საერთაშორისო კონკურსი - მხატვრული ფილმები

აფრენა

ირანი, 2017; 

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ეჰსან აბდიპური 

მსახიობები: მოსტაფა ზამანი, პეგაჰ აჰანგარანი, რეზა იაზდანი, სოგოლ ღალატიანი, ჰამზე მოღადამი, ღოლამ რეზა ფარაჯზადეჰი, რამტინ ბალეფი, ოროშ გოლაინი, ამირ მასუდ პანაჰი

ოპერატორი: საიდ ნიკზატი

მონტაჟი: სეპიდეჰ აბდოლვაჰაბი 

ხმის ოპერატორები: ჯაჰანგირ მირშეკარი, მეჰდი ებრაჰიმზადეჰი 

ხმის რეჟისორი: ჰოსინ აბასედღი 

ლაინ პოდიუსერი: სამირა ალაი

კომპოზიტორები: მოჰსენ შარიფიანი, ბაბაკ შაჰრაკი

სპეცეფექტები: შაჰაბოდინ ნაჯაფი    

პროდიუსერი: ტაჰურა აბოლღასემი

ფინანსური მხარდაჭერა: სადაზღვევო კომპანია „რაზი“, მაჰტაბ კერამატი, ტაჰურა აბოლღასემი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ეჰსან აბდიპურმა თეირანის უნივერსიტეტის კინოსა და თეატრის ფაკულტეტი სცენარის წერის სპეციალობით დაამთავრა. იგი შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორია: „იგავი 98“, „თანამებუნკერე“, „ტურისტი“. მანვე გადაიღო სრულმეტრაჟიანი „მარტო, მარტო, მარტო“  (2014), რომელმაც ეროვნული სულისა და ნებისყოფის სექციაში თერთმეტი ჯილდო მიიღო, ნომინირებული იყო „ფენიქსზე“ ფაჯრის რიგით 31-ე კინოფესტივალზე. ასევე, ფილმი ათზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და წინააღმდეგობის ფესტივალზე რეჟისურისთვის საპატიო ხსენება დაიმსახურა.   

 

სინოფსისი

ძველი მეგობრები იკრიბებიან და „სიმართლე ან მოქმედებას“ თამაშობენ. ის, რაც გართობითა და თავისუფლებისკენ ხელის გაწოდებით იწყება, დრამატული შედეგით სრულდება. 


 

see more

close

როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი „კუნძი“ მოხუცთა თავშესაფარში

რუსეთი, 2017; 90 წთ.

 

რეჟისორი: ალექსადერ ჰანტი

სცენარის ავტორი: ალექსეი ბოროდაჩევი

ოპერატორი: დანიილ ფომიჩევი

მონტაჟი: ნატალი შმიდტი

დამდგმელი მხატვარი: ასია დავიდოვა

პროდიუსერები: ფიოდორ პოპოვი, ვლადიმირ მალიშევი

საპროდიუსერო კომპანია: VGIK - Debut

როლებში: ევგენი ტკაჩუკი, ალექსეი სერებრიაკოვი, ანდრეი სმირნოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 

 

ალექსანდერ ჰანტი (დაიბადა 1985 წელს ხანტი-მანსიისკში, საბჭოთა კავშირში), რომლის ნამდვილი სახელია ალექსანდერ იევსეიევი, კინორეჟისურას კარენ შახნაზაროვთან სწავლობდა და გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა. პროფესიული ფსევდონიმი მისი მშობლიური ქალაქის მიხედვით დაირქვა. ჰანტის უჩვეულო ნიჭი სტუდენტობის დროს გამოვლინდა. მისმა იმდროინდელმა ეტიუდებმა:  „ოპერაში“ (V opere, 2011) და „ვახშამი“ (Uzhin, 2012) სტუდენტურ კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ამის შემდეგ თანაკურსელი ალექსეი ბოროდაჩევის ჯილდოს მფლობელი სცენარის მიხედვით სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მიანდეს. ჰანტის აღიარებას ის ფაქტი მოწმობს, რომ თავის ფილმში ცნობილი რუსი მსახიობი ალექსეი სერებრიაკოვი დააკავა. სადებიუტო ფილმის შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით, კანადაში მცხოვრებმა მსახიობმა ჰონორარზე უარი თქვა. 

 

სინოფსისი


ვიქტორი თავისუფალ დროს ბარებში სმასა და საეჭვო რეპუტაციის ქალებთან დროსტარებას უთმობს. იქ აკითხავს ცოლი, რომელიც არ უყვარს და იმ შვილის დედა, რომელიც არცერთს დაუგეგმავს. თვითონ ვიქტორი მამამ მიატოვა, ხოლო დედამ თავი მოიკლა. ამის მერე ბავშვი ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა. წლების მერე მამა ბრუნდება, რომელიც ახლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყოფილი პატიმარია. ვიქტორი ხვდება, რომ შეუძლია, მემკვიდრეობას ხელი გამოკრას - მამის ბინას. მოხუცთა თავშესაფარში ჩაბარებას ხელი ადგილზე უნდა მოეწეროს, უახლოესი თავშესაფარი კი ძალიან შორსაა. მოგზაურობის დროს ხეიბარი ძალების აღდგენას იწყებს. ამ დროს მათი ნამდვილი პრობლემები თავს იჩენს. მოდური საუნდტრეკებით გაფორმებული, ეს უჩვეულო მოგზაურობა საოცრად რეალისტურ რუსეთში ხდება. სიუჟეტი დახვეწილობისა და სატირის შეგრძნებას ტოვებს. თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მამის წარსულის შესახებ საიდუმლოები და ამ ორ კაცს შორის მსგავსებები ვლინდება. საინტერესო სიუჟეტის გარდა, ფილმი გამოირჩევა ამომავალი ვარსკვლავის, ევგენი ტკაჩუკის, ასევე ვარსკვლავების: ალექსეი სერებრიაკოვისა (ლევიათანი) და ანდრეი სმირნოვის (ელენა) სამსახიობო ოსტატობით.  


 

see more

close

ობსკურის კამერა

თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი 2016; 100 წთ.

 

რეჟისორი: იეშიმ უსტაოღლუ

სცენარის ავტორი: იეშიმ უსტაოღლუ 

ოპერატორი: მაიკლ ჰემონი

ხმის რეჟისორი: ბრუნო ტარიერი

მონტაჟი: მაინოლფ ზურჰორსტი

როლებში: ფუნდა ერიიგიტი, მეჰმეთ კურტულუსი, ოკან იალაბიკი, სერკან კესკინი, სემა პოირაზი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია 


თურქეთში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის რამდენიმე ჯილდოს მიღების შემდეგ იეშიმ უსტაოღლუმ 1994 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმი - „კვალი“ - გადაიღო. ფილმისთვის - „მოგზაურობა მზისკენ“ - (GÜNESE YOLCULUK) საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1999 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ამ ფილმმა ლურჯი ანგელოზის ჯილდო (საუკეთესო ევროპული ფილმი) და მშვიდობის პრემია დაიმსახურა. პოლიტიკური სისასტიკის მიუხედავად, ურყევი მეგობრობის შესახებ გადაღებულმა ფილმმა - „მოგზაურობა მზისკენ“ - სტამბოლის კინოფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. ასევე მიიღო FIPRESCI-სა და მაყურებლის ჯილდოები. რეჟისორის მესამე ფილმმა - „ღრუბლების მოლოდინში“, რომელიც 50 წლის მანძილზე საკუთარი ვინაობის შესახებ საიდუმლოს მატარებელი ქალის შესახებაა, სანდენსზე საერთაშორისო კინოშემოქმედთა ჯილდო მიიღო და რეჟისორის სახელი გაამყარა. თურქი რეჟისორის მეოთხე ფილმმა - „პანდორას ყუთი“, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული, მოხუცი ქალის შესახებ მოგვითხრობს, 2008 წელს სან-სებასტიანში საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციებში გაიმრჯვა. ასევე სხვა ფესტივალებზეც აღიარება მოიპოვა და რამდენიმე ქვეყნის კინოთეატრებშიც გამოვიდა. უსტაოღლუს  ფილმის -„არაფი - სადღაც შუაში“  (2012) პრემიერა 2012 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და აბუ-დაბის კინოფესტივალზე ჯილდოც მოიპოვა. 

 

სინოფსისი


ობსკურის კამერა ორი ქალის ფსიქოლოგიური ცეკვაა, რომლებსაც პიროვნული ჩამოყალიბების, განვითარების, შეყვარების, სიყვარულის ობიექტად ყოფნის, საკუთარი ნებით შერჩეული ურთიერთობის შენარჩუნების ბუნებრივი უფლებები ჩამოერთვათ. ამ ფსიქოლოგიური ჭრილობების სოციალური ფასი მთელ საზოგადოებაში ყველა დონეზე აირეკლება და მას შიგნიდან ანადგურებს.


 

see more

close

კიგალიში ჩიტები ჭიკჭიკებენ

პოლონეთი 2017; 113 წთ.


რეჟისორები: იოანა კოს-კრაუზე, კშიშტოფ კრაუზე

სცენარის ავტორები: იოანა კოს-კრაუზე, კშიშტოფ კრაუზე 

ოპერატორები: კშიშტოფ პტაკი, ჟოზეფინა გოცმანი, ვოიცეხ სტარონი

მონტაჟი: კატარჟინა ლესნიაკი

დამდგმელი მხატვრები: კლოდინ მურენცი, აგნიეშკა ზავადოვსკა 

პროდიუსერი: იოანა კოს-კრაუზე 

საპროდიუსერო კომპანია: KOSFILM Joanna Kos-Krauze

TVP S.A Telewizja Polska, Odra-Film, Narodowe Centrum Kultury, 

კოპროდუქცია: Studio A, Polish Film Institute

როლებში: იუვიტა ბუდნიკი, ელიანა უმუჰირი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

იოანა კოს-კრაუზე (დაბადებული 1972 წელს, ოლშტინში, პოლონეთში), რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, პოლონეთის რეჟისორთა გილდიის პრეზიდენტი, ევროპის და პოლონეთის კინოაკადემიების წევრი. კინემატოგრაფიაში პროფესიონალური გამოცდილება 90-იანი წლების შუა პერიოდში, გადამღებ ჯგუფთან მუშაობითა და მსახიობთა შერჩევის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ქმართან, პატივცემულ რეჟისორთან და სცენარისტთან, ერთად მუშაობამ კარიერული წინსვლა მოუტანა. 

კშიშტოფ კრაუზე (1953, ვარშავა – 2014, გროძისკ-კაზოვიეცკი, პოლონეთი). რეჟისურაში საერთაშორისო წარმატება (ბროლის გლობუსი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კრისტინა ფელდმანისთვის KVIFF-ზე 2005 წელს და ოქროს ჰიუგო ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე) მოუტანა ფილმმა - „ჩემი ნიკიფორი(2004), რომლის სცენარის თანაავტორი იოანაც არის. წყვილმა ასევე ერთად იმუშავა სხვა არანაკლებ წარმატებული ფილმების რეჟისურასა და სცენარზე: „მხსნელის მოედანი (Plac Zbawiciela, 2005 – ოქროს ლომი პოლონეთის კინოდაჯილდოებაზე გდინიაში, მონაწილეობდა 2007 წლის KVIFF-ში) და „პაპუშა (2013 – განსაკუთრებული ხსენება 2013 წლის KVIFF-ზე). 

 

სინოფსისი

 

ფილმში ვხედავთ პოლონელ ორნიტოლოგ ანას, რომელიც 1994 წელს აფრიკაში იმყოფება, სადაც რუანდას ჰუტუს უმრავლესობამ ტუტსების უფრო მცირერიცხოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო. ანა ადგილობრივი კოლეგის შვილის გადარჩენას ახერხებს,  რომლის მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და პოლონეთში მიჰყავს. ქალებს სიმშვიდის მოპოვებაში ხელის ტრავმა და ფიცხი ხასიათი უშლის. გარდა ამისა, კლოდინი მსხვერპლის როლის მორგებაზე უარს ამბობს. მოგვიანებით, როცა რუანდის ტომების მდგომარეობა უმჯობესდება, ახალგაზრდა ქალი სამშობლოში ბრუნდება. ანა მეცნიერულ კარიერაში წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს და კლოდინს აფრიკაში მიჰყვება, სადაც გოგონას მიერ ძველი ცხოვრების კვალისა და საყვარელი ადამიანების საფლავების ძიებას აკვირდება. ყველგან, სადაც მიდის, კლოდინი ხედავს, რომ გადარჩენილები დანაკარგთან შეგუებას ცდილობენ. 1996 წელს ძალაუფლება ტუტსების ხელშია, თუმცა მშვიდობა არასტაბილურია და თითქმის საყოველთაო სიღარიბე ბოროტებას კვებავს. 

თავიდან ფილმზე კშიშტოფ კრაუზეც მუშაობდა, ხოლო რეჟისორის სიკვდილის შემდეგ კი იგი მისმა ცოლმა და დიდი ხნის პარტნიორმა, იოანა კოს-კრაუზემ, დაასრულა. 


 

see more

close

დედე

საქართველო/კატარი/ირლანდია/ჰოლანდია/ხორვატია 2017; 97 წთ.

 


რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი

 

სცენარის ავტორები: მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა, ირაკლი სოლომანაშვილი

 

ოპერატორი: ონსტანტინე მინდია ესაძე

 

კომპოზიტორები: თაკო ჟორდანია, მათე ჩამგელიანი 

 

მონტაჟი: ლევან კუხაშილი

 

დამდგმელი მხატვარი: მამუკა ესაძე

 

პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა

 

საპროდიუსერო კომპანია: 20 Steps Productions

 

კოპროდუქცია: Film and Music Entertainment (სემ ტეილორი, მაიკ დაუნი), MP Film Production (იგორ . ნოლა), Montauk Film Production; Jaja Film Productions-თან (ქონრად ალებლასი, ჯამილა ვან დე ჰულსტი), Dutch Film Club-თან თანამშრომლობით; Doha Film Institute-ის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

 

როლებში: გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე, ნუკრი ხაჭვანი, სპარტაკ ფარჯიანი, სოფია ჩარკვიანი, მოსე ხაჭვანი

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


სცენარისტი და რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულში, სვანეთში, დაიბადა. კინორეჟისურას შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში დაეუფლა. მის ნაშრომებს შორის არაერთი დოკუმენტური ფილმია, მაგალითად: „ვერძობა (2006), „ფანჯრის მიღმა (2007), „ლიჩანიში, კვირიკობა (2009). 2013 წელს მოკლემეტრაჟიანი „დინოლა“  გადაიღო, რომელმაც ევროპულ კინოფესტივალებზე 18 ჯილდო მიიღო და კანის კინოფესტივალზე La Fabrique des Cinémas du Monde-ისთვის შეირჩა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებულმა ამ ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია: 30-ზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს და 2014 წელს ევროპულ კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ხუთეულში მოხვდა. „დინოლასნახვის შემდეგ სანდენსის ინსტიტუტმა ხაჭვანი და სცენარისტ-პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა 2015 წლის სცენარისტთა ლაბორატორიაზე დასასწრებად მიიწვია. ცნობილი კინოშემოქმედთა მხრიდან, რომელთა შორის ტობიას ლინდჰოლმი და ქეთრინ ჰარდვიკიც არიან, მიღებული დახმარებისა და შთაგონების შედეგად, „დინოლასრულმეტრაჟიან „დედედგადაკეთდა, რომლის პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.   

 

სინოფსისი

 

1999 წელია. ახალგაზრდა დინა შორეულ სოფელში გაიზარდა, სადაც ცხოვრებას საუკუნოვანი ტრადიციები მკაცრად განაგებს. დინას ბაბუა დათოს დაჰპირდა, რომ თავის შვილიშვილს მიათხოვებდა. დათო ომიდან ბრუნდება და მასთან ერთად თანამებრძოლი, სიმპათიური გეგი ჩამოდის. დინას გეგი უყვარდება. შესაძლებელია თუ არა ოჯახის მიერ დადგენილი წესების დარღვევა? და თუ ასეა, ადამიანმა ამისთვის რა საფასური უნდა გაიღოს?


 

see more

close

მეტი

თურქეთი,  2017; 115 წთ.

 

რეჟისორი: ონურ საილაქი

სცენარის ავტორები: ჰაქან გიუნდაი, ონურ საილაქი, დოღუ იაშარი 

ოპერატორი: ფეზა ჩალდირანი

კომპოზიტორი: უიგურ იგითი

მონტაჟი: ალი აგა

დამდგმელი მხატვარი: დილექ აიაზთუნა, აიქუთ აიაზთუნა

პროდიუსერი: ქერემ ჩათაი

საპროდიუსერო კომპანია: Ay Yapim

კოპროდუქცია: b.i.t. arts

როლებში: ჰაიათ ვან ექი, აჰმეთ მიუმთაზ თაილანი, თურგუთ თუნჩალპი, თანქუთ ილდისი, თუბა ბიუიუქიუსთიუნი 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ონურ საილაქი (დაიბადა 1977 წელს ანკარაში) თურქი მსახიობი და რეჟისორია. ფიზიკისა და საჯარო ადმინისტრირების შესწავლის შემდეგ ანკარის ბილქენთის უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაში სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა. სამსახიობო დებიუტი ჰქონდა ფილმში  შემოდგომა (Sonbahar, 2008, რეჟისორი -  ოზჯან ალპერი), რომლის პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და ამ ნამუშევარმა საერთაშორისო წარმატებაც მოიპოვა. საილაქმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი  „ჯუნგლი (Orman, 2015), რომელიც პირველად ნიუ-იორკში, Anthology Film Archives-ში აჩვენეს.  მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია მეტი.

 

სინოფსისი


თოთხმეტი წლის გაზა ეგეოსის ზღვის პირას მდებარე პატარა ქალაქში მამასთან, აჰადთან, ერთად ცხოვრობს. გონიერ ახალგაზრდას სწრაფად ათვისების უნარი აქვს და სტამბოლის პრესტიჟულ სასწავლებელში ჩაბარება უნდა.  თუმცა აჰადი, რომელსაც რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვებით იცნობენ, შვილის მომავალს განსხვავებულად ხედავს. მამა გაზას თავის მეორე საქმეში - შუა აღმოსავლეთიდან ლტოლვილების შემოპარვაში - დახმარებას აიძულებს. დესპოტი და უსინდისო აჰადი ლტოლვილთა ჯგუფებს დამამცირებელ პირობებში ამყოფებს, სანამ მათი გაგზავნის დრო მოვა. ამ საქმეში მიღებულ გამოცდილებას ნელ-ნელა გაზას უზიარებს. შესაძლებელია თუ არა ასეთ გარემოებებში უდანაშაულობის შენარჩუნება? 

ფილმი „მეტითურქი მსახიობის, ონურ საილაქის, პირველი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ჰაქან გიუნდაის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. მძიმე პირობებში მცხოვრები, მოზარდი ბიჭის გარდაქმნის ეს სიღრმისეული, ფსიქოლოგიური კვლევა თანამედროვე სამყაროს ბნელ მხარეებს წარმოაჩენს.  

 

see more

close

უწყინარი არსება

საფრანგეთი/გერმანია/ჰოლანდია/ლიტვა/უკრაინა/რუსეთი 2017; 143 წთ.

