გახსნის ფილმი

ზამთრის სიმღერა

საფრანგეთი / საქართველო, 2015 წ.  117 წთ.

 

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

პროდიუსერები: მარტინ მარინიაკი, ოთარ იოსელიანი

სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი

ოპერატორი: ჯული გრუნებაუმი

ხმა: ენ ლე კემპიონი

მონტაჟი: ოთარ იოსელიანი, ემანუელ ლეჟანდრა

კომპოზიტორი: ნიკოლას ზურაბიშვილი

როლებში: რუფუსი, ამირან ამირანაშვილი, პიერ ეტექსი,  მატიას იუნგი, მატიო ამალრიკი, ენრიკო გეცი

საპროდიუსერო კომპანიები: საფრანგეთ-საქართველოს ერთობლივი ნაწარმოები, Pastorale Productions / Studio 99

 

 

ბიოგრაფია

რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ოთარ იოსელიანი დაიბადა 1934 წელს თბილისში. მუშაობდა კინოსტუდია „გრუზიაფილმში“.  ამ პერიოდში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები  ,,აკვარელი“ (1958),  ,,სიმღერა ყვავილის შესახებ“ (1959) და ,,აპრილი“ (1962). მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გიორგობისთვე“  გახდა ჟორჟ სადულის პრემიის ლაურეატი საუკეთესო დებიუტისთვის. 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. არის პაზინეტის, ტარკოვსკის და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატი.

 

სინოფსისი

ზოგი მსგავსება შემაშფოთებელია. ეს ეხება გილიოტინაზე დასჯილ ვისკონტის, პირში ჩიბუხით, ტერორის პერიოდში; სამხედრო კაპელანს, განგსტერივით ამოსვირინგებული მკერდით, რომელიც ჯარისკაცებს, მოთარეშეებსა და მოძალადეებს ნათლავს; კომპაქტორის მიერ გათელილ, პარიზელ მაწანწალასა და დიდი კორპუსის განათლებულ კონსიერჟს, რომელიც იარაღითაც ვაჭრობს. ერთ შენობაში თითქმის ყველა აღნიშნული პერსონაჟი ერთმანეთს ხვდება - უსახლკაროს გარდა, რომელსაც პოლიცია ერთი ადგილიდან მეორემდე დაატარებს. ამ ქაოსში ოცნების, სიყვარულისა და მეგობრობის დრო მაინც რჩება, რაც უკეთესი მომავლის იმედს ტოვებს.    

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმების სექცია

ძმა დეიანი

რუსეთი / სერბეთი, 2015 წ. 113 წთ.

 

რეჟისორი: ბაკურ ბაკურაძე 

სცენარის ავტორები: ბაკურ ბაკურაძე, ილია მალახოვა

ოპერატორი: ნიკოლაი ვავილოვი

როლებში: მარკო ნიკოლიცი, მისა ტირინდა

საპროდიუსერო კომპანიები: რუსეთ-სერბეთის ერთობლივი ნაწარმოები, Vita Aktiva

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ბაკურ ბაკურაძე დაიბადა 1969 წელს თბილისში.  დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო კურსები. მისი პირველი ფილმები - ,,შულტესი“ (2008) და ,,მონადირე“ (2011) - კანის კინოფესტივალისთვის კონკურსისთვის იქნა შერჩეული. ასევე - ,,რეჟისორთა ორკვირეულისა“ და ,,განსაკუთრებული ხედვისთვის“.

ბაკურ ბაკურაძე გახლავთ ფილმების ,,ინტიმური ნაწილების“ (2013) და ,,რუსული რბოლას“ (2014) პროდუსერი.

 

სინოფსისი 

ბალკანეთის ომის ყოფილი გენერლის, დეიან სტანიჩის, სიცოცხლის ბოლო თორმეტი თვე. ათი თვის მანძილზე მართლმსაჯულებისგან დამალვა უწევდა. სხვადასხვა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს ემალებოდა. ბოლოს მთაში, ერთ პატარა სოფელში, მოხუც სლავკოსთან ჰპოვა თავშესაფარი. უკიდურეს იზოლაციაში მყოფ დეიანს არა მარტო ახალ გარემოსა და რეალობასთან შეგუება უწევს, არამედ წარსულიც არ ასვენებს. 

 

see more

close

მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება

ლიტვა / საფრანგეთი / რუსეთი;  2015 წ.  107 წთ.

 

რეჟისორი: შარუნას ბარტასი

სცენარის ავტორი: შარუნას ბარტასი

პროდიუსერები: იურგა დიკჩიუვიანე, იანია კრალი, ფილიპ ავრილი

როლებში:  შარუნას ბარტასი, ლორა კმიელიაუსკაიტე,  ინა მარია ბარტაიტე, ედვინას გოლდშტაინასი

ოპერატორი: ეიტვიდას დოსკუსი

საპროდიუსერო კომპანიები: Studio Kinema, Kino Elektron, Lookfilm

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

შარუნას ბარტასი დაიბადა 1964 წელს ლიტვის ქ. შიაულიაიში. 1984 წლიდან კაუნასში კინოსტუდია Banga-ს არტდირექტორი იყო. 1986 წელს მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და სწავლობდა ირაკლი კვირიკაძის სახელოსნოში. 1989 წელს ლიტვაში პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია - Kinema - დააარსა. მისი უახლესი ფილმი - „მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება“ - „რეჟისორთა ორკვირეულისთვის“ შეირჩა.

 

სინოფსისი

ზაფხულის ერთ დღეს კაცი, მისი ახლადშერთული ცოლი და ქალიშვილი უქმეების გასატარებლად სოფელში მიემგზავრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, მათი ურთიერთობა მაინც დაძაბულია და ქორწინებას საფრთხე ემუქრება.  წყვილის ქალიშვილი ერთ ბიჭს უმეგობრდება, რომელიც მონადირეთა კომპანიიდან ოპტიკური ხედვის შაშხანას იპარავს და სოფელში დიდი დევნა იწყება.  

 

see more

close

ქიმია

პოლონეთი, 2015 წ. 105 წთ.

 

რეჟისორი: ბარტეკ პროკოპოვიჩი

სცენარის ავტორი: კატარჟინა სარნოვსკა

ოპერატორი: იერემიაშ პროკოპოვიჩი

მონტაჟი: პიოტრ კმიეჩიკი, რობერტ გრიკა

პროდიუსერი: სტანისლავ ძიეძიკი

საპროდიუსერო კომპანიები: Filmokracja, HBO, VUE Movie, DIFactory, Film Produkcja, Film Illumination 

პარტნიორი კომპანიები: Soundplace, პოლონეთის კინოინსტიტუტი

როლებში: აგნიეშკა ზულევსკა, ტომაშ შუჩარდტი, ერიკ ლუბოსი, დანუტა სტენკა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 ბარტეკ პროკოპოვიჩი დაიბადა1972 წელს  პოლონეთის ქ. ლოძში. პოლონეთის ეროვნულ კინოსკოლაში დაეუფლა ოპერატორის ხელოვნებას. პოლონური და უცხოური ტელეკომპანიებისთვის ასზე მეტი გადაცემა გადაიღო და სხვადასხვა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმზე კრჟიშტოფ კრაუცეს, ფილიპ ბაიონისა და ანდრჟეი ვაიდას გვერდით იმუშავა. ცოლის სიკვდილის შემდეგ თავისი პირველი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ,,ქიმია“ (2015) რეჟისორის პირად გამოცდილებას ეფუძნება და სასიკვდილო დაავადებასთან მებრძოლი წყვილის ისტორიაში სიყვარულის, თავდადებისა და რწმენის ძალის დემონსტრირებას ახდენს.

 

სინოფსისი

ბენეკსა და ლენას შორის არატრადიციული რომანის გაჩაღების შემდეგ ახალგაზრდა წყვილი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს იკვლევს და, ბუნებრივი წესრიგის წინააღმდეგ, შვილის ყოლას წყვეტს. სევდიანი და, ამავდროულად, მსუბუქად გადმოცემული ისტორია საკუთარი ადგილის ძიებას, სიყვარულის პოვნასა და სასიკვდილო დაავადებასთან ბრძოლას მოიცავს, რომელში გამარჯვებაც თითქმის შეუძლებელია. 

 

see more

close

მუსტანგი

საფრანგეთი / გერმანია / თურქეთი / კატარი, 2015 წ.  97 წთ.

 

რეჟისორი: დენიზ გამზე ერგიუვენი

სცენარის ავტორები: დენიზ გამზე ერგიუვენი, ელის ვინოკური

ოპერატორები: დავიდ შიზალე, ერსინ გოკი

კომპოზიტორი: უორენ ელისი

მონტაჟი: მატილდ ვან დე მორტელი 

პროდიუსერი: შარლ ჟიიბერი

საპროდიუსერო კომპანია: CG Cinéma

პარტნიორები: Bam film, VistamarFilmproduktion, Uhlandfilm, დოჰის კინოინსტიტუტი

როლებში: გიუნეს სენსოი, დოგა ზეინეფ დოგუსლუ, ელიტ ისკანი, ილაიდა აკდოგანი, ტუგბა სუნგუროღლუ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დენიზ გამზე ერგიუვენი დაიბადა 1978 წელს  თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი აშშ-სა და საფრანგეთში გაატარა, სადაც პრესტიჟული კინოსკოლა La Fémis დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი, ,,წყლის წვეთი“ (2006), თურქულ საზოგადოებაში არსებული ავტორიტარული და პატრიარქატული ტენდენციების წინააღმდეგ ქალების ბრძოლას ეხება. ეს ფილმი კანის კინოფესტივალზე, Cinéfondation-ის ფარგლებში აჩვენეს. კინოფესტივალზე ლოკარნოში ,,მომავლის ავაზების“ პრესტიჟული ჯილდო აიღო. ბოლო დროს ერგიუვენი ლოს-ანჯელესში მომხდარი ცნობილი აჯანყებებისა და 1992 წელს პოლიციის ძალადობის შესახებ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა, თუმცა ,,მუსტანგის“ (2015) გადაღების მიზნით მუშაობა დროებით შეაჩერა. ,,მუსტანგის“ პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე ,,რეჟისორთა ორკვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.

 

 

სინოფსისი

ადრეული ზაფხული. ჩრდილოეთ თურქეთის სოფელში ლალე და მისი ოთხი და სკოლიდან ბრუნდებიან და ბიჭებს ეთამაშებიან. მათი თამაშის უზნეობას სკანდალი და მოულოდნელი შედეგი მოსდევს: ოჯახის სახლი ციხედ იქცევა, სკოლას ოჯახის შექმნის სწავლება ცვლის და ქორწინებისთვის გარიგება იწყება. თავისუფლების მოყვარული დები შეზღუდვების გადალახვის გზებს პოულობენ. 

 

 

see more

close

სიმღერათა სიმღერა

უკრაინა, 2015 წ.  76 წთ.

 

რეჟისორი: ევა ნეიმანი

სცენარის ავტორი: ევა ნეიმანი / ეფუძნება შოლომ ალეიხემის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს.

ოპერატორი: რიმვიდას ლეიპუსი 

მონტაჟი: პაველ ზალესოვი

არტდირექტორები: გენადი პოპოვი, ილია იოვუ 

პროდიუსერები: ალექსანდერ ტკაჩენკო, იგორ კოლომოისკი

საპროდიუსერო კომპანია: 1+1 Production 

როლებში: მილეა ციბულსკაია, იევჰენი კოგანი, არინა პოსტოლოვა-ტიჰიპკო, არსენი სემიონოვი, კარენ ბადალოვი, ვიტალინა ბიბლივი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ევა ნეიმანი დაიბადა 1974 წელს  უკრაინის ქ. ზაპოროჟიეში. დაამთავრა გერმანიის მარბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. ბერლინის კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის აკადემიაში სწავლბდა რეჟისურას. 2001 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „იყინება, ლღვება“ - წარმატების შემდეგ ევას რამდენიმე დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო ფესტივალებზე აჩვენეს: „როგორც ძველად“ (2004), „ზღვას უყურე“ (2005), „უფლის გზები“ (2007). 2007 წელს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი წარადგინა - ,,მდინარესთან“, რომლის საერთაშორისო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე გაიმართა. ევას მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, ,,კოშკურიანი სახლი“ (2012), კარლოვი ვარის „დასავლეთის აღმოსავლეთის“ კონკურსზე აჩვენეს. ,,სიმღერათა სიმღერა“ მისი მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი 

უკრაინელი რეჟისორის შთაგონების წყარო ცნობილი ებრაელი მწერლის შოლომ ალეიხემის ნაწარმოები გახდა. ფილმი მე-20 საუკუნეში ებრაელთა შტატელის დაკარგული სამყაროს განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. ჯადოსნური გამოსახულებებით შექმნილი, პოეტური სცენები ბავშვობის სიყვარულს უკავშირდება, ფილმის შემოქმედებითი ფორმა კი ნოსტალგიით არის გაჟღენთილი. 

 

see more

close

ჯეიმს უაიტი

აშშ, 2015 წ. 86 წთ.

 

რეჟისორი: ჯოშ მონდი 

სცენარის ავტორი: ჯოშ მონდი 

ოპერატორი: მატიას ერდელი 

მონტაჟი: მეთ ჰენმენი

კომპოზიტორი: სკოტ მესკუდი

მსახიობები: ქრისტოფერ ებოტი, სინთია ნიქსონი, სკოტ მესკუდი, მაკენზი ლი, დევიდი ქოლი, რონ ლივინგსტონი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ჯოშ მონდმა თავისი საპროდიუსერო კომპანია Borderline Films-ით ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა: ანტონიო კამპოსის ,,სკოლადამთავრებულები“ (2008) და ,,მკვლელი საიმონი“ (2012), შონ დერკინის ,,მართა მარსი მეი მარლინი“ (2011) და ალასტერ ბენკსის ,,ძილის ორი კარიბჭე“ (2010). მონდმა მუსიკალური ვიდეოებიც გადაიღო, მათ შორის - Mayday Parade-ის სიმღერისთვის ,,შეყვარებული ბავშვები“ და სხვადასხვა სახის რეკლამა შემდეგი კლიენტებისთვის: Island Def Jam, Atlantic Records, Foot Locker და Ebay. 2010 წელს ჯოშ მონდმა ანენბერგის გრანტი მიიღო. 2015 წელს მისმა ფილმმა ,,ჯეიმს უაიტი“ სანდენსის კინოფესტივალზე მაყურებელთა ჯილდო მიიღო, ხოლო ლოკარნოს კინოფესტივალზე - ჟიურის მე-2 პრიზი.

