საერთაშორისო ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია

ალექსანდრე მინდაძე

ალექსანდრე მინდაძე

 

 

1949 წელს მოსკოვში დაბადებულმა ალექსანდრე მინდაძემ გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სცენარის ფაკულტეტი დაამთავრა და 1976 წლიდან დიდი და პატარა ეკრანების სცენარისტად მუშაობდა. მინდაძეს მრავალი ჯილდო და საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის, „ვერცხლის დათვი“ „ბერლინალეზე“ ფილმისთვის „პიესა მგზავრისთვის“. მისი სარეჟისორო დებიუტი 2007 წელს შედგა ფილმით ,,მონავარდე“, რომელიც 2007 წელს ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს. მისი შემდეგი ფილმი “უცოდველი შაბათი” ბერლინალეზე იყო პრემირებული  2011 წ. ასევე წარმოდგენილი იყო ბათუმის კინოფესტივალზეც.

 

 

see biography

close biography

კრისტოფერ გუდვინი

კრისტოფერ გუდვინი

კრისტოფერ გუდვინი ოცდაათ წელზე მეტია რაც კინოსა და ლიტერატურაზე წერს. იგი იყო ჟურნალების „Screen International“ და „Moving Pictures International“ მთავარი რედაქტორი, ასევე „The Hollywood Reporter“ - ის საერთშორისო რედაქტორი. ის წერდა სტატიებს ფილმებზე და კულტურაზე ისეთ ჟურნალებში როგორიცაა „The Sunday Times“ (ლონდონი), „The Times“, „GQ“, „Esquire“ და სხვები. 2012 იგი გახლდათ ზაგრების, ხოლო 2015 წელს  პულას  კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

see biography

close biography

ნიკი კარიმი

ნიკი კარიმი

დაიბადა თეირანში. ნიკი კარიმმა მოღვაწეობა დაიწყო როგორც მსახიობმა დარიუშ მეჰრჯუის ფილმში „სარა“, რისთვისაც მან 1992 წელს საუკეთესო მსახიობის ჯილდოები მიიღო სან სებასტიანისა და ნანტის კინოფესტივალებზე. მას შემდეგ ის 40-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. შესრულებულმა როლებმა მას არაერთი ნაციონალური თუ საერთაშორისო ჯილდო მოუტანა, ისეთ ფესტივალებზე როგორიცაა  ტაორმინას კინოფესტივალი იტალიაში, კაიროს კინოფესტივალი ეგვიპტეში და თეირანის კინოფესტივალი, ასევე ჯილდოები საუკეთესო მსახიობისათვის ირანის კინო საზოგადოებისგან.

2001 წელს, ის რეჟისორის კარიერას იწყებს დოკუმენტური ფილმით უშვილობის შესახებ: „გყავდეს თუ არ გყავდეს“. მისი პირველი მხატვრული ფილმი „ერთი ღამე“(2004), მოხვდა კანის კინოფესტივალის სექციაში "Un Certain Regard", შემდეგომში ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2006 წელს ის იღებს თავის რიგით მეორე მხატვრულ ფილმს „რამდენიმე დღის შემდეგ“, რომლის პრემიერაც რომის კინოფესტივალზე შედგა. კარიმის ფილმმა „ფინალური სასტვენი“ (2011) მიიღო რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა ფესტივალზე.

 

see biography

close biography

ნიკოლას რონჩი

ნიკოლას რონჩი

ნიკოლას რონჩი პირველად კინოთი  13 წლის ასაკში დაინტერესდა. 10 წლის შემდეგ ის ტოვებს მშობლიურ ქალაქ ბორდოს და გადადის პარიზში, იგი ხდება პოსტ-პროდუქციის კურიერი ისეთ ცნობილ ფრანგულ კომპანიაში როგორიცაა „Les Films Alain Sarde“.

