NON-COMPETITION SECTION

შავი ხუთშაბათი

პოლონეთი, 2011; 100 წთ.

 რეჟისორი: ანტონი კრაუზე

სცენარის ავტორი: მიროშლავ პიეპკა, მიხაელ პრუსკი

ოპერატორი: იაცეკ პეტრიცკი

მუსიკა: მიხაელ ლორენცი

მონაწილეობენ: მარტა ჰონზატკო, მიხაელ კოვალსკი, მარტა კალმუს იანკოვსკა, ჩეზარი რიბინსკი 

მწარმოებელი: ნორდფილმი


თრეილერის ნახვა


ბიოგრაფია 

ანტონ კრაუზე დაიბადა ვარშავაში 1940 წელს. სწავლობდა ვარშავის სამხატვრო აკადემიაში. იყო სტუდენტური სატირული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაამთავრა ლოძის კინოსკოლა. არის არაერთი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია. გადაღებული აქვს მრავალი დოკუმენტური ფილმი. 1968 წლიდან ის `ტორ ფილმ სტუდიოს” ერთ-ერთი დამაარსებელია. საუკეთესო დებიუტისათვის მოპოვებული აქვს ანჟეი მუნკის სახელობის ჯილდო. კინოფესტივალებზე მიღებული აქვს არაერთი პრიზი, როგორც პოლონეთში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. სან რემოს კინოფესტივალზე გადაეცა სპეციალური პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.   

სინოფსისი

`შავი ხუთშაბათი”  იმ ტრაგიკული მოვლენების  ერთგვარი რეკონსტრუქციაა, რომელიც ჩრდილოეთ პოლონეთში  1970 წლის 17 დეკემბერს, ხუთშაბათ დღეს მოხდა. ფილმში ასახულია გემთსაშენის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის რეალური ისტორია, რომელსაც, სამსახურში მიმავალს, პოლიციამ ესროლა. ფილმში ნაჩვენებია მუშების საპროტესტო  გამოსვლები,  მსვლელობა რომელსაც მეთაურობდნენ ის ადამიანები, ვინც მოკლულის გვამი ხელით კარდაკარ ატარა. ფილმში აგრეთვე ასახულია სამხედრო დანაყოფისა და მილიციის მიერ აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევის სცენები, რის შედეგადაც თვრამეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. 


see more

close

ყაზბეგელი მფრინავი

ბელგია, ჰოლანდია, 2010, 103 წთ

 

რეჟისორი: ინეკე სმიტსი

სცენარის ავტორი: არტურ ჯაპინი, ინეკე სმიტსი

ოპერატორი: პიოტრ კუკლა

როლებში: მადელიეფ ბლანკენი, ზურა ჟღენტი, კახა კინწურაშვილი, დათო როინიშვილი, სილვია პორტა, ლაშა ბაქრაძე.

საპროდიუსერო კომპანია: Isabella Films, Fu Works, Serendipity films, Volya Films


ბიოგრაფია 

ინეკე სმიტსი დაიბადა 1960 წელს როტერდამში (ჰოლანდიაში). სწავლობდა გამოყენებით ხელოვნებას როტერდამის ხელოვნების აკადემიაში, შემდეგ კი რეჟისურას კინოსა და ტელევიზიის სკოლაში, ინგლისში. 1993 წელს ჰოლანდიის რადიომაუწყებლობის დახმარებისფონდის და ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით დაასრულასწავლა და მიიღო რეჟისორის კვალიფიკაცია. ფილმების გადაღების გარდა ინეკე სმიტსი არნჰემის სახელობის გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში ასწავლიდა. 2004 წელს მან დაარსა პროდიუსერული კომპანია „ვოლია ფილმს“ დენის ვასლნთან ერთად. მისი ინიციატივით დაიწყო გაცვლითი პროგრამები თბილისის კინოსკოლაში. 

 

სინოფსისი 

ტექსელის კუნძულზე მცხოვრები მარი მთებზ ეოცნებობს. ის მთელი მსოფლიოს მთების ღია ბარათებს აგროვებს. მარის უნდა, რომ სხვა რამ გააკეთოს, მაგრამ ომის პერიოდში, ღარიბ ოჯახში მცხოვრებ ერთადერთ გოგონას სხვა არჩევანი არ გააჩნია და პოლზე უნდა დაქორწინდეს. ჩრდილოეთის უფერულ კუნძულზე ქართველი ჯარისკაცების ჯგუფის ჩამოსვლას სიცოცხლე შემოაქვს.მათი მუსიკით და განსაკუთრებით კი ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებებით, ისინი მარის საკუთარი თავის პოვნაში ეხმარებიან. პირველად ცხოვრებაში, მარი შეყვარებულია. სამწუხაროდ, მისი სიყვარული ყაზბეგელი გოგას მიმართ და მისი მეგობრობა ჯარისკაცებთან, ოჯახის და კუნძულის სხვა მცხოვრებთათვის მიუღებელია.

 


see more

close

როდესაც ჩვენ მივდივართ

გერმანია, 2010,  119 წთ


რეჟისორი: ფეო ალადაგი

სცენარის ავტორი: ფეო ალადაგი

ოპერატორი: იუდით კაუფმანი

მონტაჟი: ანდრეა მერტენსი

როლებში: სიბელ კეკილი, დერია ალაბორა, ტამერიიგიტი, ფლორიანლუკასი, ნიზამშილერი

პროდიუსერები: ფეო ალადაგი, ზიული ალადაგი

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წელს ვენაში. სწავლობდა სამსახიობო ხელოვნებას, საკომუნიკაციო მეცნიერებებსა და ფსიქოლოგიას ვენასა და ლონდონში. სწავლა 2000 წელს დაასრულა დოქტორის ხარისხით. მუშაობდა ჟურნალისტად, წერდა სცენარებს ტელეფილმებისთვის. კინორეჟისურაში სემინარების კურსი გაიარა ბერლინის გერმანულ კინო-ტელეაკადემიაში. როგორც მსახიობი რამდენი მეფილმშია გადაღებული. ზიული ალადაგთან ერთად 2004 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია Independent Artists Filmproduktion.

სინოფსისი

„ნუ ოცნებობ!” - ეუბნება დედა თავის 25 წლის ქალიშვილს, უმაის, როდესაც ის თავის მცირეწლოვან ვაჟთან, ჯემთან ერთად, მშობლებთან ბრუნდება, ბერლინში. უმაი სტამბოლიდან გამოექცა ქმარს, რომელთანაც თავს უბედურად გრძნობდა და იმედი აქვს, რომ ბერლინში დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას. უმაიმ კარგად იცის, რომ ეს მისი ოჯახისათვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ფიქრობს, რომ სიყვარული მას და მის ახლობლებს ყველა სიძნელეს დააძლევინებს. მის ოჯახს ტრადიციული შეხედულებების უგულვებელყოფა უჭირს და როდესაც ჯემის თურქეთში, მამასთან დაბრუნებას და ამით ოჯახის ღირსების აღდგენას გადაწყვეტენ, უმაი ისევ გარბის და უკანდასაბრუნებელ ყველა გზას იჭრის.

 

 

 


see more

close

INTERNATIONAL COMPETITION - DOCUMENTARY FILMS

ჩემი პერესტროიკა

ა.შ.შ./დიდიბრიტანეთი,  2010; 88 წთ.

 
რეჟისორი: 
რობინ ჰესმანი

ოპერატორი: რობინ ჰესმანი

მონტაჟი: ალლა კოვგანი, გარეტ სავაჯი

კომპოზიტორი: ლევ ჟურბინი

პროდიუსერი: Red Square Productions, Bungalow Town Productions, and ITVS International, in association with American Documentary | POV and YLE Finland

 



ბიოგრაფია

რობინ ჰესმანმა დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი, ორმაგი სპეციალიზაციით რუსულ ენასა და კინომცოდნეობაში. მან რეჟისორის ხარისხი რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის უნივერსიტეტში, მოსკოვში მიიღო. რობინი დოკუმენტური ფილმის „კონტეინერთა რიგების“ თანაპროდიუსერი იყო, რომლისთვისაც 2005 წელს პიბოდის ჯილდო მიიღო. ასევე იყო თანაპროდიუსერი ბიოგრაფიული ფილმისა „ჯულია! ამერიკის საუკეთესო შეფი“. 2004 წელს ჰესმანმაკომპანია Red Square Productions დააფუძნა და მიიღო გრანტი, რომლის საშუალებითაც შეძლო ფილმზე - „ჩემი პერესტროიკა“ მუშაობის დაწყება. მისი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, „ჩემი პერესტროიკა“-ს პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მონაწილეობდა როგორც ა.შ.შ.-ს დოკუმენტური ფილმების კონკურსანტი. ნიუ-იორკში ნაჩვენები იყო პოპულარული ფილმები სერიაში „ახალი რეჟისორები/ახალი ფილმები“. 2006 წლიდან რობინი მუშაობს ამფესტის (ამერიკული კინოს ფესტივალი მოსკოვში) დოკუმენტური ფილმების პროგრამის დირექტორად. 


სინოფსისი

ფილმი „ჩემი პერესტროიკა“ ასახავს ხუთი ჩვეულებრივი რუსის ცხოვრებას არაჩვეულებრივ პერიოდში. მათი ბავშვობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იწყება, თინეიჯერობის წლებს საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში ატარებენ, რასაც თან მოყვება პოსტსაბჭოური რუსეთის პოლიტიკური პეიზაჟის მუდმივი ცვლილება. ბავშვობის მეგობრები, მთლიანობაში საკუთარი ოცნებებისა და იმედგაცრუებების ერთობლივ სურათს წარმოაჩენენ, რაც „რკინის ფარდის“ უკან ცხოვრების პერიოდში განიცადეს. 


see more

close

თეთრი არა, - შავი

საქართველო, 2011, 65 წთ. 

 

რეჟისორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე

სცენარი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე

ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე

პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი, ერვინ ბაინერი

წარმოება: შ.პ.ს. „ჯემინი”


ბიოგრაფია

 
კონსტანტინე ესაძე დაიბადა ქ. თბილისში, 1972 წელს. დაამთავრა კინორეჟისურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კინემატოგრაფია მიუნხენის კინოსკოლაში. მონაწილეობდა მრავალ ქართულ კინოპროექტში, როგორც დამდგმელი ოპერატორი. მისი ბოლო ოპერატორული ნამუშევარიაზაზა კოლელიშვილის „ომი და ქორწილი“ (2010), ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010).  „შავი არა, _ თეთრი“ კონსტანტინეესაძის პირველი რეჟისორული ნამუშევარია. 

 

სინოფსისი

 
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელიც გერმანიის ვიზის მოპოვებას ცდილობს. ის პირველად მიდის ევროპაში საკმაოდ რთული მისიით: უნდა შეიძინოს მანქანა და სამშობლოში მშვიდობიანად ჩამოიყვანოს. ცოტა შეშინებულია, მაგრამ პოულობს უფრო გამოცდილ მძღოლებს, რომლებსაც უამხანაგდება. პირველად მგზავრობს თვითმფრინავით და პირველად დგამს ფეხს უცხო მიწაზე, სადაც ბევრი რამ არის საინტერესო, მაგრამ მას არ სცალია ქვეყნის დასათვალიერებლად. ერთი კონკრეტული მარშრუტი და მიზანი აქვს. 


see more

close

ვარდისფერი სარი

დიდიბრიტანეთი, 2010; 96 წთ.


რეჟისორი/ოპერატორი:  კიმ ლონგინოტო

მონტაჟი:  ოლიჰუდ დლესტონი

პროდიუსერი:  ამბერ ლატიფი, გირჯაშან კერვოჰრა

მუსიკა:  მიდივალ პუნდიტზი

საპროდიუსერო კომპანიები: Ginger Productions, Vixen Films



ბიოგრაფია

ქიმ ლონგინოტო დაიბადა 1952 წელს ლონდონში. არის ბრიტანული დოკუმენტური ფილმების სცენარისტი, ასევე ცნობილია როგორც ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალების ცხოვრების ამსახველი ფაქტების სცენარისტი. ლონგინოტო სწავლობდა ფოტორეპორტაჟს და იყო ეროვნული კინოსა და ტელევიზიის სკოლის დირექტორი ბიქონსფილდში, ინგლისში,  სადაც ის ახლაც ლექციებს კითხულობს. 

 
სინოფსისი

„გოგონას ცხოვრება სასტიკია. ქალის ცხოვრება კი კიდევ უფრო სასტიკი“, ამბობს სამპატ პალი, რომელიც სხვა გოგონების მსგავსად ადრეულ ასაკში დაქორწინდა. მას ქმარი ხშირად სცემდა, მაგრამ ის ეწინააღმდეგება ამ სიტუაციას და ტოვებს ქმრის ოჯახს. სამპატ პალი მალე ხდება ცნობილი. მის ირგვლივ ყოველთვის უამრავი ქალია და ბევრი მათგანი სწორედ სამპატ პალის კარისკენ პოულობს გზას. უჩვეულო სცენებში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ექცევა პალი ოჯახური დრამების ცენტრში. ის დარწმუნებულია, რომ მისი მედიტაცია საუკეთესო გზაა დაზარალებული გოგონებისთვის. მისი პარტნიორი ბაბუჯი, რომელიც ხედავს, თუ როგორ იცვლება სამპატ პალი წლების განმავლობაში, ნაკლებად მტკიცე და თავდაჯერებულია...  

 

 

 


see more

close

ხოდორკოვსკი

გერმანია, 2011; 111 წთ.


რეჟისორი, ოპერატორი და პროდიუსერი: კირილ ტუში

თანაპროდიუსერი:  სიმონე ბაუმანი

მონტაჟი: კლაუდია სიმონესკი, სალომე მაჩაიძე

მუსიკა:  არვო ფარტი

შემოქმედებითი პროდიუსერები:  ელენა დარდენ-სმიტი და ტომას შმიდტი


ბიოგრაფია

კირილ ტუში 1969 წელს ფრანკფურტში დაიბადა. 1989 წელს ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა ა.შ.შ.-ში. სწავლის დასრულების შემდეგ გახსნა ღამის კლუბი და შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1992 წელს მისი პირველი ფილმი „ფრანკფურტი ზღვასთან“ გადაიღო, რომელიც გერმანიაში რამდენიმე კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. კირილ ტუშის ფილმი, „ღამის ქვეყანა“, რომელიც კაფკას ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა, ბერლინში აჩვენეს. ფილმმა ნიუ-იორკის აკადემიის პრიზი მიიღო 1996 წელს. რამდენიმე მუსიკალური პრომო-ვიდეოების შემდეგ შედგა ტუშის დებიუტი  მხატვრულ ფილმში - „უმნიშვნელო ცვლილებები ტემპერატურასა და აზროვნებაში“. ამჟამად ტუში ფოკუსირებულია საკუთარი კომპანიის LALA FILMS-ის ფარგლებში კინოსცენარების და საერთაშორისო  დონეზე კო-პროდუქციის განვითარებაზე.

 


სინოფსისი


დოკუმენტური ფილმი მიხეილ ხოდორკოვსკის შესახებაა, რომელმაც განიცადა სოციალისტობიდან კაპიტალისტობამდე ტრანსფორმაცია და ბოლოს ციმბირის ციხეში წამებული გახდა. ხოდორკოვსკიმ,  უმდიდრესმა რუსმა ბიზნესმენმა, გამოიწვია პრეზიდენტი პუტინი. ტიტანებს შორის ომი დაიწყო. პუტინმა გააფრთხილა, მაგრამ ხოდორკოვსკი დაბრუნდა რუსეთში, მიუხედევად იმისა, რომ იცოდნენ, დააპატიმრებდნენ. რატომ არ დარჩა ხოდორკოვსკი ემიგრაციაში თავის მილიარდებთან ერთად? რატომ დაბრუნდა უკან? 

 

 

 


see more

close

დაუმსხვრიე კამერა

აშშ, 2010; 87 წუთი


რეჟისორი: ლეონ გასტი

მონტაჟი: დუგ აბელი

ოპერატორი: დონ ლენზერი

პროდიუსერი: ადამ შლესინგერი, ლინდა საფირი

როლებში: ფლოიდ აბრამსი, ჟილბერტ მ. ანდერსონი, ჯოზეფ ბაზილი, ჰარიბენსონი, ჰემფრი ბოგარტი




ბიოგრაფია

ლეონ გასტი ცნობილია დოკუმენტური ფილმით „ჯოჯოხეთის ანგელოზები“ და ოსკარის ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ქრონიკით - 1974 წლის მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმანის ლეგენდარული ბრძოლის შესახებ ,„როდესაც მეფეები ვიყავით“ (1996). გასტი სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე, მაგრამ თავი დაანება, რადგან ლოველ ტომასთან ერთად დაიწყო მუშაობა სატელევიზიო სერიალში „დიდი თავგადასავალი“. ამან გასტს საშუალება მისცა ინტენსიურად ემოგზაურა. გადაღებების პერიოდში გასტმა კარგად შეისწავლა დოკუმენტური ფილმის გადაღების სპეციფიკა. 1960-70 წლებში გასტი ცნობილი გახდა თავისი ფოტოებით, მისი ნამუშევრები გამოქვეყნებული იყო ისეთ ჟურნალებში როგორიცაა Vogue, Esquireda Harper's Bazaar.