 

სინოფსისი 

ჯეიმს უაიტი 20 წელს გადაცილებული ადამიანია და ცდილობს, მჩქეფარე ნიუ-იორკში არ ჩაიძიროს. ჰედონისტური ცხოვრებით გატაცებული ჯეიმსის დედა სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლას იწყებს. ეს და სხვა პრობლემები კაცს მეტი პასუხისმგებლობის აღებას აიძულებს. წნეხის ქვეშ მოქცეულმა ჯეიმსმა ძალა უნდა გამონახოს, თორემ აფეთქება ემუქრება. 

 

see more

close

პაწაწინა

დანია / ხორვატია / შვედეთი / არგენტინა, 2014 წ. 107 წთ.

 

რეჟისორი: ოლე კრისტიან მადსენი

პროდიუსერი: ლარს ბრედო რაბეკი

სცენარის ავტორები: ბო ჰრ. ჰანსენი, ოლე კრისტიან მადსენი

ოპერატორი: იორგენ იოჰანსენი

მონტაჟი: სორენ ბ. ებე

კომპოზიტორი: ჰენრიკ ლინდსტრანდი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ოლე კრისტიან მადსენი სკანდინავიის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. „პაწაწინა“ მისი მე-7 მხატვრული ფილმია. მადსენის წინა ნამუშევრებს შორისაა თრილერი მეორე მსოფლიო ომის შესახებ - ,,ალი და ციტრონი“ (2008), რომელმაც დანიის კინოთეატრებში მიღებული შემოსავლით რეკორდი დაამყარა და ბოლოს 60-ზე მეტ ტერიტორიაზე გაიყიდა. 1999 წელს ,,პიცის მეფით“ შემდგარი დებიუტის მერე ოლე ქრისტიანი 2001 წელს ,,დოგმის ტალღის“ მონაწილე გახდა ფილმით - ,,კირას მიზეზი - სიყვარულის ისტორია“. 2005 წელს ფილმით - ,,სწრაფად მოძრავი ანგელოზები“ ადგილობრივ წარმატებას მიაღწია. მომდევნო წელს მისი დრამა - ,,პრაღა“ - გამოვიდა, მადს მიკელსენისა და სტინე სტენგადეს მონაწილეობით, ხოლო  2012 წელს მადსენის უზომოდ სასაცილო კომედია - ,,სუპერკლასიკო“ - აშშ-ის კინოაკადემიის 9 საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის სიაში მოხვდა და ხუთეულში ნომინირებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა. ოლე კრისტიანმა ტელესივრცეშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ცნობილი სერიალით - ,,ობობა“ (2000), სერიალების - ,,ტაქსა“ (1997) და ,,პირველი დანაყოფი“ (2002-04) - რეჟისორობითა და ამერიკული სერიალით - ,,ბანში“ (2013-14). ოლე კრისტიანის ნაშრომები კრიტიკოსებისგანაც დადებით შეფასებებს იღებს და კომერციულადაც წარმატებულია, რის გამოც დანიაში ფილმების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემქმნელია.

 

სინოფსისი

1962 წელს მთელი თაობა ისე ცხოვრობს, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს. ახალგაზრდა აქტივისტის, აიკ სკალოეს, ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მშვიდობის ლამაზი აქტივისტი, იბენ ნაგელ რასმუსენი, უყვარდება და იბენიც ამავე გრძნობით პასუხობს. თუმცა იბენი იმ პერიოდს დღის წესრიგს ემორჩილება და თავისუფალ სიყვარულსა და სექსზე უარს არ ამბობს. გოგონა ადამიანთა მესაკუთრეობას არ ცნობს და ერთ კაცს არ სჯერდება, როცა რამდენიმეს ყოლა შეუძლია.  აიკი თავისი სიყვარულისთვის ტიპურ, რომანტიკულ ბრძოლას იწყებს. როგორც პოეტი, მწერალი და მომღერალი, იბენს მუდმივად სიყვარულს უხსნის, მაგრამ ბოლოს მარცხს ეგუება და ნეპალში თავისი საყვარელი პაწაწინას გარეშე მიემგზავრება, იქიდან კი არასოდეს ბრუნდება.

 

see more

close

თიკუნი

ისრაელი, 2015 წ. 120 წთ.

 

რეჟისორი: ავიშაი სივანი

სცენარის ავტორი: ავიშაი სივანი

ოეპრატორი: შაი გოლდმენი

ხმა: ავივ ალდემა, ალფრედ ტესლერი

მონტაჟი: ნილი ფელერი, ავიშაი სივანი

მსახიობები: აარონ ტრაიტელი, ხალიფა ნატური, რიკი ბლიჩი, გურ შაინბერგი

პროდიუსერები: რონენ ბენ ტალი, ავიშაი სივანი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რეჟისორი და ვიზუალური ხელოვნების სპეციალისტიავიშაი სივანი დაიბადა 1977 წელს ისრაელში. მისი ნამუშევრები ისრაელისა და ევროპის გალერეებსა და მუზეუმებში იყო წარმოდგენილი. სანამ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს, ,,მოხეტიალეს“, გადაიღებდა, ექსპერიმენტულ ფილმებს ქმნიდა. მათ შორის იყო შვიდნაწილიანი „გაყინული რეჟისორის საპნის ოპერა“, რომელმაც 2007 წელს იერუსალიმის კინოფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა. 2015 წელს მისმა ფილმმა - ,,თიკუნი“ - იერუსალმის კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის, სცენარის, საოპერატორო ნამუშევრისა და მსახიობი კაცის ნომინაციებში გაიმარჯვა. აგრეთვე, ლოკარნოს კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო და დონ კიხოტის პრიზი გადაეცა.

 

სინოფსისი

 

ჰაიმ-აარონი განათლებული, მართლმადიდებელი, რელიგიური სწავლულია და იერუსალიმში ცხოვრობს. მისი ნიჭისა და თავდადების ყველას შურს. ერთ საღამოს, თვითნებური მარხვის შემდეგ, ჰაიმ-აარონი გონებას კარგავს. ექიმები მკვდრად აცხადებენ, თუმცა მამა არ ნებდება და, ყველა მოლოდინის მიუხედავად, ჰაიმ-აარონი ცოცხლდება. ამ ინციდენტის შემდეგ ჰაიმ-აარონი თავისი კვლევების მიმართ გულგრილი ხდება. საკუთარი სხეულის მოულოდნელი გაცოცხლების შემდეგ ეჭვობს, რომ ღმერთმა მისი გამოცდა გადაწყვიტა და რწმენის აღსადგენად გზიდან გადახვევის შესახებ ფიქრობს. მამა შვილის შეცვლილ ქცევას ამჩნევს და მის პატიებას ცდილობს. მამას მიაჩნია, რომ შვილის გაცოცხლებით უფლის ნება უარყო და ამის გამო ეშინია. 

 

see more

close

ელექტრული ღრუბლების ქვეშ

რუსეთი / უკრაინა / პოლონეთი, 2015 წ. 138 წთ.

 

რეჟისორი: ალექსეი გერმანი უმცროსი

სცენარის ავტორი: ალექსეი გერმანი უმცროსი  

ოპერატორი: ევგენი პრივინი, სერგეი მიხალჩუკი

მონტაჟი: სერგეი ივანოვი

კომპოზიტორი: ანდრეი სუროტდინოვი

როლებში: ლუი ფრანკი, მერაბ ნინიძე, ვიკტორია კოროტკოვა, ჩულპან ხამატოვა, ვიკტორ ბუგაკოვი, ანასტასია მელნიკოვა, პიოტრ გასოვსკი

პროდიუსერები: არტიომ ვასილიევი, ანდრეი საველიევი, რუსლან ნასიბულინი, სერგეი ანტონოვი, ეგორ ოსელოვი, დარიუშ იაბლონსკი, ვიოლეტა კამინსკა, იზაბელა ვოიჩიკი, კრჟიშტოფ ზანუსი

საპროდიუსერო კომპანია: Metrafilms

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ალექსეი გერმანი უმცროსი დაიბადა 1976 წელს  მოსკოვში. 2001 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2003 წელს სადებიუტო ნაშრომი - ,,უკანასკნელი მატარებელი“ - გადაიღო. 2008 წელს მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის - ,,ქაღალდის ჯარისკაცის“ - პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და გერმანმა ,,საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო საოპერატორო ნაშრომისთვის ,,ოზელას“ ჯილდოც გადაეცა. 2006 წელს, ფილმისთვის ,,გარპასუმი“, ალეკსეი გერმან უმცროსი ვისბადენის კინოფესტივალზე  საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

 

სინოფსისი

რუსეთი, 2017 წელი. მსოფლიო დიდი ომის წინაშეა. მდინარის უჩვეულო  სანაპირო ნისლსა და თოვლშია გახვეული. ცათამბჯენის ჩონჩხი.  ბრტყელ რელიეფზე დაუსრულებელი მაგისტრალები ჩანს. ლენინის ძეგლის გაწვდილი მარჯვენა ხელი არაფრისკენ მიუთითებს. სიურეალისტურ სამყაროში ხალხი უმიზნოდ დაეხეტება. ძველი წესები აღარ მოქმედებს, მეგობრები და ნათესავები გაუჩინარდნენ, იდეალები ქარმა წაიღო. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საშას მამის კუთვნილ სამშენებლო  მოედანზე რამდენიმე ადამიანი ხვდება: ყირგიზი მუშა, რომელიც კოლეგებს ეძებს; არქიტექტორი, შუბლზე კაშკაშა წითელი კანით და გიდი, რომელიც მოსკოვის ბარიკადების დროს ელცინის გვერდით იდგა.     

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმების სექცია

რუსული კოდალა

აშშ/უკრაინა, 2014 წ. 82 წთ.

 

რეჟისორიჩად გარსია

პროდიუსერიმაიკ ლერნერი, რამ დევინენი

ოპერატორიარტიომ რიჟიკოვი

მონტაჟიჩად გარსია, ალან ბერლინერი, დევინ ტანჩუმი

მუსიკაკატია მიხაილოვა

 

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რეჟისორი და დრამატუგი ჩად გარსია 20 წელია ნიუ იორკის თეატრში მუშაობს. მის პიესებს დგამენ ამერიკისა და ევროპის წამყვან თეატრებში. „რუსული კოდალა“ რეჟისორის პირველი ფილმია.

 

სინოფსისი

ჩერნობილში, ძველი საბჭოთა გადამცემის შესწავლისას, ფიოდორ ალექსანდროვიჩი საიდუმლო შეთქმულების კვალს აღმოაჩენს. ახლა მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - გაარკვიოს, რამ გამოიწვია სინამდვილეში კატასტროფა, რას მალავდა საბჭოთა მთავრობა და რაც მთავარია, გამოიცნოს რატომ დგას ჯართის უზარმაზარი  გროვა კატასტროფის ადგილთან ახლოს. 

 

see more

close

სირიული სიყვარულის ისტორია

გაერთიანებული სამეფო, 2015 წ. 80 წთ.

 

რეჟისორი: შონ მაკალისტერი

პროდიუსერები: ელჰუმ შაკერიფარი, შონ მაკალისტერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მრავალი ჯილდოს მფლობელი, დოკუმენტალისტი შონ მაკალისტერი, ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინორეჟისორია. მისი ადრეული ფილმები -„მტრისთვის მუშაობა” (1997 წელი) და „პირადი მცველები” (1998 წელი) -ნომინირებული გახლდათ სამეფო სატელევიზიო საზოგადოების ჯილდოზე. დიდი წარმატება ხვდა წილად მის ბოლოდროინდელ ფილმებსაც, მათ შორისაა სანდენსის ფესტივალის პრიზის მფლობელი „ლიბერაჩე ბაღდადიდან” (2004 წელი) და „იაპონია: სიყვარულისა და სიძულვილის ისტორია” (2008 წელი).

მაკალისტერის ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს. თითოეული ნამუშევარი ამ ადამიანების გულწრფელი და ინტიმური პორტრეტია, ამიტომაცაა, რომ მაყურებლისთვის უწყვეტ შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

 

სინოფსისი

ამერი და რაგდა ერთმანეთს ციხეში შეხვდნენ, ორივე პოლიტიკური პატიმარი იყო. შონ მაკალისტერმა ისინი ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიცნო. წყვილს უკვე 4 შვილი ჰყავდა. განმეორებითი პატიმრობის შემდეგ, რაგდას უეცრად ათავისუფლებენ. მთელს ოჯახს უხარია, განსაკუთრებით კი, ოთხი წლის ბიჭუნას, ბობს. 

რეჟისორისა და მთავარი გმირების ცხოვრება ერთმანეთს სამუდამოდ უკავშირდება - მაკალისტერს თავადაც აპატიმრებენ. ამერი და რაგდა იძულებულები არიან ლიბანში გაიქცნენ და შვილები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.   

 

 

see more

close

ორმაგი უცხოები

ლატვია/საქართველო, 2015 წ.  60წთ.

 

რეჟისორი: უგის ოლტე

თანაპროდიუსერი : SAKDOC (საქართველო)

სცენარის ავტორი: უგის ოლტე
ოპერატორები: ვალდის ჩელმინსი, ულდის ჩეკულუსი 
მონტაჟი: უგის ოლტე

ხმის რეჟისორი: გატის ზაკისი
კომპოზიტორები: იანის სიპკევიჩი, რეინის სეიანსი  (INSTRUMENTI)
პროდიუსერები: ულდის ცეკულძიანშიპა ისი, ანა

მხარდამჭერები: National Film Centre of Latvia/Georgian Film Centre

საპროდიუსერო კომპანია: VFS Films

 

 

 

ბიოგრაფია

რეჟისორი და პროდიუსერი - უგის ოლტე - 1981 წელს დაიბადა ლატვიაში. უგისმა კარიერა ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში - “Vides Fakti“ - დაიწყო, რომელიც ლატვიის წამყვან ტელეარხზე გადიოდა და უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა.

2001 წლიდან უგის ოლტე ქმნის ფილმებს. მუშაობს, როგორც ხმის რეჟისორი და მემონტაჟე.

 

სინოფსისი

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ქართველი ფოტოგრაფი და ლატვიელი რეჟისორი სწორედ ამ რეგიონში მოგზაურობენ და იქ მცხოვრები ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე მოგვითხრობენ. 

 

see more

close

ანგელოზის შეხება

პოლონეთი/გერმანია 2015 წ.  60 წთ.

 

 

რეჟისორი: მარეკ ტომაშ პავლოვსკი

სცენარის ავტორი:  მარეკ ტომაშ პავლოვსკი

მონაწილეობენ: ზუჟია დუდეკი, იაცეკ ფლაში, მიროსლავ განობისი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი - მარეკ ტომაშ პავლოვსკი დაიბადა 1963 წელს.  დაამთავრა ვარშავის თეატრის ნაციონალური აკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი. რეჟისორს გადაღებული აქვს უამრავი სატელევიზიო თუ დოკუმენტური ფილმი, მათ შორის ცნობილი პროექტები: „აკრძალული სიყვარულის ისტორია: ბრონია და გერჰარდი“ (2002 წელი), „გაქცეული“ (2007 წელი), „გულგატეხილთა ცირკი“ (2009 წელი).

