ისტორია

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 2006 წელს დაარსდა.

კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვნების სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი - ქალაქ ბათუმის მერია. BIAFF არის ყოველწლიური ღონისძიება და ის ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალის ძირითადი ინტერესის სფეროა საავტორო ფილმი.

 

- 2010 - მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში - BIAFF პროგრამა წარმოდგენილი იყო 45 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 22 ქვეყნიდან. მთავარი სექციის ჟიურის თავმჯდომარე იყო ცნობილი პოლონელი კინორეჟისორი - ზბიგნევ რიბჩინსკი, ხოლო ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ ჯუდი ბლექბორნი - ჩიკაგოს ირლანდიული კინოს ფესტივალის მენეჯერი (აშშ), ბოჟიდარ მანოვი - კინოკრიტიკოსი (ბულგარეთი), ნინო კირთაძე - კინორეჟისორი (საქართველო), შიდიქ ბარმაქი - კინორეჟისორი (ავღანეთი). ასევე ეწყობოდა ზბიგნევ რიბჩინსკისა და აბას კიაროსტამის (ირანი) რეტროსპექტივები და მასტერ კლასები.  

 

- 2009 – „BIAFF (ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტიალი) მზადების მხარდაჭერა“ დაფინანსდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ხელოვნებისა და კულტურის ქსელის პროგრამის ფარგლებში - პროექტი ითვალისწინებდა BIAFF ორგანიზების მხარდაჭერას მოსამზადებელ პერიოდში ინფორმაციის აქტიური გავრცელებით, ფესტივალის პერსონალისა და მოხალისეების (აქტიურად ჩაბმული ორგანიზაციის საქმეებში) პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებთ სპეციალიზებული ტრენინგ-კურსებისა და სემინარების საშუალებით, BIAFF-ის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებით, თანამედროვე კინემატოგრაფიის პოპულარიზაციით აჭარის რეგიონში და კინოსა და ფესტივალისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდით.

 

- 2009 - მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში - BIAFF პროგრამა წარმოდგენილი იყო 52 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 35 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 21 ქვეყნიდან. ჟიურის თავმჯდომარე  -იოს სტელინგი (ნიდერლანდები). გარდა ამისა სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების ძირითადი კონკურსის სექციისა, წარმოგენილი იქნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე (ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები), თურქული კინოს სექცია, და კოლექციის მფლობელი. საპატიო სტუმარი იყო კრისტოფ ზანუსი (პოლონეთი). ამ წელს (2009) BIAFF-ის ფარგლებში გაჩნდა ახალი საკონკურსო სექცია -  ახალგაზრდა კინორეჟისორთა საერთაშორისო კონკურსის სექცია, რომლის მიზანია ახალგაზრდებისა და სტუდენტების ჩართულობას და ხელს შეუწყობს კულტურული ქსელის განვითარებას ადგილობრივი და უცხოელი  კინორეჟისორების შემოერთების გზით.     

 

- 2008 - მესამე საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში - BIAFF პროგრამა წარმოდგენილი იყო 50 ფილმით 20 ქვეყნიდან. ჟიურის თავმჯდომარე - პაველ პავლიკოვსკი (გაერთიანებული სამეფო).  კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ცნობილი პოლონელი კინორეჟისორი კრისტოფ კიეშლოვკსის და ფრანგი კინორეჟისორის  ერიკ რომერის რეტროსპექტივა.

- 2007 - მეორე საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში - BIAFF პროგრამა წარმოდგენილი იყო 40 ფილმით 18 ქვეყნიდან. ჟიურის თავმჯდომარე იყო კრისტოფერ კამიშევი (ჩიკაგოს  დოკუმენტური ფილმის საერთაშრისო კინოფესტივალი). ფესტივალზე ნაჩნვენები იქნა ცნობილი პოლონელი კინორეჟისორის ანჟეი ვაიდას  რეტროსპქტივა, რომელიც წარადგინა  ასევე ცნობილმა პოლონელმა კინორეჟისრომა  კრისტოფ ზანუსი.

 

- 2006 - პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში - BIAFF-ის პროგრამა წარმოდგენილი იყო 35 ფილმით 22 ქვეყნიდან. ჟიურის თავმჯდომარე -  ჰანს-იოახიმ შლეგელი (გერმანია)

 

 

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 Sep

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 Apr

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...