 

რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა 

სცენარის ავტორი: სერგეი ლოზნიცა

ოპერატორი: ოლეგ მუტუ

ხმა: ვლადიმირ გოლოვნიცკი 

მონტაჟი: დანიელიუს კოკანაუსკისი 

მსახიობები: ვასილინა მაკოვცევა, მარინა კლეშჩევა, ლია ახეჯაკოვა, ვალერიუ ანდრიუცე, ბორის კამორზინი, სერგეი კოლესოვი 

საპროდიუსერო კომპანია: Slot Machine, ARTE France Cinéma, Looks Filmproduktionen Gmbh, Studio Uljana Kim, Wild at Art, Graniet Film, Solar Media Entertainment, GP Cinema Company (რუსეთი)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

სერგეი ლოზნიცა (დაიბადა 1964 წელს, ბარანოვიჩიში, ბელარუსში) მათემატიკას შეისწავლიდა, შემდეგ კი, 1990-იან წლებში, კინოსკოლაში ჩააბარა. პირველივე არტისტულად შექმნილმა დოკუმენტურმა ფილმებმა ევროპის ელიტურ რეჟისორებს შორის ადგილი დაუმკვიდრა. მისი ღრმა შინაარსის მქონე ფილმები, რომლებსაც KVIFF-ზე ხშირად აჩვენებენ, ოსტატურად და ზუსტად ასახავს რუსული პეიზაჟის ნამდვილ არსს („პეიზაჟი, 2003), სტაგნაციასა („მატარებლის გაჩერება, 2000) და სხვაგან არსებულ, არქეტიპულ, ინდუსტრიულ ოპერაციებს (ქარხანა, 2004). ლოზნიცას დოკუმენტური ფილმები თანამედროვე მოვლენებსაც ასახავს („მაიდანი, 2014) და რუსეთის ისტორიის საკვანძო ეპიზოდებსაც („ბლოკადა, 2006; „მოვლენა, 2015). რეჟისორმა პირველი მხატვრული ფილმი 2010 წელს გადაიღო. მისი უახლესი ნაშრომი, „უწყინარი არსება (2017), ისევე როგორც წინა ორი ფილმი, „ჩემი სიხარული (2010) და „ნისლში (2012), კანის მთავარი კონკურსის ფარგლებში აჩვენეს.

 

სინოფსისი


ერთ დღეს ქალი ამანათს იღებს, რომელიც პატიმარ ქმარს გარკვეული ხნის წინ თვითონ გაუგზავნა. დაბნეული და ძალიან შეწუხებული ქალი ინფორმაციის მისაღებად რუსეთის შორეულ რეგიონში მდებარე ციხეში მიდის.  ასე იწყება დამცირებითა და ძალადობით სავსე ისტორია, რომელიც შეუვალი ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ აბსურდულ ბრძოლას ეხება.   

 

see more

close

წვეულება

დიდი ბრიტანეთი, 2017; 71 წთ.

 

რეჟისორი: სალი პოტერი

სცენარის ავტორი: სალი პოტერი

პროდიუსერები: ქრისტოფერ შეპარდი, კურბან კასამი

აღმასრულებელი პროდიუსერები: რობერტ ჰალმი უმცროსი, ჯიმ რივი,  ჯონ გივა-ამუ

როლებში: პატრიშა ქლარკსონი, ბრუნო განცი, ჩერი ჯონსი, ემილი მორტიმერი, ქილიან მერფი, კრისტინ სკოტ თომასი, ტიმოთი სპოლი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


სალი პოტერი ცნობილია ინოვაციური ფორმითა და რისკიანი თემებით. ჩვენი დროის ბევრ გამოჩენილ კინომსახიობთან ერთად უმუშავია. მის ფილმებს მიღებული აქვს ორმოცზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, ამერიკისა და ბრიტანული კინოაკადემიების ნომინაციები. მისი ნამუშევრების სრული რეტროსპექტივა ნაჩვენებია ლონდონის BFI Southbank-ში, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და მადრიდის Cinematheque-ში. 2012 წელს OBE მიიღო. პოტერის წიგნი - „შიშველი კინემატოგრაფია - მსახიობებთან მუშაობა“,  2014 წელს გამოიცა. 

 

სინოფსისი


ჯენეტი ჩრდილოვანი კაბინეტის მინისტრად დაინიშნა, რაც მის პოლიტიკურ კარიერაში დიდი მიღწევაა. ის და მისი ქმარი ამ მოვლენის აღნიშვნას რამდენიმე მეგობართან ერთად გეგმავენ. სტუმრები ლონდონში, მათ სახლში, იკრიბებიან, მაგრამ წვეულება მოულოდნელი მიმართულებით წარიმართება, როდესაც ბილი ჯენეტისა და სხვა დამსწრეებისთვის გამაოგნებელ ინფორმაციას აჟღერებს. სიყვარული, მეგობრობა, პოლიტიკური მიდრეკილებები და მთელი ცხოვრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ნატიფი, ლიბერალურ-მემარცხენე ზედაპირის ქვეშ ხალხს სისხლი უდუღს. კამათი მძიმე არტილერიის (პირდაპირი გაგებითაც) ჩართვით ვითარდება.

see more

close

პატიოსანი კაცი

ირანი 2017; 117 წთ.

 

რეჟისორი: მოჰამად რასულოფი

სცენარის ავტორი: მოჰამად რასულოფი 

ოპერატორი: აშკან აშკანი 

მონტაჟი: მოჰამადრეზა მუინი, მეისამ მუინი 

ხმის რეჟისორი: ალირეზა ალავიანი 

კომპოზიტორი: პეიმან იაზდანიანი 

როლებში: რეზა ახლაღირადი, სოუდაბეჰ ბეიზაე 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მოჰამად რასულოფი არაერთი ჯილდოს მფლობელი დამოუკიდებელი რეჟისორია, რომელიც 1972 წელს შირაზში, ირანში, დაიბადა. შირაზის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ხარისხი მოიპოვა, ხოლო თეირანის სურეჰის ინსტიტუტში კინომონტაჟი შეისწავლა. მისმა ფილმმა „ნახვამდის(2011) კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და კანის კინოფესტივალზე  Un Certain Regard - სარეჟისორო ჯილდო მოიპოვა. მოჰამად რასულოფი, ასევე, ცნობილია მხატვრული ფილმით „ბინდი“  (Gagooman) (2002), რომელმაც კრისტალ სიმურგის ჯილდო მიიღო და დოკუმენტური ფილმით „პირქარი (Baad-e-daboor) (2008). 2010 წელს რეჟისორი უნებართვოდ წარმოებული გადაღების გამო დააპატიმრეს და გირაოთი გაათავისუფლეს. ირანში მისი ერთი ფილმიც არ გამოსულა.  

 

 

სინოფსისი


ქალაქის ქაოსისგან გაქცეული რეზა (35), ცოლთან და ერთადერთ ვაჟთან ერთად, ჩრდილოეთ ირანის შორეულ სოფელში მარტივ ცხოვრებას ეწევა და დღეებს ოქროს თევზის ფერმაში მუშაობაში ატარებს. შორიახლოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირების მქონე კერძო კომპანია რეგიონული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გაბატონდა. მისმა მეწილეებმა სიმდიდრე, გავლენა და ეკონომიკური ბერკეტები ხელში ჩაიგდეს, რის შემდეგაც ადგილობრივ ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს, კომპანიის გავლენიანი ქსელისა და მისი მონოპოლიის სასარგებლოდ, მათი საკუთრების, ფერმებისა თუ სხვა უძრავი ქონების, გაყიდვას აიძულებენ. ამ ზეწოლის ქვეშ მოქცეულმა სოფლის ბევრმა მკვიდრმა კორუფციის ფართო ქსელში ადგილობრივი დაჯგუფებები შექმნა.  


 

see more

close

იუპიტერის მთვარე

უნგრეთი/გერმანია, 2017; 123 წთ.

  

რეჟისორი: კორნელ მუნდრუცო

სცენარის ავტორი: კატა ვებერი

ოპერატორი: მარსელ რევი

კომპოზიტორი: ჯედ კურზელი 

მონტაჟი: დავიდ იანჩო

დამდგმელი მხატვარი: მარტონ აგი 

პროდიუსერები: ვიქტორია პატრანი, ვიოლა ფიუგენი, მაიკლ ვებერი, მიშელ მერკტი  

საპროდიუსერო კომპანია: Proton Cinema

კოპროდუქცია: Match Factory Productions, KNM, ZDF, Arte, Chimney 

როლებში: მერაბ ნინიძე, ჟომბორ იეგერი, მონი ბალსაი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კორნელ მუნდრუცო (დაიბადა 1975 წელს გიოდიოლიოში, უნგრეთში) ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ხელოვნებასა და რეჟისურას სწავლობდა.  საერთაშორისო ყურადღება მიიქცია მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დღე დღის შემდეგ (2001), „პატარა აპოკრიფი #1“  (2002), „ავტობუსი მოვიდა (სეგმენტი „ჟანა დარკი ღამის ავტობუსში, 2003), „პატარა აპოკრიფი #2 (2004) და „დაკარგული და ნაპოვნიხანმოკლე დუმილი (2005). მისი სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი ფილმი „სასიამოვნო დღეები (2002) ლოკარნოზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. მუნდრუცოს მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც კანში Un Certain Regard-ის ფარგლებში აჩვენეს, ჟანა დარკის ისტორიის ადაპტაციაა, სახელწოდებით „იოჰანა(2005). მისი მესამე ფილმი „დელტა (2008), უნგრეთის კინოკვირეულზე საუკეთესო ფილმად დასახელდა. მომდევნო ფილმებით კანში მუდმივი ადგილი დაიმკვიდრა: „ნაზი ვაჟი: პროექტი ფრანკენშტეინი(2010), „თეთრი ღმერთი (2014), და „იუპიტერის მთვარე“ (2017). კარლოვი-ვარის მაყურებლებს, სადაც 2005 წელს მუნდრუცო ჟიურის წევრი იყო, „სასიამოვნო დღეები და „დელტა ნანახი“ ჰქონდათ. 

  

სინოფსისი


სირიელი ლტოლვილის, არიანის მიერ უნგრეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ავბედით ჩანაფიქრად იქცვა. ინციდენტის დროს პოლიციელები ესვრიან და რამდენიმე ჭრილობას აყენებენ, თუმცა შედეგი ყველასთვის მოულოდნელია: ახალგაზრდა კაცი ლევიტაციის უნარს იძენს. ეს ახალი უნარი მის გარშემო უამრავ უბედურებას იწვევს. პირადი და სისტემური კორუფცია, რწმენის დაკარგვა და ფულის მუდმივი ნაკლებობა  გადაღლილ პოლიციელ ლასლოსა და კორუმპირებულ დოქტორ სტერნს ექსტრემალური სიტუაციებისკენ უბიძგებს, სადაც გულუბრყვილო არიანსაც ითრევენ.  

„კინოენის საშუალებით იმ ქაოსის, დაძაბულობისა და წნეხის ასახვა მინდოდა, რომელსაც  ბუდაპეშტში ყოველდღე ვგრძნობ...   მოდუნება წამითაც დაუშვებელი იყო,“ ამბობს რეჟისორი კორნელ მუდრუცო თავისი შთამბეჭდავი ნამუშევრის შესახებ, რომელიც თანამედროვე ევროპაში არსებულ, მძიმე მდგომარეობას არა მარტო სიუჟეტის, არამედ ჟანრთა სტილისტური ნაზავითაც წარმოგვიდგენს.  

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - დოკუმენტური ფილმები

განთავისუფლების დღე

ნორვეგია/ლატვია, 2016; 98 წთ.

 

რეჟისორი: უგის ოლტე, მორტენ ტრაავიკი

სცენარის ავტორი: უგის ოლტე, მორტენ ტრაავიკი

როლებში: მილან ფრასი, მინა შპილერი, იანეც გაბრიჩი, ლუკა იამნიკი, როკ ლოპატიჩი, ივან ნოვაკი

პროდიუსერი: უგის ოლტე, მორტენ ტრაავიკი

ოპერატორი: სვენ-ერლინგ ბრუსლეტო, ვალდის ჩელმინში

მონტაჟი:  უგის ოლტე, გატის ბელოგრუდოვსი

საპროდიუსერო კოპანია: Vfs Films (vides FilmuStudija)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

უგის ოლტე

რეჟისორი და პროდიუსერი - უგის ოლტე - 1981 წელს დაიბადა ლატვიაში. უგისმა კარიერა ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში - “Vides Fakti“ - დაიწყო, რომელიც ლატვიის წამყვან ტელეარხზე გადიოდა და უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა. 2001 წლიდან უგის ოლტე ქმნის ფილმებს. მუშაობს, როგორც ხმის რეჟისორი და მემონტაჟე.

მორტენ ტრაავიკი

მორტენ ტრაავიკი ნორვეგიელი რეჟისორი და ხელოვანია, რომელიც მხატვრული ჟანრების ფართო სპექტრზე საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს. მისი სილამაზის კონკურსები ნაღმისგან გადარჩენილებისთვის - მის ნაღმი ანგოლა (2008) და მის ნაღმი კამბოჯა (2009) - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და განხილვის საგანი გახდა. 

ტრაავიკი ასევე ცნობილია ჩრდილოეთ კორეის ხელოვანებთან თუ კულტურის სხვა წარმომადგენლებთან სკანდალური თანამშრომლობით და ამ ქვეყნის კულტურული საქმეების რწმუნებულის როლის შეთავსებით. 2015 წლის აგვისტოში ისევ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როცა ყოფილი იუგოსლავიის ინდუსტრიული ჯგუფის, „ლაიბახის“ ჩაყვანით, ჩრდილოეთ კორეას ალტერნატიული როკენროლი გააცნო.

 

სინოფსისი


ერთ მშვენიერ დღეს ჩრდილოეთ კორეას როკ ჯგუფი ეწვევა და  სამყაროც თითქოს სახეცვლილებას განიცდის. 2015 წელს, იაპონიის კოლონისტური პოლიტიკიგან გათავისუფლების 70 წლისთავზე სლოვენიური კულტ ბენდი „ლაიბახი“ ქ. პიონგინგში კონცერტს მართავს, რომელზეც ცნობილ ქავერებს, მათ შორის ბიტლზის ჰიტებსაც ასრულებენ. ამ ისტორიულ ღონისძიებას, რომელიც კორეის განთავისუფლების დღეს ჩატარდა სლავა ჟიჟეკმა „21-ე საუკუნის ყველაზე გასაოცარი კულტურული, იდეოლოგიური და პოლიტიკური ღონისძიება“ უწოდა. როგორც ჯორჯ ორუელი იტყოდა „ნებისმიერი ხელოვნება პროპაგანდაა“ და „ლაიბახიც“ იმის დასტურია, რომ ნებისმიერი პროპაგანდა ხელოვნებაა.

see more

close

დიქსილენდი

უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016; 60 წთ.


რეჟისორი: რომან ბონდარჩუკი 

სცენარის ავტორი: დარია ავერჩენკო 

ოპერატორები: ანდრეი ლისეცკი, რომან ბონდარჩუკი

პროდიუსერები: ილონა  ბიჩევსკა,  სიმონ ბაუმანი, დარია ავერჩენკო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


რომანი არაერთი ჯილდოს მფლობელი, დოკუმენტალისტი რეჟისორია. ასევე, უკრაინის ეროვნული კინოკავშირის წევრი და ადამიანის უფლებათა დოკუმენტური კინოფესტივალის Docudays UA-ს მხატვრული დირექტორია. პირველი წიგნი 13 წლის ასაკში გამოსცა და მას შემდეგ ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა.  მის ნაშრომებს შორისაა არაერთი ნოველა, მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი და მუსიკალური ვიდეო. რომანი ფოტოგრაფიულ და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებშიც მონაწილეობდა. ამჟამად მუშაობს მხატვრულ ფილმზე ვულკანი. 


სინოფსისი


შავი ზღვის ტალღები ნავმისადგომს ეხეთქება. მზე ანათებს და ცა მოწმენდილია. საბავშვო ორკესტრი დიქსილენდი მარშს უკრავს. მასწავლებელი უსმენს. ერთი შეხედვით, ბედნიერება მარადიულია, თუმცა გაზრდა გარდაუვალია. მოულოდნელად ირკვევა, რომ მასწავლებელი მოკვდავია, შენს მეგობრებს კი სამომავლოდ საკუთარი გეგმები აქვთ. მედლები და ორკესტრის ინსტრუმენტები მზეზე ელვარებს, მაგრამ თითოეულ ბავშვს საკუთარი ბედისწერა აქვს - მუსიკითა თუ მუსიკის გარეშე.   

 

see more

close

ჩემი გარეუბნის ისტორიები

თურქეთი, 2017; 78 წთ. 

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: იუნუს ოზან ქორქუთი

ოპერატორი: იუნუს ოზან ქორქუთი 

მონტაჟი: ოზქან ვარდარი

კომპოზიტორი: ბიჯენ რაჰიმი 

პროდიუსერები: იუნუს ოზან ქორქუთი, ორჰან ქაჰრამანი 

კოპროდიუსერები: ბაღიშ ერთენი, ჰალილ უნლუესერი 

ლაინ პროდიუსერი: ოქან უზეი

საპროდიუსერო კომპანიები: Kalavara Film, Film Icabı

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


იუნუს ოზან ქორქუთი (1988, თურქეთი) ადანაში დაიბადა, ამჟამად კი სტამბოლში ცხოვრობს და რეჟისორად მუშაობს. ქორქუთმა ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის - „მუალა (2015), რომელიც იტალიაში დაჯილდოვდა. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი, ფსევდოდოკუმენტური ფილმია „ჩემი გარეუბნის ისტორიები“. ამჟამად სრულმეტრაჟიანი, მხატვრული ფილმის პროექტზე მუშაობს.   

 

სინოფსისი


გარეუბანი ჯეიჰანში, ადანაში... შავ-ბნელი ისტორიების, წყევლის, სიღარიბისა და უუნარობის უმარტივესი და ყველაზე რეალისტური გადმოცემა... ეს ქალაქი ცნობილია სიცხით, ნაყოფიერი მიწებით, მაგარი ტიპებით, ქაბაბით, რისხვითა და კაცურობით. ადანას შესახებ სათქმელი ყველას აქვს. ახლა გარეუბნელების ჯერია, უჩვეულო ისტორიები გულახდილად და შელამაზების გარეშე მოყვნენ. მთელი გადასაღები მოედანი ჯეიჰანში მდებარეობს, სადაც რეჟისორი დაიბადა და გაიზარდა. ფილმი ადგილობრივი პერსონაჟების წარმოჩენას ემსახურება და იქაური პოპულარული კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლებად მიჩნეულ ხალხს ფართო კადრით გვაჩვენებს. კანონთან შექმნილი პრობლემებისა და შავი იუმორის გამო მათ სახელი აქვთ გატეხილი. ფილმი ქალაქის გარეუბნის სოციალურ-კულტურულ ფაქტურას ოცდაერთი პერსონაჟის საშუალებით წარმოგვიდგენს.   