ნიკოლასი ფილმზე მუშაობისთვის საჭირო ყველა პოზიციის გაცნობის შემდეგ განსაკუთრებით კასტინგით დაინტერესდა, მსახიობებთან და რეჟისორთან ურთიერთობით სამონტაჟო ოთახში და გადასაღებ მოედანზე („ვანდომის მოედანი“, „ბალზაკი“, „8 ქალი“...).

იგი ზედიზედ 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც გახლავთ ტონი მარშალი, დენის არკანი, რეჟი ვარგნიე, ბრიჯიტ რუანი, კლერ დენისი და მაივენი, ასევე ბერნარ სტორასთან და ჟოსე დეიანთან ერთად სატელევიზიო ფილმებში.

ბოლო პერიოდში ნიკოლასი მუშაობდა ჟალი ლეპერის ფილმში „ივ სენ ლორენი“, ასევე სედრიკ ანგერის, ფრედერიკ ბეგბედერის, ნიკოლა პარიზეს, ანდრე ტეჩინეს და დანიელ მონზონის  ბოლო ფილმებში.

ამჟამად ის მუშაობს დანიელ ვიკარის, სემ კარმანის, პიერ ტორეტონის, კაროლინ ბოტაროს, ლუიზ არშამბოს და ჯონი მალკოვიჩის ბოლო ნამუშევრებზე. მასთან თანამშრომლობით გადაღებული ფილმების - ჯული დელფის „ლოლო“ და ბრედი კორბეს „ლიდერის ბავშვობა“ - პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახლახანს შედგა.

 

see biography

close biography

გიორგი ოვაშვილი

გიორგი ოვაშვილი

გიორგი ოვაშვილმა (დაიბადა 1963 წ., საქართველო) 1996 წ. დაამთავრა თეატრის და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. 2006 წელს კი ნიუ იორკის კინოაკადემიის ჰოლივუდის ფილიალი.  გადაღებული აქვს რამდენიმე საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის “მზერის დონეზე”, რომელიც პრიზებით დაჯილდოვდა ბერლინში და ოდენსში (2005 წ.). 2009 წ. გადაღებული  ფილმი  “გაღმა ნაპირი”  50-მდე საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა დ მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული.  ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის წლის ევროპული აღმოჩენის ნომინაციაზე. 2014 წელს გიორგი ოვაშვილის  ბოლო ფილმის “სიმინდის კუნძულის” საერთაშორისო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, სადაც ის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. 

 

see biography

close biography

საერთაშორისო ჟიური - დოკუმენტური ფილმების სექცია

ზელიმირ ზილნიკი

ზელიმირ ზილნიკი

60-იანი წლების ბოლოდან ზელიმირ ზილნიკს, სოციალურად აქტუალურმა ფილმებმა და დოკუმენტალისტიკამ ყოფილ იუგოსლავიაში მნიშვნელოვანი ჯილდოები მოუტანა („უმუშევარი“, 1968, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ობერჰაუზენის ფესტივალზე, 1968.  „ადრეული ნამუშევრები“, 1969, საუკეთესო ფილმი ბერლინის ფესტივალზე). თუმცა რეჟისორი განიცდიდა ცენზურასაც 70-იან წლებში მთავრობის აპარატისადმი  მკაცრი კრიტიკის გამო.

მცირე ბიუჯეტიანი ფილმების წარმოება და გამომწვევი პოლიტიკური თემები გამოირჩევა ზილკინის კარიერაში, რომელიც 50-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს მოიცავს.

ზილკინის უნარი დააკვირდეს და შეუდარებლად წარმოაჩინოს ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება მისი დოკუმენტური ფილმებისა და დოკუმენტური დრამის მთავარ ხაზს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში მას ყურადღება დაყოფილი ბალკანეთიდან გადააქვს ევროპის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებასა და მიგრანტებისა და ლტოლვილების საკითხების ღრმად შესწავლაზე.

