კინოს სტუდიაში მუშაობდა სომხეთში, მოგვიანებით კი Hayfilm/Armen film-ში გადავიდა. 2004 წელს დაარსა ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი - Golden Apricot, რომლის დირექტორიც დღემდე თავადვეა. 2006 წლიდან ევროპის კინოაკადემიის წევრია. ხაჩატრიანი უამრავი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატია.

 

სინოფსისი

„ჩიხი“ სომხური დიასპორისადმი მიძღვნილი ხუთსერიიანი დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილია. ამერიკული მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ლეონი სამშობლოდან მიდის. სამწუხაროდ, ამერიკულ ოცნებას ახდენა არ უწერია. ფილმი მტკივნეულად გვიხატავს ქვეყნიდან გადახვეწის  სიმძიმესა და კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრების მთელ სიმძიმეს.

 

see more

close

მოგონებათა უმანკოება

დიდი ბრიტანეთი, 2015; 80 წთ.

 

რეჟისორი: გრანტ ჯი

სცენარის ავტორი:  გრანტ ჯი, ორჰან ფამუქი

მონტაჟი: ჯერი ჩეტერი

კომპოზიტორი: ლეილენდ კირკბი

როლებში: პანდორა კოლინი, მეჰმეთ ერგენი

პროდიუსერი: კიტ გრიფითსი, ჯანინ მარმოტი

საპროდიუსერო კომპანია : Hot Property Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გრანტ ჯი ბრიტანელი რეჟისორია ბრაიტონიდან. იგი იღებს დოკუმენტურ ფილმებს ანარქისტებზე, როკ ვარსკვლავებზე, კლდეზე მცოცავებსა და მწერლებზე. 1997 წელს ჯგუფ Radiohead-ის შესახებ გადაიღო ფილმი ხალხთან შეხვედრა იოლია, რომელიც  გერმანიაში  იყო წარდგენილი. იგი ჯგუფის საკულტო სიმღერის - "No Surprises" - კლიპის რეჟისორიცაა. 2008 წელს მისმა ფილმმა - JOY DIVISION - ბრიტანული  Grierson-ის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მხატვრული დოკუმენტალისტიკის კატეგორიაში. Banff-ის კინოფესტივალის გამარჯვებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმი - დასავლეთის მიწები“. 2012 წელს გადაიღო  ფილმი „სულგრძელობა“ (ADTER SEBALD), რომელიც სებალდის შეუფასებელი შედევრის, „სატურნის რგოლების“, შესახებ მოგვითხრობს. აღნიშნული ფილმის პრემიერა წარმატებით შედგა ნიუ იორკის კინოფესტივალზე. ფილმის მიხედვით კი დაიდგა სპექტაკლები ამერიკასა და ბრიტანეთში.

 

სინოფსისი 

ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი მუზეუმს ხსნის სტამბულში. მუზეუმი გამონაგონია: მასში განთავსებული ნივთები სიყვარულის ერთ ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობენ, რომელიც 70-იანი წლების სტამბულში ხდება. ფილმში ყურადღება გამახვილებულია უძველესი ქალაქის ულამაზეს ხედებზე, პეიზაჟებსა და მომაჯადოებელ ატმოსფეროზე. ფილმი სტამბულზე, სიყვარულზე, სახსოვარსა და დანაკარგზეა... 

 

see more

close

განათლებულთა მიწა

ბელგია / ირლანდია / ჰოლანდია / გერმანია, 2015; 87 წთ.

 

რეჟისორი: პიტერ-ჟან დე პიუ

ოპერატორი: პიტერ-ჟან დე პიუ

მონტაჟი: სტინ დეკონინკი, დევიდ დიუსა

ხმის რეჟისორი: რობ ფლენაგანი, მარკ ჰენრი

პროდიუსერი:  ბარტ ვან ლანგენდონკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

პიტერ-ჟან დე პიუმ დაამთავრა  RITS-ის ვიზუალური ხელოვნების სკოლა. მისი სადიპლომო ფილმი - ნოლი - ალმერიის ფესტივალზე ხმელთაშუა ზღვის გაერთიანებული ერების სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ფილმზე მუშაობის პროცესში იმოგზაურა ავღანეთში. გადაიღო ფოტოები წითელი ჯვრისთვის, Caritas Internationalis-სთვის და  Demining-ისთვის.

 

სინოფსისი 

დე პიუს ფილმში ძნელია საზღვრის გავლება მხატვრულ გამონაგონსა და სინამდვილეს შორის. სურათში დახატულია კამერის მომაჯადოებელი მოგზაურობა ომით გაწამებულ ავღანეთში. 16 მილიმეტრიანი კინოფირით რეჟისორი გვიხატავს პირობებს, რომელიც ავღანეთმა საკუთარ მომავალ თობას შესთვაზა. დე პიუს საოცარ ფილმში  გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა და ავღანური რომანტიკაა დაპირისპირებული. რეჟისორი გვიყვება თქმულებაზე, რომლითაც თითქოს ავღანელი ხალხის გასაოცარ სიცოცხლისუნარიანობას ხსნის.

 

see more

close

დევნილი გემი "ენგური"

საქართველო, 70 წთ. HD

 

რეჟისორ: ვახტანგ ვარაზი

სცენარის ავტორი: ირაკლი სოლომანაშვილი

პროდუსერები: ირაკლი სოლომანაშვილი,  ვახტანგ ვარაზი

ოპერატორი: იმედა თეთრაძე

წარმოება: "ნალი სტუდია"

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვახტანგ ვარაზი დაიბადა 1973 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

ფილმოგრაფია - დევნილი გემი ენგური 2016, მკვლელობა გობელენების ქუჩაზე - 2012, დაბადების დღე  -1994,  N 16  - 1993

 

სინოფსისი

ბათუმი საქართველოს ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. ყოველდღიურად ადგილობრივები და ტურისტები უყურებენ, თუ როგორ შემოდიან და გადიან გემები ბათუმის პორტიდან. პორტში დგას გემი „ენგური“, თავისი ორკაციანი ეკიპაჟით. გემი არასდროს ტოვებს პორტის ტერიტორიას, სამივენი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ლადო გემის კაპიტანია, ვახო კი ბოცმანი, ისინი არასდროს ტოვებენ დაზიანებულ გემს, გემზე არიან ზამთარშიც და ზაფხულშიც, მზიან თუ შტორმიან ამინდშიც.

ლადო და ვახო „ენგურის“ ერთადერთი იმედია. თუ ისინი სწრაფად ვერ იშოვიან გემის შესაკეთებელ ფულს ის შემდეგ წლამდე ვერ მიატანს, პორტში ჩაიძირება ან ჯართად გაიყიდება, ისე როგორც წინა ექვსი დევნილი გემი, „ენგური“ ბოლო გადარჩენილი გემია.

 

see more

close

კინომოგზაურები

ინდოეთი, 2016; 96 წთ.

 

რეჟისორი: შირლი აბრაამი, ამით მადეშია

ოპერატორი: ამით მადეშია

მონტაჟი: შირლი აბრაამი, ამით მადეშია

მუსიკა: ლაურა კარპმანი, ნორა კროლ-როზენმაუმი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ამით მადეშია 1982 წელს მაუში დაიბადა, უტარ პრადეშის შტატში. განათლება ნიუ დელიში მიიღო. ინგლისური  Hindu College-ში შეისწავლა და მედიისა და კომუნიკაციების მაგისტრის წოდება  Jamia Millia Islamia-ს უნივერსიტეტში მიიღო. ამჟამად ცხოვრობს  მუმბაიში.

სინოფსისი

წელიწადში ერთხელ კინომოგზაურები ინდოეთის შორეულ სოფლებში მიდიან. სამოცდაათწლოვანი მოძველებული კინოტექნიკა მოხერხებულ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის. თითქმის ხუთწლიანი გადაღების მანძილზე კინომოგზაურებს თან გამჭრიახი წარმდგენელი, შოუმენი და პროექტის მექანიკოსი ახლავთ, რომლებიც ერთად დიდებულ მიზანს ემსახურებიან – შემოუნახონ მსოფლიოს უკანასკნელი მოხეტიალე კინო.

 

see more

close

დიბუკი - ამბავი მოხეტიალე სულებზე

პოლონეთი / შვედეთი / უკრაინა, 2015; 85 წთ.

 

რეჟისორი: კშიშტოფ კოპჩჟინსკი

სცენარის ავტორი: კშიშტოფ კოპჩჟინსკი

ოპერატორი: იაცეკ პეტრიცკი, სერჰი სტეფან სტეცენკო

მონტაჟი: მიჰალ ლეშჩჟელოვსკი, მათეუშ რომაშხანი

ხმის რეჟისორი: ოლეგ გოლოვეშკინი, მაციეი კალისნკი, იაროსლავ როჟიკი, ალექსანდერ ტური

პროდიუსერი: კრჟიშტოფ კოპჩჟინსკი

საპროდიუსერო კომპანია: EUREKA MEDIA

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

კშიშტოფ კოპჩჟინსკი 1959 წელს დაიბადა ვარშავაში. იგი პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი და პედაგოგია. ასევე, გახლავთ ვარშავის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი მედიის დარგში. ფლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს. 1997 წლიდან აქვს საკუთარი საპროდიუსერო კომპანია Eureka Media. კოპჩჟინსკი ერთერთი ტიტულოვანი დოკუმენტური კინოს პროდიუსერია პოლონეთში. მის ფილმებს ასზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული საერთაშორისო კინოფესტივალებზე. როგორც რეჟისორმა, სახელი გაითქვა ფილმით - ქვათა დუმილი (2007). იგი ევროპისა და პოლონეთის კინოაკადემიების წევრია. 2002 წლიდან 2008 წლამდე იყო პოლონეთის კინოასოციაციისა და საერთაშორისო ასოციაციის - Future of Media - პრეზიდენტი. იგი გახლავთ საერთაშორისო სამსაჯო კომიტეტის სერთიფიცირებული მსაჯი.

სინოფსისი

უკრაინის ქ. უმანში ჰასიდიზმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის - რობე ნახმან ბრეზლოველის საფლავია. ყოველ წელს ქალაქში უამრავი მომლოცველი ჩამოდის როშ ჰაშანას -ებრაული ახალი წლის - აღსანიშნავად. ადგილობრივებსა და მომლოცველებს შორის ურთიერთობა იძაბება. ღარიბი პოსტკომუნისტური ქალაქი სიცოცხლეს ებრაელი სტუმრების წყალობით იბრუნებს. ცოცხლდება ნაციონალიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის სულიც. 

 

see more

close

BIAFF 2016 - საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

სტუმარი

საქართველო/საფრანგეთი, 2016; 15 წთ.

 

რეჟისორი: ნინო შაბურიშვილი

სცენარის ავტორი: ნინო შაბურიშვილი

მსახიობები: ბექა სამადბეგიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლორიან ალბუი, გიორგი ბახუტაშილი, ზვიად ჯორბენაძე

პროდიუსერები: ARTIZM / ლაშა ხალვაში, GEMINI /თინათინ კაჯრიშვილი, სტეფან ჰერმანი, ნინო შაბურიშვილი

 

 

ბიოგრაფია

ნინო შაბურიშვილი ქართველი კინორეჟისორია. დაიბადა საქართველოს ქალაქ თბილისში 1983 წელს. 2011 წელს სტრასბურგის კინოსკოლაში ჩააბარა და საფრანგეთში გადასახლდა. კინოშემოქმედების სწავლის შემდეგ ნინომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,სტუმარი“ ქართულ მწარმოებელ კომპანიებთან, Artizm-თან და Gemini-სთან ერთად გადაიღო.

 

მიმოხილვა

10 წლის ანდრო ზღვის სანაპიროზე ცხელ სიმინდს ყიდის. მეზობლის სახლში საფრანგეთიდან ოჯახი სტუმრად ჩამოდის. მათთან სადილად მისვლის შემდეგ ანდრო სახლში შთაბეჭდილების ქვეშ ბრუნდება.

 

 

 

 

 

 

see more

close

ლეთა

საქართველო, 2016,15 წთ.

 

რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი

სცენარის ავტორი: დეა კულუმბეგაშვილი

ოპერატორი: არსენ ხაჩატურიანი

მონტაჟი: რიჩარდ მარიცი

როლებში: მიხეილ გომიაშვილი, დათო გოგოლაძე, ვიკა ჩოჩევა

 

 

ბიოგრაფია

დეა კულუმბეგაშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. რეჟისურა კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლაში შეისწავლა. მისი სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „უხილავი სივრცეები“ – 2014 წელს კანის ფესტივალზე „პალმის რტოზე“ იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი ფილმი, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში მოხვდა. 

 

სინოფსისი

მარტოსული მხედარი მდინარის პირზე ხეტიალისას უცნაურ სოფელს აღმოაჩენს, სადაც ბავშვები ფარულ ოცნებებს ეთამაშებიან, უფროსები კი დღესასწაულის თავდავიწყებას მისცემიან... სადაც ძალადობა და სიყვარული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...

 

 

 

 


 

see more

close

დაკარგული სოფელი

საქართველო / ესპანეთი, 2016; 15 წთ.