 

see more

close

ცოცხლად გადარჩენის მეთოდი

ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

 

რეჟისორი: არნო ჰაგერსი, ერიკ ლისჰუტი, რანიერ ვან ბრუმელენი

ოპერატორი: რანიერ ვან ბრუმელენი

სცენარის ავტორი: ერიკ ლისჰუტი

მუსიკა: იჯი პოპი

როლებში: მიშელ უელბეკი, იჯი პოპი

პროდიუსერი: კურტ დავიდი, მარკ თელოსენი

პროდუქცია: SeriousFilm, At-Production

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

დოკუმენტური ფილმი მიშელ უელბეკის რეალურ პერსონაჟებსა და მათ ისტორიებზე მოგვითხრობს. იჯი პოპი უელბეკის მანიფესტის - „ცოცხლად გადარჩენის მეთოდი“ - კითხვით ერთვება ფილმში. წიგნში მისი ადამიანური და არტისტული მხარეებია ნაჩვენები. როგორ ხდება, რომ ახალგაზრდა პოეტისთვის განკუთვნილი რჩევა, მასაც ასე ძლიერად ეხება. მის მიერ წარმოთქმული ტექსტი პასუხის ძიების გზასაც მოიცავს. ბოლოს იჯი პოპი უელბეკს ხვდება, როგორც წიგნის ერთერთ პერსონაჟს. ისინი ერთმანეთს უელბეკის  დიდი ბაბუის სახლში ხვდებიან, საუბრობენ ერთმანეთის შემოქმედებასა და იმ დროინდელ გატაცებებზე. 

 

see more

close

მზის ქალაქი

საქართველო/აშშ/კატარი/ჰოლანდია 2017; 104 წთ.

 

რეჟისორი: რატი ონელი

სცენარი ავტორი: დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი

ოპერატორი: არსენი ხაჩატურიანი

მონტაჟი: რამირო სუარეზი

ხმის რეჟისორი: ანდრეი დერგაჩევი, სონია მატროსოვა, ალექსეი კობზარი

პროდიუსერი: დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი, ჯიმ სტარკი

პროდუქცია: Office of Film Architecture

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


რატი ონელი 1977 წელს დაიბადა თბილისში. 1994-2000 წლებში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიას. 1999-2014 წლებში ცხოვრობდა ნიუ-იორკში. 2005 წელს მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ხოლო 2011 წელს - ასევე მაგისტრის ხარისხი, საერთაშორისო მედიის განხრით. 2011 წელს გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თეო“. 2013 წლიდან სადოქტორო კურსს გადის შვეიცარიაში. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში. მუშაობს პროდიუსერადაც. „მზის ქალაქი“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს ფორუმზე იქნა ნაჩვენები.

 

სინოფსისი


ფილმის მოქმედება ხდება ჭიათურაში, რომელიც ერთ დროს წარამტებული სამთო ქალაქი იყო და მანგანუმის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებდა საბჭოთა კავშირში.
„მზის ქალაქი“ პოსტ-აპოკალიფსური აჩრდილების ქალაქის და მისი მაცხოვრებლების ერთგვარი სიურეალისტური ხედვაა. პერსონაჟების ცხოვრება, ოცნებები და ბედისწერა ერთდროს "დიდებული" საბჭოთა არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევების ნანგრევების ფონზე ვითარდება ნახევრად მიტოვებულ სამთო ქალაქ ჭიათურაში.
მუსიკის მასწავლებელი ცდილობს ახალი ცხოვრება შექმნას თავისთვის და თავისი ოჯახისთვის; მაღაროელი (წარსულში მსახიობი) ვერ აკეთებს არჩევანს - თავის მისწრაფებას (თეატრი) და საარსებო ფინანსებს (მაღაროში მუშაობა) შორის; და ორი ჩემპიონი ათლეტი, რომლებსაც არ აქვთ სათანდო კვება, აგრძელებს სირბილს გადარჩენისთვის.

 

see more

close

ბურმის ზღაპრების კრებული

ჰოლანდია/ნორვეგია  2017; 81  წთ.

 

რეჟისორი: პეტრ ლომი

ოპერატორი: პეტრ ლომი

სცენარის ავტორი: კორინ ვან ეგერაატი, პეტრ ლომი

მონტაჟი: პეტრ ლომი, დორით ვინკენი, სტეფან კამპი 

მუსიკალური გაფორმება: Biosphere

პროდიუსერი: კორინ ვან ეგერაატი

კოპროდიუსერები: IKONdocs and JAB Films Norway

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

პეტრ ლომი 1968 წელს დაიბადა პრაღაში. გაიზარდა კანადაში. ამჟამად ჰოლანდიელ მეუღლესთან (კორინ ვან ეგერაატი) ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს. ჰარვარდის უნივერსიტეტში მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკური ფილოსოფიის მიმართულებით. ჯორჯ სოროსის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ასწავლიდა ადამიანის უფლებებსა და ფილოსოფიას. 2013 წლიდან არის დამოუკიდებელი რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც იღებს დოკუმენტურ ფილმებს ადამიანის უფლებების შესახებ. მისი ფილმები ნაჩვენებია 30-ზე მეტ ქვეყანაში და 250-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის, სანდენსსა და ბერლინალეზე. მისი ცნობილი ფილმებია: „ქალის მოტაცება ყირგიზეთში“ (2004), „ბეწვის ხიდზე“ (2007), „წერილები პრეზიდენტს“ (2009), „დაბრუნება მოედანზე“ (2012), „ანა ანა“ (მე ვარ მე არაბ.- 2013), „ბურმული ზღაპრები (2017). 


კორინ ვან ეგერაატი 1966 წელს დაიბადა ჰოლანდიაში. იგი დამოუკიდებელი რეჟისორი და პროდიუსერია. მუშაობდა თეატრში. ამჟამად დაკავებულია პროექტებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. 2011-2012 წლებში იმუშავა ავტობიოგრაფიულ ვიდეო პროექტზე, რომელშიც მონაწილე ახალგაზრდა ეგვიპტელი ხელოვანები თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ. საბოლოოდ ეს პროექტი სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად ჩამოყალიბდა -  „ანა ანა“ („მე ვარ მე“ არაბულად), რომელიც 2014 წელს ამსტერდამის კინოფესტივალზე ნომინირებული იყო საუკეთესოთა შორის და ჰოლანდიაში აჩვენებდნენ კინოშიც.

 

სინოფსისი

 

„ბურმული ზღაპრები“ კრეატიული დოკუმენტური ფილმია, რომელიც პოეზიის საშულებით დიქტატურის ქვეშ მყოფი ქვეყნის ისტორიას გადმოგვცემს. ფილმში მოქმედება თანამედროვე ბურმელი დისიდენტი პოეტის გარშემო ვითარდება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაკარგული შვილის დაბრუნებას ელის. ფილმი მეგობარ პატიმრებსა და ახლაგაზრდა თაობას შთააგოებს, ხელში კალამი აიღონ და თავად შექმნან სასურველი სამშობლო.


 

see more

close

აჩრდილთა ქალაქი

აშშ, 2017; 90 წთ.

 

რეჟისორი: მეთიუ ჰეიმანი

მონტაჟი: მეთიუ ჰამაჩეკი, პაქს ვასერმანი, მეთიუ ჰეიმანი

ოპერატორი: მეთიუ ჰეიმანი

კომპოზიტორი: ჯექსონ გრინბერჰი, სკოტ სალინასი

პროდიუსერი: მეთიუ ჰეიმანი

აღმასრულებელი პროდიუსერი: ალექს გიბნი, მოლი ტომპსონი, ელენ ფრონტენ ბრიანტი, დავიდ ფეილკოუ, სტესი ოფმანი, რობერტ შეარნაუ, მეკენ ბერდი

კოპროდიუსერი: ხუან კამილო კრუზი, მეთიუჰამაჩეკი, იოდან ოკუნი, მაია სიდლერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მეთიუ ჰეიმანი ემის ჯილდოს მფლობელი რეჟისორია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. 2012 წელს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა მისი ფილმის - „გაექეცი ცეცხლს“ - პრემიერა. ფილმმა - „კარტელის მიწა“ -, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული, 2015 წელს სანდენსის ფესტივალზე ემი მოიპოვა სამ ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო რეჟისურისა და მხატვრული სურათისთვის. 

 

 

სინოფსისი

 

„აჩრდილთა ქალაქი“ ახალი ტიპის ომია ჩვენს სამყაროში, რომელიც იდეების, გულისა და გონების ბრძოლას მოიცავს.  საოცარი პირდაპირობით გადმოგვცემს რაქას ჩუმი სისხლისღვრის ისტორიას და მოგვითხრობს უნობი აქტივისტების შესახებ, რომლებიც 2014 წელს მათი სამშობლოს სირიული ოკუპაციის შემდეგ გაერთიანდნენ. ეს არის საოცრად მამაცი ჟურნალისტთა ჯგუფის ისტორია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რეალობის ჩვენებას ცდილობენ დანარჩენი სამყაროსთვის. 

 

see more

close

ცემენტის გემო

გერმანია/ლიბანი/სირია/ემირატები/კატარი, 2017; 85 წთ.

 

რეჟისორი: ზიად კალთუმი

პროდიუსერი: ტობიას სიბერტი, ევა კემე, ანსგარ ფრერიხი

ოპერატორი: თალალ ხური

მონტაჟი: ალექს ბაქრი, ფრანკ ბრუმუნდტი 

პროდიუსერები: ტობიას სიბერტი, ევა კემე, ანსგარ ფრერიხი 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ზიად კალთუმი სირიელი კინორეჟისორია, რომელმაც 2009 წელს გადაიღო ფილმი „ჩემო გულო“, რომელიც სოფელში მარტოდ დარჩენილ ქურთ ქალებზე მოგვითხრობს. ფილმი სირიაში არ უჩვენებიათ, რადგან იქ აკრძალულია ქურთულ საზოგადოებაზე ლაპარაკი. ეს იყო პირველი ფილმი, რომელიც სირიელ ქურთებზე მოგვითხრობს. 2012 წელს, სირიული რევოლუციის პერიოდში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას დაიწყო სრულმეტრაჟიან ფილმზე - „უკვდავი სერჟანტი“ - მუშაობა. ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა და მან მთავარი პრიზი მოიპოვა BBC-ის არაბული ფილმების ფესტივალზე. 2013 წელს იგი ბეირუთში გადავიდა და დაიწყო „ცემენტის გემოს“ გადაღება, რომელმაც ავტორს არაერთი ჯილდო მოუტანა.

 

  

სინოფსისი

 

„ცემენტის გემო“ ლტოლვილი მუშების ისტორიას მოგვითხრობს. ადამიანების ისტორიას, რომლებმაც წარსული და მომავალი დაკარგეს და ინერციით მისდევენ აწმყოს. რეჟისორი ქმნის დოკუმენტურ ესეს სირიელი მშენებლების შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომის შედეგად დატოვებულ ნანგრევებზე ბეირუთში ახალ ცათამბრჯენებს აშენებენ. ამ დროს კი სირიაში  მათი საკუთარი სახლები იბომბება. კომენდანტის საათის გამო საღამოობით სამუშაოს ვერ ტოვებენ. ომის ტყვეობაში მყოფებს უხმოდ გაყავთ დრო ცემენტის მიწისქვეშეთში და მოთმინებით ელოდებიან მომდევნო დღის გათენებას.


 

see more

close

აუსტერლიცი

გერმანია, 2016; 94 წთ.

  

რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა

სცენარის ავტორი: სერგეი ლოზნიცა

ოპერატორი: სერგეი ლოზნიცა, ჯესი მაზუხი

მონტაჟი: დანიელიუს კაკანაუსკისი 

პროდიუსერი: სერგეი ლოზნიცა

პროდუქცია: Imperativ Film

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

სერგეი ლოზნიცა  1964 წელს დაიბადა ბარანოვიში, ბელორუსიაში. თავდაპირველად მათემატიკას სწავლობდა, 1990 წლიდან კი კინოსკოლაში გადავიდა. იგი ევროპის ელიტარულ რეჟისორებს შორის ჯერ კიდევ თავისი მხატვრულად სტილიზებული დოკუმენტური ფილმებით მოხვდა. მის ფილმებს რეგულარულად აჩვენებდნენ კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალზე. ლოზნიცას ფილმებში დიდი სიფრთხილითა და სიზუსტით არის ფოკუსირებული რუსული ყოფა („ლანდშაფტი“ 2003), სტაგნაცია („მატარებლის გაჩერება“, 2000) და არქეტიპული ინდუსტრიული ოპერაციები („ქარხანა“ 2004). ლოზნიცას დოკუმენტური ფილმები რუსეთის ისტორიის მიმდინარე და საკვანძო მომენტებს ასახავს („მეიდანი“ 2014, „ბლოკადა“ 2006, „შემთხვევა“  2015). 2010 წლიდან ლოზნიცა  სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღებას იწყებს. მისი ბოლო სამი ფილმი - „ნაზი ქმნილება“ (2017), „ჩემი სიხარული“ (2010) და „ნისლში“ (2012) კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში იქნა ნაჩვენები.

 

სინოფსისი


ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები დღემდე რჩება უახლესი ისტორიის განუყოფელ ნაწილად. რა იზიდავს ადამიანებს იმ საშინელ ადგილებში, რომლებიც ასე ტრაგიკულად არის ჩვენს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი? ეს ვიზიტები მემორიალების პატივისცემას ემსახურება თუ რიგითი ტურისტული დესტინაცებია ქალაქში გადაღებული კმაყოფილი სელფების შემდეგ? ფილმის სათაური სებალდის რომანის მიხედვითაა.  საკონცენტრაციო ბანაკში გავლილი გზის ჩვენებით რეჟისორი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ადამიანური ბუნებისა და ისტორიული გარდაქმნების შესახებ. შავ-თეთრი სურათების მეშვეობით იგი ვიზიტორებს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს აცნობს და კამერით მათს რეაქციებს აკვირდება. „მეიდანისა“ (2014) და „შემთხვევის“ (2015) შემდეგ ლოზნიცა ამჟამად წარსულის თემებს უღრმავდება, რათა უფრო ნათლად აჩვენოს აწმყოს შინაარსი.

 

see more

close

საერთაშორისო კონკურსი - მოკლემეტრაჟიანი ფილმები

მზერა

ირანი/იტალია, 2017; 14 წთ. 

 

რეჟისორი: ფარნუშ სამადი 

სცენარის ავტორი: ალი ასგარი, ფარნუშ სამადი

ოპერატორო: აშკან აშკანი 

მონტაჟი: იალდა ჯებელი 

მსახიობები: მარზიეჰ ვაფამეჰრი, ამირეზა რანჯბარანი, პედრამ ანსარი, საფურა კაზემპური, გოლამრეზა, რაჰიმი, მეჰრდად მოჰამადი, კიანა ასადი, მეჰრენ ელჰამიფარი, ბაბაკ კარიმი

წარმოება: Three Gardens: პურია ჰეიდარუ ოურეჰი 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


სამსახურიდან სახლში მიმავალი ქალი გზად, ავტობუსში ერთი შემთხვევი მოწმე ხდება და უნდა გადაწყვიტოს, გაამჟღავნოს ეს თუ არა. ფილმის პრემიერა 2017 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართა.  

 

see more

close

მშვიდი ღამე

ჩინეთი, 2017; 15 წთ. 

 

რეჟისორი: ქიუ იანგი

სცენარის ავტორი: ქიუ იანგი

პროდიუსერები: ქიუ იანგი, ლი ი, ჰენ ინგდა

ოპერატორი: კონსტანცე შმიტი

მონტაჟი: კარლო ფრანსისკო მანატადი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ქიუ იანგი (1989) ჩინეთში, ჩანჩჟოუში, დაიბადა და გაიზარდა. 2013 წელს ხელოვნების ვიქტორიანული კოლეჯის პრესტიჟული, სარეჟისორო ფაკულტეტზე დაისწყო სწავლა 2015 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მზის ქვეშ“  Cinéfondation – La Sélection-ისთვის აირჩიეს და ოფიციალურ სელექციაში ერთადერთი აზიური, მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო. შემდეგ ამერიკის კინოინსტიტუტის ფესტივალზეც აჩვენეს და ტაიპეის „ოქროს ცხენის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო, მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა. იანგის ფილმი „მშვიდი ღამე“ (2017) კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალური კონკურსისთვის შეირჩა, სადაც პირველი ჩინელი რეჟისორი გახდა, რომელმაც „ოქროს პალმის რტო“ დაიმსახურა.  

 

სინოფსისი

 

ჩინეთის უსახელო ქალაქში, სადაც დედა და მისი ქალიშვილი იკარგებიან, მშვიდად არ ღამდება. 


 

see more

close

სრულყოფილი შეკვეთა

საქართველო, 2017; 14 წთ,

 

რეჟისორი: ანა სარუხანოვა, კატალინა ბაქრაძე 

სცენარის ავტორები: კატალინა ბაქრაძე, ანა სარუხანოვა

ოპერატორი: დანილა გორიუნკოვი 

კომპოზიტორი: სანდრო ჩინჩალაძე (TeTe Noise)

ხმა: ბესო კაჭარავა

მონტაჟი: ნოდარ ნოზაძე

აღმასრულებელი პროდიუსერი: ირენა ოგანჯაროვა

მსახიობები: ირენ უთურგაური, ნინო ქორიძე, გიორგი როდიონოვი, ირაკლი ნადირაშვილი, იანა სარუხანოვა, რაფაელ აკოპიანი, პოლინა ფომინა, ნინო კვერნაძე, შოთა ხატოევი, სალომე ზაქარაია,  გიორგი მეძმარიაშვილი  

მწარმოებელი კომპანია: Millimeter Studio

პროდიუსერი: სულიკო წულუკიძე,  თანაპროდიუსერი: ნიკოლაი ტრჟასკალი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


მარიამი 22 წლის მსახიობია და კაფეში მუშაობს, სადაც კლიენტებს ნებისმიერი კომპანიონის შეკვეთა შეუძლიათ. ნებისმიერ შეუძლია, საუკეთესო მეგობართან ერთად ისადილოს, ბაბუასთან ერთად ჩაი დალიოს, ან საყვარელთან ერთად ყავა მიირთვას. ერთ დღეს მარიამი ლევანს ხვდება, რომელიც ცდილობს, ამ კაფეს შესახებ მოსაზრება შეაცვლევინოს. 

 

ბიოგრაფია

 

ანა სარუხანოვა

ანა თბილისში, საქართველოში, დაიბადა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა სცენარისტთა და კინორეჟისორთა სამაგისტრო სკოლაში განაგრძო (ვ. ხოტინენკოს, ვ. ფენჩენკოსა და პ. ფინის ხელმძღვანელობით). 2016 წელს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღის ბოლომდე“ ლოკარნოს კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა (Pardi di Domani-ს სექცია). 

 

კატალინა ბაქრაძე

კატალინა ქართველი ხელოვანი და კინოშემოქმედია. საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტში ფოტოჟურნალისტიკისა და დოკუმენტალისტიკის სერტიფიცირებული კურსების გავლის შემდეგ, პოლონელ დოკუმენტალისტთან, რეჟისორ კასპერ ლისოვსკისთან ერთად, საქართველოს 2008 წლის ლტოლვილების შესახებ ფილმზე თანაშემწედ მუშაობდა. ამ დროისთვის არაერთი მუსიკალური ვიდეოს პროდიუსერი და რეჟისორია, რომლებიც ჩილელი, ნორვეგიელი, ინგლისელი, ამერიკელი და რუსი მუსიკოსებისთვის გადაიღო. ასევე გადაიღო მოდის შესახებ ფილმები ქართველი დიზაინერებისთვის და არტ-ვიდეო Point And The Absolute. არაერთ გამოფენასა და ფესტივალში მონაწილეობდა (საქართველო, საფრანგეთი, შვეიცარია, დანია). მათ შორისაა პროექტი  GESAMT და ყოველწლიური ფოტოფესტივალი „ქოლგა“ 2010, სადაც კატალინამ გრან-პრი მოიგო.  

