BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი

ყვითელი კატა

ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020; 90 წუთი.

 

რეჟისორი: ადილხან იერჟანოვი
აღმასრულებელი პროდიუსერები: ასელ სადვაქასოვა, ქანათ ბითემიროვი, იერბოლ თოიბაიევი
პროდიუსერები: სერიქ  აბიშევი, ოლგა ხლაშევა
თანაპროდიუსერი: გიიომ დე სეი
სცენარის ავტორები: ადილხან იერჟანოვი, ინა სმაილოვა
დამდგმელი ოპერატორი: იერქინბექ პტირალიევი
მონტაჟი: ადილხან იერჟანოვი
დამდგმელი დიზაინერი: იერმექ უთეგენოვი
კომპოზიტორები: ალიმ ზაიროვი, ივან სინცოვი
როლებში: ქერმექი – აზამათ ნიკმანოვი, ევა – კამილა ნუგმანოვა, ჟამბასი – სანჯარ მადი
მწარმოებელი კომპანიები: ZERDE FILMS, Short Brothers, QAZAQFILM, Arizona Productions

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ადილხან იერჟანოვი (1982, ყაზახეთი) ყაზახეთის ჯეზქაზგანის რეგიონში დაიბადა. კინოხელოვნებას ყაზახეთის ხელოვნების ეროვნულ აკადემიაში დაეუფლა. შემდეგ გრანტი მოიპოვა და სწავლა ნიუ-იორკში განაგრძო. იერჟანოვმა რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის „მესაკუთრეები“ (2014), რომლის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა, შემდე კი მსოფლიოს არაერთ კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები და დაჯილდოებული. ფილმის „შავი ჭირი სოფელ კარატასში“ პრემიერა 2016 წლის როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იერჟანოვმა ფილმისთვის „ბნელი, ბნელი კაცი“ (2019), წარმატებული რეჟისურისთვის, აზიურ-წყნარი ოკეანის კინო პრიზი დაიმსახურა.

 

სინოფსისი

ყოფილი პატიმარი ქერმექი და მისი შეყვარებული ევა ყაზახეთის სტეპებში დანაშაულით გაჯერებული წარსულის მიტოვებას აპირებენ. ქერმექს ოცნება აქვს: მთაში კინოთეატრის აშენება. იქნება თუ არა ალენ დელონის მიმართ ქერმექის სიყვარული საკმარისი იმისთვის, რომ წყვილმა დანაშაულებრივი დაჯგუფებების მოძალადე კლანჭებისგან თავი დაიხსნას?


 

see more

close

ბოროტება არ არსებობს

გერმანია/ირანი/ჩეხეთის რესპუბლიკა, 2020; 151 წუთი.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: მოჰამად რასულოფი

დამდგმელი ოპერატორი: აშქან აშქანი

მონტაჟი: მოჰამადრეზა მუინი, მეისამ მუინი

მუსიკა: ამირ მოლუქპური

ხმა: ჰასან შაბანქარე

პროდიუსერები: მოჰამად რასულოფი, ქავე ფარნამი 

აღმასრულებელი პროდიუსერი: ფარზად პაქი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მოჰამედ რასულოფი დაიბადა 197 წელს შირაზში, ირანში. სოციოლოგიის შესწავლის პერიოდში დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. მეორე ფილმის, „რკინის კუნძულის“, შემდეგ გადაღებისა და ნაშრომების ჩვენების შესაძლებლობები სულ უფრო მეტად შეეზღუდა. მისი შვიდივე სრულმეტრაჟიანი ფილმი ირანში ცენზურის მსხვერპლი გახდა. 2010 წელს გადასაღებ მოედანზე ჯაფარ პანაჰისთან ერთად მუშაობდა, როცა დააპატიმრებს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - კანის კინოფესტივალის არაერთი საგანგებო ჯილდო. 2017 წელს ირანიდან გასვლა ოფიციალურად აეკრძალა.  რასულოფის  რამდენიმე ფილმი ნაჩვენები იყო  ბათუმის კინოფესტივალზე. 

 

სინოფსისი


ყველა ქვეყანას, სადაც სიკვდილით დასჯაა მიღებული, ადამიანების დასახოცად, სხვა ადამიანები სჭირდება. ოთხი კაცი წარმოუდგენელი, თუმცა მარტივი არჩევანის წინაშე დგება. ნებისმიერი გადაწყვეტილება პირდაპირ ან ირიბად იმოქმედებს მათზე, მათ ურთიერთობებსა და მთელ ცხოვრებაზე. 


 

see more

close

სოლე

იტალია/პოლონეთი, 2019; 102 წუთი.

 

რეჟისორი:

კარლო სირონი

წარმოება:

Kino Produzioni (ჯოვანი პომპილი), Lava Films (აგნიეშკა ვასიაკი)

როლებში:

სანდრა დრჟიმალსკა, კლაუდიო სეგალუშიო, ბარბარა რონჩი, ბრუნი ბუცი

სცენარის ავტორები:

ჯულია მორიგი, კარლო სირონი, ანტონიო მანკა 

დამდგმელი ოპერატორი:

გერგელი პოჰარნოკი 

მონტაჟი:

ანდრეა მაგუოლო

მუსიკა:

ტეონიკი როჟინეკი

ხმა:

სტეფანო საბატინი, მარცია კორდო, მიხალ ფოიჩიკი 

ვიზუალური ეფექტები:

Magui Studio

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კარლო სირონი იტალიელი რეჟისორია, რომელიც ფოტოგრაფიას შეისწავლიდა. კინოკარიერა ოპერატორის თანაშემწის, შემდეგ კი - რეჟისორის თანაშემწის პოზიციებით დაიწყო. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სოფია“ ტორინოსა და სხვა კინოფესტივალების კონკურსებში მონაწილეობდა. სირონის მეორე მოკლემეტრაჟიანი „ახალბედაც“ წარმატებული გამოდგა - ვენეციის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული. „სოლე“ მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმია.  

 

სინოფსისი

ერმანო იტალიელი უსაქმურია. ლენა შვიდი თვის ორსული, პოლონელი გოგონაა. ერთმანეთს არ იცნობენ. ლენა იტალიაში თავისი შვილის გასაყიდად ჩავიდა. ერმანომ თავი ბავშვის მამად უნდა გაასაღოს, რათა ახალშობილი ბიძამის ფაბიოს, ნათესავებს შორის შვილად აყვანისთვის, მიანდოს. სოლე, ლენას ქალიშვილი, ნაადრევად იბადება, ამიტომ, დედამ ძუძუთი უნდა კვებოს, სანამ ფულს აიღებს და წავა. ლენა ბავშვთან არსებული კავშირის უარყოფას ცდილობს, მაგრამ ერმანო მათზე ზრუნვას იწყებს, როგორც ნამდვილი მამა. 


 

see more

close

პერსონა N2

საქართველო /გერმანია, 2020; 85 წთ. 

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ნინო ბასილია

ოპერატორები: თეიმურაზ გაბაშვილი  გელა ჩინჩალაძე

კომპოზიტორი: ალექს ინგო ბეკერი

მოწვეული კომპოზიტორები:   ანდრო დგებუაძე     იშვანატ კალბურგი (ინდოეთი) 

მონაწილეობენ: ლამზირა ჩხეიძე, თათული დოლიძე, დარეჯან ხარშილაძე, ნანა ბუთხუზი,    ეკატერინე დემეტრაძე, ანა ნიკოლაშვილი, ანი იმნაძე, ანა ჯავახიშვილი, ანა-მარია გურგენიშვილი,     მარო როინიშვილი:   ლუკა თარხან-მოურავი

მონტაჟი:  ნიკო ტარიელაშვილი   დავით კიკნაძე  

ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი 

პროდიუსერები:  ნინო ბასილია, ალექს ინგო ბეკერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნინო ბასილია - კინორეჟისორი, სცენარისტი. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სასცენარო და სარეჟისორო სკოლა (ВКСР), ასევე - თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. ფილოლოგიის ფაკულტეტი და „ჟურნალისტიკა“  მეორად ფაკულტეტი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა ავსტრია-უნგრეთში. 

2003-2004 ში მისი ორი სცენარის მიხედვით გადაღებულია  ტელესერიალები:  „მტვრის გემო“  და   „კარუსელი“. თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე, როგორც რეჟისორს დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი: „სექსუალური რევოლუცია“, „ბომჟები“, „ებრაელები“, „აგვისტოს სიგიჟე“ .

2011 წლიდან მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და გადაღებული აქვს ოცდაათამდე დოკუმენტური ფილმი:  „ევას ტერიტორია“,  „ფრენა სატრფოსთან“,  „აზარტი“,  „  შთაგონების საძიებლად“,  „ არსებები ცივ სარკეში“,   „როდესაც გარდაიცვლებით, თქვენს ფილმებს უჩვენებენ“, „ ყოფიერების ნიუანსები“,  „დევი“, „ლანდშაფტის მატრიცა“, „ჩემი ეპოქის სევდა“ და სხვა.