 

სინოფსისი

ფილმი იმ ადამიანის ისტორიას გვიყვება, რომელიც უამრავ ებრაელს დაეხმარა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევაში.

 

 

see more

close

უკანასკნელი დღეები ვიეტნამში

აშშ, 2014 წ. 98 წთ.

 

რეჟისორი: რორი კენედი

სცენარის ავტორი: კევინ მაკალისტერი

სცენარის ავტორი:  მარკ ბეილი

პროდიუსერი: რორი კენედი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რორი კენედი ცნობილი პროდიუსერი, რეჟისორი და მწერალია. ის თავის პარტნიორ ლიზ გარბუსთან ერთად საპროდიუსერო კომპანია “Moxie Firecracker Films”-ის თანადამფუძნებელია. წლების განმავლობაში რორის მუშაობდა ისეთ წამყვან ტელეარხებთან, როგორიცაა HBO, PBS, Lifetime Television, A&E, Court TV, The Oxygen Network და The Learning Channel. რეჟისორი თავის ფილმებში მნიშვნელოვან სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებს განიხილავს: შიდსი, ადამიანთა უფლებები, ოჯახური ძალადობა, სიღარიბე, ნარკომანია და ა.შ.

 

სინოფსისი

ვიეტნამის ომის ბოლო დღეები: ჩრდილოეთ ვიეტნამელთა არმია საიგონს უახლოვდება. შეშინებული მოსახლეობა გაქცევას ცდილობს. ამერიკელი ჯარისკაცები მორალური დილემის წინაშე დგანან: დაემორჩილონ მთავრობის განკარგულებას და საშიში ზონიდან გამოიყვანონ მხოლოდ ამერიკელი დიპლომატები თუ, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, ადგილობრივი მოსახლეობის გადარჩენაც სცადონ.

 

see more

close

ემი

გაერთიანებული სამეფო, 2015 წ. 127 წთ.

 

რეჟისორი: ასიფ კაპადია

პროდიუსერი: ჯეიმს გეი-რისი

მონტაჟი: კრის კინგი

კომპოზიტორი: ანტონიუ პინტუ

მონაწილეობენ: ემი უაინჰაუსი, მარკ რონსონი, ტონი ბენეტი, სალამ რემი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

,,ბაფტას“ მფლობელი ასიფ კაპადია 1972 წელს დაიბადა. იგი განსხვავებულ, უკიდურესად დაუნდობელ გარემოში მცხოვრები პერსონაჟების შესახებ შთამბეჭდავი ფილმების შექმნით არის ცნობილი. მისი ნაშრომები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ბრიტანული კინემატოგრაფიის მრავალფეროვნებას გამოხატავს. ასიფ კაპადიას ჯილდოს მფლობელ ფილმებს შორისაა მოკლემეტრაჟიანი ,,ცხვრის ქურდი“ (1997), მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,მეომარი“ (2001) და ,,სენა“ (2010). ასევე კაპადიას ეკუთვნის ,,დაბრუნება“ (2006) და ,,შორეული ჩრდილოეთი“ (2007).

 

სინოფსისი

,,ოსკარის“ მფლობელი ფილმის, ,,სენას“, რეჟისორის - ასიფ კაპადიას -მომაჯადოებელი, ემოციური, საინტერესო და შთამბეჭდავი, დოკუმენტური ფილმი 2011 წელს გარდაცვლილი საოცრად ნიჭიერი, თუმცა საშინლად პრობლემური ემი უაინჰაუსის გამაოგნებელ მიღწევებსა და თავბრუდამხვევ დაცემებს ასახავს. ფილმში გამოყენებულია საშინაო ჩანაწერები, მობილური ტელეფონებით გადაღებული და საარქივო ჩანაწერები. სევდანარევ ფილმში ჯადოსნური, მუსიკალური და საოცარი ნიჭიერების ამსახველი სცენებია. 

 

see more

close

ჩრდილოეთის

კანადა, 2015 წ. 74 წთ.

 

რეჟისორიდომინიკ განიონი

სცენარის ავტორი: დომინიკ განიონი

პროდიუსერიდომინიკ განიონი

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დომინიკ განიონი ცნობილი რეჟისორი, მსახიობი  და გამომგონებელია. 1996 წლიდან მისი ფილმები, ინსტალაციები, პერფორმანსები და გამოგონებები მსოფლიოს სხადასხვა ფესტივალზე, ბიენალესა თუ გალერეაშია გამოფენილი.

 

სინოფსისი

დომინიკ განიონი თავის ბოლო ფილმში ჩრდილოელი ნანუკის შთამომავლებს გვაჩვენებს. მაყურებელი აკვირდება ესკიმოსების ცხოვრებას და იმ პრობლემებს, რომელთაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. 

 

see more

close

ოდესღაც დედაჩემი

ავსტრალია/პოლონეთი/უკრაინა, 2014 წ. 75 წთ.

 

რეჟისორი: სოფია ტურკიევიჩი

სცენარის ავტორი: სოფია ტურკიევიჩი

ოპერატორები: როდ ფრიდმანი, ჯოან პარკერი, სტივენ შედინგი

მხატვარი: მიხალინა ვუკაშიკი

კომპოზიტორი: ცეზარი სკუბიშევსკი

მონტაჟი: დენის ჰასლემი

ხმის რეჟისორი: მაიკლ გისინგიმ მარკ კიტინგი

საპროდიუსერო კომპანია: CHANGE FOCUS MEDIA

პროდიუსერი: როდ ფრიდმანი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სოფია ტურკიევიჩი პოლონელ ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა, აფრიკაში. მოგვიანებით ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1978 წელს დაამთავრა ავსტრალიის კინოს, ტელევიზიისა და რადიოს სკოლა. რეჟისორის 1984 წლის სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „ვერცხლის ქალაქი“, ამერიკის კინოინსტიტუტის 3 პრიზი და საუკეთესო ფილმის ჯილდო აიღო სიდნეის კინოკრიტიკოსთა დაჯილდოებაზე.  სოფია კითხულობდა ლექციებს ავსტრალიის კინოს, ტელევიზიისა და რადიოს სკოლაში. 

 

სინოფსისი

ჩვენს მშობლებს კარგად არ ვიცნობთ - სწორედ ამის თქმა სურს სოფია ტურკიევიჩს, ცდილობს გაარკვიოს, რატომ დატოვა დედამ ბავშვთა სახლში. სოფიას დედა, ელენა, პოლონეთში დაიბადა, ომამდე. მან საშინელი შიმშილი, გასაჭირი და სიღარიბე   გამოიარა. ელენას არერთხელ მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

რეჟისორი იძიებს დედისა და საკუთარი ცხოვრების საკვაძო გარემოებებს და ცდილობს, მნიშვნელოვან კითხვებს გასცეს პასუხი.

 

see more

close

კარტელის მიწა

აშშ/მექსიკა, 2015 წ.  98 წთ.

 

რეჟისორი:  მეთიუ ჰეინმანი 
პროდიუსერები: მეთიუ ჰეინმანი, ტომ იელინი

მონტაჟი: მეთიუ ჰამაჩეკი, მეთიუ ჰეინმანი, ბრედლი ჯ. როსი, პაქს ვასერმანი

ოპერატორები: მეთიუ ჰეინმანი, მეთიუ პორვოლი

აღმასრულებელი პროდიუსერები: მოლი ტომსონი, დევიდ მაკკილოპი, რობერტ დებიტეტო 
კომპოზიტორები: სკოტ სალინასი, ჯექსონ გრინბერგი 

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ამერიკის ტელევიზიის აკადემიის ჯილდოს - „ემის“ - ნომინანტი რეჟისორი, მეთიუ ჰეინმანი, ნიუ იორკში ცხოვრობს. მისი ფილმის - „Escape Fire“ - პრემიერა CNN-ზე შედგა. „კარტელის მიწა“ სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც ჰენმანმა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

 

სინოფსისი

„კარტელის მიწა“ ზედამხედველების („ვიჯილანტების“) ორ ჯგუფზე გვიყვება, რომელთაც საერთო მტერი, მექსიკური ნარკო კარტელი ჰყავთ.  მექსიკის ერთ-ერთ შტატში, „ელ დოკტორის“ სახელით ცნობილი ექიმი, ხოსე მირელესი მოსახლეობას კარტელებზე აჯანყებისკენ მოუწოდებს. პარალელურად, არიზონაში მცხოვრები ომის ვეტერანი, ტიმ „ნეილერ“ ფოლი, მცირე რაზმს ქმნის საზღვარზე არსებული სიტუაციის გასაკონტროლებლად. 

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია

ყვავილედი

გაერთიანებული სამეფო, 2015 წ. 33 წთ.

 

რეჟისორი: ალექსანდერ დერბი

სცენარის ავტორი: ალექსანდერ დერბი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და რუსულ ენას შეისწავლის. სანკტ-პეტერბურგის თეატრალური ხელოვნების  სახელმწიფო აკადემიასა და თბილისის რუსთაველის თეატრში სტაჟირებას გადიოდა.

 

სინოფსისი

ცოლთან ჩხუბის შემდეგ მარკი სოფელში, მშობლების სახლში, მიემგზავრება, რომ განქორწინების შესახებ დაფიქრდეს. მშობლების სახლთან სეირნობისას სოფლის თავისუფლებით, სილამაზითა და ხედებით ტკბება, როდესაც მარტო მყოფ გოგონას ამჩნევს. ამ გოგოს დარდით გულაჩუყებული მარკი ცოლთან განქორწინებას წყვეტს.

 

see more

close

ფლანგის მცველები

კანადა, 2014 წ. 14 წთ.

 

რეჟისორი: ჯასტინ ოუკი

საპროდიუსერო კომპანია: Oak & Arrow 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჯასტინ ოუკი ახალაგაზრდა რეჟისორია ნიუფაუნდლენდიდან. მისი ნამუშევრები საერთაშორისო მასშტაბით იქნა ნაჩვენები. ჯასტინმა წარჩინებით დაამთავრა რაიერსონის უნივერსიტეტში კინომცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად ჯასტინი  თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე, ,,მდინარის სათავეზე“, მუშაობს, რომლის გადაღება 2015 წლის მიწურულს დაიწყება.

 

სინოფსისი

ქარიშხლის დაწყებამდე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ნიუფაუნდლენდის სოფელში მტრად გადაკიდებულ მეთევზეებს კონფლიქტის გვერდზე გადადება უწევთ.

 

see more

close

შემაფასე

გაერთიანებული სამეფო, 2015 წ.  15 წთ.

 

რეჟისორი: ფიზალ ბულიფა

ოპერატორი: ტაინა გალისი

საპროდიუსერო კომპანია: Too True Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ფიზალ ბულიფას მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,შემაფასე“ რეჟისორის მეორე ნაშრომია, რომელიც კანის კინოფესტივალზე, რეჟისორთა ორკვირეულის ფარგლებში საჩვენებლად შეირჩა. მისი ერთ-ერთი ადრინდელი ფილმი “წყევლაც” 2012 წელს ნაჩვენები იყო კანის კინოფესტივალზე და ასევე ბათუმის კინოფესტივალზე.


სინოფსისი

მოზარდი მეძავის, კოკოს, პორტრეტი.

 

see more

close

სასაკლაო

ირანი, 2015 წ. 24 წთ.

 

რეჟისორი: ბეჰზად აზადი

პროდიუსერი: ბეჰზად აზადი, ელმირა არზანიპური

ოპერატორი: შაჰინ არაქი

მონტაჟი: ფერეშტე პარნიანი

ოპერატორი: შაჰინ არაქი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ბეჰზად აზადი 1990 წელს დაიბადა. აზადიმ ლიტერატურა შეისწავლა და 2009 წლიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნით არის დაკავებული.  მისი ფილმი ,,დროებითი“ პუსანის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის შეირჩა.

 

სინოფსისი

4 მოზარდ მეგობარს ცხოვრებაში დიდი გეგმები აქვს: უბანში ნარკოტიკების გასაღებით სწრაფად გამდიდრება უნდათ. ჯერ კონტრაბანდისტისგან მიღებული ნარკოტიკი უნდა გამოცადონ, თუმცა მოულოდნელი შემთხვევა გეგმას ცვლის და ვითარება უმართავი ხდება.

 

 

see more

close

მდინარის მეორე მხარე

თურქეთი, 2015 წ. 18’44 წთ.

 

რეჟისორი: რესულ საკინმაზი

პროდიუსერი: AİFA (აკდენიზის უნივერსიტეტის კინოატელიე) 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რესული 1993 წელს ხოფაში დაიბადა, სადაც ლაზური კულტურის გავლენის ქვეშ იზრდებოდა. ანტალიაში, აკდენიზის უნივერსიტეტში, კომუნიკაციის ფაკულტეტზე, რადიოს, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის მიმართულებაზე, 2012 წელს ჩააბარა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო.  

 

 

სინოფსისი

მოქმედება 1920-იან წლებში თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ სარფში ხდება. ფილმი ოჯახის წევრების შესახებ არის, რომლებსაც საზღვრის გამო ერთმანეთთან დაშორება ხშირად უწევთ. დრო ოჯახს მდინარის ერთ მხარეს აშორებს და მეორე მხარეს აჩვევს. ცოლის სიკვდილის შემდეგ ქმარი მდინარის მეორე მხარეს გადადის.

 

see more

close

თარჯიმანი

გაერთიანებული სამეფო / თურქეთი, 2014 წ. 23 წთ.

 

რეჟისორი: ემრე კაისი

სცენარის ავტორი: ემრე კაისი

ოპერატორი: ნიკ ქუქი

მონტაჟი: რიკარდო სარაივა

პროდიუსერი: ოიტუნ კალი

საპროდიუსერო კომპანიები: Vice Versa Films, ლონდონის კინოსკოლა, თურქეთის კინემატოგრაფიის მთავარი დირექტორატი  

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

ემრე კაისი ანკარაში დაიბადა. სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კინოინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მოგვიანებით ლონდონის კინოსკოლაში ჩააბარა დაიქვე დასახლდა. ამჟამად Atlantik Film İstanbul-ის დირექტორია. მისთვის საინტერესო თემებია: მორალური საკითხები სხვადასხვა სოციალურ გარემოში, იდენტობის პრობლემების კვლევა, იმიგრაცია და გარიყულობა საზოგადოებაში.

