მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური

ალინ თასჩიანი

თურქეთი 

ალინ ტასჩიანი 1969 წელს სტამბოლში დაიბადა. 1991 წელს სტამბოლის უნივერსიტეტში ბაკალავრიატი ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით დაამთავრა. იმავე წელს Milliyet-ისArt Review-სა და ყოველდღიური გაზეთისთვის მუშაობა დაიწყო. ამ მედიაჯგუფში 16-წლიანი მუშაობის განმავლობაში ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი და Art Review-ს რედაქტორი იყო. ამასობაში თურქეთის რადიო და ტელევიზიაTRT 2-ს კულტურის არხისთვის არაერთი კინოპროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც ათი წლის განმავლობაში ხუთასზე მეტი კლასიკური ფილმი გავიდა ეთერში. 2007-2012 წლებში საინფორმაციო არხისთვის „24“ „თემატურ ფილმთა ლენტის“ პროგრამის ავტორი და წარმდგენი იყო. ექვსი წლის მანძილზე ყოველდღიური გაზეთისთვის Starკრიტიკოსი და სვეტის ავტორი იყო. ამჟამად კულტურისა და ხელოვნების ვებსაიტებისთვის წერს: www.sanatatak.com დაwww.ahvalnews.com. თასჩიანი თურქეთში ყველა წამყვანი ეროვნული და საერთაშორისო კინოფესტივალისთვის მუშაობდა, როგორც მრჩეველი და პროგრამის ავტორი. ასევე, არაერთი კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო. ევროპის კინოაკადემიის წევრიცაა. 2010-2018 წლებში FIPRESCI-ს, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი (ორი ვადით) და პრეზიდენტი (ორი ვადით) იყო. 2018 წელს გენერალური მდივნის მოადგილედ აირჩიეს. 

 

see biography

close biography

ოლეგ ნეგინი

რუსეთი

ოლეგ ნეგინი 1970 წელს მოსკოვში (რუსეთი) დაიბადა. რუსი სცენარისტი და რომანისტია.

ნეგინის რომანებს შორისაა „პ. უშკინი“, „კვიპაროსი ეზოში“, გამოცემული 2004 წელს. ითანამშრომლა კინორეჟისორ ანდრეი ზვიაგინცენთან და სცენარები დაწერა ფილმებისთვის „განდევნა“ (2007), „ელენა“ (2011), „ლევიათანი“, რომლისთვისაც 2014 წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ჯილდო მიიღო. ფილმისთვის „უსიყვარულო“ (2017) ნეგინი და ზვიაგინცევი ევროპული კინოჯილდოს საუკეთესო სცენარისტის ნომინაციაში ერთად წარადგინეს.

 

see biography

close biography

სერგეი რახლინი

ჟიურის თავმჯდომარე (აშშ)

სერჟ რახლინი ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის (HFPA) უცხოენოვანი ფილმების კომიტეტის თავმჯდომარეა. 75 წლის განმავლობაში HFPAპრესტიჟულ „ოქროს გლობუსს“ წარადგენს კინემატოგრაფიასა და ტელევიზიაში არსებული მიღწევებისთვის.  2005, 2008, 2009, 2012 („ემის“ ჯილდოზე ნომინაცია), 2013, 2016, 2017 წლებში ეროვნული სამაუწყებლო კომპანიისთვის (NBC) „ოქროს გლობუსის“ სატელევიზიო ცერემონიის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო. 

რახლინს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ხელოვნებათა მაგისტრის ხარისხი აქვს, ასევე, ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ჟურნალისტიკის ხარისხი. შეერთებულ შტატებში გადასვლამდე ლატვიის ტელეარხისთვის არაერთი სცენარი დაწერა. 1996 წელს HFPA-ში მუშაობის დაწყების შემდეგ მუშაობდა, როგორც გენერალური პროდიუსერი, მხატვრული დირექტორი, თოქშოუს წამყვანიWMNB TV-ის ტელეარხისა და რადიოსადგურისთვის  (ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ტორონტო), ლოს-ანჯელესში გაზეთ Panorama-ს მთავარი რედაქტორი და ჰოლივუდის ანალიტიკოსი და დამკვირვებელი რადიოსადგურ Voice of America-სთვის. მისი სტატიები გამოქვეყნდა ჟურნალებში VOGUE, VARIETY, ACTION! და სხვა ჟურნალ-გაზეთებში აშშ-ში, ლატვიასა და უკრაინაში. 

ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების ჟიურის წევრი (2018).  ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის „შავი ღამეები“ ჟიურის თავმჯდომარე - „ა“ კატეგორიის ფესტივალი (2015). კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი (2011).

 

see biography

close biography

ბენკე ფლიგაფი

უნგრეთი 

ბენკე ფლიგაფი სცენარისტი, რეჟისორი, წარმოებისა და ხმის დიზაინერია. 1974 წელს დაიბადა და ბუდაპეშტში ცხოვრობს. 2003 წელს მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი, მხატვრული ფილმი „ტყე“ ბერლინალეს ფორუმის სექციაში ვოლფგანგ შტაუდტეს პრიზით დაჯილდოვდა. ერთი წლის შემდეგ Berliner Zeitung-ის მკითხველთა ჯილდო მოიპოვა მეორე ფილმისთვის, იმავე სექციაში. „დილერი“ (2004) ოცზე მეტი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის FIPRESCI-ის ჯილდოსიც.

„ირმის ნახტომი“ (2007) ლოკარნოს „ოქროს ლეოპარდით“ დაჯილდოვდა 2010 წელს ფლიგაუფმა ინგლისურენოვანი ფილმი პირველად გადაიღო - „საშვილოსნო“, ევა გრინის მონაწილეობით. „მხოლოდ ქარი“ (2012) დაჯილდოვდა ბერლინალეს ჟურის გრან პრითი, Amnesty International-ის კინოჯილდოთი და მშვიდობის კინოჯილდოთიც. სტამბოლის ფესტივალზე ფილმმა ევროსაბჭოს კინოჯილდო მიიღო.

მისმა ახალმა ფილმმა „ლილის გზა“ (2016) ლეჩეს „ოქროს ზეთისხილი“ მოიგო. ასევე, საუკეთესო ფილმის ჯილდო პალიჩის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მთავარი ჯილდო მინსკის კინოფესტივალზე. 

 

see biography

close biography

ლევან თუთბერიძე

საქართველო

დაიბადა 1959 წელს  ქ. თბილისში. 1977 – 1982 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (სოსო ჩხაიძის და ბუბა ხოტივარის სახელოსნო). 1982 -1985 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად. 1986 წლიდან დღემდე არის ს/ს კინოსტუდია „ქართული- ფილმის“ აქციონერი.

1995 – 2007 წლებში იყო კინოთეატრ „ამირანის“დამფუძნებელი და მხატვრული ხელმძღვანელი.   2005 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“. 2013 წლიდან დაინიშნა „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

1998-2000 წლებში მუშაობდა ლექტორად თბილისის სახელმწიფო კინოინსტიტუტში. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად. 

ფილმოგრაფია - მოირა (2015),  ცხრა მთას იქეთ (2014), უშენოდ მგონი მოვკვდები (2010), მოგზაურობა ყარაბაღში (2005), წარსულის აჩრდილები (1996),  ”ნაზარისუკანასკნელილოცვა”(1989), მახარე (1984), დიმიტრი II (1980) 

 

see biography

close biography

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური

სერგეი ლავრენტიევი

რუსეთი

სერგეი ლავრენტიევი1954 წელსდაიბადა.

1970იანწლებში კარიერა თეატრის მსახიობობით დაიწყო. რუსეთისპრესტიჟული, სახელმწიფოკინოინსტიტუტისდამთავრებისშემდეგGosfilmofond-ში, ერთ-ერთუდიდესკინოარქივშიდაიწყომუშაობა. „პერესტროიკის“ დროსწამყვანიკინოკრიტიკოსიგახდა. ცნობილია, როგორცსაბჭოთაკინოკრიტიკის„ახალიტალღის“ ერთ-ერთიდამაარსებელი. სერგეისცენტრალუიდააღმოსავლეთევროპისკინემატოგრაფიისშესახებმრავალიგამოცემისთვისგაუწერია, მათშორისააSovietsky Ekran, Iskusstwo kino, Kultura. მასშემდეგ, რაცსტატია„ამბავიახლებურიდასასრულით“ დაწერა(1987 წლისაპრილი), საბჭოთაცენზურამეროვნულდისტრიბუციაშიუცხოურიფილმებისშეზღუდვაშეწყვიტა. იმდროსლავრენტიევი„პრიშვინისქაღალდისთვალებში“ (1989) დიდიგენიოსის, აინშტაინის, როლსასრულებდა. ასევე, მონაწილეობდაავანგარდულფილმში„კონცენრტივირთხებისთვის“ (1995). 1990-იანწლებშილავრენტიევიტელეგადაცემა„კინომარათონის“ წამყვანი, რომელიცკინემატოგრაფიისასწლეულსეძღვნებოდა. 