სინოფსისი


ჟაკლინ კენედიმ მას უჩივლა, მარლონ ბრანდომ ყბა გაუტეხა, სტივ მაქქუინმა თავისი მზერით ლამის გაანადგურა. ცობილი ადამიანებისთვის ფოტოგრაფი რონ გალელა იყო მხეცი, რომელიც სილამაზეს ემუქრებოდა. თუმცა, როგორც დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, მისმა ფოტოებმა ამ ადამიანების უცნაური სილამაზე შემოინახა. ისინი შეიძლება არასოდეს გამხდარიყვნენ პოპულარულები მის გარეშე. ამ გამოუსწორებელი პაპარაცის ისტორიაში არის განხილული ისეთი კომპლექსური საკითხები, როგორიცაა კონფიდენციალურების უფლება, პრესის თავისუფლება, ცნობილი ადამიანების გაკერპება და ასე შემდეგ.ის არ ჩერდებოდა, თუ საჭირო იყო ქრთამსაც იხდიდა, იჭრებოდა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში და იღებდა სურათებს, მანამ, სანამ არ დაეცემოდა, ან სხვა არ შეუშლიდა ხელს. 






see more

close

წერილები ცენზურის ქვეშ

 პოლონეთი, 2011; 55 წთ.


რეჟისორი: 
მასიეჟ დრიგასი

სცენარისტი: მასიეჟ დრიგასი

მონტაჟი: რაფალ ლისტოპადი

პროდიუსერული კომპანია:  Drygas Production, TVP SA



ბიოგრაფია

კინოსცენარისტი და დოკუმენტალური ფილმის რეჟისორი მასიეჟ დრიგასი, დაიბადა 1956 წელს,  ლოძში. 1981 წელს, მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის (VGIK ), სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა კშიშტოფ ზანუსისთან და კშიშტოფ კიშლოვსკისთან რეჟისორის ასისტენტად. მისი დოკუმენტური ფილმებია: `მცდარი წამოწყება~(1981), `ფსიქოთერაპია~(1984), `მოისმინე ჩემი ტირილი~(1991), `უწონადობის მდგომარეობა~(1994), `ერთი დღე სახალხო პოლონეთში~ (2005) და ასე შემდეგ. იგი დაჯილდოებულია მრავალ ფესტივალზე, მათ შორის მუმბაის, ჰიუსტონის, ტაი პეის, მონტე კარლოს, სან-ფრანცისკოსა და კრაკოვის ფესტივალებზე. ამჟამად, მასიეჟ დრიგასი ასწავლის ლოძის კინოსკოლაში  და ვარშავის უნივერსიტეტის სამაუწყებლო ლაბორატორიაში. ის ასევე არის ვარშავის უნივერსიტეტის სამაუწყებლო ლაბორატორიის დოკუმენტალური რადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასწავლის  სახვითი ხელოვნების და ახალი მედიის აკადემიაში.  

 

სინოფსისი


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონელი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ, პოლონეთი შეუერთდა კომუნისტურ ბლოკს. ფილმის მიზანია აჩვენოს პოლონელი საზოგადოების იმჟამინდელი განწყობა პირადი წერილების მეშვეობით. წერილებისა, რომლებიც განიცდიდნენ ცენზურას და ხშირად გამოიყენებოდნენ ავტორების და  ადრესატთა დევნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონით გათვალისწინებული იყო მიმოწერის საიდუმლოების დაცვა.შავ-თეთრი ფილმი წარმოადგენს ერთგვარ მოზაიკას, რომელშიც გაერთიანებულია უცნობი საარქივო მასალები, ყურადღებით შერჩეული  ძველი წერილები და საიდუმლო სამსახურის შიდა მესიჯები, რაც ფილმში წარმოგვიჩენს ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში აღწერილ ორგანიზაციას რეალობაში – 1945-1989 წლებში. 


see more

close

გაგარინლენდი

საფრანგეთი, 2010; 85 წთ. 


რეჟისორი და სცენარისტი: ვლადიმერ კოზლოვი

მონტაჟი: აბიენ დაგუერე

ოპერატორი: კრისტიან დელოეილი, ოლივიერ პულინქსი, ალაინ საურატიხმის მონტაჟი: ფილლიპ ფაბრი, ჯოელ კასტელეინი

პროდისერული კომპანია: Les Docs du Nord and Les Films de la Castagne


ბიოგრაფია

ვლადიმერ კოზლოვი დაიბადა 1956 წ. მინსკში. ის სწავლობდა ისტორიას ბელორუსიის უნივერსიტეტში. მუშაობდა ბელარუსფილმში ასისტენტ-რეჟისორად (1978-1992 წწ.). მან დაამთავრა სარეჟისორო კურსები მოსკოვის VGIK კინოსკოლაში. 1992წ. დაიწყო სასცენო პერფორმანსი ფრანგულ ჯგუფებთან ერთად. 2002 წ. შედგა მისი დებიუტი დოკუმენტურ კინოში. ის იღებდა ფილმებს ფრანგული ტელევიზიისთვის. 1992 წლიდან მუშაობს საფრანგეთსა და რუსეთში, იღებს დოკუმენტურ ფილმებს. 

 
სინოფსისი

იური გაგარინის მშობლიურ ქალაქში ყველა თაყვანსცემს კაცობრიობის პირველ კოსმონავტს, მაგრამ არსებულ საზოგადოებაში ეს თაყვანისცემა წარსული დიდებისადმი, თავისთავში მალავს პირად ამბიციებს, რომლებიც ასე თუ ისე რესპექტაბელურია....

 

 

 


see more

close

გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან

ა.შ.შ. / დიდი ბრიტანეთი, 2010;  87 წთ.


რეჟისორი: ბენქსი

ოპერატორი:  ჯერი ჰენრი

ფილმის მნტაჟი:  ტომ ფულფორდი, კრის კინგი

კომპოზიტორი: ჯეოფ ბეროუ, რონი სიზე

როლებში: ბენქსი, ტერი გუეტა, რის იფანსი, შეფარდ  ფეირი,     დებორა გუეტა

პროდიუსერი: ჰოლი ქაშინგი, ჯაიმიედ’კრუზი, ჯეიმს გეი-რისი

საპროდიუსერო კომპანია: Paranoid Pictures

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბენქსი მსოფლიოში ცნობილი ანონიმი ხელოვანის ფსევდონიმია. მისი იარაღი ფუნჯი და საკუთარი ნამუშევრებია. ის არასოდეს აჩვენებს საკუთარ სახეს და რჩება ანონიმად, თუმცა სპეკულაციები მის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით მრავლადაა.  ბენქსის სახელი გრაფიტი-არტის სახელთანაა გაიგივებული. ის ცნობილი გახდა, როდესაც ბრიტანეთის მუზეუმთან დადგა თავისი ნამუშევარი „ახალგაზრდა კაცი მაღაზიაში მიდის“ - ქვაზე გამოსახულია ფიგურა, რომელიც მაღაზიის ურიკასმიაგორებს. ნახატი მუზეუმის თანამშრომლებმა სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ბენქსი კონტრაბანდისტობდა და მის ნამუშევრებს უდიდეს მუზეუმებში აჩვენებდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი მან ისრაელისა და პალესტინის დასავლეთ სანაპიროების გამყოფ ბარიერზე შეასრულა. 
 

 

სინოფსისი

ბენქსი, სთრით-არტის ფუძემდებელი თავის ფუნჯს კამერაზე ცვლის, მაგრამ  თავის საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს - მაყურებლის პროვოცირება და გაოცება, ჩარჩოების მსხვრევა. ფილმში ის ყვება ექსცენტრიკული ტერი გუეტას ამბავს, რომელიც სთრით-არტის დახურულ სამყაროში შეიჭრა. საეჭვო ტალანტის მქონე გუეტა წარმატებას შემთხვევით აღწევს და ალტერნატიული ხელოვნების კომერციალიზაციის სიმბოლო ხდება. მაგრამ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გარედან მოსულის უეცარი წარმატება ხელოვნების სამყაროში.  ფილმი წარმოადგენს ხელოვნების ბუნდოვანი და იდუმალი ბუნების ასახვას, ოსტატურად აბალანსებს სერიოზულობას და ირონიას,  გულწრფელობას და ტყუილს, დოკუმენტურ და მხატვრულ მხარეს.



see more

close

უხილავი სიმები_ნიჭიერი დები პუსკერები

უნგრეთი, 2011, 70წთ

 
რეჟისორი: აგნეს სოსი

სცენარის ავტორი: აგნეს სოსი

მონტაჟი: ტომას ერნსტი

ოპერატორი: აგნეს სოსი, ანდრას პეტროზი, კაროლი მარკეტი

პროდიუსერი: დოროთა როზკოვსკა, გუირგუ ცზუტორ, მარკ ლორბერი

პროდიუსერული კომპანია: HBO Holding ZRT


ბიოგრაფია

აგნეს სოსი 1984-დან 1989 წლამდე  სწავლობდა უნივერსიტეტში, რომელსაც დღეს ბუდაპეშტის კორვინუს უნივერსიტეტი ჰქვია. სწავლის დასრულების შემდეგ, 1990 წლიდან, უნგრეთის ტელევიზიაში მუშაობდა ფრილენსერად რედაქტორის პოზიციაზე, თერთმეტი წლის განმავლობაში. კინოს გადაღება 1991 წელს, დოკუმენტურ ჟანრში დაიწყო. თავდაპირველად უნგრეთის ადგილობრივი, ნაციონალური ტელევიზიისათვის იღებდა ფილმებს, შემდეგ საკუთარი ფილმების პროდიუსერი გახდა. ბოლო ოცი წლის მანძილზე შექმნა თხუთმეტი სრულმეტრაჟიანი და ამდენივე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.  


სინოფსის

იორი უნგრელი, ნიჭიერი მევიოლინე დების, ჯულია და აგნეს პუსკერების შთამბეჭდავი ისტორია. ფილმში ასახულია არაბუნებრივად ძლიერი კავშირი დებს შორის, ოჯახის ბუნდოვანი საიდუმლო და ყოველივე ამის გარდაუვალი ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე. ამ ყოველივეს თან ახლავს შესანიშნავი, კლასიკური მუსიკის პერფორმანსი, რომელიც ჰაეროვნებასმატებს ფილმს. 

 

 

 


see more

close

ეროტიკული მამაკაცი

დანია, 2010; 85 წთ.


რეჟისორი: იორგენ ლეტი

სცენარის ავტორი:  იორგენ ლეტი

მონტაჟი: კამილა სკოუსენი და მორტენ ჰობჯერგი

ოპერატორი:   დან ჰომბერგი და ადამ ფილპი

როლებში:  მარი მარტე დოროტი ლაგუერე, შილაინე ქაიო, როხაიან იანგი, იორგენ ლეტი

პროდიუსერი: მარიანე ქრისტენსენი, ლარს ფონ ტრიერი

საპროდიუსერო კომპანიები: Zentropa Entertainments5 & Nordisk Film
 


ბიოგრაფია

იორგენ ლეტი დაიბადა1937 წელს, დანიაში. იგი ჟურნალისტი, პოეტი, კინორეჟისორი და ტელეკომენტატორია.  სწავლობდა ლიტერატურასა და ანთროპოლოგიას აარუსში და კოპენჰაგენში. როგორც ჟურნალისტს, დაწერილი აქვს სტატიები კინოს, მუსიკისა და თეატრის შესახებ.  მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში ჰაიტიზე 1999-2005 წლებში. შექმნილი აქვს 45 ფილმი, რომელთა უმრავლესობა მრავალ ქვეყანაში იყო ნაჩვენები. პირველი წიგნი 1962 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველი ფილმი გადაიღო. ის ავანგარდული დანიური ფილმების ჯგუფის „აბსინემა“-ს ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი და წევრია. იორგენ ლეტს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც ლიტერატურაში, ასევე კინოსა და ჟურნალისტიკაში. 2009 წელს,  ჯიჰლავას დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გადასცეს სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის. 



სინოფსისი

ანთროპოლოგ, ხანში შესულ ჯენტლმენს მთელი ცხოვრების ეროტიკული მომენტების კოლექცია აქვს. ის წერს ლექსებს, სადაც დამკვირვებლის მანძილიდან საუბრობს ეროტიკაზე. მას შეუძლია ეროტიკულ სიტუაციასთან ორმაგი შეხება ჰქონდეს: მთლიანად მასშია ჩაფლული და იმავდროულად აკვირდება მას, სწავლობს ეროტიკის ჩარჩოებს, სექსუალურ მისწრაფებებსა და მათი წრიული მოძრაობის დრამატურგიას იჭერს. ის ექსპერიმენტს ატარებს: შორიდან გულგრილად უყურებს ცეცხლმოკიდებულ, ცხელ ნივთიერებას. ახლა, უკვე ასაკოვანი გრძნობს, რომ ერთდროულად ჩართულობისა და დაკვირვების ენერგია აღარ აქვს, მაგრამ შინაგანი მზერით მაინც განაგრძობს ეროტიკის ყურებას, რომელიც მისთვის განწყობებისა და ემოციების უწყვეტ წყაროს წარმოადგენს. იგი გრძნობს მის მიერ წამოწყებული სამუშაოს დასრულების და ცხოვრების მანძილზე განცდილი  მომენტების კოლექციის წესრიგში მოყვანის საჭიროებას.


see more

close

INTERNATIONAL COMPETITION - FEATURE FILMS

ლურჯი კოდი

ჰოლანდია/დანია, 2011; 81 წთ.


რეჟისორი:  ურსულა ანტონიაკი

სცენარისტი: ურსულა ანტონიაკი

ოპერატორი: იასპერ ვულფი

მონტაჟი: ნატალია ლონსო კასალე

როლებში: ბიენ დე მური, ლარს ეიდინგერი

პროდიუსერი: ფრანს ვან გესტელ, რნოლდ ჰესლენფელდ, ფლოორ ონრუსტი

პროდიუსერულიკომპანია: IDTV Film, Family Affair Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ურსულა ანტონიაკს დამთავრებული აქვს პოლონური (კინო/ტელეპროდუსინგი), და ჰოლანდიური (კინორეჟისურა) კინოაკადემია. მისი ფილმი "Bijlmer Odyssee " ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანი ჰოლანდიური სატელევიზიო პროდუქტიდან, რომელიც მრავალ ქვეყანაში გაიყიდა. ურსულას კომედიამ “ჰოლანდიური დამწყებთათვის” ჰოლანდიაში ინტეგრაციის საკითხების შესახებ, როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსთა ყურადღება მიიქცია. მისი პირველი მხატვრული ფილმია “არაფერი პირადული“, რომელიც ანტონიაკის სხვა სურათების მსგავსად პოეტური გამოსახულების და მსუბუქი ირონიის კომბინაციაა, მრავალი პრიზით დაჯილდოვდა სხვადასხვა ფესტივალებზე, მათ შორის ლოკარნოს ფესტივალზეც  „ლურჯი კოდი“ მისი ბოლო ნამუშევარია.

სინოფსის

მარიანი, შუა ხნის ასაკის მედდაა, რომელიც მთლიანდ უძღვნის თავს პაციენტებს. ზოგჯერ ის თავს ერთგვარ მხსნელადაც კი აღიქვამს, როცა პაციენტებს ტანჯვას უმცირებს. მარიანისთვის მსგავსი მომენტები, რომლის დროსაც ასე ახლოს იგრძნობა სიკვდილი, აბსოლუტური ინტიმის განცდას იწვევს. საავადმყოფოს “დაცული” სივრცის გარეთ მარიანი მარტოხელა ცხოვრებას ეწევა და ყველა ემოციას თრგუნავს საკუთარ თავში, სანამ ის შემთხვევით ერთობლივ “ვუაერიზმის” აქტში არ ჩაებმება და აღმოჩენს, რომ უცნობი მამაკაცისადმი ლტოლვა უჩნდება


see more

close

თოვლივით თეთრი

თურქეთი, 2011; 82წთ.


რეჟისორი:  სელიმ გიუნეში

მონტაჟი:  სელიმ გიუნეში

სცენარის ავტორი:  სელიმ გიუნეში

ოპერატორი:  სერდარ ოზდემირი

პროდიუსერი: ნურ გუნეში

საპროდიუსერო კომპანიები:   Agustos Film, Ayran Film

ბიოგრაფია

თურქი რეჟისორი სელიმ გიუნეში დაიბადა ბორჩხაში 1961 წელს. რეჟისორი პროფესიით ელექტროინჟინერი და ფოტოგრაფია. 1989 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ინდივიდუალურ და ერთობლივ გამოფენაში. `თოვლივით თეთრი” არის მისი სარეჟისორო დებიუტია მხატვრულ კინოში. 

