მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური

ტატიანა დეტლოფსონი

აშშ

 

 

ტატიანა დეტლოფსონი 25 წელზე მეტია მუშაობს სარეკლამო ინდუსტრიაში უცხოური კინოსა და საერთაშორისო ფესტივალების პოპულარიზაციის მიმართულებით. მის მიერაა წარდგენილი ოსკარსა და ოქროს გლობუსზე ნომინირებული შემდეგი ფილმები: „ჩემი ცხოვრება, როგორც ძუკინი“, „გველის სირცხვილი“, „მანდარინები“, „წყვეტილი წრის დაშლა“, „კონ-ტიკი“ და „ხარის თავი“. მანვე წარადგინა რეჟისორები: ზაზა ურუშაძე, რუსუდან გლურჯიძე და ანა ურუშაძე  ოსკარისა და ოქროს გლობუსის შესარჩევ კონკურსზე. უკვე 20 წელია იგი კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენელია. ასევე, მუშაობდა ლოკარნოს, თესალონიკის, ჰელსინკის, სკიპ სითის, ჰოგესუნდისა და ბევრი სხვა ფესტივალისთვის. 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაციაში - European Film Promotion (EFP), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეწევა ევროპული კინოს პოპულარიზაციას. იგი უზრუნველყოფს ევროპული ფილმების ოსკარზე ჩვენებას ლოს-ანჯელესში, 2018 წელს 25 ფილმი იყო წარდგენილი. სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ატარებს ვორკშოპებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიებზე, ასევე, ასწავლის კინო PR-ს პრაღის წამყვან კინოსკოლაში - FAMU. ტატიანა დაიბადა ჩეხეთში, ცხოვრობდა შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში, 2005 წლიდან ცხოვრობს კალიფორნიაში, ვენის ბიჩზე. იგი სრულოყოფილად ფლობს ინგლისურ, ჩეხურ, შვედურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

 

see biography

close biography

რუსუდან გლურჯიძე

საქართველო

 

 

რუსუდან გლურჯიძე რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით. 1990-1996 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივესრსიტეტში, გიორგი შენგელაიას კლასში ეუფლებოდა კინორეჟისურასა და სცენარისტის პროფესიას. 2017 წლიდან არის საპროდიუსერო კომპანია „სინეტეკის“ პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 

რუსუდან გლურჯიძე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიშია, მათ შორის: კარლოვი-ვარის ფესტივალზე, მინსკის ფესტივალზე, ევრაზიის ფესტივალზე, ფაჯრის (თეირანი) ფესტივალზე და სხვა. 

მისი ფილმებიდან განსაკუთრებით ცნობილია: „სხვისი სახლი“ (2016), „ოსკარი“ (1996), „ნოქტიურნი“ (1993).


 

see biography

close biography

კარმენ გრეი

დიდი ბრიტანეთი

 

 

კარმენ გრეი დაიბადა ახალ ზელანდიაში და ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. იგი არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და პროგრამისტი. იგი წერს ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, მუსიკაზე და კულტურაზე შემდეგი ჟურნალებისთვის: The New York Times, The Guardian, The Observer, Sight & Sound, The Calvert Journal and The Village Voice. ასევე, არის ლონდონური ჟურნალის - Dazed & Confused magazine - კინორედაქტორი. ამჟამად გახლავთ შვეიცარიის ვინტერთურის ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების შესარჩევ კომისიაში. მას განათლება მიღებული აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

 

see biography

close biography

ალექსანდრე მინდაძე

რუსეთი

 

 

