ფოკუსი უკრაინა

მარიუპოლი 2

ლიეტუვა / საფრანგეთი / გერმანია, 2022, 112 წთ

 

რეჟისორი: მანტას კვედარავიჩიუსი

დამდგმელი ოპერატორი: მინდაუგას გალკუსი

ხმა: რანა ეიდი, ლამა სავაია, შერიფ ალამი, რობ ვოკერი

მონტაჟი: დუნია სიჩოვი

პროდიუსერები: ულიანა კიმი, მანტას კვედარავიჩიუსი, ნადია ტურინცევი

მწარმოებელი კომპანიები : Studio Uljana Kim, Extimacy Films, Easy Riders Films, Twenty Twenty Vision 

გაყიდვები: The Match Factory

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მანტას კვედარავიჩიუსი (1976-2022) გახლდათ ლიეტუვაში დაბადებული კინორეჟისორი, ხარისხით კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციალურ ანთროპოლოგიაში. მისი პირველი დოკუმენტური ფილმიბარზახიშერჩეული იქნა არაერთ ფესტივალზე და მოპოვებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ამნესტის საერთაშორისო ჯილდო და ბერლინალეს ეკუმენური ჟიურის პრიზი 2011 წელს. მისი შემდეგი ორი ფილმი, „მარიუპოლი (2016) და  „პანთეონი (2019) შეირჩა ბერლინალესა და ვენეციის კრიტიკოსთა საერთაშორისო კვირეულზე. მანტას კვედარავიჩიუსი რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტის ბოლოს მარიუპოლში დაატყვევეს და მოკლეს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დოკუმენტირების დროს.

 

სინოფსისი

ზოგიერთი ქალაქი საზოგადოების პროგრესის სიმბოლოა, ზოგი კი ხალხის დეგრადაციის, თანაგრძნობის ნაკლებობისა და ნგრევის შეხსენებაა. უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ხუთ თვეზე მეტია რუსი აგრესორების ცეცხლის ქვეშაა, ქუჩებში უსიცოცხლო ცხედრები ყრია და ბევრი შენობა ნანგრევებად შემორჩა მხოლოდ. ქალაქზე მისი პირველი ფილმის გადაღებიდან ექვსი წლის შემდეგ, ლიტველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მარიუპოლში დაბრუნდა, რათა ჩაეწერა დაბომბილი ქალაქის ყოველდღიური რეალობის მოულოდნელი გაგრძელება. დაბრუნება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა - მაგრამ მისმა საცოლემ მოახერხა კადრების გადარჩენა. Cinema vérité-ის სულისკვეთებით გადაღებული, „მარიუპოლი 2“ გთავაზობთ უნიკალურ, ჰიპერრეალისტურ ისტორიას ომისა და უკრაინელი ხალხის ალტრუიზმის შესახებ.

 

see more

close

ანარეკლი

უკრაინა, 2021, 125 წთ.

 

რეჟისორი: ვალენტინ ვასიანოვიჩი

სცენარი: ვალენტინ ვასიანოვიჩი

დამდგმელი ოპერატორი: ვალენტინ ვასიანოვიჩი

ხმა: სერგი სტეპანსკი

მონტაჟი: ვალენტინ ვასიანოვიჩი

პროდიუსერები: ია მისლიცკა, ვალენტინ ვასიანოვიჩი, ვლადიმერ იაცენკო, ანა სობოლევსკა

მწარმოებელი კომპანიები: Arsenal Films, ForeFilms

მონაწილეობენ: რომან ლუცკი, სტანისლავ ასეევი, ალექსანდრ დანილიუკი, ნიკა მისლიცკა, ანდრეი რიმარუკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ვალენტინ ვასიანოვიჩი (1971, უკრაინა) სწავლობდა კინემატოგრაფსა და დოკუმენტურ კინოს კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიევში. 2007 წელს დაამთავრა ანდჟეი ვაიდას კინორეჟისურის სამაგისტრო სკოლა პოლონეთში. მან 2012 წელს გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ბიზნესი, როგორც ჩვეულებრივ. 2017 წელს მისმა მხატვრულმა ფილმმა, „შავი დონე, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო უკრაინული ფილმისთვის  FIPRESCI-ის პრიზი მიიღო. „ატლანტისი“ (2019) ვენეციის კინოფესტივალის ჰორიზონტების სექციაში საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმისანარეკლიპრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე 2021 წელს.

 

სინოფსისი

2014 წელი - უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირველი წელი. მისი ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ ქირურგი სერგეი ძალადობას, წამებასა და მკვლელობას აწყდება. სახლში დაბრუნების შემდეგ იგი ღრმად არის ტრავმირებული, ყველაფრისგან რაც მან ტყვეობისას გადაიტანა. ვალენტინ ვასიანოვიჩი მაყურებელს საშუალებას აძლევს განიცადოს მისი გმირის შიში, სასოწარკვეთა და უმწეობის გრძნობა. სერგეის ცხოვრების მეორე, არანაკლებ მტკივნეული ნაწილის განმავლობაში ისინი ერთად ეძებენ პასუხს კითხვაზე, როგორ გააგრძელონ ცხოვრება  ასეთი საშინელებების  გადატანის შემდეგ.

 

see more

close

ერთი დღე უკრაინაში

უკრაინა, პოლონეთი, 2022, 79 წთ.


რეჟისორი: ვოლოდიმირ ტიხი

სცენარის ავტორი: ვოლოდიმირ ტიხი

მუსიკა: მიკიტა მოისეევი

დამდგმელი ოპერატორები: ივან ბანიკოვი, ილია ეგოოვი, იური გრუზინოვი, იგორ ივანკო 

მონტაჟი: ივან ბანიკოვი, ვოლოდიმირ ტიხი

მონაწილეობენ: დარია ასტაფიევა, იგორ ლუცენკო, ევგენ ნიშჩუკი, რომან რატუშინი

პროდიუსერები: ვოლოდიმირ ტიხი, იგორ სავიჩენკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვოლოდიმირ ტიხიი (დაიბადა 1970 წლის 25 თებერვალს, ჩერვონოგრადში, ლვოვის ოლქი, უკრაინა) არის უკრაინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და დოკუმენტური და მხატვრული ფილმების პროდიუსერი. იგი არის უკრაინის კინემატოგრაფისტთა ეროვნული კავშირის წევრი და არის 2018 წლის ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიის მფლობელი ღირსების რევოლუციის შესახებ ისტორიული და დოკუმენტური ფილმების სერიისთვის.

2013 წელს დაასრულა ფილმიმწვანე ქურთუკი“, რომელიც იყო სან სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალის, ვარშავის და თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

 

სინოფსისი

მედია აქტივისტისა და კინოს გადამღები ჯგუფი ბაბილონი'13, რომელიც შეიქმნა მეიდანის აჯანყების დროს, ფოკუსირებულია 2022 წლის 14 მარტის მოვლენებზე - რუსეთ-უკრაინის ომის 2944- დღეზე.

 

see more

close

დიდოსტატთა კოლექცია

ლეონორა ადიო

იტალია, 2022, 90 წთ.

 

რეჟისორი: პაოლო ტავიანი

სცენარის ავტორი: პაოლო ტავიანი

მუსიკა: ნიკოლა პიოვანი

დამდგმელი ოპერატორები: პაოლო კარნერა, სიმონე ზამპანი

მოტაჟი: რობერტო პერპინიანი

მონაწილეობენ: ფაბრიციო ფერაკანე, მატეო პატირუტი, დანია მარინო, დორა ბეკერი, კლაუდიო ბიგალი

პროდიუსერი: დონატელა პალერმო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პაოლო ტავიანი დაიბადა სან-მინიატოში, იტალიაში 1931 წელს. 1954 წლიდან მან არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გადაიღო ძმასთან, ვიტორიო ტავიანთან ერთად, ორივე მათგანი ასევე სცენარსაც წერდა. ძმებმა ოქროს პალმის რტო მიიღეს კანში ფილმისთვის „მამა-მარჩენალი“ და ჟიურის გრან-პრი ფილმისთვის „სან ლორენცოს ღამე". 1986 წელს მათ ასევე მიიღეს ვენეციის ფესტივალის ოქროს ლომი კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ფილმები „დივერსიულები, „ტოროლას ბუდე და „კეისარი უნდა მოკვდეს ყველა ნაჩვენები იქნა ბერლინალეზე, ამ უკანასკნელმა კი ოქროს დათვი მოიპოვა. „ცისარტყელა - პირადი საქმე იყო ბოლო ფილმი, რომელიც მათ ერთად გადაიღეს.

