biaff

 

 

BIAFF ინდუსტრიული პლატფორმა - “ალტერნატიული ტალღა 2018 

 

"ალტერნატიული ტალღა" გაიმართება “საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს  ქ. ბათუმში.  “ალტერნატიული ტალღის”  ძირითადი ფოკუსია - დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება, კინოინდუსტრიის უცხოელი და ქართველი ექსპერტების დახმარებით. შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით -  სცენარი, საპრეზენტაციო ტექნიკა, დაფინანსების სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.

 

BIAFF 2018 ინდუსტრიულ პლატფორმაში "ალტერნატიული ტალღის" მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა 8 პროექტი, საიდანაც 6 არის საქართველოდან, 1 თურქეთიდან და  1 უკრაინიდან.

 

შერჩეული პროექტების სია

 

1. “56. გაზაფხული”, რეჟისორი - რუსუდან პირველი, სცენარისტი-ბესო ოდიშარია

2. “ბავშვი” რეჟისორი-ნინო ბასილია, პროდიუსერი-კოკო (კარლო) ჩიხრაძე.

3. “მსხვერპლი” ავტორები ამირან დოლიძე, თედო დოლიძე.

4. “ქალაქის ლანდი” ავტორები თორნიკე ტიკარაძე, გიგა ლიკლიკაძე.

5. “Easter-იკა” რეჟისორი - სოფო ჭინჭარაული, პროდიუსერი-ელენე თავაძე.

6. “შუშანა” ავტორი ირინა გაჩეჩილაძე.

7. “ანტონის ცხოვრება” რეჟისორი იულია მირონენკო, პროდიუსერი იგორ სავიჩენკო (უკრაინა).

8. “ყულაბა” რეჟისორი-ფენიტ კაროლი, პროდიუსერი-ნეფეს პოლატი (თურქეთი)

 

„ინდუსტრიული ტალღის“ ტრენერები/ექსპერტები - გულინ უსტუნ, აიშეგულ ექმექჩიოღლუ (თურქეთი), ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი), კატარინა მარკოვა (სლოვაკეთი), ნიკოს პანაგიოტოპოულოს (საბერძნეთი)

 

ასევე მოწვეული სპიკერები - სერგეი რახლინი (აშშ - „ოქროს გლობუსი“), პოლ ტილჯეს (ლუქსემბურგი)

 

მოდერატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში

ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, ზვიად ელიზიანი.

 

ლოკაცია - სასტუმრო  Wyndham Batumi-ის საკონფერენციო დარბაზი

 

ბათუმის კინოფესტივალის დასასრულს გამოვლინდება „ალტერნატიული ტალღის“ საუკეთესო პროექტი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია - awbiaff@gmail.com, თინათინ ყაჯრიშვილი - 597202550 
ლაშა ხალვაში - 595926206

 

“ალტერნატიული ტალღის” მხარდამჭერები   -  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

 

 

BIAFF 2013 - კინოჩვენებების განრიგი დღეების მიხედვით

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 Sep

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 Apr

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...