ალექსანდრე  მინდაძე 1949 წელს დაიბადა მოსკოვში. იგი რუსეთში ერთ-ერთ გავლენაინ სცენარისტად და რეჟისორად ითვლება. 1975 წლიდან მოყოლებული მის სცენარებზე 20-მდე ფილმია გადაღებული. კარიერის დასაწყისში მან თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ რუს რეჟისორთან - ვადიმ აბრაშიტოვთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე ათწლეული მუშაობდა და აბრაშიტოვის 11 ფილმი მინდაძის სცენარებზეა გადაღებული. ფილმმა - „პლუმბუმი“ - 1987 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, 1995 წელს კი მინდაძე-აბრაშიტოვის დუეტმა ბერლინის კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვის“ პრიზი დაიმსახურა ფილმისთვის - „პიესა მგზავრისთვის“. 2007 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა მისი პირველი ფილმის პრემიერა. ფილმმა ორი პრიზი მიიღო, მათ შორის, კინოკრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის რუსეთში. 2011 წელს ბერლინის კინოფესტივალზე შედგა მისი მეორე ფილმის - „შაბათ დღეს“ -  პრემიერა. 2015 წელს კი მინდაძის მესამე ფილმმა - „ჩემი კარგი ჰანსი“ - რუსეთის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო და კინოკრიტიკოსთა გილდიის მთავარი პრიზი - „თეთრი სპილო“ - დაიმსახურა 5 კატეგორიაში. მინდაძე რუსეთში მოღვაწე ერთადერთი სცენარისტია, რომელსაც კინოში ლიტერატურის განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს „ენიო ფლაიანოს პრიზი“ და „ვერცხლის პეგასუსი“, რომელიც გახლავთ იტალიის კულტურის აკადემიის პრესტიჟული პრემია.

 

see biography

close biography

მარტინ ბლეინი

დიდი ბრიტანეთი

1988 წლიდან, გერმანული კინოსა და ტელევიზიის თემაზე სადოქტოროს დაცვის შემდეგ, მარტინ ბლეინი გერმანიაში ცხოვრობს. იმ დროიდან მოყოლებული მუშაობს ბერლინისა და მიუნხენის კინოფესტივალებისა და ევროკავშირის მედია პროგრამებისთვის. 1990 წელს მუშაობა დაიწყო გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის კორესპონდენტად ბრიტანული კომერციული ჟურნალისთვის - Screen International, ასევე, პუბლიკაციებს აქვეყნებდა შემდეგი გამოცემებისთვის: German Film, Film und Medien in NRW – Das Magazin, Polish Film Industry Magazine და Blickpunkt: Film. 2000 წელს წამოვიდა Screen International-იდან და მუშაობა დაიწყო ბერლინის საპროდიუსერო კომპანიის - Road Movies - პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად, თუმცა 2001 წელს დაუბრუნდა Screen International-ს. ჟურნალისტური მოღვაწეობის გარდა 2017-2018 წლებში მონაწილეობდა არაერეთი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიში, მათ შორის: Cinekid-სა და KiKiF-ის ფესტივალებზე. იგი არის ბერლინის კინოფესტივალის რამდენიმე პანელის მოდერატორი და ასევე, არაერთ დიდ ღონისძიებას კურირებს ევროპის მასშტაბით, მათ შორისაა: ვენეციის კინოფესტივალი, MIP TV კანში, Connecting Cottbus, Sofia Meetings, Nyon's Visions du Réel, „რეჟისორები საზღვრების გარეშე“ (ერევანი), ტრანსილვანიის კინოფესტივალი, მოსკოვის ბიზნეს მოედანი, ლოკარნოს ღია კარის დღეები, ჩრდილოური კინოს დღეები, „როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს“ (ტრიესტე) და ოდესის კინოფესტივალი.

 

see biography

close biography

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური

ოლეს იანჩუკი

უკრაინა

 

 

ოლეს იანჩუკი 1956 წლის 29 სექტემბერს დაიბადა კიევში. დაამთავრდა კიევის თეატრალური და ფოტოგრაფიის ინსტიტუტები. 1989 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი მოკლემეტრაჟიანი ფილმით - „შორ გზაზე“. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა და 1990 წელს ლოს-ანჯელესის უკრაინულ კინოფესტივალზე „ოქროს სამკაპის“ ჯილდო მიიღო. მალე ოლეს იანჩუკმა სრულმეტრაჟიან ფილმზე დაიწყო მუშაობა, სახელწოდებით „შიმშილი 33“, რომელიც 1930-იან წლებში სტალინისა და მისი ხელქვეითების მიერ უკრაინაში შიმშილით გენოციდის გამოწვევის შემზარავ პერიოდს ასახავს. 1991 წელს ფილმმა კიევის კინოფესტივალზე გრან პრი დაიმსახურა. 1992-1993 წლებში ფილმი აჩვენეს  ამერიკის კინოინსტიტუტის საერთაშორისო კინოფესტივალსა (ლოს-ანჯელესი, ვაშინგტონი) და ნიუ-იორკის კინოფორუმზე. 1995 წლის ოქტომბერში ოლეს იანჩუკმა მუშაობა დაასრულა თავის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმზე „მკვლელობა“, რომლის მთავარი თემაც მეორე მსოფლიო ომში უკრაინისა და უკრაინელების როლის განსაზღვრაა. ფილმი დღემდე აქტუალურია უკრაინაში, აშშ-სა და კანადაში. იგი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები, მათ შორისა: გდანსკის (პოლონეთი), კარლოვი ვარის (ჩეხეთი),ლოს-ანჯელესისა და ვაშინგტონის თავისუფლების კინოფესტივალებზე.