2016 წ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დახმარებით გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ანას ცხოვრება“, რომელმაც ოცდაათამდე საერთაშორისო კინო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და 8 მთავარი პრიზი აიღო.

 

სინოფსისი

ცხრა ქალის ხმამაღალი ფიქრები ეგზისტენციალურ თემებზე, ადამიანად ყოფნის რაობაზე, განცდებზე.  ყოველი მათგანი ახორციელებს სკუთარ თავთან შეხვედრის აქტს. პერსონა ნომერი ერთი ხვდება პერსონა ნომერ ორს, თავის მეორე მეს. ისმის კითხვა,  ვინ ვარ მე? საიდან მოვედი და საით მივდივარ? სამყარო მათთან კონტაქტში მუსიკისა და ტექსტის საშუალებით შემოდის. იწყება საკუთარი თავის შეცნობის გზა, რომელსაც ისინი სხვადასხვა ემოციურ ფონზე კათარსიზის გზითაც გადიან და რომელიც მხოლოდ სიყვარულითაა გაჯერებული. 

 

see more

close

მარე

შვეიცარია/ხორვატია, 2020; 84 წუთი.

 

რეჟისორიანდრეა სტაკა
სცენარის ავტორიანდრეა სტაკა

დამდგმელი ოპერატორიეროლ ზუბჩევიჩი
მონტაჟირედჟინალდ შიმეკი, თომას იმბახი
ხმაბენუა ბაროდი
ხმის დიზაინიიგორ ჩამო, პეტერ ბრაკერი
მუსიკაეფრემ ლუხინგერი
როლებში: მარია შკარიჩიცი, გორან ნავოიეცი, მატეუშ კოშიუკიევიცი, მირიანა კარანოვიცი 

წარმოებაOkofilm Productions, Dinaridi Film, ZDF Zweites Deutsches Fernsehen, ARTE, SRF Schweizer Radio und Fernsehen
პროდიუსერები: თომას იმბახი, ანდრეა შტაკა, ტენა გოიცი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ანდრეა სტაკა 1973 წელს შვეიცარიაში დაიბადა. ბაკალავრისა და მაგისტრის წოდებები ციურიხის ვიზუალურ ხელოვნებათა სკოლაში მოიპოვა. მისი ადრეული ფილმები, როგორებიცაა „სასტუმრო ბელგრადი“ და „იუგოდივები“, არაერთ ფესტივალზე წარმატებით იქნა ნაჩვენები, მათ შორის სანდენსზე, ლოკარნოსა და მიუნხენის ფესტივალებზე. რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა. 2005 წელს NYSCA-სგან ინდივიდუალური ხელოვანის გრანტი აიღო. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი არაერთ ფესტივალზე დაჯილდოვდა, მაგალითად, „ოქროს ლეოპარდით“ ლოკარნოს კინოფესტივალზე და სარაევოს მე-12 კინოფესტივალზე - „სარაევოს გულით“. „მარე“ მისი მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 

 

სინოფსისი

მარეს არასოდეს უფრენია, თუმცა აეროპორტთან ახლოს, ქმართან და სამ მოზარდ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის წევრები უყვარს, მათზე ზრუნავს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ სახლში თავს უცხოდ გრძნობს. ვინ არის ხალხი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს? მარე ცაში თვითმფრინავებს უყურებს და ცვლილებას, უცხო გამოცდილებას ნატრობს. ერთხელ ახალგაზრდა კაცი მეზობლად სახლდება და მარეც საკუთარ ცხოვრებას ტესტს უწყობს. 

 

see more

close

სიკვდილის პირას

აზერბაიჯანი / მექსიკა / აშშ, 2020; 88 წთ.

 

რეჟისორი: ჰილალ ბაიდაროვი

სცენარის ავტორი: ჰილალ ბაიდაროვი

ფოტოგრაფიის რეჟისორი: ელშან აბასოვი

რედაქტორი: ჰილალ ბაიდაროვი

მუსიკა: ქანან რუსტამი

როლებში: ორხან ისკანდარლი, რანა ასგაროვა, მარიამ ნაგიევა, მურვატ აბდულაზიზოვი, ჰუსეინ ნასიროვი

პროდიუსერები: ჰილალ ბაიდაროვი, ელშან აბასოვი

თანაპროდიუსერები: კარლოს რეიგადასი, იოსლინ ბარნსი

მწარმოებელი კომპანია: Ucqar Film

თანაპროდუქტიული კომპანია: Splendor Omnia Studios, Louverture Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰილალ ბაიდაროვი 1987 წელს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში დაიბადა. სკოლის პერიოდში, 2004 და 2005 წლებში მათემატიკის ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა.   კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრატურის შემდეგ სარაევოში, ბელა ტართან კინორეჟისურის შესასწავლად წავიდა. 2018 წელს მისი სადებიუტო ფილმის „უსახელო ბორცვების“ პრემიერა მონრეალის კინოფესტივალზე გაიმართა. იმავე წელს ფილმისთვის „დაბადების დღე“ სარაევოს კინოფესტივალზე დოკუმენტალისტიკის ტალანტის ჯილდო მიიღო. „როცა ხურმები იზრდებოდნენ“ ბაიდაროვის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერა Visions du réel   კინოფესტივალზე გაიმართა.  მისი ბოლო ფილმი „სიკვდილის პირას“ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო პრემირებული 2020 წლის სექტემბერში. 

 

სინოფსისი

ფილმი არის დავუდის სასიყვარულო ისტორია. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს თავისი "ნამდვილი" ოჯახი იპოვნოს, რომელიც თავის ცხოვრების ციკლს ერთ დღეში დაასრულებს. როდესაც ის სიყვარულს პოულობს,  ეს ის ადგილია, სადაც ის ყოველთვის ცხოვრობდა. მაგრამ უკვე გვიანია.

 

see more

close

კონფერენცია

ესტონეთი/იტალია/რუსეთი/გაერთიანებული სამეფო, 2020; 135 წუთი

 

რეჟისორი: ივან ტვერდოვსკი 

სცენარის ავტორი: ივან ტვერდოვსკი

მონტაჟი: ივან ტვერდოვსკი

დამდგმელი ოპერატორი: ფიოდორ გლაზაჩევი

ხმა: რუსტამ მედოვი

როლებში: ანა მიხალკოვა, ნატალია პავლენკოვა, ნატალია პოტაპოვა, ქსენია ზუევა, იან ცაპნიკი 

პროდიუსერები:  კატერინა მიხაილოვა,  კონსტანტინ ფამი, ეგორ ოდინცოვი 

 

თრეილერის ნახვა

 ბიოგრაფია

 

დაიბადა 1988 წელს მოსკოვში (რუსეთი). 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის გერასიმოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. „კორექციის კლასი“, რომელიც ფსიქოლოგის, ეკატერინა მურაშოვას, რომანს ეფუძნება, ტვერდოვსკის სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი, მხატვრული ფილმია. მისმა მოკლე და სრულმეტრაჟიანმა, დოკუმენტურმა ფილმებმა რუსეთისა და საერთაშორისო ფესტივალებზე მრავალი ჯილდო დაიმსახურა. ის მოსკოვის კინოფესტივალზე რუსული, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კურატორია.  ივან ტვერდოვსკის წინა ნამუშევრები ბათუმის კინოფესტივალზეც იყო ნაჩვენები. 

 

სინოფსისი

ნატალია - მონაზონი შორეული, რუსული მონასტრიდან - დუბროვკის თეატრში მომხდარი ტერაქტიდან 17 წლის შემდეგ მოსკოვში ჩადის. 2002 წლის ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზება ევალება. მალე ვიგებთ, რომ ნატალია და მისი ოჯახის წევრები ტერორისტული თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ. გარესამყაროს მიერ თითქმის მივიწყებულ ორგანიზატორებსა და საღამოს, იგივე კონფერენციის (როგორც ოფიციალურად უწოდეს), მონაწილეებს საზოგადოების დანარჩენი ნაწილი თავს ტვირთად აგრძნობინებს. ხსოვნის საღამოს რამდენიმე მონაწილის ნაამბობის მიხედვით, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვებით და ნატალიას პირადი ისტორიის შავ-ბნელ დეტალებს ვეცნობით.

 

see more

close

ბერლინი ალექსანდერპლაცი

გერმანია / ჰოლანდია, 2020; 183 მინ. 

