საერთაშორისო ჟიური - მხატვრული ფილმების სექცია

ლელა ოჩიაური

ბიოგრაფია

ბიოგრაფია


ლელა  ოჩიაური - კინომცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობისდოქტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კულტურის ანალიტიკოსი. გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი. გაზეთ „გალაკტიონის“ მთავარი რედაქტორი.1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.  

წიგნების - გოგი ოჩიაური, „ლიტერა“, 2008, ოთარ იოსელიანი „კადრირება“  (ტექსტი), კენტავრი“, 2008, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publisgers, Inc. New York, 2011; რამდენიმე სამეცნიერო კრებულის თანაავტორი, რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი თანამედროვე კულტურის სხვადასხვა საკითხზე.

პროფესიული პრემიები - 1986 - საქართველოს კინოკავშირის პრემია წლის საუკეთესო ნაშრომისთვის „ნოსტალგია“; 1991 - გაზეთ „კავკასიონის“ პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის „მამა რომა“; 2007 - აჭარის თეატრის მოღვაწეთა რეგიონული კავშირის პრემია ბათუმის თეატრის სპექტაკლებზე გამოქვეყნებული წერილებისთვის, 2010და სხვა. 

 

see biography

close biography

მარლენ ხუციევი

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია


მარლენ ხუციევი დაიბადა 1925 წლის 4 დეკემბერს თბილისში. იგი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა 1960-იანი წლების კინოს ისტორიაში. ეს დახვეწილი ადამიანი, წყნარი და  რბლი ხმით  სრულიად განსხვავდებოდა ტიპიური  რეჟისორთაგან რომლებსაც ხშირად სამხედრო მეთაურებსაც ადარებდნენ. ვინც მას ახასიათებს ყველა აღნიშნავს მის გამჭრიახ გონებას. იგი ძალიან შორს იყო კლიშეებისგან.

ხუციევის შემოქმედების ძირითადი თემა იყო თანამედროვე ახალგაზრდების პრობლემები და ურთიერთობები. დეტალური, აუჩქარებელი განვითარება სიუჯეტის ხაზისა, გამორჩეული დოკუმენტური სიზუსტე, ღრმად ემოციური დრამა და დახვეწილი ლირიზმი ახასიათებს ფილმებს „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“ (1956 ფ.კ. მირონერთან ერთად), „ორი ფედორი“ (1959), „ მე 20 წლის ვარ“ (1965, მოიპოვა პრიზი ვენეციის ოცდამეექვსე ფესტივალზე), „ჯული რეინი“ (1967) და „იყო მაისის თვე“ (1970, ტელევიზიისთვის)

 „ეპილოგი“ (1963)  მარლენ ხუციევის ერთ-ერთი ყველაზე წინასწარმეტყველური და მწვავე ფილმია. როტისლავ პლიატმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი ამ ფილმში შეასრულა. 1922 წელს ხურციევის ფილმი „ინფინიტას“ ბერლინის საერთშორისო ფესტივალის ორი პრიზის მფლობელი გახდა. 25 წელზე მეტი მარლენ ხუციევი  მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინოს ინსტიტუტში ასწავლიდა.

see biography

close biography

ჯიმ სტარკი

ბიოგრაფია

ბიოგრაფია

 

ჯიმ სტარკი გახლავთ დამოუკიდებელი ამერიკელი პროდიუსერი რომელიც 1983 წლიდან დაკავებულია დაბალბიუჯეტიანი ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმების სცენარების წერით, განვითარებით, ფინანსირებით, პროდიუსინგით, გაყიდვით, დისტრიბუციით და მარკეტინგით. სტარკი არის ოცდახუთზე მეტი ფილმის პროდიუსრი მათ შორის ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ჯიმი ჯარმუშის ფილმების - ”უცხო ვიდრე სამოთხე“,“ იდუმალი მატარებელი“ ,“კანონით“,  „ყავა და სიგარეტი“, „ღამე დედამიწაზე“.

მის ფილმებს მიღებული აქვს პრიზები მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალებზე როგორიცაა კანის, ბერლინის, ვენეციის, სანდენსის და ტორონტოს ფესტივალებზე.

see biography

close biography

ვიესლავ სანიევსკიმ

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია


ვიესლავ სანიევსკიმ განათლება ლოძის კინოსკოლაში მიიღო. 70-იან წლებში ანჯეი ვაიდას ასისტენტად მუშაობდა. თავდაპირველად ჟურნალისტი და კინო კრიტიკოსი გახლდათ. სანიევსკი სამი წიგნისა და ოცამდე სცენარის ავტორია. 1981 წელს რეჟისორმა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო. ამ სურათს ცენზურა არ სწყალობდა, მისი ჩვენება 7 წლის განმავლობაში აკრძალული იყო. იგივე ბედი ეწია რეჟისორის მომდევნო სამ ნამუშევარსაც. სანიევსკი ერთადერთი კინორეჟისორია, რომელსაც იოანე პავლე მეორის ფონდმა მშვიდობის პრიზი გადასცა. 1987-1990 და 1993-1996 იგი პოლონეთის კინემატოგრაფთა ასოციაცის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