სინოფსისი

ფილმი წარმოადგენს, საბაჰატინ ალის მოკლე მოთხრობის - `თოვლივით თეთრი”, ადაპტაციას. მასში აღწერილია ერთი დღე ჰასანის ცხოვრებიდან, რომელიც თავის მშიერ ძმაზე ზრუნვას და შემოსავლის მიღებას აირანის (სასმელი იოგურტი) გაყიდვით ცდილობს. ჰასანი მხოლოდ 12 წლის ბიჭია, რომელიც ცხოვრობს პატარა, მთიან სოფელში. მას შემდეგ, რაც მამა ციხეში მოხვდება, ოჯახი სიღარიბეში აღმოჩნდება. გაჭირვებიდან თავის დაღწევის მიზნით, დედა ძიძად იწყებს მუშაობას. ჰასანი ზამთარში დილით ადრე დგება, იღებს აირანით სავსე ჭურჭელს და მიდის ჩაის სახლში. სელიმ გიუნეში თავის სარეჟისორო დებიუტში, პატარა მებრძოლი ბავშვის ცხოვრებით მოგვითხრობს განშორების, სურვილის, მოლოდინის, ლტოლვის, სინანულის და მიუხედავად ყველაფრისა მაინც არსებული იმედის შესახებ.    


see more

close

ოთახი 304

დანია/ ხორვატია, 2011, 88 წთ.   

 

რეჟისორი: ბირჯიტ სტარმოსი

სცენარის ავტორი: კიმ ფუპზ ააკესონი

ოპერატორი: იგორ მარტინოვიჩი

მონტაჟი:  ანნე ოსტერუდი

როლებში: მიკაელ ბირკკჯარი, სტინ სტენგადი, დევიდ დენსიკი, ტრინ             დირჰოლმი, ლუან ჯაჰა, არიადნა გილი, მაგნუს კრეპერი

პროდიუსერი: ჯესპრე მორტორსტი

საპროდიუესერო კომპანიები:  Alphaville Pictures Copenhagen ApS




თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ბირჯიტ სტარმოსი დაიბადა 1963 წელს დანიაში. მან კინო და მედია ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა ფილადელფიაში, ტემპლის უნივერსიტეტში. ბირჯიტმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომლებმაც უცხოურ კინოფესტივალებზე (სანდენსი, ბერლინი, როტერდამი) პრიზები მოიპოვეს. ეს ფილმებია: „ახლა შემომხედე“(2001), „წერილები დანიიდან“ (2006), „მიზიდულობის კანონი“(2006), და „სოფია“ (2006, არტეს პრიზი). მისმა პირველმა დოკუმენტურმა ფილმმა, „უსიყვარულოდ“, ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალური ჯილდო მიიღო. ფილმში, „ოთახი 304“, მისი დებიუტია მხატვრულ კინოში ,  მომდევნო ფილმის, „ჯულის პორტრეტი“, სცენარზე ის ცნობილ დრამატურგ, პიტერ ასმუსენთან ერთად მუშაობს. 

 

სინოფსისი

 
რეჟისორ ბირჯიტ სტარმოსის დრამაში  მოქმედება კოპენჰაგენის სასტუმროში ვითარდება და ყველაფერი მისტერიული გასროლის ირგვლივ ტრიალებს. მთავარი გმირები განსხვავებული ხასიათისა არიან, თუმცა მათი ცხოვრებისეული ისტორიები თანდათანობით ერთმანეთში იხლართება. სასტუმროს ეული თანამშრომლები სიყვარულს ეძებენ; აქ შეხვდებით შურისმაძიებელ ემიგრანტების წყვილს, სასოწარკვეთილ სასტუმროს მენეჯერს, ქალს, რომელიც ქმარმა მიატოვა, კლერკს, რომელიც ყალბი ღიმილის შენარჩუნებას მხოლოდ სტუმრების მიღების დროს ცდილობს და ბევრ სხვას. ამ მრავალაფეროვანი ფილმის ლეიტმოტივებია: სიახლოვე, პატიება და ადამიანური სისუსტეები. რეჟისორი წარმატებულად უთავსებს ერთმანეთს ფილმის ვიზუალურ მხარეს და მთავარი გმირების ინდივიდუალურ ისტორიებს, რომლებიც თავს შეზღუდულად არა მხოლოდ მათი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე თვლიან, არამედ სასტუმროს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის გამოც. დებიუტის შემდეგ რეჟისორმა თქვა: „მე ყოველთვის მხიბლავდა სასტუმროები. ეს არის ადგილი, რომელიც დროისა და სივრცისგან დამოუკიდებლად არსებობს. რა ხდება ამ დახურული სივრცის მიღმა?“ მისი ფილმი ამ შეკითვაზე მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო პასუხს გვაძლევს. 

 

 

 


see more

close

არ გამიშვა

დიდიბრიტანეთი/აშშ, 2010; 103 წთ.



რეჟისორი: მარკ რომანეკი

სცენარის ავტორი: ალექს გარლანდი  

ოპერატორი: ადამ კიმელი  

მონტაჟი: ბარნი პილინგი

პროდიუსერი: ალონ რეიჩი, ენდრიუ მაკდონალდი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ამერიკელი რეჟისორი მარკ რომანეკიდაიბადა1959 წლის 18 სექტემბერს. ის არაერთი ჯილდოს მფლობელია და ძირითადად მუსიკალურ ვიდეოკლიპებს და თეატრალიზირებულ ფილმებს  ქმნის. რომანეკმა 1985 წელს გადაიღოპირველი ფილმი `სტატიკური“, სადაც ქეით გორდონთან ერთად სცენარის თანაავტორიიყო. რამდენიმე წელი აქტიურად წერდა სცენარებს, რის შემდეგაც გადაწყვიტა ძალები მუსიკალური ვიდეოკლიპებშიც  მოესინჯა. მისი ნამუშევრები ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ნამუშევარი აქვს არაერთ ცნობილ მომღერალთან, (მაიკლ ჯექსონი, მადონა, ჯონ კეში და ა.შ.).  2002 წელს რომანეკმა დაწერა სცენარი და გადაიღო მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი  - `ფოტო ერთ საათში”, მთავარ როლში რობინ უილიამსი. რეჟისორს აგრეთვე შექნილი აქვს სატელევიზიო რეკლამები კომპანიებისთვის: "ეფლ", "აიკი", "ქელვინ კლეინი", "ამერიქან ექსპრესი", "სატურნი", "ჰონდა". “არასოდეს დამტოვო” მისი მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია.
 

 

სინოფსისი

 

რეჟისორი მარკ რომანეკი და სცენარისტი ალექს გარლანდი თანამედროვე მწერლის კაზუო იშიგუროს სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის ადაპტაციას ახდენენ, სადაც ინტერნატში მყოფი  ახალგაზრდების  ცხოვრებაა აღწერილი. ინტერნატში მცხოვრები თინეიჯერები ქეითი (კერი მულიგანი), რუთი (კირა ნაითლი) და ტომი (ენდრიუ გარფილდი) შორეულ ინგლისურ პანსიონში გაიზარდნენ და სურთ ეხლა უკვე რეალურ სამყაროს თვალებში ჩახედონ. მათი ოცნება თავისუფლებაზე მაშინ ქრება, როდესაც გააცნობიერებენ რომ, ისინი უბრალოდ კლონები არიან, რომლებიც ადამიანის ორგანოთა დონორებისთვის შექმნეს. გარდა იმისა, რომ ისინი დაუპირისპირდნენ საკუთარ სიკვდილს, სამივე უნდა შეეგუოს  ემოციებს, აუსრულებელ ოცნებებსდა იმავდროულად ცხოვრების რეალურ მიზანში გაერკვეს.


see more

close

წისქვილი და ჯვარი

პოლონეთი/შვედეთი, 2011; 92 წთ.

 

რეჟისორი: ლეხ მაჩევსკი

სცენარი: მაიკლ ფრენსის გიბსონი, ლეხ მაჩევსკი

ოპერატორი: ლეხ მაჩევსკი, ადამ სიკორა

მუსიკა: ლეხ მაჩევსკი, ჯოზეფ სკრზეკ

მონტაჟი: ელიოტ ემსი, ნორბერტ რუძიკი

როლებში: რუტგერ ჰაუერი, შარლოტ რემპლინგი, მაიკლ იორკი

პროდიუსერი: ლეხ მაჩევსკი

საპროდიუსერო კომპანიები: Bokomotiv Filmproduktion AB, Telewizja Polska

 


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


კინოსა და თეატრის რეჟისორი, კინოსცენარისტი და მწერალი ლეხ მაჩევსკი დაიბადა 1953 წელს, კატოვიცეში, პოლონეთში. 2006 წელს, ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოეწყო მისი შემოქმედების გამოფენა. ის იყო პირველი პოლონელი ხელოვანი, ვისაც წილად ხვდა ამგვარი ჯილდო. მოღვაწეობა, როგორც კინორეჟისორმა 1970 წელს დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მან დატოვა პოლონეთი და გაემგზავრა ჯერ ინგლისში, შემდეგ ამერიკაში. მაჟევსკიმ სახელი გაითქვა, როგორც კინოს, ასევე ოპერის რეჟისორმა. კრიტიკოსების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა ფილმმა: "მიწიერი სიამოვნების ბაღი”(2004), რომელმაც რომის დამოუკიდებელ კინოფესტივალზე მიიღო გრან პრი. "წისქვილი და ჯვარი” რეჟისორის ბოლო  ნამუშევარია.

 

სინოფსისი

 

პიტერ ბრუგელმა თავის ყველაზე ცნობილ ეპიკურ ტილოზე, `პროცესია გოლგოთაზე”, მუშაობა 1564 წელს დაასრულა. ფილმში ნაჩვენები ქრისტეს ამბავი არის ერთგვარი მხატვრული ხატი ბრუგელის ცხოვრების იმ პერიოდისა, როდესაც მისი ერი იტანჯებოდა ესპანური ბატონობის უღელქვეშ. ნახატზე გადმოცემულ ხუთასზე მეტი ადამიანის სახეში იმალება რაღაც ამბავი. პოლონელი რეჟისორის, ლეხ მაჯევსკის მიერ გადაღებული ფილმის მიზანი ტილოზე გადმოცემული პერსონაჟების ცხოვრების გადმოცემაა. ფილმს მაყურებელი გადაჰყავს ბრუგელის მხატვრულ სამყაროში, გვიან შუა საუკუნეებში. ფილმში ყურადღება გამახვილებულია ბრუგელის შედევრის შექმნის პროცესზე, რაც გვაძლევს ფერწერული ტილოს სიღრმის წვდომის საშუალებას. ის აღწერს ქრისტეს ვნებასა და სხვა, უდანაშაულო და უცნობი ადამიანების ტანჯვას.  ნახატი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი მხატვრული ჩანაფიქრით, არამედ მასში გადმოცემული ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხებით.


see more

close

შაბათს

უსეთი, 2011;  99  წთ.


რეჟისორი:  ალექსანდრე მინდაძე

ოპერატორი:  ოლეგ მუტუ

მონტაჟი:  ივან ლებედევი, დაშა დანილოვა

სცენარის ავტორი:  ალექსანდრე მინდაძე

როლებში:   ანტონ შაგრინი, სვეტლანა სმირნოვა

აღმასრულებელი პროდიუსერი:  ფილიპ კრეუზერი

საპროდიუსერო კომპანიები:  Passenger Film StudioBavaria PicturesSota Cinema Group.Non-Stop ProductionsARTE (co-production)   

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ალექსანდრე მინდაძე დაიბადა  1949 წელს ქ. მოსკოვში. მინდაძე რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სცენარისტად და რეჟისორად ითვლება. 1975 წლიდან მის მიერ დაწერილ სცენარების მიხედვით 20-ზე მეტი ფილმი გადაიღეს. კარიერის დასაწყისში ალექსანდრე მინდაძე ცნობილ რუს რეჟისორ ვადიმ აბდრაშიტოვთან ერთად მუშაობდა. ამ თანამშრომლობის შედეგად მათ 11 ფილმი შექმნეს. ფილმმა - „ტყვია“, 1986 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. მინდაძე-აბდრაშიტოვის დუეტმა 1995 წელს ვერცხლის დათვი აიღო ბერლინის კინოფესტივალზე ფილმისთვის „თამაში მგზავრისთვის“. 2007 წელს მინდაძის რეჟისურით გადაღებულმა პირველმა მხატვრულმა ფილმმა, „მონავარდე“, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია მიიღო. ალექსანდრე ერთადერთი რუსი მწერალია, რომელიც ფილმში „ლიტერატურული მიმოხილვისთვის“ დააჯილდოვეს  ენნიო ფლაიანოს პრიზით. ასევე მიღებული აქვს „ვერცხლის პეგასი“ იტალიის კულტურის აკადემიიდან. „უდანაშაულო შაბათი“ ალექსანდრე  მინდაძის მეორე მხატვრული ფილმია. 

 


სინოფსისი

 

შაბათი, 26 აპრილი, 1986 წელი. ჩერნობილის ატომური რეაქტორი აფეთქდა. კომუნისტური პარტია დუმს, მაგრამ ახალგაზრდა მუსიკოსი, ვალერ კაბუში, საფრთხეს იაზრებს და გაქცევას ცდილობს. ეს არის ჩაშლილი გაქცევის ნამდვილი ისტორია.ვალერი მეგობარ გოგონასთან და მუსიკოს მეგობრებთან ერთად ცდილობს ქალაქის დატოვებას. შაბათია, ხალხი სეირნობს, საყიდლებზე დადის, ზეიმობს, ქორწილებს იხდის. ბავშვები ეზოში თამაშობენ. ამ უდარდელ შაბათს, ყველა ცდილობს, რომ სიკვდილს გაექცეს. ფილმს თან გასდევს კატასტროფის საშინელება, მაგრამ ამავდროულად ის უჩინარია. დაკარგული პასპორტი, გატეხილი ფეხსაცმლის ქუსლი, ქორწილი, საიდანაც მუსიკა ისმის... ვერამ უნდა იმღეროს ქორწილში,  წინასწარ იყო შეთახმებული. მუსიკოსები უკრავენ და ვალერის ნასვამი მედოლეს შეცვლა უწევს.  მაშინაც კი, როდესაც ვალერის ჯგუფი ხვდება, თუ რა ხდება, ისინი განაგრძობენ დაკვრას. შაბათია, მზე ანათებს და ბალახი მწვანეა. ჯერ კიდევ მწვანეა... უდანაშაულო შაბათია და ყველა საკუთარ ბედზეა მინდობილი. .

 

 

 

 

see more

close

არდადეგები ზღვაზე

საფრანგეთი, 2011; 77 წთ.

 

რეჟისორი: პასკალ რაბატე

სცენარის ავტორი: პასკალ რაბატე

ოპერატორი: ბენოიტ ჩამაილარდი

მონტაჟი: ჟან-ფრანციზ ელი

როლებში:  ჟაკ გამბლინი, მარია დე მედეიროსი, ფრანსუა დამიენსი,  ფრანსუა მორელი

პროდიუსერი: ჰავიერ დელმასი

პროდიუსერული კომპანია: Loin Derrière L’Oural



ბიოგრაფია

 

პასკალ რაბატე დაიბადა1961 წელს საფრანგეთში. სწავლობდა ხელოვნების სკოლაში, ანგერსში და ამჟამადაც იქ ცხოვრობს. რამდენიმე კომიქსის ავტორია და ერთ-ერთი მათგანი მის პირველ ფილმს დაედო საფუძვლად. ფილმმა ფრანგი კრიტიკოსებისა და მაყურებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მისი შემდეგი ფილმის, „არდადაგები ზღვაზე“, საწყისი წერტილიც მისი კომიქსი აღმოჩნდა. რაც შეეხება სხვა პროფესიულ აქტივობებს, რაბატეს სამსახიობო დებიუტი შედგა 2008 წელს ფილმში „ლუიზ-მიშელი“.



სინოფსისი

 

შაბათ-კვირა ახლოვდება და საფრანგეთში მოსახლეობა დასასვენებელ ადგილს ეძებს. მოხუცი ცოლ-ქმარი დროს საბარგულიან მანქანაში ატარებს, მეზობლები თინეჯერი შვილთან ერთად პატარა სახლს დაიქირავებენ საცხოვრებლად და მკაცრი მამა ოჯახის წევრებს ინსტრუქციებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოაწყონ მათი კარავი. ორიგინალური კომედიის გმირებს საკუთარი ისტორიები აქვთ და ისინი მონაცვლეობით, შემთხვევითობის წყალობით ხანდახან ერთმანეთში გადაიხლართებიან. თუმცა, ყველა მათგანს აქვს ერთი საერთო: ჩვენ მხოლოდ მათი ხმა გვესმის, რადგან ისინი კომუნიკაციას სიტყვებით არ ამყარებენ. ისინი გამომეტყველებითა და ჟესტების ენით საუბრობენ. პასკალ რაბატმა, ფილმი დიალოგების გარეშე, მის მიერ დაწერილი კომიქსის მიხედვით შექმნა. ნამუშევრის ეკრანიზაციაზე მუშაობის დროს შეაგროვასამსახიობო გუნდი, რომლებმაც მისი იუმორი მიიღეს და გაიზიარეს. ფილმის გმირების მრავალფეროვანი თავგადასავლებიძალიან ახლოსაა და  შესაბამისობაშია ფრანგი ხალხის (და შესაძლოა არამარტო) მენტალიტეტთან.

see more

close

ბოშა

სლოვაკეთის რესპუბლიკა/ჩეხეთის რესპუბლიკა, 2011; 107 წთ.