 

რეჟისორი:  ბურჰან ქურბანი

სცენარი:  მარტინ ბეჰნკე, ბურჰან ქურბანი

ოპერატორი: იოში ჰეიმრათი

მონტაჟი: ფილიპ ტომასი

მუსიკა: დაშა დაუენჰაუერი

მსახიობები: სუზ მარკარდტი, ალაექსანდა კოკნათი

პროდიუსერები: ლეფ ალექსისი, იოხენ ლაუბე, ფაბიან მაუბახი

კო-პროდუსრები: Lemming Film, Amsterdam, ZDF და Arte, Mainz -ის თანაწარმოება.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ბურჰან ქურბანი დაიბადა 1980 წელს. მისმა მშობლებმა დატოვეს ავღანეთი, როგორც 1979 წლის პოლიტიკური დევნის მსხვერპლებმა და ჩავიდნენ გერმანიაში. მამა მუშაობდა აშშ-ს ჯარში, რაც გერმანიის რამდენიმე ქალაქში ცხოვრებას ნიშნავდა. მას შემდეგ რაც შტუტგარტისა და ჰანოვერის სახელმწიფო თეატრებში გამოცდილების მიღების შემდეგ, 2002 წელს მან  სწავლა დაიწყო მხატვრული რეჟისურის მიმართულებით, ბადენ-ვუტენბერგის კინოს აკადემიაში. მისი სადიპლომო ფილმი, შაჰადა, ნაჩვენები იყო 2010 წლის ბერლინალეს საკონკურსო სექციაში. მისმა მეორე მხატვრულმა ფილმმა „Wir sind jung. Wir sind stark“ გახსნა რომის კინოფესტივალი. ორივე ფილმს მოპოვებული აქვს რამდენიმე ჯილდო.


სინოფსისი

აფრიკიდან  საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის დროს ერთადერთი გადარჩენილი 30 წლის ფრანცისი, რომელიც სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ სანაპიროზე იღვიძებს, ღმერთის წინაშე ფიცს  სდებს: ამის შემდეგ მას სურს იყოს ახალი, უკეთესი და კეთილსინდისიერი ადამიანი. ბერლინში ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, ფრანცისი ხვდება, რომ რთულია იყო კარგი, როცა ხარ არალეგალი ლტოლვილი გერმანიაში, უსაბუთო, ეროვნებისა და სამუშაოს უფლების გარეშე. როდესაც ის შემოთავაზებას იღებს ქარიზმატული, 31 წლის გერმან რეინჰოლდისგან მარტივი ფულის შოვნის შესახებ, თავდაპირველად ფრანცისი ცდილობს დაძლიოს ცდუნება, არ გატეხოს ფიცი და თავი შორს დაიჭიროს რეინჰოლდის ბნელი გარიგებებისგან. თუმცა ის ბერლინის  ჯურღმულებში ჩარჩება და ცხოვრების სადავეებიც გაექცა. 

 

see more

close

BIAFF დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი

ვეშაპი ლორინოდან

პოლონეთი, 2019, 59 წთ

 

რეჟისორი: მაჩეი ცუსკე

დამდგმელი ოპერატორი: პიოტრ ბერნაშ

სცენარი: მაჩეი ცუსკე

მუსიკა: მიხალ იაცაშეკი

ხმა: მარჩინ ლენარჩიკ, იაროსლავ სადოვსკი

მონტაჟი: კატაჟინა ოჟეხოვსკა

პროდიუსერები: მიკოლაი პოკრომსკი, ალდონა პოკრომსკა (Pokromski Studio)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დამოუკიდებელი ფილმებისა და მუსიკალური ვიდეოკლიპების რეჟისორი. 2004 წელს მან დაამთავრა ანჟეი ვაიდას კინო სკოლა და მას შემდეგ ქმნის დოკუმენტურ ფილმებს. მისი მთავარი სუბიექტი უბრალო ცხოვრებაა, სადაც ის ეძებს იუმორსა და სითბოს. გარშემო რეალობაში ის მიზნად ისახავს იპოვოს კინო ცხოვრებაში.

ატარებს ვორკშოპებს ახალგაზრდა კინოხელოვანებისთვის მთელს პოლონეთში, 2007 წლიდან  მისი მშობლიური ქალაქის, ბიდგოშის ფილმის ქრონიკების ფარგლებში - ადგილი ახალგაზრდა და კრეატიული ადამიანებისთვის. 2009 წლიდან ის არის პოლონეთის ფილმის ინსტიტუტის ექსპერტთა ბორდის წევრი და 2012 წელს იყო ვარშავის კინო სკოლის დოკუმენტური ფილმების კურსის ხელმძღვანელი.

 

სინოფსისი


ჩუკოტკა, ადგილი ციმბირის ბოლოში, სადაც ცივი ზამთარი 10 თვე გრძელდება. მკაცრი მიწაა, სადაც მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ გადარჩნენ. ერთ-ერთი ციმბირული ტომი საუკუნეების განმავლობაშია იქ დასახლებული. მათი ტრადიცია, კულტურა და ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში, მოულოდნელად განადგურდა საბჭოთა რეჟიმის მიერ. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ისინი გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მათ წინაპრების სიბრძნე და მომავლის იმედი აკლდათ.

ერთ-ერთი უკანასკნელი სარჩო ჩუქჩებსთვის ვეშაპზე ნადირობაა, რაც ასევე საფრთხის ქვეშაა. ჩუქჩებისთვის ვეშაპი მომდევნო ზამთრის გადატანის იმედია. როდესაც ლორინოს მიწებს მზე ათბობს, ნადირობაც იწყება.


 

see more

close

საჩუქარი

იტალია, 2019; 89 წთ.

 

რეჟისორი: ჯულიანო ფრატინი

სცენარის ავტორი: ჯულიანო ფრატინი

დამდგმელი ოპერატორი: ფრანჩესკო კრისპინო, სტეფანო ტალონე

მონტაჟი: მაურიციო ბალივო 

მუსიკა: ბერნარდინო ფრატინი, Pipe's Not Dead

პროდიუსერი: ჯულიანო ფრატინი

წარმოება: Infinitas Film

როლებში: ჯუზეპე ლანჩი, ალი ჩამრაევი, ანდრეი ა. ტარკოვსკი, მარლენ ხუციევი, ნორმან მოცატო, კრშიშტოფ ზანუსი, დონატელა ბალივო, ენრიკა ფიკო, მანოლო ბოლონინი, რენცო როსელინი, ლუჩიანო ტოვოლი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჯულიანო ფრატინი 1972 წლის 27 სექტემბერს ტივოლიში (რომი) დაიბადა. რომა ტრეს უნივერსიტეტი, ხელოვნების, მუსიკისა და თეატრის განხრით, დაამთავრა, თეზისით მარლენ ხუციევის Infinitas-ის შესახებ. Franz Kafka Italia-ზე ჟიურის საგანგებო ჯილდო მოიპოვა თავისი პირველი რომანით „სამი დღე“ (Cleup, 2014). Il Dono („საჩუქარი“) მისი პირველი ფილმია.

 

სინოფსისი

ფილმ „ნოსტალგიის“ გადაღების შემდეგ ანდრეი ტარკოვსკის საბჭოთა ხელისუფლებისგან მიღებული, საზღვარგარეთ მუშაობის უფლების ვადა ეწურება და სახლში უნდა დაბრუნდეს. მეგობრებისა და კოლეგებისგან მიღებული შეტყობინებებით ხვდება, რომ რუსეთში უფრო რთული ცხოვრება ელის, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ის საბჭოთა ხელისუფლებასთან კავშირის გაწყვეტას ირჩევს, რომში მასპინძელ მეგობრებს ტოვებს და თავშესაფარს საიდუმლო ადგილას პოულობს. 

 

see more

close

დისკვალიფიცირებული

ტუნისი, საფრანგეთი, კატარი, 2020; 114 წუთი.

 

რეჟისორი: ჰამზა ოუნი

სცენარის ავტორები: ჰამზა ოუნი, სესილ ვარგაფტიგი

პროდიუსერები: ერიგე სეჰირი, სტეფან ჟურდენი, აჰმედ ქეფი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჰამზა ოუნი ტუნისელი კინორეჟისორია, რომელმაც კარიერა ტუნისის ხელოვნებისა და კინოს სკოლაში დაიწყო. ჰამზა ოუნის პირველმა სრულმეტრაჟიანმა, დოკუმენტურმა ფილმმა El Gort კინემატოგრაფიის პრესის საერთაშორისო ფედერაციის აღიერება მიიღო და მისი პრემიერა აბუ-დაბის კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ოუნიმ არაბული სამყაროს საუკეთესო კინოშემოქმედისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა. 2014 წელს ლაიპციგის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე „ნიჭის მტრედის“ ჯილდო, ხოლო კართაგენის ფესტივალზე „ბრინჯაოს ტანიტი“ დაიმსახურა. 

 

სინოფსისი

ფილმი ტუნისში, მოჰამედიაში, მეჰრეზის ცხოვრების თორმეტ წელს ასახავს. მეჰრეზი ნიჭიერი მოცეკვავე და მსახიობია, თუმცა აზარტულ თამაშებსა და დოღზე აქვს დამოკიდებულება. ყოველდღიურად საკუთარ თავსა და მისი ქვეყნის გამაოგნებელ წინააღმდეგობებს ებრძვის. წრფელი ემოციების დაუღალავ ძიებაში მეჰრეზი ყველა წესს არღვევს. 