 

სინოფსისი

 

იუსუფი 13 წლის დევნილია და თურქეთის პატარა სოფელში გადასახლებაში იმყოფება. ოჯახის სარჩენად სამტეხლოში მუშაობს. მის ცხოვრებაში მხოლოდ ორი რამ არის საინტერესო: მოშინაურებული მტრედები და 15 წლის გოგონა ამინა, რომელმაც იუსუფის შესახებ არაფერი იცის. ერთხელ ამინა ბიჭს დახმარებას სთხოვს. გახარებული იუსუფი მოგვიანებით ხვდება, რომ უნიკალური ძალა მიეცა. ახლა უნდა გადაწყვიტოს, ამ ძალით რას მოიმოქმედებს. 

 

see more

close

ადამი

ბელარუსია, 2014 წ. 34 წთ.

 

რეჟისორი: იულია ჰანჩარი (ჯეი ვი პოტერი)

სცენარის ავტორი: იულია ჰანჩარი (ჯეი ვი პოტერი)

 

პროდიუსერი: იულია ჰანჩარი (ჯეი ვი პოტერი)

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

1986 წლის 29 ივნისს ბელარუსის ქ. მოლოდეჩნოში დაბადებულმა იულიამ ბელარუსის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა და ტელევიზიებისთვის დოკუმენტურ ფილმებს იღებს.

 

სინოფსისი

სრულყოფილი საცხოვრებელი ადგილი ყველას თავისებურად წარმოუდგენია. ზოგისთვის ეს სასოწარკვეთაა, ზოგისთვის - ნორმა. ზოგი ასეთ გარემოში ნადგურდება, ზოგი კი უპირატესობებით სარგებლობს. ეს ამბავი 80 წლის ადამს ეხება, რომელიც ათეულობით წლის წინ მიტოვებულ ადგილას ცხოვრობს. სხვების მიერ მიტოვებულ და ადამისთვის ძვირფას მიწაზე ცხოვრება დაბრკოლებებითა და სიამოვნებებით სავსეა. 

 

see more

close

ოგასავარა

საქართველო, 2015 წ. 8 წთ.

 

რეჟისორი: ტატო კოტეტიშვილი

სცენარის ავტორები: ნიკოლოზ მდივანი, ტატო კოტეტიშვილი

ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი

საპროდიუსერო კომპანია: SAKDOC FILM 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვახტანგ (ტატო) კოტეტიშვილი 1987 წელს საქართველოში დაიბადა. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის მიმართულება დაამთავრა. 2008 წლიდან ამავე მიმართულებით ლოძში, პოლონეთის ეროვნულ კინოსკოლაში, სწავლობს. კოტეტიშვილი მრავალი სტუდენტური ფილმის ოპერატორად მუშაობდა. აგრეთვე, რეჟისორი და ფოტოგრაფია. მის ნამუშევრებს მიეკუთვნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები: ,,წვეულების შემდეგ“, ,,ჭურჭელი“, ,,ტამაგოჩი“ და ,,საზამთრო“.

 

სინოფსისი

მურადი და მაშა დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ მიზნის მიღწევამდე ცხოვრება მათ დაუჯერებელ და სევდიან ამბებს უმზადებს. 

 

see more

close

მზადება

საქართველო, 2015 წ. 20 წთ.

 

რეჟისორი: გიორგი წილოსანი

მონტაჟი: გიორგი წილოსანი

სცენარის ავტორი: გიორგი წილოსანი

ოპერატორი: სანდრო ხუციშვილი 

მსახიობები: დავით კარიაული, ფატი ფულარიანი, თათია გონაშვილი, სალომე ბუხაიძე, ბაჩო ოდიშარია, მურმან წილოსანი, გია ფირცხალაიშვილი, გია თავაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

გიორგი ახალგაზრდა, ქართველი რეჟისორია. 2009 წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. 2015 წელს კი საქართველოს კინემატოგრაფიის უნივერსიტეტში დაასრულა სწავლა. ამჟამად გადის სამაგისტრო პროგრამას ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლოგიის განხრით. მუშაობს კინოინდუსტრიაშიც. მისი სადიპლომო ნამუშევარი ,,მზადება“ 2015 წელს კომპანია Millimeter Film-თან ერთად შექმნა.

 

 

სინოფსისი

 

ფილმი პატარა სოფელში მცხოვრებ ოჯახს ეხება. ერთხელ, სადილობისას, ბებია თავს შეუძლოდ იგრძნობს... ექიმის დიაგნოზი დაძაბულობას იწვევს. ბებიას სიკვდილის ეშინია, ყველგან სიკვდილის მოჩვენებას ხედავს და გრძნობს, რომ აღსასრული ახლოვდება. მამას ესმის, რომ ოჯახი ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და დაკრძალვისთვის მზადებას იწყებს: კუბოს ყიდულობს, ეზოში ათავსებს და ნათესავებს ბებიასთან გამოსამშვიდობებლად იბარებს, თუმცა ბებია ჯერ ცოცხალია. 

 

see more

close

დაკარგული მიწა

საქართველო, 2015 წ.  31.14 წთ.

 

რეჟისორი: ლევან ლომჯარია

სცენარის ავტორი: ლევან ლომჯარია

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ლევან ლომჯარია (1984 წელი) ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია, რომელიც ვიზუალური კულტურისა და ახალი მედიის სხვადასხვა სფეროში მუშაობს. მისი ნაშრომების მთავარი მახასიათებელი ღრმა და კონცეპტუალური კავშირია შემოქმედებითი და ფილოსოფიური სამყაროს განსხვავებულ ნაწილებთან.

რამდენიმე ტელეკომპანიაში („იმედი“, „რუსთავი 2“) მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, საკუთარი კომპანია Dud Film Company დააარსა. 2013-2015 წლებში სარაევოს კინოაკადემიაში საერთაშორისო სარეჟისორო პროგრამის ორწლიანი კურსი დაამთავრა. მისი ხელმძღვანელი ცნობილი უნგრელი მწერალი და რეჟისორი - ბელა ტარი - იყო.

 

 

სინოფსისი

ფილმში სიმბოლური განმარტებისა და კულტურული ქარაგმების რამდენიმე ფენაა. პირველ ყოვლისა, წმინდა გრაალის ლეგენდას იკვლევს, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებასთან პირდაპირი და ძალიან ახლო კავშირი აქვს. ეს არის პოეტის თავგადასავალი სხვადასხვა ადგილას, დროსა და სივრცეში.

 

see more

close

ვიოლონჩელო

უკრაინა, 2014 წ.  23’10 წთ.

 

რეჟისორი: ოლესია მორგუნეც-ისაენკო

პროდიუსერი: ნატალია ცეგელნიკი

სცენარის ავტორი: მარინა სტეპანსკა

ოპერატორი: სერჰი ცეცენკო

მსახიობები: ისაენკო, მუკოლა ბოკლანი, ირმა ცარევა

საპროდიუსერო კომპანია: National Dovzhenko Film Studio

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

1984 წელს უკრაინის სოფელ კოზელეცში დაბადებულმა ოლესია მორგუნეც-ისაენკომ კარპენკო-კარის უნივერსიტეტი დაამთავრა და Pavlov Studio-ში რეჟისორად მუშაობდა. 2011 წელს შექმნა ზღაპარი ,,საფრთხობელა და პატარა წერო“. 2012 წელს დრამისა და კომედიის თეატრის ნომრისთვის გადაიღო მხატვრული ვიდეო - ,,ორი ქალბატონი ჩრდილოეთის მიმართულებით“.

 

სინოფსისი
კაცი და ქალი ყირიმის მინდვრის შუაგულში შემოდგომის მშვიდ დღეს ხვდებიან. ამ შემთხვევით შეხვედრას ბევრი მოვლენა აბრკოლებდა, რასაც მათი მოგზაურობის ბოლოს ვიგებთ.

 

see more

close

კარუსელი

უკრაინა, 2015 წ.15 წთ.

 

რეჟისორი: ნიკონ რომანჩენკო

პროდიუსერები: ნიკონ რომანჩენკო, ირინა რომანჩენკო

სცენარის ავტორი: ნიკონ რომანჩენკო 

ოპერატორები: ოლეკსანდრ სნიჟკო, ნიკონ რომანჩენკო

მსახიობები: ანასტასია ლისენკო, სერჰი ჰორნი, ანატოლი ჩუმაჩენკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნიკონ რომანჩენკო 1991 წელს კიევში დაიბადა. 2014 წელს კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რომანჩენკო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანამედროვე უკრაინული კინემატოგრაფიის“ წევრია.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა წყვილს ქვეყნიდან წასვლა უნდა. გოგოს მშობლები დიდი ხნის წინ განქორწინდნენ და არ უნდათ, რომ მათ შვილს ამ ბიჭთან ურთიერთობა ჰქონდეს. ბიჭს თვალყურს ადევნებენ. ამის მიუხედავად, გოგო გამოსავლის პოვნას ცდილობს. 

 

see more

close

ფრაგმენტაცია

რუსეთი, 2015 წ. 12 წთ.

 

რეჟისორი: ანა ოვანესოვა

პროდიუსერი: ნატალია მახანკო ("ART-N production")

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

2003 წელს გერასიმოვის სახ. კინემატოგრაფიის ინსტიტუტში საოპერატორო ფაკულტეტი დაამთავრა. 2012 წელს ნიკიტა მიხალკოვის საზაფხულო კინოაკადემიაში სწავლობდა.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა ფოტოგრაფო მოულოდნელად უცნაური საგნის ფოტოს იღებს. სიზმრები და რეალობა ერთმანეთს ადგილს უცვლის. ფოტოგრაფი ვიღაცის ნადავლი ხდება. 

 

see more

close

ჩემი მშვენიერი პეპელა

დიდი ბრიტანეთი, 2015 წ.  8’31 წთ.

 

რეჟისორი: ლილი დონგი

პროდიუსერი: ლილი დონგი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ლილი ჩინეთში დაიბადა და რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლობდა. მათ შორის იყო მანჩესტერის უნივერსიტეტი და ლონდონის კინოსკოლა, სადაც სცენარის წერა და სარეჟისორო ხელოვნება შეუყვარდა. ლილის საინტერესო ადამიანების მიერ შთაგონებული ამბების გადმოცემა მოსწონს და იმედი აქვს, რომ მსგავს შთაგონებას მთელ მსოფლიოს გაუზიარებს.

 

სინოფსისი

ენი ქრისთან ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებს, რომელსაც სექსუალური სიამოვნება უფრო აინტერესებს, ვიდრე სულიერი ერთგულება. ქრისთან დაშორების შემდეგ ენი რომანტიკული სიყვარულის მიმართ რწმენას შეინარჩუნებს? ახალი ფურცლის გადასაშლელად მზად იქნება?

 

see more

close

ადამიანები დედამიწაზე

ბელარუსია, 2015 წ. 15 წთ.

 

რეჟისორი: ქსენია ჩერტოვიჩი

პროდიუსერი: ქსენია ჩერტოვიჩი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ქსენია ჩერტოვიჩი ბელარუსში, მინსკში, დაიბადა. 21 წლის ასაკში ბელარუსის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში კინო-ტელე რეჟისურის მიმართულება დაამთავრა. ამჟამად მინსკში სცენარისტად და რეჟისორად მუშაობს.

 

სინოფსისი

ორი ადამიანი გზაზე მიდის. კაცი მოხეტიალე მსახიობია, ქალს კი ფსიქოლოგიური უსინათლობა ტანჯავს. კაცმა ქალი შიმშილს გადაარჩინა და ახლა, ერთადერთი ჩემოდნითა და პურის უკანასკნელი ნაჭერით, გადარჩენის იმედს ინარჩუნებენ და ქალაქ მიზერიში მიდიან.  გზად მიტოვებული სოფლები და ცარიელი მინდვრები ხვდებათ, მძღოლები კი არ მანქანებს უჩერებენ... ერთის გარდა.

 

see more

close

დათვი

აშშ, 2015წ. 10 წთ.

 

რეჟისორი: ავთანდილ ჩაჩიბაია

სცენარის ავტორი: ავთანდილ ჩაჩიბაია

მონტაჟი: ბენ რიმეთცი

ოპერატორი: რონალდ ვრეიზი

როლებში: რიჩარდ ვათრჰაუზი, მონიკა ბლეიზ ლევიტი, დივის ჰუდი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ავთანდილ ჩაჩიბაია დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, 2009 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ბრენდებისათვის როგორც ოპერატორი/ფოტოგრაფი. მისი პირველი სტუდენტური ფილმი მოხვდა სტუდენტური ოსკარების ნახევარფინალში და ჰქონდა პრემიერა კანის კინოფესტივალის ფარგლებში 2012 წელს. მისი მომდევნო ფილმი “ჩემი ნათელი და ხსნა” გახდა პრესტიჟული  National Board of Review–ს გამრჯვებული 2013 წელს.  ამჟამად ჩაჩიბაია მუშაობს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტზე რომლის გადაღებასაც გეგმავს 2016 წელს.

 

 

სინოფსისი

იგავი დათვზე, რომელიც ცდილობს შური იძიოს ადამიანებზე რომლებმაც დედა დათვის სიცოცხლე შეიწირეს.

 

see more

close

წიწილა

გერმანია/ხორვატია, 2014წ.  15 წთ.

 

რეჟისორი: უნა გუნიაკი
კომპოზიტორი: ბერნდ შურერი
პროდიუსერი: ელენა გოლდბახი
სცენარის ავტორი: უნა გუნიაკი
მონტაჟი: ანია სიმენსი
ოპერატორი: მატიას პილცი
ხმის რეჟისორები: სებასტიან მორში და რაულ ბრანდი
საპროდიუსერო კომპანია: Zak Film Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რეჟისორი და მემონტაჟე, უნა გუნიაკი, დაიბადა სარაევოში. ამჟამად ცხოვრობს ლონდონში. დაამთავრა ტურინის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი და გაერთიანებული სამეფოს კინოსა და ტელევიზიის სკოლა მემონტაჟის სპეციალობით.

 

სინოფსისი

მოქმედება სარაევოში, 1993 წელს ხდება. სელმას დაბადების დღეზე წიწილას აჩუქებენ. 6 წლის გოგონა ხვდება, რომ წიწილას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია და მის გაშვებას გადაწყვეტს. სელმა ვერ ხვდება, რომ სავალალო შეცდომა დაუშვა - ბავშვის დედა წიწილის დაჭერას ცდილობს და სნაიპერის მსხვერპლი ხდება. 

 

see more

close

კიაროსკურო

აშშ / ბრაზილია, 2014 წ. 7’48 წთ.

 

რეჟისორი: დანიელ დრამონდი 

კომპოზიტორი: ოსტინ რეი

ხმა: ქარსონ ფრენჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დანიელ დრამონდი ბრაზილიის ქ. სან-ლუისში დაიბადა. 2010 წელს საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის გრანტი მიიღო და კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც დოჯის კინო და მედია ხელოვნების კოლეჯში სწავლობდა. კომპოზიციის, ფერისა და მოძრაობის შესწავლის შემდეგ დანიელს, შთამბეჭდავი გამოსახულების საშუალებით, ამბის გულახდილად გადმოცემის გამოცდილება განავითარა.