რეჟისორი: მარტინ სულიკი

სცენარის ავტორი:  მარეკ ლესჩაკი, მარტინ სულიკი

ოპერატორი:  მარტინ სეცი

მონტაჟი:  ჟირი ბროზეკი

პროდიუსერი: რუდოლფ ბიერმანი, მარტინ სულიკი

როლებში: ჟან მიზიგარი, მარტინ ჰანგუბაძო. მარტინა კოტლაროვა, მიროსლავ გილიასი

საპროდიუსერო კომპანია:  In Film Praha

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მარტინ სულიკი დაიბადა1962 წელს, სლოვაკეთში. 1986 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით. 1986-91 წლებში მუშობდა, რეჟისორის ასისტენტად მოკლემეტრაჟიან ფილმებზე და დროდადრო სპექტაკლებზე. თამაშობდა ფილმებში და თავადაც იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. 1990 წლიდან კი ფოკუსი მხატვრულ კინოზე გააკეთა. მარტინ სულიკის უნიკალური მახასიათებლებია: პოეტურ-სიმბოლური ტონი, ნოსტალგიური ატმოსფერო, ეგზისტენციალისტური განზომილება და ეპიზოდური სტრუქტურა. 




სინოფსისი 

 
14 წლის ადამის სამყაროს ღარიბული ბოშური სოფელი წარმოადგენს. აქ მხოლოდ ორი გასართობია: კრივი და მისი თანატოლი ჯულკა. მამის ძალმომრეობითი სიკვდილის შემდეგ ბიჭმა ცხოვრების უფრო უხეში მხარე დაინახა: დედა ხელახლა დაქორწინდა. მამინაცვალი ადამისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა და უპატივცემულოდექცეოდა. თანდათანობით ყველაფერმა, რასაც ბიჭი შეჩვეული იყო, დაშლა დაიწყო და გარდაცვლილი მამა რომ არ გამოცხადებოდა, აღარ იცოდა რა გზას დასდგომოდა. ახალგაზრდული გამოუცდელობა, სიმარტოვე და იმპულსურობა ხელს უშლიდა მას არსებული მდგომარეობის გააზრებასა და დაბრკოლებების გადალახვაში. ბოლოსდაბოლოს კი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, საიდანაც მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია.  

see more

close

გოლჩეჰრეჰი

ირანი, 2011, 108 წთ.

 

 

სცენარისტი/რეჟისორი: ვაჰიდ მუსაიან

ოპერატორი: ჰუმან ბეჰმანეშ

მონტაჟი: ნაზანინ მოფაქჰამ

კომპოზიტორი: ფერეიდუნ შაჰბაზიან

აღმასრულებელი პროდიუსერი: ბაჰმან მაგჰსოუდლუ

პროდიუსერი: ვაჰიდ მუსაიან

როლებში: მასოუდ რეიეგან, ლადან მოსტოუფი, ჰედაიატ ჰაშემი, აფშინ ჰაშემი

წარმოება: ფარაბის კინო-ფონდი, აღმოსავლეთის ფონდის ხელოვნებისა და  კულტურის მოამბე, საერთაშორისო კინო და ვიდეო ცენტრი.

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ვაჰიდ მუსაიანი დაიბადა ხორამაბადში, ირანში, 1969 წელს. დაამთავრა აზადის უნივერსიტეტი თეატრის სპეციალობით. მოგვიანებით არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომლებიც დაჯილდოვდა ეროვნულ და საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მუსაიანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა -  „ხმელეთის სურვილები“ 24-ე მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო, ასევე პრიზი დაიმსახურა მე-19 სიყვარულის საერთაშორისო კინოფესტივალზე მონსში, ბელგიაში. მუსაინის გადასცეს ჯილდო საუკეთესო ფილმისათვის კოდაკის საერთაშორისო ფესტივალზე. მისმა მეორე მხატვრულმა ფილმმა - „ზღვის დუმილი“ დაიმსახურა ჟიურის მსოფლიო პრიზი მანგეიმ-ჰაიდელბერგის 52-ე საერთაშორისო ფესტივალზე, ჯილდო საუკეთესო მუსიკისათვის აზია-წყნარი ოკეანის 48-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისა და საუკეთესო სცენარისათვის დუბროვნიკის კინოფესტივალზე (ხორვატია). ეს ფილმი ასევე მონაწილეობდა 2004 წლის სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. რეჟისორის ბოლო ნამუშევრებია: „საყურე“ და „დაკარგული მიწა“.  

 

 

სინოფსისი

 

ნაჯიბულას  კომუნისტური მთავრობის დაცემის და მუჯაჰიდინის გამარჯვების შემდეგ ავღანეთში, ქაბულის კინოს სახლის მფლობელი აშრაფ ხანი გადაწყვეტს აღადგინოს და კვლავ გახსნას კინოთეატრი,. მაგრამ მალე მუჯაჰიედინის მთავრობას ახალი სამოქალაქო ომი ემუქრება, რომელიც ვრცელდება ქობულიდან დანარჩენ ქვეყანაში და არც აშრაფის კინოთეატრი და არც ავღანეთის კინემატოგრაფიის ეროვნული სახლი არ არის დაზღვეული განადგურებისგან. 
 

 


see more

close

SILK ROAD SECTION

მარილივით თეთრი

საქართველო, 2011; 85 წთ.



რეჟისორი: ქეთი მაჭავარიანი

სცენარის ავტორი: ქეთი მაჭავარიანი

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

ოპერატორი: გიორგი შველიძე

მონაწილეობენ: ნინო ქორიძე, ფეა ცივაძე, გაგი სვანიძე, გიორგი ყი ფშიძე

პროდიუსერები: ჯაგა რიპი, გია ბაზღაძე, ლევან კორინთელი

პროდიუსდერული კომპანია: ჯაგა გრიპი, დამოუკიდებელი კინო პროექტი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ქეთი მაჭავარიანი დაიბადა 1972 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი 1995 წელს, ხოლო 2002 წელსკინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით, 2005-2006 წლებში  მას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. თანამაშრომლობდა ქართველი რეჟისორებთან  ფილმების გადაღების პროცესში. ქეთი მაჭავარიანიარის ლევან კოღუაშვილის ფილმის - „ქუჩის დღეები“,  აღმასრულებელი პროდიუსერი(2010 წ.), მონაწილეობა აქვს მიღებული ოთარ იოსელიანის ფილმ „შანტრაპას“ (2010) გადაღების პროცესში. „მარილივით თეთრი“ მისი  პირველი სრულმეტრაჟანი მხატვრული ფილმია. 

 

სინოფსისი

 

საქართველო, 21 ესაუკუნის დასაწყისი. ნანა, 35 წლის მარტოხელა ქალი სეზონურ სამუშაოზეა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ნანა შემოსავალს მშობლიურ ქალაქ ჭიათურაში კაფის გასახსნელად ინახავს. ნანა ხვდება პატრულის ოფიცერ ნიკოს. ნიკო აფხაზეთიდანაა დევნილი, მშობლები სხვა დევნილებთან ერთად სასტუმროში ცხოვრობენ.  ნიკოს ამნეზიით დავადებული დედა საკუთარ შვილსაც ვერ ცნობს. ნიკო ზრუნავს მშობლებზე. ნანას და ნიკოს ჩაკეტილ სამყაროს უსახლკარო გოგონა – სოფო არღვევს. სოფო მათ ახალ გზას აჩვენებს – იმედის გზას, თუმცა მხოლოდ ნანა შეძლებს გაყვეს ამ ბილიკს.

 


see more

close

სასტუმრო "ლუქსი"

თურქეთი, 2011, 92 წუთი

 


რეჟისორი: კენან კორკმაზი

სცენარის ავტორი: კენან კორკმაზი

როლებში: ალი დუსენ კანკარი, ნეჯიფ მემლი და სავას ოზდემირი

საპროდიუსერო კომპანია: Mor Prodüksiyon

ბიოგრაფია

 

კენან კორკმაზი დაიბადა დიარბაკირში 1969 წელს. აქვე მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება. სწავლობდა ჩუკუროვას უნივერსიტეტში, ქალაქ ადანაში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტად. სწავლის დამთავრების შემდეგდაკავდა ფოტოგრაფიით. კენანი იყო კინოსა და ფოტოგრაფიის ლექტორი ჩუკუროვას უნივერსიტეტში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.  გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები:  “Pantor”, “Le Vallah”  და `სასტუმრო ლუქსი". არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის დამდგმელი ოპერატორი.  გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი `თეთრი ანადოლი”. ცოტა ხნის წინ დაწერა სცენარი ფილმისთვის `სასტუმრო ლუქსი”, რომლის რეჟისორიც და დამდგმელი ოპერატორიც თავადაა.კენან კორკმაზი არის ხმელთაშუა ზღვის სამოყვარულო კინემატოგრაფისტების ასოციაციის დამფუძნებელი. 

 


სინოფსისი

 

ფილმი  აერთიანებს ოთხ "გამოუვალ ისტორიას" ერთი და იმავე სასტუმროში: მეჰდი, რომელიც ტოვებს ტერორისტულ ორგანიზაციას და დასვენების იმედი აქვს; ავღანური ოჯახი გაურბის თალიბანურ რეჟიმს; ახალგაზრდა გეი წყვილი, რომლებსაც სურთ ერთად ცხოვრება სტამბულში; თითქმის ხაფანგში გაბმული ახალგაზრდა ნარკომანი გოგონა. მათთვის ეს  სასტუმრო წარმოადგენს დროებით სადგომს.თუმცა, დროდადრო სასტუმრო ხდება საპატიმრო, საიდანაც ისინი ვეღარ გამოდიან. როგორც ჩანს ისინი ვერასოდეს მოიშორებენ "სხვას". ისინი დუმილს ინარჩუნებენ. ჩვენ იშვიათად გვესმის მათი ლაპარაკი. ისინი დაიქანცნენ მოგზაურობით და აშკარაა, რომ დახმარებას ითხოვენ. 



see more

close

მე ვარ ჯანკი ლვეინი

საქართველო, 2011; 3 წთ.

 


რეჟისორი: ლევან წულუკიძე

სცენარისტი: ლევან წულუკიძე

მონტაჟი: ლევან წულუკიძე

პროდიუსერი: ლევან წულუკიძე

პროდიუსერული კომპანია: Art Wave

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ქართველი მულტიმედია არტისტი ლევან წულუკიძე დაიბადა 1969 წლის 1 ნოემბერს ბათუმში. ის ექსპერიმენტული ელექტრო-როკ ჯგუფის „ნიჟარას“ დამაარსებელი და ლიდერია (ასევე გააჩნია სხვა მუსიკალური პროექტები). ლევან წულუკიძემ თავისი აქტივობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში დაიწყო 90-იანების შუა ხანებიდან შემეცნებითი ტელე და რადიო გადაცემებით, ღებულობდა მონაწილეობას გამოფენებში, აწყობდა ინსტალაციებს, ვიდეო-არტებს და დღემდე მან მოაწყო და შექმნა მრავალი სასცენო წარმოდგენა პოეზიის, მუსიკის და ვიზუალური ხელოვნებოს სინთეზით. ის გვევლინება ავტორად და რეჟისორად რამოდენიმე მუსიკალურ-ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისა, რომლებიც წარმოდგენილი იყო მასმედიის საშუალებებით და ასევე მონაწილეობას ღებულობდა ფესტივალებზე.

 


სინოფსისი


„მე ვარ ჯანკი ლვეინი“  მორიგი ალეგორიული ახალი მუსიკალური ანიმაცია ცნობილი ფანტასტიური წყვილის - ჯანკი და დეოს შესახებ, რომელიც წარმოადგენს ლევან წულუკიძის წინა ნამუშევრების ერთგვარ გაგრძელებას. ჯანკი და დეო განიცდის ტრანსფორმაციას მგლების სახით მისტიურ ბათუმში, სადაც მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება მუსიკის ფონზე. ჯანკი იხსნის თავის შეყვარებულ დეოს  მგლებსა და კურდღლებს შორის შეტაკებისას, და შემდგომ უკვე ინტერგალაქტიკური ექსპრესს მანქანის საშუალებით უსხლტებიან პოლიციელებს, რომლებიც ცხელ კვალზე მისდევს წყვილს. კოსმოსში მფრინავი ჯანკი და დეო მზადაა მორიგი თავგადასავლებისთის.

 

 

 


see more

close

ღრუბლებს ზემოთ

საქართველო/საფრანგეთი, 2011; 40წთ. 


რეჟისორი: მარი გულბიანი

ოპერატორი: მარი გულბიანი

სცენარის ავტორი: მარი გულბიანი

მონტაჟი: ელენე მურჯიკნელი, ანიტა პერეზი

პროდიუსერი: ქეთი კალანდარიშვილი

საპროდიუსერო კომპანია:  MIDIFILM, ATELIERS VARAN


ბიოგრაფია


მარი გულბიანი დაიბადა 1971 წელს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტაჟირება გაირა ვარანის კინოსახელოსნოში. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. 2009 წელს, მონაწილეობდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სრულმეტრაჟიანი  მხატვრული ფილმის სცენარით "მე სახლში ვარ, შენ გზაში", რომელზეც ამჟამად მუშაობს.

 
სინოფსისი

 

სიცოცხლის სიყვარული განსაკუთრებით ძლიერია ქალებში, რომლებიც ქორწინების შემდეგ სვანეთში მოხვდნენ. ნახევრად იზოლირებული და არქაული სამყარო, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი შეჩვეულები იყვნენ. სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების მქონე ადამიანებს წლების მანძილზე ერთ ჭერქვეშ მოუწიათ ცხოვრება. დარჩნენ თუ დაბრუნდნენ სამშობლოში - ეს არის დილემა, რომელიც ფილმის პერსონაჟების წინაშე დგას.

 

 

 

 

see more

close

არ დამივიწყო სტამბულო

თურქეთი, 2011; 117 წთ.


რეჟისორები/სცენარისტები:ჰანიაბუ-ასადი, შტეფან არსენიევიჩი, აიდაბეგიჩ, ერიკნაზარიანი, სტერგიოსნიზირის, ომარშარგავი, ჯოზეფინამაკარიანი

ოპერატორები: ემრე ერკმენ, ბარის ოზბიჩერ, ერკენ ოზგურ, ბურაკ ტურან, ეროლ ზუბჩევიჩ

მონტაჟი: მარი სტეფენი

პროდიუსერები: სევილ დემირჩი და ჰუსეინ კარაბეი

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

ფილმის პროდიუსერებია სევილ დემირჩი და ჰუსეინ კარაბეი, რომლებმაც საერთაშორიოს აღიარება მოიპოვეს 2008 წლის ფილმით „ჩემი მარლონ ბრანდო“. „არ დამივიწყო სტამბულო“ შედგება ექვსი მოკლე ფილმისგან, რომელიც გადაღებულია ექვსი ცნობილი რეჟისორის მიერ. ექვსივე რეჟისორის ფილმი გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო – შეახსენოს მაყურებელს, რომ სტამბული არ წარმოადგენს მხოლოდ თურქეთის ისტორიას. თითოეული მოკლე ფილმი რეჟისორების ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ან სხვების ცხოვრებიდან არის აღებული -ბოსნიელი მოთამაშე ალმა, შუაასაკოვანი წყვილი დრაგანი და ანა, ვანგელის, მარტა და არმენაკი... ყველას ჰქონდა სტამბულში ჩამოსვლის საკუთარი, განსხვავებული მიზეზი. ქალაქის კოსმოპოლიტური ისტორია აერთიანებს ფილმის გმირებს. 

see more

close

დაბადებულები საქართველოში

საქართველო, 2011; 81 წთ.


 
რეჟისორი: თამარ შავგულიძე

სცენარი: თამარ შავგულიძე

ოპერატორი: გიორგი შველიძე

მხატვარი: სალომე სხირტლაძე

მუსიკა: გიო ცინცაძე

პროდიუსერი: გუკა რჩეულიშვილი

როლებში: ნუცა კუხიანიძე, თამრი ბზიავა, ვანიკო თარხნიშვილი, გიორგი გიორგანაშვილი

წარმოება:  Sanguko Films, Controlzstudio

ბიოგრაფია

 

თამარ შავგულიძე დაიბადა 1980 წელს. 2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტი _ მხატრული კინოს რეჟისორი (დათო ჯანელიძის სახელოსნო). “დაბადებულები საქართველოში” (2011წ.) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.  
 