 

see more

close

აღთქმული მიწა

იტალია, 2020

 

რეჟისორი: დანიელე ტომასო

სცენარის ავტორი: დანიელე ტომასო

მონტაჟი: ანჯელო მუსჩიანა

დამდგმელი ოპერატორი: იარი მარჩელი

მუსიკა: ვალერიო ვილიარი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

დანიელე ტომასო იტალიელი კინოშემოქმედი და დოკუმენტალისტი რეჟისორია. მის მიერ დაარსებული Videocast 80-იანი წლების შემდეგ აწარმოებს ფილმებს კულტურის, ხელოვნებისა და მოდის შესახებ.  

 

 

სინოფსისი

 

ხმელთაშუა ზღვა ყოველთვის გზაგასაყარი იყო, რომელიც ხალხს მეგობრული გარემოსა და უკეთესი მომავლის პოვნაში ეხმარებოდა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და მის შემდეგ შოას გადარჩენილი ებრაელები, იტალიიდან 2000 წლის წინ დატოვებული მიწისკენ წავიდნენ - პალესტინაში, ან როგორც თავად უწოდებდნენ - ერეც ისრაელში. მეტიც, იტალიამ - ომის დროს ფაშისტურ-რასობრივ კანონებზე პასუხისმგებელმა ქვეყანამ - მოგვიანებით მათ დაცვა და სანაპიროებიდან გასვლის შესაძლებლობა მიანიჭა. დიდმა ბრიტანეთმა მასობრივი მიგრაციის საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა, რადგან ეშინოდა, რომ რეგიონში მყოფი არაბები გარემოებების გამო გაღიზიანებულ უმცირესობად იქცეოდნენ. ბენ-ჰურიონმა მოსად ლეალია ბეტს, ისრაელის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის წინამორბედს, ერეც ისრაელში მრავალრიცხოვანი ებრაელების ჩაყვანა და საერთაშორისო საზოგადოებაში ისრაელის სახელმწიფოს აღიარებისთვის ხელშეწყობა დაავალა. იეჰუდა არაზი და ადა სერენი ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. რეჟისორი თვითმხილველებს, ექსპერტებს, იეჰუდა არაზისა და ადა სერენის მემკვიდრეებს შეხვდა, რათა ეს პოლიტიკური თრილერი გამოეკვლია და ემოციური ისტორია გადმოეცა. 

 

see more

close

პარიზის კალიგრამები

საფრანგეთი/გერმანია, 2020, 129 წთ.

 

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ულრიკე ოტინგერი

დამდგმელი ოპერატორი: ულრიკე ოტინგერი

მონტაჟი: ანეტ ფლემინგი

ხმა: ტიმოთი ალაზრაკი

პროდიუსერები: თომას კუფუსი, კორნელია თეუნი

თანაპროდიუსერები: პიერ-ოლივიე ბარდე, ჟერალდ კოლასი 

თანაწარმოება: Idéale Audience, Paris INA- Institut national de L’audiovisuel, Paris ZDF/3sat, Mainz

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა კონსტანცში (გერმანია), 1942 წელს. 1962-1968 წლებში პარიზში მხატვრად და ფოტოგრაფად მუშაობდა. 1969 წელს კონსტანცში კინოკლუბი „Visuell“ დააარსა, რომელსაც 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა. ასევე, დააფუძნა ხელოვნების გალერეა „გალერიპრესი“. 1973 წლიდან ბერლინში ცხოვრობდა. კინოფილმებთან ერთად, ოპერებზე, სპექტაკლებზე მუშაობს და ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე ფოტოგამოფენებითაც აქტიურობს. 

ულრიკეს ფილმები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს და ასევე არაერთი რეტროსპექცია მიეძღვნა, მაგალითად: ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, პარიზის „ფრანგულ სინემატეკაში“, პომპიდუს ცენტრში, ვენეციის ბიენალესა და ბერკლის ხელოვნების მუზეუმსა და წყნარი ოკეანის კინოარქივში. 

 

სინოფსისი

ულრიკე ოტინგერი „პარიზის კალიგრამებში“ იმ ქალაქთან დაკავშირებული მოგონებების რელიეფს იკვლევს, რომელშიც ოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა და რომელმაც მხატვრად და კინოშემოქმედად ჩამოაყალიბა. ოტინგერი ოც წელს იყო გადაცილებული, როდესაც პარიზში გადასახლდა და 1950-იანი წლების კულტურის საზოგადოებაში ჩაერთო, სადაც ავანგარდის გმირები, ახალი თაობის ხელოვანები და ინტელექტუალები ცხოვრობდნენ. წიგნების მაღაზიებს, საკონცერტო დარბაზებს, თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებსა და კაფეებს შორის მოსიარულე ოტინგერი საკუთარ პანთეონს წარადგენს. ამავდროულად, გადამწყვეტ ეპოქას აღწერს: როგორც ხელოვნებაში - როდესაც დადაიზმი და სურრეალიზმი გზას სიტუაციონიზმსა და პოპხელოვნებას უთმობდა - ასევე პოლიტიკაში, სადაც, ომის შემდგომ იმედებს, ალჟირულ კონფლიქტსა და 1968 წლის სტუდენტურ მოძრაობებს შორის, ბევრი რამ იყო განსახილველი. ფილმი ინტიმურ პოზიციას ბოლომდე ინარჩუნებს, ვიდეოკლიპების მდიდარ და ემოციურად დატვირთულ რეპერტუარს, ფოტოებსა და სიმღერებს ისეთივე გულმოდგინებით წარმოგვიდგენს, როგორითაც გაზეთების ამონარიდებსა და ფოტოებს დღიურებში აწებებდნენ, რათა შემდეგ  იმ გარემოს შესახებ დაეწერათ.   

 

see more

close

ბაზილი

უკრაინა, 2020; 65წთ.

 

რეჟისორი: რომან შირმანი

სცენარი: რომან შირმანი / სემეონ სლუჩევსკი

დამდგმელი ოპერატორი: ოლეკსიი სტეპანოვი

პროდიუსერი: ჰენადი კოფმანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პროფესორი რომან შირმანი (25.10.1952) ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი რეჟისორია უკრაინაში. 1975 წელს მან წარჩინებით დაამთავრა რეჟისურის ფაკულტეტი მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ვგიკ). ის არის 50-ზე მეტი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის, ასევე სატელევიზიო გადაცემების ავტორი. 

შირმანი თანამშრომლობდა და ამჟამადაც მუშაობს ქვეყნის წამყვან კინო სტუდიებთან და სატელევიზიო არხებთან (კიევის სამეცნიერო ფილმების სტუდია, უკრაინის ეროვნული ფილმი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების სტუდია, ინტერფილმი, კინო სტუდიები, ICTV, INTER, რუსეთი და სხვები). რომან შირმანი არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კინო ფესტივალის ლაურეატი.

კინოსა და ტელევიზიაში მოღვაწეობის პარალელურად, რომან შირმანი წარმატებით ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1997 წლიდან დღემდე, ის ასწავლის რეჟისურას, ხელმძღვანელობს რეჟისური და კინო ტელე ხელოვნების ფაკულტეტს კიევის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის 6 წიგნის ავტორი რეჟისურისა  და სცენარის წერის ხელოვნების შესახებ. 2009 წლიდან, რომან შირმანი არის უკრაინის კინოხელოვანთა ეროვნული გაერთიანების ბორდის მდივანი.

 

სინოფსისი

ფილმი არის არამხოლოდ ფეხბურთის შესახებ. ეს არის ისტორია მოულოდნელად თუ როგორ გამოაცხადეს ავტორიტეტებმა ცნობილი მწვრთნელი ოლეგ ბაზილევიჩი მატყუარად და დაითხოვეს სამსახურიდან. მას არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა უკანონო, ანტი-ჰუმანურ კომუნისტურ სისტემას - მას მხოლოდ თავმოყვარეობა და ნებისყოფა გააჩნდა.

ეს იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი უთხოვია და არაფერზე არ დაუჩივლია. მისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას კითხეს, ხომ არ სურდა რამე. საწოლს მიჯაჭვულმა ბაზილმა, როგორც მას ფანებმა უწოდეს, უპასუხა : „მე მინდა... თუნდაც ერთხელ კიდევ დავარტყა ბურთს...“


 

see more

close

აიუნი

დიდი ბრიტანეთი/ყატარი, 2020; 75 წუთი.