ოლეს იანჩუკის ყველა ფილმის მწარმოებელია Dovzhenko Film Studios კიევში, უკრაინაში, სადაც იანჩკი 1984 წლიდან მოღვაწეობს. ამჟამად კიევში ცხოვრობს, მუშაობს და  Dovzhenko Film Studios-ში საკუთარ, მწარმოებელ სტუდიას მართავს -   Oles-Film-ს. 

 

see biography

close biography

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

საქართველო

 

 

რეჟისორი, ოპერატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საპროდიუსერო სტუდია „აკრობატის“ დამაარსებელი. მისი სადიპლომო ფილმი „დილის რომანსი“ 1997 წელს, პირველად სტუდენტური კინოს ისტორიაში, წარადგინეს სტუდენტურ „ოსკარზე“ ლოს ანჯელესში. ამ ფილმმა  3 მთავარი პრიზი და 11 საერთაშორისო დიპლომი და ჯილდო მოიპოვა. 

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში (პროფ. ვიმ ვენდერსი). ორჯერ იყო DAAD-ის სტიპენდიანტი.  1997 წლიდან არის მიუნხენის კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.
ვახტანგი არის 7 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ავტორი. მისმა ფილმმა - "Life is Be" – 2016 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „პრომეთე“ - მოიპოვა საუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. მის ბოლო ფილმს - „გამჭვირვალე სამყარო“ მოპოვებული აქვს 6 გრან-პრი და ამ ფილმით გაიხსნა 3 საერთაშორისო კინოფესტივალი. 2003-2012
წლებში თბილისის 5 უნივერსიტეტში ასწავლიდა საგნებს - „ხმის ჩაწერა და მონტაჟი“ და „საავტორო დოკუმენტური კინო“. 2012 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 

see biography

close biography

კრჟიშტოფ გიერატი

პოლონეთი

 

 

კრჟიშტოფ გიერატი კინოს ექსპერტია. დაამთავრა იაგელონიის უნივერსიტეტი. სწავლობდა ვარშავაში, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. მან დაარსა და გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა ებრაული კულტურის ფესტივალს, გრაფიტის კინოცენტრსა და ფონდ „პოლონურ კინოს“. გახლავთ კრაკოვის მერის ყოფილი მოადგილე, პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის კინო განყოფილების დირექტორი, პოლონელ კინორეჟისორთა ასოციაციის გენერალური მდივანი. ასევე, არის პოლონური და ევროპული კინოაკადემიის წევრი. 2000 წლიდან ხელმძღვანელობს კრაკოვის კინოფესტივალს.  იგი არის კრაკოვის კინოფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი, აღნიშნული კინოფონდი ახორციელებს კრაკოვის კინოფესტივალს და ეწევა პოლონური მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას. ასწავლის კრაკოვის აკადემიაში. გახლავთ არაერთი კინოფესტივალის ჟიურის წევრი.


 

see biography

close biography

კარენ ავეტისიანი

სომხეთი

 

 

კარენი ავეტისიანი არის საერთაშორისო კინოფესტივალ  „ოქროს გარგარის“ პროგრამ დირექტორი. სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა კინოკრიტიკოსად, კულტურის სფეროს ჟურნალისტად, რადიო წამყვანად და ა.შ. კარენი ხელოვნებასა და კულტურაზე ორიენტირებული რადიო პროგრამების ავტორია. ის არის ასევე  კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის  (FIPRESCI) წევრი 

 

see biography

close biography

გასიდე გოლმაკანი

ირანი

გასიდე გოლმაკანი დაიბადა თეირანში, ჟურნალისტისა და მსახიობის ოჯახში. 18 წლის ასაკში ხელოვნების ისტორიის სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მისი სადოქტორო კვლევა ეხებოდა დიდოსტატთა გავლენებს ახალი თაობის ირანელ რეჟისორებზე.