1999 წლიდანპროგრამისდირექტორიასოჭისსაერთაშორისოკინოფესტივალზე, საერთაშორისოკინოფესტივალზე„სიყვარულისსახეები“, საბავშვოკინოფესტივალზე„კინოტავრიკი“ სოჭიში, ფესტივალზე„ზერკალო“ ივანოვოში, აღმოსავლეთ-დასავლეთისფესტივალზეორენბურგში, საერთაშორისოკინოფესტივალზეჩებოკსარიში.  2002-დან2012 წლამდერუსეთის„ოსკარის“ კომიტეტისწევრიიყო. 

დაწერაწიგნი„კლინტისტვუდი. მრისხანედასიმპათიური“ (2001). ახალიწიგნი„ვესტერნიწითელიდროშისქვეშ“ 2009 წელსგამოიცა. ესწიგნი„წითელივესტერნის“ რეტროსპექტივისპროგრამისსაფუძველიიყო, რომელიც2011-2012 წლებშიაჩვენესროტერდამში, გეტებორგში, ლინცში, ვროცლავში, კაუნასში, ბრატისლავაში, ტრომსოში. 

2012 წელსდაასრულაწიგნი„შმიდტისშესახებ. რუსეთიდანსიყვარულით“, რომელშიცგამოჩენილი, ხორვატიელიკინორეჟისორისბრაკოშმიდტისბიოგრაფიაგადმოსცადაფილმებიგააანალიზა. 

 

see biography

close biography

ინა როსოვ

გერმანია

 

დაბადებული 1975 წელს ჰაალეში/საალეში, გერმანიაში. ლაიფციგის უნივერსიტეტში კულტურულ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკისა და ეთნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

მუზეუმებისა და გამოფენებისთვის დამოუკიდებელ სპეციალისტად მუშაობდა, სანამ 2002 წელს Deckert Distribution-ში მუშაობას დაიწყებდა, 2011-2017 წლებში Ma.ja.de. Filmproduktion-ში მუშაობდა, 2002-2011 წლებში - Egoli Tossell Film-ში, როგორც დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ფესტივალის მენეჯერი.

ჟიურის წევრი იყო არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო კინოფესტივალზე: DOK.fest Munich, Crossing Europe FF Linz, DocAviv Tel Aviv.

ცხოვრობს და მუშაობს ლაიფციგში.

 

 

 

 

 

see biography

close biography

ვიტალი მანსკი

ჟიურის თავმჯდომარე (ლატვია)

ვიტალი მანსკი 1963 წელს ლვოვში, უკრაინაში, საბჭოთა კავშირში დაიბადა. 1989 წელს  რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა და დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი გამოჩენილი, რუსი  შემქმნელი და პროდიუსერი გახდა. როგორც რეჟისორმა, ოცდაათზე მეტი ფილმი გადაიღო. მისი ნაშრომები მსოფლიოს ფესტივალებზე იქნა ნაჩვენები და არაერთხელ დაჯილდოვდა. როგორც პროდიუსერმა, მანსკიმ ითანამშრომლა შემდეგ რეჟისორებთან: რენატა ლიტვინოვა, ალექსანდერ რასტორგუიევი, სერგეი მიროშნიჩენკო, დმიტრი ჟელკოვსკი და სერგეი ლოზნიცა. 

1996 წელს პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაღებული, სამოყვარულო, კერძო ვიდეომასალების დაარქივება (მე-20 საუკუნის 30-იანებიდან 90-იან წლებამდე). 

მანსკი „დაფნის ფოთლის“ საუკეთესო, რუსული, დოკუმენტური ფილმების ეროვნული დაჯილდოების პროდიუსერია. Artdocfest-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია - რუსეთის დოკუმენტური კინოფესტივალის, რუსულენოვანი, შემოქმედებითი, დოკუმენტური ფილმებისთვის. 

2014 წლიდან მანსკი ლატვიაში ცხოვრობს. 

 

see biography

close biography

ზავენ სარგსიანი

სომხეთი

ზავენ სარგსიანი 1947 წელს ერევანში დაიბადა, სადაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-რადიოტექნიკოსის სპეციალიზაციით დაამთავრდა. ზავენმა არაერთი წიგნი დაწერა სერგეი ფარაჯანოვის, სომხური არქიტექტურისა და ლანდშაფტის შესახებ.