 

სინოფსისი

ორი ორგანიზმი წყვდიადში ერთი სინათლის გამო ერთმანეთს ეჯიბრება და მათი ამბავი ბუნების მერყევ ბუნებას ავლენს. 

 

see more

close

ძველი

კოლუმბია, 2014 წ.  9’20 წთ.

 

რეჟისორი: მარია ქრისტინა პერესი

პროდიუსერები: ქეთრინ კაბრერა, მაურისიო კუერვო, მარია ქრისტინა პერესი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

1988 წელს კოლუმბიის ქ. ბოგოტაში დაბადებულმა მარიამ კინო-ტელე ხელოვნება შეისწავლა. სწავლის ადრეულ ეტაოზე ტრადიციული ანიმაცია აღმოაჩინა და მას შემდეგ ტრადიციული მეთოდებისა და ციფრული საშუალებების კომბინაციით ექსპერიმენტებს ატარებს. ,,ძველი“ მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია ტრადიციული ანიმაციით და თითქმის 3 წლის შრომის შედეგს წარმოადგენს.

 

სინოფსისი

ბარი, სადაც არაფერი მუშაობს... მესაკუთრეს სძინავს... მის გვერდით მყოფი ძაღლი ბარს დარაჯობს. მოხუცი კაცი მაგიდებზე დარჩენილი სასმელის ბოლო წვეთებს იპარავს. ბოლოს ყველაფერი იკარგება... მიზეზიც კი. უკანასკნელი სასმელი მათ კვლავ ადამიანებად აქცევს. 

 

see more

close

მეშვიდე ცა

ისრაელი, 2014 წ.  10’30 წთ.

 

რეჟისორი: ორ ტილინგერი

სცენარის ავტორი: ორ ტილინგერი

ოპერატორი: ორ ტილინგერი

კომპოზიტორი: ლიორ ფრენკელი 

მონტაჟი: ორ ტილინგერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ორ ტილინგერი ისრაელის ქ. კფარ-სავაში დაიბადა და ჰადერაში გაიზარდა. თელ-ავივში მინშარის ხელოვნების კოლეჯი წარჩინებით დაამთავრა სპეციალობებით ორგანზომილებიანი ანიმაცია, ფლეში და სპეცეფექტები. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,უცხოთა სახეები“ ,,2012 წლის მარათონის“ ნაწილი იყო. ტილინგერის ნაშრომები ჯაფას ანტიკვარიატის მუზეუმში საჩვენებლად შეირჩა.

 

სინოფსისი

შორეულ ჩინეთში, დიდ ტყეში, კლდის პირას, მწყემსი ჯასიო ცხვრებთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს მიწისძვრა კლდეს ორ ნაწილად ხლეჩს და მწყემსი და ცხვრები სახლისგან შორს ხვდებიან. ჯასიო შინ დასაბრუნებლად ყველაფერს იღონებს.  

 

see more

close

ტკბილი სახლი

პორტუგალია, 2014 წ. 14’53 წთ.

 

რეჟისორი: ნუნო ბალთაზარი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პორტუგალიის ქ. ლისაბონში დაბადებულ ნუნოს ვიზუალური ხელოვნების მიმართ სიყვარული ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდა. რამდენიმე წლის განმავლობაში დიზაინერად მუშაობის შემდეგ მუსიკალური ვიდეოებისა და სარეკლამო რგოლების გადაღება დაიწყო, რითაც ვიზუალურ-შემოქმედებითი გამოხატვის ახალ სამყაროში შეაბიჯა. 2014 წელს ნუნომ ,,ტკბილი სახლი“ შექმნა, რის გამოც სცენარისტის, რეჟისორის, პროდიუსერისა და მონტაჟის ავტორის როლები შეითავსა.

 

სინოფსისი

ციხის მიტოვებულ კომპლექსში ელემენტარული პირობების გარეშე დარჩენილი კაცი გადარჩენას ველური ცხოველივით ცდილობს. როდესაც მის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს საფრთხე ექმნება, კაცი თავისი საცხოვრებლის დასაცავად ძალადობას მიმართავს. მოგვიანებით  გარესამყაროსგან მოწყვეტილი რჩება და საკანში დაბრუნებაზე ოცნებობს, სადაც თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობს. 

 

see more

close

ტაპრობანა

პორტუგალია/შრი ლანკა/დანია, 2014წ. 24 წთ.

 

რეჟისორი: გაბრიელ აბრანტესი
პროდიუსერი: გაბრიელ აბრანტესი
სცენარის ავტორები: გაბრიელ აბრანტესი, ვიმუკტი იასუნდარა, დავიდ ლასანტა,

მონტაჟი: ნაჩო ჩეკა
ოპერატორი: გაბრიელ აბრანტეს

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გაბრიელ აბრანტესი დაბადა 1984 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში. სწავლობდა ნიუ იორკის მეცნიერებისა და ხელოვნების სკოლაში, პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში. გადაღებული აქვს 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი ფილმები ნაჩვენებია ვენეციის, ლოკარნოსა და ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალებზე. მისი ნამუშევრები გამოფენილია ბოსტონში, ტოკიოსა და პარიზში.

 

სინოფსისი

ლუიშ დი კამოენსი აღორძინების ხანის უდიდესი პორტუგალიელი პოეტია. ფილმი მასზე და მის მიჯნურ დინამენეზე მოგვითხრობს, რომელსაც პოეტმა თავისი შედევრი, ეპიკური პოემა „ლუზიადა“ მიუძღვნა.

 

see more

close

ვრცელი ლანდშაფტები - ფაიფურის ისტორიები

ხორვატია, 2014 წ. 11 წთ.

 

რეჟისორი: ლეა ვიდაკოვიჩი

სცენარის ავტორი: ლეა ვიდაკოვიჩი

ოპერატორი: ლეა ვიდაკოვიჩი

მონტაჟი: ლეა ვიდაკოვიჩი

ანიმაცია: მარიონ ლე ჟილუ, ლეა ვიდაკოვიჩი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

ლეა ვიდაკოვიჩი (1983 წელი, სერბეთი) მულტიმედიa არტისტია, რომელიც შემოქმედებით დადგმებსა და მარიონეტების ანიმაციებზე მუშაობს.  2010 წელს ნორვეგიაში, ანიმაციის სპეციალობით, ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. 2006-2010 წლებში ზაგრების ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა გრაფიკულ ხელოვნებას.  2012 წელს დაასრულა ბელგიის სამეფო აკადემიის მაგისტრატურის კურსი აუდიო-ვიზუალური ხელოვნების განხრით.  ლეას ნაშრომები დამოუკიდებელ და ჯგუფურ გამოფენებსა და ანიმაციის ფესტივალებზე იყო წარმოდგენილი. მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის დარგში.

 

სინოფსისი

მელიებზე მონადირე და ფაიფურის ნაწარმის მაღაზიის მეპატრონე ქალი, მეცნიერი ძმები, სელაპი, ბიჭი და მუსიკალური აპარატი. ექვსი პერსონაჟი სწრაფვის სურვილით არის შეპყრობილი და მათ დიდი ლანდშაფტი აშორებს. სიყვარულის, ვარაუდისა და თვითგანადგურების ოთხი ისტორია.  

 

see more

close

ის, რაც ღამეს მოაქვს

ბოსნია და ჰერცოგოვინა, 2014 წ. 20 წთ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ლეა ტრიბულეტი

ოპერატორი: ანდრე გილ მატა

მონტაჟი: ტომას ბალთაზარი

საპროდიუსერო კომპანია: Film Factory

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ლეა ტრიბულეტი დაიბადა 1987 წელს, საფრანგეთში. სტრასბურგის დეკორატიული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა სცენოგრაფიას. სტუდენტობის დროს მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო.  2010 წელს დაამთავრა მაგისტრატურა. სწავლის დამთავრების შემდეგ  მუშაობდა  სასცენო დიზაინის მიმართულებით. 2013 წელს უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის, ხელმძღვანელობით სარაევოში საერთაშორისო პროგრამას - Film Factory - შეუერთდა.

 

სინოფსისი 

 

რამდენად რთულია კომუნიკაცია და ჩვენი საკუთარი სურვილების ცოდნა? ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა იმას გვავიწყებს, რაც მართლა გვჭირდება და აჩრდილებს ვემსგავსებით.

 

see more

close

შიგნით

პორტუგალია / უნგრეთი, 2015 წ. 3 წთ.

 

რეჟისორი: ნატალია აზევედო ანდრადე

სცენარის ავტორი: ნატალია აზევედო ანდრადე 

მონტაჟი: ნატალია აზევედო ანდრადე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

ნატალია აზევედო ანდრადემ 2014 წელს დაამთავრა პორტოს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატი. გაცვლითი პროგრამით მონაწილეობდა ბუდაპეშტის მოჰოი-ნადის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში ანიმაციის მიმართულებით. აქვს სხვადასხვა ფესტივალზე მოხალისედ მუშაობის გამოცდილება.

 

სინოფსისი

მოცეკვავე რიტმის შეგრძნებას კარგავს, რის შემდეგაც შიშის, დანაშაულის გრძნობისა და სირცხვილის დაძლევა უწევს. 

 

see more

close

ქართული პანორამა

მე ვარ ბესო

საქართველო, 2014 წ. 92 წთ.

 

რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე

სცენარის ავტორი: Shalva Sokurashvili Production

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

ხმა: პაატა გოძიაშვილი 

პროდიუსერი: ნოდარ ნოზაძე

მსახიობები: ცოტნე ბარბაქაძე, სოსო ტარყაშვილი, ზაზა სალია, ნანული ხვედელიძე, ლერი ბექაური, სერგო გალსტიანი, ვიქტორ ბარბაქაძე

საპროდიუსერო კომპანია: Pansional Film

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ლაშა ცქვიტინიძე დაიბადა 1988 წელს  თბილისში. დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტშის სარეჟისორო  ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. 2011 წელს, ყოველგვარი დაფინანასების გარეშე, დამოუკიდებელი ფილმი ,,ჰობუნი“ გადაიღო. 2012 წელს შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თემო" კერძო საპროდიუსერო კომპანიის დახმარებით გადაიღო, თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო ფილმი დაუმთავრებელი დარჩა. „მე ვარ ბესო" ლაშა ცქვიტინიძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. ფილმის პრემიერა სარაევოს მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

 

სინოფსისი

ბესო 14 წლის ბიჭია და მივარდნილ სოფელში იზრდება. ბესოს ოჯახში ბევრი პრობლემაა. მამა ჩერნობილში დაინვალიდებული ხანშიშესული კაცია, რომელიც მთელი დღის მანძილზე ტელევიზორს უყურებს და ოჯახის წევრებს აგინებს. ბესოს დედა ოჯახის მარჩენალია და ყოველ დილით ქალაქში სავაჭროდ დადის. ბესოს ძმა ლერი ჰომოსექსუალია და სახლში ცეკვის კერძო გაკვეთილებს ატარებს. ბესოს და მის მეგობარ ბექას თანაკლასელები ჩაგრავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბესო და ბექა დროს კარგად ატარებენ და ბავშვურად ერთობიან. ბესო დიქტაფონზე რეპს წერს. ბიჭი ოცნებობს, რომ მდიდარი და პოპულარული იყოს და ოჯახს დაეხმაროს. 

 

see more

close

სომალის ტყვეები

საქართველო, 2015 წ.  46 წთ.

 

რეჟისორი: ლევან ადამია

სცენარის ავტორი: ნინო ჩუტკერაშვილი

ოპერატორი:  ლევან ლეკიაშვილი, ბესო გაფრინდაშვილი

კომპოზიტორი: ნიკა მაჩაიძე 

მონტაჟი: თინათინ ნიკურაძე, ლევან ადამია

ხმა:  თინათინ ნიკურაძე

პროდიუსერი: ნინო ჩუტკერაშვილი

საპროდიუსერო კომპანია: EBC studio -საქართველო

 

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წელს თბილისში. სწავლობდა ხატვას ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1994-1997 წლებში სწავლობდა ედინბურგის უნუვერსიტეტის ხელოვნების კოლეჯში – კინო და ტელევიზიის ფაკულტეტზე. ხელოვნების ბაკალავრი.

1999 წლიდან დღემდე ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს და გადაცემებს სხვადასხვა ტელეარხებისთვის. 2002 წელს დაჯილდოვდა ამერიკის ტელეაკადემიის ჯილდოთი – “ემი” ფილმისთვის “ბავშვები გისოსებს მიღმა”.

  

სინოფსისი

დუბაიდან ინდოეთისკენ მიმავალ   ბერძნულ ტანკერს OLIB'G-ს, სადაც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა,  გემთმფლობელმა ყალბი საბუთები და არასწორი კოორდინატები მიაწოდა. გემი სომალელმა მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში და გამოსასყიდად 15 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს. მეზღვაურების ტყვეობა და წამება 16 თვეს გაგრძელდა.

 

see more

close

კრედიტის ლიმიტი

საქართველო / საფრანგეთი / გერმანია, 2014 წ.  85 წთ.

 

რეჟისორი: სალომე ალექსი

სცენარის ავტორი: სალომე ალექსი

ოპერატორი: ჟან-ლუი პადი

კომპოზიტორი: Rezo Kiknadze Production 

მონტაჟი: სალომე ალექსი

ხმა: ნასილ ელ მუნაბი

პროდიუსერები: სალომე ალექსი, კოკა ტოგონიძე

მსახიობები: ნინო კასრაძე, ზანდა იოსელიანი, ანა ყაჩეიშვილი, ბაჩო ჩხეიძე, ნინო არსენიშვილი, თამარ მამულაიშვილი, დავით დარჩია, გიორგი ყიფიანი, თათული დოლიძე, თამაზ თევზაძე, ლიზა კალანდაძე

საპროდიუსერო კომპანიები: 3003 Film Production -საქართველო, 3003 Film Production - გერმანია

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სალომე ალექსი (ნუცა ალექსი-მესხიშვილი) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1988-1992 წლებში მუშაობდა კინოსა  და თეატრის დეკორაციებისა და კოსტიუმების დიზაინერად. 1992-1996 წლებში პარიზში, კინოსკოლა La Fémis-ში, სარეჟისორო პროგრამაზე სწავლობდა, სადაც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მის მოკლემეტრაჟიან ფილმს „ფელიჩიტა“ (2009) ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა. ,,კრედიტის ლიმიტი“ სალომე ალექსის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია და მისი პრემიერა 2014 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა.

