მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია

ჰორიზონტი

საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

 

რეჟისორი:თინათინ ყაჯრიშვილი

სცენარის ავტორებითინათინ ყაჯრიშვილი, დავით ჩუბინიშვილი
ოპერატორი:ირაკლი ახალკაცი

მუსიკა:გიორგი ხალვაში 

დამდგმელი ოპერატორიირაკლი ახალკაცი

მონტაჟიირაკლი ახალკაცი
მონაწილეობენ:გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუაშვილი, ჯანო იზორია, ლიკა ოქროშიძე

პროდიუსერები:თინათინ ყაჯრიშვილილაშა ხალვაში

თანაწარმოება:Momento Film,Stockholm

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

1978 წელს თბილისში, საქართველოში დაიბადა და 2001 წელს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კინორეჟისურის მიმართულებით დაამთავრა. ევროპის აუდიოვიზუალურ შემოქმედთა (EAVE)საპროდიუსერო კურსი გაიარა  და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სანამ სადებიუტო, სრულმეტრაჟიან „პატარძლებს“ გადაიღებდა. ამ ფილმის პრემიერა 2014 წელს ბერლინალეს პანორამის ფარგლებში გაიმართა და არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. თინათინის უახლესი ფილმის „ჰორიზონტის“ პრემიერა ბერლინის ამავე ფესტივალზე გაიმართა. 

 

სინოფსისი

გიორგის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება ხდება. ქალაქი, ხელოვნება, მისი ჩვეული, შუა კლასის არსებობა და ანასთან ქორწინება წარსულში დარჩა. ახლა მარტოა. გიორგი პატარა, უკაცრიელ კუნძულზე, ზღვისპირა ქოხში, იზოლაციაში ცხოვრებას იწყებს. არასტუმართმოყვარე გარემოში, სულ რამდენიმე უცხო ადამიანის გარემოცვაში, მოშენებულ ქათმებსა და იხვებზე ნადირობას შორის, ცხოვრების ხელახლა აწყობას ცდილობს.  თუმცა გიორგის ჭრილობები ღრმაა და ბედნიერი წარსულის აჩრდილები  არ ასვენებს. 

 

 

see more

close

ლაზაროსავით ბედნიერი

იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

 

 

 

რეჟისორი:ალიჩე რორვახერი

 

სცენარის ავტორი: ალიჩე რორვახერი

 

ოპერატორი:ელენ ლუვარი

 

მონტაჟი: ნელი კეტიე

 

პროდიუსერი:კარლო კრესტო-დინა

 

წარმოება:Tempesta

 

თანაწარმოება:Amka Films Productions, Ad Vitam Production

 

მონაწილეობენ:ადრიანო ტარდიოლო, აგნეს გრაციანი, ლუკა ჩიქოვანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ტოსკანაში დაბადებულმა ალიჩე რორვახერმა ტურინის უნივერსიტეტში ლიტერატურა და ფილოსოფია შეისწავლა. კოლექტიურ ფილმში Checosamancaსეგმენტის რეჟისორია. 29 წლის ასაკში სრულმეტრაჟიანი, სადებიუტო Corpo Celeste-ს სცნერის ავტორი და რეჟისორი გახდა.

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს ლაზაროსა და ტანკრედის შეხვედრის შესახებ. ლაზარო ახალგაზრდა, იმდენად კეთილი გლეხია, რომ ხშირად სულელადაც აღიქვამენ, ტანკრედი კი წარმოსახვის უნარით დაწყევლილი, ახალგაზრდა დიდგვაროვანია. მათ იზოლირებულ სოფელ ინვიოლატაში საშინელი მარკეზა ალფონსინა დე ლუნაა გაბატონებული - სიგარეტების დედოფალი. ერთგული კავშირი მყარდება, როცა ტანკრედი ლაზაროს საკუთარი გატაცების ინსცენირებაში დახმარებას სთხოვს. ეს უჩვეულო და წარმოუდგენელი კავშირი ლაზაროსთვისაც გამაოგნებელია. იმდენად ძვირფასი მეგობრობა ყალიბდება, რომ ლაზარო ტანკრედის ძიებაში დროში მოგზაურობას იწყებს. დიდ ქალაქში პირველად მოხვედრილი ლაზარო თანამედროვე სამყაროში ჩაკარგული, წარსულის ფრაგმენტივითაა. 