 

რეჟისორი: იასმინ ფედა

სცენარის ავტორი: იასმინ ფედა

პროდიუსერები: ჰიუ ჰარტფორდი, ელჰუმ შაკერიფარი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

იასმინ ფედა „ბაფტაზე“ ნომინირებული, დოკუმენტალისტი რეჟისორია. მისი ფილმები არაერთ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, მათ შორის „სანდენსზე“, ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ეთერში გავიდა“ბი-ბი-სისა“ და „ალ-ჯაზირაზე“. სირიაში ან სირიის შესახებ სამი ფილმი გადაიღო. ერთ-ერთი ასეთი ფილმია „სირიის დედოფლები“ (2014), რომელმაც აბუ-დაბის კინოფესტივალზე „შავი მარგალიტის“ ჯილდო დაიმსახურა, კართაგენის კინოფესტივალზე კი საუკეთესო რეჟისორი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. იასმინი ტრანსდისციპლინური კინოდოკუმენტალისტიკის დოქტორი და „ჰაილაით არტსის“ თანადამფუძნებელი და პროგრამისტია - ორგანიზაციის, რომელიც კონფლიქტის პერიოდებში ხელოვანებთან თანამშრომლობს. 

 

სინოფსისი

ბასელი დამასკოში  წარმატებული დეველოპერი და ჰაკერი იყო, პაოლო კი - მარ-მუსას მონასტერში მოღვაწე, ცნობილი ბერი. ორივე 2011 წლის რევოლუციის აქტივისტია და არაერთი დანაშაულის თვითმხილველი იყვნენ, სანამ ძალდატანებით გაუჩინარდებოდნენ. „აიუნი“ სირიის რევოლუციის ამ ორი ცნობილი მონაწილის შესახებ მოგვითხრობს და გვეკითხება, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ხელახალი შენება, როდესაც მისი სამოქალაქო საზოგადოება გაუჩინარებული, დახოცილი ან სხვადასხვა კონტინენტზეა გაფანტულია. არქეოლოგების მსგავსად, გათხრების ჩატარება გვიწევს იმ იმედით, რომ სიმართლის ფრანგმენტებს მაინც მივაგნებთ.

 

see more

close

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი

ბროკოლის სუპი

საქართველო, 2020, 16 წთ. 

 

რეჟისორი :ნიკოლოზ ვერძაძე

სცენარი: ნიკოლოზ ვერძაძე

ოპერატორი: თორნიკე თავაძე

მხატვარი: დავით რომანაძე

როლებში: გიორგი ყურავა, ანანო ჭანიძე , გოჩა გუნთაიშვილი, ნინა დიასამიძე, დავით ვერძაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნიკოლოზ ვერძაძე დაიბადა 1992 წ., ქალაქ ბათუმში. 2018 წლიდან  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის კინორეჟისურის II კურსის სტუდენტი. ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო.

 

სინოფსისი

ირაკლი და ელენა გაურბიან ქალაქურ ცხოვრებას მაღალმთიან სოფელში. მათ სურთ კარგი ურთიერთობის აღდგენა. ელენა ცდილობს იოგას მეშვეობით შეიქმნას სულიერი სიმშვიდე, ხოლო ირაკლი ალკოჰოლს ეტანება, შესაბამისად მათ არ გამოსდით ჰარმონიული ურთიერთობა, მიუხედავად ამისა აგრძელებენ ერთად ცხოვრებას.

 

see more

close

ტირიშკო

ირანი, 2020; 12 წთ.

 

რეჟისორი: შაკიბა ხალეგი

სცენარის ავტორი: შაკიბა ხალეგი

მონაწილეობენ: შაკიბა ხალეგი, შარიფ შარიგი, ალი დავოუდნეჯადი

პროდიუსერ: ბაჰრამ ხალეგი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

შაკიბა ხალეგი დაიბადა ისპაჰანში, ირანში 1986 წელს. 2011 წელს მან დაამთავრა  თეირანის ხელოვნებისა და არქიტექტურის უნივერსიტეტის კინო რეჟისურის ფაკულტეტი. შემდგომ მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად რამდენიმე ფილმზე და სპექტაკლზე, ასევე  არაერთი ფილმის მონტაჟზე. „ტირიშკო“ მისი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია.

 

სინოფსისი

ახალგაზრდა ქალი კატასთან ერთად, სახელად ტირიშკო, ცხოვრობს თეირანში. გაიგო რა, რომ ისპანაჰში დედამისი არის ავად, გადაწყვეტს წავიდეს და მოუაროს მას, მაგრამ კატის დასატოვებლად ვერავის პოულობს და მასთან ერთად მიემგზავრება.  მოგზაურობას თავგადასავლების გარეშე არ ჩაუვლია. 


 

see more

close

გაზაფხული 2020

ესპანეთი, 2020 წელი; 14 წთ.

 

რეჟისორი / სცენარი: ვალენტინ იკონარუ

პროდიუსერი: ვალენტინ იკონარუ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ვალენტინი იკონარუ ესპანეთში ცხოვრობს. იგი არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი - Hero (2013), Smartphone (2016), გაზაფხული 2020  და ა.შ.

 

სინოფსისი

ვალენტინი პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელიც, Covid-19-ის დროს სახლში მარტო ცხოვრობს და  დაკარგა შთაგონება და რაიიმეს შექმნის სურვილი

 

see more

close

მარადიული ღამე

პორტუგალია, 2020; 17წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: პედრო პერალტა

პროდიუსერი: ჟოაო მატოსი

მონაწილეობენ: პაზ კოუზო, დომისილია ნუნიესი, სარა პირისი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

პედრო პერალტა დაიბადა ლისაბონში, სადაც ის ახლა ცხოვრობს და მუშაობს. 2012 წელს, მან გადაიღო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი „MUPEPY MUNATIM“, რომელიც შერჩეული და იქნა რამდენიმე ნაციონალურ და საერთაშორისო ფესტივალზე. 2016 წელს გადაიღო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი „ამაღლება“, რომლის პრემიერა კანის კინოკრიტიკოსთა კვირეულის ფარგლებში შედგა, ასევე ნაჩვენები იყო სხვადასხვა ფესტივალებზე მათ შორის BIAFF-ზე. ამჟამად ის თავის პირველ სრულ მეტრაჟიან ფილმზე მუშაობს.

 

სინოფსისი

კასტუერა, ესპანეთი, 1939 წლის აპრილი. ღამე სახლის წინ, რომელშიც პაზი თავის ოჯახთან ერთად აფარებს თავს, ორი მცველი ჩნდება. მათ მისი პოლიციაში წაყვანა სურთ. პაზი მაშინვე ხვდება ვიზიტის ფატალურობას. გაქცევა შეუძლებელია. ის ითხოვს დართონ ნება ბოლოჯერ აჭამოს შვილს ძუძუ.

 

see more

close

ლუმინა

საფრანგეთი, 2020; 19 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ჟულიენ ფერე

დამდგმელი ოპერატორი: ფიონა ბრაიონი

მონტაჟი: დენის ბედლოუ

პროდიუსერი: ჟულიენ ფერე

მონაწილეობს: თორნიკე გოგრიჭიანი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ჟულიენ ფერე არის AMA-ს პროდიუსერი 2009 წლიდან. 2019 წელს იყო ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თანაპროდიუსერი. 2020 წელს მან გადაიღო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი „ლუმინა“

 

სინოფსისი

პარიზი, ბურჟუას აპარტამენტი, ლუმინა, დაუბერებელი ვიეტნამელი ქალი, სხვა ცხოვრებაზე ოცნებობს.

 

see more

close

ლოლო

პოლონეთი, 2020; 12წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: მიხალ პიოტროვსკი

პროდიუსერი: აგატა იარმულოვიჩი, ალექსანდრა კუბისა

დამდგმელი ოპერატორი: ფრიდერიკ პოტოჩეკი

მონაწილეობენ: ბართლომეი ბლაშჩინსკი, ალექსანდრა ფიელეკი, მაჩეი ნოგიეჩ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

მიხალ პიოტროვსკი - დაიბადა 1990 წელს კატოვიცეში, პოლონეთში. არის კატოვიცეს კჟისტოფ კიშლოვსკის კინოს სკოლის კინო რეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტი, კატოვიცეში სილეზიის თეატრის პროფესიონალი მსახიობი, Gry i Ludzie Theatre - ის ხელმძღვანელი, Czwarta Scena Theatre - ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 6 თეატრალური წარმოდგენისა და 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ლოლო“ და „კატოვიც“ ავტორი.

 

სინოფსისი

„ლოლო“ არის სთიმ-პანკის სტილის იგავი, იმაზე თუ სადამდე მიგვიყვანს როლების გაცვლა. ფილმის სეხნია მთავარი გმირი არის დამლაგებელი, რომელსაც შანსი ეძლევა სამყაროს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედოს.


 

see more

close

ფრანები

ირანი, 2020; 14 წთ.

 

რეჟისორი / სცენარი:  სეიედ პაიამ ჰოსეინი

პროდიუსერი: სეიედ პაიამ ჰოსეინი    

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

სეიედ პაიამ ჰოსეინი    დაიბადა სანანდაჯში, ირანი. დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი. ირანის ახალგაზრდა კინოს ასოციაციის კურსდამთავრებული (სანანდაჯის ოფისი).  ამჟამად Priya Film Haghighat  კომპანიის მმართველი დირექტორი

 

სინოფსისი

მესაზღვრე ბიჭს შეუყვარდება გოგონა, რომელიც საზღვრის გაღმა ცხოვრობს. ის ცდილობს გოგონასთნ კომუნიკაციას  გოგონას დაკარგული ფრანის მეშვეობით საზღვრის მეორე მხარეს.