 

რეჟისორი: გიორგი თოდრია

მონტაჟითემო ეზუგბაია

ოპერატორი: მაკა კუკულავა

მუსიკაირაკლი შონია

როლებში: კახა კობალაძე, ლია აბულაძე 

პროდუქციაგორკა გომეს ანდრეუ, მარიამ დვალიშვილი, დიეგო როდრიგესი

 

 

 

ბიოგრაფია

გიორგი თოდრია 1982 წელს დაიბადა თბილისში. 1991 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში. კინოხელოვნებას იგი რომში, ჩინეჩიტას კინოსკოლაში დაეუფლა. სხვადასხვა პროექტში თანამშრომლობს როგორც რეჟისორის ასისტენტი ევროპასა და ამერკაში.

 

სინოფსისი

მიტოვებულ სოფელში მარტოდ დარჩენილი შუა ხნის ცოლ-ქმარი მოულოდნელად ამჩნევს როგორ ინთება სინათლეები ცარიელ სახლებში. თითოეული მათგანი განსხვავებულად რეაგირებს ამ მოვლენაზე. მათი ცხოვრება ვეღარასოდეს გაგრძელდება ძველებურად...

 

 

 

 

 

 

 

 

 

see more

close

მეზობლები

საქართველო / გერმანია; 14:35 წთ.

 

რეჟისორი: გაბრიელ ხოტივარი 

 

 

 

ბიოგრაფია

გაბრიელ ხოტივარი 1992 წელს დაიბადა თბილისში. 2013 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. პარალელურად გადიოდა ფოტოგრაფიისა და სცენარისტის კურსებს. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის: „ედელვაისი“. მონაწილეობდა ქართულ-გერმანულ პროექტში - „ურბანული ისტორიები“.

 

სინოფსისი

ფილმი ორი ქალის ისტორიას მოგვითხრობს - ორი არარეალიზებული, ყოველდღიური რუტინით დაღლილი ადამინის ისტორიას, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ  რაღაც მაინც აქვთ საერთო. ერთი ავტობუსის კონტროლიორია, დილის 6-დან ღამის 12-მდე დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარებს. მეორე კი მეძავია და დღის განმავლობაში უამრავ განსხვავებულ ადამიანს ხვდება. მათი ცხოვრება ერთფეროვანი და აუტანლად მძიმეა. ყოველ ღამე, სამუშაო დღის შემდეგ, მათი გზები მეტროში, სახლისკენ მიმავალ გზაზე იკვეთება.

 

 

 

see more

close

დღის ბოლომდე

საქართველო, 2016; 15 წთ.

 

რეჟისორი: ანა სარუხანოვა

სცენარის ავტორი: ანა სარუხანოვა

ოპერატორი: დანილა გორიუნკოვი

მონტაჟი: ანა სარუხანოვა, ნოდარ ნოზაძე

როლებში: თინა ერაძე, საკო ტენზინი, ჯემალ გაგანიძე

საპროდიუსერო კომპანია: Millimeter film

 

 

 

ბიოგრაფია

ანა სარუხანოვა დაიბადა თბილისში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სარეჟისოროზე განაგრძო. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა - „სახლიდან შორს“– „კინოპრობას“ საერთაშორისო ფესტივალზე (რუსეთი) მთავარი პრიზი აიღო საუკეთესო სადებიუტო ფილმისთვის. გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური კლიპი ქართველი, რუსი და უცხოელი ბენდებისთვის. ამჟამად მუშაობს თავის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე.

 

სინოფსისი

ორი და მოხუცი ბაბუის მოსანახულებლად მიდის, მაგრამ ბაბუა სახლში არ ხვდებათ, კარი კი ღიაა. მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა, ბაბუა სახლს ვეღარ აგნებს. დებმა დროულად უნდა გადაწყვიტონ, რას იზამენ. მათი ოჯახის ტრადიცია ადამიანების ღვთის ანაბარა დატოვება უფროა, ვიდრე  დახმარება.

 

 

 

 

see more

close

დონა ლუჩია

რუსეთი, 2016; 30წთ.

 

რეჟისორი: ოლესია ხოროშიხი

 

 

ბიოგრაფია

ოლესია 1988 წელს მოსკოვში დაიბადა. მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას დაეუფლა. 2014 წელს მარინა რაზბეჟკინასა და მიხაილ უგაროვის დოკუმენტური კინოსა და თეატრის სკოლაში სწავლა დაიწყო. მისი საკურსო ნაშრომი ,,უცხოპლანეტელი“ 2015 წელს საერთაშორისო, დოკუმენტური კინოფესტივალის - ,,სარატოვის ტანჯვის“ - კონკურსანტი იყო.

 

მიმოხილვა

ექსცენტრიული ქალბატონი, სახელად დონა ლუჩია, შუაგულ მოსკოვში ესპანურ რესტორანს მართავს. იქ ყოველდღე დროსტარება, სიმღერა და ცეკვებია. თითქოს ლუსიას ყველაფერი აქვს, სიყვარულის ჩათვლით, თუმცა ამ ყველაფრით სიამოვნების მიღება სულ უფრო რთულდება.

 

 

 

 

see more

close

შესვენება

საქართველო, 2015; 12 წთ.

 

რეჟისორი: გიორგი თავართქილაძე

სცენარის ავტორები: გიორგი თავართქილაძე, ვლადიმერ კაჭარავა

მსახიობები: ვახო ჩაჩანიძე, ნოდარ ნოზაძე, მიშა გომიაშვილი, ეკა მჟავანაძე, გიგი დედალამაზიშვილი, მამუკა ესაძე

ოპერატორი: კობა შველიძე

მონტაჟი: გიორგი თავართქილაძე

ხმა: ივანე გვარაძე/ბესო კაჭარავა

პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა

 

 

მიმოხილვა

დიტოს (25 წლის) შესვენება აქვს და გარეთ მეგობარ ბუთას (25 წლის) ხვდება, რომელიც დიდი ხანია, არ უნახავს. დიტო მანქანაში ზის და მისთვის აქამდე გამოუცდელ სიტუაციებში ხვდება, რადგან ბუთა თაღლითია...

 

 

 

 

see more

close

ქალიშვილი

ირანი, 2016; 15 წთ.

 

რეჟისორი: მეჰრდად ჰასანი

ოპერატორი: მეჰრდად ჰასანი

 

ბიოგრაფია

მეჰრდად ჰასანი დაიბადა 1986 წელს. დაამთავრა სურეჰის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: „შეიძლება, არ ვიცი“, „დუმილი“ და „კეჩი“.

 

 

სინოფსისი

საომარ ზონაში მყოფი მედდა პატარა გოგონას გადასარჩენად  სიცოცხლეს სწირავს.

 

 

 

see more

close

მატადორი

თურქეთი/მექსიკა, 2015; 9:45 წთ.

 

რეჟისორი: ქან ერენი 

თანაპროდიუსერი: ბესტე იამაოღლუ

 

 

 

 

მიმოხილვა

,,მატადორი“ იმ კაცის ისტორიაა, რომელსაც უნდა, დაუსრულებელ ურთიერთობას თვალი გაუსწოროს, რათა თავის ხასიათს გადააბიჯოს, რომლის გამოც ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო და ოდესღაც ინანა. ის ყოფილი შეყვარებულის ქორწილში მისვლას წყვეტს, თუმცა შეცდომებით დამძიმებულ ხასიათს ვერ უმკლავდება, ამიტომ, მიზნის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ,,მატადორი“ ამ პასიური პიროვნების ფსიქოლოგიას წარმოაჩენს, რომელსაც საკუთარი თავის დაძლევა არ შეუძლია.

 

ბიოგრაფია

2009 წელს იტალიურ კინოკომპანიაში ოპერატორად მუშაობდა. ხელოვნებათა მაგისტრის ხარისხრი სტამბოლის უნივერსიტეტ ბილგიში მოიპოვა. მან ცხრა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის - რამდენიმე დოკუმენტური. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ბაიდარა: ედრას ბედი“ ადანას საერთაშორისო ,,ოქროს ბოლზე“ საუკეთესო, მხატვრულ, მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა. ერენის უახლესი ნამუშევარია, მექსიკელებთან  თანამშრომლობის შედეგი - ,,მატადორი“, რომელიც გუანახუატოს კინოფესტივალზე ერთ-ერთი კონკურსანტი იყო. ამჟამად კრეატიულ-დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს - ,,ტანკები და ავღანეთის ხმები“, რომელიც შეირჩა ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ალტერნატიული ტალღისა და ანტალიის კინოფორუმის დოკუმენტური ფილმების წარდგენის პლატფორმისთვის.

 

 

see more

close

დაკარგული მიწა

ერაყი, 2016; 10 წთ.

 

რეჟისორი: ჰავრაზ მოჰამედი

სცენარის ავტორი: ჰავრაზ მოჰამედი

 

 

ბიოგრაფია

ჰავრაზ მოჰამედი 1983 წელს დაიბადა ერაყში. მას დამთავრებული აქვს სულაიმანიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი. 10 წის განმავლობაში აკეთებდა ფილმებს ქურთისტანის ტელევიზიისთვის. რამდენიმე დოკუმენტური ფილმი უცხოური ტელევიზიებისთვისაც აქვს გადაღებული.

 

სინოფსისი

ფილმი ერთ კაცზე მოგვითხრობს, რომელიც 1991 წელს, ქურთების მასობრივი გაქცევის დროს, დაკარგულ ცოლ-შვილს მთელი ცხოვრებაა ეძებს.

 

 

 

see more

close

ლიმბო

საბერძნეთი / საფრანგეთი, 2016; 30 წთ.

 

რეჟისორი: კონსტანტინა კოტზამანი

სცენარის ავტორი: კონსტანტინა კოტზამანი

ოპერატორი: გიორგოს კარველასი

მონტაჟი: იანის ქალკიადაკისი

როლებში: ფელიქს მარგენფელდი, აგელოს ნტანოსი, ლუჩანო კანი, ჰარის ფოუნტასი, ხრისტოს ფსიხრამისი, დავიდ სზიმჩაკი

 

 

 

ბიოგრაფია

კონსტანტინა კოტზამანიმ კინოხელოვნება თესალონიკის აკადემიაში  შეისწავლა.  მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები არაერთ საერთაშორისო ფესტივალეზე იქნა ნაჩვენები და რამდენიმე ჯილდოც აქვს მოპოვებული. 2013 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „დილის ლოცვები“.  მოკლემეტრაჟიანი ფილმი -„ვაშინგტონის პალმა“ - 2014 წელს ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე იყო წარდგენილი ბერლინალეზე. მისი ბოლო ფილმია „ლიმბო“, რომლის პრემიერაც წელს კანის კრიტიკოსთა კვირეულზე შედგა, კურტას ვილა დო კონდეს ფესტივალზე კი მთავარი ჯილდო მოიპოვა. 

 

სინოფსისი

ლეოპარდი თხასთან დაწვება.

მგლები კრავებთან ერთად იცხოვრებენ.

პატარა ბიჭი კი მათ გაუძღვება.

 

12+1 ბავშვი და ზღვის ნაპირზე გამორიყული ვეშაპის გვამი...

 

 

 

 

 

 

 

 

 

see more

close

ზანზალაკების ხმა

საფრანგეთი / ტუნისი, 2015;  25 წთ.

 

 

რეჟისორი: ჩაბნამე ზარიაბი

სცენარის ავტორი: ჩაბნამე ზარიაბი

ოპერატორი: ერიკ დევინი

მონტაჟი: გუილომ საიგნოლი

როლებში: შაფიქ კოჰი, არია ვოსუგი, ფარჰად ფაღი-ჰაბიბი, საიედ აჰმად ჰაშიმი

 

 

ბიოგრაფია

 

ჩაბნამე ზარიაბი 7 წლის ასაკში მშობლიური ავღანეთიდან საფრანგეთის ქ. მონპელიეში გადავიდა. მან მონაწილეობა წერის კონკურსში მიიღო და 2008 წელს  კანის ფესტივალზე ჯილდოც დაიმსახურა. „ზანზალაკების ხმა“ მისი პირველი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ამჟამად მუშაობს პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე.

 

 

სინოფსისი 

„ბაჩას“ ავღანეთში პატარა მეძავ ბიჭებს ეძახიან, რომლებიც კერძო სახლებში მუშაობენ. ისინი გოგოს ფორმაში გამოწყობილები, მამაკაცების წინაშე ცეკვავენ. ისინი თავიანთი „პატრონის დაცვის ქვეშ არიან

 

 

 

see more

close

ღამე ტოკორიკიში

რუმინეთი, 2016; 18 წთ.

 

რეჟისორი: როქსანა სტროე 

სცენარი: როქსანა სტროე, ანა-მარია გეორგე

ოპერატორი: ლაურენტიუ რადუჩანუ

მონტაჟი: ვლად ჯენესკუ

მსახიობები: კრისტიან პრიბოლი, კრისტიან ბოტა, იულია ციოჩინა

 

 

ბიოგრაფია

როქსანა სტროე 1991 წელს დაიბადა რუმინეთში. სწავლობდა კინორეჟისურის ფაკულტეტზე თეატრის და კინოს უნივერსიტეტში ქ. ბუქარესტში. როქსანა მრავალი მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია. ფილმმა “ღამე ტოკორიკიში” არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ბერლინალე, ტრანსლივანიის კინოფესტივალი.