 

see more

close

დასასრული

საქართველო, 2017; 8 წთ. 

 

მსახიობები: იან ვილემ ვან დამი,  მარია სიჩანინი

დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე

ხმის ოპერატორი: პაატა გოძიაშვილი

მონტაჟის რეჟისორი: თამარ ქარუმიძე

პროდიუსერი: ჟანა სარდლიშვილი,  აღმასრულებელი პროდიუსერი: ირაკლი ქირია

პროდიუსერული კომპანია: სტუდია-99, 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

მაშინ როდესაც წარმოსახვა გონებას გამოგონილი შიშის მარწუხებში აქცევს, სამყარო ჩაკეტილ სივრცეს ემსგავსება, ერთადერთი გამოსავალი ახალი წარმოსახვისკენ გაქცევაა, წარმოსახვისკენ, რომლის საწყისები გონებას ლანდავს

 

ბიოგრაფია:

 

ნინი სარდლიშვილი. დაიბადა 1987 წ. ქ. თბილისში. 2004 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. უმუშავია ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ოთარ იოსელიანი, მიშელ ჰაზანავიჩუსი, ჟიული ბერტუჩელი, ინეკე სმიტსი და სხვა. წერს სცენარებს მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისათვის, რომელთა მიხედვით უკვე გადაღებულია რამდენიმე მხატვრული ფილმი თუ ვიდეო რგოლი. 

 

see more

close

სამი საფეხური

საქართველო, 2017, 19 წთ.

 

რეჟისორი: იოსებ „სოსო“ ბლიაძე

სცენარის ავტორები: სოსო ბლიაძე, გიგა ლიკლიკაძე, ელმარ იმანოვი 

მონტაჟი: ჯონას თომა

ოპერატორი: დიმიტრი დეკანოსიძე

პროდიუსერი: თეკლა მაჭავარიანი, ევა ბლონდიო

მწარმოებელი კომპანიები: New Georgian Film/Color of May

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დაიბადა საქართველოს ქალაქ თბილისში, 1986 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,  გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ინსტიტუტი - ინფორმატიკის განხრით. 2012 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ტელე-კინო ფაკულტეტი რეჟისურის მიმართულებით დაამთავრა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები „ყველაზე ძვირფასი“, „ანტრაქტი“, „პატარა ფილმი მთავარი რაღაცის შესახებ“, „აკვიატება“ სხვდასხვა კინოფესტივალზე მონაწიელობდა. ამჟამად რამდენიმე კინოპროექტზე მუშაობს.     

 

სინოფსისი

 

13 წლის მარიამი, მამასთან (რეზო) ერთად, თბილისის ღარიბულ უბანში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მარიამსა და რეზოს თავი ძლივს გააქვთ. ზოგჯერ ქურდობაც უწევთ. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მარიამი იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ იზრდება და ეშინია, რომ მამამ ფულის საშოვნელად არ უღალატოს.  

 

see more

close

8 წუთი

საქართველო, 2017; 13 წუთი.

 

რეჟისორი: გიორგი გოგიჩაიშვილი

სცეანარის ავტორები: ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური, გიორგი გოგიჩაიშვილი

მონტაჟი: გიორგი გოგიჩაიშვილი 

ოპერატორი: ალექსანდრე დარახველიძე

კომპოზიტორი: ზურა ვაჩნაძე 

ხმა: პაატა გოძიაშვილი

პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდალინა დათუაშვილი 

მწარმოებელი კომპანია: Sibler Films

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


მას შემდეგ, რაც ვრცელდება აპოკალიფსური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზე რვა წუთში სამუდამოდ ჩავა, მთელ მსოფლიოს ქაოსი მოიცავს, გიას გარდა. გია სამოც წლამდე ასაკის მარტოხელა კაცია, რომელსაც მოსაწყენი და ღარიბული ცხოვრება აქვს. ამ გიჟურ პერიოდში შვილს მოსაკითხად ურეკავს, თუმცა დიდი ხანია, მასთან იშვიათი და ცივი ურთიერთობა აქვს. სატელეფონო ზარის დროს გია იგებს, რომ მისი შვილი საცოლესთან ერთად ჩრდილოეთ პოლუსზეა და მოსალოდნელი ჩაბნელების შესახებ არაფერი იცის. მამა შვილისთვის სამყაროს აღსასრულის შესახებ თქმას ვერ ბედავს და თიშავს. თუმცა უქმად ჯდომად არ შეუძლია. გიას დიდებული აზრი ებადება. ეს აკვიატება გაცილებით მეტია, ვიდრე შვილისთვის აპოკალიფსის შესახებ შეტყობინება.      

 

ბიოგრაფია

 

გიორგი გოგიჩაიშვილი

დაიბადა თბილისში, 1984 წლის 13 მარტს. 2000-2007 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. 2008-2011 წლებში თბილისის მერიაში კინოშემოქმედად მუშაობდა, 2012-2014 წლებში - ტელეკომპანია „არტარეაში“ გრაფიკულ დიზაინერად, მემონტაჟედ. 2017 წლიდან  SiblerFilms-ში კინოშემოქმედად მოღვაწეობს. ამჟამად მუშაობს სრულმეტრაჟიან ფილმზე „ინგა“, რომლისთვისაც დაფინანსება ქართულმა ეროვნულმა კინოცენტრმა გამოყო.  

 

დავით აბრამიშვილი

დაიბადა თბილისში, 198 წელს. 2002-2006 წლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2007 წლიდან „რუსთავი 2“-ის დირექტორი იყო, 2011-2015 წლებში - „არტარეას“ დირექტორი. 2015 წლიდან „გაერო-ქალების“ მულტიმედიის პროექტების დირექტორია.  ამჟამად მუშაობს სრულმეტრაჟიან ფილმზე „ინგა“, რომლისთვისაც დაფინანსება ქართულმა ეროვნულმა კინოცენტრმა გამოყო.   

 

see more

close

ეს ჩვენი სახლია

რუსეთი/საქართველო, 2017; 13 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: გიორგი დანელიანცი  

ოპერატორი: ვიტალი აფანასიევი 

მსახიობები: ფიოდორ გოუკასიანი, გია ცაავა, მაშო მელქაძე 

დამდგმელი მხატვარი: პავლა ნიკიტინა 

პროდიუსერები: გიორგი დანელიანცი, ალექსანდერ ბახირევი, ანდრეი ტუმანოვი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

კინოსა და თეატრის რეჟისორი, დუბლირების რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის თეატრისა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინორეჟისურის განხრით (ისკანდერ ჰამრაიევის სტუდია).  კინოაკადემიის („ოსკარის“) საუკეთესო, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინანტთა ვრცელი სიის წევრი, როგორც სცენარისტი ფილმისთვის „ბრავომენი“. კინოკომპანია „იმაგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

 

სინოფსისი

 

60 წლის დავითი იმ ბინაში რეკავს, სადაც გაიზარდა. ალი ტელეფონს პასუხობს. სახლი, რომელსაც ორივე საკუთარს უწოდებს, ახლა მას ეკუთვნის. სტუმართმოყვარე ალი დავითს მეგობრულ სადილზე ეპატიჟება, მაგრამ დავითი თავისი ბავშვობის ბინაში ვერ მიდის. ახლა ამერიკელია, რომელსაც წლების წინ ბაქოდან გაქცევა მოუხდა. როცა ალი ტელეფონის გათიშვას დააპირებს, დევიდი სთხოვს, რომ მოუსმინოს: ალის დახმარების გარეშე, ოდესღაც ძმისთვის მიცემულ სიტყვას ვერ შეასრულებს. 

 

see more

close

ასტრომეტალი

საბერძნეთი, 2017; 16 წუთი. 

 

რეჟისორი: ეფთიმის კოსემუნდ სანიდისი

სცენარიის ავტორები:  ელიზამპეტა ილია გეორგიადუ, ეფთიმის კოსემუნდ სანიდისი

ოპერატორი: ხრისტოს ვუდურისი

მონტაჟი: ეფთიმის კოსემუნდ სანიდისი, ლამბის ხარალამბიდისი

ხმა: ნიკოს ლინარდოპლოსი, ლენადროს ნტუნისი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


გოგონა და ორი ბიჭი ათენის ცენტრში, ღამის კლუბში გართობისთვის ემზადებიან. ადგილზე მისულებს ცარიელი კლუბი ხვდებათ, სადაც მუსიკა ხმამაღლაა ჩართული, თუმცა არავინ უსმენს. კლუბში მისულებს სათითაოდ ჩაეძინებათ და თითქოს კოლექტიურ სიზმარში ხვდებიან. 

 

ბიოგრაფია


ბერძნულ-გერმანული მოქალაქეობით დაბადებული ეფთიმის კოსემუნდ სანიდისი საფრაგეთში, Le Fresnoy-ში, ინფორმაციულ ინჟინერიასა და შემდეგ თანამედროვე ხელოვნებას სწავლობდა. მისმა ფილმებმა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა აღიარება. 2016 წლიდან წამყვანი ბრენდებისთვის რეკლამებს იღებს. მისი ნაშრომები სხვდასხვა პლატფორმაზე აჩვენეს, მათ შორის იყო Shots და Yatzer. „ასტრომეტალის“ (2017, 15’) პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე, Orizzonti-ს სექციაში, გაიმართა. 

see more

close

კოპა-ლოკა

საბერძნეთი, 2017; 14 წუთი.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ხრისტოს მასალას
ოპერატორი: კონსტანტინოს კუკულიოსი 
მონტაჟი: ხრისტოს მასალას
პროდიუსერი: ხრისტოს მასალას
პროდიუსერული კომპანია: Heretic Outreach


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


1986 წელს საბერძნეთში დაბადებულმა ხრისტოსმა ლონდონის კინოსკოლა დაამთავრა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები არაერთხელ დაჯილდოვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის ლოკარნოში, ტამპერეში, Silhouette-ზე, რიგაში... მასალასი ათენში ცხოვრობს, სადაც სადებიუტო, სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. მისი ნამუშევარი „კოპა-ლლოკა“ (2017) კანის კინოფესტივალზე Quinzaine des Réalisateurs-ისთვის შეირჩა.

 

სინოფსისი

 

ეს საბერძნეთის მიტოვებული,საზაფხულო კურორტის - კოპა-ლოკას - ისტორიაა. პოლინა მის შუაგულში იმყოფება, ყველას უყვარს და თვითონაც ყველა უყვარს, მასზე ყველა ზრუნავს და  თავადაც ყველაზე ზრუნავს - ყველა შესაძლო გზით. 

 

see more

close

პაპა

აზერბაიჯანი, 2017; 14 წუთი.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: აზერ გულიევი
ოპერატორი: აზიმ მამადოვი
მონტაჟი: უმან ბუდაგოვი, აზერ გულიევი
პროდიუსერი: აზერ გულიევი
მსახიობები: უმან ბუდაგოვი, შაჰლა ისმაილოვა (ალიქიზი), ელხან გულიევი, ნარგიზ ისაევა, არიფ ნოვრუზოვი, ორხან სალმანოვი, ალმაზ იბრაჰიმოვა, ანარ იმანოვი 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


დედასთან გართულებული ურთიერთობის გამო ახალგაზრდა ბიჭი სახლს ტოვებს და ყველაფერში გასარკვევად, მამასთან მიდის, რომელიც დაბადების შემდეგ არ უნახავს. 

 

ბიოგრაფია


აზერ გულიევი ბაქოში 1997 წელს დაიბადა. დღეს აზერბაიჯანის კულტურის და ხელოვნებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და კინემატოგრაფიას სწავლობს. მისი ხელმძღვანელია რეჟისორი, კინოკრიტიკოსი და სცენარისტი, აიაზ სალაიევი. „პაპა“ (2017) მისი მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმია.   

 

see more

close

რენენის კარაოკე

ისრაელი, 2017, 23 წთ.

 

რეჟისორი:  ევიატარ მონკაზი

პროდიუსერი: ისაკ კოჰალი 

მწარმოებელი: თელ-ავივის უნივერსიტეტის სტივ ტიშის კინოსა და ტელევიზიის სკოლა 

სცენარის ავტორი: ევიატარ მონკაზი 

მონტაჟი: ორი ბირგერი 

ოპერატორი: ჰადარ იოსელევიცი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1989 წელს იერუსალიმში, ისრაელში. თელ-ავივის უნივერსიტეტის სტივ ტიშის კინოსა და ტელევიზიის სკოლის სტუდენტია. რეჟისორი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარი.  

 

სინოფსისი

 

რენენის ამბავი. ტაქსის მძღოლი გადაწყვეტს, თავისი მანქანა კარაკოე ტაქსად აქციოს, რათა განქორწინება აიცილოს თავიდან. როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რენენს უნდა, ის თელ-ავივის ქუჩებში ღამით სასეირნოდ გადის თავისი ტაქსით.    

 

see more

close

მთვარე, მზე და სამი მუშკეტერი

სომხეთი, 2017; 20 წთ.

 

რეჟისორი: ვაჰან ხაჩატრიანი

სცენარის ავტორი: ვაჰან ხაჩატრიანი

ოპერატორები: ვაჰან ხაჩატრიანი, რაჯან კათეტი

მონტაჟი: ტიგრან ბაღინიანი, ვაჰან ხაჩატრიანი

წარმოება: ვაჰან ხაჩატრიანი (Docnomad/Golden Apricot FCD)

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ვაჰან ხაჩატრიანი მემონტაჟე და რეჟისორია. პეკინის კინოაკადემიაში ჩინური კინო და ტელეწარმოების ბაკალავრის ხარისხი  (2014)  და დოკუმენტურ კინოწარმოების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი  (2017) მიიღეო.  გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „სატელეფონო ჯიხური“ (2015) და „ეს ჩიბუხი არ არის“ (2016). 

 

სინოფსისი


პატარა დასახლება პორტუგალიისა და ესპანეთის საზღვარზე. ადგილი სივრცისა და დროის მიღმა. დღისით ბევრი არაფერი ხდება, ღამით კი სოფლის ქუჩებში ძველი მოჩვენებები დაძრწიან. წარსულის საბურველიდან სოფლის სრულიად განსხვავებული სახე ჩნდება. ადგილობრივთა ცხოვრებაში იდუმალება კვლავ მკვიდრდება და მათ მეორე მხარის დანახვის საშუალებას აძლევს.    

 

see more

close

უდროო სიყვარული

რუმინეთი, 2017; 18 წუთი. 

 

რეჟისორები: სტეფან მარინი, რარეს ნეაგუ

სცენარის ავტორი: სტეფან მარინი

ოპერატორი: მიკუტ ისტრატე ილიე 

მონტაჟი: ალისე გეორგიუ 

ხმა: ტიმონ კარნეკი-პროვე 

პროდიუსერი: რუხანდრა ჩერნატი; თანაპროდიუსერები: სტეფან მარინი, ანდრადა ვაიდოსი  

 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

სტეფან მარინი რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარისტი და რეჟისორია, რომლებმაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე აღიარება მოიპოვა. მუშაობდა

Fantascope Films-ში (ფლორინ სერბანის კინოკომპანია), Manekino-ში (ადინა პინტილიეს კინოკომპანია), Artviva-ში (რუმინეთის კინოპრომოუშენის, კინოწარმოებისა და პროვაიდერების ასოციაცია). მისი ბოლო ნამუშევარია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უდროო სიყვარული“ . ამჟამად  სრულმეტრაჟიან, მხატვრულ ფილმზე მუშაობს.  

 

სინოფსისი

 

ბუქარესტი, 1942 წელი. ომი დედაქალაქისგან თითქოს შორსაა, მაგრამ ქალაქის უმოძრაობა აშკარაა. როდესაც სროლის ხმა არ ისმის, ხალხი საკუთარი ემოციებით არის შეწუხებული. ლიდია, მომხიბლავი, ახალგაზრდა ქალბატონი, ცხოვრებაში რთული არჩევანის წინაშე დგას: სიყვარული თუ უსაფრთხოება?  

 

see more

close

ხმა

აზერბაიჯანი/ირანი, 2017; 26 წთ. 

 

სცენარის ავტორი, რეჟისორი, მონტაჟი: დარიუშ ნაჯაფი გოლი (არტურანი)

ოპერატორი: მეჰდი მეიმანდი 

ხმა: ათაბაკ ხალილი, ეჰსან აფშარიანი 

მსახიობები: თურან მალაკარა, თაღი თურქმანი

პროდიუსერები: ეჰსან მაჰდიანი (ირანი), ფარიზ აჰმედოვი (აზერბაიჯანი) 


 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

მოხუცი ქალი, რომელსაც ქმრის მუდმივი ხვრინვის გამო ძილი ენატრება, ზომების მიღებას ცდილობს. თუმცა უნებლიეთ საქმეს აუარესებს. 

 

ბიოგრაფია


დარიუშ ნაჯაფი გოლი (არტურანი) 1980 წელს ირანში დაიბადა. 2011-2016 წლებში აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის უნივერსიტეტში კინორეჟისურის ფაკულტეტზე სწავლობდა, 2001-2002 წლებში - ირანის ახალგაზრდულ კინოსაზოგადოებაში - კინორეჟისურის ფაკულტეტზე. მსახიობად მუშაობდა არაერთ დადგმაში, სამ მოკლემეტრაჟიან და ერთ სრულმეტრაჟიან ფილმში. 2005-2016 წლებში ხელოვნებისა და თეატრის ფოტოგრაფად მუშაობდა. 

 

see more

close

ლიმბო

ირანი, 2017; 14 წთ. 

 

რეჟისორი: გასიდეჰ გოლმაკანი

სცენარისტი: ოქტაი ბარაჰენი

ოპერატორი: პეიმან შადმანფარ

მონტაჟი: ბაჰრამ დეჰღანი

მსახიობი: ლევონ ჰაფტვანი, მილად მორადი

 

თრეილერის ნახვა

სინფსისი

 

წარსულში ერაყელი სნაიპერი, თავშესაფარს  ირანში პოულობს და  სხეულზე იწყებს ყველა იმ ჯარისკაცის ის ტატუების გაკეთებას ვინც მან  ერაყის ომში მოკლა. ბოლო ტატუს ახალგაზრდა ირანელი უკეთებს, რომელსაც უცნაური თხოვნის შესრულებას თხოვს. 


 

see more

close

რეტუში

ირანი, 2017, 20 წთ.

 

რეჟისორი: კავეჰ მაზაჰერი 

სცენარის ავტორი: კავეჰ მაზაჰერი

პროდიუსერი: კავეჰ მაზაჰერი

მსახიობი: სონია სანჯარი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი

 

მარიამის ქმარს სახლში უბედური შემთხვევა დაემართება. გადარჩენის ნაცვლად, მარიამი დახმარებაზე უარს ამბობს და უყურებს, თუ როგორ კვდება. 