 

see more

close

ბავშვები

საქართველო, 2020, 7 წ.თ

 

რეჟისორი/სცენარი:  ლევან ჭყონია

ოპერატორი:  იგნაცი სიშევსკი

მონტაჟი:  ლევან ჭყონია

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

2018 წლიდან სწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო-ტელე ფაკულტეტზე, მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით. რეჟისორ დათო ჯანელიძის და მისი ასისტენტის, ასევე რეჟისორი ვახო ჯაჯანიძის, სახელოსნოში. უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში, რომელშიც როგორც უცხოელ, ასევე ბათუმელ სტუდენტებთან ერთად მუშაობდა დოკუმენტურ ფილმებზე.  

 

სინოფსისი

აჭარის სოფელ კირნათში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დგას, რომელშიც ათობით ბავშვს უვლიან, მაგრამ ზამთრის ერთ დღეს დიდი თოვლი მოვიდა და აღმზრდელებს ბავშვების ლოდინის გარდა  მთელი დღე საკეთებელი აღაფერი დარჩათ.

 

see more

close

ხელის ჩამორთმევა მჭირდება

ბელარუსია, 2020; 18 წთ.

 

რეჟისორი: ანდრეი კუცილა

სცენარი: ანდრეი კუცილა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

2007 წელს ანრეი კუცილამ დაამთავრა ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტკის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი ბელარუსიის ხელოვნების აკადემია მინსკში. ამ დროიდან იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა პროდიუსერთან და ტელე არხთან, როგორც რეჟისორი და მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროგრამებში (მათ შორის IDFA-ს აკადემია და Berlinale Talents). 2018 წელს მან მიიღო IDFA-ს საუკეთესო საშუალო მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჯილდო. 2019 წელს - საუკეთესო დუკუმeნტური ფილმის პრიზი კრაკოვის კინო ფესტივალზე.

 

სინოფსისი

ასაკოვანი ქალი, სიცოცხლის ბოლო წლებში, თავისი ქალიშვილის უკვე გაცვეთილ ჩანაწერების დღიურს ხსნის და გვამოგზაურებს უცნობ სამყაროში სადაც პიროვნება მიტოვებული და დავიწყებულია.

 

see more

close

კარგი კაცი

ალბანეთი, 2020; 14 წთ

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი : ერგის მეტა

მონაწილეობენ : კასტრიოტ რამოლარი, ნერიტან ლიჩაი

პროდიუსერები : CIRCE, Apulia film commission,ERA film

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ერგის მეტა ცნობილია ნეო-ნუარის ქვეჟანრის ხელახლა გაცოცხლებით ალბანეთში. ის სწავლობდა ბოლონიაში, კინო კრიტიკის მიმართულებით, ბოლონიის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე ხელოვნების, მუსიკისა და სასცენო ხელოვნების მიმართულების კინოს მედიოლოგიის კურსზე. აკადემიაში სწავლის წლებში ერგისი აღიარებული და დაფასებული იყო ტირანაში, კინოხელოვანთა წრეში, სადაც მან აკადემიის დასრულებისთანავე მოიპოვა ალბანეთის ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის გრანტი სამი სხვადასხვა პროექტისთვის.

 

სინოფსისი

შუახნის მამაკაცი შუაგულ ტყეში თავის სანადირო ქოხში მიდის. მეუღლის დაკარგვის შემდეგ, მისი ერთდერთი მეგზური მონადირე ძაღლია. სიჩუმე გამოქცეულმა პატიმარმა დაარღვია. მამაკაცი საგონებელშია : დაეხმაროს თუ გასცეს პატიმარი.


 

see more

close

დედამიწის ქრონიკები

საქართველო, 2020; 20 წთ. 

 

რეჟისორი: ანა სარუხანოვა

ოპერატორი: ანა სარუხანოვა

მონტაჟი: თორნიკე მეზვრიშვილი

სპეციალური მადლობა:  ნინი რთველიაშვილი, მარიანა აკოფიანი, დიმა გომბერგი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ანა სარუხანოვა დაიბდა თბილისში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა სცენარისტთა და კინორეჟისორთა სამაგისტრო სკოლაში განაგრძო (ვ. ხოტინენკოს, ვ. ფენჩენკოსა და პ. ფინის ხელმძღვანელობით). 2016 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღის ბოლომდე“ ლოკარნოს კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. 2018 წ. ანა მონაწილეობდა ბერლინალეს კინოფესივალზე Berlinale Talents პროგრამაში. 

 

სინოფსისი

რას აკეთებენ ბავშვები მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ვირუსის გამო იზოლაციაშია? ონლაინ გაკვეთლებით დაწყებული, ვუშუ კუნგ-ფუს ვარჯიშით დამთავრებული, ისინი დღევანდელ გამოწვევებს სხვადასხვაგვარად პასუხობენ.  ფილმი 7 წლის ლილიანასა და 8 წლის ნიკოზე გვიყვება, რომლებიც თბილისში თავისებურად ებრძვიან ვირუსით გამოწვეულ მოწყენილობას.

 

see more

close

ყველაფერი არაფრის შესახებ

საქართველო, 2020; 10 წთ. 

 

რეჟისორი: საბა ქარელი, მირიან ორააგველიძე

სცენარი: საბა ქარელი, მირიან ორააგველიძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

საბა ქარელი-  2018 წლიდან საქართველოს  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინორეჟისურის ფაკულტეტის სტუდენტი. დათო ჯანელიძის და ვახო ჯაჯანიძის კინოსახელოსნო. უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად   მონაწილეობას იღებდა ინტერნაციონალურ პროექტში.

მირიან ორაგველიძე - 2017 წლიდან  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის კინორეჟისურის III კურსის სტუდენტი. ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო.

 

სინოფსისი

ფილმი მოგვითხრობს სოფელში მყოფ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელიც თოვლის გამო ჩაკეტილია ერთ სივრცეში, თუმცა მიუხედავად ერთ შენობაში ყოფნისა არ აქვთ ახლო კონტაქტი ერთმანეთთან. მთავარი პერსონაჟი ნიკა, შ.შ.მ. პირია რომელიც გარიყულია და-ძმებისაგან  და მხოლოდ მამასთან აქვს  ურთიერთობა.   

 

see more

close

BIAFF 2020 - „დიდოსტატთა კოლექცია“

ღმერთების ხეობა

პოლონეთი/ლუქსემბურგი/აშშ, 2019; 131 წუთი.

 

რეჟისორი: ლეხ მაევსკი
სცენარის ავტორი: ლეხ  მაევსკი
დამდგმელი ოპერატორი: ლეხ  მაევსკი, პაველ ტყბორა
მუსიკა: იან ა.პ. კაჩმარეკი

პროდიუსერები: ლეხ  მაევსკი, ფილიპ იან რიმშა

დამდგმელი დიზაინერი: ქრისტოფერ რ. დემური, ლეხ  მაევსკი
კოსტუმების დიზაინერი: ევა კოჩანსკა, ევა მინგი, ქეროლინ ლეონე
როლებში: ჯოშ ჰარტნეტი, ჯონ მალკოვიჩი,  კირ დული, ჯეიმი რეი ნიუმანი, ბერენის მარლო, ჯოზეფ რანინგფოქსი, ჯონ რის-დევისი, სტივენ სკაილერი, საგინო გრანტი, ოუი რეი, ტოკალა ბლექ ელკი, მარეკ პრობოში, ქრის დანუნციო, ჯონ ეი ლორენცი, ლეხ დიბლიკი  

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია
კინოსა და თეატრის რეჟისორი, კინოსცენარისტი და მწერალი ლეხ მაიეევსკი დაიბადა 1953 წელს, კატოვიცეში, პოლონეთში.მოღვაწეობა, როგორც კინორეჟისორმა, 1970 წელს დაიწყო. 80-იანი წლების დასაწყისში, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პოლონეთი დატოვა  და ჯერ ინგლისში გაემგზავრა, შემდეგ - აშშ-ში.  2006 წელს ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მისი შემოქმედების გამოფენა გაიმართა. ის იყო პირველი პოლონელი ხელოვანი, ვისაც წილად ხვდა ამგვარი ჯილდო. მაიევსკიმ სახელი გაითქვა, როგორც კინოს, ასევე ოპერის რეჟისორმა. კრიტიკოსების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა ფილმმა „მიწიერი სიამოვნების ბაღი” (2004), რომელმაც რომის დამოუკიდებელ კინოფესტივალზე გრან პრი მიიღო. რეჟისორი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კოლეჯში ლექტორადაც მუშაობს. 