 

სინოფსისი

ტოკორიკის ღამის კლუბში ჯანინა დაბადების დღეს აღნიშნავს და მთელი სოფელია დაპატიჟებული. ნეონის პალმა განათებულია და დიჯეის ოქროსფერი მაისური აცვია. ალინი და მისი მეგობრები საცეკვაო მოედანზე აქტიურობენ. თუმცა ალინს სულ სხვა განზრახვა აქვს. როცა ის ჯანინას უყურებს თვალები უბრწყინავს. ემოციური ფონი იმატებს. საინტერესოა როგორ დასრულდება საღამო? 

 

see more

close

ყველა მდინარე ზღვაში ჩადის

რუმინეთი, 2016; 24 წთ.

 

რეჟისორი: ალექსანდრუ ბადეა

პროდიუსერი: ალექსანდრუ ბადეა

ოპერატორი: ტუდორ პლატონი

როლებში: დანიელ პოპა, ტატიანა იეკელი, კატალინა მოგა

 

ბიოგრფია

ალექსანდრუ ბადეა ბუქარესტში კარაჯალეს თეატრისა და კინოს აკადემიის სტუდენტია. „ყველა მდინარე ზღვაში ჩადის“ მისი ბოლო პერიოდის ნამუშევარია. 

 

სინოფსისი

დედის გარდაცვალების გამო რადუს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დგება.

 

 

 

 

see more

close

დედა

პოლონეთი, 2016; 27 წთ.

 

რეჟისორი: პიოტრეკ გოლებიოვსკი

პროდიუსერი: პიოტრეკ გოლებიოვსკი

სცენარის ავტორი: პიოტრეკ გოლებიოვსკი

მონტაჟი: ვოიჩეხ ანუშჩჟიკი

ოპერატორი: მიხალ გოშჩიკი

დიზაინერი: ოლა გრუჯინსკა

კომპოზიტორი: მარეკ დომანსკი

Production Company:W Productions (Board Advisors sp. z o.o.)

 

 

 

ბიოგრაფია

 

2014 წელს პიოტრეკ გოლებიოვსკიმ მონაწილეობა მიიღო ვაიდას სკოლაში გამართულ პროგრამაში, სადაც კინორეჟისურის კურსებს გადიოდა. „დედა“ მისი სადებიუტო ფილმია. ამჟამად მუშაობს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე - „ადვოკატი“.

 

სინოფსისი 

ფილმი შთაგონებულია ვარშავის მახლობლად მდებარე ქალაქ ლეგიონოვოში 1943-1944  წლებში მომხდარი ნამდვილი ისტორიებით.

 

 

 

 

 

 

see more

close

მხეცი

ხორვატია, 2016; 14 წთ.

 

რეჟისორი: მიროსლავ სიკავიცა

სცენარის ავტორი: მარია შიმოკოვიჩ სიკავიცა, მიროსლავ სიკავიცა

ოპერატორი: დანკო ვუჩინოვიჩი

მონტაჟი: მარკო ფერკოვიჩი

როლებში: ივან სმოლიო, მარკო ბანი

 

 

 

 

ბიოგრაფია

მიროსლავ სიკავიცა 1975 წელს დაიბადა ქ. ზაგრებში, ხორვატიაში. ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მან სწავლა ზაგრების დრამატული ხელოვნების აკადემიაში განაგძო, სადაც კინო-სატელევიზიო რეჟისურას სწავლობდა. „მხეცი“ მისი მეორე მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმია. წელს იგი კანში, რეჟისორთა კვირეულზე იყო წარმოდგენილი.

 

სინოფსისი

ზღისპირა კურორტზე, მშენებლობაზე ნაჩქარევად დაწყებული სამუშაო ძალიან ძვირი უჯდება მეტრაქტორე მტვირთავს. ავტორიტეტის შენარჩუნებისა და დანაშაულის დაფარვისთვის არასასურველი მოწმის მოშორება აუცილებელი ხდება.

 

 

 

see more

close

თეთრი მგელი

უნგრეთი, 2015; 18 წთ.

 

რეჟისორი: ფანი სლოგი

სცენარის ავტორი: ფანი სლოგი

მონტაჟი: სოფია ორდოგი, სოფია ერდი

ოპერატორი: ბალაშ დომოკოსი

კომპოზიტორი: ლევენტე კოვაჩი

პროდიუსერი: მიკლოს ბოშნიაკი, გაბორ კოვაჩი

პროდუქცია:  ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

 

 

ბიოგრაფია

 

ფანი სლოგი 1986 წელს დაიბადა უნგრეთში. სწავლობდა ფოტოგრაფიას კაპოსვარის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სწავლა უნგრეთის კინო აკადემიაში, საოპერატოროზე განაგრძო. ამჟამად სწავლობს რეჟისურას. იღებს ფოტოებს, მუსიკალურ კლიპებსა და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს.

 

სინოფსისი 

ახალგაზრდა ბოშა გოგონა - ნიკი, სკოლიდან იპარება, რათა დრო თავის ერთადერთ მეგობართან - ზოოპარკის ბინადარ თეთრ მგელთან ერთად გაატაროს. ცოტა ხანში კი ზოოპარკის მამაკაც თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლა უწევს.

 

 

 

 

 

 

see more

close

ზედმეტი ბარგი

იტალია, 2015, 5' 45 წთ.

 

რეჟისორი: მარიაკიარა მანჩი

პროდიუსერი: ჯულიო კირჩმაიერი

სცენარის ავტორი: მარიაკიარა მანჩი

ოპერატორი: ფულვიო საბია

მონტაჟი: ალესიო იელინი, მრვჩიკ ჯოელი, მარიაკიარა მანჩი

როლებში: მოსე კურია, მარია როვერანი

 

ბიოგრაფია/ფილმოგრაფია

2015 – „ონიროსი“ (ტელესერიალი) - ავტორი / პროდიუსერი

2015 – „ეს ველოსპედი არ არის“ (მოკლემეტრაჟიანი ფილმი) - ავტორი / პროდიუსერი

2014 – „იტალიის საიდულო“  (სრულმეტრაჟიანი ფილმი) - პროდუქციის კოორდინატორი

 

სინოფსისი

ახალგაზრდა წყვილი პარიზში მიფრინავს. აღმოჩნდება, რომ მამაკაცის ბარგი ლიმიტს აჭარბებს.  მას ბარგის შემსუბუქება უწევს, მაგრამ თითქოს რაღაცას მალავს.

 

 

see more

close

გაუმკლავდი

უნგრეთი, 2015; 6:38 წთ.

 

რეჟისორი: გასპარ ფეჰერი

სცენარის ავტორები: გასპარ ფეჰერი, ბოლდიზსარ ფეჰერი

პროდიუსერები: მიკლოს ბოსნიაკი, ნორა ალფოლდი

 

 

ბიოგრაფია

გასპარ ფეჰერმა (27) ბუდაპეშტში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სცენარის წერის მიმართულებით სწავლა 2016 წლის ივნისში დაამთავრა. თავის კურსელებთან ერთად სცენარებთან დაკავშირებული, საკონსულტაციო კომპანია შექმნა.

 

მიმოხილვა

ბიჭი, რომელიც წარმატებულ ბიზნესმენობაზე ოცნებობს, ბიბლიოთეკაში ბეჯითად მეცადინეობს. უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს და უნდა გაიქცეს, რომ მატარებელს მიუსწროს. უსაქმურობით მოწყენილი ბიბლიოთეკარი ბიჭს წიგნებში ხაზების გასმაში ადანაშაულებს. ბიჭმა არ იცის, რომ, თუ მატარებელს ვერ მიუსწრებს, მოვლენათა ჯაჭვის შედეგად, დათრგუნული მენაყინე გახდება.

 

 

see more

close

სახლი

უკრაინა, 2016, 12 წთ.

 

რეჟისორი: ირინა ცილიკი

სცენარის ავტორი: ირინა ცილიკი
ოპერატორი: დენის ლუშჩიკი 

როლებში: კატერინა მოლჩანოვა, დმიტრო იაროშენკო, ტარას პროხასკო, ოლეკსანდრ მავრიცი 

პროდუქცია: Directory Films, Ukrainian State Film Agency

 

 

 

ბიოგრაფია

ირინა ცილიკი დაიბადა 1982 წელს. 2005 წელს დაამთავრა კიევის კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე სოციალური კლიპი. მუშაობდა უკრაინული ისტორიული ფილმის, „მაქსიმ ოსას“, გადაღებებზე. წერს სიმღერებს უკრაინელი მუსიკოსებისთვის. არის რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი.

 

სინოფსისი

გალიცია. 1940-იანი წლები. სლავკო და ნუსია კარპატის მთებში ერთ მიტოვებულ სახლში ღამის გასათევად ჩერდებიან. თუმცა შიგნით შესვლისას ისინი კეთილმოწყობილ ქალაქურ ბინაში აღმოჩნდებიან; სავსე წიგნის თაროები, ზეთის საღებავები... მათ თვალწინ გალიციის ინტელექტუალური საზოგადოებისა და შიშით შეპყრობილი მიწისქვეშეთელების პარალელური ცხოვრებები იშლება. მაგრამ როდესაც მათ დასაჭერად უშიშროების თანამშრომლები მოდიან, ისევ იმ ქოხმახს ვხედავთ.  სად შეიძლება გამქრალიყო წყვილი?

 

 

 

 

see more

close

მალიკა

გერმანია, 2016; 10 წთ.

 

რეჟისორი: ვალენტინ კრუსი

სცენარის ავტორი: ალექს ნეგრეტი

მონტაჟი: იონას ვილდვერი

ოპერატორი: ნოა შულერი

პროდიუსერი: ალექს ნეგრეტი

საპროდიუსერო კომპანია: მიუნხენის კინო-სატელევიზიო უნივერსიტეტი

 

ბიოგრაფია

ვალენტინ კრუსი 1989 წელს დაიბადა ბერლინში. მისი მშობლები კინო ოპერატორები არიან. ჯერ ბერლინში სამართალს სწავლობდა, 2013 წლიდან კი მიუნხენის კინო-სატელევიზიო უნივერსიტეტში რეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტია.

 

სინოფსისი

ორი პოლიციელი ანონიმური წერილის საფუძველზე ლტოლვილ ქალს ეძებს, რომელიც კერძო სახლში პროსტიტუციით არის დაკავებული. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ ბრალდებულის პოვნას.

 

 

 

 

 

 

see more

close

პიკნიკი

ხორვატია, 2015; მხატვრული, 13 წთ.

 

რეჟისორი: იური პავლოვიჩი

სცენარის ავტორები: დჟეინა ადვიჩი, იური პავლოვიჩი

პროდიუსერები: ლუკა ვენტურინი, იური პავლოვიჩი

ოპერატორი: ალმირ ფაკიჩი

მონტაჟი: დრაგან ვონ პეტროვიჩი

როლებში: ემირ მუშიჩი (ვაჟი), ალექსენდარ სეკსანი (მამა), სენად ალიჰოდჟიჩი

საპროდიუსერო კომპანია: Sekvenca Jure Pavlović Đorđićeva

 

 

 

ბიოგრაფია

იური პავლოვიჩი დაიბადა 1985 წელს. დაამთავრა ზაგრების დრამატული ხელოვნების აკადემია კინო-სატელევიზიო რეჟისურის მიმართულებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ვორქშოპსა თუ კონკურსში, მათ შორის: Berlinale Talents, Sarajevo Talent Campus, Sources 2, MAIA და სხვა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები 50-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და რეჟისორს 6 ჯილდო მოუტანა. მისი მესამე მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „პიკნიკი“ - პრემიერა 2015 წელს შედგა რიგით 65-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი

სარაევო. პიკი საათი. 15 წლის ემირი სოციალურ მუშაკს მამასთან შესახვედრად მიჰყავს ციხეში. გადატვირთული მოძრაობის გამო მათ აგვიანდებათ...

 

 

 

 

see more

close

აღმასვლა

პორტუგალია, 2016; 18 წთ.

 

რეჟისორი: პედრო პერალტა

სცენარის ავტორი: პედრო პერალტა

ოპერატორი:    ჟოაო რიბეირო

მონტაჟი: ფრანცისკო მორეორა

მსახიობები:     დომინისილია ნუნიესი, რიკარდო ფრანცისკო, ალისე კალსადა, ანტონიო პოტე, ანტონიო ეუსებიო, დანიელ ტოირო

 

ბიოგრაფია

პედრო პერალტა ლისაბონში დაიბადა, იქვე ცხოვრობს და მუშაობს. 2012 წელს კინოხელოვნების მაგისტრატურა დაამთავრა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,მუპეპი მუნაჩიმი“ (2012) გადაიღო, რომელიც რამდენიმე ეროვნულ და საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა. მისი ახალი, მოკლემეტრაჟიანი ფილმია ,,აღმასვლა“, რომლის პრემიერა კანის კინოკრიტიკის კვირას გაიმართა.

 

მიმოხილვა

განთიადზე გლეხების ჯგუფი ჭიდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის ამოღებას ცდილობს. მდუმარე ქალები პირბადეებს იფარებენ, კაცები კი ვითარებას უმკლავდებიან. ამ ყველაფრის ეპიცენტრში მყოფი დედა შვილის გვამს ელოდება. რატომ წყდება სიცოცხლე, როდესაც ბუნებაში მუდმივი განახლება არსებობს?

 


 

see more

close

გაუზიარებელი სიყვარული

იტალია, 2016 წ.; 15 წთ.