ირანში დაბრუნების შემდეგ დაიწყო ფილმების გადაღება. თვითნასწავლ რეჟისორს გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც რეზა მირკარიმია. ამას გარდა, იგი წერს ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა ირანული ჟურნალისთვის, მათ შორის “Film Magazine”-ისთვის. არის წიგნის ავტორი ალი აბასის შესახებ (ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ირანის რევოლუციამდე პერიოდში). ამასთანავე, გახლავთ კინოფესტივალის პროგრამის მრჩეველი და კურატორი.

მხატვრულ ფილმებში გასიდე ძირითადად ირანის ტრადიციულ საზოგადოებაში არსებულ ტაბუებს ეხება: ადრეული ქორწინებები, ძალადობა ქუჩაში და ზოგადად, ძალადობა ქალებზე, რაც ირანის ყოველდღიურობის ნაწილია. მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს შორის აღსანიშნავია “Limbo”, “Online Shopping” და “Horn”.

 

see biography

close biography

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური

პოლ თილჯესი

ლუქსემბურგი

 

პოლ თილჯესმა 1993 წელს ლუქსემბურგში დაარსა ფილმების სადიტრიბუციო კომპანია - Paul Thiltges Distributions - რომელსაც დღემდე უძღვება ადრიენ შეფთან ერთად. მათ ჰყავთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი და ექსვკაციანი შემადგენლობით ამ გუნდმა შეძლო იმდენად დიდი ქსელის ჩამოყალიბება, რომ ამჟამად ახორციელებენ ახალ პროექტებს, მსოფლიოს მასშტაბით  აწარმოებენ კინოგაყიდვებს პროდიუსერის, კოპროდიუსერისა და გაყიდვების აგენტის ამპლუაში.

კომპანიას აქვს საკმაოდ მასშტაბური კინო კატალოგი, რომელიც მოიცავს დოკუმენტური და მხატვრული ფილმების დიდ ასორტიმენტს, სადაც მაიკლ გლავოგერის, ჰიჩამ ლასრის თუ არი ფოლმანის ფილმების გვერდით ფრედერიკ ჯარდინისა და სილვი ტესტუდის კომედიებსაც შეხვდებით.  კატალოგი მოიცავს საბავშვო ანიმაციურ ფილმებსაც, მათ შორისაა: მაიკლ ოცელოტის „კირიკუ და ჯადოქარი“ და ენცო დალოს „ლურჯი ისარი“ და „გოგონას მწევარი“.

ამ და სხვა პროექტებმა პოლ თილჯესის სადისტრიბუციო კომპანიას ლოკარნოს, კანის, სანფრანცისკოს, ანესის და სხვა დიდი საერთაშორისო ფესტივალების ნომინაცია და პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 

 

see biography

close biography

დევიდ ლორენცი

გერმანია

 

 

დევიდ ლორენცი გერმანელი რეჟისორია. ამჟამად ცხოვრობს თეირანში. 2013 წელს წარმატებით დაასრულა კინოფაკულტეტი ვენასა და ბერლინში. მისი სადიპლომო ნამუშევარი ეხებოდა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დრამატურგიას. მის მიერ შექმნილი და გადაღებული მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები მსოფლიოს 75 ქვეყნის 600 მეტ ფესტივალზეა ნაჩვენები. მისი ფილმებიდან განსაკუთრებით ცნობილია: „ზუსტად დროზე“, „შეგვეძლო გვქონოდა, მაგრამ არ გვქონდა...“, „უკაცრავად, შეგაწყვეტინეთ“, „#სელფი“, მათ არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მიღებული მსოფლიოს მასშტაბით. დაარსების დღიდან მუშაობს ბერლინის ცნობილ კინო სადისტრიბუციო სააგენტოში - „aug&ohr medien“, რომლის პორტფოლიოც 1500-ზე მეტ მაღალი ხარისხის მოკლემეტრაჟიან ფილმს აერთიანებს.

