პრიზები 2025

BIAFF 2025 - ბიაფის კინოკვირეულის აუდიტორიის რჩეული ფილმები
13-17 დეკემბერს, ქ. ბათუმში BIAFF ბათუმის კინოფესტივალი ჩატარდა ბიაფის კინოკვირეულის ფორმატში. კინოსეანსები ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კინოთეატრ კავეა გრანდ მოლში. წარმოდგენილი იყო 15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
BIAFF 2025 წელს არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში განსხვავებულ ფორმატში გაიმართა. საკონკურსო სექციების (და შესაბამისი ჟიურის) ნაცვლად იყო მხოლოდ კინოჩვენებები - წარმოდგენილი იქნა BIAFF 2025 -ის ექსკლუზიური "Best of" კინოკოლექცია -სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები 20 ქვეყნიდან. კინოპროგრამა წარმოდგენილი იყო რამდენიმე სექციად - „დიდოსტატთა კოლექცია“, „ფოკუსი უკრაინა“, „მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო და ქართული კოლექცია . ჟიურის ნაცვლად კი კინომოყვარულებს შეეძლოთ შეეფასებინათ ფილმები.
გამოვლინდა აუდიტორიის პრიზი შემდეგ ნომინაციაში:
- აუდიტორიის რჩეული მხატვრული ფილმი - „სირათი“, ოლივერ ლაქსე, ესპანეთი/საფრანგეთი, 2025
- აუდიტორიის რჩეული უცხოური მოკლემენტრაჟიანი ფილმი - „მარტო ერთად”, ომიდ მირზაეი, ირანი, 2025
- აუდიტორიის რჩეული ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „კალაჰუტა“, დავით გვიანიძე, საქართველო, 2025 და „ტელეგრამა“, ლინდა ჯაიანი, საქართველო, 2025
მომავალ საიუბილეო მეოცე წელს ბიაფი ისევ დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ფორმატს საინტერესო პროგრამით, სტუმრებით და სიახლეებით.
ფესტივალის მთავარი სპონსორი - თიბისი ბანკი
ფესტივალის მხარდამჭერები – გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ნორვეგიის კინოინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, უკრაინის საელჩო, კინოთეატრი CAVEA GRAND MALL, ბათუმის თოჯინების თეატრი, Grand Mall, კალაპრინტი, კომპანია LCC
ფესტივალის მედია პარტნიორები – გაზეთი BATUMELEBI, netgazeti.ge, აჭარის ტელევიზია, ბათუმი TV, FNE (www.filmneweurope.com), AT.GE, Billboard Georgia, ინფობათუმი
დამატებით ინფორმაციას შეიძლება გაეცნოთ (ინფორმაცია პერიოდულად განახლდება) კინოფესტივალის ვებ-გვერდზე: www.biaff.org და ფეისბუქ გვერდზე - www.facebook.com/biaffbatumi
საკონტაქტო ინფორმაცია - ტელ: 599482181, ელ.ფოსტა - marketing@biaff.org
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
ახალი ამბები













