 

სინოფსისი


“მე არ მოვდივარ ქაღალდის ჰაერიდან.  შპალერებიდან ან ვარიეტედან საბანმოხურული. მე მუდამ ახლოს ვიყავი ასაფეთქებელი მასალებით სავსე საწყობთან”.

see more

close

გრძნეული შემოდგომა

სომხეთი, 2010; 52წთ.


რეჟისორი: რუბენ გევორიანცი, ვაჰე გევორიანცი

სცენარისტი: რუბენ გევორიანცი

ოპერატორი: სამველ ბაბასიანი

მონტაჟი: ლევონ ახვერდიანი

პროდიუსერები: რუბენ ჯაგინიანი, ვაჰე გევორიანცი

ბიოგრაფია

 

რუბენ გევორიანცი დაიბადა 1945 წელს, ერევანში (სომხეთში). არის ერევანის თეატრალური ინსტიტუტის, კინორეჟისურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. რუბენ გევორიანცს გადაღებული აქვს 18 დოკუმენტური და მხატვრული ფილმი. არის სომხეთის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სტუდიის, “ჰაიკის” დირექტორი და სომხეთის კინორეჟისორთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი. ასევე არის ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

სინოფსისი

 

ტონინო გუერა არის პოეტი, კინოსცენარისტი, მხატვარი, მოქანდაკე, დრამატურგი, ჟურნალისტი, მშენებელი, მწერალი, მეტალურგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, აგრონომი, მებაღე, ქიმიკოსი, და მარტივად რომ ვთქვათ კარგი ადამიანი. წესით, ის უნდა დაბადებულიყო რენესანსის ეპოქაში. იგი შეიძლება შევადაროთ ლეონარდო და ვინჩის, თავისი განსაკუთრებულობისა და მრავალმხრივი ნიჭის გამო. შეიძლებაითქვას, რომ ტონინო გუერა არის იტალიური რენესანსის უკანასკნელი წარმომადგენელი.

see more

close

ნამდვილი შუადღე

ტაჯიკისტანი, 2009; 83 წთ



რეჟისორი: ნოსირ საიდოვი

სცენარის ავტორი: საფარ ხაკდოდოვი

როლებში:დალერ მირხონოვი, იური ნაზაროვი, ნასრიდინ ნურიდინოვი პროდიუსერი:რუსტამი ჯონი

მწარმოებელი კომპანიები: Open Society Institute Assistance Foundation, Talko Management, The swiss Agency for Development  and Cooperation



თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ნოსირ საიდოვი დაიბადა 1966 წელს ტაჯიკეთში. დაამთავრა კინორეჟისურის ფაკულტეტი ტაჯიკეთის თურსუნ-ზადენის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში. „ნამდვილი შუადღე“ მისი პირველი მხატვრული ფილმია. ფილმს მიღებული აქვს ჯილდოები ინდოეთის, ირანის, იაპონიის და რუსეთის კინოფესტივალებზე.

 
სინოფსისი

ნილუფარი, ქალაქის ცენტრში მცხოვრები გოგონა გარეუბნელ მამაკაცზე დაქორწინებას აპირებს. ერთ დღეს ჯარისკაცები მოდიან და ავლებენ ეკლიან მავთულს, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. ხალხს მშვიდობიანი ცხოვრება საშინელ ქაოსად გადაექცევა. სტუდენტებს ეკლიანი მავთულით გაყოფილ საკლასო ოთახებში უწევთ ყოფნა, საავადმყოფოში მისვლაც რთული ხდება. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ნულიფარის ქორწილი ხდება. ობსერვატორიის ხელმძღვანელი კირილი ყველანაირად ცდილობს, ნულიფარის ქორწილის ჩატარებაში დაეხმაროს, მაგრამ საშინელი ტრაგედია დატრიალდება.

see more

close

ხევსურთა საქმე

საქართველო, 2011; 25 წთ.


 
რეჟისორი: ლევან ადამია

სცენარისტი: მანანა ხიდაშელი

ოპერატორი: ბესიკ გაფრინდაშვლი, გიორგი ბაბილოძე

მონტაჟი: ალექსანდრე ერმაკოვი

პროდიუსერული კომპანია: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბიოგრაფია

 

ლევან ადამია დაიბადა 1972 წელს თბილისში. დამთავრებული აქვს ედინბურგის უნივერსიტეტის ხელოვნების კოლეჯი, კინოს და ტელევიზიის ფაკულტეტი. ძირითადად მუშაობს კინოდოკუმენტალისტიკაში. 2002 წელს მიღებული აქვს `ემი” ფილმისთვის- `ბავშვები გისოსებს მიღმა”.ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში.

 

სინოფსისი

 

1936 წელს ხევსურეთის სოფელ ბარისახოში უცხოელი მამაკაცი გამოჩნდა. იგი ადგილობრივებს ამერიკელ ჟურნალისტად, რობერტ მაკგრეგორად გაეცნო. დროთა განმავლობაში მაკგრეგორი მთიელებს დაუახლოვდა და ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ხევსურთა ლიდერებს, რომლებიც თავის ხალხში განუზომელი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, მაკგრეგორმა წერილის გაგზავნა შესთავაზა აშშ-ს პრეზიდენტის სახელზე, იარაღით დახმარების შესახებ. ეს წერილი მალე უამრავი ხევსურის დაპატიმრების საფუძვლად იქცა. `ჩეკას” მიერ დაკავებულმა მთიელთა ბელადებმა გაოცება ვერ დამალეს, როცა გამომძიებლად კარგად ნაცნობი ადამიანი იხილეს. ეს იყო რობერტ მაკგრეგორი, იგივე `ჩეკას” ოპერმუშაკი _ ალექსანდრე ქვლივიძე. დაპატიმრებული ხევსურები შინ აღარ დაბრუნებულან. წერილის ასლი კი, 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა თავის ამერიკელ კოლეგას. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.

see more

close

INTERNATIONAL COMPETITION - SHORT FILMS

ანტრაქტი

საქართველო, 2011, 18 წთ.


ჟანრი: დრამა
რეჟისორი და პროდიუსერი: სოსო ბლიაძე

ოპერატორი: კობა შველიძე

სტუდია: "საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი", "Myvideo Production"

მხატვარი: მარი ჭიჭივეიშვილი

როლებში: ჯეჯი სხირტლაძე, ნინუცა მაყაშვილი


სინოფსისი

 

წარმატებული მსახიობი გოგა ნიჟარაძე ანტრაქტის დროს, სარკის წინ იხსენებს მის განვლილ ცხოვრებას.

see more

close

რეპეტიცია

ისრაელი, 2011, 15 წთ. 

 


რეჟისორი: ეთი ციკო

სცენარის ავტორი: ეთი ციკო

პროდიუსერი: ნოა ოშეროფი

მწარმოებელი კომპანია: Tel-Aviv University Film & TV Dept

ოპერატორი: აირ რინგელ

მონტაჟი: ეითან ვარდი


ბიოგრაფია

ეთი ციკო 1982 წელს ისრაელში, აშკელონში დაიბადა. ის თეატრალურ ხელოვნებას დაეუფლა თელავივში. ეთი მრავალ ქვეყანაში მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. დაბრუნების შემდეგ, სწავლა თელავივის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი ფილმი  “დასვრილი” ნაჩვენებია სხვადასხვა კინოფესტივალებზე. 



სინოფსისი

 

რეჟისორ ქალს (სადაც  თავად რეჟისორი ასრულებს როლს) სურს ფილმის გადაღება ებრაელი ქალისა და არაბი მამაკაცის მოულოდნელ შეხვედრაზე. ის არაბ მსახიობს სინჯებზე იბარებს. რა საზღვრებში ექცევა გასაუბრება? სად იწყება რეალობა და მთავრდება კინო? სად იკვეთება საზღვრები მხატვრულ ფილმსა და ცხოვრებას შორის.


see more

close

სისხლი

უკრაინა, 2010; 28 წთ

 


რეჟისორი: ირინა პრავილო

ოპერატორი: ოლექსანდრე როშინი

მონტაჟი: ოლენა ზოლოტუხინა

ბიოგრაფია


ირინა პრავილო  ახალგაზრდა უკრაინელი რეჟისორია. 2010 წელს დაამთავრა კიევის კარპენკო კარის სახელობის ეროვნული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი (სპეციალიზაციით კინო რეჟისურა). მისი პირველი მხატვრული ფილმია “სისხლი”, რომელიც გადაღებულია ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით.



სინოფსისი


ეს არის ისტორია სისხლის ამოუცნობ ძალაზე. პროტაგონისტი - 11 წლის ნოდარი, რომელმაც მშობლები დაკარგა, არჩევანის წინაშეა - ბებიასთან (დედის დედასთან) იცხოვროს თუ ბაბუასთან (მამის მამასთან). წრფელი და მოსიყვარულე გულების კონფლიქტი ბუნებრივი გზით გადაიჭრება. პიროვნების უფლების დაცვით და პატივისცემით. ბავშვი ჩვენს თვალწინ იზრდება.

see more

close

ლურჯი ძვალი

რუსეთი, 2011; 15 წუთი


რეჟისორი და პროდიუსერი: კუზმა ვოსტრიკოვი

სცენარის ავტორი: პაველ ლუკიანოვი

ოპერატორი: ოლეგშუვაევი

მონტაჟი: პაველ ლუკიანოვი და კუზმა ვოსტრიკოვი

 


 

 


ბიოგრაფია

კუზმა ვოსტრიკოვი დაიბადა 1977 წელს. 17 წლისამ ჩააბარა ბაუმანის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1996 წლიდან აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებსა და ჟურნალებში, დაამთავრა ლიტერატურის სტუდია ბაუმანის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2001 წელს. ამჟამად იგი დაკავებულია რეჟისურით და ფილმების გადაღებით. 
 

 

სინოფსისი

 

სერგეის განუკურნებელი ავადმყოფობა ავლენს თავისი ოჯახის წევრების რეალურ ხასიათს. მისი შვილი პაველი, ვეწრ ახერხებს მამასთან დაახლოებას და  საკუთარ გრძნობებზე საუბარს. 


see more

close

კავშირი

დიდი ბრიტანეთი, 2010; 5 წთ.


 
სცენარის ავტორი და რეჟისორი: სამუელაბრაამსი

ოპერატორი: სემ კერი

მონტაჟი: კრის მაკკეი

პროდიუსერი: ბეუ  გორდონი

ბიოგრაფია

 

ჩელსის ხელოვნების კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სამუელს დაწერილი და გადაღებული აქვს როგორც დრამის, ისე დოკუმენტური ჟანრის ფილმები. ისი კომედიური ფილმი ნაჩვენები იყო „მე-4 არხზე“ ინგლისში და 2010 წ. დაასრულა მუშაობა ფილმზე “კავშირი“

 
სინოფსისი

 

ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების მტრული დამოკიდებულებით დაღლილი ახალგაზრდა ქალის შეხედულებები გარემოს მიმართ იცვლება, როდესაც ის ავტობუსში, უცნობთან მოულოდნელ კავშირს გააბამს.

 

 

 


see more

close

დეკრესჩენდო

პოლონეთი, 2011, 27 წთ.


 
სცენარის ავტორი და რეჟისორი: მარტა მირონოვიჩი

ოპერატორი: პაველ ჩორზეპა

მონტაჟი: პრემიზსლავ სრუშიელევსკი

საროდიუსერო კომპანია: ანჟეი ვაიდას სახელობის კინორეჟისურის სამაგისტრო სკოლა


ბიოგრაფია


დაიბადა 1979 წელს. დაამთავრა ჟაგიელონიანის უნივერსიტეტი თეატრალური განხრით და  ანჟეი ვაიდას სახელობის სამაგისტრო კინოსკოლის, დოკუმენტური კინორეჟისურის პროგრამა. 5წელზე მეტი თანამშრომლობდა პოლონურ ტელევიზიასთან, სადაც სოციალურ თემებთან დაკავშირებული ბევრი რეპორტაჟი გააკეთა.ტელეარხ Discovery History-სთვის გადაიღო დოკუმენტალური ფილმი „სიკვდილის ანგელოზი“(2008), სადაც მოთხრობილია ნაცისტი ექიმის, მენგელის, მიერ ჩატარებული ცრუ სამედიცინო ექსპერიმენტების შესახებ.

 

სინოფსისი

ხალგაზრდა თერაპევტის მიერ დაკრულ მუსიკას შევყავართ მოხუცებულთა სამყაროში.  მოხუცებისადმი ახალგაზრდა კაცის ახლო და მეგობრული დამოკიდებულება,  მათთავს საჭიროდ და  ყურადღების ობიექტად აგრძნობინებს. მათზე ზრუნვისას, მთავარი გმირი გრძნობს სიკვდილის გარდაუვლობას და ცდილობს საკუთარი ცხოვრების საზრისის პოვნას.  მუსიკალური ტერმინი “დესკრეჩენდო” ეგზისტენციალურ ელფერს იძენს. 


see more

close

საყურე

ყირგიზეთი, 2011; 15 წთ.


რეჟისორი: ნარგიზა მამატკულოვა

პროდიუსერი: არტიკპაი სუიუნდუკოვი

სცენარის ავტორი: ნარგიზა მამატკულოვა

ოპერატორი: ალმაზ სუპატაევი

მონტაჟი: ნარგიზა მამატკულოვა

ბიოგრაფია

 

ნარგიზა მამატკულოვა დაიბადა 1984 წელს. განათლება: 2002-2007 ყირგიზულ-თურქული უნივრსიტეტი “მანასი”- კომუნიკაციის დეპარტამენტი, რადიო, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის განყოფილება. 2007-2010 ყირგიზულ-თურქული უნივრსიტეტ “მანას”-ის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ბერლინის კინოფესტივალის კინოკლუბში. ფესტივალ-კონკურს “აიკო-მანას” (“AikolManas) საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური პრიზი მფლობლი.

 

სინოფსისი

 

პოეტური ფილმი სამხრეთ ყირგიზეთიდან. ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა ბიჭისა და გოგოს შეხვედრა, რომელთა დედებიც მეგობრები არიან. რეჟისორი მათი შეხვედრის ასახვისთვის, რომლის სამომავლო მიზანიც ქორწინებაა, სიტყვების ნაცვლად ყირგიზული პოეზიის  მეტაფორებს იყენებს. 

see more

close

ჩრდილი

საქართველო, 2011; 20 წთ.


 
რეჟისორი: მანანა ბერიძე

სცენარისტი: მანანა ბერიძე


ბიოგრაფია

 

დაიბადა 1985 წელს. სწავლობდა ბრილის საშუალო სკოლაში (1991-2002). დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი, ტელე რეჟისურის სპეციალობით. გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები - „ხოჯის ერთი დღე’’ (2009), „ჩემი სოფელი’’ (2010), „ჩრდილი“(2011).

 


სინოფსისი

 

ფილმი მოგვითხრობს აჭარის მთიანეთის 50-იანი წლების ცხოვრებას ერთ-ერთი ოჯახის მაგალითზე. გიორგი   ომში მიდის და მალე მისი დაღუპვის ცნობას ღებულობს ოჯახი. გიორგის ცოლს (ფატიმა) მაზლზე გათხოვებას უპირებენ. ფატიმა თავს იკლავს.გიორგი ტყვეობიდან ბრუნდება და გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა. 

see more

close

დიდი კაფე

რუმინეთი, 2010; 8 წთ.


რეჟისორი: ბოგდან მიჰაილესკუ

პროდიუსერი: ბოგდან მიჰაილესკუ

სცენარის ავტორი: ბოგდან მიჰაილესკუ

ოპერატორი: ბოგდან მიჰაილესკუ

ანიმატორი:  ბოგდან მიჰაილესკუ

ბიოგრაფია 

 

დაიბადა 1976 წელს. 1997 წელს კინოსა და დრამის უნივერსიტეტში დაამთავრა კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის კურსები. 1999-2000 წლებში ანიმაციის და მულტიმედიის მედიის კურსები. გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმი:  დიდი კაფე, დიდი ნაბიჯი, ანიმა, ვარსკვლავს მიღმა, ნეოლითური მოგონებები, ექსპერიმენტი  1994 და ა.შ.

 

სინოფსისი

 

ნამდვილი ისტორია? იქნებ ასე მოხდა გასული საუკუნის დასაწყისში, შავ-თეთრ სამყაროში, სადაც ხან „სეპიასაც” იყენებდნენ სანამ ფერებს გამოიყენებდნენ კინემატოგრაფში.   

see more

close

დიდი ზეიმი

სომხეთი, 2010, 34 წთ. 

 


რეჟისორი: ვაჰე გევორგიანცი

სცენარის ავტორები: რუბენ გევორგიანცი და გიორგი კევორკოვი

ოპერატორი: მიკირტიჩ ბაროიანი

მონტაჟი: არტურ პარსიანი

პროდიუსერი: რუბენ გევორგიანცი

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1970 წელს. 1987 წელს ჩააბარა სომხეთის კინოინსტიტუტში, რომელიც 1993 წელს დაასრულა. 1988-1989 წლებში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. 1993 წლიდან მუშაობს  კინოსტუდია “ჰაიკში”. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს კინოსტუდია “ჰაიკს”. 20-ზე მეტი ფილმის ავტორია. 2009 წელს კულტურული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა სომხეთის პრეზიდენტის პრიზით.