 

რეჟისორი: კრისტინა კი ჩასინი

სცენარის ავტორი: კრისტინა კი ჩასინი

მონტაჟი: აესია ბიდუჩი

ოპერატორი: დანიელე ტრანი, დანილე ტენცე

 

 

 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

“რაც მნიშნველოვანია ის თვალისთვის შეუმჩნეველია”, მაგრამ ფელიჩეს აპარატს მისი გადაღებაც შეუძლია

 

 

 

 

see more

close

BIAFF 2016 - ქართული პანორამა

ჩეჩნეთის გზაჯვარედინი

საქართველო/საფრანგეთი/გერმანია/ესტონეთი; 2016; 69 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ალექსანდრე კვატაშიძე

ოპერატორები: ალექსანდრე კვატაშიძე, ნიკო ტარიელაშვილი

მონტაჟი: ამრიტა დავიდი, სოფი რაიტერი, ალექსანდრე კვატაშიძე

კომპოზიტორი: დავით მალაზონია.

პროდიუსერები: ალექსანდრე კვატაშიძე, რებეკა ჰაუზელი ჯულიეტ კაზანავე, ეერო ტალვისტი, მელანი ანდერნახი

 

 

ბიოგრაფია

ალექსანდრე კვატაშიძე თბილისში 1977 წელს დაიბადა. ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, შემდეგ კი - თბილისის სახელმწიფო, სამხატვრო აკადემიაში. მოგვიანებით, 2005 წელს, სამხატვრო ხელოვნებიდან კინოსამყაროში გადაინაცვლა და სან-ხოსეში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა. ალექსანდრე არაერთი ფილმის ოპერატორიც არის.

 

სინოფსისი

მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფი უყვარდება, ახალგაზრდა კაცი მას ომში მიჰყვება და სამხედრო რეპორტიორის როლს ირგებს. მალე ხვდება, რომ უნდა, ერთ-ერთი მათგანი იყოს. მიზეზი არ იცის. კაცს თხუთმეტი წელი დასჭირდება, რათა გაარკვიოს, ფრონტის ხაზზე წასვლით ვინ იგდებს თავს საფრთხეში და რა ამოძრავებს ასეთ ხალხს.

 

 

 

see more

close

იგავი

საქართველო, 2015 წ.; 13 წთ.

 

რეჟისორი და სცენარისტი: მზია მანჯავიძე

ოპერატორი: ლევან მახარაძე

მონტაჟი: მარინა კოლხიდაშვილი,   საბა  ამირეჯიბი

მსახიობები: ირაკლი მანაგაძე,  ბაჩი ლეჟავა,   ეკა მანჯავიძე

 

ბიოგრაფია

მზია მანჯავიძე პირველი პროფესიით მუსიკოსია, რეჟისორობა მოგვიანებით  გადაწყვიტა, ჯერ  თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ისწავლა კახა მელითაურის სახელოსნოში, შემდეგ  დოქტორანტურაში გააგრძელა , სადაც  ''იგავი'',  როგორც  სადოქტოროს შემადგენელი ფილმი--მიშა კობახიძის ხელმძღვანელობით  გადაიღო .    ფილმი   თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ   ''Sessil ''ზე   იყო ნაჩვენები.    ამის გარდა, მას ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს -''მეფისტოვალსი'' და ''ქურდები ასე არ იქცევიან''.

 

სინოფსისი 

''როცა ადამიანს  ჩაგრავენ, თავიდანვე უნდა შეძლოს სწორი პასუხის გაცემა, თორემ, მერე გამწარებული შეიძლება უარესი მოძალადე გახდეს''--კითხულობს ახალგაზრდა პედაგოგი  მოსწავლის თემაში,  რომელიც სულხან- საბას ცნობილ იგავზე  საკუთარ  ხედვას აყალიბებს.   ამის მერე პედაგოგის  ცხოვრებისეული ხედვა  ცვლილებას განიცდის. 

 

see more

close

პოსტოთო

საქართველო, 2016; 18 წთ.

 

რეჟისორი: მარგარიტა ფილიპოვა

 

 

მიმოხილვა

,,პოსტოთო“ ოთო ქათამაძისადმი მიძღვნილი ეპიტაფიაა. ამ დამწყებმა, ახალგაზრდა, ბათუმელმა მუსიკოსმა თანასკოლელებს კლასიკური როკენროლის, მაგალითად ,,ლედ ზეპელინის“, მიმართ სიყვარული ჩაუნერგა და შემდეგ მათგან ჯგუფიც შექმნა, რომელიც რამდენიმე წლის მერე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ჯგუფი გახდა. ოთო ავტოავარიაში დაიღუპა. ახლო მეგობრებისა და მუსიკოსების მონათხრობთა ნაწყვეტებისგან შედგენილი ფილმი დანაკარგის თითქმის ფიზიკურ შეგრძნებას იწვევს: ,,პოსტოთო“ არის ისტორია მთავარი გმირის გარეშე. მის ადგილას უხერხული სიცარიელე იგრძნობა.

 

ბიოგრაფია

მარგარიტა ფილიპოვა მოსკოვში 1984 წლის 19 იანვარს დაიბადა. ის მეღვინისა და ლუდსახარშის ინჟინერ-ტექნიკოსის პროფესიას დაეუფლა. 2013 წელს მოსკოვის ახალი კინოს სკოლაში საოპერატორო ხელოვნების ფაკულტეტზე, ოლეგ ლუკიჩევის სახელოსნოში სწავლა დაიწყო. მუშაობს ფოტოსა და ვიდეოს რედაქტორად ინტერნეტის მედიასაშუალებებში Mediazona (https://zona.media/) და Open Russia (http://openrussia.org/).

 

 

 

see more

close

როცა დედამიწა მსუბუქია…

საქართველო  / გერმანია, 2015; 76 წთ.

 

რეჟისორი: სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი 

სცენარი: სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი 

ოპერატორი: დავით მესხი, ლევან მაისურაძე, თამუნა ქარუმიძე 

მონტაჟი: თამუნა ქარუმიძე, სალომე მაჩაიძე

 

 

 

ბიოგრაფია

დავით მესხი დაიბადა 1979 წელს, თბილისში (საქართველო). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრო ეკოლოგიის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა კარდინალურად შეეცვალა პროფესია და ხელოვნებას მიბრუნებოდა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ფოტოჟურნალისტიკის განხრით. 2004 წლიდან ფოტოგრაფად და ფოტოჟურნალისტად მუშაობდა.

სალომე მაჩაიძე დაიბადა 1973 წლის 16 აგვისტოს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოს მხატვრობის ფაკულტეტი. 2000 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UDK) ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს - იმავე უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მედიის ფაკულტეტი. 2003 წელს მაგისტრატურაში პროფესორ ჰაინც ემიგჰოლცთან სწავლობდა.

თამარ ქარუმიძე დაიბადა 1975 წლის 16 ივნისს. 1998-2003 წლებში სწავლობდა აუდიო-ვიზუალურ მედიას ბერლინის ხელოვნების აკადემიაში. 2007-2008 წლებში აკადემიაში ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე, არტ ფორუმებსა და გამოფენებზე გერმანიაში, საქართველოში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, საფრანგეთში და შვეიცარიაში. პერსონალური პროექტების გარდა, სხვადასხვა ფილმზე რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა.

 

სინოფსისი

პოეტური დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ახალგაზრდებზე.. ამბავი ბიჭების, სკეიტერების, არტისტების და მუსიკოსების შესახებ პოსტ საბჭოთა საქართველოში - არეულ ქვეყანაში, სადაც საეკლესიო და პოლიტიკურმა ძალაუფლებამ შეიძლება ადამიანი ფეხქვეშ გათელოს. ფილმი ყურადღებით აკვირდება თინეიჯერების ოცნებებსა და გრძნობებს, რომლებიც თავისუფლების არარსებულ წერტილების და რომანტიკული სულიერი მდგომარეობის ძიებაში იკარგებიან.

 

see more

close

აღმასვლა

პორტუგალია, 2016; 18 წთ.

 

რეჟისორი: პედრო პერალტა

სცენარის ავტორი: პედრო პერალტა

ოპერატორი:    ჟოაო რიბეირო

მონტაჟი: ფრანცისკო მორეორა

მსახიობები:     დომინისილია ნუნიესი, რიკარდო ფრანცისკო, ალისე კალსადა, ანტონიო პოტე, ანტონიო ეუსებიო, დანიელ ტოირო

 

ბიოგრაფია

პედრო პერალტა ლისაბონში დაიბადა, იქვე ცხოვრობს და მუშაობს. 2012 წელს კინოხელოვნების მაგისტრატურა დაამთავრა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,მუპეპი მუნაჩიმი“ (2012) გადაიღო, რომელიც რამდენიმე ეროვნულ და საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა. მისი ახალი, მოკლემეტრაჟიანი ფილმია ,,აღმასვლა“, რომლის პრემიერა კანის კინოკრიტიკის კვირას გაიმართა.

 

მიმოხილვა

განთიადზე გლეხების ჯგუფი ჭიდან ახალგაზრდა კაცის ცხედრის ამოღებას ცდილობს. მდუმარე ქალები პირბადეებს იფარებენ, კაცები კი ვითარებას უმკლავდებიან. ამ ყველაფრის ეპიცენტრში მყოფი დედა შვილის გვამს ელოდება. რატომ წყდება სიცოცხლე, როდესაც ბუნებაში მუდმივი განახლება არსებობს?

 


 

see more

close

გუმისთიდან დნეპრამდე

საქართველო , 2016; 50 წთ.

 

რეჟისორი: გიორგი წეროძე

პროდიუსერები: გიორგი წეროძე, სალომე გეგეშიძე

ოპერატორი: ბორის მურვანიძე

მონტაჟი: გიორგი ხომერიკი

საპროდიუსერო კომპანიაWar Media Studio

 

 

ბიოგრაფია

 

გიორგი წეროძე დაიბადა1986 წელე ბათუმში. 2007 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტის პროფესიით 2007 წლიდან მუშაობს „აჭარის ტელევიზიაში“, არის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი და სამხედრო მიმომხილველი. როგორც რეპორტიორი აშუქებდა რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა კონფლიქტს.  2009 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეჟისურის ფაკულტეტი და "კონფლიქტების გაშუქების სკოლა". მისი პირველი, სადიპლომო ნამუშევარია მხატვრულ-დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რეინკარნაცია 1399“ რომელიც იუგოსლავიის ომს ეძღვნება. ფილმი „გუმისთიდან დნეპრამდე“ რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ნაშრომია.

 

სინოფისი 

"გუმისთიდან დნეპრამდე"  ასახავს ქართველი მებრძოლების ყოველდღიურობას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. საქართველოს მოქალაქეები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად თითქმის ყველა მოქმედ ბატალიონში იბრძვის. გადამღებმა ჯგუფმა ერთი კვირა გაატარა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, სადაც ქართველი სამხედროების საბრძოლო ამოცანებს იღებდა.

 

 

see more

close

ვარდობის თვე

საქრთველო / დიდი ბრიტანეთ,  2016, 60 წთ.

 

რეჟისორი : გიიორგი კიწმარიშვილი

სცენარი : გიორგი კიწმარიშვილი

ოპერატორი : ბესო უზნაძე, მეკო მოტო

მონტაჟი : ამიკო ბაკურაძე

როლებში: გიო კოღუაშვილი, დევიდ ელარდ, სალომე ერისთავი, გრეჰემ მოფატ, ნინო დამენია, ბექა მავროპულო, გიორგი მარუაშვილი

პროდიუსერი: გიორგი კიწმარიშვილი , დევიდ რობერტს

 

 

 

 

ბიოგრაფია

გიორგი კიწმარიშვილი დაიბადა 1973 წლეს, ქ. ბათუმში. 1980-1990 წწ. ბათუმის 1 საშუალო სკოლა, 1990-93 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსტიტეტი. 1990-2000 წ. მუშაობდა ქ.ბათუმის თითების თეატრში, 2001-2015 წწ. ცხოვრობდა ქ. ლონდონში. ფილმი “ვარდობისთვე” გიორგი სადებიუტო ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ფილმის მოქმედება თანამედროვე ქართველი ემიგრანტების ყოფით, კულტურულ და სოციალურ ასპექტებს ეხება. მოქმდება გაერთიანებულ სამეფოში ხდება, თუმცა საქართველო ერთგვარ ვირტუალურ, სატელევიზიო სივრცეში ჩნდება. სამშობლოს ჩრდილი მხოლოდ საინფორმაციო გამშვებებსა და სატელეიზიო სერიალებში ჩანს. ქართველი ემიგრანტის ყოფითი რუტინა, რომელიც მხოლოდ ცნობილი რესტორნის „ქართველები“ სამუშაოთი და მეგობრებთან თანაცხოვრებით შემოიფარგლება, ბრიტანელი მამაკაცის გამოჩენით ირღვევა. მათი ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად, ფილმის შინაარსი და ძირითადი მოტივი იკვეთება. სიყვარული რომელიც 2 ადამიანს გააერთიანებს და ურთიერთობის ახალ ფაზას იწყებს, თან მოყვება შიში დ აგაურკვევლობა, თუმცა საბოლოოდ სიყვარული იმარჯვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

see more

close

ბედნიერების ღმერთი

გერმანია/საფრანგეთი/საქართველო, 2015, 93წთ

 