 

სინოფსისი

„ლეონორა ადიო მოგვითხრობს პირანდელოს ფერფლის განსაცვიფრებელ თავგადასავალს და მისი ქოთნის მღელვარე მოგზაურობას რომიდან აგრიჯენტომდე, რასაც საბოლოოდ მისი დაკრძალვა მოჰყვა მისი ფაქტობრივი სიკვდილიდან მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ.  ამის გარდა, პირანდელოს ბოლო  ისტორიას "ფრჩხილი", რომელიც სიკვდილამდე ოცი დღით ადრე დაიწერა და რომელშიც ახალგაზრდა ბასტიანედუს, რომელიც დედას ხელებიდან  გამოგლიჯეს სიცილიაში და იძულებულია მამას გაჰყვეს ოკეანის გაღმა, არ შეუძლია მოიშუშოს ჭრილობა, რომელიც მას ირაციონალურობისკენ უბიძგებს.

 

see more

close

ტორი & ლოკიტა

ბელგია, საფრანგეთი, 2022, 80 წთ.

 

რეჟისორი: ჟან-პიერ დარდენი, ლუკ დარდენი

სცენარი: ჟან-პიერ დარდენი, ლუკ დარდენი

მუსიკა: ჟან-პიერ დიურე, ტომას გოდე

დამდგმელი ოპერატორი: ბენუა დერვო

მონტაჟი: მარი-ელენ დოზო

მონაწილეობენ: ამელ ბენაისა, ელ ალამი ბილელი, კლერ ბოდსონი, ანეტ კლოსე, ადრიენ ანა, შარლოტ დე ბრუინი

პროდიუსერებუ: ჟან-პიერ დარდენი, ლუკ დარდენი, დელფინ ტომსონი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ძმები დარდენები, ბელგიელი კინორეჟისორები, რომლებიც ცნობილი არიან მკვეთრად რეალისტური მიდგომით მუშათა კლასის თემებთან და პერსონაჟებთან. რეჟისორის გარდა, ჟან-პიერ დარდენი (დ. 1951 წლის 21 აპრილი, ენგისი, ბელგია) და ლუკ დარდენი (დ. 1954 წლის 10 მარტი, ავირსი, ბელგია) ასევე იყვნენ საკუთარი ფილმების სცენარის ავტორები და პროდიუსერები.

1978 წელს მათ გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმი „როსინიოლის სიმღერა, რომელიც ნაცისტების წინააღმდეგ გამართულ წინააღმდეგობას ეხებოდა ბელგიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. 1986 წელს მათ გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი, „ფალში, ნაცისტების მიერ მოკლული ებრაული ოჯახის შესახებ. მეორე ფილმის, „მე ვფიქრობ თქვენზე შემდეგ, მათ გადაიღეს ფილმი „დაპირება, ბელგიაში ემიგრაციის შესახებ. ფილმმა წარმატებას მიაღწია მთელ მსოფლიოში და მოიპოვა ჯილდოები მრავალ ფესტივალზე.

1999 წელს მათ კიდევ ერთი ჰიტი გადაიღეს „როზეტა“, რომელმაც კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ფილმი მოგვითხრობს „ლურჯ საყელოიან მუშაზე, რომელიც ალკოჰოლიკ დედასთან ერთად, ცდილობს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს ბელგიის პატარა ქალაქში.

2002 წელს ისინი დაბრუნდნენ კანში მათი უკანასკნელი ფილმით „ვაჟიშვილი, რომელმაც მოიპოვა ეკუმენური ჟიურის პრიზი და ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის ოლივიე გურმესთვის.

 

 

სინოფსისი 

ტორი და ლოკიტა ძველ მეგობრობას იხსენებენ, ორი ახალგაზრდა, რომლებმაც მარტო იმოგზაურეს აფრიკიდან და ბელგიაში მათი გადასახლების სასტიკ პირობების პირისპირ აღმოჩნდნენ.

 

see more

close

ლიეტუვაში მოგზაურობის მემუარები

Lithuania, USA, 1972; 82 min.

 

Director: Jonas Mekas

Screenwriter: Jonas Mekas

Cinematography: Jonas Mekas, Adolfas Mekas

Editor: Jonas Mekas

Cast: Pola Chapelle, Ken Jacobs, Peter Kubelka, Hollis Melton, Annette Michelson Annette Michelson, Hermann Nitsch, Daniel Rogosin

Producer: Jonas Mekas

 

თრეილერის ნახვა

Biography 

 

Jonas Mekas was born in Semeniškiai, a small farming village in the Biržai region of northeastern Lithuania in 1922. His adolescence was spent in his own world of literature and poetry which consumed his daily life. This peaceful existence was thrown into turmoil with the arrival of Soviet and then Nazi troops to Lithuania. Jonas and his younger brother Adolfas attempted to flee to Vienna in 1944, but were diverted by the Germans to a forced labour camp outside of Hamburg.

 

Following the War and several years living as displaced persons while studying in Germany, they got the opportunity to emigrate to the United States, where they settled in Brooklyn and began their artistic activities, such as founding Film Culture magazine and making their own films. Reminiscences of a Journey to Lithuania documents the brothers’ return to their home after 27 years abroad.

 

Synopsis

 

Filmmaker Jonas Mekas creates an elegiac diary of a trip to his home country of Lithuania.An exquisitely composed document of this emotional homecoming, the film is structured as a triptych, with the central section comprising “100 Glimpses of Lithuania, August 1971.” Reuniting with siblings, neighbours and their mother Elžbieta – at that time in her eighties and still cooking outdoors over an open fire – the film brings the viewer along on a tour of village life in rural Soviet Lithuania. This is bookended by scenes from New York in the 1950s and a stop in Vienna following the brothers’ time in Lithuania.

 

see more

close

EO

პოლონეთი/იტალია, 2022, 86 წთ.

 

რეჟისორი: იეჟი სკოლიმოვსკი

სცენარის ავტორი: ევა პიასკოვსკა, იეჟი სკოლიმოვსკი 

ოპერატორი: მიხალ დიმეკ

მუსიკა: პაველ მიკეტინ

მონტაჟი: აგნიეშკა გლინსკა 

პროდიუსერი: ევა პიასკოვსკა, იეჟი სკოლიმოვსკი

მწარმოებელი კომპანია: Skopia Film

თანამწარმოებელი კომპანია: Alien Films

მონაწილეობენ: სანდრა დჟიმალსკა, ლორენცო ძურძოლო, მატეუშ კოშჩიუკევიჩ, იზაბელ იუპერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იეჟი სკოლიმოვსკი დაიბადა ლოძში, პოლონეთში. დაამთავრა ლოძის კინოსკოლა. ბევრი საკუთარი ფილმის გარდა, ის ჯულიან შნაბელის ფილმში სანამ ღამე დაეცემა (00) და დევიდ კრონენბერგის ფილმში აღმოსავლური დაპირებები (07) თამაშობს. ორივე ნაჩვენები იქნა ფესტივალებზე. მისი სარეჟისორო დებიუტი მხატვრული ფილმით  Identification Marks: None (64) შედგა, მოგვიანებით კი გადაიღო სხვადასხვა საფესტივალო ფილმები მთვარის შუქი (82), ოთხი ღამე ანასთან (08), გარდაუვალი მკვლელობა(10) და 11 წუთი (15). EO (22) მისი ბოლო ფილმია.

 

სინოპსისი

Eo ნაცრისფერი ვირია, რომელიც ცირკიდან საკანონმდებლო აქტით თავისუფლდება. ასე იწყება მისი სიურრეალისტური მოგზაურობა მთელ მსოფლიოშიმაყურებელიც მისი თვალით აკვირდება ადამიანის ქცევის სხვადასხვა ფორმებს. ის ხვდება ფეხბურთის ხულიგნებს, მხიარულ სატვირთოს მძღოლს და ახალგაზრდა მღვდელს, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა თავისი სულიერების ძიებაშიბრესონის ალეგორიული ფილმის ასეთია ცხოვრება ბალთაზარ თავისი გამორჩეული ვარიაციისთვის, ლეგენდარულმა პოლონელმა კინორეჟისორმა იეჟი სკოლიმოვსკიმ ნიჭიერ ახალგაზრდა კინემატოგრაფთან მიხალ დიმეკთან თანამშრომლობა აირჩია. მათ ერთად შექმნეს გაბედული, ფორმალურობისგან განთავისუფლებული იგავი, რომელსაც ერთმა რეცენზენტმა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე კონკურსის ყველაზე უცნაური ფილმი უწოდა.