 

სინოფსისი

40 წელს გადაცილებული ნინო საბჭოთა კავშირში კომფორტულად ცხოვრობდა, თუმცა თანამედროვე საქართველოში ცვლილებებთან შეგუება უჭირს და ყველაზე გავრცელებულ მეთოდს მიმართავს - მაღალპროცენტიან იპოთეკურ სესხს იღებს. ნელ-ნელა ვალებში იძირება და თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება.

 

 

see more

close

ძმა

საფრანგეთი / საქართველო, 2014 წ. 94 წთ.

 

რეჟისორები: თეონა მღვდელაძე, ტიერი გრენადი

სცენარის ავტორები: თეონა მღვდელაძე, დავით ჩუბინიშვილი

ოპერატორი: Julie Grunebaum Production 

მონტაჟი: პოლინ რებიერი

ხმა: ტომას ფორელი, ანტუან ბეილი, პიერ ბარიოდი

პროდიუსერები: მარი-პიერ მასია, ჟულიეტ ლეპუტრი, ზურაბ მაღალაშვილი, სულიკო წულუკიძე

მსახიობები: ირაკლი ბასილ რამიშვილი, ზუკა ცირეკიძე, ნატაშა შენგელაია, კახი კავსაძე, ელენე გლურჯიძე

საპროდიუსერო კომპანიები: MPM Film (საფრანგეთი), Cinetech (საქართველო), Millimeter Film (საქართველო)

პარტნიორი კომპანია:  Arte France Cinema

 

 

თრეილერის ნახვა

თეონა მღვდელაძე

თბილისში, საბჭოთა საქართველოში დაბადებულმა თეონა მღდელაძემ მუსიკა თბილისში შეისწავლა, ხოლო კინემატოგრაფია - პარიზში. მისი სადიპლომო ნამუშევარი,  მოკლემეტრაჟიანი ,,მივიწყებული პარტიტურა“ (2008), 40-ზე მეტი ფესტივალისთვის შეირჩა და 5 ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

ტიერი გრენადი

ტიერი გრენადი რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმზე რეჟისორის თანაშემწედ და პროდიუსერად მუშაობდა. ასევე, ჩინეთში დოკუმენტური ტრილოგიის პროდიუსერი იყო.

თეონამ და ტიერიმ ერთმანეთი 10 წლის წინ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობისას გაიცნეს და რამდენიმე პროექტის ფარგლებში ითანამშრომლეს. ,,ძმა“ მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

სინოფსისი

 

თბილისი, ადრეული 1990-იანები. ძველ უბანში მცხოვრები ადამიანები ქალაქში მიმდინარე ცვლილებებს თავისებურად უნდა დაუპირისპირდნენ. მაია ხედავს,  როგორ ეცლება ხელიდან უფროსი ვაჟი გიორგი, უმცროსი ვაჟი დათუნა კი ახალგაზრდა და ნიჭიერი პიანისტია და ძალადობასთან შეგუება უწევს, რომელიც ნელ-ნელა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე შენობაში სხვა ტრაგედია ტრიალებს: დათუნას ასაკოვან მეგობარ არჩილს ომში შვილიშილი დაეღუპა. დარდისგან დაავადებული მოხუცი საწოლად არის ჩავარდნილი.

 

see more

close

სოლომონი

საქართველო, 2015, 65 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ზაზა ხალვაში

ოპერატორი: მამუკა (ჭოჭი) ჩხიკვაძე

მუსიკა: სოლომონ მახარაძე

მხატვარი: ქეთი ვაჩეიშვილი

მონტაჟი: ზურაბ ქავთარაძე

სოლომონ მახარაძე

 როლებში: ზურაბ ქავთარაძე. ნინა ჩხიკვაძე. ნატალია დიასამიძე. მინერვა ფუტკარაძე. ედუარდ მუსაელიანი. ჯემალ თედორაძე. ზაზა ზოიძე. ზაურ გედენიძე.

 

 

ბიოგრაფია

დაიბადა 1957 წლის 17 მაისს ბათუმში. 1979 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1982 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის სახელოსნო). 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – რეჟისორად. 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ასწავლის რეჟისურას. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელე–კინო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2007-2012 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი. 2013 წლიდან აჭარის ტელევიზიის მრჩველეთა საბჭოს თავჯდომარე.

 

სინოფსისი

ფილმი "სოლომონი" მოგვითხრობს ერთ უცნობ, ნიჭიერ მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს, თავისი შემოქმედებით დაიმკვიდროს ადგილი პოსტ-საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ, შავიზღვისპირა ქალაქში, რომელშიც ნიჰილიზმმა და ინდეფერენტიზმმა დაისადგურა. სოლომონის მუსიკა ან სუფრაზე, ან სარდაფში, ან ზღვის ნაპირას ისმის მხოლოდ. ერთადერთი ადამიანი, ვისიც მისი ესმის, ვისთვისაც მისი არსებობა აუცილებელია, არის შვილი, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს და იშვიათად ნახულობს გაშორებულ მშობლებს...

ფილმი გადაღებულია ბათუმის საავტორო ფილმების სტუდია (BAFIS). აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

see more

close

დიდოსტატთა კოლექცია

ზამთრის სიმღერა

საფრანგეთი / საქართველო, 2015 წ.  117 წთ.

 

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი

პროდიუსერები: მარტინ მარინიაკი, ოთარ იოსელიანი

სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი

ოპერატორი: ჯული გრუნებაუმი

ხმა: ენ ლე კემპიონი

მონტაჟი: ოთარ იოსელიანი, ემანუელ ლეჟანდრა

კომპოზიტორი: ნიკოლას ზურაბიშვილი

როლებში: რუფუსი, ამირან ამირანაშვილი, პიერ ეტექსი,  მატიას იუნგი, მატიო ამალრიკი, ენრიკო გეცი

საპროდიუსერო კომპანიები: საფრანგეთ-საქართველოს ერთობლივი ნაწარმოები, Pastorale Productions / Studio 99

 

 

ბიოგრაფია

რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ოთარ იოსელიანი დაიბადა 1934 წელს თბილისში. მუშაობდა კინოსტუდია „გრუზიაფილმში“.  ამ პერიოდში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები  ,,აკვარელი“ (1958),  ,,სიმღერა ყვავილის შესახებ“ (1959) და ,,აპრილი“ (1962). მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გიორგობისთვე“  გახდა ჟორჟ სადულის პრემიის ლაურეატი საუკეთესო დებიუტისთვის. 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. არის პაზინეტის, ტარკოვსკის და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატი.

 

სინოფსისი

ზოგი მსგავსება შემაშფოთებელია. ეს ეხება გილიოტინაზე დასჯილ ვისკონტის, პირში ჩიბუხით, ტერორის პერიოდში; სამხედრო კაპელანს, განგსტერივით ამოსვირინგებული მკერდით, რომელიც ჯარისკაცებს, მოთარეშეებსა და მოძალადეებს ნათლავს; კომპაქტორის მიერ გათელილ, პარიზელ მაწანწალასა და დიდი კორპუსის განათლებულ კონსიერჟს, რომელიც იარაღითაც ვაჭრობს. ერთ შენობაში თითქმის ყველა აღნიშნული პერსონაჟი ერთმანეთს ხვდება - უსახლკაროს გარდა, რომელსაც პოლიცია ერთი ადგილიდან მეორემდე დაატარებს. ამ ქაოსში ოცნების, სიყვარულისა და მეგობრობის დრო მაინც რჩება, რაც უკეთესი მომავლის იმედს ტოვებს.    

 

see more

close

ერთი ერთზე

სამხრეთ კორეა; 2014 წ.  122 წთ.

 

რეჟისორი: კიმ კი-დუკი 

სცენარის ავტორი: კიმ კი-დუკი 

ოპერატორი: კიმ კი-დუკი 

მონტაჟი: კიმ კი-დუკი 

პროდიუსერი: კიმ სუნ-მო 

აღმასრულებელი პროდიუსერი: კიმ კი-დუკი

კომპოზიტორი: პარკ იან-მინი

როლებში: დონ ლი, კიმ იან-მინი, ლი ი-კიუნი, ჩო დონ-ინი, იო ტეო, ან იუ, ჩო ჩჟე რენი, კიმ ჩუნ-კი.

საპროდიუსერო კომპანია: Kim Ki-duk Film

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კიმ კი-დუკი 1960 წელს დაიბადა პონჰუაში, სამხერეთ კორეაში. პარიზში ხელოვნების შესწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა სცენარისტად მუშაობით დაიწყო. მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი იყო 1996 წლის მცირებიუჯეტიანი ფილმი  ,,ნიანგი“. მას შემდეგ კრიტიკოსებიც და რიგითი მაყურებლებიც რთული პერსონაჟების, გამაოგნებელი სანახაობისა და უპრეცედენტო გზავნილების გამო აქებენ. კიმ კი-დუკს საერთაშორისო აღიარების მოუტანა  ფილმებმა: „სამარიტელი გოგო“ (2004 წელს ბერლინში „ვერცხლის დათვი“ გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს), „ცარიელი სახლი“ (2004 წელს ვენეციაში ,,ვერცხლის ლომი“ გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს), „არირანი“ (2011 წელს კანის კინოფესტივალზე „განსაკუთრებული ხედვის“ ჯილდო გადაეცა) და „პიეტა“ (2012 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში“ გაიმარჯვა).

 

სინოფსისი

სკოლის მოსწავლე გოგონას სასტიკად აუპატიურებენ და კლავენ, დამნაშავე კაცები კი დაუსჯელები რჩებიან, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ მათგანს კარგად გაწვრთნილი თავდამსხმელების იდუმალი ჯგუფი იტაცებს. გატაცებულს მკვლელობის აღიარების დაწერას წამებით აიძულებენ და ათავისუფლებენ. ტრავმირებული კაცი იგებს, რომ გოგონას მკვლელობის სხვა მონაწილეებმაც იგივე გადაიტანეს. პასუხების ძიებაში, კაცი მომდევნო მსხვერპლს მიყვება და თავდამსხმელების სამალავს პოულობს. 

ექსტრემალური თემებითა და თამამი სიუჟეტებით ცნობილმა რეჟისორმა კიმმა აღნიშნა, რომ ფილმი სამხრეთ კორეას ეხება - ქვეყანას, სადაც თვითონ ცხოვრობს და „მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა დასასრულს, უნდა უყუროთ“.

 

see more

close

დედაჩემი

იტალია / საფრანგეთი, 2015 წ.  106 წთ.

 

რეჟისორი: ნანი მორეტი

პროდიუსერები: ნანი მორეტი, დომენიკო პროკაჩი

სცენარის ავტორები: ნანი მორეტი, ფრანჩესკო პიკოლო, ვალია სანტელა, გაია მანძინი, კიარა ვალერიო

როლებში: მარგერიტა ბაი, ჯონ ტურტურო, ჯულია ლაძარინი, ნანი მორეტი, ბეატრიჩე მანჩინი, სტეფანო აბატი

საპროდიუსერო კომპანიები: Sacher Film, Fandango, Le Pacte

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იტალიელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი - ჯოვანი „ნანი“ მორეტი 1953 წელს დაიბადა იტალიის ქ. ბრუნიკოში. მის ერთ-ერთ პირველ ფილმს -,,ტკბილი სიზმრები“ - 1981 წელს ვენეციის კინოფესტივალზე სპეციალური ჯილდო - „ვერცხლის ლომი“ - გადაეცა, ხოლო 2001 წელს ფილმისთვის - „ვაჟის ოთახი“ -„პალმის რტოს“ მფლობელი გახდა. 2012 წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრეზიდენტი იყო. მორეტის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია: ,,ვერცხლის დათვი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის -„წირვა დასრულდა“, 1986; ევროპულ კინოდაჯილდოებაზე აღებული ,,კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის“ ჯილდო („ძვირფასო დღიურო“, 1994) და საუკეთესო ფილმის ჯილდო Cahiers du Cinema-სგან („პაპი გვყავს“, 2011).

 

სინოფსისი

მარგერიტა ფილმს იღებს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ბარი ჰაგინსი, მონაწილეობს. ბარი გადასაღებ მოედანზე პრეტენზიულობით გამოირჩევა. მუშაობის გარდა, მარგერიტა დედის ავადმყოფობასა და ქალიშვილის გარდატეხის პერიოდთან გამკლავებას ცდილობს. 

 

see more

close

ეიზენშტაინი გუანახუატოში

ბელგია / ფინეთი / მექსიკა / ნიდერლანდები, 2015 წ.  105 წთ.

 

რეჟისორი: პიტერ გრინუეი

სცენარის ავტორი: პიტერ გრინუეი

პროდიუსერები: ბრუნო ფელიქსი, კრისტინა ველასკო ელი, ფემკე ვოლტინგი, სან ფუ მალთა

ოპერატორი: რაინიერ ვან ბრუმელენი

მონტაჟი: ელმერ ლოიპენი

როლებში: ელმერ ბეკი, ლუის ალბერტი, მაია ზაპატა

 

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბრიტანელი მხატვარი, რეჟისორი და მწერალი პიტერ გრინუეი დაიბადა 1942 წელს, ქ. ნიუპორტში, უელსი. მისი ფილმები მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზია. ტრადიციულ, ტექსტურ მონათხრობს უაზრობად აღიქვამს, ამიტომ, ამის ნაცვლად, გრინევეის ნახატებში, ფილმებში, რომანებში, ოპერებში, გამოფენებსა და დადგმებში ვიზუალური ენაა გამოყენებული. მის ნაშრომებში სიღრმისეულად არის გამოკვლეული სიკვდილი და სექსუალური სიამოვნება. გრინუეის ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: ,,მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“ (1989), ,,პროსპეროს წიგნები“ (1991), ,,ინტიმური დღიური“ (1996) და ,,გოლციუსი და პელიკანების საზოგადოება“ (2012).

 

სინოფსისი

პიტერ გრინუეის თამამი, სექსუალურად გამომწვევი და უზომოდ სახალისო ფილმი 1931 წელს მექსიკაში რუსი რეჟისორის, სერგეი აიზენშტაინის, სტუმრობას ასახავს. ეიზენშტაინს იქ ახალი ფილმი - ,,დიდებული მექსიკა“ - უნდა გადაეღო. ჰოლივუდის მიერ უარყოფილ და სტალინისტურ რუსეთში დაბრუნების მოთხოვნის გამო წნეხში მყოფ აიზენშტაინს პოლიტიკური და ფინანსური პრობლემები უჩნდება. ქალაქ გუანახუატოში ჩასული რეჟისორი სექსუალურ სისუსტესაც იჩენს. მექსიკელ გიდ პალომინოსთან ერთად, სექსისა და სიკვდილის კავშირს ათი დღის მანძილზე იკვლევს. ეს დღეები მის ცხოვრებასა და კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდება. გრინევეი ეკრანს ყოფს, უჩვეულო კუთხეებიდან იღებს, ემოციურ და ვიზუალურად უნაკლო სამყაროს ქმნის. შედეგი მომაჯადოებელი, ზოგჯერ გამაოგნებელი და უზომოდ სახალისოა. ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინოვატორი რეჟისორის ნამუშევრებში ღირსეული დანამატია.