 

ბიოგრაფია


ირანელი რეჟისორი კავეჰ მაზაჰერი ოთხი  მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიისთვის ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორია. მისი ყველაზე აღსანიშნავი ფილმებია „რეპორტაჟის მინას შესახებ“ და „რეტუში“.   

 

see more

close

ვალპარაიზო

იტალია, 2016; 20 წთ.

 

რეჟისორი: კარლო სირონი 

სცენარის ავტორები: ჯულია მორიჯი, კარლო სირონი 

ოპერატორი: მიქელე დატანასიო 

მონტაჟი: ანდრეა მაგუოლო 

წარმოება: Kino Produzioni / DNA Cinematografica

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


კარლო სირონიმ (დაბადებული 1983 წელს რომში) ოპერატორის თანაშემწედ და რეჟისორად დაიწყო მუშაობა - როგორც კინოში, ასევე ტელევიზიაში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სოფია“ (2008) ტორინოს 28-ე კინოფესტივალისა და ჯიფონის 39-ე კინოფესტივალის მონაწილეა. „ტვირთი“ (2012) ვენეციის 69-ე კინოფესტივალზე მონაწილეობდა და დევიდ დი დონატელოს პრემიაზე იყო ნომინირებული.    

 

სინოფსისი

 

დაორსულების შემდეგ როსიოს რომში იდენტიფიკაციისა და გასახლების ცენტრიდან ათავისუფლებენ. რას იზამს ოთხი თვის ორსული? 

 

see more

close

წყალი

ყაზახეთი, 2017; 19 წუთი.

 

რეჟისორი: აიჟან კასიმბეკი 

სცენარის ავტორები: აიჟან კასიმბეკი, ტიმურ ნურდაულეტი, იერბოლატ იერჟანოვი, ალიბეკ ამერჟანოვი

მონტაჟი: ალიბეკ ამერჟანოვი, ტიმურ ნურდაულეტი 

საერთაშორისო პროდიუსერი: დიანა აშიმოვა 

ოპერატორები: ალიბეკ ამერჟანოვი, აიგულ ნურბულატოვა, კუანიშ კურმანბაიევი, რაფაელ აბუზაროვი, ჟანბოლატ ადილბაიევი 

მსახიობები: იერბოლატ იერჟანოვი, ზერე გუსმანი, ალექსანდრ მედვედევი, იერბოლატ ტოგუზაკოვი, ალექსანდრ კოლოვერტნიხი 

კომპოზიტორები: რობერტ ზიგანიში, გალი-ჟან დოსმაგამბეტი 

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


წარსული წარსულში უნდა დარჩეს და ფურველი უნდა გადაიშალოს. მოხუცმა კაცმა იერბოლატმა ეს ვერ შეძლო. წარსული ჩრდილივით დაყვება და ცხოვრების წყარო ხდება. მოხუცებულ ასაკში ბავშვობის სოფელში ბრუდება, რათა ძველი მოგონებები ისევ გამოცადოს. თუმცა დრო გარბის. მისი ბავშვობისგან რა დარჩა? ვინმე ელოდება? წარსულს დაივიწყებს თუ სამუდამოდ მისი თანხმელი გახდება?  

 

ბიოგრაფია


აიზან კასიმბეკი 1990 წელს ყაზახეთში დაიბადა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიოს ენების უნივერსიტეტი დაამთავრა. ცნობილი, ყაზახი კინორეჟისორის ქალიშვილმა კარიერა 2012 წელს ეროვნული კინოსტუდია Kazakhfilm-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მენეჯერად დაიწყო. 2013 წელს პირველ ფილმებზე მუშაობა და სხვადასხვა ფესტივალისთვის სცენარების წერა დაიწყო. 

 

see more

close

ელენე

თურქეთი/საქართველო, 2016; 12 წუთი.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: სეზენ ქაიჰანი
პროდიუსერი: ლეილა ბექარი
მსახიობები: მარიამ ბუთურიშვილი, ჩანან ქიზილაი, მაია ფაჩუაშვილი, ალფერენ ქანდემირი, მაგდა კარსიძე
მონტაჟი: აიჰან ერგიურსელი
ოპერატორი: იაქუფ ალგიული

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


სეზენ ქაიჰანი 1986 წელს ანკარაში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი აქვს არქეოლოგიასა და ხელოვნების ისტორიაში, მაგისტრის ხასრისხი - ტელე-კინო ხელოვნებაში. მუშაობდა სხვადასხვა მხატვრულ და დოკუმენტურ პროექტზე თურქეთში, იტალიასა და აშშ-ში. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქლიავების დრო“ (2012) სამოცდაათზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის იყო ტრაიბეკას, პალმ-სპრინგის, სანტა-ბარბარას, მონრეალისა და სოფიას კინოფესტივალები. 

 

სინოფსისი


16 წლის ელენე ქართველი, არალეგალი მიგრანტია, რომელიც თურქეთში ჩაის პლანტაციაზე მუშაობს. სხვადასხვა საფრთხით შეშინებული გოგონა ცდილობს, უცხო ქვეყანაში უხილავი იყოს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც ჰგონია.  

 

see more

close

ანა

საქართველო, 2017; 30 წთ. 

 

რეჟისორი: მარგო ზუბაშვილი  

სცენარის ავტორი: ნუცა წიქარიძე, ირინე ჟორდანია, მარგო ზუბაშვილი   

ოპერატორი: დიმიტრი დეკანოსიძე 

მსახიობები: ნინო კასრაძე, ანა ნიჟარაძე  

პროდიუსერი: თამარ თვარაძე 

წარმოება:  “თბილისი ფილმი“   Tbilisi Film

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


45 წლის ანა დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს თბილისში. მისი დალაგებული ცხოვრება ერთ საღამოს იცვლება, როდესაც კონცერტზე მყოფი ხალხში ქალის სახეს ხედავს. 

როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ერთმა სიტყვამ? როგორ ზეგავლენას ახდენას ადამიანზე სხვისი ცხოვრება? როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და იდენტობა?

 

ბიოგრაფია


მარგო ზუბაშვილმა 2009 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საჯარო  სკოლა. 2014წ.  დაამთავრა  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინო-ტელე სარეჟისორო ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში მარგო ზუბაშვილმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ოლიმპია და დინოზავრი“, რომელთაც საკმაოდ წარმატებული საფესტივალო ცხოვრება ჰქონდათ. სწავლის პარალელურად მარგო აქტიურად მუშაობდა კინოგადაღებებზე, თავდაპირველად სტუდენტურ ფილმებზე, 2012წ–დან კი უკვე დიდ პროექტებზე. 2016-2017 წლებში, მარგო ზუბაშვილი მუშაობდა ტელესერიალ ‘’ხელოვნური სუთქის’’ დამდგმელ რეჟისორად. 

 

see more

close

ფანტაზიის წინადადებები

გერმანია/დანია, 2017; 17 წუთ.

 

რეჟისორი/მონტაჟი: დანე კომლიენი

ოპერატორი: ჯენი ლუ ციგელი

სცენარის ავტორი: დანე კომლიენი

პროდიუსერი: შუშანა კირალი

მწარმოებელი კომპანია: Flaneur Films

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დანე კომლიენი ბერლინში მცხოვრები, ბოსნიელი ხელოვანი და კინოშემოქმედია. Le Fresnoy- ში სწავლობდა და მისი ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე იყო ნაჩვენები. მის ნაშრომებს შორისაა - პატარა ჩიტი (2013), ჩვენი სხეული (2015), ყველაფერი ისევ რბიტაზეა (2016), ჩრდილოეთის ყველა ქალაქი (2016). ფანტაზიის წინადადებები (2017) მისი უახლესი ფილმია.

  

სინოფსისი


წლების წინ მდინარისპირა ქალაქებში ინფექცია გავრცელდა. გარკვეული ცვლილებები დაიწყო და არავინ იცოდა, ეს დაავადების სიმპტომს წარმოადგენდა თუ - განკურნების გზას. ინფექცია ყველაფერს შეეხო: ცხოველებს, მცენარეებს, ქვებს, მიწას, კაცებს, ქალებს, ბავშვებს, მათ აზრებს, ოცნებებს, მოგონებებს. ერთხელ მოხუცმა ქალმა ამიხსნა, რომ ყველა მოგონება ხეებად იქცეოდა. ამბობდა, რომ ხეების სიმღერა ესმოდა: „იმისთვის, რომ განსხეულდე; რომ ის ნებისმიერი ფორმა მიიღო.“  ინფექციური ეპიდემიის დასრულების შემდეგ ქალაქები ხელუხლებელი ჩანდა. ძველი დროის ნაკვალვების დასანახად კარგად დაკვირვება იყო საჭირო. ვინმეს ხეების ხმა რომ ესმოდეს, რას გაიგებდა? გამოსავალს?   

 

see more

close

პორიომანია

რუსეთი, 2017, 17 წუთი.

 

რეჟისორი: სალომეა ბაუერი

სცენარის ავტორი: სალომეა ბაუერი

მსახიობები: ტიმოფეი ტრიბუნცევი, კსენია გოიმანი, ელიზავეტა ვიტკოვსკაია

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


კომპოზიტორი მუსიკალური თემის ძიებაშია და გაქცევის რეაქცია არ ასვენებს. 

  

ბიოგრაფია


სალომეა ბაუერი დაიბადა 1989 წლის 15 სექტემბერს. 2008 წელს დაამთავრა დიზაინის კოლეჯი "KBSU", გრაფიკული დიზაინის განხრით. 2014 წელს დაამთავრა VGIK, ტელე კინო რეჟისურის განხრით.

 

see more

close

ილუზია

უკრაინა, 2017; 25 წთ. 

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ალინა ხოროშილოვა

ოპერატორი: ევგენი კლოჩკო

მონტაჟი: ალექსანდერ შევჩენკო

პროდიუსერი: ოლეს იანჩუკი

მწარმოებელი კომპანია: National Dovzhenko Feature Film Studio

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


მომავალი. მსოფლიო განადგურებულია. გადარჩენილი ადამიანების უმეტესობა ყოფილი ცივილიზაციის ნარჩენებში იქექება და ნაპოვნ ნივთებს გზისპირა მაღაზიებში ყიდის ან ცვლის. სასმელი წყლის მაძებარი ოჯახი უჩვეულო აღმოჩენას სხვა ცხოვრებაში გადაჰყავს... 

 

ბიოგრაფია


ალინა ხოროშილოვამ 2004 წელს უკრაინის ადვოკატთა აკადემია დაამთავრა, 2009 წელს - კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტი. 2004 წლიდან ტელე-კინო სექტორში მუშაობს. კინოფესტივალებში მონაწილეობდა მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებით: „სურვილი“, „ღია ღამე“ (კიევი, 2006) - მაყურებლის ჯილდო (უკრაინული კინემატოგრაფიის წითელი წიგნი), „კინოშოკი" (ანაპა 2006) და ა.შ.

 

see more

close

წარმოუდგენელი ფიგურები და სხვა ამბები II

პოლონეთი, 2016; 15 წთ.

 

რეჟისორი: მარტა პაიეკი

მონტაჟი: მარტა პაიეკი

კომპოზიტორი: მიშელ გურევიჩი

სცენარის ავტორი: მარტა პაიეკი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

მარტა პაიეკი 1982 წელს პოლონეთის ქალაქ პელცეში დაიბადა. კრაკოვში სახვითი ხელოვნების აკადემია დაამთავრა, სადაც ანიმაციური ფილმის პროგრამას იერჟი კუსიასთან გადიოდა. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტურკუს ხელოვნებათა აკადემიაში პრიიტ პიარნის ჯგუფში სწავლობდა.  მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებია „ვაშლების შემდეგ“, „მეზობლად“, „ძილის ხაზი“. ცხოვრობს და მუშაობს კრაკოვში. 

 
სინოფსისი


ფილმის მთავარი გმირია ქალი, რომელიც სახლში გადარბენის დროს ფეხს წამოკრავს და ვარდება. წამოდგომის შემდეგ ხვდება, რომ მის სახლს უჩვეულო თვისებები აქვს - პარადოქსებითაა აგებული, ილუზიებითაა სავსე და ნახატებითაა დაფარული. 

 

see more

close

რძე

რუსეთი, 2017;  15 წთ.

 

სცენარის ავტორი და რეჟისორი: დარია ვლასოვა

ოპერატორი: დანიილ ფომიჩევი

მონტაჟი: დარია ვლასოვა, ალექსანდერ ფედოსეევი 

კომპოზიტორი: ივან ბუშუევი

პროდიუსერი: იანა ბურიაკი 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დარია ვლასოვა დაიბადა მოსკოვში, 1988 წელს. სწავლობდა გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომლებიც რუსეთისა და საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს. ფილმმა „თავისუფალი მასონები“ სოჭში, კინოტავრის ეროვნულ კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. „რძეზე“ მუშაობის პროცესში მონაწილეობდა 2016 წლის Interforum Berlin-სა და 2017 წლის European Short Pitch-ში.

 

სინოფსისი


მაღალსართულიანი კორპუსის მე-14 სართულზე ერთი შეხედვით სრულყოფილი ოჯახი უნაკლო, მბზინვარე ბინაში ცხოვრობს. ერთ მშვენიერ დილას უცნაური დილემის წინაშე დგებიან: რა უნდა უყონ სამზარეულოში ნაპოვნ ძროხას? მალე ეს მოშინაურებული ცხოველი ოჯახის ყველა წევრის გულს იგებს. ეჭვები მხოლოდ ბაბუას რჩება. ცოტა ხნის შემდეგ მორიგი, საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა უწევთ.  

 

see more

close

ერთი დღე ალეპოში

სირია,  2017; 20 წთ.

 

რეჟისორი: ალი ალიბრაჰიმი

სცენარის ავტორები: ალი ალიბრაჰიმი, ფირას ფაიადი

ოპერატორები: მოჰამედ აბო ალ ჯუდი, აბო თაიმ ალჰალაბი, ხალილ ჰაჯარი, მუსტაფა სარუტი, ამერ აბო შამი, აბდო ფაიდი, ამერ ჰალბე 

მონტაჟი: ალი ალიბრაჰიმი, ფერას ფაიადი, ამირ მოსტაფა

წარმოება: ფერას ფაიადი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ალი ალიბრაჰიმი სირიელი ჟურნალისტია. დამასკოს უნივერსიტეტში მედიისა და კომუნიკაციების სპეციალობაზე სწავლობდა. ალი კორესპონდენტად მუშაობდა სირიის გაზეთებისთვის, ასევე პანარაბული გაზეთისთვის რეპორტიორად. მათ შორის იყო  Al-Mouden, Aaraby Aljadeed და Elaph. ARIJ-თან ერთად სატელევიზიო-საგამოძიებო რეპორტაჟებზე მუშაობდა, რომლებიც Al-Araby TV-სა და ARIJ Network-ზე გავიდა. ასევე რამდენიმე საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა Al-Araby TV Network-ისთვის. ალი ჟურნალისტად მუშაობდა Sky News Arabia-სთვის სირიაში, საიდანაც იქ მიმდინარე კონფლიქტსა და ომს აშუქებდა.  

  

სინოფსისი


ქალაქ ალეპოს ხუთთვიანი ალყისა და ყოველდღიური დაბომბვების შემდეგ ბავშვების ჯგუფი ქალაქის გაფერადებას საკუთარ თავზე იღებს, რათა ყოველდღიური ტანჯვა დაივიწყონ. 

 

see more

close

ქართული პანორამა

მე გადავცურე ენგური

საქართველო, 2016, 62 წთ. 

 

რეჟისორი: ანუნა ბუკია 

ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი ნიკო ტარიელაშვილი თამარ კაკუბავა ანუნა ბუკია 

მონტაჟი: ნიკოლოზ ტარიელაშვილი

პროდიუსერი: თინათინ ყაჯრიშვილი 

კო-პროდიუსერი: ლაშა ხალვაში 

საპროდიუსერო კომპანია: ჯემინი/არტიზმი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


ახალგაზრდა ქალი იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას, ის იკვლევს მასსავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ; ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას. პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება. 

  

ბიოგრაფია


დაიბადა სოხუმში, აფხაზეთში, 1988 წელს. ომის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ზუგდიდში და შემდეგ თბილისში. დაასრულა მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი, სოციალური მეცნიერების განხრით. მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის მიმართულებით რუსეთის ხალხთაშორის მეგობრობის სახ.უნივერსიტეტში. როგორც ჟურნალისტი, ანუნა აქტიურად მუშაობდა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე. ვიდეო ექსპერიმენტების, ტელე-რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში რამდენიმეწლიანი მუშაობისშემდეგ, მან გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ახლა იცი რა ხდება?!“ ამჟამად მუშაობს  კომპანიაში „Gemini“, როგორც რეჟისორი და პროდიუსერი.

 

see more

close

თვე როგორც ერთი დღე

საქართველო, 2016, 128 წთ.

 

რეჟისორი: რეზო ესაძე 

სცენარი: ამირან დოლიძე 

ოპერატორი: კონსტანტინე ესაძე 

მსახიობები: დათო ბეშიტაიშვილი, ია სუხიტაშვილი, მიხეილ გომიაშვილი

საპროდუსერო კომპანია:   სტუდიო „ლაკუმი“

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესორი მარლენი შორეული ჩრდილოეთიდან, უნივერსიტეტელი ამხანაგის წერილს იღებს, რომელიც მას საოცარ ქალაქ-პოლისში, რჩეულთათვის განკუთვნილ ადგილას, როგორც იგი მას უწოდებს, ჩრდილოეთის ათენში, ეპატიჟება სამუშაოდ. მარლენს არჩევანის გაკეთება უჭირს, რადგან მას წასვლის შემთხევაში ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედის მიტოვება მოუწევს.

 

ბიოგრაფია


დაიბადა 18 თებერვალს 1934 წ. საქართველოში, გურიაში, სოფელ შემოქმედში. ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში დაამთავრე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1958 წელს ჩაირიცხა საკავშირო კინომატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ოსტატი: მიხეილ რომი). 1975 წლიდან არის დამდგმელი რეჟისორი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც გადაიღო 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. როგორც კინომსახიობს შესრულებული აქვს 10 მთავარი როლი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში. მათ შორის: მ. რომის „ერთი წლის 9 დღე“, თ აბულაძის „მონანიება“, პ. ჩარკვიანის „ზოგი ჭირი მარგებელია“, ნ. გუბენკოს „დამსვენებელთა ქრონიკა“, ნ. ლებედევის „ნაგაზი“, ი. კვირიკაძის „ქალაქი ანარა“ და სხვ. არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისთვის „ნეილონის ნაძვის ხე“.

 

see more

close

სავარძელი

საქართველო, 2017; 93 წთ. 

 

რეჟისორი: ელდარ შენგელაია.

სცენარის ავტორები: ელდარ შენგელაია, გიორგი ცხვედიანი

დამდგმელი ოპერატორი: გორკა გომეშ ანდრეუ

ოპერატორი: მინდია ესაძე

დამდგმელი მხატვარი: გოგი მიქელაძე

კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი

პროდიუსერები: ნელი შენგელაია, ზურაბ მაღალაშვილი

მწარმოებელი კომპანია: „ცისფერი მთები“

მსახიობები: ნიკა თავაძე,  ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნანა შონია, ნატო ჯუღელი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


"სავარძელი"-  ასეთია ახალი, სრულმეტრაჟიანი, მხატვრული  ფილმის სათაური,  რომელსაც დიდი მაესტრო, ელდარ შენგელაია,  მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ძველი მანერით და ახლებური ხედვით იღებს... 