 

see more

close

ბრიჯიტ ბარდო სამუდამოდ

Poland, 2021, 122 min.

 

Director: Leh Majewski

Screenwriter: Leh Majewski

Cinematography: Lech Majewski, Pawel Tybora

Cast: Kacper Olszewski, Magdalena Rózczka, Joanna Opozda, Weronika Rosati, Andrzej Grabowski, Tomasz Sapryk, Bogdan Kalus, Elzbieta Okupska, Stanisław Brudny, Gabriela Chojecka

Producer: Leh Majewski

 

თრეილერის ნახვა

Biography 

 

Lech Majewski is a poet, media artist, writer and film, theatre and opera director. He studied at Krakow Academy of Fine Arts and graduated from the National Film School in Łódź, Poland. His video, film and art works are shown in a variety of galleries and museums around the world. He lectures on the hidden language of symbols at various universities, colleges and academies of art.  He is a writer and director, known for The Mill and the Cross (2011), Valley of the Gods (2019),  Wojaczek (1999) etc. 

 

Synopsis

 

The mid-20th century in communist Poland. Adam lives with his mother, who is persecuted by the state security service. Adam's father fought in World War II as a pilot, defending Britain, and has not been heard from since. It's not clear if he stayed in England or returned and is hiding to avoid persecution. Packages and postcards arrive from him, but Adam, who has never seen his father, suspects someone else is sending them. At school he keeps dreaming that his father will one day land in the sports field at his school in his Spitfire, raising dust from which he will emerge alive, heroic and magnificent. One day, as the boy is watching Jean-Luc Godard's "Contempt" at the cinema, he is transported to the young Brigitte Bardot's dressing room and her world of film and music stars.

 

 

see more

close

სევდის სამკუთხედი

შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო, აშშ

2022, 149 წთ.

 

რეჟისორი: რუბენ ოსტლუნდი

სცენარი: რუბენ ოსტლუნდი

მუსიკა: მიკელ მალტა, ლესლი მინგი 

დამდგმელი ოპერატორი: ფრედერიკ ვენზელი

მონტაჟი: რუბენ ოსტლუნდი, მიკელ სი კარლსონი 

მონაწილეობენ: ჰარის დიკინსონი, ჩარლბუ დინი, ვუდი ჰარელსონი, ჰენრიკ დრსენი, ზლატკო ბურიცი, ირის ბერბენი, სუნიი მელესი, დოლი დე ლეონი, ვიკი ბერლინი, ოლივერ ფორდ დეივისი

პროდიუსერები: ერიკ ჰემენდორფი, ფილიპ ბობერი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რუბენ ოსტლუნდი დაიბადა შვედეთის ქალაქ სტირსოში და სწავლობდა რეჟისურას გოტენბურგის უნივერსიტეტში. მის ფილმების სიაშია მოკლემეტრაჟიანი „ინციდენტი ბანკის მიერ, რომელმაც მოიპოვა ბერლინის ოქროს დათვი, და ფილმები „გიტარა მონღოლოიდი, „უნებლიედ და „ფესტივალის რჩეული პიესა, „ფორსმაჟორი (14), რომელმაც კანის ჟიურის პრიზი მოიპოვა და „კვადრატი, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. მისმა უკანასკნელმა ფილმმა „სევდის სამკუთხედმა“ ასევე მოიპოვა ოქროს პალმის რტო.

 

სინოფსისი

 

მოდელები კარლი და იაია მოდის სამყაროში მოძრაობენ და  მათი ურთიერთობების საზღვრებს ეძიებენ . წყვილი დაპატიჟებულია ძვირადღირებულ კრუიზზე სუპერ მდიდარი თაღლითების გარემოცვაში: რუსი ოლიგარქი, ბრიტანელი იარაღის დილერები და იდიოსინკრატული, ალკოჰოლიკი, მარქსის ციტირების მოყვარული კაპიტანი. თავიდან ყველაფერი ინსტაგრამთან თავსებადი ჩანს, მაგრამ ქარიშხალი ვარდება და მოგზაურებს მძიმე ზღვის ავადმყოფობა შეეყრებათ კაპიტნის ორგანიზებული ვახშმის დროს. კრუიზი კატასტროფით მთავრდება. კარლი და იაია უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან მილიარდერების ჯგუფთან და გემის ერთ-ერთ დამლაგებელთან ერთად. იერარქია მოულოდნელად თავდაყირა დგება, რადგან დიასახლისი ერთადერთია, ვინც თევზაობა იცის.

 

see more

close

BIAFF მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია

ჩემი ოთახი

საქართველო, გერმანია, 2022, 107 წთ.

 

რეჟისორი: სოსო ბლიაძე

სცენარი: სოსო ბლიაძე, ტაკი მუმლაძე

მუსიკა: იან დვერტმანი, კუნგ ფუ ჯანკი, ოთო მესხი, ბექა უნგიაძე

ოპერატორი: დიმიტრი დიტო დეკანოსიძე

მონტაჟი: სოსო ბლიაძე

მონაწილეობენ: თაკი მუმლაძე, მარიამ ხუნდაძე, სოფიო ზერაგია, ლაშა გაბუნია, გიორგი წერეთელი, სოსო ბლიაძე

პროდიუსერები: სოსო ბლიაძე, ევა ბლონდიაუ, ელმარ იმანოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

სოსო ბლიაძე დაიბადა თბილისში, 1986 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინფორმატიკის სპეციალობით. სწავლობდა ასევე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე, რეჟისურის სპეციალობით. მისი სადიპლომო ფილმი „ყველაზე ძვირფასი“ აჩვენეს არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მოპოვებული აქვს ჯილდოები ყაზახეთში, საქართველოში და სლოვენიაში. მისმა მოკლემეტრაჟიანი ფილმისსამი ნაბიჯი პრემიერა  როტერდამსა და ობერჰაუზენში შედგა, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმიტრადიცია (ელმარ იმანოვთან ერთად) პირველად კლერმონ ფერანში და ბუზანში აჩვენეს.

 

 

სინოფსისი

 

თინა, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ცხოვრების გზა დაკარგა, ქირაობს ოთახს ენერგიული და აქტიური მეგისგან. თინა არასოდეს ყოფილა მიჩვეული საკუთარ თავზე ზრუნვას და ახლაც მოთმინებით ელოდება, როდის შემოუერთდება თბილისში მისი მეგობარი ბიჭი ბექა. თუმცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის და თინა მეგის წყალობით იწყებს იმის აღმოჩენას, თუ როგორია იყოს თავისუფალი და შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება მამაკაცებზე დამოკიდებულების გარეშე.

 

see more

close

კლონდაიკი

თურქეთი/უკრაინა, 2021; 100 წთ.

  

რეჟისორი: მარინა ერ გორბახი

სცენარი: მარინა ერ გორბახი

დამდგმელი ოპერატორი: სვიატოსლავ ბულაკოვსკი

მუსიკა: ზვიად მღებრი

ხმა: სრდიან კურპიელ

რედაქტორი: მარინა ერ გორბახი

დამდგმელი მხატვარი: მარკეტა კორინკოვა-ტაპლინი

პროდიუსერი: მარინა ერ გორბახი, მეჰმედ ბაჰადირ ერი, სვიატოსლავ ბულაკოვსკი

მწარმოებლები: KEDR FILM, Protim V.P.

ოქსანა ჩერკაშინა, სერგეი შადრინი, ოლეგ შერბინა, ოლეგ შევჩუკი,

მონაწილეობენ: არტურ არამიანი, ევგენი ეფრემოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მარინა ერ გორბახი (დაბ. 1981, კიევი, უკრაინა). ფილმოგრაფია: მეუღლესთან მეჰმედ ბაჰადირთან ერთან ერთად გადაიღო მხატვრული ფილმებიშავი ძაღლების ყეფა“ (Kara Köpekler Havlarken, 2009), „არა თამაშგარე(2009), „შემიყვარე(Sev beni, 2013), „ომარი და ჩვენ (2019).