 

see biography

close biography

ოთარ შამათავა

საქართველო

ოთარ შამათავა დაიბადა 1950 წლის 6 აგვისტოს თბილისში. 1967–1972 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, 1985–1980 წლებში — საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1973-1981 წლებში მუშაობდა „საქქალაქპროექტში“ არქიტექტორად, 1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორად. 1999–2000 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, პოპულარული პროექტის „ძილის წინ“ ავტორი და რეჟისორი. 2001–2002 წლებში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორია. 2002 წლიდან არის ტელეკომპანია „ იმედის “ გენერალური პროდიუსერი. 2004 წლიდან – საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიის „ემის“ წევრი.

გადაღებული აქვს ფილმები - "რევანში" (1982), "ვამეხი მოდის" (1987), "ტურანდოტი" (1989), "ატრაქციონი", "ფიესტა" 1996), "ძვირფასო მ." (2000), ურსუსი (2018).  

 

see biography

close biography

ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲙᲘᲜᲝᲙᲠᲘᲢᲘᲙᲝᲡᲔᲑᲘᲡ ᲟᲘᲣᲠᲘ

ნინო მხეიძე

საქართველო

 

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 1993-2010  წლებში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს      უნივერსიტეტში, 2007-2010 წლებში იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე. 

2010 წლიდან დღემდე, ნინო მხეიძე არის ილიას უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი.  კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი. 2016-2018 წლებში  მიწვეულ პედაგოგად მუშაობდა კავკასიის ახალ კინოსკოლაში. 2016-2018 წლებში -  „წერე ქართულ კინოზე“- ჟიურის წევრი და კონკურსის ერთერთი დამფუძნებელი კინოცენტრთან ერთად. 

ნინო მხეიძე არის შემდეგი სახელმძღვანელოების ავტორი  - „ქართველი კინორეჟისორები“ -  I - II ნაწილი,  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006-2007 წ.წ.;  „ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი (ქართულ-ინგლისურ ენაზე)“, 2012 წ.  (თანაავტორი და რედაქტორი); „წიგნი-ალბომი - ოპერატორი გიორგი ბერიძე“, 2018 წ. (თანაავტორი).

 

see biography

close biography

ლელა  ოჩიაური

საქართველო

 

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,  კულტურის ანალიტიკოსი. გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის გვერდის რედაქტორი. გაზეთ „გალაკტიონის“ მთავარი რედაქტორი.1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.  

ლელა ოჩიაური არის წიგნების - გოგი ოჩიაური, „ლიტერა“, 2008, ოთარ იოსელიანი „კადრირება“  (ტექსტი), 2008, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publisgers, Inc. New York, 2011 და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის თანაავტორი, რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი თანამედროვე კულტურის სხვადასხვა საკითხზე.

პროფესიული პრემიები: საქართველოს კინოკავშირის პრემია წლის საუკეთესო ნაშრომისთვის „ნოსტალგია“ (1986); გაზეთ „კავკასიონის“ პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის „მამა რომა“ (1991); აჭარის თეატრის მოღვაწეთა რეგიონული კავშირის პრემია ბათუმის თეატრის სპექტაკლებზე გამოქვეყნებული წერილებისთვის (2007) და სხვა. 


 

see biography

close biography

სალომე კიკალეიშვილ

საქართველო

 

კინომცოდნე და ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს ბეჭდურ მედიაში მუშაობდა ჟურნალისტად და ვებ-რედაქტორად შემდეგ გამოცემებში: „ცხელი შოკოლადი“, „კინო - ცხელი შოკოლადი“,  „National Geographic საქართველო“;  იყო აღმასრულებელი და კულტურის განყოფილების რედაქტორი ჟურნალში - „ტაბულა“; კოორდინირებას უწევს მედია კონკურსს - „ადამი“ - მედიის პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლის კინოს ისტორიას. 

ამჟამად არის GIPA-ს ლექტორი და ფრილანსერი გამოცემებში: „ინდიგო“ და “Voyager”. 2007 წლიდან არის FIPRESCI-ს (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია) წევრი. FIPRESCI-ს  ჟიურის წევრი იყო ბერლინის, კოტბუსის, კერალის, დაკის, ანკარის, ქაიროს, ტრანსილვანიის, ალმათის, სტამბოლის, სეტუბალის და ათენის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

see biography

close biography

18

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...