 

see more

close

სტიქსი

ავსტრია, გერმანია, 2018; 94 წთ.

 

რეჟისორივოლფგანგ ფიშერი

სცენარის ავტორები:  ვოლფგანგ ფიშერი, იკა კიუნზელი

ოპერატორიბენედიქტ ნოიენფელსი

მონტაჟიმონიკა უილი

მონაწილეობენსიუზენ ვოლფი, გედიონ ოდუორ ვეკესა, ფელისიტი ბაბაო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

1970 წელს ვენაში, ავსტრიაში დაბადებული ვოლფგანგ ფიშერი ვენის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიასა და სახვით ხელოვნებას შეისწავლიდა, დიუსელდორფის ხელოვნებათა აკადემიაში კი - კინო-ვიდეო ხელოვნებას ნან ჰუვერის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1996-დან 2001 წლამდ კოლონის მედიახელოვნებათა აკადემიაში კინემატოგრაფიისა და ტელეხელოვნების მიმართულებით ხარისხი მოიპოვა. 2002 წელს, მსახიობებთან მუშაობის მიმართულებით,  პოლონეთში კურსი გაიარა, რომელსაც მარკ ტრევისი უძღვებოდა, 2004 წელს კი რომში - სტივენ ქლირისა და სიმონ დან დერ ბორგთან, წერისა და ჟანრის განვითარების კურსი. 2005 წელს მიუნხენის სცენარის წერის პროგრამისთვის გრანტი მიიღო, სადაც სადებიუტო ფილმისთვის „ის, რასაც ვერ ხედავ“ (2009) სცენარი დაწერა. „სტიქსი“ (2018) მისი უახლესი ფილმია. 

 

სინოფსისი

„სტიქსი“  საზღვაო მოგზაურობის დროს თავისი სამყაროსგან მოწყვეტილი, ძლიერი ქალის გარდაქმნის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის ერთადერთი ადამიანი ხდება, რომელიც ზღვაში აღმოჩენილი დევნილების ჯგუფის დახმარებას ცდილობს. იქ საკუთარი მნიშვნელობისა და კულტურულ გარემოში არსებული თანაგრძნობის ზღვარს ეცნობა.  ერთი კოშმარიდან მეორეში უსუსურად გადადის და ბოლოს იძულებულია, აღიაროს, რომ ცხოვრების სისასტიკეს ვერაფრით დაუპირისპირდება. მხოლოდ ბედის იმედად რჩება. 

 

see more

close

დონბასი

გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.

 

 

რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა

 

სცენარის ავტორი: სერგეი ლოზნიცა

 

ოპერატორიოლეგ მუტუ

 

მონტაჟი:დანიელიუს კოკანაუსკისი

 

დამდგმელი მხატვარი:კირილ შუვალოვი

 

პროდიუსერი:ჰეინო დეკერტიt

 

წარმოებაma.ja.de.fiction, Arthouse Traffic, JBA Production, Graniet Film, Wild at Art, Digital Cube

 

მონაწილეობენბორის კამორზინი, ვალერიუ ანდრიუტა, ტამარა იაცენკო, ლიუდმილა სმოროდინა, ოლესია ჟურაკოვსკაია 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

სერგეი ლოზნიცა  1964 წელსდაიბადაბარანოვიში, ბელორუსიაში. თავდაპირველადმათემატიკასსწავლობდა, 1990 წლიდანკიკინოსკოლაშიგადავიდა. იგიევროპისელიტარულრეჟისორებსშორისჯერკიდევთავისიმხატვრულადსტილიზებულიდოკუმენტურიფილმებითმოხვდა. მისფილმებსრეგულარულადაჩვენებდნენკარლოვი-ვარისსაერთაშორისოფესტივალზე. ლოზნიცასფილმებშიდიდისიფრთხილითადასიზუსტითარისფოკუსირებულირუსულიყოფა(„ლანდშაფტი“2003), სტაგნაცია(„მატარებლისგაჩერება“, 2000) დაარქეტიპულიინდუსტრიულიოპერაციები(„ქარხანა“2004). ლოზნიცასდოკუმენტურიფილმებირუსეთისისტორიისმიმდინარედასაკვანძომომენტებსასახავს(„მეიდანი“2014, „ბლოკადა“2006, „შემთხვევა“ 2015). 2010 წლიდანლოზნიცა სრულმეტრაჟიანიფილმებისგადაღებასიწყებს. მისიბოლოსამიფილმი- „ნაზიქმნილება“(2017), „ჩემისიხარული“(2010) და„ნისლში“(2012) კანისფესტივალისმთავარკონკურსშიიქნანაჩვენები.