 

სინოფსისი

2014 წლის ივლისში ბევრს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ დონბასში ვითარება მალე ისევ დაწყნარდებოდა. ირკაც რომელიც შვილს ელოდება, ჯიუტად ამბობს უარს  სახლის მიტოვებაზე, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი გადაწყვეტილება, დაიცვას თავისი  სახლში დარჩენის უფლება, დიდ ფასად დაუჯდება. პასიურ პრორუს ქმარსა და მის აქტიურ ანტისეპარატისტ ძმას შორის ყოფნით დაღლილი, ომის კანონების გაგებას ძალიან გვიან იწყებს. ოსტატობა, რომლითაც მარინა ერ გორბახმა  რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეს ამაღელვებელი დრამა გადაიღო, სანდენსის ფესტივალზე  საუკეთესო რეჟისორის ჯილდოთი აღინიშნა. კინორეჟისორი წარმოგიდგენთ ახალ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი დედის ისტორიას, საგულდაგულოდ შერჩეული კადრებით, რომლებშიც თითოეული სურათი ომის დამანგრეველ ძალას აჩვენებს.

 ომის დაწყებისას რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე მცხოვრები უკრაინელი ოჯახის ისტორია. ირკა უარს ამბობს სახლის დატოვებაზე მაშინაც კი, როცა სოფელი შეიარაღებულმა ძალებმა დაიპყრეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი საერთაშორისო ავიაკატასტროფის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, 2014 წლის 17 ივლისს.

 

see more

close

უნებლიე შეხვედრა

შვეიცარია, ლუქსემბურგი, 2021, 85 წთ.

 

რეჟისორი: რომედ უაიდერი

სცენარისტი: ნასიმ აჰმადპური, რომედ უაიდერი

მუსიკა: ბერნარ ტრონტინი

ოპერატორი: რამ შვეკი

მონტაჟი: პია დიუმონი

მონაწილეობენ: ფელიპე კასტრო, პუნე ჰაჯიმოჰამადი, ელიზაბეტ იოჰანესდოტირი

პროდიუსერები: ალექსანდრ დუმრაიხერ-ივანსეანუ, კირილ გერბერი, ბედი მინკი, რომედ უაიდერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რომედ უაიდერი დაიბადა 1967 წელს ბრიგში, შვეიცარიაში. 1995 წელს დაამთავრა HEAD-Genève-ის (ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა) კინოს მიმართულება. ის აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის რამდენიმე პროფესიულ ასოციაციაში და მუშაობს როგორც პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისთვის. მისი ფილმების არა ყავა, არა TV, არა სექსი (1999) და აბსოლუტი (2004) პრემიერა შედგა ლოკარნოს კინოფესტივალზე, ხოლო ფილმიგანთიადი(2014) რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

სინოფსისი

 

შუა ასაკის კრიზის დროს  საშა ტოვებს შეყვარებულს და ბებია-ბაბუის Airbnb-ში გარბის. ის მოულოდნელად ირანელ ქალთან ერთად აღმოჩნდება, რომელიც ქორწინების კრიზისის წინაშე დგას. ორივეს უკმაყოფილოა ბინის გაზიარების ფაქტით და განტვირთვის ნაცვლად, დაძაბულობა იჩენს თავს. როდესაც მინა, ენერგიული ამერიკელი, ჩამოდის, მათი ორმხრივი მცდარი შეხედულებები ადგილს უთმობს ცნობისმოყვარეობას და ერთიანობას. ის, რაც დაიწყო, როგორც უნებლიე შეხვედრა, ახალი შესაძლებლობების შანსი ხდება.

 

see more

close

თევზის ქადაგება

მექსიკა, შვეიცარია, თურქეთი, 2022; 90 წთ

 

რეჟისორი: ჰილალ ბაიდაროვი

სცენარი: ჰილალ ბაიდაროვი, აისუ აკჩანი

მუსიკა: ქანან რუსტამლი

ოპერატორი: ჰილალ ბაიდაროვი

მონტაჟი: ჰილალ ბაიდაროვი

მონაწილეობენ: რანა ასგაროვა, ორხან ისკანდარლი, ჰუსეინ ნასიროვი

პროდიუსერები: ელშან აბასოვი, ჰილალ ბაიდაროვი, კარლოს რეიგადასი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჰილალ ბაიდაროვი დაიბადა 1987 წელს ბაქოში, აზერბაიჯანი. საშუალო სკოლაში სწავლის წლებში მან ორჯერ მოიგო მათემატიკის ეროვნული ჩემპიონატი 2004 და 2005 წლებში. კომპიუტერულ მეცნიერებებში მაგისტრის ხარისხის შემდეგ ბაიდაროვი სწავლობდა სარაევოს კინოაკადემიაში ცნობილი უნგრელი კინორეჟისორის ბელა ტარის ტუტორობის ქვეშ. ამის შემდეგ შედგა მისი დებიუტი ფილმით "მთები სახელების გარეშე" (2018), რომლის პრემიერაც მონრეალის კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ჰილალმა დაასრულა არაერთი ჯილდოს მფლობელ ტრილოგიაზე მუშაობა კატეხში, აზერბაიჯანში: „როცა ხურმა მწიფდება“ (2019), რომელმაც მოიპოვა სარაევოს გული საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და რელიგიათაშორისი ჯილდო და ჟიურის სპეციალური ხსენება Visions du réel-ში; „დედა და შვილი“ (2019), რომლის პრემიერა IDFA- მთავარ კონკურსში შედგა; დალურსმნები ჩემს თავში“ (2020), რომლის პრემიერა შედგა Cinema du réel-ში. ბაიდაროვის მეორე მხატვრული ფილმის, „სიკვდილთ შორისპრემიერა 2020 წლის ვენეციის ბიენალეს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა.

 

 

სინოფსისი

 

სიუჟეტი მოგვითხრობს ჯარისკაცზე, რომელიც ომიდან ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მის სოფელში ყველა დალპა იდუმალი ავადმყოფობის გამო. ერთადერთი გადარჩენილი, მისი და, ასევე ნელ-ნელა ლპება, ის  ძაღლის ამარაღაა დარჩენილი.

 

see more

close

ოთხი კედელი

თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, 2021, 114 წთ

 

რეჟისორი: ბაჰმან ღობადი

სცენარი: ბაჰმან ღობადი, ჰამედ ჰაბიბი

მუსიკა: ბაჰმან ღობადი, ვედათ ილდირიმი

ოპერატორი: ჰოსეინ ჯაფარიანი

მონტაჟი: ჰაიდეჰ საფიარი

მონაწილეობენ: ამირ აგაი, დენიჟან აკბაბა, ფუნდა ერიგიტი

პროდიუსერები: ბაჰმან ღობადი, გოკჩე ისილ ტუნა, როჯერ უოტერსი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ბაჰმან ღობადი დაიბადა 1968 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ბანეში, ირან-ერაყის საზღვართან ახლოს, ქურთისტანის პროვინციაში, ირანში. სანანდაჯში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ღობადი 1992 წელს გადავიდა თეირანში. მან დაიწყო თავისი მხატვრული კარიერა ინდუსტრიული ფოტოგრაფიის სფეროში.

მისი ინსტინქტური და პრაქტიკული მიდგომის წყალობით, ღობადმა უნიკალური სტილი განივითარა და მალევე მოიპოვა ფართო აღიარება ადგილობრივ წრეებში. გარდატეხა მოახდინა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "ცხოვრება ნისლში" (1999), ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოკლემეტრაჟიანმა ირანში. ამ წარმატების შემდეგ ბაჰმან ღობადიმ გადაიღო "დრო მთვრალი ცხენებისთვის" (2000) - პირველი სრულმეტრაჟიანი ქურთული მხატვრული ფილმი ირანის ისტორიაში. რამდენიმე პრიზის მიღების შემდეგ, ღობადმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და თავი დაიმკვიდრა ქურთული კინოს პიონერად.