რეჟისორი: დიტო ცინცაძე 

სცენარი: დიტო ცინცაძე 

ოპერატორი: რალფ მ. მენდლე

მონტაჟი: მარტინ მენცელი 

მონაწილეობენ: ლაშა ბაქრაძე, ნადეჟდა ბრენიკე, თინა მელიავა, ელი ჯეიმს ბლიზესი, უფუქ ბოზქურთი

საროდიუსერო კომანიები: 27 Films Production, East End Film, Manny Films, Koro Pictures (co-producer)

 

ბიოგრაფია


დიტო ცინცაძე დაიბადა 1957 წელს, თბილისში (საქართველო). 1975-დან 1981 წლამდე თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ელდარ შენგელაია და ოთარ იოსელიანი. 1980-90-იან წლებში, ის სხვადასხვა რეჟისორთან ასისტენტად მუშაობდა. 1984 წელს თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "თეთრი ღამეები" გადაიღო. საქართველოს ტელევიზიისთვის 1988 წელს მან გადაიღო "დახატული წრე" და 1990 წელს - მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სტუმრები", ხოლო 1992 წელს - "სახლი" (სატელევიზიო ფილმი). მოკლემეტრაჟიანი ფილმები რეჟისორს ისევ აინტერესებს, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2002 წელს მან ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ეროტიკული ისტორია" გადაიღო. 1990-იანების ბოლოს ის საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. მან გადაიღო სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი - "ზღვარზე" (1993), რომელმაც 1993 წელს ლოკარნოს ფესტივალზე "ვერცხლის ლეოპარდი" და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი" მიიღო; 2000 წელს გადაღებული "დაკარგული მკვლელები" იმავე წელს ჯერ კანის ფესტივალის "განსხვავებული ხედვის" სექციაში და შემდეგ - სან სებასტიანის კინოფესტივალზე აჩვენეს. "დაკარგულმა მკვლელებმა" მონაწილეობა მიიღო ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა ევროპული ახალგაზრდული კინოს ფესტივალი კოტბუსში (გერმანია) და სალონიკის ფესტივალზე, სადაც საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის პრემიები დაიმსახურა. ფილმისთვის "გასროლის შიში" რეჟისორს სან სებასტიანის კინოფესტივალზე "ოქროს ნიჟარა" გადასცეს.

 

 

სინოფსისი 

უმუშევარ მსახიობ ხელმოცარულ გიორგის მოულოდნელად თავისი 15 წლის ქალიშვილი შეხვდება, რომელიც 10 წელია არ უნახავს. ის ამაოდ ცდილობს აჩვენოს შვილს, თითქოს მდიდარი და წარმატებული ადამიანია. გოგონა არც ისე სულელია.

 

see more

close

დიდოსტატთა კოლექცია

კურსდამთავრებული

რუმინეთი /ბელგია /საფრანგეთი, 2016; 127 წთ.

 

რეჟისორი: კრისტიან მუნჯუ

სცენარის ავტორი: კრისტიან მუნჯუ

ოპერატორი: ტუდორ ვლადიმირ პანდურუ

მონტაჟი: მირჩეა ოლტეანუ

სამხატვრო ხელმძღვანელი: სიმონა პადურეტუ

პროდიუსერი: კრისტიან მუნჯუ

საპროდიუსერო კომპანიები: Mobra Films, Why Not Productions

კო-პროდუქცია: Les Film du Fleuve, France 3 Cinéma

როლებში: ადრიან ტიტიენი, მარია დრაგუში, ლია ბუგნარი, მალინა მალოვიჩი, ვლად ივანოვი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კრისტიან მუნჯუ დაიბადა ქ. იასში, რუმინეთში. დაამთავრა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდ ამასწავლებლად და ჟურნალისტად. მოგვიანებით სწავლა ბუქარესტში კინოსა და თეატრის აკადემიაში განაგრძო. გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი პირველი ნამუშევრის  დასავლეთი“ პრემიერა 2002 წელს შედგა კანში. მუნჯუს მეორე ფილმმა ოთხი თვე, სამი კვირა და ორიდღე -კანის ფესტივალზეოქროსპალმისრტომოიპოვა.  ამასკიდევ რამდენიმე ჯილდო მოჰყვა, მათ შორის ევროპისკინოაკადემიის პრიზი საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ფილმისთვის (2007). რეჟისორი კანს 2009 წელს პროდიუსერის ამპლუაში დაუბრუნდა ფილმით- ოქროს ასაკის ისტორიები,  ხოლო ფილმმა „გორაკებს მიღმა - კანის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა- საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო სცენარისთვის.   

 

 

სინოფსისი

 

49 წლის მკურნალი ექიმი, რომეო ალდეა, ტრანსილვანიის ერთ პატარა მთიან ქალაქში ცხოვრობს. ჰყავს ქალიშვილი, 18 წლის ელიზა. ძალიან უნდა, რომ შვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნოს. მისი გეგმა რეალობასთან ახლოსაა – ელიზა მოიპოვებს სტიპენდიას ბრიტანეთში ფსიქოლოგიის შესასწავლად.

მხოლოდ ფინალური გამოცდის ჩაბარებაღა დარჩა, რაც ასეთი კარგი სტუდენტისთვის უბრალო ფორმალობაა. წერითი გამოცდის წინ ელიზა თავდასხმის მსხვერპლი ხდება, რის გამოც მის სამომავლო გეგმებს საფრთხე ემუქრება.

რომეო იძულებულია გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენიმე გამოსავალი არსებობს, მაგრამ ყველა მისი, როგორც აღმზრდელი მამის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

see more

close

მე - დენიელ ბლეიკი

დიდი ბრიტანეთი, 2016; 100 წთ.

 

რეჟისორი: კენ ლოუჩი

სცენარის ავტორი: პოლ ლევერტი

ოპერატორი: რობი რაიანი

ხმის ოპერატორი: რეი ბეკეტი

მონტაჟი: ჯონათან მორისი

მუსიკა: ჯორჯ ფანტონი

როლებში: დეივ ჯონსი, ჰეილი სქვაიერზი, ბრიანა შანი, დილან ფილიპ მაკკიერნანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კენ ლოუჩი 1936 წელს დაიბადა ქ. ნუნიტონში, დიდ ბრიტანეთში. ჯერ სამართალს სწავლობდა; თეატრში მცირეხნიანი მოღვაწეობის შემდეგ კი, 1963 წელს, ბი-ბი-სიზე  რეჟისორის ასისტენტად იწყებს მუშაობას. პუბლიკის ყურადღება ლოუჩმა 1966 წელს დადგმული სატელევიზიო სპექტაკლით - „ქეითი სახლში ბრუნდება“ - მიიქცია. აღიარება მოუტანა პირველმა ფილმებმაც: „საწყალი ძროხა“ (1966 წ.) და „კესი“ (1970 წელს ამ ფილმმა კარლოვი ვარის ფესტივალზე „ოქროს გლობუსი“ აიღო).

ლოუჩმა შემდეგი ორი ათწლეული ტელევიზიაში გაატარა, მისმა პროექტებმა კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა. გადამწყვეტი მომენტი 1990 წელს დადგა, როდესაც მან „რიფ-რაფი“ გადაიღო, ამას მრავალი ჯილდოს მფლობელი პროექტი მოჰყვა: „საიდუმლო გეგმა“ (1990 წ.), „ქვების წვიმა“ (1993 წ.), „მიწა და თავისუფლება” (1995 წ.), „მე მქვია ჯო“ (1998 წ.), „ბედნიერი 16 წელი” (2002 წ.), „დამშვიდობების კოცნა“ (2004 წ.), „ქარი, რომელიც ქერის ყანაში ქრის“ (2006 წ.), „ეს თავისუფალი მსოფლიოა“ (2007 წ.), „ერიკის ძებნაში“ (2009 წ.), „ირლანდიური მარშრუტი“ (2010 წ.), და „ანგელოზის წილი“. კენ ლოუჩის ფილმებმა მრავალი პრიზი მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე (კანი, ვენეცია, ბერლინი). მას ასევე მიღებული აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ჯილდოც.

 

სინოფსისი

59 წლის დენიელ ბლეიკი მთელი ცხოვრებაა ნიუკასლში დურგლად მუშაობს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ცხოვრებაში პირველად სთხოვს დახმარებას სახელმწიფოს.

იგი შემთხვევით ორშვილიან მარტოხელა დედას -ქეითს ხვდება. ქეითისთვის ლონდონის მიუსაფარი ჰოსტელის ერთოთახიანი ნომრიდან გადასვლის ერთადერთი შანსი 300 მილით დაშორებულ უცხო ქალაქში  გადახვეწაა, სადაც ბინას აძლევენ. დენიელი და კეიტი ერთმანეთს ახალ გარემოში აღმოაჩენენ და ცდილობენ, თანამედროვე ბრიტანულ ბიუროკრატიას წინ აღუდგნენ.  

 

see more

close

პატერსონი

აშშ, 2016; 113 წთ.

 

რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში

სცენარის ავტორი: ჯიმ ჯარმუში

ოპერატორი: ფრედერიკ ელმსი

მუსიკა: სკვირლი

პროდიუსერი: კარტერ ლოგანი, ჯოშუა ასტრაჩენი

როლებში: ადამ დრაივერი, გოლშიფტ ფარაჰანი

საპროდიუსერო კომპანია: Amazon Studios, K5 Film, Animal Kingdom

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჯიმ ჯარმუში 1953 წელს დაიბადა ოჰაიოში. იგი გახლდათ ნიკოლას რეის მოწაფე. დაამთავრა NYU’s Tisch-ის ხელოვნების სკოლა. ჯარმუშმა დამოუკიდებელ ამერიკულ კინემატოგრაფიაში საკუთარი სტილი შექმნა, თუმცა მის შემოქმედებაზე ევროპულმა კინომაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. წარმატებული დებიუტის შემდეგ (სამუდამო შვებულება“, 1980) გადაღებულმა ფილმმა - „სამოთხეზე უფრო უცხო“ (1984) - რეჟისორს კანის, ლოკარნოსა და სანდენსის ფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოუტანა. დაპირისპირება სხვადასხვა კულტურას შორის, ფსიქოზი, ტრადიციული ღირებულებების რღვევა – ეს თემები კარგადაა გადმოცემული ჯარმუშის მინიმალისტური და თვითირონიით სავსე კომედიებში. ფილმები - იდუმალი მატარებელი“ (1989), „მკვდარი კაცი“ (1995) და „კონტროლის ზღვარი“ (2009) ნაჩვენები იყო კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. კანის ფესტივალის მთავარი პრიზიორია ფილმი - „დამჭკნარი ყვავილები“ შემოქმედებითი ჟანრი რეჟისორმა ვამპირული რომანტიკით გაიმრავალფეროვნა, როდესაც  ფილმი - „ცოცხალები მხოლოდ შეყვარებულები რჩებიან“ - გადაიღო.

სინოფსისი

პატერსონი პოეტი და ავტობუსის მძღოლია. იგი ცოლთან ერთად ქალაქ პატერსონში ცხოვრობს, რომელიც ადრე ქუხდა, ახლა კი მიივიწყეს. შვიდი დღე, რომელიც ჯარმუშმა თავის პოეტური ნამუშევრით დაგვიხატა, წყვილის ცხოვრებას აღწერს. სურათი მსუბუქი იუმორითაა გაჯერებული და რეჟისორი ყოველ წუთას ცდილობს პატერსონის შინაგან სამყაროში გვამოგზაუროს. 

 

see more

close

შეჩერდი!

სამხრეთ კორეა / იაპონია, 2015; 80 წთ.

 

რეჟისორი: კიმ კი-დუკი

ოპერატორი: კიმ კი-დუკი

მონტაჟი: კიმ კი-დუკი

როლებში: ელენ აი, ნაცუკო ჰორი, ცუბასა ნაკაი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კიმ კი-დუკი 1960 წელს დაიბადა პონჰუაში, სამხერეთ კორეაში. პარიზში ხელოვნების შესწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა სცენარისტად მუშაობით დაიწყო. მისი, როგორც რეჟისორის, დებიუტი 1996 წელს შედგა, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ფილმი  - ,,ნიანგი“ - გადაიღო. იქიდან მოყოლებული, კიმ კი-დუკს კრიტიკოსებიც და პუბლიკაც ყოველთვის მქუხარე ტაშით ხვდება თავისი რთული პერსონაჟების, გამაოგნებელი სანახაობისა და უპრეცედენტო გზავნილების გამო. რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა შემდეგმა  ფილმებმა: „სამარიტელი გოგო“  - „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის, 2004 წელი, ბერლინის კინოფესტივალი; „ცარიელი სახლი“  - ,,ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისურისთვის, 2004 წელი, ვენეციის კინოფესტივალი; „არირანი“ – „სპეციალური პრიზი“ 2011 წელი, კანის კინოფესტივალი. 2012 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში“ გაიმარჯვა მისმა საქვეყნოდ ცნობილმა ფილმმა - „პიეტა“ .

 

სინოფსისი

ფილმი ახალგაზრდა წყვილის - საბუსა და მიკის - ისტორიას მოგვითხრობს. 2011 წელს ფუკუშიმაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ისინი იძულებულები არიან, საცხოვრებლად ტოკიოში გადავიდნენ. მიკი ფეხმძიმედაა, წყვილს ეშინია, რომ რადიაციის გამო პატარას პრობლემები ექნება. მიკის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა უნდა, საბუ კი ცდილობს ცოლს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. წყვილი ატომური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს და მთელი ქალაქის ენერგოსისტემის პარალიზების გეგმას ადგენს. 