 

სინოფსისი


ომი ბოროტება და უბედურებაა, საიდანც გამარჯვებული ხშირად არავინ გამოდის. მას მოაქვს მწუხარება, დარდი, უბედურება, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება. ომის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბავშვებია. ომის დროს ისინი ეჩვევიან ძალადობას, რაც შემდგომ მათ ჩვევაში გადასდით. ორი პატარა ყმაწვილი - ერთი სომეხი და ერთიც აზერბაიჯანელი - მიწასთან გასწორებულ, გაპარტახებულ სოფელში...

see more

close

გულო

საქართველო/გერმანია, 2011, 15:41 წთ.


სცენარის ავტორი/რეჟისორი/მონტაჟი: ელენე ასათიანი, ელიანე ბოთსი, მიროსლავ კორანდა, სოფია ტაბატაძე

საპროდიუსერო კომპანია: Sakdoc film & Rejs e.V. (Plotki)

პროდიუსერი: პლოტკი (გერმანია) საქდოკ ფილმთან თანამშრომლობით (საქართველო); ხელოვნება და კულტურა ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში(უნგრეთი)

სინოფსისი

 


“გულო” არის ფილმი რომელიც იკვლევს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის დამაკავშირებელ ხაზს, ახდენს დაკრძალვის რიტუალების თეატრალური მოქმედებების და დეკორაციების ვიზუალიზაციას. ხშირად სიკვდილი წარმოდგენილი არის როგორც სიცოცხლის დასასრული, რისიც ეშინიათ ადამიანებს. ამის საწინააღმდეგოდ გულო განსხვავებულ  მიდგომებს გვიჩვენებს სიკვდილთან მიმართებაში და ასევე იმ ადამიანის ფიქრებს გადმოსცემს, ვინც პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამავალ ბილიკს: “სიკვდილი აღარ მაინტერესებს. მინდა რომ განსხვავებული ცხოვრება მქონდეს, მინდა სცენაზე ვიყო.”“გულო” გადაღებულია ქ. ქუთაისში. 

 



see more

close

მემკვიდრეობა

აზერბაიჯანი/რუსეთი, 2010; 12 წთ.


რეჟისორი: ფარიზ აჰმედოვი

პროდიუსერი: რაშად გასიმოვი

ოპერატორი: ფარიდ ბაგიროვი

სცენარის ავტორი: ესმირა ეიუბი

ბიოგრაფია

 

ფარიზ აჰმედოვი 1983 წლის 15 დეკემბერს ბაქოში დაიბადა.  2001-2005 წწ. - აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატურგიის ფაკულტეტი. 2007-2010წლები–რუსტამ იბრაგიმბეკოვის საერთაშორისო კინოსკოლის პროდიუსირების ფაკულტეტი. 2010 წლიდან დღემდე ს. გერასიმოვის სახელობის რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინორეჟისურის ფაკულტეტი. ბერლინალე ტალანტ კამპუსის მონაწილე (2009 წ.).
 

 

სინოფსისი

 

ალი მეცხრეკლასელია. ბავშვობიდან მარილიან ტბაზე მუშაობს. ადრე მამის მუშაობას ადევნებდა თვალს, ახლა კი, თითქმის მთლიან საქმეს თავად ართმევს თავს. ალი სოფელ მასაზირში მცხოვრებ მრავალთაგან ერთ-ერთია, რომლიც არ ფიქრობს იმაზე, თუ ვინ გამოვა როცა გაიზრდება, როგორ იცხოვრებენ. მიზეზი კი მარილიანი ტბაა, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ და დიდი ხანია თაობიდან თაობას გადაეცემა. 

see more

close

მიყვარხარ

საქართველო/ საფრანგეთი, 2011; 2 წთ.


რეჟისორი და სცენარისტი: გიორგი ვარსიმაშვილი

პროდუქცია: „ვარს სტუდიო“

ოპერატორი: ჟილ ტრენკი

მთავარ როლში: სევერინ ტარდი

მონტაჟი: გიორგი ვარსიმაშვილი

ბიოგრაფია

 

გიორგი ვარსიმაშვილი დაიბადა 1986 წელს თბილისში. 2011 წელს პარიზში დაამთავრა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ფილმებს იღებს 2004 წლიდან და ამ დროისათვის გადაღებული აქვს 4 მოკლემეტრაჟიანი, 2 საშუალომეტრაჟიანი და 1 სრულმეტრაჟიანიფილმი. არის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის კონკურსანტი და ლაურეატი. ამჟამად სწავლობს პარიზის კინოსკოლაში.

 

სინოფსისი

 

ფილმი არის ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს სიყვარულით და მიუხედავად ტრგედიისა ისევ სიყვარულისთვის აგრძელებს ცხოვრებას.

 

 

 


see more

close

მსუბუქ ჰაერში

ირანი, 2011, 26 წთ.


რეჟისორი:  მოჰამადრეზა ფარზადი

სცენარი: მოჰამადრეზა ფარზადი

ოპერატორი: რეზა ტეიმური

მონტაჟი: ფარაჰნაზ შარიფი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მოჰამედრეზა ფარზადი დაიბადა 1978 წელს. დაამთავრა მაგისტრატურის კურსი ვიზუალური ხელოვნების სპეციალობით თეირანის უნვერსიტეტში. თარგმნა და სპარსულ ენაზე გამოაქვეყნა ვუდი ალენის, ტონი კუშნერის, დავიდ აივის, ნილო კრუზის პიესები.. ასევე გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია თეატრის შესახებ.

 

სინოფსისი

 

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უდანაშაულო ადამიანების სისხლიანი დარბევის შესახებ ირანში, 1979 წელს. ფილმი ფოკუსს წარმოადგენს ერთწუთიანი დოკუმენტური კადრ ანალიზი, სადაც ჩანს უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. 

 



see more

close

ნათურა

საქართველო, 2011; 3 წთ.


რეჟისორი: დავით კოპალეიშვილი

სცენარისტი: დავით კოპალეიშვილი

პროდიუსერი: ნინო ჯინჭარაძე


ბიოგრაფია

 

დავით კოპალეიშვილი დაიბადა 1987 წელს, ქ. თბილისში. 2004 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. 2008 წელს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემის ბაკალავრიატი, არქიტექტურული მოდელირების განხრით. 2010 წელს იმავე ინსტიტუტის მაგისტრატურა, კომპიუტერული გარფიკისა და ანიმაციის განხრით. 

 


სინოფსისი

 
"ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ, მიეცით საშუალება რომ ანათოს" (სოკრატე). 

ფილმში ასახულია თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ბუნებრივად თანდაყოლილი ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. ხშირად საზოგადოების დაუნახაობის და გულგრილობის გამო ასეთ ,,ნათურებში” უგულვებელყოფილი ხდება და ნადგურდება სინათლის ის წყარო, ანუ ნიჭი და შესაძლებლობები, რომელიც მათგან მოდის.  

see more

close

ბუმბულივით მსუბუქი

შვეიცარია, 2010; 10 წთ.


 
რეჟისორი: ლოა სტეინერი

ოპერატორი: ალადინ ჰასიკი

სინოფსისი

 


კლოჩარდ გაბრიელის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა შვედური ცეკვის შესრულება - თეთრი ჯადოსნური ბუმბულით, რომელიც საოცარ ჰანგებს გამოსცემს. ერთხელაც ქარი გაიტაცებს ბუმბულს და მიუტანს საბინას, მოუქნელ გოგონას, რომელსაც ბალერინასავით ცეკვა მოუნდება. ბუმბულის პოვნისას  მუსიკა ძალიან გაიტაცებს მას. იგი ცეკვავს თავისუფლად და ბოლოს აღმოაჩენს, რომ ფრენაც შეუძლია. გაბრიელს სურს, ნებისმიერ ფასად უკან დაიბრუნოს ბუმბული. საბოლოოდ, ორივე სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. 

see more

close

სარკე

შვეიცარია, 2010; 6 წთ.


რეჟისორი: რამონ & პედრო

ოპერატორი: ჰანს მეიერი

მონტაჟი: Water NYC.

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პროექტი რამონ & პედრო დაიბადა 2004 წელს. მათ შესახებ პირველად დაიბეჭდა ერთ-ერთ ჟურნალში, ახალი რეჟისორების სექციაში. ეს მათ დაეხმარა კომპანია Partizan Worldwide–თან კონტრაქტის დადებაში. მას შემდეგ რამონ & პედრომ მრავალი კომერციული რეკლამები გადაიღეს ისეთი კლიენტებისთვის როგორიცაა – დიზელი, პანასონიკი, სიტროენი, მილქი ვეი, ლენოვო.  ასევე მუსიკალური ვიდეო-კლიპები სხვადასხვა მუსიკოსებისთვის. 

 

სინოფსისი

 

ფილმი გვიჩვენებს ადამიანს ბავშვობის ასაკიდან მოხუცებულომადე, სააბაზანოში ყოფნის დროს. ფილმი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია. ტექნიკის გამოყენებით, რომელიც არ ჩანს, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ერთ კადრს უყურებს თავიდან ბოლომდე. 

see more

close

დედა თანდათან ქრება

ისრაელი, 2010, 13:16 წთ.


რეჟისორი: არტურ სტეფანიანი

პროდიუსერი: ასაფ ეფსტეინი

ოპერატორი: დანიელ ბარი

ფოტოგრაფი: იდო სამუელი, იანა გური, ჰილი ესარი

ბიოგრაფია

 

არტურ სტეფანიანმა 2009 წელს თელავივის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი დაამთავრა და მიენიჭა გამოყენებითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. მანამდე იგი აშშ-ში ჩემპლეინის კოლეჯში ბიზნეს მენეჯმენტსა და მარკეტინგს სწავლობდა. ამჟამად ცხოვრობს თელავივში და არის ფრილენსერ  კინემატოგრაფი  და   რეკლამების რეჟისორი. 

 


სინოფსისი

 

მთელი ცხოვრების მანძილზე დედა და ვაჟიშვილი მიჯაჭვული არიან საკუთარ თავს და საცხოვრებლ ბინას. ეს ყოველდღიური რუტინა ირღვევა მათ ცხოვრებაში ქალის შემოჭრით.

see more

close

ბუდე

საქართველო, 2011; 21 წთ. 


რეჟისორი: თორნიკე ბზიავა

სცენარი: დავით ჩუბინიშვილი; თორნიკე ბზიავა

ოპერატორი: გოგა დევდარიანი

პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი (კომპანია ჯემინი) საქართველო; სებასტიან ობერი (ადასტრა ფილმსი) საფრაგეთი 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

თორნიკე ბზიავა დაიბადა 1980წ.  2003 წელს დაამთავრა საქართველოს თატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2004 სწავლა გააგრძელა ნიუ იორკის ტიშის ხელოვნების სკოლაში. 2005 წელს ფულბრაიტის სტიპენდიით სწავლობდა ანჟეი ვაიდას კინოსკოლაში ვარშავაში.  2010 წელს გადაიღო ფილმი „აპრილის სუსხი“, რომელიც სხვადასხვა ფესტივალებზე იყო წარდგენილი და ჟიურის სპეციალური პრიზი აიღო კლემონტ-ფერანდის კინოფესტივალზე.
 

 

სინოფსისი

 

თორნიკე ბზიავამ ნამუშევარი ხანში შესულ მამას მიუძღვნა, რომელიც ფილმში საკუთარ თავს თამაშობს. ერთ დროს ქიმიკოსი, მრავალი გამოგონების ავტორი დაუძლურებულია და მეტყველების უნარიც კი დაკარგა. მისთვის ახლა შვილია ყველაზე ძვირფასი, რომელიც აცნობიერებს, რომ მამას ვერ უთმობს საკმარის დროს და გადაწყვეტს ბედნიერება მიანიჭოს მოხუცებულს.

see more

close

მამაჩვენი

ლიტვა, 2010, 25 წთ.


რეჟისორი: მარიუს ივაშკევიჩიუსი

სცენარის ავტორი: მარიუს ივაშკვიჩიუსი

ოპერატორი: რამუნას გრეიჩიუსი

პროდიუსერი: კესტუტის დრაზდაუსკასი, ასტა ვალჩიუკაიტე 

ბიოგრაფია

 

ივაშკევიჩიუსი 1973 წელს მოტელაი მარიუსში დაიბადა. არის პროზაიკოსი და დრამატურგი. ვილნიუსის უნივერსიტეტი ფილოლოგიის ხარისხით დაამთავრა. პიესისათვის  „მალიშ“ Malysh) მიღებული აქვს ჯილდო ლიტვის თეატრში საუკეთესო დრამატურგიული სპექტაკლისათვის, რომელიც 2002 წელს  კულტურის სამინისტროს მიერ გაიცა. მისმა პიესამ “მადაგასკარი” (Madagaskaras) მიიღო ჯილდო 2004 წლის ლიტვის ყველაზე არტისტული წიგნის ნომინაციაში.ის ასევე არის კინორეჟისორი და სცენარისტი.
 

 

სინოფსისი

 

თავიდან ისე ჩანს თითქოს ლიზა და მისი შვილები ღარიბულად მოწყობილ ბინაში ყოველდღიურ რუტინაში არიან ჩაბმულნი. ბიჭები – ტომასი და ედგარასი ტელევიზორს უყურებენ, თინეიჯერი გოგონა ქრისტინა – მზარეულობს, დედა წერილს წერს. ოჯახი, მამის უკან დაბრუნებას ელოდება. მამა მალე მოდის, მოაქვს საჭმელი და მალევე ტოვებს მათ. ეს არ არის ჩვეულბრივი ბინა - სარდაფია, საიდანაც ლიზა და მისი შვილები ვერასოდეს შეძლებენ თავის დაღწევას.

see more

close

პაპარაცი

პოლონეთი, 2011, 33 წთ.


სცენარისტი და რეჟისორი: პიოტრ ბერნასი

ოპერატორები: ლუკას ზალი, პიოტრ ბერნასი

მონტაჟი: მარეკ სკრზეკი, პიოტრ ბერნასი

აღმასრულებელი პროდიუსერი: ადამ სლესიკი

პროდიუსერი: Andrzej Wajda Master School of Film Directing 


ბიოგრაფია

 

დაიბადა 1973 წელს. პიოტრი არის ფოტოგრაფი, ფოტო რეპორტიორი, ფოტორეჟისორი, რეჟისორი. ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა საომარი მოვლენების ამსახველ ფოტოჟურნალისტად. 2010 წელს დაამთავრა ანჟეი ვაიდას სახელობის სამაგისტრო კინოსკოლა.  
 

 

სინოფსისი

 

2010 წელს პოლონეთში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს, რომან პოლანსკის დევნით დაწყებული სმოლენსკის უბედურებით დამთავრებული, ბერნასი უყურებს პაპარაცის თვალით.  „პაპარაცი“ არის ფილმი საზოგადოების შესახებ, სადაც ერთმანეთში არეულია ღირებულებები, წესები კი ძალიან მოქნილია. ფილმში ასევე ნაჩვენებია, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს  იმის შანსი, რომ დავფიქრდეთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორები ვიქნებით ხვალ.

see more

close

მიმზიდველი ტუჩები და მწვანე თვალები

უკრაინა, 2011; 23 წთ. 


რეჟისორი: ანა სმოლი

სცენარისტი: ანა სმოლი

ბიოგრაფია

 

დაიბადა კიევში 1986 წელს. 2006 წლიდან კიევის კარპენკო-კარის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე რეჟისურას სწავლობდა. ბოლო წლებში გადაიღო ფილმები: “პეპლის აჩრდილი”(2007), “ჟანა”(2008), “შეყვარებულები”(2009), “მიმზიდველი ტუჩები და მწვანე თვალები”(2010). 

 

სინოფსისი

 

ეს არის ისტორია სამ ადამიანზე: ოქსანა, ანდრეი და იანი,  რომლებიც საკუთარ თავსაც კარგავენ  და ოჯახურ ღირებულებებსაც.  რა ბედი მოუყრის თავს ამ სამ ადამიანს ერთ ადგილას, მაშინ როცა ანდრეი თავის ცოლს ელოდება. თითოეული ადამიანი დგება არჩევანის წინაშე, თუ როგორ დააღწიონ თავი სიტუაციას – მოიტყუონ თუ თქვან სიმართლე,  ურთიერთობების გაფუჭების რისკის მიუხედავად. 

 



see more

close

თოჯინა

თურქეთი, 2011; 9 წთ.

 


რეჟისორი: ქემალ თეზჩანი

სცენარისტი, ოპერატორი, მონტაჟი: ქემალ თეზჩანი

პროდიუსერი: ქემალ თეზჩანი

ბიოგრაფია

 

დაიბადა სამსუნში 1982 წელს. დაამთავრა კინოსა და ტელევიზიის დეპარტატემენტის გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობა. 
 