see biography

close biography

იეშიმ უსტაოღლუმ

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია


იეშიმ უსტაოღლუმ (დაბ. 1960 წ, ჩაიკარა, თურქეთი) თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, The Trace (ნაკვალევი), 1994 წელს გადაიღო. რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მისმა მეორე ფილმმა, Journey to the Sun (მზის მოგზაურობა) მოუტანა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის 1999 წლის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა და საუკეთესო ევროპული ფილმის წოდებაც მიიღო. ამავე წელს „მზის მოგზაურობა“ სტამბულის კინოფესტივალზე მშვიდობის პრიზის მფლობელი გახდა. რეჟისორის მესამე ნამუშევარმა. Waiting for the Clouds (ღრუბლების მოლოდინში), სანდენსში მნიშვნელოვანი ჯილდო, International Filmmaker's Award მოიპიოვა.      

see biography

close biography

საერთაშორისო ჟიური - დოკუმენტური ფილმების სექცია

ანჟეი ფიდიკი

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია


ანჟეი ფიდიკი დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და სცენარისტია. გადაღებული აქვს 40-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი პოლონური და ბრიტანული ტელევიზიისთვის.  ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო 1980 წელს, როდესაც გაიმარჯვა ახალი პროდიუსერების კონკურსში. 1982 წლიდან არის პოლონური ტელევიზიის დოკუმენტური სექციის წევრი. 1996 წლიდან -პოლონეთის ტელევიზიის პირველი არხის დოკუმენტური განყოფილების დირექტორი.

ანჟეის პირველი სარეჟისორო დებიუტი იყო „გრეგორი სეირნობს სოფელში“. 1998 წ. ფილმისათვის „ოპერატორი კალკუტიდან“ მიიღო სტრასბურგის ევროპული დოკუმენტური კვირეულის გრანპრი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია „აღლუმი“ (1989 წ.) - ჩრდილოეთ კორეის ორმოციწლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის თემატიკაზე. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „იოდოკის ისტორიები“, რომელიც მრავალ კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები 

 

see biography

close biography

ანტონ მაზუროვი

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია


კრიტიკოსი,  კინო-კურატორი , პროგრამისტი,   არტ-ჰაუზ დისტრიბუტორი 15 წლის განმვალობაში.  “ANT!PODESales & Distribution”-ის პრეზიდენტი.

დაიბადა მოსკოვში 1968 წელს. სწავლობდა ი.მ სეჩენოვის მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში. დაამთავრა გერასიმოვის სახელობის რუსეთის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი კინოს ისტორიკოსის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს  სტატიები რუსეთის გაზეთებსა და ჟურნალებში. მუშაობდა კინოს ცენტრალურ მუზეუმში როგორც პროგრამისტი და PR-ხელმძღვანელი.

10 წლის განმავლობაში იყო რუსული არტ-ჰაუს ფილმების დისტრიბუტორი კომპანის „კინო საზღვრების გარეშე“ ვიცე-პრეზიდენტი და შემოქმედებითი დირექტორი. სერგეი ლივნევთან ერთად დაარსა ფილმების სადისტრიბუციო კომპანია „LeopART llc“.

2010-2011 წლებში წარმოადგენა „ხვალინდელი ფილმების ფესტივალს“ როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი. 2012 წელს ევგენი გინდილისთან ერთად ჩაიფიქრა და განახორციელა  რუსული ფილმების პირველი საერთაშორისო ბაზარი და „წითელი მოედნის ჩვენებები“ მოსკოვში ფრანგულ კომპანია „Marche du film“ -თან („მარშე დუ ფილმ“-კანის ფესტივალი) ერთად თანამშრომლობით.

2013 წელს დაარსდა კომპანია “ANT!PODE Sales & Distribution“ (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის), წარმოადგენს ახალ ექსპერიმენტს ფილმების ინდუსტრიაში. ამ დროიდან  დაიწყო  მაზუროვმა საკუთარი სცენარების შექმნაზე მუშაობა. გეგმავს საკუთარი ფილმის გადაღებას 2014-215 წლებში.

 

see biography

close biography

ემელ ჩელები

ბიოგრაფია

ბიოგრაფია


ემელ ჩელები დაიბადა და გაიზარდა სტამბულში. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას. მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში როგორც რედაქტორი, მთარგმნელი და მწერალი. მისი პირველი ფილმი „მოსამსახურე“ დასახელებული იქნა როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ანტალიის ფილმების ფესტივალზე „ოქროს ფოთოხალი“ , ასევე გახდა პირველი პრიზის მფლობელი სეულის ქალთა ფილმების მეცხრე ფესტივალზე.

მისმა მეორე დოკუმენტურმა ფილმმა „ლილიტის დები“ საუკეთესო ბალკანური დოკუმენტური ფილმის წოდება დაიმსახურა  დოკუმენტური და მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალ „დოკუფესტზე“ პრიზრენში, კოსოვო. არის აგრეთვე „DOCUMENTARIST -სტამბულის დოკუმენტური დღეების” ერთერთი ორგანიზატორი.