 

see more

close

“SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია

საველე კვლევა

დიდი ბრიტანეთი, 2014; მხატვრული, 20 წთ.

 

რეჟისორი: ევა ვებერი

სცენარის ავტორი: ლინ ლანგებეკი

პროდიუსერი: იულია გოდინსკაია და სოფი ვიკერსი

ოპერატორი: ქლოე ტოპსონი

მონტაჟი: Tracy Granger A.C.E  

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

წარმოშობით გერმანელი ევა ვებერი ლონდონში მოღვაწე რეჟისორია. იგი მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობს. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მის ფილმებს აჩვენებენ სხვადასხვა კინოფესტივალზე, გამოფენებსა და მუზეუმებში. ბრიტანეთში გადის ტელევიზიითაც. მისი ფილმი - „კრეინის მარტოსული ცხოვრება“ - ნომინირებული იყო სპეციალური ჯილდოსთვის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ასოციაციის მიერ და კრიტიკოს ნიკ ბრადშოუს შერჩევით მოხვდა წლის 5 საუკეთესო ფილმს შორის.

 

 

სინოფსისი

 

მარტინი ახალგაზრდა მორცხვი ინგლისელია. იგი პოლონეთში მდინარის დაბინძურებაზე კვლევას ატარებს და დროდადრო თვალ-ყურს ადევნებს მდინარეში მობანავე მხიარულ დედა-შვილს. ევა იმ საოჯახო სასტუმროში მუშაობს, სადაც მარტინია. მარტინი მას აფრთხილებს, თავი შეიკავოს მდინარეში ბანაობისგან, რომელიც მიმდებარე ქარხნების გამო დაბინძურებულია. ევას ვაჟი, იაცეკი, მარტინს მუშაობაში ეხმარება. ევა მარტინს სადილად ეპატიჟება საკუთარ სახლში. მარტინი სწორად ვერ აფასებს მიპატიჟების მიზანს და შეზარხოშებული ევას კოცნას დაუპირებს, თუმცა, უარს მიიღებს. მეორე დღეს ლაბორატორიის თანამშრომლისგან იგებს, რომ იმ ზონაში დაბინძურება მართლაც არსებობს, ოღონდ არა იმ მდინარეში, სადაც იაცეკი და ევა ბანაობდნენ. გამოსამშვიდობებლად მისულ მარტინს ევა ემალება, ის კი უარის გამო გაბრაზებული, შეტყობინებასაც კი არ უტოვებს, რომ მდინარე სინამდვილეში სუფთა აღმოჩნდა.

 

see more

close

სიმბოლური მუქარა

გერმანია, 2015; დოკუმენტური, 15 წთ.

 

რეჟისორი და პროდიუსერი:  მიშა ლაინკაუფი, უტ ჰენკე, მათიას ვერმკე

საპროდიუსერო კომპანია: Wermke/Leinkauf

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მიშა ლაინკაუფი, უტ ჰენკე და მათიას ვერმკე 90-იანი წლების ბერლინში გაიზარდნენ, სადაც ქალაქის შესაძლელობების დაფასებისა და გამოყენების დიდი უნარი შეიძინეს. სამი მეგობარი ურბანული სივრცეების გამოყენების ენთუზიაზმმა ძალიან ადრე გააერთიანა. ისინი, როგორც ხელოვანი ადამიანები, დღემდე იმავე საკითხებსა და ლოკაციებზე აკეთებენ აქცენტს

 

სინოფსისი

პოეზია თუ მუქარა? იარაღის დაყრა თუ ხელოვნება? ეს ის თეორიებია, რომლებზედაც ნიუ იორკი გასულ ზაფხულს თავს იმტვრევდა. ნიუ იორკის  საკულტო ადგილას - ბრუკლინის ხიდზე - ამერიკის დროშების ნაცვლად აფრიალებული ორი თეთრი დროშის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნათლად აჩვენებს თუ რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას საზოგადოებრივი მიზნებისთვის. რა ხდება, როდესაც თავისუფლების დაკარგვის საფრთხე ხელოვნებას აღადგენს? ვინ იყენებს ხელოვნებას მუქარისთვის? რა შეიძლება იყოს შემდეგი?

 

see more

close

ჩვენი სხეული

სერბეთი/ბოსნია-ჰერცოგოვინა/გერმანია, 2015; ექსპერიმენტი, 15 წთ.

 

რეჟისორი: დანე კამლიენი

სცენარის ავტორები: ჯეიმს ლატიმერი, დანე კომლიენი

პროდიუსერები: ნატაშა დამნიანოვიჩი, ვლადიმირ ვიდიცი, ზორან გალიკი

ოპერატორი და მემონტაჟე: დანე კომლიენი

მონტაჟი: რიკე სელინ ლორენტცენი

საპროდიუსერო კომპანია: Dart film

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დანე კომლიენი 1986 წელს დაიბადა იუგოსლავიაში. კინორეჟისურა ბელგრადში შეისწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ მან ვიდეოინსტალაცია გააკეთა სერბეთში, ასევე, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ხორვატიაში. ამჟამად საფრანგეთში გადის თანამედროვე ხელოვნების სამაგისტრო პროგრამას. მისი ფილმები ნაჩვენებია კანის, ლოკარნოს, როტერდამისა და სარაევოს კინოფესტივალებზე.

 

სინოფსისი

აქედან ყველაფერი შეგიძლია დაინახო: მარჯვნივ ზღვაა, მარცხნივ -მთები, შუაში კი ცაა...

 

see more

close

აღსასრული

დიდი ბრიტანეთი, 2015; მხატვრული, 13 წთ.

 

სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი: იორნ თრელფოლი

ოპერატორი: რიჩარდ მოტი

მონტაჟი: ამანდა ჯეიმსი

მხატვარი: კრის ლაითბურნ-ჯონსი

როლებში: ჯიმ ვუდსი

საპროდიუსერო კომპანია: Lenaray films ltd

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

 

იორნ თრელფოლი ბერლინში სწავლობდა კინოსა და თეატრის ხელოვნებას. ლონდონში მუშაობდა მეოთხე არხისა და „Discovery“-ისთვის. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ფილმი - „მოხადო“, რომელიც სულ რაღაც 6 დღეშია გადაღებული მექსიკაში, არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე საკონკურსოდ აჩვენეს. ამჟამად იორნი ლონდონში არსებულ კომპანია “Lenaray Films”-თან ერთად სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. 2015 წელს იორნი BFI/Screen International’s-ის მიერ მომავლის ვარსკვლავად დასახელდა.

 

 

სინოფსისი

 

ფილმში წარმოდგენილია დანაშაულის სცენა. უკუსვლით მიმდინარე 9 კადრში დამაინტრიგებელი ისტორია იშლება. რა შეიძლება მომხდარიყო ამ მყუდრო სამეზობლოში? მკვლელობა, ავარია თუ უბედური შემთხვევა? სინამდვილე აბსოლულურად მოლოდნელია.

 

see more

close

ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ

დანია, 2014; დოკუმენტური, 30 წთ.

 

 

რეჟისორი და პროდიუსერი: თორა ლორენტცენი, სიბილა მარი ვესტერ ტუქსენი

ოპერატორი: თორა ლორენტცენი, სიბილა მარი ვესტერ ტუქსენი

მონტაჟი: მიკ სტეიმპი

პროდუქცია:Tove & Sylvia Film kompagni

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

თორა ლორენტცენი (1986) და სიბილა მარი ვესტერ ტუქსენი (1990) 2013-2017 წლებში სწავლობდნენ დოკუმენტური კინოს რეჟისურას დანიის ეროვნულ კინოსკოლაში.

 

სინოფსისი

აღნიშნული დოკუმენტური ფილმი 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეა. ფილმში ომი ნაჩვენებია როგორც ატმოსფერო და არა როგორც ფაქტები. მუსიკის ფონზე საზოგადოების ყველა ფენას ვეცნობით. პოეზიის ენით გადმოცემულია შეგრძნებები, რას ნიშნავს, როცა შენი ქვეყანა დაუძლეველ კონფლიქტს განიცდის.

 

see more

close

გაიღიმე და სამყაროც ღიმილითვე გიპასუხებს

ისრაელი/პალესტინა, 2014; დოკუმენტური, 20 წთ.

 

რეჟისორი: იოავ გროსი, ეჰაბ ტარაბიეჰი და ალ-ჰადადის ოჯახი

პროდიუსერი: იოავ გროსი, ეჰაბ ტარაბიეჰი და ჰელენ იანოვსკი

მონტაჟი: იოავ გროსი და ეჰაბ ტარაბიეჰი

საპროდიუსერო კომპანია: B’Tselem Yoav Gross

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

 

დია, შათა, აბდელკარიმი და აჰმედ ალ-ჰადადი პალესტინელი ოჯახია ჰერბონიდან.

ეჰაბ ტარაბიეჰი გოლანში დაიბადა 1982 წელს. 2012 წელს დაამთავრა იერუსალიმის სემ სპიეგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლა.

იოავ გროსი 1977 წელს დაიბადა იერუსალიმში. დაამთავრა თელავივის უნივერსიტეტი. მოღვაწეობს, როგორც დოკუმენტალისტი და ვიდეო აქტივისტი.

 

 

სინოფსისი

 

დეკემბრის ერთ ცივ ღამეს ებრაელი ჯარისკაცები ალ-ჰადადების ოჯახს მიადგებიან პალესტინურ კვარტალში და კარზე აკაკუნებენ. მათ სახლი უნდა გაჩხრიკონ. დია, მოზარდი ვაჟი, საოჯახო კამერას რთავს. გაღიზიანებული ჯარისკაცი კამერას თოფს მიუშვერს. ჯარისკაცებს დია სიცივეში გაჰყავთ და აიძულებენ პირით კედლისკენ გაჩერდეს.  ისინი არ აპირებენ სახლის დატოვებას, ვიდრე დია ღიმილს არ შეწყვეტს.

 

see more

close

დისონანსი

გერმანია, 2015; ანიმაცია, 17 წთ.

 

სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი: ტილ ნოვაკი 

ოპერატორი: ივან რობლეს მენდოზა

მონტაჟი: ფილიპ ჰანი და ტილ ნოვაკი

საპროდიუსერო კომპანია: frameboX Till Nowak

როლებში: როლანდ შუპი (პიანისტი), ნინა პეტრი (დედა), ჰანა ჰაინე (ქალიშვილი), კლაუს ცერფელდი (ექიმი), ლესლი ბარენი (ინგლისურენოვანი მთხრობელი), მირკო თილე (გერმანულენოვანი მთხრობელი)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ტილ ნოვაკი 1980 წელს დაიბადა. იგი გახლავთ ფოტოგრაფი, დიზაინერი და რეჟისორი. 1999 წლიდან მუშაობს პროფესიონალურ კომპიუტერულ გრაფიკაზე დამოუკიდებელი პროექტებისა და კომპანიებისთვის. 2005 წელს დაამთავრა მაინცის (გერმანია) უნივერსიტეტი მედია დიზაინის მიმართულებით. ტილის ნამუშევრები ბევრგან არის გამოფენილი, იგი არაერთი ჯილდოს მფლობელია, კითხულობს ლექციებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებაში.

 

სინოფსისი

გენიოსი პიანისტი წარმოსახვით სამყაროში ჩაკეტილი ცხოვრობს. იგი ყოველდღე უკრავს უზარმაზარ ცარიელ დარბაზში. ერთ დღესაც მისი სიურეალური სამყარო ინგრევა და მას რეალობასთნ შეხვედრა უწევს. მუსიკოსის ერთადერთი სურვილია, საკუთარი სამყარო ქალიშვილს გაუზიაროს, თუმცა, დედა ამის ნებას არ აძლევს.

 

see more

close

ვაშინგტონის პალმა

საბერძნეთი, 2014; მხატვრული, 24 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: კონსტანტინა კოტზამანი

პროდიუსერი: არტემის პატაკოუ

ოპერატორი: გიორგოს კარველასი, ჯანის კანაკისი

მონტაჟი: ლეონიდას პაპაფოდიუ

როლებში: მამადუ დიალო, ევტიქია სტეფანიდუ

საპროდიუსერო კომპანია: Squared Square Artemis, Pattakou Stournari

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

კონსტანტინა კოტზამანი თესალონიკის აკადემიაში კინოხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და რამდენიმე ჯილდოც აქვს მოპოვებული. მონაწილეობა აქვს მიღებული ბერლინისა და  სარაევოს ნიჭიერთა კამპუსებში. 2013 წელს სარაევოს კინოფესტივალზე შედგა კატარინა სტანკოვიჩთან ერთად გადაღებული მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „დილის ლოცვები“ - პრემიერა.

 

სინოფსისი

ვაშინგტონის პალმა მაშინ ხარობს, როდესაც ჟირაფის გულისცემა აღარ ისმის. „ვაშინგტონია“ ათენის მეტსახელია, ადგილის, სადაც ადამიანები ცხოველებივით ზაფხულის სევდაში ეფლობიან დიდი სიცხეების გამო. ვაშინგტონია პალმის ერთადერთი ჯიშია, რომელსაც წითელი ხოჭო გულს არ უჭამს, რადგან ძალიან პატარა და მშრალი გული აქვს; პატარა და მშრალი გულები კი არავის მოსწონს.