 

სინოფსისი 

აღმოსავლეთ უკრაინის რესპუბლიკის სპექტრული არსებობის მწვავე ფრაგმენტები სამართლისა და უსამართლობის, ფანტაზიისა და რეალობის, ოცნებებისა და კოშმარების ზღვარზე გადის. მხატვრულად შეკრული, დოკუმენტური მასალები დღევანდელი მედიის გამოსახულებათა ფსევდორეალურობაში ფაქტისა და მონაგონის ერთმანეთში არევის შემზარავ მტკიცებულებას წარმოგვიდგენს. 

 

see more

close

პანიკური შეტევა

პოლონეთი, 2018, 100 წთ.  

 

რეჟისორიპაველ მასლონა

სცენარის ავტორებიპაველ მასლონა, ალეკსანდრა პისულა, ბარტლომიეი კოჩედოფი 

ოპერატორიცეზარი სტოლეცკი

მონტაჟიაგნიეშკა გლინკსა

მუსიკაJIMEK

მონაწილეობენარტურ ჟმიევსკი, დოროტა სეგდა, ნიკოლას ბრო, მაგდალენა პოპლავსკა, ალეკსანდრა პისულა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პაველ მასლონამ პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ლისელიის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა და რადიო-ტელევიზიის ფაკულტეტი დაამთავრა. მის ნაშრომებს შორისაა ჯილდოს მფლობელი რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სარეკლამო რგოლი. მაგალითად, 2010 წელს მიუნხენში კინოსკოლათა საერთაშორისო ფესტივალზე ახალგაზრდა ტალანტის ჯილდო მოიპოვა. მისი სადიპლომო ნამუშევარია „მაგმა“, ხოლო პირველი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმია „პანიკური შეტევა“ (2017), რომლის საერთაშორისო პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. 

 

სინოფსისი

შავი იუმორით შემკულ, სადებიუტო ნაშრომში, ნიჭიერმა რეჟისორმა პაველ მასლონამ ამომწურავად უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება, პანიკური შეტევა კინოენაზე ითარგმნოს. თანამედროვე ვარშავაში მცხოვრები რამდენიმე უიღბლოს ცხოვრების დრამატული ეპიზოდები ახლებური სიხალისითა და ტრაგედიისა და კომიკურობის შერწყმის უნიკალური მეთოდითაა წარმოდგენილი. 

 

see more

close

მარცვალი

 თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/შვედეთი/ყატარი, 2017, 123 წთ.

 

რეჟისორი:სემიჰ კაპლანოღლუ

სცენარის ავტორი: სემიჰ კაპლანოღლუ

ოპერატორი:  ჯაილს ნატგენსი 

ხმა: იორგ კიდროვსკი

მონტაჟი:აიჰან ერგიურსელი, ს. ჰანდე გიუნერი

მონაწილეობენ:ჟან-მარკ ბარი, ერმინ ბრავო, გრიგორი ბობრიგინი, ლუბნა აზაბალი, ქრისტინა ფლუტური, მილა ბონინგი, ჰალ იამანუჩი, ჯარეთ ჯეი მერზი, რაინერ სტეფანი, ჰოჯი ფორტუნა, გარეტ ტიერი, ბრეტ სტორმი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1963 წელს იზმირში. 1984 წლამდე იზმირის ხელოვნების უნივერსიტეტში  Dokuz Eylülკინემატოგრაფიასა და ტევეხელოვნებას შეისწავლიდა. ამჟამად თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული ჯილდო მიიღო, მათ შორის: „ოქროს ფორთოხალი“  (ანტალიის კინოფესტივალი) და „ოქროს ტიტა“ (სტამბოლის კინოფესტივალი)მესამე სრულმეტრაჟიანი ნაშრომისთვის. 

მისი ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე იქნა ნაჩვენები და საერთაშორისო ჯილდოები მოუტანა, მაგალითად: კინოკრიტიკოსთა ჯილდო სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე და საუკეთესო ალტერნატიული ფილმის ჯილდო  „ანგელოზის ვარდნისთვის“ ბარსელონის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

„თაფლი“ ტრილოგია „იუსუფის“ მესამე ნაწილია, რომელიც სულის წარმომავლობას იკვლევს. როგორც მის სხვა ფილმებში, ფილმის ემოციური მხარის შესაქმნელად, სემიჰ ქაფლანოღლუ მუსიკის გარეშე მუშაობს.