ღობადის მიერ გადაღებული ეს ფილმი და ყველა შემდგომი ფილმი (მათ შორის, "ნახევარ მთვარე", 2004 და "კუს შეუძლია ფრენა", 2006 წ.) ფართოდ იქნა აღიარებული მსოფლიო კინოფესტივალებზე, მოიპოვა ათობით ჯილდო, მაგრამ ისინი ნაკლებად აქვთ ნანახი მშობლიურ ქვეყანაში. 2009 წელს ღობადიმ დაასრულა ნახევრად დოკუმენტური ფილმი "არავინ იცის სპარსული კატების შესახებ" - თეირანის ანდერგრაუნდ ინდი მუსიკის სცენის შესახებ, რომელიც  ირანში ოფიციალური ნებართვის გარეშე და ძალიან შეზღუდულ პირობებში გადაიღო. ამის შემდეგ მას ირანი უნდა დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გაეგრძელებინა მუშაობა. 2012 წელს გადაიღო „მარტორქების სეზონი“, რომელიც სტამბოლშია გადაღებული. მისი უახლესი ნამუშევარი - „დროშა ქვეყნის გარეშე“ (2015) არის ქურთული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედებაც ერბილში, ერაყის ქურთისტანში მიმდინარეობს.

 

 

სინოფსისი

ქურთი კომპოზიტორი ბორანი ვეღარ ხედავს ოკეანეს, ამაში ახალი შენობა უშლის ხელს. მას ტრაგედია და ატყდება თავს...

 

see more

close

კერი

თურქეთი/საბერძნეთი/საფრანგეთი, 2022; 100 წთ.

 

რეჟისორი: ტაიფუნ პირსელიმოღლუ

სცენარი: ტაიფუნ პირსელიმოღლუ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა თურქეთში, ტრაპიზონში. ტაიფუნ პირსელიმოღლუმ დაამთავრა შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, რის შემდეგაც იგი გაემგზავრა ვენაში და სწავლობდა მხატვრობას Hochschule für Angewandte Kunst-ში (ვენის გამოყენებითი ხელოვნების აკადემიაში). მან გამართა არაერთი გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ვენაში, სტამბოლში, ანკარაში, ბუდაპეშტში, ტალინში და ა.შ. . ის არის დამოუკიდებელი სახელოვნებო ინიციატივის, ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც კითხულობდა ლექციებს სცენარის, კინოსა და მხატვრობის შესახებ. პირსელიმოღლუ არის ოთხი რომანის (ზღაპრები უდაბნოდან, დაკარგულთა ალბომი, მელანქოლია, ქალაქის კოშკები) და ორი მოთხრობის ავტორი. მან კინოკარიერა, როგორც სცენარისტმა დაიწყო და დაწერა სცენარები სხვადასხვა მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული  ფილმებისთვის. მან თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი DAYIM (ჩემი ბიძა) 1999 წელს  გადაიღო  და მომდევნო IL SILENZIO E D'ORO (დუმილი არის ოქრო) 2002 წელს, იყო არაერთი საერთაშორისო ჯილდოს ადრესატი. 2002 წელს მან ასევე გადაიღო მისი პირველი მხატვრული ფილმი - HICBIRYERDE (INNOWHERELAND), რომელმაც ასევე არაერთი ჯილდო მიიღო. მან გადაიღო ტრილოგია სინდისი და სიკვდილი, რომელშიც შედის RIZA 2007, PUS (ნისლი) 2009 და ბოლო, 'SAC' (თმა) 2010, ყველა მათგანი არაერთხელ დაჯილდოებული. მისი უახლესი ფილმი KERR (2021) შერჩეული იქნა სტამბოლის ფილმების ფესტივალზე.

 

სინოფსისი

კენი მკვლელობის ერთადერთი მოწმეა  ქალაქში, სადაც ის თავისი მოხუცი მამის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. მკვლელი, რომელსაც არ აინტერესებს კენის იქ ყოფნა, მშვიდად ტოვებს ადგილს. პოლიცია, რომელსაც მან მიმართა, ჩვენების მიცემის შემდეგ წასვლის უფლებას არ აძლევს. ქალაქში ჩარჩენილი მამის სხვადასხვა უცნაურ მეგობრებს ხვდება, და ერთი მეორის მიყოლებით უცნაური რაღაცები ხდება. ერთი მხრივ, გაცოფებული ძაღლების გაქცევის გამო კარანტინი ცხადდება. მთელი ქალაქი  განსაწმენდლად გადაიქცევა, გასასვლელის გარეშე, სიგიჟის ზღვარზე.

 

see more

close

Una Feminna - დუმილის კოდექსი

იტალია, 2022; 120 წთ.

 

რეჟისორი: ფრანჩესკო კოსტაბილე

სცენარი: ლირიო აბატე, სერენა ბრუნიოლო, ადრიანო კიარელი, ფრანჩესკო კოსტაბილე / ლირიო აბატეს წიგნის მიხედვით

დამდგმელი ოპერატორი: ჯუზეპე მაიო

მუსიკა: ვალერიო კამპორინი ფაჯიონი

ხმა: ვალერიო კამპორინი ფაჯიონი

მონტაჟი: სტეფანო მარიოტი

დამდგმელი მხატვარი: ჯანლუკა სალამონი, ერიკა ავერსი

პიერპაოლო ვერგაე, დოარდო დე ანჯელისი, ატილიო დე რაზა, ნიკოლა პროდიუსერი: პიკონე

მწარმოებელი კომპანია: შპს მაწანწალა

თანამწარმოებელი კომპანია: O' Groove

მონაწილეობენ: ლინა სიცილინო, ფაბრიციო ფერაკანე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ფრანჩესკო კოსტაბილე (1980, იტალია). მთავარი ფილმოგრაფია: კარადა (2004, მოკლემეტრაჟიანი), რომს შიგნით (Dentro Roma, 2006, მოკლემეტრაჟიანი), კაბა და სახე. პიერო ტოსის პორტრეტი (L'Abito e il Volto, 2009, დოკუმენტური), პიერო ტოსი, 1690 – საუკუნის დასაწყისი (Piero Tosi, 1690 – L'inizio di un secolo, 2014, დოკუმენტური), მომავალ აპრილში /ახალგაზრდა პაზოლინი/ (In futuro aprile, 2020, დოკუმენტური), Una Femmina – სიჩუმის კოდექსი (Una Femmina, 2022).

 

სინოფსისი

 

როუზი პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და ოჯახი მას ასე უხსნიდა: თვითმკვლელობა. გარდა იმ ფრაგმენტული მოგონებები, რომლებიც ახალგაზრდა ქალს ახსენდება, როდესაც ის ბებიისა და დესპოტი ბიძის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა კალაბრიის შორეულ ნაწილში, სხვა რამეს ეუბნება. წარსულისა და ოჯახური დინამიკის გაგების სურვილით როზა ხსნის მაფიის სამყაროს კანონებს, რომელშიც ის აქამდე მხოლოდ პასიური ელემენტი იყო.

 

see more

close

Herd Immunity

Kazakhstan, France, 2021, 94 min

 

Director: Adilkhan Yerzhanov

Screenwriter: Adilkhan Yerzhanov

Music: Sandro Di Stefano

Cinematography: Yerkinbek Ptyraliyev

Editor: Adilkhan Yerzhanov

Cast: Daniyar Alshinov, Nurbek Mukushev, Yerzhan Zhamankulov, 

Assel Sadvakassova, Bolat Kalymbetov

Producer: Serik Abishev, Daniyar Alshinov, Ablaikhan Ashimov, Olga Khlasheva

 

თრეილერის ნახვა

Biography 

 

Adilkhan Yerzhanov is a film director and scriptwriter. He was born in Djezkazgan city of Kazakhstan on August, 7, 1982. In 2009 he graduated from Kazakh National Academy of Arts with a major in “Film directing”. Adilkhan Yerzhanov is a two-time participant of the Cannes Film Festival's Official Program (“The Owners”, 2014, Official Selection, and “The Gentle Indifference of the World”, 2018, Un Certain Regard Section).

All of his films were premiered and awarded at many international film festivals. “The Owners” film was included in the 100 Best Asian Films catalogue, published in 2015 by Busan International Film Festival.

 

Synopsis

 

Selkeu Uashev is a local police officer at Karatas village. He turns a deaf ear to lots of criminal offenses and takes bribes. For that he's loved a lot by local criminals and frauds. But one day the commission arrives from the city to declare a big audit all over the village due to the pandemic.