 

see more

close

თარჯიმანი

დიდი ბრიტანეთი/თურქეთი, 2014; მხატვრული, 23 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ერმე კაიში

პროდიუსერი:ოითუნ კალი

ოპერატორი: ნიკ კუქი

როლებში: შერკო ალი (იუსუფი), გამზე ქაჩაქი (ამინა), რიკარდო სარაივა

პროდუქცია: ლონდონის კინოსკოლა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

ერმე კაიში 1984 წელს დაიბადა თურქეთში. იგი სტამბულში მოღვაწე რეჟისორი და სცენარისტია. ანკარის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ფილმის - „ველოსიპედის გამტაცებლები“ - ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, რეჟისორი გამხდარიყო. ამის შემდეგ იგი ბრიტანეთში გადავიდა და ლონდონის კინოსკოლა დაამთავრა, „თარჯიმანი“ მისი სადიპლომო ნამუშევარია. იგი სოციალური საფუძვლის მქონე ადამიანური ისტორიების გადმოცემას ცდილობს. ამჟამად მუშაობს თავის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე - „ლეოპარდი“.


სინოფსისი

იუსუფი, ლტოლვილი სირიელი ბიჭია, რომელიც შორეულ საზღვრისპირა თურქულ ქალაქში ცხოვრობს. ის არჩეული იქნა თავისი ახლადაღმოჩენილი ძალის გამო მაგრამ ჯერ  უნდა ისწავლოს თუ როგორ შეიძლება ამის გამოყენება  

 

see more

close

კუნგ ფიური

შვედეთი, 2015; მხატვრული, 30 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: დევიდ სენდბერგი

პროდიუსერები: ლინუს ანდერსონი, ელენი იუნგი

ოპერატორები: მატიას ანდერსონი, მარტინ გარდემალმი, იონას ერნჰილი

მონტაჟი: ნილს მოსტრომი

როლებში: დევიდ სენდბერგი (კუნგ ფიური), ელენი იუნგი (ბარბარიანა), ლეოპოლდ ნილსონი (ჰაკერმენი), იორმა ტაკონე (ჰიტლერი), სტივენ ჩუ (დრაკონი), საპროდიუსერო კომპანია: Laser Unicorns Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დევიდ სენდბერგი შვედი რეჟისორია, რომელიც წლების მანძილზე იღებდა სატელევიზიო რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებს. 2012 წელს დაასრულა სარეკლამო ბიზნესი და 80-იანი წლების სატელევიზიო კომედიით შთაგონებულმა მუშაობა დაიწყო ფილმზე - „კუნგ ფიური“.

 

 

სინოფსისი

მაიამის პოლიციის დეტექტივი და მარსელი ოსტატი კუნგ ფიური 80-იანი წლებიდან II მსოფლიო პერიოდში გადადიან, რათა მეგობრის მკვლელობისთვის ადოლფ ჰიტლერზე შური იძიონ. დროის მანქანა მათ შემთხვევით ვიკინგების ერაში გადაისვრის.

 

see more

close

მარადისობა

საფრანგეთი, 2015; მხატვრული, 14 წთ.

 

რეჟისორი: ჯოვანი ალოი 

სცენარის ავტორი: ნიკოლო გალბიატი

პროდიუსერები: ზანგრო ზანგრო, ბატისტ ბოდუა 

ოპერატორი: ანდრეა ბარონე

მონტაჟი: დიეგო სკიავო

როლებში: სერენა გრანდი, ალი სალჰი

საპროდიუსერო კომპანია: Bien ou Bien Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჯოვანი ალოი 1984 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა იტალიაში. დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტის კინოხელოვნების ფაკულტეტი, ხელოვნებას სწავლობდა პარიზშიც. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სცენარისტად და ოპერატორად იტალიური სატელევიზიო შოუსთვის -  “Le Iene”. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური, ერთი მხატვრული და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

 

სინოფისისი

იტალია. 2015 წელი. ტუნისელი ემიგრანტი - ალი, რომელიც აზბესტის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობს, ცოლ-შვილისთვის ვიზას იღებს. ცოლისა და ქალიშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების გატარება უწევს. 

 

see more

close

მგლის შვილი

საფრანგეთი, 2015; მხატვრული, 23 წთ.

 

 

რეჟისორი: ლოლა კვივორონი

სცენარის ავტორები: ლოლა კვივორონი, პოლინ უვრარი

პროდიუსერი: მარგო იუვენალი

ოპერატორი: ლუსი ტერნისია

მონტაჟი: ფელიქს რემი

როლებში: ემილ ბერლინგი, სტეფან ლანევალი, ლუის ჰაბერი, მილენ მირტჩევი

საპროდიუსერო კომპანია: La Fémis Géraldine Amgar

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია  

 

ლოლა კვივორონი 1989 წელს დაიბადა პარიზში. იგი სწავლობდა თანამედროვე ლიტერატურას, აქვს მაგისტრის ხარისხი კინოს მიმართულებით. 2012 წლიდან მუშაობს კომპანია “La Fémis”-ის სარეჟისორო განყოფილებაში. გატაცებულია ფოტოგრაფიით. მას გადაღებული აქვს 2 მხატვრული და 1 დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი; „მგლის შვილი“ მისი მეოთხე ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ძველი საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ჯონი თავისი პირველი მონადირე ძაღლის გაწვრთნას სწავლობს.

 

see more

close

მორბენალი

ესპანეთი, 2014; მხატვრული, 12 წთ.

 

რეჟისორი: ხოსე ლუის მონტესინოსი

სცენარის ავტორები: ხოსე ლუის მონტესინოსი, ლაკეს ბლესა

პროდიუსერები: არტურო მენდიზი, ხოსე მარია ტერესი

ოპერატორი: მარკ ცუმბახი

მონტაჟი: ხოსე ლუის მონტესინოსი

როლებში: მიგელ ანხელ იენერი, ლუის ალტესი

საპროდიუსერო კომპანია: Caduco Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ხოსე ლუის მონტესინოსი გახლავთ ინჟინერი, რეჟისორი და სცენარისტი. მუშაობს კატალონიის ტელევიზიაში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ფინალი“ (2003), „მატაგატოსი“ (2009) და „ისტორია დასაბამიდან“ (2010). ამჟამად მუშაობს ტელევიზიაში, იღებს ფილმებსა და სატელევიზიო რეკლამებს.

 

სინოფსისი

ხუთი წლის წინ დირექტორმა საკუთარი კომპანია დახურა და 300 ადამიანი გაათავისუფლა. ამ ინციდენტის შემდეგ პირველად გასულ დირექტორს სირბილისას ყოფილი თანამშრომელი ხვდება.

 

see more

close

მომისმინეთ!

დანია/ფინეთი, 2014; მხატვრული, 13 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ჰამი რამეზანი, რუნგანო ნიონი

პროდიუსერები: ვალერია რიხტერი, ჰელენ გრანკვისტი

ოპერატორი: ლარს ვესტერგაარდი

მონტაჟი: რიკე სელინ ლორენტცენი

როლებში: ზეინაბ რაჰაი ამირა ჰელენ ლარსენი, ალექსანდრე ვილომი, ნანა ბოტჩერი

საპროდიუსერო კომპანია: Nordic Factory Copenhagen

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰამი რამეზანი ირანული წარმოშობის ფინელი რეჟისორი და სცენარისტია. 2007 წელს ინგლისში დაამთავრა კინოს ფაკულტეტი. რუნგანო ნიონის ფილმები მსოფლიოს 200-ზე მეტ ფესტივალზეა ნაჩვენები. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „მვანსა დიდი“ - ნომინირებული იყო აფრიკული კინოაკადემიისა და „ბაფტას“ ჯილდოზე 2012 წელს. რუნგანომ თავის პარტნიორთან ერთად დაწერა და გადაიღო ფილმი - „ადამიანების მასა“ - პირველად ნაჩვენები იყო ლოკარნოს კინოფესტივალზე. ფილმმა 60-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა;


სინოფსისი

ბურკაში გამოწყობილი უცხოელი ქალი ვაჟიშვილთან ერთად კოპენჰაგენის პოლიციას მიმართავს და მოძალადე ქმრისგან გათავისუფლებისთვის დახმარებას სთხოვს. თუმცა ხვდება, რომ მისთვის შერჩეული თარჯიმანი, სიმართლის დაფარვის მიზნით, პოლიციას თავგზას უბნევს.

 

see more

close

პიკნიკი

ხორვატია, 2015; მხატვრული, 13 წთ.

 

რეჟისორი: იური პავლოვიჩი

სცენარის ავტორები: დჟეინა ადვიჩი, იური პავლოვიჩი

პროდიუსერები: ლუკა ვენტურინი, იური პავლოვიჩი

ოპერატორი: ალმირ ფაკიჩი

მონტაჟი: დრაგან ვონ პეტროვიჩი

როლებში: ემირ მუშიჩი (ვაჟი), ალექსენდარ სეკსანი (მამა), სენად ალიჰოდჟიჩი

საპროდიუსერო კომპანია: Sekvenca Jure Pavlović Đorđićeva

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

იური პავლოვიჩი დაიბადა 1985 წელს. დაამთავრა ზაგრების დრამატული ხელოვნების აკადემია კინო-სატელევიზიო რეჟისურის მიმართულებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ვორქშოპსა თუ კონკურსში, მათ შორის: Berlinale Talents, Sarajevo Talent Campus, Sources 2, MAIA და სხვა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები 50-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და რეჟისორს 6 ჯილდო მოუტანა. მისი მესამე მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „პიკნიკი“ - პრემიერა 2015 წელს შედგა რიგით 65-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

სინოფსისი

სარაევო. პიკი საათი. 15 წლის ემირი სოციალურ მუშაკს მამასთან შესახვედრად მიჰყავს ციხეში. გადატვირთული მოძრაობის გამო მათ აგვიანდებათ...

 

see more

close

რეტროსპექტივები

სტალკერი

რუსეთი, 1979, 161 წთ.

 

რეჟისორი: ანდრეი ტარკოვსკი

სცენარის ავტორები: არკადი სტრუგაცკი, ბორის სტრუგაცკი

ოპერატორი: ალექსანდრ კნიაჟინსკი

მონტაჟი: ლიუდმილა ფეიგინოვა

კომპოზიტორი: ედუარდ არტემიევი

მსახიობები: ალისა ფრეინდლიხი, ალეკსანდრ კაიდანოვსკი, ანატოლი სოლონიცინი, ნიკოლაი გრინკო

პროდიუსერი: ალეკსანდრა დემიდოვა

მწარმოებელი კომპანია: Mosfilm

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რუსი კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი 1932 წელს დაიბადა. მოსკოვის კინოსკოლაში სწავლის დაწყებამდე, მუსიკისა და ხელოვნების სკოლებში სწავლობდა. მისი პირველი მხატვრული ფილმი და სადიპლომო ნამუშევარი იყო ,,სატკეპნი და ვიოლინო“ (1961), ხოლო მომდევნო ფილმით - ,,ივანის ბავშვობა“ (1962) -  დიდი წარმატება მოიპოვა როდესაც ვენეციაში პრიზი ,,ოქროს ლომი“ მიიღო. ტარკოვსკიმ დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორის სახელი მოიპოვა ფილმებით: ,,ანდრეი რუბლიოვი“ (1966), ,,სოლარისი“ (1972), ,,სარკე“ (1974) და ,,სტალკერი“ (1979).

 

მიმოხილვა

ნაცრისფერი და უსახელო ქალაქის მახლობლად არსებობს ზონა - უცხო  ადგილი, რომელსაც მავთულხლართები და ჯარისკაცები იცავენ. ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, კაცი დილით ადრე დგება, მეუღლეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილთან ერთად ტოვებს და ორ კაცთან შესახვედრად მიდის. ის სტალკერია - ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხალხი,  ზონის გავლით, იმ ოთახში მიიყვანოს  სადაც ადამიანის ფარული სურვილები ხდება (ამისთვის პატიმრობა ემუქრება). მისი კლიენტები არიან: მუზადაკარგული, პოპულარული და ცინიკური მწერალი, რომელსაც საკუთარ ნიჭში ეჭვი ეპარება და ჩუმი მეცნიერი, რომელსაც თავისი ზურგჩანთა უფრო ადარდებს, ვიდრე - მოგზაურობა. მიტოვებულ ზონაში ოთახამდე ირიბი გზით უნდა მივიდნენ. როცა მიზანს უახლოვდებიან, თითქოს წესები იცვლება და სტალკერი კრიზისის წინაშე დგება.

 

 

 

 

 

 

see more

close

ბეღურების გადაფრენა

საქართველო, 1980; 65 წთ.

