BIAFF კინოსკოლა

BIAFF 2014  კინოსკოლა

სამეტაპიანი ტრენინგების ციკლი -  სცენარის განვითარებაში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურა და პროდიუსინგი

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში (14-21 სექტემბერი, 2014 წ.), აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართება “BIAFF 2014 კინოსკოლის“ ტრენინგ კურსი.

„BIAFF  კინოსკოლის“ პროექტი 2011 წელს დაიწყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით და უკვე მეოთხე წელია კინოფესტივალის ფარგლებში უცხოელი კინემატოგრაფისტების მიერ ხდება საინტერესო ტრენინგ კურსის ორგანიზება სხვადასხვა თემატიკაზე. 2011 წ. ჩატარდა ერთკვირიანი კურსი „სცენარის განვითარებაში“ ამერიკელი ტრენერის  პოლ კრონინის (http://www.lfs.org.uk/courses/workshops/directing/wsdir03/index.php) მიერ. 2012 და 2013 წწ.-ში კი ბრიტანულ ორგანიზაცია POSTCODE FILMS-თან თნამშრომლობით და „ბრიტანეთის საბჭოს“/აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა ერთობლივი პროექტი  KINO FUTURES, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა კინემატოგრაფებისტებს  ჩაუტარდა 6 დღიანი  პრაქტიკული ხასიათის ტრენინგ-კურსი დოკუმენტურ კინოზე. ტრენინგ კურსი ასევე მოიცავდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას და პრაქტიკულ  რეკომენდაციებს ტრენერებისგან   ისეთ საკითხებში, როგორიცაა მონტაჟი, პიტჩინგი (PITCHING) და პროდიუსინგი.

“BIAFF 2014 კინოსკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ტრენინგ კურსები

კინოსკოლის ორგანიზების პერიოდი   - BIAFF  კინოსკოლა 2014“ ჩატარდება 3 ეტაპად:

-        ეტაპი 1  - სექტემბერი, 2014 წ. -  ბათუმის კინოფესტივალის პერიოდში  6 დღიანი ვორქშოფი „სცენარის განვითარება და ადაპტაცია“ - ტრენერი - ცნობილი აზერბაიჯანელი რეჟისორი  - რუსტამ იბრაგიმბეკოვი. 

-        ეტაპი 2  - ოქტომბერი, 2014 წ. -  4 (+3) დღიანი ვორქშოფი „მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურა“ - ტრენერი - ცნობილი ქართველი რეჟისორი - საშა რეხვიაშვილი და მიხეილ კობახიძე. 4 დღიანი ვორქშოფის შემდეგ გათვალისწინებულია ასევე 3 დღე პრაქტიკული ხასიათის მუშაობა - მონაწილე ჯგუფების მიერ მოკლემეტრაჟიანი ფილმების თითო სცენის გადაღება და პრაქტიკული რეკომენდაციები რეჟისორის/ტრენერისგან, რომელიც გადაღების პროცესში სათანადო რჩევებს აძლევს სტუდენტებს და გადაღებული მასალის ანალიზს აკეთებს ჯგუფთან ერთად და რეკომენდაციებს აძლევს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

-        ეტაპი 3 - ნოემბერი, 2014 წ.  –  3-4 დღიანი ვორქშოფი „პროდიუსინგი და ფილმის პროექტის მომზადება“. ჩატარდება ქართველი პროდიუსრების მიერ. ამ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს  წინა ეტაპის მონაწილეები და მოხდება მათ მიერ მომზადებული პროექტების სცენარების დახვეწა და საბოლოო პროექტის სახით ჩამოყალიბება.

სამეტაპიანი კურსის მიზანია -  მონაწილეებისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება  მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის მომზადების სამივე ეტაპისთვის - სცენარის განვითარება, რეჟისურა და პროდიუსინგი (პროექტის მომზადება/პრეზენტაცია). ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ გამზადებული (სცენარი, რეჟისორული ხედვა და ა.შ.) ფილმის პროექტი, რომლის წარდგენაც შეეძლებათ  დაფინანსებისთვის - საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და აჭარის  რეგიონალური კინოფონდის მოკლემეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსზე. ასევე BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი  საჭირო  კონსულტაციებს გაუწევს მონაწილეებს უცხოეთში ფინანსირების მოძიების საკითხებზე (უცხოური კო-პროდუქციის პლატფორმები, ფონდები და ა.შ.)

 ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ  შესაბამისი სერტიფიკატები ! 

 

BIAFF Summer Film School Application form

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 Sep

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 Apr

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...