„მარცვალია“ მისი უახლესი ფილმია, რომელიც სარაევოს კინოფესტივალისთვის შეირჩა.  

 

სინოფსისი

ახლო მომავალში მომხდარი, უეცარი კლიმატური ცვლილება დედამიწაზე სიცოცხლეს არღვევს. ამ სამყაროში, სადაც საზღვრები ხელახლაა გავლებული, მიგრანტები განსაზღვრულ ტერიტორიებზე გროვდებიან და მაგნიტური ფარებით დაცულ ქალაქში შესვლას ელოდებიან. 

 

see more

close

რეი და ლიზი

გაერთიანებული სამეფო, 2018; 107 წთ.

 

რეჟისორი:რიჩარდ ბილინგჰემი

მონტაჟი:ტრეისი გრეინჯერი

სცენარის ავტორი: რიჩარდ ბილინგჰემი

ოპერატორი:დენიელ ლენდინი 

მონაწილეობენ:ელა სმითი, ჯასტინ სელინჯერი, პატრიკ რომერი, დირდრა კელი, სემ გიტინსი, ჯოშა მილარდ-ლოიდი 

ხმა:ხოაკიმ სუნდსტრომი

პროდიუსერი:ჟაკი დეივიდი

აღმასრულებელი პროდიუსერები: ადამ პარტრიჯი, ედ ტალფანი

წარმოებაPrimitive Film 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ბირმინგემის შემოგარენსა და საზოგადოებისგან გარიყულად, ბილინგჰემების ოჯახი ექსტრემალურ რიტუალებს ასრულებს და სოციალურ ტაბუებს არღვევს, როდესაც მათგან დამოუკიდებლად მართული, ცხოვრებისეული ფაქტორების დაძლევას ცდილობს. პერიოდულად გამაოგნებელი და შავი იუმორით გაჯერებული სამი ეპიზოდი წარმოგვიდგება, როგორც ბლექ-ქანთრის ბინაში გაზრდის გამოცდილების მიმართ შთამბეჭდავი, საპასუხო რეაქცია. 

 

ბიოგრაფია

რიჩარდ ბილინგჰემი 1997 წელს Deutsche Borse-ს ფოტოგრაფიის ჯილდოს პირველი მიმღები იყო, მომდევნო წელს კი BBC2-ს ეთერში მისი ფილმი „აკვარიუმი“ (47 წთ.) გავიდა, რომელიც Artangel-ისა და კინოშემოქმედ ადამ კურტისის მიერ იყო ნაწარმოები. 2001 წელს ვენეციის ბიენალეს დაესწრო და იმავე წელს ტერნერის ჯილდოზე იყო ნომინირებული. ბილინგჰემის ნამუშევრები მის ოჯახს, მსოფლიოს ზოოპარკებში მცხოვრებ ცხოველებსა და ბრიტანეთის ლანდშაფტს ეხება. ბოლო პერიოდში თავისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმის „რეი და ლიზის“ სცენარის ავტორი და რეჟისორი გახდა, რომელიც მიდლენდსში გადაიღო, სადაც გაიზარდა. მისი ნაშრომები სხვადასხვა კოლექციაშია წარმოდგენილი, მათ შორის: სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმსა და ლონდონში - ვიქტორია და ალბერტისა და ტეიტის გალერეებში.

 

see more

close

მთარგმნელი

სლოვაკეთის რესპუბლიკა/ ჩეხეთის რესპუბლიკა/ ავსტრია,2018; 113 წთ.

 

რეჟისორიმარტინ შულიკი 

 

სცენარის ავტორებიმარეკ ლეშჩაკი, მარტინ შულიკი

 

ოპერატორიმარტინ შტრბა

 

მუსიკავლადიმირ გობარი

 

მონტაჟიოლინა კაუფმანოვა

 

მონაწილეობენერჟი მენცელი, პეტერ სიმონიშეკი, ზუზანა მაურერი

პროდიუსერებირუდოლფ ბირმანი, მარტინ შულიკი, ბრუნო ვაგნერი

წარმოებაIn Film Praha s.r.o.