 

სინოფსისი

ფილმში „ღმერთების ხეობა“ მალკოვიჩი განცალკევებით მცხოვრებ, დედამიწის უმდიდრეს კაცს ასახიერებს, ჰარტნეტი კი - მის მომავალ ბიოგრაფს. ამ ორი ადამიანის ცხოვრება ნავახოს უძველეს ლეგენდას უკავშირდება და ვხედავთ, როგორ უპირისპირდება ზებუნებრივი ხილვები რეალობას, შედეგად კი ამერიკა საინტერესო, იდუმალი და იდიოსინკრეზული გადმოსახედიდან წარმოგიჩნდება.

 

see more

close

უნდინე

გერმანია/საფრანგეთი, 2020; 90 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ქრისტიან პეცოლდი

დამდგმელი ოპერატორი: ჰანს ფრომი

მონტაჟი: ბეტინა ბოლერი

ხმა: ანდრეას მუკე-ნიესიტკა

პროდიუსერები: ფლორიან კოერნერ ფონ გუშტორფი, მაიკლ უებერი

აღმასრულებელი პროდიუსერი: ანტონ კაიზერი

თანაწარმოება: Les Films du Losange, პარიზი

როლებში: პაულა ბერი, ფრანც როგოვსკი, მარიამ ზარე, იაკობ მაჩენცი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1960 წელს ჰილდენში, გერმანიაში და1981 წლამდე სამშობლოში ცხოვრობდა. 1988-1994 წლებში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გერმანულსა და დრამას შეისწავლიდა, შემდეგ კი - კინემატოგრაფიას ბერლინის ფილმისა და ტელევიზიის აკადემიაში. 1995 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმი პირველად გადაიღო. 2000 წელს  ფილმი „ჩემი მდგომარეობა“ გერმანულ კინოდაჯილდოებაზე „ოქროთი“ დაჯილდოვდა. 2012 წელს ფილმისთვის „ბარბარა“, საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა. „უნდინე“ ბერლინალეს კონკურსზე წარდგენილი მისი მეხუთე ფილმია და „ტრანზიტის“ შემდეგ მეორე ნაშრომი, რომლისთვისაც პაულა ბერთან და ფრანც როგოვსკისთან ითანამშრომლა.

 

სინოფსისი

უნდინე ბერლინში მცხოვრები გიდია. თუმცა როდესაც საყვარელი კაცი ტოვებს, ძველი მითი ცოცხლდება. უნდინემ მოღალატე კაცი უნდა მოკლას და წყალში დაბრუნდეს. 

 

see more

close

ცხოვრების საუკეთესო წლები

საფრანგეთი, 2019; 90 წთ. 

 

რეჟისორი: კლოდ ლელუში

სცენარის ავტორი: კლოდ ლელუში, ვალერი პერენი

დამდგმელი ოპერატორი: რობერტ ალაზრაკი

მონტაჟი: სტეფან მაზალეგი

მუსიკა: ფრანსის ლე, კალოჟერო

მონაწილეობენ: ჟან-ლუი ტრენტინიანი, ანუკ ემე, სუად ამიდუ, ანტუან სირე, მარიან დენიკური, მონიკა ბელუჩი, ტესს ლოვერნი, ვენსან ვინელი, ჟან-ივ კრესენვილი, ლორან პრუდომი

პროდიუსერები: სამუელ ადიდა, ვიქტორ ადიდა, კლოდ ლელუში

მწარმოებლები: Les Films 13, Davis Films, France 2 Cinéma

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

კლოდ ლელუში დაიბადა 1937 წლის 30 ოქტომბერს, პარიზში. ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც გამოირჩეოდა ფილმების განსაკუთრებული ვიზუალური სტილით. ჰქონდა უფრო მარტივი, უფრო პირდაპირი დამოკიდებულება თხრობის ხაზთან, ვიდრე მის კოლეგებს „ახალი ტალღიდან“. ლელუში პოპულარობით სარგებლობდა გაყიდვების ბოქსებში, მიუხედავად მისი ნამუშევრების კრიტიკისა.

მან სახელი 1966 წელს გაითქვა ფილმით „ქალი და მამაკაცი“. ფილმმა კანის ფესტივალის გრან პრი და 2 ოსკარი აიღო (საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე და ორიგინალური სცენარი). ლელუშის გამორჩეული ფილმების სიაშია მიუზიკლი ბოლერო (1981) და საბრალონი (1995), ვიქტორ ჰიუგოს რომანის ადაპტაცია. ფილმმა „წერილი“ ოქროს გლობუსი მოიპოვა ნომინაციაში საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე. ლელუში 21 საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებს მოღვაწობას და 2017 წელს მისი ფილმი „ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს“ გამოდის.

 

 სინოფსისი

მათ ერთმანეთი დიდი ხნის წინათ გაიცნეს. ქალი და მამაკაცი, რომელთა მძაფრმა, მოულოდნელმა და თითქმის მითიურმა სიყვარულის ისტორიამ, ამ გრძნობის ჩვენეულ აღქმაზე რევოლუცია მოახდინდა.

 დღეს კი ყოფილი მრბოლელი მეხსიერების დაკარგვის ზღვარზეა. მის დასახმარებლად ვაჟიშვილი იმ ქალს მოძებნის, რომელიც მამამ ვერ შეინარჩუნა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია.

ანნა ხელახლა შეხვდება ჟან-ლუის და ისტორია იქედან გრძელდება სადაც ბოლოს გაჩერდნენ...

 

see more

close

შარლატანი

ჩეხეთის რესპუბლიკა/ირლანდია/სლოვაკეთი/პოლონეთი, 2020; 118 წუთი.

 

რეჟისორი: აგნიეშკა ჰოლანდი

სცენარის ავტორი: მარეკ ეპშტაინი   

დამდგმელი ოპერატორი:  მარტინ შტრბა

მონტაჟი:  პაველ ჰრდლიჩკა 

ხმა: რადიმ ჰლადიკ უმცროსი   

მუსიკა: ანტონი კომასა-ლაზარკიევიჩი 

პროდიუსერები: შარკა ციმბალოვა, კევან ვან თომპსონი 

როლებში: ივან ტროიანი, იოსეფ ტროიანი, იურაი ლოი, იაროსლავა პოკორნა

მწარმოებელი კომპანიები: Marlene Film Production, Czech Anglo Productions, F&ME, Madants sp. z o.o., Furia Film, Czech Television, RTVS, Barrandov Studios, Studio Metrage

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1948 წელს ვარშავაში, პოლონეთში. პრაღაში კინოსკოლა FAMU დაამთავრდა და კარიერა ქშიშტოფ ზანუსისა და ანჟეი ვაიდას ასისტენტობით დაიწყო. ქშიშტოფ კიეშლოვსკისთან ტრილოგია „სამი ფერის“ სცენარზე მუშაობისას თანამშრომლობდა. 1981 წელს მისი ფილმი „ციებ-ცხელება“ ბერლინალეზე კონკურსის ფარგლებში აჩვენეს. ამავე წელს პარიზში გადასახლდა. მას შემდეგ ოცდაათზე მეტი ფილმი გადაიღო და მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის - „ოქროს გლობუსი“ და ბერლინალეს „ვერცხლის დათვი“. გარდა ამისა, ნომინირებული იყო „ბაფტასა“ და „ემიზე“. მისი ფილმები „წყვდიადი“, „ევროპა, ევროპა“ და „ბრაზიანი მოსავალი“ კინოაკადემიის (ოსკარის) ჯილდოზე იყო ნომინირებული. 

 

სინოფსისი

ფილმი ეფუძნება მკურნალი იან მიკოლასეკის ისტორიას, რომელმაც, პირად და საჯარო ცხოვრებაში არსებული უდიდესი დაბრკოლებების მიუხედავად, სიცოცხლე ავადმყოფებზე ზრუნვას მიუძღვნა. მე-19 და მე-20 საუკუნეების გასაყარზე დაბადებულმა მიკოლასეკმა, სხვადასხვა დაავადების განკურნებისთვის არატრადიციული მეთოდების გამოყენებით, სახელი გაითქვა და გამდიდრდა. მეორე მსოფლიო ომამდე ჩეხოსლოვაკიაში უკვე ცნობილი მკურნალი ნაცისტების ოკუპაციისა თუ კომუნისტების მმართელობის ქვეშაც თავის რეპუტაციას და სიმდიდრეს ინარჩუნებს. მისი უნარები ყველა რეჟიმს ადგება, სანაცვლოდ კი მფარველობას იღებს. რამდენად მაღალი იქნება ამ სტატუსის შენარჩუნების საფასური, როდესაც წყობა შეიცვლება?


 

see more

close

BIAFF 2020 - ქართული პანორამა

თორმეტი გაკვეთილი

საქართველო, 2019, 74 წთ. 