 

see biography

close biography

ირინა გორდიჩუკი

ირინა გორდიჩუკი

 

 

ირინა გორდიჩუკი დაიბადა ყირიმში, ფეოდოსიაში. დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. თავდაპირველად  თარჯიმნად დაიწყო მუშაობა კიევში, ტურისტულ კომპანიაში. მისი სატელევიზიო კარიერა კინოს შესახებ ისეთი გადაცემების ავტორობით დაიწყო, როგორიცაა: „ყველაფერი კინოზე“, „სახელი“, „ეგოისტი“, „საკუთარი როლი“. თავის გადაცემებში არაერთ ცნობილ კინოსახესთან ააქვს ჩაწერილი ინტერვიუ, მათ შორის: ემირ კუსტურიცა, ოლეგ იანკოვსკი, ჯერზი ჰოფმანი, რომან ბალაიანი, პიერ რიშარი, ნიკიტა მიხალკოვი და სხვები - არტისტები, რომლებიც სხვადასხვა უკრაინული თუ საერთაშორისო კინოფესტივალისა და თუ სატელევიზიო კონკურსის გამარჯვებულები არიან: მსახიობი ბოგდან სტუპკა, რომელიც უკრაინული „ოქროს ტალღის“ გრანპრის მფლობელია, იგორ კოსტინი - პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც ჩერნობილის კატასტროფა აღბეჭდა.

ირინა გორდიჩუკი 2002 წელს დასახელდა უკრაინის საუკეთესო ჟურნალისტთა შორის, 2009-2010 წლებში დაინიშნა კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამულ დირექტორად. გახლავთ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) სრულუფლებიანი წევრი. არაერთხელ ყოფილა კინოფესტივალების ჟიურიში, მათ შორის: კიევში, ოდესაში, ერევანში, მინსკში და ტომსკში. 

 

see biography

close biography

ვოიჩეხ შჩუდლო

ვოიჩეხ შჩუდლო

ვოიჩეხ შჩუდლო  კინო სტუდია „კელიდოსკოპის“ პროდიუსერია. ის იყო დოკუმენტური ფილმების ვარშავის სახელმწიფო  სტუდიის აღმასრულებელი პროდიუსერი. 1989 წელს ვოიჩეხი სამ სხვა პროდიუსერთან ერთად აყალიბებს ერთერთ პირველ დამოუკიდებელ კინოსტუდიას პოლონეთში „კალეიდოსკოპს“. კინოსტუდია გახდა არაერთი პრიზიორი ფილმის მწარმოებელი კომპანია, როგორიცაა  მაგალითად 1994 წელს ოსკარზე ნომინირებული ფილმი „89 მმ ევროპიდან“, რეჟისორი მარსელ ლოზინსკი. ამის შემდეგაც ვოიჩეხი აგრძელებს იმ დროისთვის პოლონეთის საუკეთესო ფილმების წარმოებას. კიდევ ერთი ფილმი „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ მიიღო INPUT ჯილდო მექსიკაში და  შესულია მსოფლიოს საუკეთესო დოკუმენტური ფილმების ოცეულში. ფილმმა „მითხარი რატომ“, რეჟისორი მ.იმიელსკა, ჯილდოები აიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის ფილმი სიყვარულზე ჰოლოკოსტის დროს. 1999 წელს ფილმმა „მამა, მიყვარხარ“ მიიღო INPUT ჯილდო ჰალიფაქსში, კანადა. 2007 წელს საქართველოსთან თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „-„პოლონურ ოთხკუთხა ქუდსა და ვეფხის ტყავში“- რეჟისორი ეჟი ლუბახი. 2008 წელს ფილმი „თუ ეს მოხდება“ მოხვდა ოსკარის შორთლისტში.

გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ისეთ უცხოურ კომპანიებთან ერთად როგორიცა TV ARTE ,TV France .TV German ,La Septe,TV Japan TV Finland და სხვა.