 

 რეჟისორი     თემურ ბაბლუანი

 სცენარის ავტორი:  თემურ ბაბლუანი
 ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი
 მხატვარი: იური კვაჭაძე
 როლებ:    ელგუჯა ბურდული, თეიმურაზ ბიჭიაშვილი, რეზო ესაძე, ამირან ამირანაშვილი, ზოზო (იაზონ) ბაქრაძე, შოთა სხირტლაძე, ლუდმილა ალიმბარაშვილი, ტრისტან სარალიძე, შოთა ნოზაძე, ლადო ბურდული, ავთანდილ მიქაძე, ლეო ფილფანი, გურამ ფირცხალავა 

 

 

 

ბიოგრაფია

თემურ ბაბლუანი 1948 წელს ლენტეხის სოფელ ჩოლურში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. მას, როგორც მსახიობს, შესრულებული აქვს ქართულ ფილმებში რამდენიმე როლი(„ღიმილის ბიჭები“ – მალხაზი, სატელევიზიო ვერსია „კუკარაჩა“ – მურტალო) , ხოლო გადაღებული აქვს შემდეგი მხატვრული ფილმები : „ბეღურების გადაფრენა“(1980), „ძმა“ (1981) და „უძინართა მზე“ (1992). მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალზე პრიზები. მათგან გამორჩეულია  „ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43–ე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ფილმისთვის „უძინართა მზე“ მიიღო.

 

სინოფსისი 

მატარებელში ახალგაზრდა კაცი ცნობილ მომღერლად ასაღებს თავს და მგზავრებს ათასგვარ გამოგონილ ამბებს უყვება. ერთ–ერთი მგზავრი, რომელსაც უბეში ბეღურა უზის, ვერ აიტანს მის ტრაბახს. მათ შორის კონფლიქტი მოხდება, რომელიც მატარებლის გარეთაც გრძელდება. 

 

 

 

 

 

see more

close

მოცეკვავის დრო

რუსეთი, 1997; 158 წთ.

 

რეჟისორი: ვადიმ აბდრაშიტოვი

სცენარის ავტორი: ალექსანდრ მინდაძე

მსახიობები: ანდრეი ეგოროვი, იური სტეპანოვი, სერგეი გარმაში

მწარმოებელი კომპანიები:  ARK-Film, Mosfilm

 

 

 

ბიოგრაფია

ვადიმ აბდრაშიტოვი 1945 წელს უკრაინაში, ხარკოვში დაიბადა. ის რუსეთის კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გარმორჩეული რეჟისორია და მსოფლიოში ცნობილია ჯილდოებით, რომლებიც ბერლინისა (ალფრედ-ბაუერის ჯილდო ფილმისთვის ,,მსახური“ (1989), ვერცხლის დათვი ფილმისთვის ,,პიესა მგზავრისთვის (1995)) და ვენეციის (ოქროს მედალი (1987) ფილმისთვის ,,პლუმბუმი ანუ სახიფათო თამაში“) კინოფესტივალებზე მიიღო. პირველი საბჭოთა კოსმოვანტის კოსმოსში გაფრენით მოხიბლული ვადიმი მოსკოვში გადავიდა, რათა ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში ბირთვული ფიზიკა შეესწავლა. იმ პერიოდში სამოყვარული ფილმების შექმნით დაინტერესდა და დ. მენდელეევის სახელობის, ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტში გადავიდა, რადგან იქ სტუდენტებისთვის კინოსტუდია მოქმედებდა.

1970-1974  წლებში აბდრაშიტოვი მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტშიკინორეჟისურას სწავლობდა. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით ,,შეაჩერეთ პოტაპოვი!“ (1974). 1975 წელს აბდრაშიტოვმა სცენარისტი ალექსანდრ მინდაძე გაიცნო და მასთან ოცდაათწლიანი თანამშრომლობის შედეგად, თორმეტი ფილმი შექმნა. მათი ფილმები ბევრ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა, მათ შორის - ვენეციის კინოფესტივალსა (1987) და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (1995).

 

მიმოხილვა

,,სადღაც კავკასიაში“ დადგმული სიუჟეტი ომის თემას უჩვეულო კუთხით გვაჩვენებს. მთავარ გმირებს სამი რუსი კაცი წარმოადგენს - ორი ოფიცერი და ერთი ხალხური ცეკვების მოცეკვავე - რომლებიც ახალდაპყრობილ სოფელში გაჩერებას გადაწყვეტენ. ირონიული სტილიზაციის, ადამიანური დრამისა და ძალადობის ოსტატური ნაზავი რუსეთის იმპერიულ ამბიციებსა და რთულ, ეროვნულ იდენტობას იკვლევს.

 

 

 

 

see more

close

უძინართა მზე

საქართველო  1992, 123 წთ.

 

რეჟისორი თემურ  ბაბლუანი

ოპერატორი :  ვიქტორ ანდრიევსკი,ნუგზარ ნოზაძე

სცენარის ავტორი :   თემურ  ბაბლუანი

მონტაჟი: გიული გრიგორიანი

როლებში  ელგუჯა ბურდული, დავით კაზიშვილი, ლია ბაბლუანი, ეკა საათაშვილი, გივი სიხარულიძე,ლევან ფილფანი, ფლორა შედანია, იოსებ ჯაჭვლიანი, ლიკა ქავჟარაძე, თეიმურაზ კვანტალიანი, მამუკა კიკალეიშვილი

 

 

 

ბიოგრაფია


თემურ ბაბლუანი 1948 წელს ლენტეხის სოფელ ჩოლურში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. მას, როგორც მსახიობს, შესრულებული აქვს ქართულ ფილმებში რამდენიმე როლი(„ღიმილის ბიჭები“ – მალხაზი, სატელევიზიო ვერსია „კუკარაჩა“ – მურტალო) , ხოლო გადაღებული აქვს შემდეგი მხატვრული ფილმები : „ბეღურების გადაფრენა“(1980), „ძმა“ (1981) და „უძინართა მზე“ (1992). მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალზე პრიზები. მათგან გამორჩეულია  „ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43–ე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ფილმისთვის „უძინართა მზე“ მიიღო.

 

სინოფსისი 

ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. იგი საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც.

მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ „პელეს“ მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ცდას დადებით შედეგზე მეტყველებს.

 

 

see more

close

შექსპირი კინოში

ითამაშეთ! (უხმო შექსპირი)

დიდი ბრიტანეთი; 1899-1940, 63 წთ.

 

თრეილერის ნახვა

ფილმი ბრიტანეთის ეროვნული კინო-სატელევიზიო არქივში ამოღებულ მასალას აერთიანებს, რომელიც ციფრული სახით მხოლოდ  2016 წლის მაისიდან გამოიცა.

უხმო კინოს არსებობის პერიოდში შექსპირის 300-მდე ადაპტირებული გამოცემა დამუშავდა. მოგვიანებით, ბრიტანეთის ეროვნული კინოცენტრის არქივში მოძიებული ეს არაჩვეულებრივი მასალა, რომელიც ათწლეულების მანძილზე მივიწყებულ საკულტო და იუმორისტულ სცენებს აერთიანებს, ციფრულ ვარიანტად შეიკრა. ციფრული გამოცემა „გლობუსის თეატრის“ მუსიკოსებმა, თავის მხრივ, მუსიკით გააცოცხლეს.

მართლაც უჩვეულო სანახავია მეფე ლირის ბრძოლა მძვინვარე ქარიშხლის წინააღმდეგ, ვენეციელი ვაჭრის სტენსილი და კეთილი ფერია „ზაფხულის ღამის სიზმარიდან“, ჯონ გილგუდის პირველი გამოჩენა ფილმში - „რომეო და ჯულიეტა“ (1924)...

 

see more

close

პროსპეროს წიგნები

დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/იტალია/იაპონია, 1991, 124 წთ.

 

 

რეჟისორი: პიტერ გრინევეი

ოპერატორი: საშა ვერნი

მონტაჟი: მარინა ბოდბიილი

კომპოზიტორი: მაიკლ ნაიმანი

მსახიობები: ჯონ გიელგუდი, მაიკლ კლარკი, მაიკლ ბლანკი, იზაბელ პასკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პიტერ გრინევეი, თავის ფილმებში მეცნიერებისა და ხელოვნების ნაზავს ქმნის. ტრადიციულ, ტექსტურ მონათხრობს უაზრობად აღიქვამს, ამიტომ, ამის ნაცვლად, გრინევეის ნახატებში, ფილმებში, რომანებში, ოპერებში, გამოფენებსა და დადგმებში ვიზუალური ენაა გამოყენებული. მის ნაშრომებში სიღრმისეულად არის გამოკვლეული სიკვდილი, სექსუალური სიამოვნება, აკვიატება და არქიტექტურა. გრინევეის ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: ,,მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“ (1989), ,,პროსპეროს წიგნები“ (1991), ,,ინტიმური დღიური“ (1996) და ,,გოლციუსი და პელიკანების საზოგადოება“ (2012).

 

სინოფსისი

შექსპირის ახალი სამყაროს დრამის - ,,ქარიშხლის“ - ამ მრავალშრიან, გამაოგნებლად შედგენილ ეკრანიზაციაში პიტერ გრინევეი ფილმს აღქმის, წარმოდგენის, გემოვნებისა და ძლიერების ახალ დონეზე წარმოგვიდგენს. ამ ფილმის გამოსვლისას როჯერ ებერტმა დაწერა, რომ ნაშრომი ისე კი არ უნდა აღგვექვა, როგორც უჩვეულო სიუჟეტის მქონე ფილმი, არამედ - როგორც ხელოვნების წიგნი ან მუსიკალური შედევრი. სხვების მოსაზრებით კი აჯობებს ფილმი ისე შევაფასოთ, როგორც - ბალეტი. ოცდაოთხი ,,წიგნი“ ანუ სცენა პროსპეროს ისტორიის შთამბეჭდავი მონათხრობია.  მილანის ყოფილი ჰერცოგი პროსპერო და მისი მშვენიერი ქალიშვილი მირანდა ახალი სამყაროს კუნძულზე საზღვაო კატასტროფის შედეგად ხვდებიან. წიგნები მე-16 საუკუნის ყოველგვარ ცოდნას მოიცავს - რაციონალურსაც და ჯადოსნურსაც.

ბოროტი კალიბანი და ჰაეროვანი არიელიც ჩნდებიან. ასევე, სხვა პერსონაჟებიც. თუმცა აქ პიესა მთავარი არ არის - მხოლოდ მონახაზია, რომელზეც გრინევეი კინოხელოვნების საოცარ, დაუვიწყარ ნაშრომს აფუძნებს და შედეგი გონებაში სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ.

 

see more

close

მაკბეტი

დიდი ბრიტანეთი/აშშ; 140 წთ.

 

რეჟისორი: რომან პოლანსკი

სცენარის ავტორები: რომან პოლანსკი, კენეთ ტაინანი

პროდიუსერი: ენდრიუ ბრაუნსბერგი

ოპერატორი: გილბერტ ტეილორი

მონტაჟი: ალასტეარ მაკინტაირი

მუსიკა: The Third Ear Band

მსახიობები: ჯონ ფინჩი, ფრანჩესკა ანისი, მარტინ შო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პოლონელი რეჟისორი და მსახიობი 1933 წელს საფრანგეთში დაიბადა. ეროვნული კინოსკოლა დაამთავრა ფილმებით ,,ორი კაცი“ და ,,გარდერობი“ (1958). მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი - ,,დანა წყალში“ (1962) - პოლონეთშია გადაღებული და 1963 წელს საუკეთესო, უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, კინოაკადემიის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ,,პიანისტმა“ (2002), რომელიც მუსიკოსის - ვლადისლავ შპილმანის - ნამდვილ ისტორიას აღწერს, 2003 წელს კინოაკადემიის სამი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის - საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში. ასევე სხვა მრავალი საერთაშორისო ჯილდოც მიიღო.

 

 

სინოფსისი

 

რომან პოლანსკი დაუნდობელი ამბიციისა და მკვლელობის შესახებ, უილიამ შექსპირის ტრაგედიის ძალადობით გაჟღენთილ ადაპტაციას შუა საუკუნეების შოტლანდიაში მტკიცედ და დრამატული დაძაბულობით ავითარებს. ჯონ ფინჩი და ფრანჩესკა ანისი მრისხანებითა და სექსუალურობით სავსე მეომრისა და მისი ცოლის როლებს ასრულებენ, რომლებიც ტახტის ხელში ჩაგდებას ნებისმიერი საშუალებით გეგმავენ. პოლანსკისა და თეატრის დიდებული კრიტიკოსისა და დრამატურგის, კენეთ ტაინანის, ადაპტაცია, რომელიც ბრიტანეთის კუნძულების ფონზეა გადაღებული, შექსპირის ნაწარმოებების ეკრანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული და დამაჯერებელია. 

 

see more

close

19

იანვარი
2021

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

09 დეკ

“Connecting Georgia” – Final Presentation of outcomes and Digital webinar “The Golden Balance – Between Artistic Expression and Cultural Heritage Preservation”

 “Connecting Georgia” –  Presentation of outcomes and Digital webinar  “The Golden Balance –...

25 ნოე

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

BIAFF  ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები 25 ნოემბერს, საქართველოს კინოაკადემიის დრაბაზში (ქ....

15 ნოე

BIAFF 2020 კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში - 15-25 ნოემბერს ტარდება - ფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია

 BIAFF კინოფესტივალი, პანდემიური სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ციფრულ/ონლაინ ფორმატში ტარდება.   ქვემოთ მოცემულია...

13 ნოე

BIAFF 2020 კინოფესტივალის გახსნის ცერემონია ონლაინ ფორმატში 14 ნოემბერს გაიმართება

 BIAFF 2020 კინოფესტივალის გახსნის ცერემონია ონლაინ ფორმატში  14 ნოემბერს გაიმართება  BIAFF კინოფესტივალი,...