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

1962 წელს ჟილინაში, სლოვაკეთში დაბადებულმა მარტინ შულიკმა კინორეჟისურასა და მსახიობობაში პირველი გამოცდილება ბრატისლავის საშემსრულებლო ხელოვნებათა აკადემიაში სწავლისას მიიღო. სადებიუტო ფილმი „სინაზე“ 1991 წელს გადაიღო. დღმდე მის ყველაზე წარმატებულ ფილმად „ბაღი“ რჩება, რომელმაც „ჩეხეთის ლომის“ ჯილდო ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა. ასევე, სცენარისტადაც მუშაობდა და 2000 წლის შემდეგ ძირითადად დოკუმენტურ და სატელევიზიო პროექტებზე მუშაობდა. 2005 წელს სრულმეტრაჟიან, მხატვრულ ფილმებს დაუბრუნდა კომედიით „მზის ქალაქი“.

სინოფსისი

80 წლის სლოვაკი კაცი, სახელად ალი (ერჟი მენცელი), ვენაში მიდის, სადაც მისი მშობლების სიკვდილზე პასუხისმგებელ, შუცშტაფელის ყოფილ ოფიცერს უნდა შეხვდეს. თუმცა, დამნაშავის მაგივრად, მის 70 წლის შვილ გეორგს (პეტერ სიმონიშეკი) პოულობს, რომელმაც მამის წარსული დიდი ხნის წინ დაგმო.  გაურკვეველი მიზეზის გამო, ურთიერთსაწინააღმდეგო ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. გეორგი ალით ინტერესდება და წყვილი,  ომის დროინდელი ტრაგედიის გამოსაკვლვეად, სლოვაკეთში მოგზაურობას იწყებს. ასკეტურ ალისა და  ცხოვრების მოყვარულ გეორგს შორის არსებული, კომიკური შეუსაბამობის მიღმა ანგარიშსწორების აუცილებლობა ბუდობს: ბნელი წარსულის ბოლომდე დავიწყება შეუძლებელია. მეორე მსოფლიო ომის მოვლენების თემაზე სახიფათო რევიზიონიზმის ეპოქაში კინოშემქმნელები ინდივიდებსა და ერებს შორის დიალოგის განკურნებით ეფექტებს ხაზს უსვამენ.  

.

 

 

 

see more

close

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია

სიცოცხლის მორიგი დღე

ვარშავა, 1975 წელი. კაპუშინსკი ბრწყინვალე, ვეტერანი ჟურნალისტი, იდეალისტი, უიმედო მიზნებისა და რევოლუციების მეგობარია.

თრეილერის ნახვა

ვარშავა, 1975 წელი. კაპუშინსკი ბრწყინვალე, ვეტერანი ჟურნალისტი, იდეალისტი, უიმედო მიზნებისა და რევოლუციების მეგობარია.

პოლონეთის პრესსააგენტოში თავის უფროსს არწმუნებს, რომ ანგოლაში გაგზავნოს, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სისხლიანი, სამოქალაქო ომია დაწყებული. კაპუშინსკი სამოქალაქო ომის ეპიცენტრისკენ, ერთი შეხედვით, თვითმკვლელობის გზას ადგება. იქ ომის ბინძური რეალობის მოწმე ხდება და მანამდე უცნობ, უსუსურობის შეგრძნებას გამოცდის.

ანგოლამ ის სამუდამოდ შეცვალა. პოლონეთიდან რეპორტიორი გაემგზავრა, მაგრამ უკან მწერალი დაბრუნდა.

 

see more

close

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია

დიდოსტატთა კოლექცია

ველური მსხლის ხე

თურქეთი/ საფრანგეთი/ გერმანია/ ბულგარეთი  2018, 188 წთ.

 

   რეჟისორი:ნური ბილგე ჯეილანი

   სცენარის ავტორები:აქინ აქსუ, ებრუ ჯეილანი, ნური ბილგე ჯეილანი

   ოპერატორი:გიოქჰან თირიაქი

   მონტაჟი:ნური ბილგე ჯეილანი

   პროდიუსერი:ზეინეფ ოზბათურ ათაქა

   წარმოება:Zeyno Film

თანაწარმოება:Memento Films Production, Detail Film, RFF International, Sisters and    Brother Mitevski, 2006 Produkcija Sarajevo, Film i Vast, Chimney Pot