 

სინოფსისი

 

ყველაფერი, რისი გამოცდაც დაბადებიდან სიკვდილამდე შეიძლება და ცხოვრება! ყველა არსება, რომელსაც სიცოცხლის შანსი ეძლევა მისი წესები უნდა მიიღოს. მაგრამ ადამიანისათვის ყველაფერი ისეთივეა, როგორც მისი წინა მოდელი.  ეს ყველაფერი ცნობილია, ისწავლება, სწავლობენ და მეორდება.



see more

close

სახურავზე მოსიარულეები

ნიდერლანდები, 2011; 11 წთ.


 
რეჟისორი: რამაზ მელაშვილი

ოპერატორი: ლექს ბრენდი

როლებში: გიო კადარია, ჯააპ მარლეველდი

მონტაჟი/სცენარი: მააკი ნურმეოტსი

პროდიუსერი:  Karel Doing

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რამაზ მელაშვილი დაიბადა 1980 წლის 27 თებერვალს, თბილისში. 2003-2009 წლებში სწავლობდა ვილემ დე კონინგის სახელობის ხელოვნების აკადემიაში, აუდიო ვიზუალურ კლასში. სწავლის პერიოდში ის, როგორც ოპერატორი ჩართული იყო არაერთ კინო პროექტში, ასევე აქვს რეჟისორული ნამუშევრებიც - რამდენიმე მხატვრული თუ ექპერიმენტული ფილმი. მისი სადიპლომო ნამუშევარია მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ტბა”.
 

 

სინოფსისი

 

ორი კაცი ყოველდღე ერთმანეთს საკუთარი სახლის სახურავზე ხვდება, ნეიტრალურ ადგილას იმედსა და მოწყენილობას შორის. 

see more

close

გადაარჩინე მარტორქები

ფინეთი, 2011, 5:15 წუთი


რეჟისორი:  ტომი მალკი

პროდუსერი: იორჟოსაარინენი

ანიმაცია: ტომი მალკი

ბიოგრაფია

 
მალაკიასი ცხოვრობს ჰელსინკში, ფინეთი. ის მძიმე მეტალის და საშინელებათა ფილმების მოყვარულია.სწავლობდა ანიმაციას ორ სკოლაში, მაგრამ ორთავე მიატოვა. შექმნილი აქვს ოთხი ვიდეო კლიპი ფინური როკბენდისთვის “ Sweatmaster”. 
 

 

სინოფსისი

 

ფულის, ძალაუფლების და სექსის წყურვილი.







see more

close

სურვილების ზღვა

რუსეთი, 2011, 28 წუთი.


 
რეჟისორი: შოთა გამისონია

პროდიუსერი: ივან ლოპატინი 

სცენარის ავტორი: შოთა გამისონია

ოპერატორი: ანდრეი დებაბოვი

მონტაჟი: ტიმურ გუზაიროვი

ბიოგრაფია

 

შოთა გამისონია 1980 წელს სოხუმში დაიბადა. 1993 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. დაამთავრა სჩუკინისსახელობის  თეატრალური კოლეჯი. იყო “თეატრი ტაგანკაზე”-ს მსახიობი. ამჟამად სწავლობს სარეჟისორო სკოლაში მოსკოვში.

 


სინოფსისი

ერთი დღე ორი ზარმაცი მოსკოველის ცხოვრებიდან. მათი ქალაქი ზღვის მახლობლადაა, მზიანი დღე, სახლში დამზადებული ღვინო . . . უკრაინელი ფიგურული ცურვის გუნდი მოსკოვის წარმოსახვით სანაპიროზე ვარჯიშობს – ორი მეგობარი მართლაც უნდა წავიდეს და უყუროს მათ ვარჯიშს,თუ სულაც ჩრდილში დარჩნენ ან პინკიკზე წავიდნენ მთებში? ძალიან ბევრი არჩევანია. 

see more

close

ტკბილი

ესპანეთი, 2011; 14 წთ.


რეჟისორი: ივან ფლორესი

სცენარი/მონტაჟი: ალექს ბოლუმარი

ოპერატორი: კარმელო ბარბერა

პროდიუსერი: ივან ფლორესი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ივან ფლორესმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კურსი გაირა კომპლუტენსის უნივერსიტეტში მადრიდში და შემდგომ სწავლობდა სცენარისტის, რეჟისურის და კინოწარმოების სპეციალობაზე მადრიდის სხვადასვა სკოლებში. 2008 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია და ასწავლის სცენარის,  რეჟისურის და სცენარის ანალიზს.

 

სინოფსისი

 

ფილმი არის ზღაპრი სიყვარულზე. ოთხმოცი წლის ბებია და ბაბუა იტანჯებიან დროებითი ავადმყოფობით, ისევე როგორც მათი ათი წლის შვილიშვილები. მოხუცებულების მოგონებები და ახალგაზრდების წარმოსახვა სადილის დროს და თამაშის დროს წარმოგვიდგება. ფილმში თითოეული სიტყვა იძენს მნიშვნელობას და უდიდესი გრძნობები მცირე ჟესტებში გარდაიქმნება.

see more

close

ქალი და ქარი

ლატვია, 2011; 10 წთ.


რეჟისორი: აიჯა ბლეი

სცენარის ავტორი: აიჯა ბლეი

ანიმატორები: ჯოლანტა ბიგელე, ივეტა ჰინჩენბერგა

მონტაჟი: რენარს ზალიტისი

საპროდუსერო კომპანია:  A. Bley Film Studio

ბიოგრაფია

2003 წელს დაამთავრა ლატვიის კულტურის აკადემია  და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კინორეჟისორის სპეციალობით.


სინოფსისი

ის ახალგაზრდა და ლამაზია. მისი ცელქი მწვანე თვალები ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისგან თავის დაღწევის საშუალებას ეძებენ. ქალი სამოგზაუროდ მიდის და მას ვნებიანი თავგადასავლები ითრევს. 




see more

close

RETROSPECTIVES

LEILA

Iran,1998;128 min.

 

Director:  Dariush Mehrjuei

Director of Photography: Mahmoud Kalari

Scriptwriter: Dariush MehrjuiMahnaz Ansarian

Editing: Mostafa Kherghehpoosh

Cast: Leila Hatami, Ali Mosaffa, Jamileh Sheikhi, Amir Pievar, Turan Mehrzad, Shaqayeq Farahani.

Producers: Dariush MehrjuiFaramarz Farazmand

 

 


 

 

თრეილერის ნახვა

Synopsis


Reza and Leila, an attractive and affluent young couple deeply in love and recently married, discover that Leila is unable to conceive. Invoking tradition, Reza's mother convinces her daughter-in-law that Reza must, out of necessity, take a second wife to produce an heir.

This provocative and eloquent story, from "Iran's longest running cinematic master" is a stunning portrayal of the clash between tradition and modern marriage; between manipulation and the power of love.

 


 

see more

close

The Pear Tree

Iran,1998; 96 min.

 


Directed:  Dariush Mehrjui

Screenplay: Dariush Mehrjui, Goli Taraghi

Cinematography: Mahmoud Kalari                    

Editing: Mostafa Kherghehpoosh                     

Stars: Homayoun Ershadi, Golshifteh Farahani and Mohammad Reza Shaban-Noori

 

 

თრეილერის ნახვა

Synopsis

 

In this Iranian psychodrama from Dariush Mehrjui, a middle-aged author Mahmoud reflects on his youth. In flashbacks, we return to the bright and colorful Tehran of his childhood in the late 1940s, when a shy 11-year-old boy was completely in awe of his 14-year-old cousin. She was a tomboy, but also a ravishing beauty--and now she's his muse. With The Pear Tree, Mehrjui offers a haunting, autobiographical account of childhood and a testament to the power of memory. The film is winner of the Silver Hugo at the Chicago International Film Festival.  

 

 

see more

close

MASTERS' COLLECTION

როდესაც უცნაური ხარ

შშ. 2010; 90 წთ.


რეჟისორი: ტომ დიჩილიო

სცენარი: ტომ დიჩილიო

ოპერატორი: პოლ ფერერა

მონტაჟი: კევინ კრასნი, მიკი ბლითი

პროდიუსერი: დიკ, ვულფი, ჯეფ ჯამპოლი, ჯონ ბეგი, პიტერ იანკოვსკი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 
ამერიკელი რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი და მსახიობი- ტომ დიჩილიო სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. კარიერა ოპერატორობით დაიწყო რეჟისორ ჯიმ ჯარმუშთან. იყო ფილმების: „სამოთხეზე უფრო საოცარი“ (1984) და „ყავა და სიგარეტი“ (1986) დამდგმელი ოპერატორი. მუშაობდა ჰოვარდ ბრუკნერთან ერთად დოკუმენტურ ფილმზე „ბეროუზი“ (1983). შემდეგომში ტომ დიჩილიომ უკვე სცენარების წერა იწყებს და იღებს ფილმებს, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცხოვრება დავიწყებაში“ (1995), „ქერათმიანი“ (1997) და „როდესაც უცნაური ხარ“ (2009).
 

 

სინოფსისი

 
„როდესაც უცნაური ხარ“ დიჩილიოს პირველი დოკუმენტური ფილმია ჯგუფ „დორს“-ის შესახებ. ფილმში წარმოდგენილია იშვიათი საარქივო მასალა, რომელიც აქამდე არავის უნახავს. Eფილმი არ არის მხოლოდ ნოსტალგიური მოგზაურობა წარსულში, იგი გაცილებით მეტია ვიდრე ბიოგრაფიული ფილმი. რეჟისორი იყენებს მხოლოდ ორიგინალურ კადრებს, რომელიც გადაღებულია 1966-1971 წლებში. დიჩილიო ფილმში ცდილობს განასხვავოს სიმართლე მითისგან, გვაჩვენოს ხელოვანი - ალკოჰოლზე/ნარკოტიკზე დამოკიდებული ჯიმ მორისონი და საზოგადოებას წარუდგინოს ჯგუფის სხვა წევრებიც: რეი მანზარეკი, რობი კრიგერი და ჯონ დენსმორი, რომლებიც ერთად ქმნიდნენ მუსიკის მაგიას. ფილმი არის  ერთ-ერთი მეტად იშვიათი და ძალიან კარგად შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ასახავს „დორს“-ის მუსიკს ინდივიდუალობას, იმდროინდელ თაობას და იმ ავთენტიურობას, რომელიც იმ ეპოქას ახასიათებდა.

 

 

 


see more

close

მელანქოლია

დანია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია 2011, 130 წთ

 

რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი

სცენარის ავტორი: ლარს ფონ ტრიერი

ოპერატორი: მანუელ ალბერტო კლარო

მონტაჟი:  მორტენ ჰოჯბჯერგი, მოლი მარლენ სტენსგაარდი

მუსიკა: იან ჰოლზნერი, კრისტიან ეიდნეს ანდერსენი

როლებში: კირსტენ დანსტი, შარლოტა გინსბურგი, კიფერ სატერლენდი, შარლოტა რამპლინგი                                

პროდიუსერი: ბეტინა ბროკემპერი, რემი ბურა, მადელაინე ეკმანი, ტომას ეკლისონი

საპროდიუსერო კომპანიები:  Zentropa Entertainments, Memfis Film, Film i Väst, Danmarks Radio, arte France Cinéma


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ლარს ფონ ტრიერი დაიბადა 1956 წელს. მის სახელს თამანედროვე კინემატოგრაფიაში ყველაზე დიდი პროვოკაციები და ექპერიმენტები უკავშირდება. რეჟისორმა კინოკარიერა ექსპერსიონიზმითა და სიმბოლიზმით სავსე ფილმებით დაიწყო.  მოგვიანებით საზოგადოება შოკში ჩააგდო მეტაფიზიკური მელოდრამით „მიაპობს ტალღებს“ და ფილმით  „იდიოტები“, რომელშიც „დოგმა 95“-ის პრინციპები გამოიყენა.  შემდეგ იყო ანტი-მიუზიკლი „სიბნელეში მოცეკვავეები“, და პოპულარულ სატელევიზიო სერიალი „სამეფო“. ბოლოს დაიწყო მუშაობა „ამერიკულ ტრილოგიაზე“ ტრადიციული  სცენარით. მან საკუთარი კრედო წარმოაჩინა ფილმში „ხუთი დაბრკოლება“, ხოლო შიშის მიმართ წინააღმდეგობა აჩვენა ნამუშევარში „ანტიქრისტე“. არის ოქროს პალმის რტოს მფლობელი, მიღებული აქვს 60-ზე მეტი სხვადასხვა ჯილდო. ლარს ფონ ტრიერი არის ასევე კინოკომპანია „ზენტროპას“ მფლობელი. 

 


სინოფსისი


დედამიწა არის ბოროტება. არავინ ივიწყებს ამას - ეუბნება მელანქოლიური ჯასტინი კლერს, რომელიც სხვა სახის მელანქოლიითაა შეპყრობილი. ორივე კაზუსის ბუნდოვან სათაურში კატასტროფა იგულისხმება. ჯასტინის მელანქოლიის მიზეზი ადამიანებს შორის ცხოვრებით გამოწვეული ტრაგედიაა - ქალს არ შეუძლია მოერგოს პროფესიულ ან ოჯახურ ცხოვრებას. კლერის ბედნიერი ცხოვრებაც ნაადრევი მელანქოლიით სრულდება. ლარს ფონ ტრიერი უბედურებას მიკრო და მაკრო პერსპექტივიდან აკვირდება. მათი შედარების საფუძველზე კი ასკვნის, რომ მელანქოლიური ადამიანები უფრო კარგად არიან მომზადებულნი გარდაუვალი დასასრულისთვის. ეს არგუმენტი გამყარებულია კირსტენ დანსტის ფენომენალური პერფორმანსით - მისი დეპრესიული ჯასტინი ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ გაააგიჟა სამყაროს გარდაუვალმა დასასრულმა.

see more

close

აუცილებელი მკვლელობა

პოლონეთი/ნორვეგია/ირლანდია/უნგრეთი, 2010, 83 წთ.


 
რეჟისორი:  იერჟი სკოლიმოვსკი

სცენარის ავტორი:   იერჟი სკოლიმოვსკი, ევარ პიასკოვსკა

ოპერატორი:  ადამ სიკორა

მონტაჟი:  რეკალ ლემჰენი

პროდიუსერი:    ევა პიასკოვსკა, ჯერზი სკოლიმოვსკი

აღმასრულებელი პროდიუსერი:  ჯერემი ტომასი, ენდრიუ ლოვე

საპროდიუსერო კომპანიები: SKOPIA FILM (Poland), CYLINDER PRODUCTIONS (Norway), ELEMENT PICTURES (Ireland)  MYTHBERG FILMS (Hungary). in association with CANAL+ POLAND, SYRENA FILMS  and co-financed by TASK FILMS, AKSON STUDIO


თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

რეჟისორი, სცენარისტი, დარამატურგი და მსახიობი - იერჟი სკოლიმოვსკი დაიბადა 1938 წლის 5 მაისს. დაამთავრა პრესტიჟული პოლონური კინოსკოლა ლოძში, არის 25-ზე მეტი ფილმის რეჟისორი. მისი პირველი ფილმი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა, იყო „მუქარის თვალი“. იერჟი სკოლიმოვსკის ფილმებს მიღებული აქვს მრავალი კინოფესტივალის ჯილდო, მათ შორის ბერლინალეს, კანის, ვენეციის, ტოკიოს და ა.შ. სკოლიმოვსკი ამჟამად  ლოს-ანჟელესში ცხოვრობს და ქმნის ფიგურალურ, ექსპრესიონისტულ ნახატებს. პერიოდულად თამაშობს ფილმებში და იღებს ფილმებს.  მისი ბოლო ნამუშვრებია „ოთხი ღამე ანასთან“ (2008), და „აუცილებელი მკვლელობა“ (2010), რომელმაც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი პრიზი მიიღო. 

 

სინოფსისი

ა.შ.შ.-ს ჯარების მიერ ავღანეთში დაპატიმრებული მუჰამედი საიდუმლოდ მიჰყავთ ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ ავტომანქანა ავარიაში მოხვდება, მუჰამედი გაიქცევა და თავს თოვლით დაფარულ ტყეს შეაფარებს. ის დევნილია იმ არმიის მიერ, რომელიც ოფიციალურად არც არსებობს. მუჰამედმა თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომელშიც თავის გადარჩენის ერთადერთი გზა ადამიანის მოკვლაა. ფილმმა „აუცილებელი მკვლელობა“ 2010 წელს ვენეციის ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი  ვინსენტ გალო დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მსახიობი. 


see more

close

სხვა წელიწადი

დიდი ბრიტანეთი, 2010; 129 წთ.