"სავარძელი",  რომელიც უკვე მეტაფორად ქცეული, როგორც ძალაუფლების სიმბოლო - ყოველთვის იყო, არის და იქნება...აბსურდი, რომელიც არასდროს იცვლება... "გრენლანდია", როგორც საზოგადოების ერთ წრეზე ბუნვის მთავარი სიმბოლო...

„სავაძელი“ - აბსურდული კომედიაა -  ძალაუფლებაზე შეყვარებული პოლიტიკოსების შესახებ. ფილმი, სადაც აბსურდული მისვლა მოსვლის სამინისტრო და უამრავი, ძალიან საინტერესო ფანტასტიკური ელემენტია...  დიდი მაესტროს სტილიც შეუცვლელია, ერთდროულად - იუმორით გაჟღენთილი და სევდიანიც...

ელდარ შენგელაია:"გაიტანეთ გრენლანდია - შემოიტანეთ სავარძელი" -  „ფილმის მთავარი პერსონაჟი არც ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის პროტოტიპი არ არის, ფილმის გმირი უბრალოდ, პოლიტიკოსის განზოგადებული სახეა. საუბედუროდ, ადამიანი იბრძვის მხოლოდ თანამდებობისთვის, რომ ჩაჯდნენ  სავარძელში და არაფერი აკეთონ. აი, ამაზეა ჩვენი ფილმიც“ 

 

ბიოგრაფია


დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს. 1958 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო) იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივანი (1976-1991), უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე (1992), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995). საქართველოს სახალხო არტისტი (1979). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1988). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით.  ვენეციის (1986) და ბერლინის  (1992) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

 

see more

close

ძმები ქალაქში

საქართველო, 2016, 45 წთ.

 

რეჟისორი: გიორგი ვარსიმაშვილი

სცენარის ავტორები: აკა მორჩილაძე, გიორგი ვარსიმაშვილი, გიორგი ცხვედიანი

როლებში: კახა მიქიაშვილი, ვახო ჩაჩანიძე

ოპერატორი: გიორგი ვაწაძე

მონტაჟი: გიორგი ვარსიმაშვილი

პროდიუსერი: ნათია წულაძე

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


გიორგი ვარსიმაშვილი დაიბადა თბილისში 1986 წელს. დამთავრებული აქვს პარიზის მე-8 უნივერსიტეტის კინო სარეჟისორო ფაკულტეტი (ბაკალავრი, მაგისტრატურა) და ტექნიკური კინო სკოლა ESRA Paris. სწავლის პერიოდში გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „პარიზული ოცნება“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სტუდენტურ პირობებში იყო გადაღებული ის გაქირავებაში გამოვიდა საქართველოში, საფრანგეთში და რუსეთში. 

 

სინოფსისი

 

ორი ძმა ათი წლის შემდეგ პირველად ხვდება ერთმანეთს. ოჯახური გარემო ნელ-ნელა გადადის დეტექტიურ ამბავში, რომელშიც თან და თან იკვეთება შეხვედრის რეალური მიზეზი.  

 

see more

close

ოთახები

საქართველო, 2016, 50 წთ.

 

რეჟისორი: ცირა გვასალია 

მონტაჟი: ნათია გულიაშვილი

ხმის რეჟისორი:  დავით ჟორჟოლაძე (ჟორა)

პროდუსერი: რუსუდან  ფანოზიშვილი

 

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში რემონტი იწყება და ვიოლა, შოთა, რიმა, უშანგი და პავლე ერთ დიდ საკონცენტრო დარბაზში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად ქაოსისა, რომლის გადატანა ხანდაზმულ ასაკში უწევთ და რომელსაც მტკივნეულად აღიქვამენ, მოხუცები მაინც ინარჩუნებენ ძალას, რომ ოცნებების ახდენისთვის იბრძოლონ. 90 წლის შოთას საკუთარი ორიგინალური არქიტექტურული დიზაინით მინი-ეკლესიის აშენება უნდა. სასიყვარულო ისტორია 75 წლის ვიოლასთვის ყველაზე დიდი სასიცოცხლო ძალაა. 83 წლის უშანგი კვირაში ორჯერ ვარჯიშობს თბილისის ზღვაზე და იმ დანაკლისს ივსებს, რაც ახალგაზრდობაში ვერ განახორციელა - პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გახდა. 70 წლის პავლე დღეში რამდენჯერმე აივანზე ჩიტებს კვებავს და ქსოვს, რათა გაყიდული ფულით სიმსივნით დაავადებულ დას ფული გაუგზავნოს სოფელში. მოულოდნელად პავლე ავტოავარიაში მოჰყვება. პანსიონატის ხელმძღვანელობა კი მის ოთახში შედის, რათა მისი მკურნალობის ფული ან ნათესავების საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვონ.

 

ბიოგრაფია


დაიბადა 1983 წელს თბილისში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ანგლისტიკის ფაკულტეტი, 2009 წელს – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა. მისი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რომ მოვკვდები, მერე გეტყვი“ 2009 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. მისი ბოლო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ოთახები“ CineDOC Tbilisi 2016-ზე, საკონკურსო სექცია Focus Caucasus-ის მონაწილე იყო.

 

see more

close

დიდოსტატთა კოლექცია

შემდგომი სახე

პოლონეთი, 2017; 98 წთ.

 

რეჟისორი: ანჯეი ვაიდა

სცენარის ავტორი: ანჯეი მულარჩიკი

ოპერატორი: პაველ ედელმანი

მონტაჟი: გრაჟინა გრადონი 

დამდგმელი მხატვარი: მარეკ ვარშევსკი 

კომპოზიტორი: ანჯეი პანუფნიკი 

პროდიუსერი: მიხალ კვეჩინკსი

საპროდიუსერო კომპანიები: Akson Studio, National Audiovisual Institute, Telewizja Polska (TVP) - Agencja Filmowa

მსახიობები: ბოგუსლავ ლინდა, ალექსანდრა იუსტა, ბრონისლავა ზამაჩოვსკა, ზოფია ვიჩლაში, კრჟიშტოფ პიეჩინსკი


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ანჯეი ვაიდა (დაბ. 1926 წ.) სახელგანთქმული პოლონელი კინორეჟისორია. თითქმის 60 წლის მანძილზე 50-ზე მეტი ფილმი აქვს შექმნილი და ითვლება პოლონური კინოს ერთგვარ სიმბოლოდ.  მისი ფილმები, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ოთხჯერ იყო ნომინირებული ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, „ოსკარზე“. გარდა კინორეჟისორისა, ვაიდა წარმატებული სცენარისტი, მხატვარი, თეატრის რეჟისორი, მწერალი და პედაგოგია. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები სხვადასხვა კინოფესტივალზე - ფელიქსი 1990 წ. (ევროპული ჯილდო), ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე - 1998, “საპატიო ოსკარი”  2000 წ. , ოქროს დათვი - ბერლინალეს კინოფესტივალი (2006 წ.), ბათუმის კინოფესტივალი (BIAFF 2008) და ა.შ. 

კინოკარიერა ალექსანდერ ფორდის ასისტენტად მუშაობით დაიწყო. თავდაპირველად, დოკუმენტურ ფილმებს ქმნიდა, მოგვიანებით კი ცნობილი „ომის ტრილოგია“ გადაიღო: 1955 წლის ფილმი „თაობა“, 1957 წლის „არხი“ და 1958 წლის „ფერფლი და ალმასები“. ამ სამმა სურათმა ვაიდას საყოველთაო აღიარება მოუტანა. 

მისი 1975 წლის სურათი, „აღთქმული მიწა“ ოსკარზე იქნა წარდგენილი, ხოლო „ყველაფერი გასაყიდად“ (1968 წ), რომელიც პოლონურ „8 ½-ად“ მონათლეს, ევროპული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება.

70-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ვაიდასთვის, ამ პერიოდში რეჟისორმა გადაიღო: „უხეში მოპყრობა“ (1978 წელი), „მარმარილოს კაცი“ (1977 წელი) და „რკინის კაცი“ (1981 წელი). 

ბათუმის კინოფესტივალზე ანჟეი ვაიდას რამდენიმე ფილმი იყო ნაჩვენები წინა წლებში - Katyń (2008 წ.), Sweet Rush (2009), Afterimage (2016). 

 

 

სინოფსისი

 

შემდგომი სახე, „ოსკარზე“ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაში წარდგენილი ფილმია, რომელიც ვლადისლავ სტრჟემინსკის - „თანამედროვე მხატვრობის მესიის“ - ცხოვრების პერიოდს ასახავს. კომუნისტურმა რეჟიმმა მისი კოლექტიური მეხსიერებიდან ამოშლა სცადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტუდენტების მხარდაჭერის მიუხედავად, სტრჟემინსკი სიღარიბეში იტანჯება მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის მხრიდან ზეწოლას შეეწინააღმდეგა. ანჯეი ვაიდას თქმით, ეს ფილმი ,,უტეხი კაცის პორტრეტია, რომელსაც საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი არ ეპარება და რომელიც ხელოვნების მიმართ თავდადებულია.“

 

see more

close

იმედის მეორე მხარეს

ფინეთი/გერმანია  2017; 100 წთ.

 

რეჟისორი/პროდიუსერი/სცენარის ავტორი: აკი კაურისმიაკი

ოპერატორი: ტიმო სალმინენი

მონტაჟი: სამუ ჰეიკილია

დამდგმელი მხატვარი: მარკუ პატილია

როლებში: შერვან ჰაჯი, საკარი კუოსმანენი, იანე ჰიუიუტიანინენი, ილკა კოივულა, ნუპუ კოივუ,  საიმონ ჰუსეინ ალ-ბაზუნი, ნიროზ ჰაჯი, კაია პაკარინენი 

პროდიუსერი: აკი კაურისმიაკი

საპროდიუსერო კომპანია: Oy Bufo Ab, ჰელსინკი; Pandora Film, კიოლნი 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


აკი კაურისმიაკი 1957 წელს ფინეთის ქალაქ ორიმატილაში დაიბადა. კარიერა ძმასთან, მიკა კაურისმიაკისთან ერთად თანარეჟისორობით დაიწყო. დამოუკიდებელ რეჟისორად მისი დებიუტი შედგა ფილმით „დანაშაული და სასჯელი, რომელშიც დოსტოევსკის რომანი თანამედროვე ჰელსინკიშია გაცოცხლებული. რამდენიმე ფილმზე მუშაობისას, როკჯგუფთან Leningrad Cowboys თანამშრომლობით, კაურისმიაკი მსოფლიოში მეტმა ადამიანმა გაიცნო. მისმა ფილმმა - უწარსულო ადამიანი - 2002 წლის კანის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის ჯილდო მოიპოვა და 2003 წელს კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. 2017 წელს ფილმისთვის - „იმედის მეორე მხარეს“ - კაურისმიაკი ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.  

 

 

სინოფსისი


ფილმი ორ ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ორმოცი წუთის შემდეგ ერთიანდება. პირველი ისტორიის გმირია ხალედი, სირიელი ლტოლვილი, ქვანახშირის გადამზიდი გემიდან გადარჩენილი,  რომელიც ჰელსინკიში ხვდება, სადაც თავის შეფარებას უიმედოდ ცდილობს. ვიკსტრიომი მეორე გმირია, რომელიც მოგზაურობს და ჰალსტუხებსა და კაცის პერანგებს ყიდის. ვიკსტრიომი ვაჭრობაზე უარს ამბობს, თავის უნარებს აზარტული თამაშების მაგიდასთან იყენებს და მოგებული თანხით, ჰელსინკის შორეულ კუთხეში რესტორანს ყიდულობს. ხალედს ქვეყანაში დარჩენის თხოვნაზე უარს ეუბნებიან და მსგავსი ბედის სხვა ადამიანებივით, უკანონოდ მაინც რჩება. ამის შემდეგ ფინეთის დედაქალაქის მიწისქვეშეთში ათასგვარ რასიზმს აწყდება და ამასთან, მეგობრებსაც იძენს. ერთ დღეს ვიკსტრიომი თავისი რესტორნის ეზოს ბნელ კუთხეში ნაპოვნ, მძინარე ხალედს საწოლსა და სამსახურს სთავაზობს და ეს ორი ადამიანი, რესტორნის მიმტანთან, შეფმზარეულთან და ძაღლთან ერთად, უტოპიურ კავშირს ქმნის. ეს აკი კარისმიაკისთვის ტიპური, ბედისწერით შეკრული საზოგადოებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია და აუცილებელიც არის, რომ სამყარო უკეთესი ადგილი გახდეს.  

 

see more

close

ქსელი

სამხრეთ კორეა 2016; 118 წთ.

 

რეჟისორი:  კიმ კი-დუკი 

სცენარის ავტორი: კიმ კი-დუკი

ოპერატორი: კიმ კი-დუკი

როლებში:  რიუ სინ-ბომი,  ლი ვონ-გინი, კიმ იონ-მინი, ჩჰვე გი-ჰვა

მონტაჟი: პარკ მინ-სონი

პროდიუსერი: კიმ სუნ მო 

ხმის რეჟისორი: ან კი-სუნგ

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

კიმ კი-დუკი 1960 წელს დაიბადა პონჰუაში, სამხერეთ კორეაში. პარიზში ხელოვნების შესწავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა სცენარისტად მუშაობით დაიწყო. მისი, როგორც რეჟისორის, დებიუტი 1996 წელს შედგა, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ფილმი  - ,,ნიანგი - გადაიღო. იქიდან მოყოლებული, კიმ კი-დუკს კრიტიკოსებიც და პუბლიკაც ყოველთვის მქუხარე ტაშით ხვდება თავისი რთული პერსონაჟების, გამაოგნებელი სანახაობისა და უპრეცედენტო გზავნილების გამო. რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა შემდეგმა  ფილმებმა: სამარიტელი გოგო  - ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის (ბერლინის კინოფესტივალი, 2004); ცარიელი სახლი  - ,,ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის (ვენეციის კინოფესტივალი, 2004); არირანი – „სპეციალური პრიზი“ (კანის კინოფესტივალი, 2011). 2012 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში“ გაიმარჯვა მისმა  ცნობილმა ფილმმა - პიეტა .

მისი ნამუშევრები, „ერთი ერთზე“ (2014), რომელიც ასევე ვენეციის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა, და „სდექ“, რომელიც (2015) BIAFF-ზე აჩვენეს. 

 

სინოფსისი 

ჩრდილოკორეელ მეთევზეს შემთხვევით ნავის ძრავა უფუჭდება და დინებას სამხრეთ კორეამდე მიჰყვება. სამხრეთში მძიმე გამოძიების გადატანის შემდეგ ჩრდილოეთში აბრუნებენ. გამგზავრებამდე მეთევზე საზოგადოების ბნელ მხარესა და მის „განვითარებულ“ იერს შორის კონტრასტს ამჩნევს. იქ ხვდება, რომ ეკონომიკური განვითარება ბედნიერებას არ მოასწავებს. შინ დაბრუნებულს ისეთივე გამოძიების გადატანა უხდება, როგორსაც სამხრეთში გაუძლო. შემდეგ დიდ უსიამოვნებაში ეხვევა - გახლეჩილი ქვეყნის ორ იდეოლოგიას შორის ჩიხში ექცევა. 


 

see more

close

უსიყვარულო

რუსეთი/საფრანგეთი/ბელგია/გერმანია 2017; 128 წთ.

 

რეჟისორი: ანდრეი ზვიაგინცევი

ოპერატორი: მიხაილ კრიჩმანი

მონტაჟი: ანა მასი

კომპოზიტორი: ევგენი გალპერინი

პროდიუსერები: ალექსანდრ როდნიანსკი, სერგეი მელკუმოვი,  Why Not Productions, Arte France Cinéma

დამდგმელი მხატვარი: Andrey Ponkratov

ხმის მონტაჟი: ანდრეი დერგაჩიოვი 

საპროდიუსერო კომპანია: WHY NOT PRODUCTIONS


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

ნოვოსიბირსკში დაბადებულმა ზვიაგინცევმა 1990 წელს, ევგენი ლაზარევის ხელმძღვანელობით, რუსეთის თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. შემდეგ დამოუკიდებელ თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა და ტელესერიალებსა თუ ფილმებში უმნიშვნელო როლებიც ჰქონდა. 2000 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა. 2003 წელს ზვიაგინცევმა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო - „დაბრუნება, რომელიც წლის კინოსენსაციად იქცა.  რეჟისორისა და გადამღები ჯგუფის წევრთა უმეტესობისთვის სადებიუტო ნაშრომი ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოთი - ოქროს ლომით - დაჯილდოვდა. ასევე, მოიპოვა ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის, კომენტარით: ,,დიდებული ფილმი სიყვარულის, დანაკარგისა და ზრდის შესახებ“. ზვიაგინცევის მეორე ფილმი კანის რიგით მე-60 კინოფესტივალზე აჩვენეს და კონსტანტინ ლავრონენკო პირველი რუსი მსახიობი კაცი გახდა, რომელმაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. მესამე ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2011 წელს კანის 64-ე კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ჟიურის განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა. რეჟისორის მეოთხე ფილმი „ლევიათანი პირველი რუსული ფილმია, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა და ასევე, კინოაკადამიის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. 

 

სინოფსისი

ჟენია და ბორისი სიბრაზით, იმედგაცრუებითა და  ურთიერთბრალდებებით სავსე განქორწინების პროცესს გადიან. თითოეულ მათგანს სხვა პარტნიორთან ერთად უკვე ახალი ცხოვრება  აქვს დაწყებული და ახალი გვერდის გადაფურცვლა ეჩქარება - თუნდაც 12 წლის შვილის, ალიოშას, მიტოვების მუქარით. მოგვიანებით მათი ერთ-ერთი კამათის შემსწრე ალიოშა იკარგება...


 

see more

close

მონტოკში დაბრუნება

გერმანია/ირლანდია/საფრანგეთი 2017; 106 წთ.