1986 წლიდან ზავენი ერევანში  ხალხური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო. 1991 წლიდან ამავე ქალაქში სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმის დამფუძნებელი დირექტორია. ზავენმა მრავალი კერძო ფოტოგამოფენა გამართა, მათ შორის უნდა აღინიშნოს: „სომხეთის 12 დედაქალაქი“ (პარიზი, 2006-2007; მარსელი, 2010), „სომხური არქიტექტურა“ (თბილისი, ბელგრადი, ათენი, სოფია, 2010-2015), „ხელვნების ხაჩქარები“ („იუნესკო“, პარიზი, 2011), „ზავენ სარგსიანის ფოტოგრაფია“ (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ერევანი, 2017).

 

see biography

close biography

მარიამ ჭაჭია

საქართველო

2003 წელს წარმატებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, სადაც თეატრის რეჟისურას და სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა. თეატრში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მარიამი კინოინდუსტრიაში გადავიდა, სადაც რეკლამების, პრომო-ვიდეოების და მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების გადაღება დაიწყო. 2012 წელს დოკუმენტური კინოთი დაინტერესდა. მისი პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ფრანგულ საპროდიუსერო კომპანიაArdeche Image Production-თან თანამშრომლობით გადაიღო, იყო „კიროვის ქუჩა #8“. 2014 წელს მან დააარსა ორგანიზაცია OpyoDoc, რომელიც სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებითაა დაკავებული. ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ OpyoDoc-ის პირველი პროდუქციაა. „აბასთუმანი“ მარიამის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის თანაპროდიუსერი და თანარეჟისორი კინოდოკუმენტალისტი ნიკ ვოიგთია.

გარდა რეჟისორობის და პროდუსინგისა, მარიამ ჭაჭია ორგანიზებას უკეთებს სცენარისტებისთვის რეზიდენციებს  და EurasiaDoc კო-პროდუცქციის შეხვედრებს,  ფრანგ ორგანიზატორთან (DocMonde) ერთად. 

 

see biography

close biography

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიური

ნიკოლაი ხომერიკი

 რუსეთი

ნიკოლაი ხომერიკი- რეჟისორი, სცენარისტი. დაამთავრა სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსი (მოსკოვი, 2000 წ.) და საფრანგეთის ეროვნული კინოაკადემია (პარიზი, 2005 წელი, წარჩინებით). პარიზში სწავლის დროს ფილიპ გარელთან და ლეოს კარაქსთან რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩვენ ორნი“ (2005) კანის კინოფესტივალზე კინოფონდის მეორე ჯილდოს მფლობელი გახდა. სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმი „977“ (2006) კანშიUn Certain Regard-ის სექციაში მონაწილეობდა. ასევე, მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი„სიბნელის ამბავიც“ (2009). ორივე ნაშრომმა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი ჯილდო აიღო. მას შემდეგ სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო: „გულის ბუმერანგი“ (2011, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა), „ყინულის მტეხი“ (2016) და „სელფი“ (2018). ასევე, ტელესერიალები რუსეთის პირველი არხისთვის: „დრაკონის სინდრომი (2012) და „ქალაქ ნ-ს საიდუმლოებანი“ (2018). ისტორიული თრილერი „მეცხრე“ 2019 წელს გამოვა.

 

see biography

close biography

ჟალე არიკანი

გერმანია

ჟალე არიკანიდაიბადასტამბულში. 6 წლის ასაკში მან მშობლებთან ერთად ბერლინში გადაინაცვლა. სწავლის დასრულების შემდეგ სწავლობდა ბერლინის დრამის სკოლაში, ჰენიჰერტერთანერთად.

17 წლისასაკშიმუშაობდასატელევიზიოდიქტორად"პირველიგერმანულიტელევიზია" (ARD). 1996 წელსგადავიდანიუიორკში, სადაცმანითამაშამრავალიროლიროგორც სატელევიზიოდამხატვრულიფილმებში. 1997 წლიდან2003 წლამდეცხოვრობდადამუშაობდალოს-ანჯელესში. 2004 წლიდანცხოვრობსბერლინშიდამუშაობსსტამბულში, მიუნხენში. ის ასევემუშაობდა ისეთ ადგილებში,როგორიცაამაროკოდაპორტუგალია.

 

see biography

close biography

ქეთევან დევდარიანი

საქართველო

დაიბადა 1976 წლის 17 აპრილს. 1993 წელს დაამთავრა 169-ე საშუალო სკოლა. 1993-1998 წლებში სწავლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის  ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (გერმანული ენა და ლიტერატურა). 