რეჟისორი: მაიკ ლი

სცენარის ავტორი: მაიკ ლი

ოპერატორი: დიკ პოპი

მონტაჟი: ჯონ გრეგორი

მუსიკა:  გარი იერშონი

როლებში: ჯიმ ბროდბენტი, ლესლი მანვილი, რუთ შინი, პიტერ ვაითი, ოლივერ მალტმანი

პროდიუსერი: ჯეორჯინა ლოვი

საპროდიუსერო კომპანიები: Focus Features International, UK Film Council, Film 4, Thin Man Films

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ბრიტანელი  რეჟისორი მაიკლ ლი დაიბადა 1943 წლის 20 თებერვალს. თეატრმცოდნეობა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში შეისწავლა, სწავლობდა კამბერველის ხელოვნების სკოლაში და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მუშაობა, როგორც რეჟისორმა და დრამატურგმა 1960 წლიდან დაიწყო. 1970-1980-იან წლებში მისი კარიერა ორ სფეროში მონაცვლეობდა. ის დროდადრო თეატრში მუშაობდა და ასევე ქმნიდა ფილმებს BBC-ის ტელევიზიისთვის. ამ ფილმების უმრავლესობა ხასიათდება, „სამზარეულოს რეალიზმის“ გაბედული სტილით. მისი ცნობილი ფილმებია: „ცხოვრება ტკბილია“  (1990), კომედიური დრამა „კარიერის გოგონები“ (1997), ჯილბერტისა და სალივანის ბიოგრაფიული ფილმი „ტოპსი ტურვი“(1999), და დრამა მუშათა კლასის შესახებ „ყველაფერი ან არაფერი“ (2002). მის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „შიშველი“, რომლისთვისაც მან  კანის კინოფესტივალის ჯილდო მიიღო ნომინაციაში - „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი“. არის ბრიტანეთის ტელე და კინოაკადემიის ჯილდოს პრიზიორი, „საიდუმლო და ტყუილები“ (1996) ოსკარზე იყო ნომინირებული და კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელია, „ვერა დრეიკი“(2004) კი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით, ოქროს ლომით დაჯილდოვდა.  

 


სინოფსისი

 
ბედნიერი ინგლისელი წყვილი ნათესავებისა და მეგობრების წრეს მუდმივ ემოციურ მხარდაჭერას უწევს. მთელი წლის განმავლობაში გერი და ტომის სახლი ღიაა და თბილ გარემოს თავაზობს ტომის ძმას, რობის, უბედურ მარტოხელა მერის და მსუქან, ლოთ კენს. 




see more

close

ANDRZEJ WAJDA FILM SCHOOL’S SHORT FILMS COLLECTION

გლაზგო

პოლონეთი, 2010;  30 წუთი


რეჟისორი/სცენარი: პეტრე სუბოტკო

ოპერატორი: ვოისიეჩ სტარონი

მონტაჟი: აგნიესჟკა გლინსკა

წარმოების მენეჯერი: ალისია კიზინსკა

წარმოება: ანდრეი ვაიდა ფილმის რეჟისურის მასტერ სკოლა, ანდრეი მუნკის სტუდია, პოლონური ფილმების ინსტიტუტი, პოლონური ტელევიზია

 


ბიოგრაფია

 

რეჟისორმა და სცენარისტმა პეტრე სუბოტკომ დაამთავრა ანჟეი ვაიდას კინოსკოლა და თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი  სახელმწიფო თეატრის აკადემიაში. ფილმი „გლაზგო“ მისი სარეჟისორო დებიუტია.

  

სინოფსისი

 

„გლაზგო“ არის ისტორია 12 წლის ბიჭზე, დემიანზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მამამისი ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც კლუბ  „გლაზგოში“ თამაშობს. არდადეგებზე ბიჭი ცდილობს გამოიმუშაოს საკმარისი ფული, რათა შეძლოს შოტლანდიაში გამგზავრება. მას შეუყვარდება 15 წლის ფეხმძიმე გოგონა მონიკა, მას სურს, იზრუნოს მის შვილზეც და ორივე წაიყვანოს უკეთესს სამყაროში. 

 

 

see more

close

პატარა პატარძალი

პოლონეთი, 2010; 14 წუთი


რეჟისორი და სცენარისტი: ლესლო დობრუცკი

ოპერტორი: პეტრე როსოლოვსკი

მონტაჟი: ჯაკუბ კოსაკი, ბარტეკ, პიეტრას, ლესლო დობრუცკი

პროდიუსერი: კატარზინა სლესიკა

წარმოება: Andrzej Wajda Master School

ბიოგრაფია


ლესლო დობრუცკი დაიბადა 1969 წელს ვარშავაში. დაამთავრა გრაფიკული ხელოვნების ფაკულტეტი სამხატვრო აკადემიაში 1998 წელს და დოკუმენტური ფილმის კურსი ანჟეი ვაიდას კინოსკოლაში.  მის მიერ გადაღებული ფილმებია: „ბრიგადა“(2007) „ბედის ჯიხური“(2008) და „პატარა პატარძალი“ (2010)

 

სინოფსისი

 

სტატისტიკა მიუთითებს, რომ გერმანიაში ყოველწლიურად მრავალი თურქ გოგონასა და ქალს სიკვდილამდე სცემენ  მეუღლეები და ოჯახის წევრები. ფილმის მთავარი გმირი ძლივს გადაურჩა იგივე ბედს. ოჯახის გადაწყვეტილებით ის იძულებული იყო 13 წლის ასაკში გათხოვილიყო გერმანიაში. საბოლოოდ მან მოახერხა გაქცევა და თავის დაღწევა მეუღლისგან და ოჯახისგან. 

 

 

 


see more

close

კალაბრიის ჩრდილოეთით

პოლონეთი, 2009; 67წუთი


რეჟისორი: მარცინ საუტერი

ოპერატორი: რადოსლავ ლადცზუკი, ლუკას გუტი

მონტაჟი: აგნიესჟკა გლინსკა

პროდიუსერები: კატარინა სლესიცკა, ანა ვიდრა

წარმოება:  the Andrzej Munk Studio "The Young And Film", Andrzej Wajda Master School of Film Directing

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მარცინ საუტერი დაიბადა 1971 წელს ბიდგოშში, პოლონეთში. დაამთავრა დოკუმენტური კინოს კურსი ანჟეი ვაიდას კინოსკოლაში. 2006 წელს მან დაარსა „პალადინო ფილმ ჯგუფი“ თავის მეგობრებთან ერთად. 2006 წელს ამ გუნდმა მიიღო ქ. ტორუნის ჯილდო. საუტერი ამჟამად მუშაობს პოპულარული პოლონური ჟურნალებისთვის ფოტოგრაფად. 2007 წელს "პალადინოს" ჯგუფთან ერთად საუტერმა გადაიღო ფილმი, რომელიც ანჟეი ვაიდას "კატინს" ეძღვნება.
 

 

სინოფსისი

 

„კალაბრიის ჩრდილოეთით“ არის ფილმი საოცნებო ადგილზე, სადაც ცხოვრება იოლია და ხალხი ერთმანეთს იცნობს, ტოლერანტული არიან ერთმანეთის შეცდომების მიმართ, უყვართ შეხვედრები, საუბარი და უბრალოდ ერთად ყოფნა.  

 

 

 


see more

close

European Film Academy’s short film tour

Amor

Norway, 2009; 14 min.

Written and directed:     Thomas Wangsmo

Produced: Daniel Henriksbø
Director of Photography:  Benjamin Loeb

Edited: Thomas Wan

თრეილერის ნახვა


Synopsis

Five minutes. €1000. Everybody's happy. In a city where young, rich people will spend whatever it takes to get what they want, Thomas provides them with a service no one else will.

 

Biography:

Thomas Wangsmo is a Norwegian writer and director, currently working with Vidvinkel Film in Norway. He holds a BA (Hons) and an MFA in Film Production, and his short films have been screened in film festivals around the world. In October 2009 he won his first award, the EFA Best European Short Award, at the International Film Festival in Ghent.


see more

close

Coltsfoot

Sweden, 2010; 15 min.

 

Director / design / editing : Jonas Odell

Producers: Linda Hambäck, Niklas Adolfsson

 Animation: Jonas Odell, Per Helin, Marcus Krupa, Susanne Sturesson, Martin Nyberg, Johan Sonestedt, Mikael Lindbom, Jakob Bastviken, Lindor Tidäng, Kaspar Christophersen.

 

 

 


 

 

Synopsis

Recent history with a personal angle. A relationship and a string of events seen through one person's eyes.

 

 Biography

Jonas Odell was born in Stockholm 10 November 1962. Since forming the FilmTecknarna studio in Stockholm 1981 Jonas Odell has directed and co-directed a number of short films, mostly working in mixed media techniques. His latest highly acclaimed shorts are ”Never like the first time!” ”Lies” and ” Coltsfoot”. He has also directed a number of music videos for such artists as The Rolling Stones, Goldfrapp, U2 and Franz Ferdinand.  

 

 

see more

close

Stay Away

The Netherlands, 2009; 24 min.

 

Director: Paloma Aguilera Valdebenito

Editor:  Saskia Kievits

Photography: Menno Mans

Producer: Connie Pingen & Ruth Heida



 

 


თრეილერის ნახვა

 

Synopsis

Five fragments describing the relational problems between three family members, in particular the struggle of the mother, split between her partner and her daughter.

 

Biography

Paloma Aguilera Valdebenito (Amsterdam, 1982). In Paris he studied theatre at the drama school ' Acting International', led by Robert Cordier. After a few years of study and several different jobs in Paris she applied for the Directing course at the Dutch Film and Television Academy in Amsterdam. She got accepted and in 2009 she graduated with the short film 'Stay, away' (Blijf bij me, weg), to which she also wrote the script. Besides directing and writing she's also working as an actress.

 


see more

close

Diarchy

Italy 2010, 20 min.

 

 

Director:  Ferdinando Cito Filomarino

Cinematographer: Daria D'Antonio

Editor: Walter Fasano

Producers: Leonardo Guerra Seragnoli, Antonio Provasi

 

 

Synopsis

Giano and Luc hardly know each other. They are driving through a wood going to take shelter from the rain in Luc’s immense villa.  Suddenly an accident happens. Panic-stricken, Giano doesn’t know whether Luc is dead or unconscious.

   

Biography

Born and raised in Milan, he lived several years in Boston (USA) and London; he later graduated in Film History at the University of Bologna. After working as an assistant director on Richard Eyre’s The Other Man and Luca Guadagnino’s I Am Love, he made several short videos. Diarchy is his first short film.

 

see more

close

Josephs’ snails

France 2009, 12 min.  

 

Director: Sophie Roze

Photography: Sara Sponga

Editor: Colombe Nicolas

Animation: Pierre-Luc Granjon, Gilles Coirier, Elmer Kaan, Cédric Mercier

 


თრეილერის ნახვა

Synopsis Joseph is a shy, introverted little boy who collects snails. One day he gets swallowed up by his own tummy-button and discovers the disturbing world of the “navel-gazers”, people who, by only communicating with their navel, curl in on themselves and turn into snails ...

 

Biography

Sophie Roze was born in 1979. After studying History and Art History, she decided to get into animation and in 2004 entered the La Poudrière Animation School in Valence France. Since then she has worked on institutional films and co-directed the pilot of the series "Ariol” in 2006. "Joseph’s Snails," which won the Arte award in the Annecy Festival projects competition in 2007, is her first film.

 


see more

close

LIGHTS

Germany, 2009, 14,33 min.

 

Director: Giulio Ricciarelli

Screenplay: Soern Menning

Director of Photography: Max Penzel

Producers: Sabine Lamby, Cornelia Partmann

Editor: Wolfgang Weigl

 


Synopsis

LIGHTS is a comedy. The story of a small – town police officer who dreams of being a hero. As his peaceful village offers no opportunity for heroism, he decides to take matters in his own hands.

 

Biography

Giulio Ricciarelli was born 1965 in Milan, Italy and grew up in Munich, Germany. In 2000 he founded naked eye Filmproduction with Sabine Lamby. He works as Director, Scriptwriter, Actor and Producer

 

 

see more

close

MARIA'S WAY

UK/Spain 2009, 16 min.

 

Director/Producer/Editor : Anne Milne

Cinematographer: Julian Krubasik

Sound Recordist/Translator: Hannah Hüglin

 

 


თრეილერის ნახვა

Synopsis

María's Way is an observational documentary which allows a glimpse into the ways of the modern pilgrim and a woman who awaits their arrival at her small slice of the Camino de Santiago.

 

 

Biography

 

Anne Milne is an award-winning Scottish filmmaker whose career has spanned several decades and continents. In addition to being a Director and Editor, Anne has produced web based content and video games, and taught New Media for a number of years in California. Her current passion is meeting people in obscure places doing interesting things. In 2010 she completed a two-year MFA in Film Directing at the Edinburgh College of Art.   


see more

close

Out of Love

Denmark 2009, 29 min.

 

Director: Birgitte Stærmose

Script: Peter Asmussen

Cinematographer: Marek Septimus Wieser

Editor: Anne Østerud

Producer: Jesper Morthorst


 

 


თრეილერის ნახვა

Synopsis

Fusing documentary and fiction, OUT OF LOVE, depicts the lives of children trying to survive the aftermath of war in Kosovo by selling cigarettes on the street. Through monologues performed by the children against the eerie backdrops of Pristina, the film tells their gripping and sad story of memory, loss and fear.

 

 

Biography

Birgitte Steermose was born in 1963, Denmark. M.F.A. in Film and Media Arts from Temple University in Philadelphia. Her previous work includes the award-winning short films Now, Look at Me (2001), Small Avalanches (2003), Letters from Denmark (2006), Principles of Attraction (2006) and Sophie (2006). Small Avalanches was nominated for the UIP Prize for Best European Short at the EFA Awards in 2004. Out of Love has in 2010 been awarded at Berlin IFF, Rotterdam IFF, Melbourne IFF, Cinema de Brive and Odense Film Festival.


see more

close

RENDEZ-VOUS A STELLA-PLAGE



 

 

France 2009, 18 min.

 

 

Director: Shalimar Preus

Producer: Emmanuel Chaume

Photography: Elin Kirscfink

Editor:  Antoine Scannapiego  


თრეილერის ნახვა

Synopsis

Volunteers hold funerals for unknown or forgotten deceased. Stella-Plage. On the beach, a phone booth is ringing. A young couple strolling by picks up the receiver. At the other end of the line, a mother is trying to reach her daughter.

 

 

Biography

Shalimar Preuss lives and works in Paris, France. She has studied art and film in the US as well as in France, notably at Le Fresnoy, National Studio for Contemporary Arts (2004-2006). Rendez-vous à Stella-Plage is her third short (L'escale/Fade far away - 2007, Seul à seul/Self to self - 2005). At present, she is writing her first feature film: Un Médianoche.



see more

close

THE EXTERNAL WORLD

Germany 2010, 15 min.

 

Writer, Director & Designer:  David O’Reilly

Producer: Henning Kamm & David OReilly

Animation: Tobias Von Burkersroda, Jim Levasseur, Max Stöhr



 

 

 


თრეილერის ნახვა

 

Synopsis

A boy learns to play the piano.

 

 

Biography

David OReilly (21 June 1985, Kilkenny) is an Irish animator based in Berlin. At 15 he began working as an assistant at local animation studios, teaching himself 3d software in his spare time. He discovered cinema in 2005 when he was given the keys to an unused private theatre with an enormous film library. Since then he has created a wide variety of independent short films. Noted for his disregard of conventions his work is regarded as a groundbreaking force in contemporary 3d animation.

 

 


see more

close

The Little Snow Animal

Finland 2009, 19 min. 

 

Director:  Miia Tervo                 

Producer:  Mahsa Malka

Cinematographer: APäivi Kettunen

Editor: Okku Nuutilainen

Animation:  Ami Lindholm



 

 

 


Synopsis

It's not wrong to want love - you just need to look for it in the right place 

 

Biography

 

Miia Tervo (dob 18.02.1980) grew up in Lapland, and has studied film in the Turku Arts Academy as well as majoring in documentary in School of Art and Design in Helsinki. Her previous short films “Seal” and “Little Snow Animal” have both been extremely successful and awarded in internationally. She is now working on her first feature documentary. Also, her poetry has been published in several collections and anthologies.

 

 


see more

close

Venuss VS Me

Belgium 2009, 27 min.

 

Director:  Nathalie Teirlinck  

Producers: Xavier Rombaut, Nathalie Teirlinck  

Art director:   Gert Stas

Editor   : Dieter Diependaele


 

 

 


თრეილერის ნახვა

Synopsis

Entangled in a realm of thought, 12-year-old Mare has trouble growing up. When her young mother brings home a new boyfriend, questions remain unanswered and communication seems impossible. Frenetic, Marie tries to win back her mother while she silently finds solace in a world of memories.

 

Biography

Nathalie Teirlinck (Brussels, 1985) graduated with great distinction from the Belgian Film School KASK in 2007. One year earlier, her first short film “Anémone" won several awards and  was also internationally acclaimed at film festivals in Locarno, Cuenca, London, Bucharest, …  "Venus vs Me" was nominated for the Golden Bear at the 60th Berlin International Film Festival and rewarded with the nomination of the European Film Academy.  


see more

close

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 Sep

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 Sep

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 Apr

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...