   მონაწილეობენ:აიდინ დოღუ დემირქოლი,მურათ ჯემჯირი, ბენნუ ილდიმირი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ნურიბილგეჯეილანი1959 წელსდაიბადასტამბოლში.დაამთავრაბოსფორისუნივერსიტეტისსაინჟინროფაკულტეტი.შემდეგკი,ორიწლისგანმავლობაში„მიმარსინანის“უნივერსიტეტშიეუფლებოდაკინოხელოვნებას.რეჟისორისმოკლემეტრაჟიანიფილმი, „კოზა“- 1995 წლისკანისკინოფესტივალზეაჩვენეს. ჯეილანისსადებიუტოსრულმეტრაჟიანმაფილმმა, „პატარაქალაქი”, დამომდევნონამუშევარმა,„ღრუბლებიმაისში”,მრავალისაერთაშორისოჯილდომოიპოვეს.

2003წელსნურიბილგეჯეილანისმესამეფილმმა- „უზაკი”(შორეული),კანისფესტივალისგრანპრიდაიმსახურა.ამავეფესტივალზე, 2006 წელს, ფილმმა- “კლიმატები”- კინოპრესისსაერთაშორისოფედერაციისჯილდომიიღო. დიდიწარმატებახვდაწილადრეჟისორისბოლონამუშევრებსაც- “სამიმაიმუნი”,“ერთხელანატოლიაში”,“ზამთრისძილი”,მათკანისსაერთაშორისოკინოფესტივალისმთავარიპრიზებიმოიპოვეს.

 

 

სინოფსისი

სინანს მწერლობა ყოველთვის უნდოდა. საკუთარ განსაკუთრებულობაში დარწმუნებული მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც წიგნის გამოცემისთვის საკმარისი თანხის შოვნას აპირებს. ამის ნაცვლად, მამის მსგავსად, ვალებში ეფლობა... ვიზუალურად მომაჯადოებელი ფილმი გვახსენებს, რომ ბედს ვერ გავექცევით.  

 

see more

close

სპეციალური ჩვენებები

შეხტომა

შეხტომა

რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/ საფრანგეთი, 2018, 90 წთ.

რეჟისორიივან ი. ტვერდოვსკი

 

შეხტომა

რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/ საფრანგეთი, 2018, 90 წთ.

 

 

რეჟისორი: ივან ი. ტვერდოვსკი

სცენარის ავტორი: ივან ი. ტვერდოვსკი

ოპერატორი: დენის ალარკონ რამირესი

მონტაჟი: ივან ი. ტვერდოვსკი

მუსიკა: კირილ რიხტერი

მონაწილეობენ: დენის ვლასენკო, ანა სლიუ, დანილ სტეკლოვი, პაველ ჩინარევი, ვილმა კუტავიჩიუტე

 

ბიოგრაფია

ივან ი. ტვერდოვსკი1988 წელს მოსკოვში დაიბადა. 2011 წელს მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა. მისმა დოკუმენტურმა ფილმებმა რუსეთისა და საერთაშორისო ფესტივალებზე აღიარება მოიპოვა, მათ შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „თითქოს მატარებელს ელოდები“ (2009) და „კოსმოსის ძაღლი“ (2013). „გამოსასწორებელი კლასი“ (2014), რომელიც ფსიქოლოგ ეკატერინა მურაშოვას ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, ტვერდოვსკის საბედიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია. მისი მომდევნო ნაშრომია „ზოოლოგია“ (2016), რომელმაც კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის საგანგებო ჯილდო მიიღო. ტვერდოვსკის უახლესი, სრულმეტრაჟიანი ფილმია „მოხტუნავე“, რომლის ჩვენება 2018 წლის კარლოვი-ვარის კინოფესტივალის საკონკურსო ნაწილში გაიმართა.   

 

სინოფსისი 

ახალგაზრდა ოკსანამ ახალშობილი დენისი მიატოვა. თექვსმეტი წლის შემდეგ საბავშვო თავშესაფრიდან იტაცებს, რათა მისი მიტოვება გამოისყიდოს. დენისს წარმოდგენა არ აქვს, დედის დახმარების სანაცვლოდ, რა ფასის გადახდა მოუწევს: სუსტ ბიჭს ერთი უჩვეულო თვისება აქვს, რომლითაც ოკსანა დაუფიქრებლად ისარგებლებს.  

 

 

 

 

 

see more

close

ქართული პანორამა

ქართული კინოს კლასიკა

19

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...