 

see more

close

შეიძლება, მთებმა ადგილი იცვალონ

ჩინეთი / იაპონია / საფრანგეთი, 2015 წ.  131 წთ.

 

რეჟისორი: ცზია ჩჟანკე

სცენარის ავტორი: ცზია ჩჟანკე 

კომპოზიტორი: იოშიჰირო ჰანო

მონტაჟი: მატიე ლაკლაუ

ხმის რეჟისორი: ჩჟან იანი

ოპერატორი: იუ ლიკ-ვაი

როლებში: ჩჟაო ტაო, ჩჟან ი, ლიან ცინდონი, სილვია ჩანი,  დონ ძიჟანი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ცინელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროდუსერი ცზია ჩჟანკე  1970 წელს შანხაის პროვინციის ქ. ფენგიანგში დაიბადა. ადრეული წლებიდან სწავლობდა მხატვრობას, 1995 წელს ახალგაზრდულ-ექსპერიმენტული კინოჯგუფი დააარსა. ბევრი  კრიტიკოსი ჩჟანკეს თვლის თანამედროვე კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. 1997 წელს დაამთავრა პეკინის კინოაკადემია. მისი პირველი ფილმიც - ,,სიაუ ვუ“ (1998) ბერლინის, ნანტისა და ვანკუვერის ფესტივალებზე წარმატებული გამოდგა. შემდეგ მისი ფილმი - ,,პლატფორმა“ (2000) ვენეციის კინოფესტივალისთვის შეირჩა, ხოლო ,,უცნობი სიამოვნებები“ (2002) - კანის კინოფესტივალისთვის. 2003 წელს ჩჟანკემ ახალგაზრდა ჩინელი რეჟისორების მხარდასაჭერად კომპანია  Xstream Pictures დააარსა. 2004 წელს ფილმი ,,მსოფლიო“ გადაიღო, ხოლო ცზიას ,,ნატურმორტი“ 2006 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე, ,,ოქროს ლომით“ დაჯილდოვდა.

 

სინოფსისი

ჩინეთი, 1999 წელი. ბავშვობის მეგობრებს, ლიანცზისა და ჩჟანს, ქალაქის ლამაზმანი ტაო უყვართ. ბოლოს გოგონა უფრო მდიდარი ჩჟანის ცოლი ხდება და წყვილს ვაჟი გაუჩნდება, სახელად დოლარი. მოქმედება ჩინეთიდან ავსტრალიამდე ხდება. ფილმში წარმოუდგენლად სწრაფად ცვალებადი ოჯახის ორი თაობის ცხოვრება, სიყვარული, იმედები და იმედგაცრუებაა ნაჩვენები.

 

 

 

see more

close

სიყვარული

საფრანგეთი / ბელგია, 2015 წელი

 

რეჟისორი: გასპარ ნოე

ოპერატორი: ბენუა დები

სცენარის ავტორი: გასპარ ნოე

მსახიობები: გასპარ ნოე, აომი მუიოკი, კლარა კრისტინი, კარლ გლუსმანი, ბენუა დები

პროდიუსერები: ბრაჰიმ შიუა, ვინსენტ მარავალი, გასპარ ნოე, როდრიგო რეიშეირა, ედუარ ვაილი

საპროდიუსერო კომპანიები: Les Cinemas de la Zone, RT Features, Rectangle Productions, Wild Bunch

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

1963 წელს დაბადებული გასპარ ნოე არგენტინელი რეჟისორი და სცენარისტია. გასპარი არგენტინელი მხატვრის, მწერლისა და ინტელექტუალის, ლუის ფელიპე ნოეს, შვილია. ნოემ ლუის ლუმიერის კოლეჯი დაამთავრა. მოგვიანებით აღნიშნა, რომ შვიდი წლის ასაკში ნანახმა ფილმმა ,,2001 წელი - კოსმოსური ოდისეა“ მისი ცხოვრება შეცვალა და, ეს რომ არ გამოეცადა, რეჟისორი არ გახდებოდა.  მისი ფილმი ,,სიყვარული“ 2015 წელს კანის კინოფესტივალზე, „შუაღამის ჩვენებების“ სექციაში აჩვენეს.

 

სინოფსისი

1 იანვარი, ადრიანი დილა. ტელეფონი რეკავს. მერფი თავისი ახალგაზრდა ცოლისა და 2 წლის შვილის გვერდით იღვიძებს. კაცი ხმოვან ფოსტას უსმენს: ელექტრას უზომოდ აღელვებულ დედას აინტერესებს, მერფის ელექტრასგან ხომ არაფერი სმენია. ქალი დიდი ხნის წინ დაიკარგა. დედას ეშინია, მის შვილს ცუდი რამ არ შემთხვეოდა. 

 

see more

close

ჩემო კარგო ჰანს

გერმანია / რუსეთი, 2015 წ.  110 წთ.

 

რეჟისორი: ალექსანდრე მინდაძე

სცენარის ავტორი: ალექსანდრე მინდაძე 

ოპერატორი: ოლეგ მუტუ

კომპოზიტორი: ვალერი სილვერი

როლებში: იაკობ დილი, ანდრიუს დარიალა, ბირგიტ მინიხმაირი, როზა ხაირულინა, მარკ ვაშკე, სებასტიან ანტონი, მარკ ჰოსემანი, სვეტლანა კოსოლაპოვა, იევგენი სარმონტი, ანგელინა რიმაშევსკაია

საპროდიუსერო კომპანიები: Ma.Ja.De. Filmproduktions GmbH (ბერლინი), Passenger Film Studio (მოსკოვი)

პროდიუსერები: ლიდია ანტონოვა, ალექსანდრე მინდაძე, ლეონარდ ბლავატნიკი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სცენარისტი და რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე 1949 წელს მოსკოვში დაიბადა. დაამთავრა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარის ფაკულტეტი  და 1976 წლიდან სცენარისტად მუშაობს. მინდაძეს მრავალი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის, ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვი“  ფილმისთვის „პიესა მგზავრისთვის“. მისი სარეჟისორო დებიუტი 2007 წელს შედგა ფილმით ,,ლივლივი“, რომელიც 2007 წელს ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს.

 

სინოფსისი

საბჭოთა მუშა პეტრე და გერმანელი ინჟინერი ჰანსი საბჭოთა კავშირში საქმიანი ვიზიტით მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩადიან. საწარმოში გერმანელების გუნდი რუს სპეციალისტებთან ერთად მუშაობს.

ინჟინერ ჰანსის ისტორია ემოციური გამოცდილებებით არის სავსე. სიუჟეტი რეალურ მოვლენებსა და ამ მოვლენებში მონაწილეთა მოგონებებს ეფუძნება. ფილმი ევროპის ისტორიის ნაკლებად ცნობილ პერიოდს ასახავს. მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმოწერის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ახლო თანამშრომლობა და სპეციალისტების გაცვლა მიმდინარეობდა, სანამ ეს ორი ქვეყანა სასიკვდილო ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა.

 

 

see more

close

“SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია

სიამაყე

ბულგარეთი/გერმანია, 2013წ. 30 წთ.

 

 

რეჟისორი: პაველ ვესნაკოვი
პროდიუსერი: ვანია რაინოვა
სცენარის ავტორები: ვანია რაინოვა, პაველ ვესნაკოვი

მონტაჟი: კარენ ტონნე
ოპერატორი: ორლინ რუევსკი

საპროდიუსერო კომპანია: Portokal

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ცნობილი ბულგარელი რეჟისორი პაველ ვესნაკოვი  დაიბადა 1987 წელს. დაამთავრა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მისი ფილმების მთავარი თემა თანამედროვე ბულგარული საზოგადოებაა.


სინოფსისი

მანოლი, გადამდგარი გენერალი, ოჯახში მთავარი ავტორიტეტია. ერთ დღესაც მკაცრი მორალური პრინციპების მქონე კაცი აღმოაჩენს, რომ ბიჭი, რომელიც გაზარდა, ჰომოსექსუალისტია. მანოლს ცხოვრება აიძულებს, თავის პრინციპებს უღალატოს და დამარცხება აღიაროს. 

 

see more

close

გემის დაღუპვა

ჰოლანდია, 2014წ. 15 წთ.

 

რეჟისორი: მორგან კნიბე
მონტაჟი: მორგან კნიბე
ოპერატორი: მორგან კნიბე
პროდიუსერი: იოს დე პუტერი

საპროდიუსერო კომპანია: Deepfocus

 

თრეილერის ნახვა

The Netherlands 2014, 15 min

 

Director: Morgan Knibbe
Composer: Carlos dalla-Fiore
Producer: Jos de Putter
Editor: Morgan Knibbe
Cinematography: Morgan Knibbe
Production company:Deepfocus

 

see more

close

კიდევ გვაქვს სიცოცხლე

გერმანია, 2013წ. 23 წთ.

 

 

რეჟისორი: იან გერიტ სეილერი
კომპოზიტორი:  სტეფან პაულ ჰუტჩი
სცენარის ავტორი: კატარინა კოკშტაინი
მონტაჟი: მაქს მიტელბახი
ოპერატორი: იურგენ კემე
ხმის რეჟისორი: ჰენრიკ ლუდორფი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იან გერიტ სეილერი 1979 წელს დაიბადა. ხელოვნებით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ბოლო 6 წლის განმავლობაში დანიასა და გერმანიაში უამრავ მოკლემეტრაჟიან ფილმზე უმუშავია როგორც რეჟისორს, ოპერატორს, ხმის რეჟისორს, მსახიობს, მემონტაჟეს და ა.შ.

 

 

სინოფსისი

მარკო და ლიზა შეყვარებულები არიან. მხარდამხარ იბრძვიან „ონლაინ მონსტრების“ წინააღმდეგ. ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთად იღუპებიან, მაგრამ „ბოლო სიცოცხლის“ გამოყენების უფლება ყოველთვის რჩებათ.  მიუხედავად ყველაფრისა, ლიზას არ უნდა მარკოს „ინტერნეტის გარეთ“ შეხვდეს. ერთ დღეს ლიზა ქსელში არ შემოდის. მარკო გოგონას მოძებნას გადაწყვეტს.

 

see more

close

2014 წლის ზაფხული

პოლონეთი, 2014წ. 12 წთ.

 

რეჟისორი: ვოიჩეკ სობჩეკი
კომპოზიტორი: ბარტოშ ჰაიდეტსკი
პროდიუსერი: ვოიჩეკ სობჩეკი
სცენარის ავტორი: ვოიჩეკ სობჩეკი

 

თრეილერის ნახვა

Poland 2014, 12 min, animation

 

Director:Wojciech Sobczyk
Composer:BartoszChajdecki
Producer:Wojciech Sobczyk
Screenplay:Wojciech Sobczyk

 

see more

close

ტაპრობანა

პორტუგალია/შრი ლანკა/დანია, 2014წ. 24 წთ.

 

რეჟისორი: გაბრიელ აბრანტესი
პროდიუსერი: გაბრიელ აბრანტესი
სცენარის ავტორები: გაბრიელ აბრანტესი, ვიმუკტი იასუნდარა, დავიდ ლასანტა,

მონტაჟი: ნაჩო ჩეკა
ოპერატორი: გაბრიელ აბრანტეს

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

გაბრიელ აბრანტესი დაბადა 1984 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში. სწავლობდა ნიუ იორკის მეცნიერებისა და ხელოვნების სკოლაში, პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში. გადაღებული აქვს 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი ფილმები ნაჩვენებია ვენეციის, ლოკარნოსა და ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალებზე. მისი ნამუშევრები გამოფენილია ბოსტონში, ტოკიოსა და პარიზში.

 

სინოფსისი

ლუიშ დი კამოენსი აღორძინების ხანის უდიდესი პორტუგალიელი პოეტია. ფილმი მასზე და მის მიჯნურ დინამენეზე მოგვითხრობს, რომელსაც პოეტმა თავისი შედევრი, ეპიკური პოემა „ლუზიადა“ მიუძღვნა.

 

see more

close

დაკარგული ყელსახვევი

ირლანდია, 2014 წ.  7 წთ.

 

რეჟისორი: ოუენ დაფი

პროდიუსერი: ჯეიმი ჰოგანი

ოპერატორი: ოუენ დაფი

ხმის რეჟისორი: გევინ ლითლი, ჯო მაკჰიუგი

მონტაჟი: ოუენ დაფი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ოუენ დაფი ირლანდიელი რეჟისორია, რომელიც ამჟამად ვანკუვერში (კანადა) ცხოვრობს. რეჟისორის ფილმებს უამრავი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მოპოვებული.

 

სინოფსისი

ჯორჯ ტაკეი გვიყვება იგავს ციყვზე, რომელიც დაკარგულ ყელსახვევს ეძებს.

 

see more

close

ვეშაპის მდელო

დანია/ისლანდია, 2013წ. 15 წთ.

 

 

რეჟისორი: გუნმუნდურ არნარ გუნმუნდსონი

პროდიუსერი: მანის ვანსონი, გუნმუნდურ არნარ გუნმუნდსონი

ოპერატორი: გუნმუნდურ არნარ გუნმუნდსონი

ხმის რეჟისორი: გუნარ ოსკარსონი

მონტაჟი: ანდერს სკოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

გუნმუნდურ არნარ გუნმუნდსონი 1982 წელს დაიბადა რეიკიავიკში, დაამთავრა ისლანდიის ხელოვნების აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად ქმნის ფილმებს და ასწავლის სცენარის წერას, რეჟისურასა და ვიდეოარტს.


სინოფსისი 

ფილმი მოგვითხრობს ორი ძმის ისტორიას, რომლებიც მშობლებთან ერთად შორეულ სოფელში ცხოვრობენ. მაყურებელი ძმებთან ერთად მოგზაურობს და იმ მომენტის თვითმხილველი ხდება, რომელიცმათი ცხოვრების ჩვეულ დინებას სამუდამოდ ცვლის. 

 

see more

close

ქალაქი პანიკაში - საახალწლო ნამცხვარი

ბელგია/საფრანგეთი, 2014წ. 26’30 წთ.

 

რეჟისორები: ვენსან პატარი, სტეფან ობიე
პროდიუსერი: სტივენ დე ბეული
სცენარის ავტორები: სტეფან ობიე და ვენსან პატარი
საპროდიუსერო კომპანია: Beast Animation

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

„ქალაქი პანიკაში - საახალწლო ნამცხვარი“ -  ახალი ეპიზოდი საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს: კოვბოისა და ინდიელს თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე გრძელი საახალწლო ღამის გატარება უხდებათ.    