 

see biography

close biography

რუბენ გევორკიანცი

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია 

რუბენ გევორკიანცი დაიბადა 1945 წელს, ერევანში (სომხეთში). არის ერევანის თეატრალური ინსტიტუტის, კინორეჟისურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. რუბენ გევორკიანცი გადაღებული აქვს 18 დოკუმენტური და მხატვრული ფილმი. არის სომხეთის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სტუდიის, “ჰაიკის” დირექტორი და სომხეთის კინორეჟისორთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი. ასევე არის ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

see biography

close biography

თინათინ გურჩიანი

ბიოგრაფია

ბიოგრაფია


თინათინ გურჩიანი დაიბადა თბილისში. სწავლობდა სახვით ხელოვნებას და ფსიქოლოგიას თბილისში, ფრაიბურგსა (გერმანია) და გრაცში (ავსტრია). 2010 წელს დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოსა და ტელევიზიის უმაღლესი სასწავლებლის (HFF "Konrad Wolf" Potsdam-Babelsberg Film and Television Academy) კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი. ამჟამად ცხოვრობს თბილისსა და ბერლინში.”მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” თინათინ გურჩიანის სადებიუტო ნამუშევარია კინოში. 

 

see biography

close biography

საერთაშორისო ჟიური - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

ბაადურ წულაძე

ბიოგრაფია

ბიოგრაფია


დაიბადა 1935 წლის 5 მარტს ბათუმში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჯილდო". კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1969 წლიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) –ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი–თბილისი". მუშაობს რეჟისორად კინოსტუდია "ქართულფილმში" (1961–წლიდან).

 

see biography

close biography

მარგარიტა კასიმოვა

ბიოგრაფია

ბიოგრაფია


მარგარიტა კასიმოვა - რეჟისორი, პროფესორი. დაიბადა დუშანბეში (ტაჯიკისტანი). დაამთავრა  გერასიმოვის სახელობის კინოს ინსტიტუტიმოსკოვში. გადაღებული აქვს 20 მხატვრული, 15 დოკუმენტური და სხვა ფილმები. მიღებული აქვს  პრიზები მათ შორის სან-ფრანცისკოში, მინსკში, მოსკოვში,ჩეხეთში,ტაშკენტში და ა.შ.

არის მინსკის ხელოვნების აკადემიის პროფესორი, ასევე რეჟისორი.

 

see biography

close biography

მეჰმეტ ალი არსლან

ბიოგრაფია

 

ბიოგრაფია

 

მეჰმეტ ალი არსლან დაიბადა 1971 წელს დიარბაკირში. საბაზისო, საშუალო და უმაღლესი განათლება სტამბულში მიიღო. 1989 წელს ჩააბარა ანატოლიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. იმავე წელს დაიწყო მუშაობა პეპსი კოლას აჯანსტეკის სარეკლამო ფირმაში სტამბულში პოსტპროდუქციისა და წარმოების განყოფილებაში.

მუშაობდა ასევე საფაკის ფილმების ლაბორატორიაში  ხელმძღვანელად 2006 წლიდან 2008 წლამდე.  2009 წლიდან დღემდე მუშაობს მხატრული ფილმების წარმოებაზე. ფლობს საკუთარ კომპანიას (Logos Film Making) და  ასევე მუშაობს დოკუმენტური ფილმების პროექტებზე.

მის ფილმებს მიღებული აქვს რამდენიმე პრიზი - ადანის, ანტალიის, მალატიის, ეგვიპტის,, ანკარის და ა.შ ფილმების ფესტივალებზე.

 

 

see biography

close biography

რაფი მოვსისიანი

ბიოგრაფია

ბიოგრაფია           

რაფი მოვსისიანი დაიბადა 1988 წელს. 2005 – 2012 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში კინო კრიტიკის ფაკულტეტზე. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო კინოსკოლაში, რომელიც მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდაკინორეჟისორების  ორგანიზებით ჩატარდა მოსკოვში, სადაც მან „იმედისმომცემი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსის“ ჯილდო დაიმსახურა. 2012 წელს მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.

მოვსისიანის სტატიები ქვეყნდება როგორც ბეჭდურ, ასევე ინტერნეტ მედიაში. მუშაობს ერევანის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს აპრიკოსი“  ფილმების განრიგის შედგენაზე.

 

see biography

close biography

ალექსანდრე რეხვიაშვილი

ბიოგრაფია

ბიოგრაფია


ალექასადნრე რეხვიაშვილი დაიბადა 1938 წლის 17 იანვარს, ქ. მოსკოვში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167–ე საშუალო სკოლა. 1962 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ა. გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. არის მანჰეიმის (1979) და მიუნხენის (1990) საერთაშორისო კინოფესტივლების პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1998). 2007 წელს კინოში გაწეული ღვაწლისათვის, კინოფესტივალ "საჩუქარზე", გადაეცა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი. 2011 წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფეტივალზე გადაეცა სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.


see biography

close biography

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 Sep

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 Apr

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...