 

რეჟისორი: გიორგი მრევლიშვილი

სცენარი: გიორგი მრევლიშვილი

მუსიკა: ნინო ჯანჯღავა

მონტაჟი: გიორგი მრევლიშვილი

ხმა: დავით ხოსიტაშვილი

პროდიუსერი: ჯერემი გასკილი

მონაწილეობენ: ვალერიან კოტრიკაძე, ვაკო კოტრიკაძე

წარმოება: MAC Georgia

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ვალერიან კოტრიკაძე და მისი შვილიშვილი ვაკო დედაქალაქიდან სამასი კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ. ვაკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ვალერიანი კი ყოფილი სამხედროა, რომლისთვისაც წესრიგი და დისციპლინა უმთავრესია. ბაბუა ძალას არ იშურებს, რომ ვაკო დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ხელობა ისწავლოს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს.

 

ბიოგრაფია

გიორგი მრევლიშვილი  დაიბადა 1983 წელს თბილისში. 2006 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, ხოლო 2013 წელს ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ) მიიღო მაგისტრის ხარისხი კინოხელოვნებაში. გიორგი მრევლიშვილს გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ექსპერიმენტული ფილმი. ამჟამად მუშაობს წიგნზე დოკუმენტურ კინოში ექსპერიმენტული ხერხების გამოყენების შესახებ.

 

see more

close

შინდისი

საქართველო, 2019; 105 წთ. 

 

 

რეჟისორი: დიტო ცინცაძე

სცენარის ავტორი: ირაკლი სოლომანაშვილი

ოპერატორი : კონსტანტინე მინდია ესაძე

მონტაჟი: ლევან კუხაშვილი

სამხატვრო ხელმძღვანელი: თეო ბარამიძე

კოსტუმების დიზაინერი: ქეთევან კალანდაძე

მუსიკა: ზვიად მღებრი

ხმა: ბესო კაჭარავა

როლებში: გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე

წარმოება: 20 STEPS PRODUCTIONS , FREE MOVIE STUDIO

პროდიუსერები: ვლადიმერ კაჭარავა, ედმონდ მინაშვილი, კონსტანტინ ესაძე.

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

დიტო ცინცაძე  დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა რეჟისორებთან. 1984 წელს გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თეთრი ღამე" და მუშაობა დაიწყო დამოუკიდებელ კინოსტუდია "შვიდკაცაში". მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ზღვარზე" ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის ლეოპარდით" აღინიშნა 1993 წელს. 1996 წლიდან დიტო ცინცაძე გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. გერმანიაში გადაღებული მისი პირველი ფილმი "დაკარგული მკვლელები" კანის კინოფესტივალის სექციაში "განსაკუთრებული ხედვა" აჩვენეს 2000 წელს, ამავე წელს ფილმმა მოიპოვა გრან-პრი კოტბუსში, „ვერცხლის ალექსანდრე“ თესალონიკიში და „ვერცხლის პრომეთე“ თბილისში. მიმდევნო ფილმმა, „გასროლის შიში“, სან სებასტიანის კინოფესტივალზე „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა 2003 წელს. მისი უახლესი ფილმი, „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ წელს შანხაის კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: „ოქროს თასი - ჟიურის გრან-პრი“ (დიტო ცინცაძე) და „ოქროს თასი“ საუკეთესო მსახიობი  ქალისთვის (სალომე დემურია).

 

სინოფსისი

ფილმის სიუჟეტი ემყარება რეალურ მოვლენებს, რომლებიც მოხდა 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დროს. შინდისი არის ის ადგილი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქართველ სამხედროებს სამშვიდობო დერეფნის დაპირების შემდეგ. დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს   ადგილობრივები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებიან

 

see more

close

კახეთის მატარებელი

საქართველო, 2019; 44 წთ. 

 

რეჟისორი: ლალი კიკნაველიძე

სცენარი: ლალი კიკნაველიძე, არჩილ ქიქოძე, მიხო მოსულიშვილი

ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე

მხატვარი: მამუკა ესაძე

კოსტიუმები: ქეთი კალანდაძე

ხმა: ბესო კაჭარავა

პროდიუსერი: ლალი კიკნაველიძე, დათო კიკნაველიძე

მონაწილეობენ: მიშა გომიაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნიკა წერედიანი, გიორგი ბერიძე, მამუკა ჯავახიშვილი, ვაჟა ხუციშვილი, მამუკა თევზაძე, გიორგი გოგიშვილი

წარმოება: Production: Lira production Studios

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

პოლიციელები მამას დაღუპული შვილის მიერ ნაძარცვის შენახვას ედავებიან და სასტიკად სცემენ. ის ნაგავსაყრელზე მოდის გონს. მამა დანაშაულით დამძიმებული ცხოვრობს და თავს უფლებას არ აძლევს, რომ ყაჩაღი შვილი უყვარდეს. ერთხელ ის ფიროსმანის „კახეთის მატარებლის“ რეპროდუქციას ნახავს. მისთვის ფიროსმანის მხატვრობასთან შეხება უკან დაბრუნების, მონანიების, შვილისადმი სიყვარულის აღიარების შესაძლებლობა ხდება.

 

ბიოგრაფია

ლალი კიკნაველიძე   დაიბადა 1969 წელს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგის/სცენარისტის სპეციალობით, 2003 წელს – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.

 

see more

close

BIAFF - COVIDEO ფილმების კონკურსი

BIAFF "ჟიურის წევრების ფილმები"

შიდა ცეცხლი

რუსეთი, 2019; 106 წთ.

 

რეჟისორი: მიშა მარესკინი

ოპერატორი: მიხეილ კვირიკაძე

მუსიკა: არტემ ვასილიევი

მსახიობები: ანდრეი პანინი, მიხაილ პავლიკი, სოფია სინიცინა, იაკობ შამშინი, მარია სკურატოვა

პროდუსერი: ევგენი ტარლო

 

თრეილერის ნახვა

ბოგრაფია

მიშა მარესკინი დაიბადა ნიჟნი ნოვგოროდში, რუსეთში. 2003 წელს მან დაამთავრა ნიჟნი ნოვგოროდის თეატრალური სკოლა სპეციალობით თეატრის დრამის მსახიობი. 2008 წელს მან დაამთავრა სანკტ პეტერბურგის კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით კინოს რეჟისურა. 2011 წელს დაამთავრა სანკტ პეტერბურგის კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ხელოვნების კრიტიკოსი.

 

სინოფსისი

სანკტ პეტერბურგში გაგას, ყოფილი ნარკო ბარონის,  მდიდრულ აპარტამენტში, 4 უცხო ადამიანი ერთმანეთს ხვდება. სახლის პატრონი იგვიანებს, და ოთხეულს ისღა დარჩენიათ დასხდნენ და ისაუბრონ. პირველი ფულის სათხოვნელადაა მოსული, მეორე იარაღის, მესამე თავშესაფრისთვის, მეოთხე კი მესამეს მოსაკლავად. ერთ სიტყვას მეორესთან მივყავართ და ის რაც უწყინარი საუბრით დაიწყო, ყველაზე სუსტისთვის შეურაცხყოფითა და ჩხუბით გაგრძელდა. საქმე სისხლიანი გარჩევისკენ მიდის  

 

see more

close

ოქროს ძაფი

საქართველო, 2019,  90 წთ.  

 

რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე

სცენარი: ლანა ღოღობერიძე

ოპერატორი: გოგა დევდარიანი

მუსიკა: გია ყანჩელი

კოსტიუმები: ქეთი ალექსი-მესხიშვილი

მონტაჟი: სალომე ალექსი-მესხიშვილი, ელენე ასათიანი

პროდიუსერი: სალომე ალექსი-მესხიშვილი, კოკა ტოგონიძე

თანაპროდიუსერი: ჟან ლუი პადის

მონაწილეობენ: ნანა ჯორჯაძე. გურანდა გაბუნია. ზურა ყიფშიძე. დათო კვირცხალია. თემიკო ჭიჭინაძე. ნინო კირთაძე. მარიტა ბერიძე

წარმოება: 3003 Film Production  in co-production with: Manuel Cam

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

ფილმის მთავარი გმირი, 80 წელს მიტანებული ელენე, მწერალია. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოთხ კედელშია გამოკეტილი. ელენეს მყუდროება ირღვევა, როდესაც მათ სახლში მისი მძახალი, მირანდა, გადმოდის საცხოვრებლად. მირანდა ყოფილი საბჭოთა მაღალი რანგის ფუნქციონერია, რომელიც ალცჰაიმერით არის დაავადებული და რომელმაც ერთ დროს ელენეს წიგნი აკრძალა.

 

ბიოგრაფია 

ლანა ღოღობერიძე  დაიბადა 1928 წელს თბილისში. ქართველი კინორეჟისორი, მთარგმნელი, მწერალი და დიპლომატი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1958 წელს – კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1983–1988 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს. მისი ფილმები ნაჩვენები იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის, კანში, ბერლინში, ვენეციაში, ტოკიოში, სან-რემოში, ჟენევაში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს პოეზიის თარგმანების რამდენიმე კრებული.

 

see more

close

19

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...