2000-2004 წწ. მუშაობდა თბილისის მე-9 საჯარო სკოლა გერმანული ენის მასწავლებელად. 2009 წლიდან - ფორმულა კრეატივ,  სცენარისტი

 

see biography

close biography

ქართველი კინოკრიტიკოსების ჟიური

ლელა ოჩიაურ

ლელა  ოჩიაურ

ლელა  ოჩიაური - კინომცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობისდოქტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კულტურის ანალიტიკოსი. გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი. გაზეთ „გალაკტიონის“ მთავარი რედაქტორი.1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.  

წიგნების - გოგი ოჩიაური, „ლიტერა“, 2008, ოთარ იოსელიანი „კადრირება“  (ტექსტი), 2008, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publisgers, Inc. New York, 2011; რამდენიმე სამეცნიერო კრებულის თანაავტორი, რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი თანამედროვე კულტურის სხვადასხვა საკითხზე.

პროფესიული პრემიები - 1986 - საქართველოს კინოკავშირის პრემია წლის საუკეთესო ნაშრომისთვის „ნოსტალგია“; 1991 - გაზეთ „კავკასიონის“ პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის „მამა რომა“; 2007 - აჭარის თეატრის მოღვაწეთა რეგიონული კავშირის პრემია ბათუმის თეატრის სპექტაკლებზე გამოქვეყნებული წერილებისთვის, 2010 და სხვა. 

 

 

 

see biography

close biography

თეო ხატიაშვილი

თეო ხატიაშვილი

 

1990 წ. დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობა.  1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო”.

1998-2014 წ.წ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, 2014 წ-დან დღემდე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

1990 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ბეჭდვით მედიაში. 2006-2010 წ.წ. მიჰყავდა საავტორო გადაცემა საღამო მშვიდობისა, ბაბილონ  საზოგადოებრივი მაუწყებლის I რადიოში. 2007-2014 წ.წ. იყო გადაცემა წითელი ზონის რედაქტორი (რადიო “თავისუფლებისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი).

დაინტერესებულია კინოში გენდერული ასპექტების კვლევით.

 

 

see biography

close biography

გიორგი გვახარია

გიორგი გვახარია

დაიბადა1957 წლის7 მარტს, თბილისში. 1979 წელსდაამთავრათბილისისსამხატვროაკადემიისხელოვნებათმცოდნეობისფაკულტეტი. 1986 წლიდანასწავლისრუსთაველისსახელობისთეატრალურინსტიტუტში, კინოფაკულტეტზე: კინოსისტორიასდათეორიას, საზღვარგარეთულიკინოსისტორიას, 2014 წლიდანილიასსახელობისუნივერსიტეტისსრულიპროფესორია

1995 წლიდან“რადიოთავისუფლების” კორესპონდენტითბილისში;  1997 წლიდანმუშაობს“რუსთავი2”-ში, არისყოველკვირეულიპროგრამის, “ფსიქოს” ავტორიდაწამყვანი.  2007-დანავტორისაზოგადოებრივიმაუწყებლისდა“რადიოთავისუფლების” ერთობლივიპროექტისა“წითელიზონა”. 2017 წლისსექტემბრიდან“რადიოთავისუფლების” დააჭარისსაზოგადოებრივიმაუწყებლისერთობლივიგადაცემისა“ანარეკლები”

 1987 წელსდაიცვადისერტაციაგიორგიჩუბინაშვილისსახელობისქართულიხელოვნებისადაისტორიისსახელმწიფოინსტიტუტში(თემა: “პლასტიკურიხელოვნებისტრადიციებიქართულიფილმებისსახვითგადაწყვეტაში”). 1992-93 წლებშიგაიარასტაჟირებაპარიზში, “ადამიანისინსტიტუტში”, სადაცმუშაობდათემაზე“ეკლექტიკისადასინთეზისპრობლემათანამედროვეხელოვნებასადაელექტრონულმედიაში”

იყონიონის(შვეიცარია), ობერჰაუზენის(გფრ) საერთაშორისოკინოფესტივალებისჟიურისწევრი. სისტემატიურადიღებსმონაწილეობასსაერთაშორისოკინოსიმპოზიუმებში. 1990 წელსვენეციაშიგამართულეიზენშტეინისსაერთაშორისოკონფერენციაში(წაიკითხამოხსენება“წრისგახსნა” ეიზენშტეინთან) 2004 წელს, ვისბადენშიგამართულკონფერენციაში“კავკასიისსახეკინოში” (მოხსენებისთემა“კავკასიელისსტერეოტიპებისაბჭოთაკინოში”.

 

see biography

close biography

16

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...