 

რეჟისორი: ფოლკერ შლიონდორფი

სცენარის ავტორი: ფოლკერ შლიონდორფი

მსახიობები: სტელან სკარსგორდი, ბრონა გალაგერი, ნინა ჰოსი, ნილს არესტრუპი, რობერტ სილიგერი, სიუზენ  ვოლფი 

ოპერატორი: ჯერომ ალმერასი

მონტაჟი: ერვე შნაიდი

პროდიუსერები: რეჯინა ციგლერიკო

პროდიუსერები: ქონორ ბარი, ფრანსის ბესპფლიუგი, მაიკ დაუნი, ჯონ კევილი, სტეფანი პართენეი, ჰოლგერ რაიბიგერი, ტილ შვაიგერი, სემ ტეილორი

საპროდიუსერო კომპანიები: Ziegler Film Berlin, Volksfilm, Pyramide Productions, Savage Productions - SP Films, Barefoot Films, Gaumont, Senator Film Produktion, Starhaus Filmproduktion, Film and Music Entertainment, WDR Westdeutscher Rundfunk, BR Bayerischer Rundfunk, ARTE France Cinéma, ARTE Deutschland


 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ვოლკერ შლიონდორფი გერმანიის ქალაქ ვისბადენში 1939 წელს დაიბადა, 1956 წელს კი საფრანგეთში  გადასახლდა და პარიზში სწავლობდა. ლუი მალთან, ჟან-პიერ მელვილთან და ალენ რენესთან  მუშაობის შემდეგ, მისმა 1966 წლის ფილმმა Der junge Törless (ახალგაზრდა ტიორლესი) ახალ გერმანულ კინემატოგრაფიას საერთაშორისო წარმატება მოუტანა. ფილმმა Die Blechtrommel (თუნუქის დოლი) 1979 წელს კანში ოქროს პალმის რტო და „ოსკარი“ მოიპოვა. 1992 წლიდან 1997 წლამდე შლიონდორფი  Studio Babelsberg-ს ხელმძღვანელობდა. საფრანგეთსა და აშშ-ში რამდენიმე ფილმი გადაიღო და 1992-97 წლებში ბაბელსბერგში ყოფილ UFA/DEFA Studios-ს მართავდა. მისი ისტორიული ფილმი LA MER A L'AUBE (სიმშვიდე  2012 წელს ბერლინალეზე პანორამის სექციაში აჩვენეს. Return To Montauk (მონტოკში დაბრუნება) შლიონდორფის უახლესი ფილმია, რომლის პრემიერა 2017 წელს ბერლინალეზე გაიმართა. 

 

სინოფსისი


სამოც წელს გადაცილებული მწერალი, მაქს ცორნი, ნიუ-იორკში თავისი პირველი წიგნის გამოსაცემად მიემგზავრება. იქ ცოლი, კლარა, ელოდება, რომელიც ამერიკელ გამომცემელთან წიგნის გამოცემაზე მუშაობს. ცორნის პირადული რომანი დიდი და წარუმატებელი სიყვარულის შესახებაა. მაქსი სიყვარულის ძველ ობიექტს - გერმანელ რებეკას ხვდება, რომელიც ახლა ნიუ-იორკში იურისტად მუშაობს. ზამთრის ერთ შაბათ-კვირას წყვილი ლონგ-აილენდის პატარა, ზღვისპირა ქალაქ მონტოკში ბრუნდება, სადაც ოდესღაც ერთად ბედნიერები იყვნენ. რებეკა ნაწყენია და ცივად ექცევა. მაქსი მასთან დაახლოებას ცდილობს. განშორების წლების შესახებ საუბრისას საერთო მოგონებებსაც იხსენებენ. აქვს თუ არა აწმყო ანდა მომავალი წარსულის გრძნობას? „ჰომო ფაბერის“ ადაპტაციის შემდეგ ფოლკერ შლიონდორფი თავისი მეგობრის, მაქს ფრიშის, სამყაროს კიდევ ერთხელ უბრუნდება. მოგონებების თანმხლები ბედნიერებისა და ტკივილის მოტივები ამ ახალ კინოეკრანიზაციაში ცოცხლდება. 

 

see more

close

სპეციალური ჩვენებები

76 წუთი და 15 წამი აბას კიაროსტამისთან ერთად

ირანი, 2016; 76 წთ.

 

რეჟისორი: სეიფოლა სამადიანი

სცენარის ავტორი: სეიფოლა სამადიანი 

ოპერატორი: სეიფოლა სამადიანი

მონტაჟი: სეიფოლა სამადიანი

როლებში: აბას კიაროსტამი, ჟულიეტ ბინოში, მასუდ კიმიაი, ჯაფარ პანაჰი, ალი რეზა რაიესიანი, ტაჰერე ლადანიანი, ჰამიდე რაზავი 

პროდიუსერი: სეიფოლა სამადიანი

საპროდიუსერო კომპანიები: Tassvir Film Center  / World Sales: Iranian Independents 

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, გამომცემელი და ფოტოგრაფი სეიფოლა სამადიანი დაიბადა 1954 წელს. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. 1968 წელს მან დაიწყო ფოტოგადაღება, 1978 წელს კი დოკუმენტური ფილმების შექმნა. „თეთრი სადგური” (1999); „თეირანი, 25-ე საათი” (1999); „მკვლელობის ხელოვნება” (2003); „ერთხელ მარაკესში” (2006). სეიფოლა სამადიანი თავად იყო თავისი ფილმების რეჟისორი, ოპერატორი და სცენარის ავტორიც. რამდენიმე ფილმზე სეიფოლა მუშაობდა აბას კიაროსტამთან ერთად. სეიფოლა სამადიანი იყო ისეთი საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი, როგორებიცაა: მილანის კინოფესტივალი, ფარჯის კინოფესტივალი, ბიენალეს ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. თავისი ფილმებით მონაწილეობა აქვს მიღებული ტრიბეკას, სან-ფრანცისკოს, ამსტერდამის და სხვა ფესტივალებში. სეიფოლა სამადიანი 2004 წლიდან დღემდე ტასვირის კინოფესტივალის დირექტორია, და ასევე ტასვირის ჟურნალის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

სინოფსისი


ეს ფილმი, რომელიც ირანელი კინოშემოქმედის, აბას კიაროსტამის მიერ, ამქვეყნად გატარებულ 76 წელიწადსა და 15 დღეს ასახავს, სხვა დოკუმენტურებს არ ჰგავს. ინტერვიუებისა და კომენტარების ნაცვლად, მხატვარი და ფოტოგრაფი სეიფოლა სამადიანი, კიაროსტამის თანამშრომელი და მეგობარი, 25 წლის განმავლობაში გადაღებულ კადრებს წარმოგვიდგენს:  კიაროსტამი მანქანის შეორთქლილ მინას წმენდს და წარმოთქვამს ლექსს ,,განა ყველა გზას სიკვდილისკენ არ მივყავართ?“, ან შემართებით ამბობს „თოვლიან დილას გარეთ გავვარდი, უქუდოდ და უქურთუკოდ, ბავშვივით გახარებული.“ ლირიზმით  გაჯერებული ეს ფილმი გარდაცვლილ მაესტროს ძალიან გაახარებდა. 


 

see more

close

სიგიჟის სიხარული

ავღანეთი/ირანი 2003; 71 წთ.

 

რეჟისორი და ოპერატორი: ჰანა მახმალბაფი

მსახიობები: აგელეჰ რეზაე, აგელეჰ ფარაჰმანდი, ბიბიგოლ ასეფი, სიმა ასეფი, ჰაჯი რაჰმოდინი, რაზი მოჰები, აზიზოლა ვაკილი, სამირა მახმალბაფი, მარზიეჰ მეშკინი, მოჰსენ მახმალბაფი

კომპოზიტორი: მოჰამად რეზა დარვიში

ფოტოგრაფი: მაისამ მახმალბაფი

მონტაჟი და მიქსი: მასტანეჰ მოჰაჯერი

წარმოება: Makhmalbaf Film House

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ჰანა მახმალბაფი 1988 წლის 3 დეკემბერს თეირანში დაიბადა. 7 წლის ასაკში მამის, მოჰსენ მახმალბაფის ფილმში მონაწილეობდა, სახელწოდებით „უმანკოების წამი“.

მახმალბაფების ოჯახურ ნაშრომებში რეგულარულად მონაწილეობდა, როგორც ფოტოგრაფი, სცეარის კორექტორი და რეჟისორის თანაშემწე. მახმალბაფის კინოსკოლაში კინოხელოვნებას 8 წლის განმავლობაში სწავლობდა, რომელიც 16 წლის ასაკში დაასრულა.

8 წლის ასაკში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „დღეს, როცა დეიდაჩემი ავადმყოფობდა. 1997 წელს ამ ფილმმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია, მაშინ რეჟისორი მხოლოდ 9 წლის იყო. 14 წლის ჰანამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სიგიჟის სიხარული“.  ამ ფილმის პრემიერა 2003 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა და 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო. 

18 წლისამ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბუდამ სირცხვილით  გონება დაკარგაგადაიღო, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და კინოფესტივალებზე ბევრი პრესტიჟული ჯილდო მიიღო - ბერლინში, სან-სებასტიანში, რომში, მონრეალში, თესალონიკიში, ჰონგ-კონგში.

ჰანას ფილმი „მწვანე დღეები“  ირანის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებს ასახავს. ეს ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციისთვის შეირჩა და სიმამაცის ჯილდო მიიღო. 

ვიზა წამისთვისჰანას ლექსების კრებულია, რომელიც 2003 წელს სამ ენაზე გამოიცა. 

 

სინოფსისი

 

სამირა მახმალბაფი ქაბულში მომდევნო ფილმის გადასაღებად მიდის. დღის 5 საათია. ჩვეულებრივ ხალხს შორის დადის და გადაღებისთვის ადამიანებს არჩევს. თუმცა ავღანეთში ფილმში გადაღება არავის უნდა. ყველას სხვების ეშინია. ქალაქის მოლას ხალხის ეშინია, ხალხს კი - თალიბების დაბრუნების. ჰანა მახმალბაფი, სამირას 14 წლის და, შერჩევის დროს სამირას ყველგან დაყვება. ამ დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები არიან: შეშლილი ოჯახი, მოლა და ორი ქალი.   


 

see more

close

უმანკოების მომენტი

ირანი/საფრანგეთი, 1996; 78 წთ. 

 

სცენარის ავტორი, მონტაჟისტი და რეჟისორი: მოჰსენ მახმალბაფი

როლებში: მირჰადი ტაიები, ალი ბახში, ამარ ტაფტი, მარიამ მოჰამად-ამინი, მოჰარამ ზეინალზადეჰი, ფარიბა ფაღირი, მარიამ ფაღირი, ლოტფოლაჰ ღეშლაღი, მოჰსენ მახმალბაფი, ჰანა მახმალბაფი

ოპერატორი: მაჰმუდ კალარი

ხმის რეჟისორი: ნეზამედინ კიაი

კომპოზიტორი: მაჯიდ ენტეზამი

დამდგმელი მხატვარი: რეზა ალღემანდი

აღმასრულებელი მენეჯერი და ფოტოგრაფი: მოჰამად აჰმადი

საპროდიუსერო კომპანია: Makhmalbaf Film House

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მოჰსენ მახმალბაფი   (1957 წელს დაიბადა თეირანში)ირანული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ფილმები, როგორც წესი, ინდივიდისა და ზოგად სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს. მოჰსენ მახმალბაფის ფილმები ფართოდაა წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოჰსენ მახმალბაფი ბევრი საპატიო ჯილდოს მფლობელია.  მიღებული აქვს დოქტორის საპატიო წოდებები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, 50 საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის: 1998 წელს საფრანგეთში - ხელოვნებისა და ლიტერატურის მარშალი, 2006 წელს სომხეთში - სერგეი ფარაჯანოვის ჯილდო, 2002 წელს იტალიაში- ფრანსუა ტრიუფოს ჯილდო, 2001წელს იუნესკოსგან -  ფედერიკო ფელინის საპატიო ჯილდო,  2006 წელს რომიდან - გამბედაობისა და სიმამაცის ჯილდო,  2003 წელს პუსანის კინოფესტივალზე - საუკეთესო, აზიელ კინორეჟისორად დასახელდა, ხოლო 2007 წელს აზიის კინოაკადემიის დეკანად აირჩიეს. 

2005 წელს, აჰმადინეჯადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოჰსენ მახმალბაფმა ირანი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად რეჟისორი ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

 

სინოფსისი

 
შაჰის რეჟიმის დროს, როცა მოჰსენ მახმალბაფი 17 წლის პარტიზანია, თავის თანატოლ გოგონასთან ერთად, განიარაღების მიზნით, პოლიციელს თავს ესხის. პოლიციელი და მახმალბაფი ერთმანეთს დაჭრიან, გოგონა კი გაქრება.   

20 წლის შემდეგ მახმალბაფი 37 წლის რეჟისორია და  Salam Cinema-სთვის მსახიობების შერჩევის შესახებ გაზეთში განცხადებას აქვეყნებს. ყოფილი პოლიციელი მახმალბაფის სახლში მიდის და მისი უმცროსი ქალიშვილის, ჰანას, საშუალებით, რეჟისორს გადასცემს, რომ ფილმში მონაწილეობა უნდა. საკუთარი თავის სათამაშოდ, 17 წლის მსახიობს არჩევს. შემდეგ თითოეული მათგანი საკუთარ  ახალგაზრდობას იხსენებს და 20 წლის წინანდელი მოვლენების აღდგენას ცდილობს. 

 

see more

close

წამიყვანე სახლში

ირანი, 2016; 16 წთ. 

  

რეჟისორი: აბას კიაროსტამი 

მონტაჟი: ადელ იარაღი 

მუსიკა: პიტერ სოლეიმანიპური 

როლებში: ბიაჯიო დი ტონო

წარმოება: Kiarostami Foundation

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დაიბადა 1940 წელს, თეირანში. დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მხატვრის სპეციალობით. მხატვრის, დიზაინერის და ილუსტრატორის რანგში, კიაროსტამი 1960-იან წლებში რეკლამის სფეროში მოღვაწეობდა, ამზადებდა პოსტერებს და ქმნიდა რეკლამებს. 1969 წელს, როდესაც ირანული ახალი ტალღა დარიუშ მეჰრჯუის ფილმით „ძროხა“ დაიწყო, კიაროსტამი მონაწილეობას იღებდა კინოსარეჟისორო დეპარტამენტის ჩამოყალიბებაში თეირანის ბავშვთა და მოზარდების ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუტში. მოგვიანებით დეპარტამენტი ირანის ერთ-ერთ სახელგანთქმულ კინოსტუდიად იქცა. 1973 წელს მან გადაიღო ფილმი „გამოცდილება“, რომელმაც პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ჯიფონის კინოფესტივალზე, 1974 წელს. შემდეგ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები „მოგზაური“ (1974) და „ანგარიში“ (1977). 1980-იანი წლების დასაწყისში კიაროსტამიმ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და პირველი რევოლუციის შემდგომი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „სად არის მეგობრის სახლი?“ (1987), რომელმაც მას 1989 წლის ლოკარნოს კინოფესტივალზე 5 ჯილდო მოუტანა და საერთაშორისო აღიარებისკენ გაუკაფა გზა. თავისი კინოკარიერის მანძილზე, მას მიღებული აქვს 76 საერთაშორისო ჯილდო. კიაროსტამი 76 წლის ასაკში, 2016 წლის 4 ივლისს, პარიზში გარდაიცვალა.

აბას კიაროსტამი 2010 წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო, სადაც მას გადაეცა BIAFF-ის სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

 

სინოფსისი


აბას კიაროსტამის თავისი კამერით იტალიის სამხრეთში გადავყავართ, ხეივნების და კიბეების ლამაზ და მხიარულ ვიდეოებს გვთავაზობს. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარია.

 

see more

close

სევდის ანგელოზები

საქართველო, 2017, 48 წთ.

 

რეჟისორი/სცენარი: თეო ჯორბენაძე 

დამდგმელი ოპერატორი: დავით სეფიაშვილი  

ოპერატორები: დავით ფირუმაშვილი, იოსიფ შაფიევი,  ლევან პატარაია, ქეთევან ლოგუა, გიორგი ჭუმბურიძე

მონაწილეობენ: გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, გოგი მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, გიდონ კრემერი, ნინო ანანიაშვილი, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ყანჩელი.

საპროდუსერო კომპანია:  ხელოვანთა კავშირი Conceptart

თრეილერის ნახვა

სინოფსისი


ლეგენდარული ქართველი  კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი „სეცდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საიუბილეო საკონცერტო ტურნეს პარალელურად (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი).

ხელოვანი, რომლისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი იყო თავისუფლება. საბჭოთა იდეოლოგები მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ  მისი ნაწარმოებები კაპიტალისტურ ქვეყნებში  მტრებს ახარებდა. 

გია ყანჩელი მეგობრებთან ერთად, ყოველ გამოწვევას თავისი შემოქმედებით  სცენიდან  პასუხობდა...

ფილმი მოგვითხრობს არტისტის ბედზე თანამედროვე სამყაროში. 

ხელოვნება ვერაფერს ცვლის - ომი გრძელდება! მხოლოდ  „სევდის ანგელოზებს“ შეუძლიათ დაგვიფარონ განსაცდელისგან, მთავარია ყური ვუგდოთ და გვესმოდეს მათი ხმა... 

 

ბიოგრაფია


სცენარისტი და პროდუსერი თეო ჯორბენაძე დაიბადა თბილისში 1972 წელს, კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის ოჯახში. დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი, აგრეთვე, საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა (დოკუმენტური კინოს რეჟისურა), მიენიჭა აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სცენარისტად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხზე“ და სტუდია “აუდენციაში”, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტში  “მიამბეთ თქვენზე”(40 სატელევიზიო ფილმი, 2000-2003წ). 

1997-2012 წლებში თანამშრომლობდა გერმანულ ორგანიზაცია „მელხიორსგრუნდთან“, ერთობლივი თეატრალური დადგმები განხორციელდა გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, საქართველოსა და კოსოვოში.  

2004-2017 წ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი. ფონდის მიერ საქართველოსა და უცხოეთის ცნობილ დარბაზებში განხორციელებული (the Israeli Opera, Gran Teatre del Liceu,  The Athens Concert Hall Megaron, Paris Salle Pleyel , Strasbourg concert hall and ect.) ტელე-მარათონებისა და გალა-კონცერტების სცენარის ავტორი და პროდუსერი.

2012 წლიდან - ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 2014 წლიდან ხელოვანთა კავშირის „კონცეპტარტ“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 

მედია ჰოლდინგ ფორტუნას ყოველწლიური დაჯილდოვების „ოქროს ტალღის“ 2017 წლის გამარჯვებული ნომინაციაში - კლასიკური მუსიკის პროდუსინგი. 

 

see more

close

“SHORT MATTERS!”- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია

90 გრადუსი ჩრდილოეთით

გერმანია 2015; 21 წთ.

 

რეჟისორი: დეტსკი გრაფამი

სცენარის ავტორი: დეტსკი გრაფამი

პროდიუსერი: მარიან გრაფამი

ოპერატორი: ჰანო მორიტც კუნოვი

მოტაჟი: კარლ პეგლო

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დეტსკი გრაფამი მუშაობდა რეჟისორად და მემონტაჟედ შემდეგ ტელევიზიებში: BBC, Channel 4, Nickelodeon და Comedy Central. მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს არაერთი პრიზი აქვთ მიღებული. ამჟამად სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტი აქვს. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა - „დანაშაულის სამინისტრო“, რომელიც არაერთ ფესტივალზე აჩვენეს, აიზლ ოფ მენის კინოფესტივალზე აუდიტორის ჯილდო მოიპოვა.

 

სინოფსისი


ფაქტია, რომ კარგი გერმანელი ყოველთვის მოთმინებით იცდის წითელზე, მაგრამ რა ხდება თუკი შუქნიშანი მწვანეს აღარ ანთებს? ფილმში მოქმედება მანქანებით ყველაზე გადატვირთულ წარმოსახვით ადგილას ხდება. „90 გრადუსი ჩრდილოეთით“ იუმორისტული ფანტასტიკაა, რომელიც თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების კანონმორჩილების მხარეებს გვიჩვენებს.

see more

close

მე აქაური არ ვარ

ჩილე/დანია/ლიტვა 2015; 26 წთ.