 

see biography

close biography

დენის უითლი

დენის უითლი

დენის უითლი არის დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი და ხმის რეჟისორი დიდი ბრიტანეთიდან. მისი ფილმები არაერთი ჯილდოს მფლობელია (გრირსონი, BAFTA). მათი პრემიერები გაიმართა მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორიცაა Sundance-ის კინოფესტივალი, ლოსანჯელესის კინოფესტივალი, Berlinale, Tribeca, HotDocs, Idfa, შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, ლონდონის კინოფესტივალი და სხვა. („ბენგალელი გამომძიებელი“, რეჟ:ფილ კოქსი, „დაბნელება“, რეჟ: ევა ვებერი, „ლოურენსი ბელგრავიიდან“, რეჟ: პოლ კელი, „სიყვარულის სასტუმრო“, რეჟ:ფილ კოქსი/ჰიკარუ ტოდა).

მისი გატაცებაა შექმნას უკეთესი საუნდთრეკები დოკუმენტური ფილმებისთვის, სანამ ფილმებზე დაიწყებდა მუშაობას, იგი წერდა და ქმნიდა მუსიკას. ვითლი სწავლობდა არქიტექტურას და კინოს ლონდონის არქიტექტურის სკოლაში და გამომსახველობით ხელოვნებას ბრაიტონის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი.  მისი ამბიციაა გააკეთოს რაიმე პროექტი ფარაჯანოვის „ბროწეულისფერ“ სამყაროში.

 

see biography

close biography

ლაშა ხალვაში

ლაშა ხალვაში

ლაშა ხალვაში დაიბადა საქართველოში 1977 წლის 22 აპრილს. 1995-2005 წლებში დაამთავრა უნივერსიტეტი იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებით. 2003 წლიდან მუშაობს შემოქმედებით ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით.  2011-2014 წლებში ხელმძღვანელობდა კინოსტუდია “მილიმეტრ ფილმს”. 2014 დააარსა კინოსტუდია “არტიზმი” რომელსაც დღესაც წარმატებით უდგას სათავეში.  ლაშა არის ასევე საქართველოს პროდიუსერთა გილდიის თანადამფუძნებელი.

ლაშა ხალვაში იყო სხვადასხვა მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროდიუსერი, მათ შორის:  “პატარძლები” (საქართველო, საფრანგეთი 2014), რეჟისორი: თ. ყაჯრიშვილი (ნაჩვენები იყო ბერლინის, ტრაიბეკას, ბუსანის სარაევოს, ქაიროს, ლონდონის კინოფესტივალებზე); “ფარაჯანოვი” (უკრაინა, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი 2012) რეჟისორები: ოლენა ფეტისოვა, სერჟ ავედიკიანი (პრემიერა შედგა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, “ბოლო გასერინება” (საქართველო 2011) რეჟისორი: ზაზა ურუშაძე.

ამჟამად მუშაობს რამდენიმე კინოპროექტზე; “ახლა მეყვარები” (უკრაინა, საქართველო 2015) მხატვრული ფილმი, რეჟისორი: ბორის შირმანი.; “გაყინული შადრევნების წელიწადი” (საქართველო, რუსეთი 2015) მხატვრული ფილმი, რეჟისორი: ვანო ბურდული.

 

see biography

close biography

საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

ნენად დიზდარევიჩი

ნენად დიზდარევიჩი 

ნენად დიზდარევიჩი (21/05/1955) არის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და კინოხელოვნების მასწავლებელი სარაევოში (ბოსნია და ჰერცოგოვინა). ის ასევე გახლავთ სარაევოს კინოაკადემიის თანადამაარსებელი,  დეკანი და რეჟისურის ლექტორი. წარსულში მუშაობდა როგორც კვლევების ხელმძღვანელი და პროფესორი  პარიზის საერთაშორისო კინოსკოლაში - EICAR (2004-2008), სარაევოს საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიაში -  ბოსნია და ჰერცოგოვინა (1998-2002) და სხვა.

ნენადი არის რამდენიმე ფილმის რეჟისორი(როგორც მხატვრულის ასევე დოკუმენტურის). მისი ფილმი „Magarece Godine“(„რთული მოზარდები“) იყო ბოსნიიდან  ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი 1995 წელს.

