რეგლამენტი
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის რეგლამენტი
- საერთო დებულება
- ფესტივალის ორგანიზაცია
- ფესტივალის პროგრამა
- დოკუმენტაცია
- ფილმების ტრანსპორტირება და დაზღვევა
- სტუმრები
- ჟიური
- პრიზები
- დასკვნითი დებულება
საერთო დებულება
თავი 1
კინემატოგრაფიის პოპულარიზაციის, ქართველ და უცხოელ კინომატოგრაფისტებს შორის თანამშრომლობისათვის ქ. ბათუმში ყოველწლიურად სექტემბრის მეორე ნახევარში ტარდება საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი.
ფესტივალის ორგანიზაცია
თავი 2
ბათუმის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია „ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, შემდგომში “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი”-ს დირექცია. რომელიც ირჩევს ფესტივალის პრეზიდენტს, ადგენს საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამას, არჩევს საპატიო სტუმრებს და შეიმუშავებს ფესტივალის სტრატეგიას.
ფესტივალის პროგრამა
თავი 3
ფესტივალის პროგრამა შედგება:
- მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია
- დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია
- მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
- რეტროსპექტიული ჩვენება
- ჟიურის წევრი კინორეჟისორების ფილმები
- აბრეშუმის გზის ქვეყნების ფილმები
- დიდოსტატთა კოლექცია
- არასაკონკურსო ჩვენება
თავი 4
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის შევსებული ფორმა, ფილმის კოპიასთან ერთად უნდა წარუდგინონ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დირექციას არაუგვიანეს 1 აგვისტომდე. ფილმების შერჩევას ახორციელებს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის დირექცია და შერჩევის პროცესი დასრულდება 20 აგვისტოთვის.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში. არასაკონკურსო სექციებისთვის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ფილმებს, რომლებიც არ ყოფილა ნაჩვენები საქართველოში კინოგაქირავების ქსელში ან ქართულ სატელევიზიო არხებზე.
ფესტივალზე საჩვენებელი ფილმების პროგრამას განსაზღვრავს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია. ყოველი ფილმი შეიძლება ნაჩვენები იყოს ფესტივალზე არაუმეტეს 2 ჩვენებისა პრესისათვის განკუთვნილი ჩვენებების ჩათვლით.
თავი 5
საკონკურსო ჩვენებაში (როგორც ძირითადი ისე მოკლემეტრაჟიანი კონკურსი), მონაწილეობას ღებულობს ფილმები, რომლის წარმოება დასრულებული მიმდინარე ან წინა წელს.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში მონაწილეობას იღებს 10 მხატვრული და 8-9 დოკუმენტური ფილმი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობს 25 ფილმი, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდენ შემდეგ პირობებს:
- მხატვრული ან დოკუმენტური კინო, ანიმაცია, ექპერიმენტული კინო
- ფილმის ხანგრძლივობა - მაქსიმუმ 35 წუთი
- კინორეჟისორის ასაკი - მაქსიმუმ 35 წელი
- ჩვენების ფორმატი - ციფრული ვერსია
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ხდება ციფრული ვერსიებით (DCP, დიჯიბეტას ფორმატი), ინგლისურ ენოვანი სუბტიტრებით.
თავი 6
ყველა პირობა და ვადა მკაცრადაა დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია იტოვებს უფლებას გამორიცხოს ფილმი კინოფესტივალის პროგრამიდან.
დოკუმენტაცია
თავი 7
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ადმინისტრაციას შევსებული აპლიკაციის ფურცელი უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 1 აგვისტოსა. ფესტივალში მონაწილეობის შეტყობინებას თან უნდა ახლდეს რიგი დოკუმენტებისა: სუბტიტრები ინგლისურად, სარეკლამო და პრეს მასალები, მასალები კატალოგისათვის (ინფორმაცია ფილმის ავტორებზე, კინოფილმის ფოტოები და რეჟისორის ფოტო).
ფილმების ტრანსპორტირება და დაზღვევა
თავი 8
საკონკურსო ფილმების ტრანსპორტირების ხარჯებს იღებს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია. ფილმების კოპიების შენახვისა და დაზღვევის ხარჯებს იღებს ასევე ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია.
სტუმრები
თავი 9
ფესტივალზე სტუმრების დაპატიჟების პირობებსა და ვადებს წყვეტს ბათუმის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას ღებულობს საკონკურსო ფილმის 1 ან 2 წარმომადგენელი. კინოფესტივალის დირექცია თავის თავზე ღებულობს საკონკურსო ფილმის 1 წარმომადგენლის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს კინოფესტივალის განმავლობაში. სხვა სტუმრების დასწრების პირობებს კინოფესტივალის დირექცია უზრუნველჰყოფს პერსონალური მოწვევით.
ჟიური
თავი 10
კინოფესტივალის ძირითადი კონკურსის ფილმებს აფასებს საერთაშორისო ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით, მათ შორის მაქსიმუმ ერთი წარმომადგენელი საქართველოდან. მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო სექციას აფასებს ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით, მათ შორის მაქსიმუმ ორი წარმომადგენელი საქართველოდან.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია თავისთავზე იღებს ძირითადი ჟიურის ყოველი წევრის ფესტივალზე დასწრების ხარჯებს (ტრანსპორტირება, სასტუმრო). ჟიურის შემადგენლობაში არ შეიძლება შევიდეს ის პირები რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საკონკურსო ფილმების შექმნაში ან ფილმების კომერციულ გაქირავებაში.
პრიზები
თავი 11
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი აწესებს დამატებით პრიზებს:
1. პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (უცხოელი კინომოღვაწე).
2. პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ქართველი კინომოღვაწე).
3. დირექციის სპეციალური პრიზი.
კინოფესტივალის პრიზები - კინოფესტივალის დირექციის მიერ დაწესებულია შემდეგი პრიზები:
• მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური) - გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი
• დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური) - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
• მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმებს აფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური) - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
დასკვნითი დებულება
თავი 12
ფესტივალში მონაწილეობა განსაზღვრულია არსებული რეგლამენტის ყველა პუნქტის დაცვით
თავი 13
მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია:
ფესტივალის ვებ-გვერდი: http://www.biaff.org
ფესტივალის ელექტრონული ფოსტა: info@biaff.org
ტელ: +995 99 482181, +995 93 998272
ახალი ამბები