 

see more

close

ცის ნაგლეჯი

შვეიცარია/გერმანია, 2022; 137 წთ.

 

რეჟისორი: მაიკლ კოხი

მონაწილეობენ: მიშელ ბრენდი, საიმონ ვისლერი

მწარმოებელი კომპანიები: hugofilm features GmbH, Zurich/ Pandora Film Produktion, Cologne/ SRF / SRG SSR

შვეიცარიელი პროდიუსერი: კრისტოფ ნერახერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა ლუცერნში (შვეიცარია) 1982 წელს. 2003–2008 წლებში სწავლობდა კიოლნის მედია ხელოვნების აკადემიაში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენებია 100-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო. მისმა გამოსაშვებმა ფილმმა პოლარი მიიღო სპეციალური აღნიშვნა ბერლინალეზე 2009 წელს და მოიპოვა German Camera Award, ასევე გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო. მისი სადებიუტო მხატვრული ფილმისმარიამსოფლიო პრემიერა შედგა ლოკარნოს 2016 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ნაჩვენები რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე, როგორებიცაა ტორონტო, ბუსანი, ანჟერი და გოტენბურგი, მიღებული აქვს არაერთი ნაციონალური და საერთაშორისო ჯილდო. ცის ნაგლეჯი მისი მეორე მხატვრული ფილმია.

 

სინოფსისი

შორეულ მთის სოფელში ანას და მარკოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა სიყვარული გამოცდას გადის. თავის ტვინის სიმსივნის შედეგად მარკო სულ უფრო კარგავს საკუთარი იმპულსების კონტროლს. სოფლის თემსა და მარკოს ავადმყოფობის შედეგებს შორის დაძაბულ ურთიერთობაში, ენი ცდილობს შეინარჩუნოს სიყვარული, რომელიც საბოლოოდ სიკვდილზეც მაღლა დგას.

 

see more

close

19

ირანი, გერმანია, 2022, 77 წთ.

 

რეჟისორი: მანიჯე ჰეკმათი

სცენარი: მანიჯე ჰეკმათი, მაჰსა მოჰებალი, ჯამილე დაროლშაფაჰი

მუსიკა: ირაჯ შაჰზადი

ოპერატორი: ფარშად მოჰამადი

მონტაჟი: ფარიდ დაღაღელე

მონაწილეობენ: პანტეა პანაჰიჰა, ბოზორგმეჰრ ჰოსეინპური, კატაიუნ ამირ ებრაჰიმი, ჯამშიდ აჰანგარანი ფარაჰანი

პროდიუსერები: მანიჯე ჰეკმათი (Bamdad Film), ჯამშიდ აჰანგარანი ფარაჰანი (Bamdad Film).

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მანიჯე ჰეკმათი დაიბადა 1962 წელს არაკში, ირანში. ის არის პროდიუსერი და რეჟისორი, რომელიც ცნობილია ფილმებითქალთა ციხე (2002), სამი ქალი (2008) და ბანდარ ბენდი (2020). დღემდე, როგორც Bamdad Film Company-ის პრეზიდენტი, იგი არის 16 მხატვრული ფილმის, მათ შორის გოგონა სპორტულ ფეხსაცმელში (1999), არსებობს რაღაც, რაც არ იცით (2009), მამაკაცებისთვის შესვლა აკრძალულია (2011), თაგვების ქალაქი(2014), უფსკრული (2014) და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი.

 

სინოფსისი

COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ, 57 წლის მხატვარი, მარტოხელა ქალი, მიტრა, კომაში ჩავარდა. უგონო მდგომარეობაში, მის ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად,  იგი იწყებს საკუთარი მოგონებების ფრაგმენტებში მოგზაურობას.

 

see more

close

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია

აღდგომა

საქართველო, 2022; 28 წთ. 

 

Რეჟისორი: ნიკოლოზ ვერძაძე

Ოპერატორ: ლიუბოვ პლოსკონოსოვა

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი                                                  

აღდგომის დღესასწაული მიმდინარეობს ფერიის წმინდა სამების ტაძარში და მიმდებარე სასაფლაოზე.

 

ბიოგრაფია

Დაიბადა ბათუმში 1992 წელს. Დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.

 

see more

close

ეშმაკი

პოლონეთი, 2022; 19 წთ

 

რეჟისორი: იან ბუინოვსკი

სცენარი: რუბენ ოსტლუნდი

მუსიკა: ბოგდან კლატი, იან ბუინოვსკი

ოპერატორი: კასპერ ლორეკი

მონტაჟი: ოლგა ბეიმი, სტანისლავ ფრანკოვსკი

მონაწილეობენ: სებასტიან პავლაკი, იადვიგა იანკოვსკა-ჩიესლაკი, ვალდემარ ჩიშაკი, დანუტა ბორსუკი

პროდიუსერი: აგატა გოლანსკა

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იან ბუინოვსკი არის კინორეჟისურის სტუდენტი ლოძის სახელმწიფო კინო სკოლაში. იგი ასევე სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკასა და ხელოვნების ისტორიას. მისი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დროის მანქანა“ მსოფლიოს 20-ზე მეტ კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები. ამჟამად მუშაობს სადიპლომო ფილმებზე.

 

 

სინოფსისი

1990-იან წლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, პოლონელების დაახლოებით 95% თავს მორწმუნედ თვლიდა. ამასთან, უმუშევრობის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კრიზისის დროს, როდესაც ადამიანები სულიერებას ეძებდნენ, ერთი შეხედვით შეუძლებელი მოვლენები იყო შესაძლებელი.

 

see more

close

ძალიან მაგარი ცხოვრება

უკრაინა, ირანი, 2022; 15 წთ.

 

რეჟისორი: ჰანა ჯალალი

სცენარი: ჰანა ჯალალი

ოპერატორი: მოეინოდინ ჯალალი

მონაჟი: ჰანა ჯალალი, მოეინოდინ ჯალალი

მონაწილეობენ: მოეინოდინ ჯალალი, ვალერია ლუკიანეცი, ოლეჰ პრიმოგენოვი, ანდრეი შიმანოვსკი

პროდიუსერები: ჰანა ჯალალი, მოეინოდინ ჯალალი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჰანა ჯალალი უკრაინაში დაიბადა. სწავლობდა ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტში (ბაკალავრიატი ჟურნალისტიკაში). 2015 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი (დოკუმენტური რეჟისურის მაგისტრი; კინოწარმოების მაგისტრი). მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „შემდეგ“ ოფიციალურად იქნა შერჩეული რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა. 2018 წელს მიწვეული იყო საქართველოში მე-3 კინოსკოლის ალიანსში მონაწილეობის მისაღებად, სადაც აიღო დიპლომი და  აუდიტორიის მე-3 ადგილის ჯილდო. 2020 წელს მან მონაწილეობა მიიღო Kyoto Filmmakers Lab-ში (KFL). ასევე, ის არის 2021 წლის Berlinale Talents-ის მონაწილე. ამჟამად ის მუშაობს პირველ მხატვრულ ფილმზე.

 

სინოფსისი

 

იულია სამუშაოდ აპირებს ქვეყნიდან წასვლას, მაგრამ ერთი პრობლემაა: ბოდია, მისი აუტისტი ბიძაშვილი. ახლა მისთვის მთავარია, სწრაფად მოძებნოს სხვა თავშესაფარი მისთვის.

 

see more

close

წარმოუდგენლად მსუბუქი

 Italy, 2021; 15 min.

 

Director: Antimo Campanile

Screenwriter: Antimo Campanile

Original Score: Andreas Russo

Cinematography: Valerio Martorelli

Editor: Martina Orsini

Cast: Renato Carpentieri, Ilenia Incoglia, Maria Rosaria Russo, Corrado Taranto

Producer: Gianfranco Antacido, Silvestro Marino

 

თრეილერის ნახვა

Biography 

 

 Antimo Campanile, is a 91 class director and screenwriter of short films, video clips and commercials. Graduated in Cinematography at the Academy of Fine Arts in Naples with 110 cum laude.

Winner of Trento Film Festival, Ivelise Cine Festival, Altacauda Film, Festival, Borgia Film Festival, Napoli Film Festival, Lucania Film Festival, Calcutta film Festival and other numerous national and international festivals. He is currently engaged as Assistant Director in the production of the documentary on the research of dr. Paolo Ascierto, 1 + 1 = 3 by Romano Montesarchio produced by Bronx Film. In 2021 he shoots his third short film “Leggero Leggerissimo” with Corrado Taranto and Renato Carpentieri.