 

see biography

close biography

ზიგფრიდი

ზიგფრიდი

ზიგფრიდი, სწავლობდა ჩელოზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე და პიანინოზე დაკვრას. მსოფლიოს ირგვლივ ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ, ფოტოების გადაღების პროცესში, გახდა რეჟისორი და კომპოზიტორი. საკუთარი ფილმების გარდა, ის ასევე გახლავთ სხვა რამდენიმე ფილმის საუნდტრეკის ავტორი ევროპასა და რუსეთში. „შიმშილი“(1996), „უკვე შობაა?“(1997), „ლუიზ“ ნაჩვენები იყო კანის ფესტივალის ოფიციალურ სელექციაში 1998 წელს, ასევე სანდენსის ფესტივალზე 1999 წელს. „სანსა“(2003) ნაჩვენები იყო კანის კინოფესტივალზე “Directors’s Fortnight” სექციაში 2003 წელს. „კინოგამა“(2008), გადაღებული 2 ნაწილად ნაჩვენები იყო ლოკარნოში 2008 წელს. „საბავშვო ისტორიები“(2011) წარმოდგენილი იყო რომის და სხვა კინოფესტივალებზე.  ფილმების გადაღებების  შუალედში ზიგფრიდი ატარებს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნებში სხვა მუსიკოსებთან ერთად. 2010 წელს იგი უშვებს კლასიკური ჰიპ-ჰოპ სონატების ალბომს „Freespeed sonata“. ამის შემდეგ იგი ატარებს ტურნეს  მსოფლიოს გარშემო, როგორც სოლო პიანისტი და  როგორც ელექტრო ჯაზტრიო დრამერთან და ბასსთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებიდან. ევროპაში გამოიცა მის მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოების ორი წიგნი.

 

see biography

close biography

ელენ იანოვსკი

ელენ იანოვსკი

ელენ იანოვსკი არის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი. ცხოვრობს იერუსალიმში. მან დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით, ხოლო მოგვიანებით თელ ავივის უნივერსიტეტი ხელოვნების მაგისტრის ხარისხით კინორეჟისურის მიმართულებით. მას შემდეგ რაც პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო 2009 წელს, „ნევე შაანანის ქუჩა“, ჰელენმა კინოინდუსტრიაში დაიწყო მოღვაწეობა როგორც დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა. მისი პირველი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია „იერუსალიმის კრივის კლუბი“, რომელიც ნაჩვენები იყო იერუსალიმის კინოფესტივალზე 2015 წელს, ასევე ფილმი გავიდა ისრაელის მე-8 არხის ეთერში.

ჰელენი ასევე არის B’Tselem-ის ვიდეო არქივის მენეჯერი, ისრაელის ადამიანის უფლებებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საინფორმაციო ცენტრი.

 

see biography

close biography

თინათინ ყაჯრიშვილი

თინათინ ყაჯრიშვილი

თინათინ ყაჯრიშვილი დაიბადა ქ.თბილისში, საქართველოში 1978 წელს. 2001 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით კინორეჟისორი. გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის “ოპუსი #1”, “მისტერიები”. მოგვიანებით გააგრძელა სწავლა საპროდიუსერო მიმართულებით (სამხრეთ კავკასიის კინემატოგრაფისტთა კავშირის მასტერკლასი პროდიუსერებისათვის). 2009 წელს შერჩეული იქნა EAVE პროდიუსერთა ერთწლიან სასწავლო კურსზე. არის პროდიუსერი რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმის, მათ შორის მოკლემეტრაჟიანი ფილმები “ბუდე” (რეჟ: თ.ბზიავა) და “შავი თუთა”, რომლებიც ნაჩვენები იყო სანდენსის, პალმ სპრინგის, კორკის და ჰონგ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, სრულმეტრაჟიანი ფილმები “პარაჯანოვი” (რეჟ: ოლენა ფეტისოვა, სერჟ ავედიკიანი), პრემიერა შედგა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. “პატარძლები”, რომელიც თინათინის სარეჟისორო დებიუტიცაა, პრემიერა შედგა ბერლინის კინოფესტივალზე.

 

see biography

close biography

16

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...