ორგანიზაცია
ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი 2006 წელს ჩამოყალიბდა ქ. ბათუმში. მისი მიზანია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების (ფესტივალები და ა.შ.) ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი (და არა მარტო) ახალგაზრდა ხელოვანების ქართველ და უცხოელ კინორეჟისორებთან, პროდიუსერებთან, მსახიობებთან და ა.შ. ურთიერთობების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის მიზნები:
- საქართველოში თანამედროვე ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაცია.
- ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორების, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობების დახმარება და მხარდაჭერა.
- ტრადიციული და თანამედროვე ქართული ხელოვნების საერთაშორისო არენაზე პრომოცია
- სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების განვითარება.
- ორგანიზაციის წევრების პროფესიულ განვითარებაში დახმარება და ერთობლივი პროექტების განვითარების ხელშეწყობა.
- სხვადასხვა ფესტივალის მუსიკის ფესტივალის და სხვა ხელოვნების ღონისძიებების მოწყობა.
- ახალგაზრდა კინორეჟისორებსთვის, მუსიკოსებისთვის, მხატვრებისთვის, მსახიობებისთვის კონსულტაციების გაწევა და საინტერესო პროქტების განხორციელებაში მხარდაჭერა და თანამშრომლობა. \
- პროფესიული უნარების განვითარების მიზნით ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ტრენინგების, მასტერკლასების, ვორქშოფების და სემინარების მოწყობა.
ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანის მთავარი პროექტი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალია. კინოფესტივალი ყოველწლიურია და მისი მთავარი ფოკუსია არტ-ჰაუზის კინორეჟისორების ახალი არტ-ჰაუზის/არაკომერციული ფილმების და რეტროსპექტივების ჩვენება.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის გარდა ბათუმის ხელოვანთა სახლ არგანს განხორცილებული აქვს ასევე სხვადასხვა პროექტები:
- ფრანგული კინოკლუბი (2012) - 2012 წლის მაისში ფრანგული ინსტიტუტის და ბათუმის სახელწიფო უნივესიტეტის თანამშრომლობით გაიხსნა ფრანგული კინოკლუბი. პროექტის მიზანია ფრანგული ფილმების პოპულარიზაცია. ბათუმელი მაყურებლისთვის ფრანგული ფილმების კინოჩვენებების თვეში ორჯერ მოეწყობა.
- „ ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა“ (2012) - ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ფოკუსირებულია შემდეგ აქტივობებზე:
ა) ვორქშოფების და ტრენინგების ჩატარება - მონაწილეთა პროფესიული უნარების გაძლიერება (ორგანიზაციის გუნდის წევრების და ბათუმში კულტურის და კინოს სფეროში დასაქმებული ახალგაზრდები), შემდეგი ტრენინგების ჩატარების გზით: ტრენინგები ეფექტურ პიარ-კომუნიკაციებში, ეფექტურ სოციალურ მედია კომუნიკაციაში; ფოტოგრაფიაში და პროექტის მენეჯმენტში.
ბ) კინომოყვარულთა აუდიტორიის ზრდა - კინომოყვარულთათვის თავისუფალი კინოჩვენებების მოწყობა, არტ-ჰაუზის კინოს პოპულარიზაცია.
გ) მარკეტინგის ხელშეწყობა და გაუმჯობესება - ახალი ინტერაქტიული ვებ-გვერდის შექმნა. სტრატეგიული პრ კომუნიკაციის გეგმის მომზადება და სხვადასხვა მედია აქტივობების განხორციელება.
დ) სხვა ღონისძიებების/პროექტების ინცირება - ა) BIAFF საზაფხულო კინოსკოლა ბ) BIAFF „ინდუსტრიული შეხვედრები“. ორივე მათგანი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში კინოინდუსტრიის სამომავლო განვითარებას.
- სატელევიზიო პროექტი „თეთრი კვადრატი“ (2011) - ქ. ბათუმში, პრესკაფეში BIAFF კლუბმა პრესკაფესთან და TV 25 -სთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა ფილმების ჩვენებები და დისკუსიები (მოდერატორი გია მასალკინი).
- „ახალი ქართული კინოს“ პრეზენტაცია TOFIFEST 2010 (ტორუნი, პოლონეთი) - ტორუნის კინოფესტივალზე „ახალი ქართული კინოს“ სექციაში ბათუმის საავტორი კინოს საერთაშორისო ფესტივალის გუნდმა 7 ქართული ფილმი წარადგინა.
- BIAFF კლუბი (2009) - BIAFF კლუბი ჩამოყალიბდა 2009 წლის დეკემბერში. მისი ჩამოყალიბების იდეა დაიბად ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანის“ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის პერიოდში (მხარდამჭერი „ღია საზოგადოება საქართველო“), რომლის დროსაც მოეწყო რამდენიმე კინოჩვენება სტუმრად მოწვეულ კინოკრიტიკოსებთან ერთად.
კლუბის მიზანია ხელოვნების, კინოს, მუსიკის, ფოტოგრაფიის დარგში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით, სემინარების და ვორქშოფების ჩატარებით, რეგიონში ხელოვნებით და კულტურით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანების ხელშეწყობა. ამჟამად BIAFF კლუბში გაერთიანებულია 60-მდე წევრი. კლუბის ფარგლებში ხშირად ხდება კინოჩვენებების/დისკუსიების ორგანიზება
- „არტ-რეზიდენციის პროექტი“ (2006 წ.) რომელიც დაფინასებული იყო „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები, პროდიუსერები და მსახიობები ირანიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
ახალი ამბები