 

რეჟისორი: ჟიდრე ზიკიტე, მაიტე ალბერდი 

სცენარის ავტორი: ჟიდრე ზიკიტე

პროდიუსერი: პატრიციო გახარდო, მაიტე ალბერდი, ჟიდრე ზიკიტე

ოპერატორი: პაბლო ვალდესი

მონტაჟი: ხუან ედუარდო მურილო

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ჟიდრე ზიკიტე ლიტველი რეჟისორი და პროდიუსერია. 2007 წელს ვილნიუსის ხელოვნების აკადემიაში დაამთავრა სამაგისტრო კურსი ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. მისი ფილმები არაერთ საერთაშორისო ფესტივალზეა ნაჩვენები, მათ შორის ამსტერდამის, ლაიფციგის, შელფილდის, როტერდამის, გოტენბერგის, ვარშავის, კრაკოვის და სხვა ფესტივალებზე, რომლებზეც ასევე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.


მაიტე ალბერდი ჩილელი რეჟისორი და პროდიუსერია. 2011 წელს ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მაშველი“.  2015 წელს კი ამავე ფესტივალზე შედგა მისი ფილმის - „ჩაის დრო“ - პრემიერა, რომელიც POV-ის (არამხატვრული ფილმების უდიდესი შოუქეისი) 2015 წლის სეზონზე იქნა გაშვებული და უამრავი ჯილდოც დაიმსახურა.

 

სინოფსისი


88 წლის ბასკური წარმოშობის ხოსევე ჩილეში, მოხუცთა თავშესაფრში ცხოვრობს. მას დანარჩენი მოხუცების წარმოშობაც აინტერესებს, ისინი კი მუდამ პასუხობენ, რომ ჩილელები არიან და არა მასსავით ესპანელები. ხოსევეს აკვიატებული აქვს, რომ ახალგაზრდობა ბასკეთში გაატარა. იგი 70 წელია ჩილეში ცხოვრობს, მაგრამ მიუხედავად მეხსიერების პრობლემებისა, სამშობლო მაინც ახსოვს.

 

see more

close

შორს

გერმანია 2015; 7 წთ.


რეჟისორი: ფლორიან გლორიგი

სცენარის ავტორი: ფლორიან გლორიგი

ანიმაცია: ჯულიან ვავროვსკი

ხმის რეჟისორი: კრისტიან ვიტმოსერი, ტობიას ბოემი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ფლორიან გლორიგი ანიმაციის რეჟისორი და კომპიუტერული თამაშების დიზაინერია. მან დაამთავრა კასელის ხელოვნების და დიზაინის სკოლა. მას შექმნილი აქვს რამდენიმე ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და კომპიუტერული თამაში. იგი 17 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ავტორია, მათ შორის: „ვეისი“ (2007), „ბოთლის გოგონა“ (2010), „სიზიფე“ (2014), „შორს“ (2015).

 

სინოფსისი


ღრუბლების ზემოთ სიმშვიდე და სიწყნარეა, თუმცა შორეთში მიმალული ქაოსი ყოველ ღამე გვიახლოვდება.

 

see more

close

დროის სისავსე (რომანსი)


ბელგია/საფრანგეთი 2016; 14 წთ.

 

რეჟისორი: მანონ კუბია

სცენარის ავტორი: მანონ კუბია

პროდიუსერი: ნიკოლას რინკონ ჟილი

ოპერატორი: ნიკოლას რინკონ ჟილი

მონტაჟი: მანონ კუბია

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მანონ კუბია დაიბადა ტონონ-ლე-ბენში. დაამთრა ბრიუსელის ხელოვნების სკოლა (INSAS) რეჟისურის მიმართულებით და არის რეჟისორთა გაერთიანების წევრი (VOA). 2006 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თეთრი სონატა“, ხოლო 2012 წელს - სრულმეტრაჟიანი ფილმი - „ლურჯი ალუბალი“.

 

სინოფსისი


გახსნილი ნაპრალის პირას ქალი უსასრულოდ უცდის მთას, როდის დაუბრუნებს ყინულის მიერ დატყვევებულ მის შეყვარებულს. 

 

see more

close

დამშვიდობება

ესპანეთი 2015; 15 წთ.

 

რეჟისორი: კლარა როკეტი 

სცენარის ავტორი: კლარა როკეტი

ოპერატორი: გრის იორდანა

მონტაჟი: კარლოს მარკეს-მარცეტი, მუნია აკლი

პროდიუსერი:  სერჯი მორენო, ტონო ფოლგუერა

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


კლარა როკეტი ესპანელი მწერალი და რეჟისორია. ამჟამად კინოს მიმართულებით გადის სამაგისტრო კურსს კოლუმბიის უნივერსიტეტში, აშშ-ში. იგი არის თანაავტორი ფილმისა „10 000 კილომეტრი“ (2014), რომელიც ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე და არაერთი პრიზი მოიპოვა. „დამშვიდობება“ მისი სარეჟისორო დებიუტია. ამჟამად მუშაობს მოკლემეტრაჟიან ფილმზე „კარგი გოგონები“, რომლის გადაღებაც 2016 წლის აგვისტოში დასრულდა ესპანეთში.

 

სინოფსისი


როზანა ბოლივიელი მოახლეა, რომელიც ვიდალების ოჯახის უფროს ქალბატონს, ანხელას, უკვე 10 წელია ემსახურება. ანხელას დაკრძალვის დღეს,  ოჯახი როზანას არ აძლევს სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მიღების საშუალებას და მას მუშაობას აიძულებენ. „დამშვიდობება“ სენსიტიური ისტორიაა ემოციური კავშირების შესახებ, რომელსაც სოციალური კონვენციები, რასობრივი იარლიყები და ოჯახური რეჟიმები ანაცვლებენ.

 

see more

close

კედელი

ბელგია 2015; 8 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: სამუელ ლამპერტი

პროდიუსერი: ნიკოლას ჟორჟი

ოპერატორი: ბერნარ ვერვორი

მონტაჟი: ნიკოლას ბიერი

როლებში: ივ იანი, სტივენ ენგი, კატი მინ იუნგი

ანიმაცია: Mikros Image Liège

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


სამუელ ლამპერტი 1968 წელს დაიბადა ბრიუსელში, ამჟამად ცხოვრობს ვალონიაში. მას გადაღებული აქვს 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე და ტელევიზიით იქნა ნაჩვენები. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარები შერჩეული იყო კანის „სცენარისტთა სახლისთვის, პარიზის ექვინოქსის პროგრამისა და კაპალბიოს სცენარის წერის ვორკშოპისთვის (იტალია).

 

სინოფსისი


ჰონკონგი. ცემენტის ცათამბრჯენების სიმრავლე პერსონალურობის გარეშე. მიჭყლეტილი ოფისები, სადაც ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები მუშაობენ... სანამ ჩანგი კედელზე სურათის ჩამოკიდებას არ გადაწყვეტს...

 

see more

close

ალეპოს 9 დღე ჩემი ფანჯრიდან

ჰოლანდია/სირია 2015; 13 წთ.


რეჟისორი: ისა თუმა, ფლორ ვან დერ მულენი, ტომას ფრუხე

სცენარის ავტორი: ისა თუმა

პროდიუსერი: იოს დე პუტერი

ოპერატორი: ისა თუმა

მონტაჟი: ფლორ ვან დერ მულენი, ტომას ფრუხე

პროდუქცია: Deep Focus Web Docs & Paradox

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ფლორ ვან დერ მულენი 1989 წელს დაიბადა ჰოლანდიაში. სწავლობდა როტერდამისა და ნიუ-იორკის სხვადასხვა არტ სკოლაში. სწავლის დასრულების შემდეგ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ქარიშხლიანი სამოთხე“, რომელიც არაბულ ალ-ჯაზერაზე იქნა ნაჩვენები.

ტომას ფრუხე 1988 წელს დაიბადა ჰოლანდიაში.  დაამთავრა სანტ იოსტის ხელოვნების აკადემია. მისმა სადიპლომო ფილმმა ჰოლანდიის კინოფონდის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ამჟამად ცხოვრობს ამსტერდამში.

ისა თუმა გახლავთ რეჟისორი და მწერალი.  იგი ცნობილია ფილმებით: „ალეპოს 9 დღე ჩემი ფანჯრიდან“ (2016) და  „თეა ეშმაკის ზურგზე“ (2009).

  

სინოფსისი


2012 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დილას ცნობილმა სირიელმა ფოტოგრაფმა, ისა თუმამ, დაინახა, როგორ მიათრევდა ერთი კაცი თავის ქუჩაზე ქვიშით სავსე ტომრებს. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სირიული აჯანყების დასაწყისი ალეპოში. თუმამ კამერა მოიმარჯვა და 9 დღის მანძილზე საკუთარი ბინიდან ჩუმად იღებდა განვითარებულ მოვლენებს. შედეგად მივიღეთ ომის უპრეცედენტო კადრები; ომის, რომელიც უკვე ამდენი წელია მიმდინარეობს.

 

see more

close

დაბრუნება

ბრიტანეთი/ლიბანი/დანია/ჰოლანდია 2015; 30 წთ.

 

რეჟისორი: მაჰდი ფლეიფელი

პროდიუსერი: პატრიკ კამპბელი

ოპერატორი: მაჰდი ფლეიფელი

მონტაჟი: მაიკლ ააგლუნი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


მაჰდი ფლეიფელი დანიელ-პალესტინელი კინორეჟისორია, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს. 2009 წელს ბრიტანეთში დაამთავრა კინოსა და ტელევიზიის ეროვნული სკოლა. მისმა სადებიუტო ფილმმა „სამყარო, რომელიც არ არის ჩვენი“ - დიდი აღიარება მოიპოვა და არაერთი ფესტივალის ჯილდოც დაიმსახურა, მათ შორის: ბერლინალეზე, ედინბურგის და ნიუ-იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალებზე.



სინოფსისი


რედა 26 წლის ბიჭია. იგი აინ ელჰელვეჰის პალესტინურ ლტოლვილთა ბანაკიდან წასვლაზე ოცნებობს, თუმცა მისი ცხოვრება ირევა. 3 წელი საბერძნეთში შემორჩება, საიდანაც აგდებენ და სამშობლოში ჰეროინზე სამუდამოდ დამოკიდებული ბრუნდება. პრობლემების მიუხედავად, გადაწყვეტს ბავშვობის სიყვარულზე იქორწინოს. თუმცა ბანაკში განვითარებულ სასიყვარულო ისტორიას ომის სირთულეები ახლავს.

 

see more

close

ამალიმბო

შვედეთი/ესტონეთი 2016; 15 წთ.

 

რეჟისორი/სცენარის ავტორი: ხუან პაბლო ლიბოსარტი

ანიმაცია: როლანდ სეერი

ოპერატორი: ნიკლას კარპატი, პია ლეტო

მონტაჟი: ხუან პაბლო ლიბოსარტი

პროდუქცია: FASAD AB, Johanna LIND, FORK FILM, Marianne OSTRAT

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ხუან პაბლო ლიბოსარტი 1978 წელს დაიბადა არგენტინაში. 2001 წლიდან ცხოვრობს შვედეთში. 2010 წელს დაამთავრა მედია-ბიზნესკოლის ევროპული სამაგისტრო კურსი აუდიოვიზუალური მენეჯმენტის მიმართულებით. 2013 წელს მონაწილეობდა ევროპელი პროდიუსერების ვორკშოპში. სხვა რეჟისორებთან თანამშომლობით უმუშავია ფილმებზე ერიკ გარდინისთვის, მარკუს ლინდენისთვის და იესპერ განსლანდტისთვის.

  

სინოფსისი


ფილმი 5 წლის გოგონას - ტიპუანას შესახებ მოგვვითხრობს, რომელიც ახლად გარდაცვლილ მამასთან შეხვედრის მიზნით პარალელურ სამყაროში გადასვლას ცდილობს. ეს პატარა ისტორიაა კონკრეტული ადგილისა და კონკრეტული მომავლის გარეშე.

 

see more

close

ედმონდი

დიდი ბრიტანეთი 2015; 10 წთ. 

 

რეჟისორი: ნინა განტცი

ოპერატორი: იან ფორბსი

მონტაჟი: ნინა რაცი

კომპოზიტორი: ტერენს დანი

ხმის რეჟისორი: რობ ტერნერი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია

 

ნინა განტცი დაიბადა ამსტერდამში და გაიზარდა როტერდამში. ბრედას ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ მისი სადიპლომო ფილმი „ზალიგერი“ 37 კინოფესტივალზე მოხვდა, ამასთან, ჩინეთში, სიშუანის ფესტივალზე მისმა ფილმმა მთავარი პრიზი „ოქროს პანდა“ მოიპოვა საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრისთვის.

 

სინოფსისი


ედმონდის სასიყვარულო და სხვებთან სიახლოვის იმპულსები ძალიან ძლიერია... ზედმეტადაც კი... ტბის პირას მარტო მდგარი წარსულ ცხოვრებაზე ფიქრობს და საკუთარი სურვილების მიზეზების აღმოჩენას ცდილობს.

 

see more

close

სახლი

კოსოვო/დიდი ბრიტანეთი 2016; 20 წთ.

 

რეჟისორი: დენიელ მალოი

სცენარის ავტორი: დენიელ მალოი

 

პროდიუსერი: სკოტ ო’დონელი, შპალ დედა, ტიმ ნაში, კრის ვოლინგი, აფოლაბი კუტი

ოპერატორი: ვიქტორ სეგუინი, პოლ მაკაი

მონტაჟი: ფილ კური

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


დენიელ მალოი ლონდონსა და ნიუ-იორკში სწავლობდა მხავრობას. 2001 წელს დაამთავრა სწავლა. მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს მიღებული აქვთ პრიზები ასპანის, კანზას სიტის, ნიუპორტის, ბრესტის, საპოროსა და მელბურნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 2016 წელს გადაღებულმა ფილმმა - „სახლი“ - ბაფტას (ბრიტანული კინოაკადემიის) ჯილდო მოიპოვა.

 

სინოფსისი


მაშინ როცა ათასობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ცდილობს ევროპაში მოხვედრას, რა მოაქვს ევროპას ერთი ბედნიერი ინგლისელი ოჯახისთვის? აღმოჩენა იმისა თუ რამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება იყოს ესა თუ ის ადგილი თითოეული ჩვენგანისთვის.

 

see more

close

მოწყვეტილი ვარსკვლავი

ბულგარეთი/იტალია 2015; 28 წთ.

 

რეჟისორი: ლიუბო იონჩევი

სცენარის ავტორი: ლიუბო იონჩევი, იასენ გენადიევი 

მონტაჟი: ლიუბო კიროვი

ოპერატორი: დამიან დიმიტროვი

პროდიუსერები: ლიუბო იონჩევი, ლიუბო კიროვი; კაროლა ჯესიკა დე ლუჩია

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ლიუბო იუჩევი 1983 წელს დაიბადა პლევენში, ბულგარეთში. ახალ ბულგარულ უნივერსიტეტში დაამთავრა საბაკალავრო კურსი სამსახიობო და რეჟისურის მიმართულებით და, ასევე -სამაგისტრო კურსი კინო-სატელევიზიო ხელოვნების მიმართულებით. იგი არაერთი სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერი, რეჟისორი და ავტორია, რომელთაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მრავალი ჯილდო აქვთ მიღებული. იგი გახლავთ ბულგარელ რეჟისორთა გაერთიანების წევრი. ასევე, 2014 წლიდან არის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტიალის - „NEW WAVE” - მენეჯერი და პროგრამის შემდგენი.

 

სინოფსისი


ლილი მარტოხელა დედაა. მას 2 შვილი ჰყავს - ზრდასრული მარტინი და პატარა ალექსანდრა. ზამთრის ერთ ცივ საღამოს მარტინს ალექსანდრა ბაღიდან გამოჰყავს. უბნის ბნელ ქუჩებში ისინი ტრაგიკული შემთხვევის მონაწილენი ხდებიან, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ლილისა და მის შვილებს რთული გადაწყვეტილების მიღება უწევთ, რაც მათ ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

see more

close

ხანმოკლე საუბარი


ნორვეგია 2015; 21 წთ.


რეჟისორი: ევენ ჰაფნორი, ლიზა ბრუკ ჰანსენი 

სცენარის ავტორი: ევენ ჰაფნორი

პროდიუსერი: ჯონ მაიკლ პუნტერვოლდი

ოპერატორი: სტივენ ჰასლერი

მონტაჟი: ერიკ ანდერსონი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


ევენ ჰაფნორი დაიბადა 1985 წელს. 2011 წლიდან იგი მუშაობს მოკლემეტრაჟიან ფილმებზე.

ლიზა ბრუკ ჰანსენი ცხოვრობს ნორვეგიაში, ოსლოში.იგი გახლავთ ოსლოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ზოგადი მედიცინის კათედრაზე.

 

სინოფსისი

 

ფილმში გადმოცემულია ნორვეგიის ქ. კრისტიანსანდში მცხოვრები დვერგსნესების ოჯახის ისტორია. იგი მოგვითხრობს სამი შემთხვევის შესახებ, რომლებიც 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება.

 

see more

close

ჩვენ ყველას გვიყვარს ზღვის ნაპირი

ესპანეთი 2016; 18 წთ.

 

რეჟისორი: კეინა ესპინეირა 

სცენარის ავტორი: კეინა ესპინეირა, სამუელ დელგადო   

ოპერატორი: ხესე ალაიონი

მონტაჟი: სამუელ დელგადო

პროდიუსერი: ლურდეს პერეზი

 

თრეილერის ნახვა

ბიოგრაფია


კეინა ესპინეირა1983 წელს დაიბადა ესპანეთში. აქვს მადრიდის დოკუმენტური კინოს ასოციაციის მაგისტრის ხარისხი რეჟისურისა და კინოწარმოების მიმართულებით. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ვიზუალური ხელოვნების დოქტორი. მუშაობდა მკვლევრად კალიფორნიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და მაროკოში. სასაზღვრო პოლიტიკა მისი შემოქმედების საკვანძო თემაა. „ჩვენ ყველას გვიყვარს ზღვის ნაპირი“ მისი პირველი ფილმია.

 

სინოფსისი


ევროპაში მიმავალ მამაკაცთა ჯგუფი ტყეში, მდინარის ნაპირას იცდის. მათ დროებით საზღვარზე დააკავებენ. ფილმი გადაღებულია რეალურ სიტუაციაში, სადაც ადამინები რეალურ მეს გამოხატავენ. ლანდშაფტი იცვლება და ისინი უკვე სამშობლოში აღარ არიან. ვეღარ ხედავენ ლამაზ სანაპიროებს, წყალი არ არის გამჭვირვალე. კოლონიური წარსულის ლეგენდებს არსებული რეალობა ეჯახება.

 

see more

close

20

აპრილი
2024

სრული კალენდარი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

BIAFF ვიდეო თრეილერი

ახალი ამბები

24 სექ

BIAFF 2023 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006...

11 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანების განრიგი

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  კინოსეანების  განრიგი ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს ჩატარდება....

10 სექ

BIAFF 2023 ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

BIAFF 2023  ბათუმის კინოფესტივალის  სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა  ბათუმის მე-18 საერთაშორისო...

18 აპრ

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.

BIAFF კინოფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას 2023 წლის პროგრამისთვის.XVIII BIAFF კინოფესტივალი 2023 წლის...