Synopsis

The life of a lonely and melancholy old man is turned upside down by the encounter with a visually impaired child.

 

see more

close

მასშტაბი

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩეხეთი, 2022; 15 წთ.

 

რეჟისორი: ჯოზეფ პირსი

სცენარი: ჯოზეფ პირსი, ნიკოლას პლესკოფი

მუსიკა: ლანგ დარტი

ოპერატორი: ვანესა ვაიტი

მონტაჟი: რობი მორისონი

მონაწილეობენ: სემ სპრუელი, ზაჰრა აჰმადი, ეველინ ნეგაბიან პირსი, მინუ ნეგაბიანი, პირს აარონ ნილი

პროდიუსერი: ჰელენ მიტიავილი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჯოზეფ არის არაერთი პრიზს მფლობელი ანიმატორი და მწერალი/რეჟისორი. 2008 წელს კინოს და ტელევიზიის სახელმწიფო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი დასახელდა Screen International-ის მომავალ ვარსკვლავთა შორის. მისი პირველი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი, ბნელი კომიკური დრამა  „Baby Shower“, ნაჩვენები იქნა 2016 წლის Film London BFI-ის შოუქეისზე და მიიღო ჟიურის პრიზი. მისი ნამუშევარიოჯახური პორტრეტი C4-სთვის, რომელიც ნაჩვენები იქნა 35-ზე მეტ ფესტივალზე, მოიგო მრავალი პრიზი, მათ შორის საუკეთესო ანიმაცია Bristol Encounters-ში ოსკარის გრძელ სიაშიც მოხვდა. ჯოზეფი თანამშრომლობდა ნაციონალურ თეატრთან, Met Opera House New York-თან, BBC Comedy-თან, BBC Films-თან, Atlantic Records-თან და მისი ანიმაცია ვოლტ დისნეის შესახებ ფილიპ გლასის ოპერაში აჩვენეს.

 

სინოფსისი

მაგისტრალზე მოძრაობისას უილი კარგავს მასშტაბის გრძნობას. როდესაც მისი მდგომარეობა უარესდება, ის ცდილობს გაარჩიოს მოვლენების თანმიმდევრობა, რამაც აქამდე მიიყვანა, მანამ სანამ ის სამუდამოდ დაიკარგება.

 

see more

close

კურუპირა და ბედის მანქანა

საფრანგეთი, ბრაზილია, 2021; 25 წთ.

 

რეჟისორი: ჟანაინა ვაგნერი

სცენარი: ჟანაინა ვაგნერი

ოპერატორი: კარინ ვალაუერი

მონტაჟი:: იუიან ვანგი, ჟანაინა ვაგნერი 

ხმის დიზაინი: მარსელა სანტოსი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ჟანაინა ვაგნერი

პროდიუსერი: ლუკ-ჟერომ ბაიოლი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჟანაინა ვაგნერი (სან პაულო, ბრაზილია) არის კინემატოგრაფი, ფოტოგრაფი, სცენოგრაფი, იგი ხატავს და ქმნის ვიდეოებსა და ინსტალაციებს, იკვლევს საზღვრების, კონტროლისა და კონფლიქტების კავშირებს, რომლებიც ადამიანებს სამყაროსთან აქვთ. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ხარისხზე Le Fresnoy-Studio National des Arts Contemporains-ში (საფრანგეთი), ვაგნერი არაერთი არტ რეზიდენციის მონაწილეა, მაგალითად Gasworks (ინგლისი), FID Campus - International de Cinéma de Marseille (საფრანგეთი), Bolsa Pampulha (ბრაზილია), Festival Mondes Possibles – Nanterre-Amandiers Theatre (საფრანგეთი), Casa Tomada (ბრაზილია), W139 (ჰოლანდია) და NES Skagaströnd (ისლანდია). ჟანაინა ცხოვრობს და მუშაობს პარიზსა და სან პაულოში.

 

სინოფსისი

 

გადაღებულია 2021 წელს ტრანსამაზონიის, BR-319-ის და რეალიდადის, ნამდვილ სოფლის, გზებზე ამაზონის სამხრეთ ნაწილში. „კურუპირა და ბედის მანქანა“ არის შეხვედრა კურუპირას, უცნაურ ეშმაკს, რომელიც ბრაზილიის ტყეებს იცავს და ირასემას, 14 წლის მეძავის ინკარნირებულ  მოჩვენებას შორის. 

 

see more

close

ხადიგა

ეგვიპტე, საფრანგეთი, 2022; 20 წთ.

 

რეჟისორი: მორად მუსტაფა

სცენარისტი: მოჰამედ მამდუჰი, მორად მოსტაფა

ოპერატორი: მოსტაფა ელ კაშეფი

მონტაჟი: მუჰამედ მამდუჰი

მონაწილეობენ: ფატიმა ფაუზი, მალაკ ტარეკი, აიმან აბდელაზიზი, იუსეფ ელრაშიდი, ზიზი მუსტაფა

პროდიუსერები: იუსეფ საიდ აჰმედი, საუსან იუსუფი

თანაპროდიუსერები: ჟერომ ბლესონი, ჟან-ლუპ პოჩოი, ფლორ კავინიო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

მორად მოსტაფა არის ეგვიპტელი კინორეჟისორი, დაბადებული კაიროში. მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ბევრ დამოუკიდებელ ფილმში; თანამშრომლობდა აღმასრულებელი რეჟისორის თანამდებობაზე მხატვრულ ფილმისთვის "სუადი" - რომელიც 2020 წლის კანის კინოფესტივალსა და ბერლინალეზე იყო ოფიციალურ სელექციაში. მან დაწერა სცენარიდა გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჰენეტ უორდი" და "რა არ ვიცით მარიამზე"; ორივეს მსოფლიო პრემიერა  კლერმონ-ფერანში შედგა, შერჩეული იქნა სხვა დიდ ფესტივალებზე(ლონდონში - პალმ სპრინგში - ბუსანში - თესალონიკში - სტოკჰოლმში - კარლოვი ვარიში - ნამურში - Cinemed-ზე - შანხაიში - დურბანში - კაიროში) და მოიგო 30-ზე მეტი საერთაშორისო პრიზი.

 

სინოფსისი

ხადიგა, 18 წლის ახალგაზრდა დედა, შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სამუშაოდ წავიდა შორეულ ქალაქში; ჩვეულებრივ დღეა და ის კაიროს ქუჩების აურზაურში მოძრაობს, რათა რამდენიმე ვიზიტი განახორციელოს, რომლებზეც ის თავს არაკომფორტულად გრძნობს გარემოსთან მიმართებაში.

 

see more

close

სანახავი არაფერია

პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი, 2022; 16 წთ.

 

რეჟისორი: ნიკოლას ბუშე

სცენარი: ნიკოლას ბუშე

მუსიკა: ფრანსისკო ნოგეირა

ოპერატორი: ნიკოლას ბუშე

მონტაჟი: ნიკოლას ბუშე

მონაწილეობენ: მარტა ლონტრაო (ბავშვის ხმა), ფრანსისკო ნოგეირა (რადიო ხმა)

პროდიუსერები: ვიქტორ კანდეიასი, ფრედერიკ ნიკოლაი, ატილა კეკესი

თანამწარმოებლები: Universidade Lusofona (ლისაბონი), LUCA - ხელოვნების სკოლა (ბრიუსელი),

SZFE - თეატრისა და კინოს ხელოვნების უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ნიკოლას ბუშე (1997) არის რეჟისორი, მემონტაჟე და კინემატოგრაფი ბრიუსელიდან, ბელგია. ის კინოს რეჟისურას INSAS-ში, ბრიუსელში დაეუფლა, სანამ სწავლას DOCNOMADS-ში, შემოქმედებითი დოკუმენტური სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პორტუგალიაში, უნგრეთსა და ბელგიაში გააგრძელებდა. მისი სადიპლომო ფილმის "აქ სანახავი არაფერია" პრემიერა  2022 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე Generation-ის კონკურსში შედგა, სადაც განსაკუთრებული აღნიშვნაც მიიღო. მხიარული მზერით, მისი ფილმები დოკუმენტურ, მხატვრულ და ანიმაციურ ტექნიკას აერთიანებს ადამიანებსა და ურბანულ პეიზაჟებს შორის ურთიერთობების შესასწავლად.