 

see more

close

პური არსობისა

ისრაელი, 2014წ. 19'42 წთ.

 


რეჟისორი: იდან ჰუბელი

პროდიუსერი: კობი აზრანი

ოპერატორი: დავიდ სტაგმაისტერი

ხმის რეჟისორი: მოშე სილვერი

მონტაჟი: იდან ჰუბელი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იდან ჰუბელი ებრაელი რეჟისორია. დაამთავრა სემ შპიგელის კინოსა და ტელევიზიის სკოლა იერუსალიმში. სწავლის პერიოდში გადაღებული აქვს ორი სტუდენტური ფილმი. იდან ჰუბელი რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის - „მიტოვებული ადამიანი“ - პრემიერა 2012 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.


სინოფსისი

იონათანს შოკოლადი უყვარს. ბიჭი ქოთნიდან ბოლო ნაჭერს იპარავს. მას შემდეგ, რაც დედინაცვალი „ქურდობაში“ ამხელს და ძმებიც გაუბრაზდებიან, იონათანი  სახლიდან გაქცევას გადაწყვეტს.    

 

see more

close

დინოლა

საქართველო, 2013 წ. 14'38 წთ.

 

რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი

პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა
სცენარის ავტორი: მარიამ ხაჭვანი
მონტაჟი: ლევან კუხიაშვილი
ოპერატორი: კონსტანტინე მინდია ესაძე საპროდიუსერო კომპანია: 20 Steps Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მარიამ ხაჭვანი დაიბადა1986 წელს.  დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.  მარიამს გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: „ვერძობა“ (2006 წელი) და „ფანჯრის მიღმა“  (2007 წელი), აგრეთვე, „ლიჩანისი“ და „კვირიკობა“ (2009 წელი). „დინოლა“ რეჟისორის პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია. ფილმი მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, მათ შორის, კლემონ-ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალსა და ნორვეგიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე.

 

სინოფსისი

ფილმის მოქმედება სვანეთში ხდება. მთის მკაცრი კანონი დედას და შვილს ერთმანეთს აშორებს - ახლად დაქვრივებული ქალი იძულებულია უცნობ მამაკაცს ცოლად გაჰყვეს და საკუთარი შვილი მიატოვოს.  

 

see more

close

საგანგებო ზარი

ფინეთი, 2013წ. 15 წთ.

 

რეჟისორები: ჰანეს ვარტიაინენი, პეკა ვეიკოლაინენი  

სცენარის ავტორები: ჰანეს ვარტიაინენი, პეკა ვეიკოლაინენი

მონტაჟი: ჰანეს ვარტიაინენი, პეკა ვეიკოლაინენი
ოპერატორი: ჰანეს ვარტიაინენი, პეკა ვეიკოლაინენი
პროდიუსერი: ჰანეს ვარტიაინენი,
საპროდიუსერო კომპანია: Pohjankonna Oy

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰანეს ვარტიაინენი დაიბადა 1980 წელს. 2004 წელს დაამთავრა ჰელსინკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი.


პეკა ვეიკოლაინენი დაიბადა 1982 წელს. სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს ჰელსინკის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში. 2000 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც ილუსტრატორი და ანიმატორი.  

 

სინოფსისი

 

იყო ადამიანი, ნიშნავს გქონდეს სიცოცხლისა და სამყაროს აღქმის განსაკუთრებული უნარი. გასაჭირის ჟამს ერთმანეთის ნუგეშისა და მხარდაჭერის ამარა ვრჩებით. 

 

see more

close

ცემენტის პატარა ბლოკი გაწეწილი თმით, რომელიც ზღვას შეიცავს

ესპანეთი, 2013წ. 16 წთ.

 

 

 

რეჟისორი: ხორხე ლოპეს ნავარეტე

პროდიუსერი: ხორხე ლოპეს ნავარეტე
სცენარის ავტორი: ხორხე ლოპეს ნავარეტე

მონტაჟი: ხორხე ლოპეს ნავარეტე

ოპერატორი: კარლოს მორა 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ხორხე ლოპეს ნავარეტე ბარსელონაში დაიბადა. რეკლამაში რამდენიმეწლიანი  მუშაობის შემდეგ საკუთარი ვიდეო პროექტების შექმნა დაიწყო. სწავლობდა სან ანტონიო დე ბანიოსის კინოსკოლასა და ბარსელონის პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში.  „ცემენტის პატარა ბლოკი გაწეწილი თმით, რომელიც ზღვას შეიცავს“ რეჟისორის პირველი ფილმია. 

 

სინოფსისი              


ძაღლი და ცხენი ერთად მოგზაურობენ. ყოველ ნაბიჯზე, უფროდაუფრო ცხადი ხდება, რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და სწორედ ეს დიდი სხვაობაა მათი დაახლოვების მიზეზი.   

 

see more

close

წიწილა

გერმანია/ხორვატია, 2014წ.  15 წთ.

 

რეჟისორი: უნა გუნიაკი
კომპოზიტორი: ბერნდ შურერი
პროდიუსერი: ელენა გოლდბახი
სცენარის ავტორი: უნა გუნიაკი
მონტაჟი: ანია სიმენსი
ოპერატორი: მატიას პილცი
ხმის რეჟისორები: სებასტიან მორში და რაულ ბრანდი
საპროდიუსერო კომპანია: Zak Film Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

რეჟისორი და მემონტაჟე, უნა გუნიაკი, დაიბადა სარაევოში. ამჟამად ცხოვრობს ლონდონში. დაამთავრა ტურინის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი და გაერთიანებული სამეფოს კინოსა და ტელევიზიის სკოლა მემონტაჟის სპეციალობით.

 

სინოფსისი

მოქმედება სარაევოში, 1993 წელს ხდება. სელმას დაბადების დღეზე წიწილას აჩუქებენ. 6 წლის გოგონა ხვდება, რომ წიწილას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია და მის გაშვებას გადაწყვეტს. სელმა ვერ ხვდება, რომ სავალალო შეცდომა დაუშვა - ბავშვის დედა წიწილის დაჭერას ცდილობს და სნაიპერის მსხვერპლი ხდება. 

 

see more

close

კედელი

უნგრეთი, 2013წ. 11 წთ.

 

 

რეჟისორი: შიმონ საბო

სცენარის ავტორი: შიმონ საბო
მონტაჟი: ალბერტ ცომბა
ოპერატორი: ალბერტ ცომბა 

პროდიუსერი: ვიქტორია პეტრანი

საპროდიუსერო კომპანია: Proton Cinema

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი, შიმონ საბო, დაიბადა 1979 წელს.  2008 წელს მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, „Let’s Roll“, უნგრეთის კინოკვირეულზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრიზი დაიმსახურა, ხოლო 2009 წელს, რეჟისორის სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა, „ქაღალდის თვითმფრინავები“, შანდორ სიმოს პრიზი მოიპოვა.

 

სინოფსისი

16 წლის ლაცი ქუჩაში ცხოვრობს და თავს დროებითი სამუშაოებით ირჩენს. ერთ დღეს, სხვა ბიჭებთან ერთად, მშენებლობაზე აიყვანენ სამუშაოდ. მას სახლების ირგვლივ კედლების აშენება ევალება. ერთხელაც, საქმის დასრულების შემდეგ, ბიჭი გადაწყვეტს კედლის მეორე მხარეს გაიხედოს...

 

see more

close

რეტროსპექტივები

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე

საბჭოთა კავშირი / საქართველო, 1977 წ.  95 წთ.

 

რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე

სცენარის ავტორები: ლანა ღოღობერიძე, ერლომ ახვლედიანი, ზაირა ახვლედიანი 

პროდიუსერი: ლანა ღოღობერიძე

 

ბიოგრაფია

 

ლანა ღოღობერიძე 1928 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა თბილისში. 1950 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტი. 1954 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსი მოიპოვა. 1957 წლიდან Georgian Film Studio-ში მუშაობდა და 1975 წლიდან რუსთაველის თეატრში კინორეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა. 1988 წელს Georgian Film Studio-ს დირექტორად დაინიშნა. შემდეგ პოლიტიკური კარიერა დაიწყო და 1992 წელს პარლამენტის წევრი გახდა. 1999 წლიდან ევროსაბჭოში საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო და 2004 წლიდან საფრანგეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს. მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისთვის რამდენიმე საერთაშორისო ჯილსო აქვს მიღებული.

ლანა ღოღობერიძე მის მიერ გადაღებული ყველა ფილმის ერთ-ერთი სცენარისტია. ეს ფილმებია:  „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ფერისცვალება“ (1968), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „დღეს ღამე უთენებია“ (1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992).

 

 

სინოფსისი

სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდა ჟურნალისტია და ინტერვიუებს მათგან იღებს, ვინც რედაქტორს საჩივრის წერილები გაუგზავნეს. ერთ-ერთი ქალი სოფიკოს დედაა. მათი საეკრანო ურთიერთობა ფილმის შემქმნელისა და დედამისის ადრეულ, ტრაგიკულ ცხოვრებას ასახავს, რის გამოც ეს პროექტი ძალიან პირადულია. დოკუმენტური ფილმისა და ფსიქოლოგიური დრამის ელემენტების შემცველი ნაშრომი ქალების, სამუშაოს, ოჯახისა და ქორწინების შესახებ თამამი განაცხადია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც საბჭოთა კავშირის პირველმა ფემინისტურმა ფილმმა. გარდა ამისა, ფილმში სტალინის ბანაკები აშკარად პირველად იყო ნახსენები. 

 

see more

close

უსასრულო გაქცევა, მარადიული დაბრუნება

სომხეთი / ნიდერლანდები / შვეიცარია, 2014 წ. 87 წთ.

 

რეჟისორი: არუთიუნ ხაჩატრიანი

პროდიუსერი: არუთიუნ ხაჩატრიანი

ოპერატორები: ვრეჟ პეტროსიანი, სურენ ტადევოსიანი 

ხმა: ჰაიკ ისრაელიანი, კარენ ცატურიანი 

მონტაჟი: კარინე ვარდანიანი, კარენ ბაღინიანი 

საპროდიუსერო კომპანიები: GOLDEN APRICOT FCD - ტატვეიკ მანუკიანი,GOLDEN APRICOT FCD- არუთიუნ ხაჩატრიანი

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

არუთიუნ ხაჩატრიანი 1955 წელს დაიბადა ახალქალაქში, საქართველოში. იგი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და სომხეთის ,,პატივცემული არტისტია“. 2006 წლიდან ხაჩატრიანი ევროპის კინოაკადემიაში ხმის უფლების მქონე წევრია. აგრეთვე, Golden Apricot FCD-ის დირექტორი, 2004 წლიდან კი ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალ Golden Apricot-ის თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორია. 2007 წელს ხაჩატრიანს პრინც კლაუსის ჯილდო გადაეცა. 2008 წელს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ხელოვნებისა და ლიტერატურის შევალიედ გამოაცხადა.

 

სინოფსისი

1988 წლიდან ადრეულ 90-იანებამდე სომხეთი სამმა მოვლენამ შეძრა: საშინელმა მიწისძვრამ, ყარაბაღის ომმა და საბჭოთა კავშირის დაშლამ. შედეგად, მოსახლეობის ნაწილმა გადასახლებაში ცხოვრება ამჯობინა. ფილმი ერთ-ერთ მათგანს ეხება და ურჩი კაცის შესახებ გულის ამაჩუყებელ ამბავს გვიამბობს. 

 

 

 

see more

close

დოკუმენტალისტი

სომხეთი, 2003 წ. 80 წთ.

 

რეჟისორი: არუთიუნ ხაჩატრიანი 

სცენარის ავტორები: არუთიუნ ხაჩატრიანი, მიკაიელ სტამბოლციანი, ვალერი გასპარიანი 

ოპერატორი: ვააგნ ტერ-აკობიანი

კომპოზიტორი: ავეტ ტერტერიანი

ხმა: ანაიტ კესაიანი

მონტაჟი: სოფია გაბრიელიანი

მსახიობები: სურენ ბაბაიანი, არუთიუნ ჯავაზიანი, კოსტას კალაფატისი, აგატა ვანუნცი, რუბენ ხაჩატრიანი, ლევონ ღაზარიანი, სუსანა ღაზარიანი

საპროდიუსერო კომპანია:  Hayfilm Studio

GOLDEN APRICOT FCD-ის ნაწარმოები

 

 

ბიოგრაფია

არუთიუნ ხაჩატრიანი 1955 წელს დაიბადა ახალქალაქში, საქართველოში. იგი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და სომხეთის ,,პატივცემული არტისტია“. 2006 წლიდან ხაჩატრიანი ევროპის კინოაკადემიაში ხმის უფლების მქონე წევრია. აგრეთვე, Golden Apricot FCD-ის დირექტორი, 2004 წლიდან კი ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალ Golden Apricot-ის თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორია. 2007 წელს ხაჩატრიანს პრინც კლაუსის ჯილდო გადაეცა. 2008 წელს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ხელოვნებისა და ლიტერატურის შევალიედ გამოაცხადა.

 

სინოფსისი

თამამი განაცხადი რეალობასა და სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული ფილმის გადაღების შესახებ. მორალური ორაზროვნების ხაზგასმით, რეჟისორი ხაჩატრიანი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყნის თავისებურებებს წარმოაჩენს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი გზაჯვარედინზე იდგა, რასაც ფილმი მომაჯადოებლად ასახავს.

 

see more

close

დახურვის ფილმი

19

იანვარი
2021

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

09 დეკ

“Connecting Georgia” – Final Presentation of outcomes and Digital webinar “The Golden Balance – Between Artistic Expression and Cultural Heritage Preservation”

 “Connecting Georgia” –  Presentation of outcomes and Digital webinar  “The Golden Balance –...

25 ნოე

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

BIAFF  ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები 25 ნოემბერს, საქართველოს კინოაკადემიის დრაბაზში (ქ....

15 ნოე

BIAFF 2020 კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში - 15-25 ნოემბერს ტარდება - ფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია

 BIAFF კინოფესტივალი, პანდემიური სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ციფრულ/ონლაინ ფორმატში ტარდება.   ქვემოთ მოცემულია...

13 ნოე

BIAFF 2020 კინოფესტივალის გახსნის ცერემონია ონლაინ ფორმატში 14 ნოემბერს გაიმართება

 BIAFF 2020 კინოფესტივალის გახსნის ცერემონია ონლაინ ფორმატში  14 ნოემბერს გაიმართება  BIAFF კინოფესტივალი,...