 

სინოფსისი

თეთრი საღებავის შტრიხის მსგავსად, თვითმფრინავის კონდენსაციის ბილიკი ცის ლურჯ ტილოზე მოძრაობს. რადიოში ხმა ლაპარაკობს მთვარის მოახლოებულ დაბნელებაზე - რომლისგანაც აქ, პორტუგალიის ქალაქის გარეუბანში, არაფერი გამოჩნდება,. ამის ნაცვლად, იუმორითა და ჯადოსნური რეალიზმით, რეჟისორი ნიკოლას ბუშე აკვირდება ქალაქის ყოველდღიურ მოვლენებს და ფერად ფასადებს, სადაც თითქოს არაფერია სანახავი.

 

see more

close

დროის მანძილი

პერუ, 2021; 19 წთ.

 

რეჟისორი: კარლოს ორმენიო პალმა

სცენარი: კარლოს ორმენიო პალმა

მუსიკა: ფელიპე პინგლო, კინტუ კანელა, ფილ უნო

ოპერატორი: კარლოს ორმენიო პალმა

მონტაჟი: კარლოს ორმენიო პალმა, ინტი ბრიონესი, მელინა ლეონი

მონაწილეობენ: კარლოს კაიჩო, ხუანი, ლიდია კისპე, ჯინო პოლ მელგარი, პეპიტო

პროდიუსერი: კარლოს ორმენიო პალმა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კარლოს ორმენიო პალმა არის პერუელი კინორეჟისორი და La Fémis - Université d'été, Berlinale Talents, Oberhausen Seminar-ის და Talents Buenos Aires-ის კურსდამთავრებული. კინოსადმი მისი გატაცება წარმოიშვა ოჯახური მოგონებებიდან და მისი იდენტობიდან. მას შემდეგ, რაც მან დაიწყო ფილმებზე მუშაობა დაიწყო, კარლოსმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც აერთიანებს კინოს სხვადასხვა ჟანრს, ძირითადად ექსპერიმენტებს ატარებდა დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებში. "დროის მანძილი" მისი პირველი ექსპერიმენტული/მხატვრული მოკლემეტრაჟიანია.

კარლოსი ამჟამად თავის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე, "კედლების სურნელი" მუშაობს, რომელიც  მექსიკაში Cine Qua Non Lab-ის მხარდაჭერით განავითარა. 2020 წელს მან მოიგო პერუს ეროვნული კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "ჰაერის წონა".

 

სინოფსისი

მარადიული და ცივი ზამთრით კოროზირებულ პერუს ქალაქში, ახალგაზრდა ანდროგენი ადგილობრივი ფესვების მქონე მამაკაცი მიტოვების უმაღლეს მწვერვალს აღწევს, მაშინ როცა მისი შეყვარებული ცდილობს გადაურჩეს უცნობ დაავადებას, და მისი მოგონებები დავიწყებასა და მწუხარებაში ფერმკრთალდება

 

see more

close

ვირთხა

ყაზახეთი, 2022; 28 წთ

 

რეჟისორი: ჟანტემირ ბაიმუხამედოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ყაზახეთის შოუმენი, ტელეწამყვანი, მუსიკოსი, რეჟისორი, კომპანია Jantik Show-ს და მსოფლიოში ცნობილი ორკესტრის მფლობელი. ის დაიბადა 1973 წლის 30 იანვარს, ალმათში. ბავშვობიდან ის გარშემორტყმული იყო ელვის პრესლის მისი საყვარელი ჩანაწერებით, ისეთი ბენდების მუსიკით, როგორებიცაა Beatles, Rolling Stones და მრავალი სხვა ინგლისელი მუსიკოსი, რომლებმაც უკვდავყვეს თავი როკ-ენ-როლის ეპოქაში.

 

სინოფსისი

 

გათავისუფლების შემდეგ საკენმა არ იცის სად წავიდეს. არც ოჯახი ჰყავს, არც სახლი აქვს, მისი მეგობრები ან გარდაცვლილები არიან, ან სხვადასხვა გზით წავიდნენ. ის გადაწყვეტს ქალაქში წავიდეს ნებისმიერი სახის „ვორკჰაუსის" და საცხოვრებლის საპოვნელად. მეორადების ბაზრობაზე საკენი ხვდება ჭკვიან ქალს, სახელად ანას, რომელიც ეხმარება მას საცხოვრებლით - ოთახით ყოფილი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში. საკენი ბინავდება, მაგრამ ის იქ მარტო არ არის, ჰყავს მეზობელი, მუსიკის მოყვარული ვირთხა ლუსია.

 

see more

close

კონცერტინა

 მექსიკა, 2022 წელი; 13 წთ.

 

რეჟისორი: გაბრიელ გონსალეს აკოსტა

სცენარი: გაბრიელ გონსალეს აკოსტა

მუსიკა: კარლოს ედელმირო

ოპერატორი: იოლოტლ ალვარო

რედაქტორი: დანიელ კარვახალი, ერინ გრანტი, როდრიგო რიოსი

მონაწილეობენ: ლეონარდო ალონსო, ესტანისლაო მარინი, ერიკ დე ლა ლუზი, არმანდო კომონფორტი

პროდიუსერი: რენე ჰოუპი, კამილა იბარა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

გაბრიელ გონსალეს აკოსტა არის კინოსა და თეატრის რეჟისორი. მისი ნამუშევარი იკვლევს სამყაროების სცენოგრაფიას და თხრობის, ოცნებების, მაგიის და ადგილის როლს გადაშენების ეპოქაში. მან ახლახან დაასრულა მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „კონცერტინა (2021) წარმოება, რომელიც საფესტივალო ცხოვრებას იწყებს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მექსიკაში და საერთაშორისო დონეზე, ისეთ ინსტიტუტებში და პუბლიკაციებში, როგორიცაა Museo Tamayo (მეხიკო), HB Studio (ნიუ-იორკი) და Klima Magazine. მან მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და კრიტიკულ აზროვნებაში European Graduate School-ში. მას ასევე აქვს Royal College of Art and Queen Mary- და University of London- დიპლომები. ის ცხოვრობს და მოღვაწეობს მეხიკოსა და ნიუ-იორკში.

 

სინოფსისი

კონცერტინა არის ურთიერთდაკავშირებული ნარატიული ფილმი, რომელიც პარალელურ რეალობებს შორის დახტის, ძმების ორი ჯგუფის მიერ თავიანთი ოცნებების განხილვის პროცესში.

 

see more

close

და შემდეგ ისინი წვავენ ზღვას

კატარი, 2021; 12 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მაჯიდ ალ რემაიჰი

ოპერატორი: პრამ მესა

მონტაჟი: ამით ჩოვდური 

პროდიუსერი: ბაზელ ოუისი, ალი კეჩენი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 მაჯიდ ალ-რემაიჰი არის კინორეჟისორი და კინოპროგრამერი დოჰადან, კატარი. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „და შემდეგ ისინი წვავენ ზღვას“ პრემიერა ლოკარნოში შედგა 2021 წელს. მან ეს ფილმი პროდიუსერის, ოსკარის ჯილდოზე ნომინირებული რეჟისორის, რიტი პანის მენტორობით და კატარის კინოფონდის მხარდაჭერით გადაიღო. ამჟამად ის თავის მომავალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. მაჯიდი ასევე არის დოჰას კინოს ინსტიტუტის კინოპროგრამერთა გუნდის წევრი.

 

სინოფსისი

 „და შემდეგ ისინი წვავენ ზღვას არის ელეგიური სურათი ოჯახური მოგონებებისა და მათი დაკარგვის შესახებ. კინორეჟისორი მაჯიდ ალ-რემაიჰი, წლების განმავლობაში დედის მეხსიერების თანდათანობითი და საბოლოო დაკარგვის მომსწრე გახლდათ. ფილმი პირადი ოჯახური არქივის, აღდგენილი ოცნებებისა და რიტუალების შესახებ, ხაზს უსვამს კინოს , როგორც მოგონებების, თუნდაც ყველაზე მივიწყებული მათგანის შენახვისა და გახსენების საშუალებას.

 

see more

close

19

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...